ალანიის ეპარქია
(მოხსენება კონფერენციისათვის 2024 )
მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე
ჩვენი უწმიდესისა და უნეტარესის კათალიკოს–პატრიარქ ილია მე-2-ის ღვაწლით მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღიარებულია ჩვენი ეკლესიის უეჭველი იურისდიქცია მთელს საქართველოს მიწაწყალზე, რაც ჩვენი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა.
ამის მიუხედვად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის შემდეგ გამოჩდნენ სეპარატისტი სასულიერო პირები, რომელთაც ჩამოაყალიბეს ჩვენგან განდგომილი ე.წ. აფხაზეთის ავტოკეფალური ეკლესია, მას სახელად უწოდეს „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია – ბიჭვინთის საკათალიკოსო“. მისი მესვეურების მიზანია მიაღწიონ საქართველოს ეკლესიისაგან დამოუკიდებელ ე.წ აფხაზეთის ავტოკეფალური ეკლესიის საერთაშორისო აღიარებას.
ამ მიზნით მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს დაუგზავნეს მიმართვები თხოვნით, რათა ჩამოყალიბდეს საერთაშორისო საეკლესიო კომისია, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მეთაურობით, რომელიც განიხილავს საკითხს დამოუკიდებელი აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სტატუსის განსაზღვრის მიზნით.
აფხაზეთის საეკლესიო სეპარატისტებს მყისვე მიუერთდნენ მეორე ოკუპირებული რეგიონიდან.
2005 წელს ცხინვალში ჩამოაყალიბეს თვითგამოცხადებული ფსევდო ალანიის ეპარქია.
ალანიის ფსევდო ეპარქიის მესვეურებმაც გადაწყვიტეს საერთაშორისო აღიარებისათვის მიეღწიათ, მოსკოვიდან უარის მიღების შემდეგ ისინი დაექვემდებარენ საბერძნეთის ე.წ. „ჭეშმარიტ მართლმადიდებელთა“ უკანონო ეკლესიას (ქრიზოსტომის სინოდს).
ცხინვალელი „ალანიის ეპარქიის“ ანუ ალანიის სამიტროპოლიტოს მეთაურები და მათ ზურგს უკან მდგარი ძლიერი ძალები აცხადებენ, რომ ეს ეპარქია არის არა ახალი ეპარქია, დაარსებულლი 21-წ საუკუნეში, არამედ წარმოადგენს აღდგენას ოდესღაც არსებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ალანიის ეპარქიისა.
ისევე, როგორ ყველა მწვალებელთა ეკლესია ე.წ. აფხაზეთის ფსევდოავტოკეფალური ეკლესია მალევე დაიშალა. 2011 წელს მას გამოეყო ძლიერი ჯგუფი არქიმანდრიტ დოროთე დბარის მეთაურობით, დაარსდა ახალი ეკლესია სახელწოდებით „აფხაზეთის წმიდა სამიტროპოლიტო – ანაკოფიის ეპარქია“
მათ გადაწყვიტეს სხვა კუთხით ემუშავათ კონსტანტინოპოლისს საპატრიარქოსთან, კერძოდ დ. დბარის თეორიის თაანახმად, თითქოსდა მთელი დასავლეთ საქართველო აფხაზეთთან ერთად თავდაპირველად 600 წლის მანძილზე მე-4 საუკუნედან ვიდრე მე-10 საუკუნის ჩათვლით შედიოდა კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში, და აქ კონსტანტინოპოლს თითქოსდა გააჩნდა თავისი ბერძნულენოვანი კათედრები როდოპოლისისა, ვარციხეში, ზიგანევ–ზიგანასი (აფხაზეთში, გუდაყვაში), პეტრასი –ციხისძირთან და საისინისა –ცაიშთან.
ამის შემდეგ, დბარის მტკიცებით, მე-11 სუკუნედან საქართველოს აგრესიული ეკლესია შეიჭრა კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში, გააუქმა იქ ბერძნული კათედრები, მათ შორის აფხაზეთშიც და მათ ნაცვლად იქ დააფუძნა ქართული კათედრები.
ამჟამადო, ბრძანებენ სეპარატისტები, რადგანაც საეკლესიო კანონების თანახმად აკრძალულია ერთი საპატრიარქოს შეჭრა მეორის იურიდიქციაში, ხოლო მე-3 მსოფლიო კრების მე-8 კანონი მოითხოვს თავდაპირველი იურისდიქციის აღდგენას, ამიტომ საეკლესიო სამართლის ძლით კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უნდა აღიდგინოს თავისი ძველი იურისდიქცია დასავლეთ საქართველოში, შასაბამისად, „აფხაზეთის ეპარქია“ დაიბრუნეოს თავის წიაღში, რათა მისი ავტოკეფალიის საკითხი განიხლვის საგნად იქცეს.
მართლაც დ. დბარის მცდელობამ შედეგი გამოიღო, იმით, რომ 2012 წლის 9 იანვარს აფხაზეთის ე.წ. წმიდა სამიტროპოლიტოს საბჭოს წევრები მიიღო კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა და წმიდა სინოდის წევრებმა რომელთაც მოისმინეს საკითხი და აღუთქვეს აფხაზ სასულიერო პირებს გარკვეული მხარდაჭერა.
როგორც აღინიშნა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდი დაინტერესდა დ. დბარის თეორიით, რომლის მიხედვითაც დასავლეთ საქართველო 600 წლის მანძილზე მე-4-მე-10 საუკუნეებში იმყოფებოდა არა მცხეთის საკათალიკოსოს იურისდიქციაში,ა არამედ კონსტანტინოპოლისა, რაც უფელებას აძლევს აფხაზ სეპარატისტებს საეკლესიო სამართლის ძალით მოითხოვონ კონსტანტიოპოლის წიაღში დაბრუნება.
იმავეს ამტკიცებენ საერთაშორისო ასპარეზზე ცხინვალის რეგიონის სეპარატისტები, რომელთაც, როგორც ითქვა თავის მიერ დაარსებულ ეპარქიას „ალანიის სამიტროპოლიტო“ უწოდეს, მათი თეორიით, ისტორიული კონსტანტინოპოლის საპატრაიარქოს ალანიიის ეპარქია მოიცავდა სამხრეთ ოსეთს, ჩრდილო ოსეთთან ერთად და ასევე მიმდებარე ყაზბეგისა და სხვა რაიონებს.
ქართველთა ეთნიკური წმენდის შემდეგ, რაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპანტებმა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადეს, იქ გაბატონებულმა სეპარატისტებმა გადაწყვიტეს მიიტაცონ ასევე იქაური დიდი ქართული საეკლესიო წარსული. ისინი ისაკუთრებენ ისტორიული საქართველოს ცენტრში, სამჩაბლოში ქართველი ერის მიერ ათასწლეულთა მანძილზე შექმნილ დიად ქართულ კულტურას.
სამწუხაროდ სადავოდ იქცა აღმოსავლეთის მიმართულებაც – კახეთის მხარე. საბჭოთა ეპოქაში კახეთს არასწორად მიიჩნევენ ისტორიული ალბანეთის ნაწილად, გავრცელებულია არასწორი თეორია, თითქოსდა კახეთის უმეტესი ნაწილი თავდაპირველად შედიოდა ალბანეთის საკათალიკოსოს იურისდიქციაში. და მხოლოდ შემდეგ გადავიდა ის ქართულ იურისდიქციაში.
ყოველივე ამის მიზეზია ის, რომ საბჭოთა ეპოქაში ტოტალურად გაყალბდა და დამახინჯდა საქართველოს ეკლესიის ისტორია, დაამცრეს მისი იურისდიქციის საზღვრები, რაც ამჟამად დავის საფუძველს წარმოადგენს. არასწორადაა გამოკვლეული ალბანეთის საკათალიკოსოს საზღვრები იბერიასთან, ასევე არასწორადაა გამოკვლეული ალანიის სამიტროპოლიტოს ლოკალიზაციის საკითხი. ურისდიქცია დასავლეთ საქართველოში.
ჩვენმა უწმიდესმა პატრიარქმა ილია მეორემ იმთავითვე მიაპყრო ყურადღება იურისდიქციის ამ სადავო საკითხების გადაჭრის გზების მოძიებას.
2011 წლის საშობაო ეპისტოლეში უწმიდესი პატრიარქი აღნიშნავს: “ჩვენი უძველესი ისტორიის ზოგიერთი საკვანძო საკითხი, რაც ქართველთა წარმომავლობასა და ერის ერთიანობას უკავშირდება, რეალური სახით თანამედროვე საზოგადოებამ ნაკლებად იცის. ამის მიზეზი არის ის, რომ ცარიზმი და საბჭოთა იმპერია ყოველთვის ცდილობდნენ იგი არაობიექტურად წარმოეჩინათ. მათ არ სურდათ, ჩვენს ხალხში ეროვნულ–პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება, რადგან იგი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოთხოვნის საშიშროებას შეიცავდა. ჩვენს ცნობილ მკვლევარებს დიდი ძალისხმევა და თავდადება დასჭირდათ, რათა ნაწილობრივ მაინც გადაერჩინათ და დღემდე მოეტანათ ჩვენი ერის ისტორიული სიმართლე. ახლა კი, როდესაც აღსდგა საქართველოს თავისუფლება, აუცილებელია, შეგნებულად დაფარული წარსულის წარმოჩენა და საქართველოს ობიექტური მატიანის დაწერა უხსოვარი დროიდან დღემდე (აღნიშნულ საკითხზე ბოლო სხდომაზე იმსჯელა წმ. სინოდმა და მიიღო სათანადო გადაწყვეტილება).
ქართული თანამედროვე ისტორიოგრაფიის პრობლემატიკური საკითხების რკვევას მისმა უწმიდესობამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია 2006 წლიდან. ამ წლის საშობაო ეპისტოლეში მან აღნიშნა,
“წმინდა ილია მართალი თავის პუბლიცისტურ წერილებში ებრძოდა პეტერბურგის უნივერსიტეტში შექმნილ ანტიქართულ ისტორიოგრაფიულ თეორიას, რომლის მიხედვითაც ერთიანი ქართველი ერი წარმოდგენილი იყო განსხვავებული ტომების ხელოვნურ გაერთიანებად. ეს იყო ნელი მოქმედების იდეოლოგიური ნაღმი; ამ ნაღმმა ჩვენ დღევანდელ მდგომარეობამდე მიგვიყვანა და ძმობა და ერთობა დაგვარღვევინა”-წერს უწმიდესი პატრიარქი 2006 წლის საშობაო ეპისტოლეში.
1990 წლამდე, ჩვენი ეკლესიისათვის მთავარი გადასაჭრელი იყო ავტოკეფალიის პრობლემა, ამიტომაც იქამდე ჩვენი ეკლესიის მთელი ძალისხმევა, შრომა, მისწრაფება და საისტორიო კვლევა-ძიება მიმართული იყო ავტოკეფალიის საკითხისაკენ.
ღვთის შეწევნით, 1990 წელს ავტოკეფალიის საკითხი დიდი წარმატებით დააგვირგვინა უწმიდესმა პატრიარქმა ილია მეორემ, მაგრამ მალევე ჩვენი ეკლესიის წინაშე აღიმართა არანაკლები მნიშვნელობის სხვა საკითხი, როგორც აღინიშნა, ესაა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის საკითხი.
ამჟამად, რადგანაც იურისდიქციის საკითხია ჩვენი ეკლესიის უდიდესი გამოწვევა,
ჩვენმა უწმიდესმა პატრიარქმა ილია მეორემ იმთავითვე მიაპყრო ყურადღება იურისდიქციის ამ სადავო საკითხების გადაჭრის გზების მოძიებას.
შესაბამისად მან წმიდა სინოდს მიაღებინა კიდეც საგანგებო გადაწყვეტილებები.
კერძოდ, 2011 წლის 20 დეკემბრის წმ. სინოდის განჩინებაში ნათქვამია – „`d) sabWoTa periodSi xdeboda saqarTvelosa da msoflio istoriis gayalbeba. Secdomebis gamosasworeblad Seiqmnas istorikosTa jgufi manglisisa da walkis mitropolit ananias (jafariZe) xelmZRvanelobiT~.
ორი წლით ადრე, 2009 წლის 10 ივლისს უწმიდესმა პატრიარქმა გამოსცა ბრძანება #76, საქართველოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, მას დაევალა იურისდიქციის საზღვრების კვლევები. მუდმივმოქმედი კომისიის ხელმძღვანელობა მე დამევალა.
ხოლო, 2012 წლის 5 ივლისის წმ. სინოდის განჩინებაშია – „ xeli Seewyos meufe ananias (jafariZe) mier warmodgenili masalebis dabeWdvas da istoriul wyaroebze dayrdnobili WeSmariti azris ganmtkicebas…“,
წმიდა სინოდის ეს განჩინება ასევე ავალებდა საპატრიარქოს უნივერსიტეტს ემუშავა იურისდიქციის საზღვრებთან და რეალური ისტორიის წარმოჩენასთან დაკავშირებით, ამ მიზეზის გამო შეიქმნა კიდეც ჩვენს უნივერსიტეტში „ქართული უნივერსიტეტის ობიექტური ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“, რომლის ხელმძღვანელობა ასევე მე დამევალა.
კერძოდ, წმ.სინოდის 2012 წლის აღნიშნული განჩინება ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთია – `vinaidan XIX saukunis meore naxevarSi da, gansakuTrebiT, XX s-Si, – komunistebis mmarTvelobis xanaSi, mizanmimarTulad Seicvala da gayalbda Sexeduleba saqarTvelos eklesiis sazRvrebis Sesaxeb, mkvidrdeboda ra azri, TiTqos dasavleT saqarTvelo IV-X saukuneebSi, anu 600 wlis manZilze, ar iyo qarTuli eklesiis iurisdiqciaSi, amasTan, TiTqos, Crdilo, aRmosavleT da samxreT saqarTveloSi aseve ar Sedioda Cveni zogierTi istoriuli regioni, daevalos wmida andria pirvelwodebulis qarTul universitets, gadadgas realuri, drouli da qmediTi nabijebi aTeistur periodSi SemuSavebuli ideologiis nacvlad saqarTvelos eklesiis namdvili istoriis warmoCenisa da popularizaciisaTvis. xeli Seewyos meufe ananias (jafariZe) mier warmodgenili masalebis dabeWdvas da istoriul wyaroebze dayrdnobili im WeSmariti azris ganmtkicebas, rom `wminda mociqulma andriam iqadaga yovelsa qveyanasa saqarTveloიsasa~, xolo wminda ninom `gananaTla yoveli savseba yovelTa qarTvelTa naTesavisa~. (didi sjulis kanoni, 1974, gv. 545-546) da rom amas mowmoben ucxouri wyaroebic. aRsaniSnavia isic rom am azrs srulad iziarebs batoni ivane javaxiSvili. igi wers: `andria mociqulic da wmida ninoc saerTo qarTuli eklesiis damaarseblad da mTeli eris ganmanaTleblad iyvnen cnobilni, saqarTvelos sxvadasxva nawilebis calke mqadageblebis gamoZebnis survilic ar hqoniaT, radgan isini mTliani da ganuyofeli saqarTvelos ganmtkicebisa da aRorZinebisaTvis iRvwodnen~ (qarTveli eris istoria, t. III, gv. 47) _ aRniSnavs wm. sinodi.
ყოველივე ჩამოთვლილი ფაქტი მიუთითებს თუ რა დიდი მნიშველობა ენიჭება საქართველოს პატრიარქისა და წმიდა სინოდის მიერ იურისდიქციის საკითხის ობიერტურ და რეალურ ასახვას.
საქმე ისაა, რომ როგორც პატრაიარქმა მიუთითა მრავალგზის საბჭოთა ეპოქაში გამრუდდა და არასწორად წარმოისახა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის საზღვრები, იქამდე მე-4 საუკუნედან ვიდრე საბჭოთა ეპოქამდე, ჩვეს ეროვნულ საისტორიო მეცნიერებაში, რომელიც ასახულია ჩენს წყაროებში და ასევე რუის ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერაში ჩვენი ეკლესია მოიცავდა სრულიად საქართველოს, ამ წყაროებში მინიშნებაც კი არ არსებობს, რომ ოდესმე დასვლეთ საქართველო კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში შედიოდა, მაგალითად ძეგლისწერაში ამის სამტკიცებლად ნათქვამია, რომ წმიდა ნინომ მოაქცია ყოველი სავსება ყოველთა ქართველთა ნათესავისა, ანუ წმიდა ნინომ მოაქცია მთელი ერი შავი ზღვიდან ალაბანეთამდე, იმავეს წერს წმიდა ნინოს ეპოქაში მოღვაწე ბერძენი მწერალი გელასი კესარიელი დასხვებთან ერთად, რომ წმიდა ნინომ მოაქცია იბერები და ლაზები, ანუ ქვეყნის ორივე გეოგრაფიული ნაწილის ხალხი, იმავეს წერს მე-5 საუკუნის სომეხი ისტორიკოსი მოვსეს ხორენაცი, რომ წმიდა ნინომ იქდაგა ქართველთა შორის კლარჯკეთიდან ანუ შვიზღვისპირეთიდან ვიდრე მასქუთებმდე ანუ კასპიისპირეთამდე, ანუ საქართველოს ეკლესია დაარსებისთანავე მოიცავდა როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოს, ამასვე აღნიშნავდა მე-10 საუკუნის სომეხი კათალიკოსი, იოანე დრასხანაკერტელი, რომ კირიონ ქართლის კათალიკოსი მე-6 საუკუნეში ძველი წესების ტანახმად იყო ასევე ეგრისის არქიეპისკოპოსი, ანუ დასავლეთ საქართველო შედიოდა მცხეთის იურისდიქციაში და არა კონსტანტინოპოლისა ვიდრე მდინარე კლისურამდე. ამ მტკიცებათა საზიანოდ ამჟამად გაბატონებულია არასწორი მტკიცება, რომელსაც იყენებს დოროთე დბარი, თითქოსდა დასავლეთ საქართველო შედიოდა კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში, არასწორია ასევე საბჭოთა ეპოქაში გაბატონებული მტკიცებანი, შიდა ქართლისა და განსაკუთრებით კახეთის მიმართ.
კერძოდ, ამჟამად როგორც უცხოეთში, ისე ჩვენში დანერგილია არასწორი საისტორიო თვალსაზრისი საქართველოს ეკლესიის ისტორიული იურისდიქციის საზღვრებთან დაკავშირებით.
როგორც აღინიშნა, უკვე ჭეშმარიტებად მიიჩნევა თავალსაზრისი, თითქოსდა კახეთი, საინგილოს, ალაზნის ხეობისაა და დავით–გარეჯას ჩათვლით შედიოდა ალაბნეთის საკათალიკოსოში და შემდგომ „მიიტაცა“ ეს მიწაწყალი ქართულმა ეკლესიამ. მსგავსად არასწორად აისახება ჩვენი იურისდიქცია სამხრეთის მიმართულებით.
იბეჭდება, მათ შორის უცხოურ ენებზე, უამრავი ნაშრომი, რითაც მზადდება ნიადაგი სამომავლოდ საქართველოს ეკლესიის დაშლა–დანაწევრებისათვის.
ალანიის ეპარქიის ლოკალიზაციასთან დაკავშირებით შიძლება ითქვას, რომ, სეპარატისტებმა ტერმინ ალანიას მიანიჭეს დიდი პოლიტიკური დატვირთავა, ალანია უწოდეს არა მხოლოდ ისტორიულ გულს ქართლის სამეფოსი, ანუ ცხინვალის რეგიონს, არამედ ჩრდილოკავასიაში მდებარე ისტორიულ დვალეთს, რომელსაც ამჟამად ჩრდილო ოსეთი ეწოდება. ნიქოზის ეპარქიის ისტორიულ სამწყსოს, ანუ ქართლის საკათალიკოსოს საგამგეოს, რომელიც ისტორიულად იყო არა ალანია, არმედ იბერია, ქართლი.
სამწუხროდ, ტერმინ ალანიის გამოყენებით ცდილობენ ქართული საეკელსიო მემკვიდრეობის მიტაცებას,
ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა უნდა მიექცეს, ნამდვილად მოიცავდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ალანიის ეპარქია სამხრეთ ოსეთს?
ჩვენს ნაშრომში, რომელიც წიგნის სახით გამოიცა ორიოდე წლსი წინ, mისი სახელია ალანია და ოსეთი, გამოვიკვლიეთ, რომ კავკასიის ალანიაში კონსტანტინოპოლის ეპარქია სულ ორიოდე ათეული წელი, 910-იანი წლებიდან ვიდრე 932 წლამდე, არსებობდა, თავის დაარსების დროიდან (ბერი ექვთიმედან და მთავარეპისკოპოს პეტრედან), ანუ დაახლოებით 910-იანი წლებიდან ვიდრე 932 წლამდე. ამ (932) წელს კავკასიის ალანიის მეფემ თავისი ქვეყნიდან გააძევა ბიზანტიელი (ბერძენი) სასულიერო პირები.
ამის მიზეზი უნდა ყოფილიყო არა ხაზარეთის მეფის მოთხოვნა, როგორც ამჟამად მიიჩნევა, არამედ აფხაზეთის საკათალიკოსო ცენტრის აღორძინება კავკასიის ალანიიის საზღვარზე – ბიჭვინთაში, კავკასიის ალანია მისი გავლენის სფეროში მოექცა და სადავო გახდა ბიზანტიასთან, ამის მიზეზი იყო აფხაზ მეფეთა სურვილი კავკასიის ალანიაზე მისი ეკლესიის, ანუ აფხაზეთის საკათალიკოსოს იურისდიქციის განვრცობისა.
მართალია, კავკასიის ალანიიდან გააძევეს ბერძენი სასულიერო პირები, მაგრამ იქაური, ადგილობრივი ქრისტიანები სულიერ საზრდოსა და მსახურებას იღებდნენ უშუალოდ მეზობლად მდებარე აფხაზეთის საკათალიკოსოს სასულიერო პირებისაგან, ამ საკათალიკოსოში კი ლიტურგიის ენა ქართული იყო და ის უშუალოდ აფხაზთა მეფეების მფარველობაში შედიოდა.
აფხაზეთის საკათალიკოსო ერთ ნაწილს წარმოადგენდა ზოგადქართული ეკლესიისა და მისი ქვეყნიური მეპატრონენი იყვნენ აფხაზთა მეფეები, ქართული ენისა და ეკლესიის წინსვლა-აღორძინებისათვის მედგარი მებრძოლები. ამას მიუთითებს, მაგალითად ისიც, რომ მე-10 ს. ცნობილი ქართველი ჰიმნოგრაფი იოანე მინჩხი თავის მიძღვნაში აფხაზთა მეფეს გიორგის (922-957) „დიდსა და კარგს“ უწოდებს. ეს ის გიორგი მეფეა, რომელსაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნიკოლოზ მისტიკოსი ევედრებოდა, რათა დახმარებოდა ალანიაში კონსტანტინოპოლიდან გაგზავნილ სასულიერო პირებს, მაგრამ დადებით პასუხი ვერ მიიღო, ამის პარალელურად მან (გიორგი მეორემ) მრავალი ქართული ეკლესია ააგო, ასევე დაარსა თავისი მნიშვნელობით უდიდესი ქართული საეპისკოპოსო კათედრა – მარტვილისა ანუ ჭყონდიდისა. აქედანაც ჩანს, რომ აფხაზთა მეფეები ქართული ეკლესიის ინტერესებს უპირველეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ ბიზანტიურთან შედარებით.
იბნ რუსტას (მე-10 ს. დასაწყისი) ცნობით „ალანთა მეფე თავის გულში ქრისტიანია, მაგრამ მისი სამეფოს ხალხი – წარმართია, კერპთაყვანისმცემელი“, ამ მეფემ, როგორც ითქვა გააძევა ბერძენი კლერიკალები 932 წელს, ანუ ალანიის ბერძნულმა ეპარქიამ კავკასიის ალანიაში იარსება მხოლოდ დაახლოებით 20 წელი (910-იანი წლებიდან ვიდრე 930-იან წლებამდე). ამის შემდეგ კავკასიის ალანია გადავიდა აფხაზეთის საკათალიკოსოს იურისდიქციაში ვიდრე 1032 წლამდე.
1032 წელს ალდე დედოფალმა (ალან მეფეთა ქალიშვილმა და საქართველოს მეფის გიორგი 1-ის ქვრივმა) ანაკოფია და შესაბამისად კავკასიის ალანია გადასცა ბიზანტიელებს. ანუ 1032 წლიდან კავკასიის ალანია, 40-იოდე წელი, კვლავ ბიზანტიელების ხელში აღმოჩნდა, ვიდრე 1074 წლამდე, როდესაც ბიზანტიამ საქართველოს უკანვე დაუბრუნა ანაკოფია და შესაბამისად ანაკოფიის მიმდებარე მიწაწყალი (კავკასიის ალანია).
თუ შევაჯამებთ, ვნახავთ, რომ კონსტანტინოპოლის საპარტრიარქოს ალანიის ეპარქია ჩამოყალიბდა 910-იან წლებში, უფრო 916 წელს, (იქ კონსტანტინოპოლიდან მთავარეპისკოპოს პეტრეს ჩასვლისას), მან იარსება 15-20 წელი, ალანთა მეფის მიერ ბიზანტიელი კლერიკალების გაძევებამდე (932 წ.), რის შემდეგაც შევიდა აფხაზეთის საკათალიკოსოს იურისდიქციაში, რომელის იურისდიქციაში დარჩა მთელი საუკუნე, ანუ 1032 წლამდე, დედოფალ ალდეს ღალატამდე.
ამ 100 წლის განმავლობაში (932 წლიდან ვიდრე 1032 წლამდე) უნდა იყოს აგებული აფხაზთა მეფეების მიერ არზიზ–ზელენჯუკის, სენტისა და შოანას ქართული სტილის ჯვარ–გუმბათოვანი ეკელსიები (თითქმის ზუსტი, თუმცა უფრო მოკრძალებული ასლები მოქვისა, აფხაზეთის სხვა კათედრალებისა და დანარჩენი საქართველოს მე-10 საუკუნეში აგებული ეკლესიებისა, მაგალითად აფხაზთა მეფე ლეონ მესამის მიერ 964 წელს აგებული კუმურდოს ეკლესიისა).
ალდეს შემდეგ, 1032-1074 წლებში ანაკოფია კვლავ ბიზანტიელთა ხელში აღმოჩნდა, ხოლო კავკასიის ალანია 1081 წლამდე (იმპერატორ ალექსი კომნინის გადაწყვეტილებამდე).
ამ დროს (1032-1074 წლებში) მათ (ბიზანტიელებმა) განამტკიცეს ანაკოფია და იქ ააშენეს სხვა ნაგებობანიც.
როგორც აღინიშნა, კავკასიის ალანიაში იურისდიქცია იცვლებოდა პოლიტიკური ვითაების შსაბამისად, 916-932 წლებში ის შედიოდა კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში, 932-1032 წლებში აფხაზეთის საკათალიკოსოს იურისდიქციაში, 1032-1080 წლებში კვლავ კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში, 1080-იანი წლებიდან თითქმის მე-16 საუკუნემდე, კვლავ აფხაზეთის საკათალიკოსოს იურისდიქციაში ამ მიწაწყლის ისლამიზაციამდე, ამის შმდეგ ის აღმოჩნდა იქ დარჩენილი ქრისტიანი სვანების მეთვალყურეობის ქვეშ ვიდრე თითქმის მე-19 საუკუნემდე, ამის შემდეგ ის ქრუსული ეკლესიის სფეროში აღმოჩნდა.
932-1032 წლებში, აფხაზეთის საკათალიკოსო იურისდიქციაში ყოფნისას, კავკასიის ალანიაში ანუ ამჟამინდელ ყარაჩაიში აფხაზ მეფეთა მიერ აიგო შესანიშნავი ტაძრები სენტში, შოანასა და არხიზში, ისინი იმადე დროს იქნა ნაკურთხი ქართველი სამღვდელოების მიერ, მაგრამ 1032-1074/80 წლებში აღნიშნული ტაძრები მოექცა კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში, ისინი ბერძნებმა ხელახლა აკურთხეს. რასაც უნდა მიუთთითებდეს კიდეც სენტის ტაძრის წარწერა.
ამ წარწერის მიხედვით, კავკასიის ალანიაში, უკვე აგებული და ქართველთა მიერ ნაკურთხი სენტის ეკლესია ხელახლა აკურთხეს მარიამ ალანელის მეუღლის იმპერატორ ნიკიფორე III ბოტინატის დროს 1078-1080 წლებში, ამის აღსანიშნავად მათ სენტში მიიტანეს მყარ დაფაზე უკვე დაწერილი წარწერა (ამ ტაძრის ხელახალი კურთხევის შესახებ) და გადაწერეს ეკლესიის კედელზე).
ამჟამად არასწორად მიიჩნევა, რომ სენტის წარწერაში თითქოსდა ნახსენებია იმპერატორი ნიკიფორე ფოკა, ჩვენი კვლევით, რომელიც გამოქვეყნებულია, სენტის წარწერაში ნახსენები „ნიკიფორე“, არის ნიკიფორე ბოტინატი, „მარიამი“ – არის მარიამ ალანელი, ხოლო „კონსტანტინე“ არის მისი ვაჟი კონსტანტინე დუკა, თარიღიც ქართული წელთაღრიცხვის სისტემით უნდა გამოითვალოს).
ბიზანტიის ახალმა იმპერატორმა ალექსი კომნენმა 1080-იან წლებში ალანიის ეპარქიის საკითხი სხვაგავრად გადაწყვიტა, მან საერთოდ მოუნაცვლა ადგილსამყოფელი კავკასიის ალანიის ეპრქიას და ის მახლობლად, დონისპირეთის სტეპებში გადაადგილა, ადგილმონაცვლეობა ეპარქიებისა მიღებული პრაქტიკა იყო.
რაც შეეხება, კავკასიის ალანიის ეპარქიის მიწაწყალს, ის შევიდა აფხაზთა სამეფოს შემადგენლობაში. ეს არ იყო გამონაკლისი, რადგანაც ამავე წლებში 1074 წლისათვის ბიზანტიამ საქართველოს დაუბრუნა (გრიგოლ ბაკურიანისძის ხელით) იბერიის თემის რამდენიმე ციხესიმაგრე, ტაოს ნაწილი, ყარსი და ასევე ანაკოფიის ციხექალაქი.
კავკასიის ალანიის ეპარქიის მიწაწყლის შესვლა აფხაზეთის საკათალიკოსოს შემადგენლობაში ბიზანტიის სამეფო კარისათვის წარმოადგენდა რთულად გადასაჭრელ პრობლემას. ჩანს, მის გადაჭრაში მონაწილეობა მიიღო ბიზანტიის დედოფალმა მარიამ ალანელმა, ქართველი მეფის ქალიშვილმა და საქართველო იმჟამინდელი მეფის დამ, რომლის პირადი იურიდიული საკუთრება უნდა ყოფილიყო ანაკოფია და კავკასიის ალანიიის რაიმე ნაწილი. ჩანს, მან მიაღებინა გადაწყვეტილება ბიზანტიის იმპერატორს ალექსი კომნენს, რათა მოენაცვლებინა ალანიის ეპარქიის ადგილსამყოფელი, ანუ ბიზანტიამ შეცვალა ლოკალიზაცია ალანიის ეპარიისა, ის კავკასიის მთებიდან გადატანილი იქნა დონისპირეთის სტეპაბში, რათა მომსახურებოდა იქაურ მომთაბარე ალანებს, მაგრამ რადგანაც სტეპების ალანიაში არ არსებობდა ქალაქები, ალანიის ეპისკოპოსის საკათედრო ქალაქად განისაზღვარ ქალაქი ტრაპეზუნტთან ახლო, სოტერიოპოლისი, ხოლო ყოფილი კავკასიის ალანიის მიწაწყალი საქართველოს სამეფოს დაუბრუნდა (ჩანს მარიამ ალანელის ღვაწლით).
ნაშრომში მრავალი პარაგრაფი ეძღვნება კვლევას, რომ კავკასიის რეგიონში არსებობდა ორი ალანია. ერთი იყო ყირიმის მეზობლად არსებული დონის სტეპების ვრცელი ოლქი. აქ ბინადრობდნენ ნომადი ალანები, მათთვის მე-11 ს. 80-იან წლებში დაარსა კონსტანტინოპოლმა ალანიის სამიტროპოლიტო ოლქი. ამ ვრცელ ველებზე მომთაბარე ალანებს არ გააჩნდათ თავიანთი ქალაქები, ამიტომ კონსტანტინოპოლმა ალანთა მიტროპოლიტი, როგორც აღინიშნა, დასვა ბიზანტიურ ქალაქ სოტერიოპოლისში, ლაზიკაში, ანუ ტრაპეზუნტის ოლქში. რასაც წყაროები, კერძოდ კი, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმიდა სინოდის აქტები მიუთითებს.
1. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ალანიის ეპარქიაში არასოდეს შედიოდა ჩრდილო ოსეთი, მით უმეტეს სამაჩაბლო, ისინი ისტორიულად საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში შედიოდნენ (რასაც, წერილობითი წყაროების გარდა, მიუთითებს ჩრდილო ოსეთის ყველა ისტორიულ ეკლესიასა და სალოცავში ქართულენოვანი წარწერები, სხვა უხვ მასალასთან ერთად, მით უფრო სამაჩაბლოში), შესაბამისად მათი გამოცხადება ალანიად,მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება, რათა სამაჩაბლო განაშორონ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციისაგან.
2. ამჟმად ყარაჩაიში მდებარე ცნობილი ქართული სტილის ჯვარგუმბათოვანი ეკლესიები არხიზ–ზელენჯუკში, სენტი და შოანა (განსაკუთრებით 1074 -1080 წლის შემდეგ) შედიოდნენ არა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ალანიის ეპარქიის იურისდიქციაში, არამედ საქართველოს საპატრიარქოს აფხაზეთის საკათალიკოსოს იურისდიქციაში, ისინი მოქმედნეი იყვნენ შუა საუკუნეებშიც, რეალურად, ისინი ჩრდილო კავკასიის სვანეთში მდებარეობდნენ,18 საუკუნეშიც კი, გერმანელმა მეცნიერმა რეინეგსმა დააფიქსირა,რომ მის დროს შოანას ანუ სვანების ეკლესიაში ღვთისმსახურება აღესრულებოდა(შესაბამისად, ქართულენოვანი ლიტურგიით, აქედან რეინეგსმა რამდენიმე წიგნი სამშობლოში წაიღო).
3. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ალანიის ეპარქია მდებარობდა
არა კავკასიის ალანიაში, არამედ დონისპირეთის სტეპების ალანიაში, ამის შეასხებ მიუთითებს როგორც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს 1347
წლის აქტი, ასევე ალანიის ეპისკოპოს თეოდორეს წერილი კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი.
4. ალანები დიდი მრავალტომიან ხალხთა გაერთიანება იყო. იყვნენ როგორც თურქულენოვანი, ასევე ირანულენოვანი ალანები. წყაროებიდან არ ჩანს,რომ მონღოლებამდელი კავკასიის ალანები ირანულენოვნი ხალხი იყო, პირიქით, არაბი ისტორიკოსის აბულფედასა და ასევე, ალ–დიმაშკის ცნობებით ისინი თურქულენოვანი ქრისტიანები იყვნენ,
http://www.blagos.ru/ stranitsy-istorii-1981/item/233-mixail-mamiev-kandidat-istoricheskix-nauk-pism ennye-istochniki-o-pravoslavnom-xristianstve-v-srednevekovoj-alanii?tmpl=c omponent&prin=.
ამიტომაც არსებობს ყარაჩაელთა და ბალყარელთა განცხადებები,რომ სწორედ ისინი არიან მემკვიდრენი ისტორიული კავკასიელი ალანებისა,
აღასანიშნავია, რომ თურქულენოვან ალანებს მტრობდნენ და სასტიკად ებრძოდნენ მონღოლები და ისინი ამოხოცეს კიდეც, ხოლო ირანულენოვნი ალან-ოსები ვითარცა მოკავშირეები თან შემოყვნენ მონღოლებს კავკასიაში მე-13, მე-14 საუკუნეებში.
მოკავშირეობის გამო მონღოლებმა ირანულენოვან ოსებს საბატონოდ
გადასცეს ქართული ოლქი დვალეთი (ჩრდილო კავკასიაში).
ვახუშტის დროს ქრისტიანი დვალები საბოლოოდ ჯერ ჯიდევ არ იყვნენ ასიმილირებულნი ოსებში.
დვალების საბოლოო ასიმილაცია ოსებში მოხდა მე–19 და მე–20 საუკუნეებში.
მაშასადამე სულ სხვა ეთნოსი და სულ სხვა ხალხი იყო მონღოლებემდელი ალან-ოსები და სულ სხვა ხალხია მონღოლების შემდეგ მოხსენიებული ალან-ოსები.
მონღოლებამდელი ალანები (ოსები) ანუ კავკასიისა და დონისპირეთის ალანები – უფრო თურქულენოვანი ხალხი იყო და ისინი გაქრნენ,ხოლო მონღოლების მიერ შუააზიიდან კავკასიაში შემოყვანილი ალანები (ოსები) – ირანულენოვანია.
უფრო ზუსტად, მონღოლების შემდეგ შუა აზიიდან შემოყვანილი ნომადებით დასახლდა გაუკაცრიელებული ყოფილი დონისპირეთის ალანია (ოსეთი), ანუ, ნომადები დასახლდნენ მიწაწყალზე (დონისპირეთის ველ-მინდვრებზე), რომელსაც უკვე ერქვა ალანია (ოსეთი). ამ ადგილის ამ სახელის მიხედვით იქ დასახლებულ ალანებსაც ეწოდათ სახელი (ალანები, ოსები).
ამ სახელის მქონე (ალანია, ოსეთი) ტერიტორიაზე მომთაბარე ახალ მოსახლეობასაც ტერიტორიის სახელის მიხედვით ალანები ანუ ოსები
უწოდეს, მას ჩერქეზეთის ოსეთს ანუ „ახლ ოსეთს“ უწოდებს ვახუშტი, „ძველი ოსეთი“ კი მისთვის იყო დონისპირეთის სტეპების მიწაწყალი.
5. რადგანაც, ამჟამინდელ სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს არაფერი აკავშირებდათ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ალანიის ეპარქიასთან, ამიტომაც პრეზიდენტ პუტინის მიერ გამოცემული ბრძანებულება ალანების გაქრისტიანების 1100 წლისთავთან დაკავშირებით, არ უნდა დაუკავშირდეს ჩრდილო ოსეთს, მით უმეტეს სამაჩაბლოს.
6. სენტის ტაძარის ბერძნულ წარწერაში მოხსენებულია არა იმპერატორი ნიკიფორე ფოკა, როგორც ამჟამადაა მიჩნეული, არამედ იმპერატორი ნიკიფორე ბოტინატი და, ასევე, მისი მეუღლე მარიამ ალანელი (ეკსუსიოკრატორის წოდებით), და ამ უკანასკნელის შვილი კონსტანტინე დუკა ალანიის ეკსუსიოკრატორის წოდებით.
ἐπὴ βασηλ[είας
Νηκηφώρου, Βασηλ[είου] καὶ [Κωνσταντίνου
κὲ Δα(υὶ)δ ἐξουσηωκράτορ(ος) [Ἀλανίας
κ(αὶ) Μαρίας ἐξουσ[η]ωκράτ[ορίσσης
მაშასადამე, სენტის ტაძარში, ჩვენი კვლევით, გვაქვს წარწერა ბიზანტიის
დედოფალ მარიამ ალანელის, საქართველოს მეფის ასულის, მოხსენიებით.__
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ რეალური ისტორიის დამდგენმა მუდმივმოქმედმა კომისიამ იმუშავა იურისდიქციის საკითხებთან დაკავშირებით, გამოიცა ჩემი წიგნი „ლაზიკის ეპარქია“. რომელშიც მრავალ წყაროზე დაყრდნობით გარკვეულია, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქია მოიცავდა არა დასავლეთ საქართველოს, არამედ მის სამხრეთ დასავლეთ ნაწილს, ანუ ჭანეთს, იგივე ამჟამინდელ ლაზისტანს, ანუ ტარპეზუნტის რეგიონს ვიდრე ჭოროხამდე, რომ ამ ეპარქიის როდოპოლისის კათედრა მდებარეობდა არა ვარციხეში, არამედ ამჟამინდელ მონასტერ სუმელასთან ახლოს პუნქტ მაჭკასთან, ზიგანა იგივე ზიგანევის კათედრა მდებარეობდა არა გუდაყვაში, არამედ ამჟამინდელ გუმუშხანესთან, არზრუმ ტრაპეზუნტის შემაერთებელ გზაზე ზიგანას უღელტეხილთან, ამჟამადაც აქ უამრავი კათედრალის ნანგრევი არსებობს, იქვე ახლოს მდებარეობდა საისინის კათედრა და არა ცაიშთან, ხოლლო პეტრას საეპისკოპოსო კათედრა მდებარეობდა არა ციხისძირთან, არამედ ბაიბურდთან, რასაც ნ. ადონცი მიუთითებს, ხოლო პეტრას ციხესიმაგრე მდებარეობდა ზღვის პირზე ქალაქ ხუფათთან, რაც გაარკვია გურამ გრიგიოლიამ. შეასბამსად დასვლეთ საქარტველო მუდამ მცხეთის იურისდიქციაში შედიოდა 1 ათასწლეულში. მსგავსადვე, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ალანიის ეპარქია არასოდეს მოიცავდა ჩრდილო და სამხრეთ ოსეთს, ორივე ეს რეგიონი საქართველოს საპატრაიარქოს ნიქოზის ეპარქიაში შედიოდა, რასაც მიუთითებს ჩრდილო კავკასიის ამ რეგიონის უამრავი სამლოცველო და ეკლესია ქართული წარწერებიტა და ფრესკებით, ცხინვალის რეგიონი ცენტრალური ოლქს წარმოადგენდა საქართველოს ეკლესიისა, ხოლო კონსტანტინოპოლის ალანიის ეპარქია თვდაპირველად მე-10 ს. დასწყისში ჩამოყალიბდაა აფხაზეთის საზღვარტან, მთიNეთში, ამჟამინდელ ყრააჩაიში, ის გააუქმეს ალანტა მეფეებმა არაბული წყაროს ცნობით, ამის შემდეგ, 932 წლიდან 1031 წლწმდე კავკასიის ალანია შედიოდა აფხაზეთის საკათალიკოსოს იურისდიქციაში, ამ დროს აქ აფხაზტა მეფეებმა ააგეს ცნობილი ტაძრები არხიზის, სენტისა და შოანასი, 1032 წლიდან ვიდრე 1080 წლამდე ეს რეგიონი კვლავ კონსტანტინოპოლს დაექვემდებარა, იმის შემდეგ, რაც ალდე დედოფალმა ანაკოფია -ალანითურთ ბიზანტიას გადასცა, 1074 წლს ბიზანტიამ უკან დააბრუნა ანაკოფია, რასაც თან მოჰყვა ალანიის ეპარქიის უკან დაბრუნება აფხაზეთის საკათალიკოსოს წიაღში. 1081 წლიდან იმპერატორმა ალექსი კომნინმა ადგილი მოუნაცვლა ალანიის ეპარქიას და ის კავკასიიდან გადატანილი იქნა დონისპირეთის სტეპებში, სადაც ნომადური ცხოვრების გამო ადგილობრივ ალანებს არ გააცNდათ ქალაქი ალნიის ეპისკოპოსის კათედრისათვის, ამიტომ ასეთ ქალაქად იმპერატორმა დაადგინა ქალაქი სოტირეოპოლისი ლაზიკაში ანუ ტრაპეზუნტთან ახლოს. ასე, რომ ალანიის ეპარქიას არაფერი აკავშირებდა ამჟამინდელ ოსეთთან.
მსგავსადვე, ამჯ ამად არასწორადაა წამოჩენილი აფხაზეთის საკათალიკოსოს ისტორია, ის ჩამოყალიბდა არა აბაზგიის ეპარქიის საფუძველზე, არამედ ჩამოყალიბდა საქართველოს ეკლესიის წიაღში, საეკლესიო ადმინისტრაციული მმართველობის გასაადვილებლად, მეფე ბაგრატის ბრძანებით, შსაბამისად, ის იყო ერთერთი ნაწილი ზოგადქართული ეკლესიისა, ქართლისა და აფხაზეთის საკათალიკოსოებს აერთიანებდათ საერთო სჯულისკანონი, საერთო ქართული ლიტერგიკული ენა, საერთო საეკლესიო კულტურა და ტრადიციები, ისევე როგორც ბერძნულ-ბიზანტიურ ეკლესიას და ასევე ერთიან სომხურ ეკლესიას გააცნდა მრავალი საპატრიარქო ასევ ქართულ ეკლესიასაც გაამე-10 საუკუნიდან გააცნდე ორი საეკელსიო ადმინისტრაციული ერთეული ანუ სამიტროპოლიტო ოლქი ქართლისა და აფხაზეთის საკათალიკოსოები, საერთო საპატრაიარქო.
კახეთთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ პარალელურად გამოჩნდნენ უდიდესი ძალები, რომელნიც თავიანთ თავს უწოდებენ „კავკასიის ალბანეთის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრებს“. ისინი პრეტენზიას აცხადებენ „ალბანეთის საკათალიკოსოს“ ისტორიულ მემკვიდრეობაზე და მიაჩნით რომ ქვემო ქართლთან ერთად თითქოსდა ალბანეთის საკათალიკოსოში შედიოდა ალაზნის ხეობა თელავის სოფელ გულგულას სამხრეთით. ანუ პრეტენზიას აცხადებენ კახეთის უმეტეს ნაწილსა და საინგილოზე, თითქოსდა ალბანეთის საკათალიკოსოში შედიოდა ბოდბე, გურჯაანი, საინგილო, დავით-გარეჯა და კახეთის უდიდესი ნაწილი და მხოლოდ შემდეგ ეს „ალბანური“ მიწაწყალი გადავიდა ქართული ეკლესიის იურისდიქციაში. ამ არასწორ მოსაზრებას მხარს უჭერს ცნობილი მოსკოვური საეკლესიო მრავალტომეული „Праваславная Энциклопедия“
(https://www.pravenc.ru/text/64030.html) და მოსკოვის სააპატრიარქოს ბაქო-აზერბაიჯანის ეპარქიის ოფიციალური ვებგვერდი შდგენილი მოსკოვის სასულიერო აკადემიაში დაცული დისერტაციის მიხედვით (http://baku.eparhia.ru/history/albania/architrave/) და სხვა უამრავი სამეცნიერო სტატია დაბეჭდილი რუსეთსა (მათ შორის დაღესტანსა) და აზერბაიჯანში.
გაბატონებულია მტკიცება, მათ შორის საინტერნეტო სივრცეში, თითქოსდა კახეთის მოსხალეობის ნაწილი გაქართებული ალბანელები არიან (მაგ.:“В раннем Средневековье также происходил процесс картвелизации областей, лежащих в пограничной албано-иберийской зоне. Так, картвелизованные западные албанские племена составили основу населения исторической провинции Эрети“
(https://ru.wikipedia.org/wiki/Кавказская_Албания).
ყოველივე ამ არასორი წარმოსახვის მიზეზია, პლინიუსის ცნობის არასწორი გაგება, პლინიუსი წერდა, რომ საზღვარი იბერიასა და ალბანეთს შორი გადიოდა მდინარე ოკაზანზე, რომელიც გამოედინება დ კავკასიის მტებიდან და ვაკეზე უერთდება მტკვარს. ამჟამად კი საზღვარი იბერიასა და ალაბნეთშ შორი დაჰყავთ არასწორად.
ჩვენს წიგნში „ალბანეთი“ გარკვეულია, რომ პლინიუსი მდინარე ოკაზანად მიიჩნევდ არა ალაზანს, არამედ ალაზნის მთავარ შენაკად გიშისწყალს, ანდა იქვე გამდინარე ალჯანჩაის, რომელთა სათავეები ერთმანეთთან ახლოსაა კავკასიის მტებში, ალიჯანჩაი, პლინიუსის ცნობის შესაბამისად, სათავეს იღებს კავკასიის მტებში და ვაკეზე უერთდება მდინარე მტკვარს, დამთხვევა სრულია, ამასთანავე ეს მდინარე ალიჯანჩაი კახეთის სამეფოს საზღვარს წარმოადგენდა საუკუნეთა მანძილზე, მათ შორის მე-17 საუკუნეშიც კი, მსგავსადვე გიშისწყალი, რომელიც წყალუხვი ძარღვი იყო ალაზნისა, მტკვრის შესართავთან ახლოს უერთდება ალაზანს, შეასაბანისად ეს მდინარეები იყო საზღვარი ალაბანეთისა ანუ ამ შემთხვევაში ჰერეთისა, ესაა იგივე შაქის ოლქი. მე-10 საუკუნეში გაძლიერდა ჰერეთის სამეფო (შაქის ოლქი) მეფე საჰლ სმბატიანის დროს. არაბთა ძლიერი მხარდაჭერით საჰლ იბნ სუმბატ ალ არმანი რანთან ერთად შაქსა და არცახსაც ფლობდა, ის დიდად გაძლიერდა და დაიპყრო სამხრეთ კახეთი ვიდრე გულგულამდე, და გავაზამდე. რაც გაგრძელდა ხანგრძლივი დროით, ამის აგამო კახეთის ამ დაპყრობილ ნაწილებს ჰერეთი უწოდეს, ამ დაპყრობას ანუ შაქის სამეფოს მძლავრობას ვერ ეგუებოდნენ კახეთის ქორეპისკოპოსები და აფხაზთა მეფეები, საბოლოოდ კახეთი მათ გაათავისუფლეს. ასე, რომკახეთი შედიოდა არა ალბანეთის საკათალიკოსოს იურისდიქციაში, არამედ მხოლოდ დროის გარვეულ მონაკვეთში ის შედიოდა შაქის ანუ ჰერეთის სამეფოს შემადგენლობაში, ამ დროს მკვიდრი მოსსახლეობა მტკიცე მართლმადიდებელი იყო, იმდენად დრომ თვით ჰეეთის მმართველმ დედოფალმა წმიდა დინარამ მართლმადიდებლობა ჰერეთში ანუ შაქის ოლქშიც გააცრცელა.
საქართველოს ეკლესუის იურისდიქციის სწორად ასახვას დიდი მნიშვმელობა ენიჭება და ის საჭიროა თვით საქართველოს სახელმწიფოს მთლიანობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად.