არქიტექტურისა და ქართული კულტურის მიტაცება
მოსკოველმა მეცნიერებმა, ტიპიური ქართული საეკლესიო არქიტექტურის მქონე ნაგებობებს (ისტორიული საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში) უწოდეს იქამდე უცნობი ახალი სახელი- „ალანურ-აფხაზური წრის ტაძრები“- „храмы алано-абхазского круга“.
იქამდე, ე.წ. „ალანური საეკლესიო არქიტექტურა“ მსოფლიოსათვის უცნობი იყო, რადგანაც ასეთი ტაძრები არც არასოდეს აგებულა.
რეალობა ადვილად ჩნდება ზოგადი სურათის დანახვისას, ზოგიერთმა გავლანიანმა რუსმა და ადგილობრივმა სეპარატისტმა მეცნიერმა ტიპიური ქართული საეკლესიო არქიტექტურრით ნაგები ტაძრები აფსუურად ანდა ალანურად გამოაცხადა, არა მხოლოდ საქართველოში-აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, არამედ ზედ ისტორიული საქართველოს საზღვართან, ამჟამინდელ ყარაჩაიში –
აღსანიშნავია, რომ მაგალითად, ყარაჩაიში თვით არხიზ-ზელენჯუკის, სენტისა და შუანას ტაძრებთან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა, ვიდრე მე-20 ს. 60-იან წლებამდე, აღნიშნულ ეკლესიებს, ქართულ სამყაროსთან აკავშირებდა.
მაგალითად შუანას ეკლესიათან მცხოვრები სოფლელები ამ ტაძარს თამარ მეფის ნაგებად მიიჩნევდა, მტკიცებით, რომ აქ თვითონ პირადად ბრძანდებოდა თამარ მეფე, უჩვნებდნენ ტაძრის ირგვლივ კლდეებში სენაკებს, რომელნიც მათ აზრით თამარის ჯარის სადგომები იყო, ერთერთ დიდ ლოდზე თამარის ცხენის ფლოქვების ანაბეჭს აჩვენებდნენ და ამტკიცებდნენ რომ ამ ლოდზე მდგარი თამარი აქედან ლოცავდა თავის ჯარს. ანუ თვით ადგილობრივი მოსახლეობა ამ ეკლესიას ქართულ სამყაროსთან აკავშირებდა, მით უფრო რომ სახელიც კი ამ ეკლესიისა, შოანა, მათ ენაზე ნიშნავდა სვანურ ეკლესიას, ანდა სვანების ეკლესიას. მსგავსადვე სენტი და არხიზის ეკლესიები, შეიძლება ითქვას მოქვის, ლიხნის, კუმურდოს თუ სამწევრისის შემცირებული ასლებია. სახელ სენტს სვანეთის სენტთან, სვეტთან, მესტიასთან აკავშირებდნენ.
წარმოდგენები მკვეთრად შეიცვალა მოსკოველი და სეპარატისტი მეცნიერების ჩართვის შემდეგ, ამჟამად, როგორც სამეცნიერო ლიტერატურიდან ჩანს, იქაურ ექსკურსიამძღოლებს სასტიკად ეკრძალებათ თამარის სახელის ხსენება, არა თუ თამარისა, სიტყვა“ქართველიც“ არ უნდა ესმოდედ მნახველების ყურებს, ნაცვლად კი სავლდებულოა სიტყვა „ალანიას“ მუდმივად გამეორება ამ ეკლესიებთან დაკვშირებით.
მათი მიზანია როგორმე დააკნინონ ძველი საქართველოს კულტურული როლი ამ რეგიონში და წარმოადგინონ რომ აქაური ძეგლები მხოლოდ ბიზანტიური წარმოშობისაა.
ამათანავე მათი მიზანია არა მხოლოდ ისტორიული საქართველოს ტერიტორიები (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი) მიაკუთვნონ სეპარატისტ ოსებსა თუ აფსუებს, არამედ ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი მათ შემოქმედებად გამოაცხადონ.
სახეზეა კულტურის მიტაცება ტერიტორიების მისაკუთრების კვალდაკვალ.
მგალითად, როგორ შეიძლება ალანების არქიტექტურულ ნაღვაწად გამოაცხადო მშვენიერი ტიპიური ქართული საეკლესიო არქიტექტურით ნაგები ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიები არხიზ-ზელენჯუკში, სენტსა და შუანაში, მაშინ როცა ამ ეკლესიების აგების მახლობელ საუკუნეებში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმიდა სინოდის აქტებში მრავალჯერაა განმარტებული, რომ ალანები მომთაბარე ხალხია, ამიტომაც მათ არ გააჩნიათ საკუთარი ქალაქები და სოფლები (რადგანაც, ზოგადად, მომთაბარეებს, ar esaWiroebodaT mudmivi sacxovrebeli qalaqebi da soflebi, arc agebdnen მათ და ამიტომ arc ჰქონდათ ისინი, ამ ფაქტს მუდმივად აღნიშნავს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმ. სინოდის აქტები (იხ.ქვემოთ),
ამ მიზეზის გამო, ბიზანტიის საიმპერატორო კარი იძულებული იყო ალანიის ეპიკოპოსისათვის საკათედრო ქალაქად განეჩინა ქალაქი სოტერიოპოლი, ალანიიდან ძალზე დაშორებულ, სულ სხვა ტრაპეზუნტის რეგიონში.
თუ ასე იყო, მაშინ როგორ ავხსნათ ფაქტი იმისა, რომ სვანეთისა და აფხაზეთის ჩრდილოეთით მდებარე კავკასიის ალანიაში მრავალი დიდი ნაქალაქარი და აღნიშნული, დღემდე მოღწეული ეკლესია არსებობს? ვინ პატრონობდა მათ საუკუნეთა მანძილზე ანდა ვისთვის აგებდნენ მათ? მომთაბარეებისათვის? იქნებ ეს რეგიონი ნაწილი იყო დიდი კულტურული სამყაროსი, სადაც მსგავსი და თანაც უკეთესი არქიტექტურით ნაგები ათასობით ეკლესიაა და მათ შორის უმრავლესი ჯვარ-გუბათოვანი არსებობს? ეს ქვეყანა კი საქართველოა.
გეოგრაფიულადაც კავკასიის ალანიიის სამხრეთითა და დასავლეთით უშუალო მომიჯნავე აფხაზეთი და სვანეთი სავსეა ქრისტიანული კულტურული ნაღვაწით, მათ შორის შესანიშნავი მოხატული ეკლესიებით და ამ ეკლესიებში ოდესღაც დაუნჯებული ქართული ხელნაწერებით, რომელთა ნაწილმა დღემდე მოაღწია, ხოლო კავკასიის ანუ მთის ალანიის მომიჯნავე ჩრდილოეთის რეგიონი თვალუწვდენელი სტეპები აუთვისებელი და ველური იყო. გეოგრაფიულ-კულტურულადაც კავკასიის ალანია სამხრეთული ანუ ქართული კულტურის ნაწილი იყო.
კავკასიის ალანის ცივილიზაცია ერთერთი ბუნებითი ნაწილი იყო აფხაზეთ-სვანეთის ქრისტიანული ანუ ზოგადქართული ცივილიზაციისა. მათი გამიჯვნა არის ხელოვნური, მიუდგომელი მეცნიერისათვის ეს შეუძლებელიც უნდა იყოს.
მთის ანუ კავკასიის ალანიაში ქალაქებსა თუ ეკლესიებს აგებდა ის ვინც აგებდა იქვე მეზობელი აფხაზეთისა და სვანეთის ქალაქებს, სოფლებსა და ეკლესიებს, ეს იყო ადგილობრივი მოსახლეობა იმჟამად ბუნებითი ნაწილი ქართული ცივილიზაციური სამყაროსი.
საიდან ჩანს, რომ კავკასიის ანუ მთის ამ ეკლესიებსა და ქალაქებს აგებდა ქართული ციცილიზაციური სამყარო?
პასუხისათვის გავიხსენოთ კავკსიიის ალანიის ანუ ე.წ. ალანიის სამეფოს დიდებულების ბიოგრაფია ამ სამეფოს არსებობისას ანუ X-XII საუკუნეებში, ვიდრე 1230 წლამდე, მონგოლთა მიერ მის დაცემამდე.
ალანიის სამეფოს ყველა ცნობილი პიროვნება ქართულ პოლიტიკურ ანდა კულტურულ სამყაროსთანაა დაკავშირებული და ზოგჯერ ქართული პოლიტიკისა და კულტურის შემოქმედიცაა.
მაგალითად ყველაზე ცნობილი დედოფალი მარიამ ალანელი, სინამდვილეში საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ის ქალიშვილი, მისი დედა ბორენა ალანელი საქართველოს დედოფალი, ქართულენოვანი პოეტი ქალი, რომელიც ზრუნავდა ქართულ ეკლესია-მონასტრებზე, ბორენა დედოფალმა თავის ქალიშვილ მარიამ ალანელთან ერთად არა მხოლოდ საქართველოში, უცხოეთშიც კი დაარსა ქართული სასულიერო კერები, ერთერთი ცნობილია, იერუსალიმის სიონის უბნის მონასტერი კაპათა, ქართული მწიგნობრობის სახლოვანი კერა, მასთან დაკავშირებით ბორენა დედოფალს, ვითარცა ქართული კულტურის სფეროს სახელოვან წარმომადგენელს მოიხსენიებს ქართული ხელნაწერის „წიგნი სინას მთის მარტვილობაზე“ გადამწერი. დედოფალი ბორენა ქარველი პოეტი ქალი იყო, რადგანაც ქართულ ენაზე წერდა.
კავკასიის ალანიიდან გამოსული მოღვაწეები ქართული კულტურის ბუნებრივი წარმომადგენლები იყვნენ. მათთვის უცნობი იყო ე.წ. ალანური საეკლესიო კულტურა, რადგანაც, ზოგადად, ასეთი კულტურა არ არსებობდა.
კავკასიის ალანიაში, მის მეზობელ სვანეთსა, აფხაზეთსა და საერთოდ, სრულიად საქართველოში ლიტერატურა, არქიტექტურა, მხატვრობა, საეკლესიო მუსიკა-გალობა და კულტურის სხვა ელემენტები – მხოლოდ ქართული და ქართულენოვანი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ 1032 წლიდან ანაკოფია და შესაბამისად კავკასიის ალანიაც მიტაცებული იყო ბიზნტიელების მიერ, ამ ფაქტს გავლენა არ მოუხდენია კავკასიის ალანიის სამეფო ზედაფენის ქართულ ორიენტაციაზე, ანაკოფიის ბიზანტიელთა ხელში გადასვლიდან 2 წლის შემდეგაც კი ალანიის მეფე საქართველოს სამეფო კარს უაღრესად დაუმოყვრდა, და პრინცესა ბორენა ალანელი საქართველოს დედოფლად იქცა, 1034 წელს ის ცოლად შეირთო საქართველოს მეფე ბაგრატ IV-მ.
ალანიის მეფის ურდურეს ასული ბორენა როგორც ითქვა, მუდამ ქართულენოვანი შემოქმედი და საქართველოს ეკლესიის უმაღლესი მფარველი იყო, თავის ქალიშვილ მარიამ ალანელთან ერთად.
ჩანს ბორენას ალანიაშივე ასწავლიდნენ ქართულ მწიგნობრობას, უფრო სწორად ის ამ ენით აღიზარდა, ისევე როგორც, ზოგადად, აფხაზეთისა და სვანეთის ოჯახებში ქართულენოვანი მწიგნობრობა – განათლების უმაღლეს საფეხურად მიიჩნეოდა.
ქართული ენა და კულტურა მთელი კავკასიის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და სოციალურ ინსტიტუტებს მოიცავდა, არა მხოლოდ კავკასიის ალანიის არსებობისას, არამედ მის შემდეგაც.
ბორენა ალანელზე უფრო ადრე, დაახლლოებით 1014 წელს, კავკასიის ალანიის მეფის ასული ალდე საქართველოს დედოფალი გახდა, მას იმედი ჰქონდა რომ თავის ძეს დემეტრე უფლისწულს მამის მეფე გიორგი 1-ის გარდაცვალების შემდეგ (1027) საქართველოს სამეფო ტახტზე აიყვანდა, მაგრამ შიდადინასტიურ ომში გაიმარჯვა მისმა ძმამ ბაგრატ IV-მ, რომელიც მეფე გიორგის პირველი ცოლიდან ჰყავდა.
ანაკოფია ალდეს პირდი საკუთრება იყო, მას უშუალოდ სახმელეთო გზით უკავშირდებოდა კავკასიის ალანია, ალდეს სამშობლო.
განაწყენებულმა დედაშვილმა ანაკოფია და შესაბამისად კავკასიის ალანია აღარ დაუთმეს ბეგრატ IV-ს, და 1032/3 წელს ის გადასცეს ბიზანტიას. შესაბამისად, საქართველოს სამეფომ ანკოფია თავისი მიმდგომი კავკასიის ალანიით დაკარგა.
ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა 1074 წლმდე, როდესაც საქართველომ უკანვე დაიბრუნა ბიზანტიისაგან ანაკოფია და შესაბამისად კავკასიის ალანია. aseTi politikuri cvlileba safZvlad edo saeklesio iurisdiqciis cvlilebas, kerZod, kavkasiis alania 916 წლიდან 931 წლამდე ბიზანტიურ იურისდიქციაში იმყოფებოდა, ანუ მისი გაქრისტიანებიდან ვიდრე ალანთა მეფის მიერ ბიზანტიელ სასულიერო პირთ გაძევებამდე, ამის შემდეგ კავკასიის ალანია შევიდა აფხაზეთის საკათალიკოსოს ანუ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში, რაც საეკლესიო ქართულენოვნებას გულისხმობს, ვიდრე 1032/3 წლამდე, ალდეს მიერ ანაკოფიის გადაცემამდე.
აი, ამ პერიოდში, ანუ 931 წლიდან ვიდრე 1032 წლამდე კავკასიის ალანიაში აფხაზთა მეფეებმა ააგეს ცნობილი ჯვარგუმბათოვანი ტაძრები, ანუ ძირითადად მე-10 საუკუნის მეორე ნახევარში.
1032/3 წლის შემდეგ კავკასიის ალანია ანაკოფიასთან ერთად კვლავ ბიზანტიურ საეკლესიო დაქვემდებარებაში აღმოჩნდა, ამის გამო ბიზანტიელებმა ხელახლა „აკურთხეს“ აღნიშნული ტაძრები, რასაც სენტის ეკლესიის ბერძნული წარწერის ცნობაც მიუთითებს მისი ხელმეორე კურთხევის შესახებ.
ბიზნატიელთა ხელში ეს ტაძრები იყო დაახლოებით 1032/3 წლიდან ვიდრე 1081 წლამდე, როცა კავკაიის ალანია, ჩვენი ვარაუდით, მარიამ ალანელის დიდი შეწევნით, დაუბრუნდა ქართულ იურისდიქციას.
საიმპერატორო კარმა ადგილი მოუნაცვლა ალანიის ეპარქიას – ალანიის ეპარქია კავკასიის მთებიდან დადაადგილებულ იქნა ველის ალანიაში, ანუ მახლობლად, დონისპირეთის სტეპებში. ეპარქიის ადგილმონაცვლეობის მთავარი მიზეზი იყო ბიზანტიიის იმპერიის სასტიკი დამარცხება 1071 წელს თურქ-სელჯუკებთან და ამის გამო საჭიროება იმისა, რომ საქართველოს სამეფოსათვის ბიზანტიას უკანვე დაებრუნებინა მიტაცებული ტერიტორიები, არა მხოლოდ ტაო-ბასიან-არზრუმის მიმართულებით, არამედ ანაკოფია-მთის ალანიის მიმართულებითაც.
საქართველოს მეფეს გიორგი მე-2-ს, შეიძლება ითქვას, მისმა დამ, ბიზანტიის დედოფალმა უშუალდგომლა და ამ დიდი მოვლენის აღსრულებისათვის გამოყენებული იქნა საქართველოს მეფის დის ბიზანტიის დედოფალ მარაიამ ალანელის დიდი გავლენა საიმპერატორო კარზე.
იმის შემდეგ რაც მან თავის შვილობილი ალექსი კომნენი საიმპერატორო ტახტზე აიყვანა, ეს საკითხი გადაიჭრა, ალექსი კომნენმა გამოსცა ქრისობული, რომლის ძალითაც ალანიის ეპარქიის საკათედრო ქალაქად განისაზღვრა სოტერიოპოლი ტრაპეზუნტთან ახლოს ლაზიკაში, რადგანაც ალანიის ეპარქიის ახლი ტერიტორია ეკუთვნოდა მომტაბარე ალანებს, რომელთაც არ გააჩნდათ ქალაქები ათავინთი მწყემსური ვცოვრების გამო. დაახლოებით 1081 წლიდან კავკასისს ალანიი მიწაწყალი მუდმივად საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა მის გაწარმარტებამდე და შემდეგ გამუსულმებამდე, სტეპებიდან იქ შემოსული ტომების გამო.
კულტურის ერთიანობის გამო ქართული და ალანური სამეფო ოჯახები შეძერწილი და შერწყმული იყო, ამის გამო უცნობია რომ რაიმე სახის კონფლიქტი ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფოსა და კავკასიის ალანიას შორის, პირიქით, კავკასიის ალანია ქართული სამყაროს ბუნებითი ნაწილი გახდა, ვიდრე მონღოლების შემოსევამდე.
ზოგადად მონღოლების შემოსევას ემსხვერპლა დონისპირეთის ანუ ველის ალანია, აქაური ალანები თურქულენოვანი ხალხი უნდა ყოფილიყო, რაზედაც მიყთითებენ არაბული და ასევე ქართული წყაროებიც, რომელიც ოსების წინაპრებს ხაზართა წინაპრებთან აკავშირებდა.
ეს ხალხი იქცა მსხვერპლად მონღოლებისა, მაგრამ იმავე მონღოლებამ ჩანს შუა აზიის სტეპებიდან შემოიყვანეს სულ სხვა წარმოშობის ალანები ანუ ქართულად ოსები, რომელთანაც წინააღმდეგობას და კონფლიქტებს აღწერენ მატიანეები.
მაშასადამე, მონღოლების ეპოქაში გამოიკვეთა ორი სხვადასხავა წარმოშობის ოს-ალანები, პირველები იყვნენ მონღოლების დაუძინებელი მტრები, თურქულენოვანი ხალხი, რომელნიც ემსხვერპლნენ მონღოლებთან წინააღმდეგობას, მეორე ტიპის ალანები, ჩანს იყო ირანულენოვანი შუააზიელი მომთაბარეები, მონღოლების მეგობრები, მათ მონღოლები იყენებდნენ დაპყრობილი ტერიტორიების ასათვისებლად, ანუ იმის შემდეგ რაც მონღოლები რომელიმე ოლქს დაიპყრობდნენ, ისინი გადადიოდნენ სხვა ოლქების დასაპყრობად, ხოლო დაპყრობილ ოლქში აბატონებდნენ ამ თავის მომხრე ალანებს, მათ ევალებოდა დაპყრობილი ტომების სრული დამორჩილება.
ასეთი ოს-ალანები ჩაასახლეს მონღოლებმა ჩერქეზეთის მხარეს, ასევე საქართველოშიც. საქართველოდან ისინი გიორგი ბრწყინვალემ გააძევა, ხოლო ჩრდილო კავკასიის დვალეთსა და დიგორში მათ ფეხი მტკიცედ მოიკიდეს, გაბატონდნენ აქ და მოახდინეს დვალებისა და სვანი დიგორელების ასიმილაცია-გაოსება. დვალეთის საკითხს კარგად იხილავს ვახუშტი ბატონიშვილი.
კავკასიის ალანიის სამეფო ოჯახიდან იყო ზემოთაღნიშნული ბორენა, ბაგრატ IV (1027-1072) მეუღლე და საქართველოს მეფის გიორგი II -ის (1054-1112) დედა და დავით აღმაშენებლის ბებია. ის იყო ალანთა მეფის ურდურეს ქალიშვილი, დორღოლელის დაი.
ხოლო მარიამი ქართული საეკლესიო კულტურისათვის მზრუნველი მოღვაწე ათონის მტაზე თუ წმიდა მიწაზე.
მეორე ოსი დედოფალი ალდე საქართველოს მეფის გიორგი 1-ის მეუღლე იყო, ხოლო ბურდუხანი- თამარ მეფის დედა, თუ არას ვიტყვით ასევე საქართველოს სახელმწიფოსათვის თავდადებულ თამარის მეუღლე დავით სოსლანზე.
„წარავლინა სარწმუნო კაცები, მოუხმო ყივჩაღებს. ყივჩაღებმა სიხარულით მიიღეს მოწვევა, მაგრამ ითხოვეს ოსებისაგან მშვიდობის გზა. ამისათვის წაბრძანდა მეფე ოსეთში, თან წაიყვანა გიორგი ჭყონდიდელი – მწიგნობართუხუცესი, კაცი სრული სულისა და ხორცის ყოველი სიკეთით, თანააღზრდილი, ყოველი საქმის და ღვაწლის თანაგამკაფველი.
შევიდა ოსეთში, შემოეგებნენ ოსეთის მეფეები და მათი მთავრები, როგორც მონები დადგნენ მის წინაშე. აიყვანეს ორივე მხრიდან მძევლები – ოსებიდან და ყივჩაღებიდან და ასე ადვილად შეარიგა ორივე ტომი. ჩამოაგდო მათ შორის სიყვარული და მშვიდობა. აიღო დარიალის, ოსეთის კარის და კავკასიის მთის ციხეები. შექმნა გზა მშვიდობისა. გამოიყვანა ყივჩაღთა დიდი სიმრავლე“.
http://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/patriarc/document/
კავკასიის ალანიის ზედა ფენის კულტურა და ენა ქართული იყო, რასაც მოყვანილი მაგალითიც აჩვენებს, არავითარი ოსური ლიტერატურა ანდა ალანური საეკლესიო არქიტექტურა არ არსებობდა ისტორიულად, ის ახლახან ჩვენს თვალწინ „ჩამოაყალიბეს“ მოსკოველმა და სეპარატისტმა მეცნიერებმა.
ამ ფონზე ცინიკური გავლენიანი რუსი მეცნიერების ის გამოკვლევები, რომელნიც კავკასიის ალანიის საეკლესიო წარსულს სეეეხება და ამ დროს ისინი ცდილობენ სიტყვა „ქართველიც „ კი არ ახსენონს, და იძულებულები არიამ მის ნაცვლად „ზაკავკაზიელს“ წერენ.
მაგალითად, ერთი მკვლევარი წერს -Считается, что эти сооружения «обнаруживают явные связи с восточновизантийским (малоазийским) зодчеством», но при этом не исключается и причастность мастеров к закавказской (სიტყვა ქართველს არ ხმარობს) традиции (Кузнецов, 1977, с. 115-116; Перфильева, 1992, с. 200).
ალანიის ამ მკვლევართა შ ორის სახლოვნად თვლება ბატონი კუზნეცოვი, რომელიც ფაქტობრივ სეცდომებს უშვებს, მაგალითად ამარიამ ალანელი მიაჩნია ოსთა მეფე დორგოლელის შვილად და წერს –
„- Сам он (Дургулель Великий) был женат на Борене, дочери грузинского царя. А дочь Дургулеля и Борены Мария была замужем за двумя византийскими императорами. Она была какой-то ослепительной красавицей, ее так и называли в письменных источниках — Мария Аланская. Она даже упоминается в византийской книге «Алексиада». Вот такой была Алания в XI веке. Тогда же там искали возможность создать свою письменность — на основе греческого алфавита. Вот если бы они создали письменность и она у них прижилась… Там, где появляется письменность, варвар кончается — начинается цивилизация! Подробно на сайте Это Кавказ:
ეს რუსი მკვლევარები არ იცნობენ ქართულ ლიტერატურას, საისტორიო წყაროებს, კულტურას, რომლის ცოდნის გარეშეც შეუძლებელია კავკასიის ალანიის კულტურის ისტორიის გამოკვლევა.
Владимиров отмечал, что кресты «носят следы многочисленных поновлений». На самом деле, их частично перекрывает побелка с росписью следующего этапа. (სენტი სულ მცირე ოთხჯერ მოიხატა, ალანები უკვე გამქრალი ხალხი იყო, მაშ ვინ ხატავდა Исследователь опубликовал прориси крестов, отличающихся друг от друга по форме и декорации (Владимиров, 1902, с. 11, рис. 8). Видимо, это ошибка – судя по сохранившимся фрагментам, оба изображения совершенно идентичны. Подобные богато украшенные «триумфальные» кресты (т.н. cruces gemmatae) на характерном трехступенчатом монументальном основании являются распространенным мотивом в византийском искусстве начиная с доиконоборческих времен.
К первому этапу декорации относится и строительная надпись (см. ниже), датирующая как сам храм, так и первый слой росписи. Забегая вперед, укажем, что этот первый слой относится к 965 г.
ეს დათარიღება არასწორია, უნდა იყოს 1080-იანი წლები, რადგანაც სენტი ბიზანტიელთა ხელში იყო 916-931 და 1032-1074/80 წლებში, ხოლო 932-1031 წლებში ის იყო აფხაზ მეფეთა ანუ აფხაზეთის საკათალიკოსოს იურისდიქციაში, ეს იურისდიქცია დაირღვა 1032 წელს ალდე დედოფლის ღალატის შედეგად, როცა მან ანაკოფია და შესაბამისად კავკასიის ალანია ბიზანტიელებს გადასცა და ქართული იურისდიქცია აღსდა 1074 წელს ანაკოფიაში და ტანდათანობით კავკასიის ალანიაში. ამ ფაქტმა ბიზანტიის მმაღველობაში წამოჭრა საკითხი, რომ ადგილი მოენაცვლებინათ ტავიანთი ალანიი ეპარქიისათვის და გადაეტენათ ის დონის სტეპებში, სადაც მომთაბარეობდნენ ბიზანტიური ორიენტაციის ალანები, პრობლემას ქმნიდა ის საკითხი, რომ ალანიის ეპარქიის იერარქისათვის დონის ალანიაშიარ გამოიძებნა ქალაქი კათედრისათვის, რადაგანაც იქაური ალანები მომთაბარული ცხოვრების გამო აქ არ არესბობდა ქალაქები, ამიტომაც ბიზანტიის საიმპერატორო კარზე გადაწყვიტეს ალანიის იერარქისათვის საკათედრო ქალაქად გამოიყოთ სულ სხვა რეგიონში მდებარე სოტერიოპოლი, ტრაპეზუნტის რეგიონსი, ლაზიკაში.
სავარაუდოდ 1081 წლისათვის ალანიის ეპარქიას ადგილი მოუნაცვლეს და კონსტანტინოპოლმა თავისი ალანიის ეპარქია აქედან გადაიტანა დონის სტეპებში, რასაც კონსტანტინოპოლის სინოდის აქტებიც მიუთიტებს.
1080-იანი წლებიდან ვიდრე თემურ ლენგის შემოსევამდე და მის შემდეგც მე-18 საუკუნეშიც კი სენტი მოქმედი ეკლესია იყო არა ალანებისატის არამედ აქ მცხოვრები სვანებისათვის, რომელთა საეკლესიო ენა ყოველთვის ქართული იყო.ანუ ის აფხაზეთის საკათალიკოსოს იურისდიქციაში შედიოდა მე-11 სუკუნიდან.
სესაბამისად სენტის ეკლესია აიგო პირველ პერიოდში ანუ 931-1032 წლებში, აფხაზ მეფეთა მიერ, .
ამ შუალედში, ანუ მე-10 საუკუნის მეორე ნახევრშია აგებული აფხაზეთში მოქვის ტაძარი, რომელიც ააგო აფხაზთა მეფე ლეონ მე-3-მ დაახლოებით 957-969 წლებში.
შესაბამისად მისი სტილი არის ტიპიური ქართული ჯვარ-გუმბათოვანი, ასეთი სტილის ეკლესიები საქართველოში ასეულობიტაა, ხოლო ბიზანტიაში თითებზეა ჩამოსათვლელი. ამის მიუხედავად მოსკოველი მეცნერებმა მთელ მსოფლიოში მტკიცედ დანერგეს მოსაზრება, რომ კავაკსიის ალანიის ეკლესიები თითქოსდა განსაკუთრებული ე.წ. ალანურ-აფხაზური არქიტექტურითაა ნაგები, მაშინ როცა აფხაზეთი საეკლესიო არქიტექტურა ტიპიური ქართულია, და ის არქიტექტურა, რომელსაც ამჟამად აფხაზურად მოიხსენებენ სწორედ თვითონვე წარმოადგენს ტიპიურ ქართულ არქიტექტურას.
სენტი, იმის შემდეგ რაც ის ააგეს აფხაზთა მეფეებმა ჩანს არ იყო მოხატული, როდესაც ის 1031/2 წლიდან გადავიდა ბიზანტიურ იურისდიქციაში, შესაბამისად აქაურ ალანიის ეპარქიაში ბერძნულენოვანი ღვთისმსახურება გაჩაღდა, ვიდრე 1074 წლამდე, ვიდრე ანაკოფიის საქართველოს სამეფოში დაუბრუნებამდე. ანაკოფიის ბიზანტიელთაგან გათავისუფლების შმდეგ დადგა საკითხი, რათა კავკასიის ალანია კვლავ დაბრუნებოდა ქარტული ეკლესიის წიაღს, ანუ აფხაზეთის საკათალიკოსოს. ამ დროისთავის ბიზანტიის გავლენა კავკასიის ალანიაში სრულიად მინიმაზილდა, ის ბიზანტიას ანაკოფიის მეშვეობით უკავშირდებოდა. ბიზანტიისათვის ნათელი გახდა, რომ შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, როცა ის სასტიკად დამარცხდა თურქ-სელჯუკებთან ომებში, უმჯობესი იყო კავკასიაში ჰყოლოდა ძლიერი მოკავშირე საქართველოს სამეფოს სახით, კერძოდ კავკასიის ალანია ბიზანიამ ეკლესიურადაც დათმო, მან გადაწყვიტა, რომ კავკასიაში კვლავ შეენრჩუნებინა ალანის ეპარქია, მაგრამ არა კავკასიის ალანიაში, არამედ დონისპირეთის ალანიაში, კერძოდ რეგიონში აზოვისზღვისპირას, დონის სტეპებში, ყირიმის აღმოსავლეთის მიმართულებით. ამ დროისათვის ბიზანტიის საიმპერატორო ტახთზე გავლენიანი პოლიტიკოსის მარიამ ალანელის ხელშწყობით ავიდა ალექსი კომნენი. მისი ქრისობულით ალანიის ეპისკოპოსის საკათედრო ქალაქად დადგენილი იქნა სოტერიოპოლი.