მიტროპოლიტი ანანია (თენგიზ ანატოლის ძე ჯაფარიძე). საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი 1981 წლიდან, საქართველოს საპატრიარქოს მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის მმართველი, ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, რეალური ისტორიის დამდგენი საპატრიარქოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, ქართული უნივერსიტეტის ობიექტური ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, 40-ზე მეტი შრომის ავტორი.

საქართველოს საპატრიარქო, წმინდა სინოდის წევრი
საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი 1981 წლიდან

მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქია
მეუფე ანანიას მღვდელმთავრობისას მანგლისისა და წალკის ეპარქიაში 1993 წლიდან ამოქმედდა და აშენდა მრავალი ეკლესია და მონასტერი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი
2001 წლის 19 ოქტომბერს, მეუფე ანანიამ შეძლო საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს უმაღლეს სასწავლებელში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თეოლოგიის კათედრის დაარსება