ბოლოსიტყვა წიგნისა „აფხაზეთი“

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

აფხაზთა სამეფოს ხალხი, ჩვენამდე მოღწეული ყველა მასალისა და არტეფაქტის მიხედვით ქართულენოვანი, მტკიცედ მართლმადიდებელი ხალხი იყო, საკუთარი ქართულენოვანი საეპისკოპოსოებითა და მრევლით.

ძველი აფხაზები, მე-10 ს. უცხოელი ისტორიკოსის,  უხტანესის სიტყვით,  ქართველები იყვნენ, ანუ ქართულენოვანი ხალხი, ხოლო   ახალი, ანუ ჩვენი თანამედროვე აფხაზები,  ადიღურენოვანი ხალხია, რომელიც  თავისი აფხაზეთში გამოჩენის პერიოდში, ანუ ძირითადად მე-17 საუკუნისათვის, ვახუშტის სიტყვით,  ქრისტიანობას არა თუ იცავდნენ, არამედ, მას ებრძოდნენ.  

ამის მიუხედავად, ქართველები და ამჟამინდელი აფხაზები ერთმანეთთან გენეტიკურად ყველაზე ახლოს მდგომი, ერთმანეთის სისხლით მონათესავე ხალხები არიან, რასაც გენეტიკური ჰაპლოჯგუფების იგივეობა ადასტურებს, თუმცა  მენტალურად განსხვავებულნი.

ოდესღაც  ერთი ხალხის ერთმანეთისაგან მენტალური განსხვავება წარმოიშვა იმის შემდეგ, რაც, პირველი რუსი ისტორიკოსის ვ. ტატიშჩევის ცნობით, XVII-XVIII საუკუნეებში, საქართველოს ამ კუთხეში, აფხაზეთში,  ჩასახლდა მდ. ყუბანის ხეობის ხალხი, ანუ აბაზები და სხვადასხვა ადიღე ტომი. 

აფხაზეთში ჩასახლებული ყუბანელი ადიღები  წარმართები იყვნენ მუსლიმური გავლენის ქვეშ, ამიტომაც ებრძოდნენ ზოგადად ქრისტიანობას და, ვახუშტის ცნობით, მათ მიერ (რომელთაც აფხაზები ეწოდათ აფხაზეთში დასახლების შემდეგ)  მე-18 ს. დასაწყისში უკვე გაუქმებული იყო მოქვისა და დრანდის საეპისკოპოსოები, მალევე, მათ ამავე საუკუნეში, ბედიაც გაანადგურეს. 

ახლი აფხაზები ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც ჩამოსულმა ჯიქეთისა და ყუბანის  ადიღეველებმა მოახდინეს  ადგილობრივი ეთნოსუფსტრატის ასიმილირება. 

თავდაპირველად, ჯერ კიდევ ქართული აფხაზეთის სამთავროს თავად-აზნაურებმა (რომელნიც ლევან დადიანმა შეურაცხყო აქაური მთავრის ასულის შეურაცხყოფით)  გადაწყვიტეს სამეგრელოს სასტიკი დასჯა ჩრდილოკავკასიელი მეომარი ტომების, ანუ ადიღების დახმარებით. 

ამის გამო მათ გახსნეს უღელტეხილები და ჩრდილოკავკასიასთან მაკავშირებელი გზები (რომელთაც იქამდე მედგრად იცავდნენ) და ყუბანის ხეობიდან აფხაზეთის სამთავროში შემოუშვეს მეომარი ადიღური ტომები, შეუკავშირდნენ მათ,  საომრად მიმართეს  მდიდარი სამეგრელოს დასარბევად და იქაურ ეკლესია-მონასტრებსა და კათედრალებში დაცული ათასწლობით ნაგროვები და შეწირული ოქრო-ვერცხლის ხატების, ჯვრებისა და სხვა სიმდიდრის დასატაცებლად. 

იმჟამად სამეგრელოში შედიოდა ვრცელი მიწა-წყალი, ვიდრე თითქმის ბზიფისწყლამდე, ისე, რომ ბიჭვინთაც სამეგრელოს დაცვის ქვეშ იყო. მათ დაამარცხეს ლევან დადიანი ამ მონაკვეთზე, მალე სამეგრელოს საზღვარმა  გადაიწია მდ. კოდორამდე. თანდათანობით მდ.კელასურამდე. ამ დროს ლევან მეორე დადიანმა, მოქვის, დრანდისა და ბედიის ეპიკოპოსებმა სამეგრელოს დაცვის მიზნით ააგეს გრანდიოზული, თითქმის 100 კმ. სიგრძის ზღუდე-კედელი სათოფურებიანი ასობით კოშკით, მაგრამ ახალმა აფხაზებმა, ანუ ადიღურენოვანმა ლაშქარმა, ის დასძლია, გაუქმდა აფხაზეთის ქართული საეპისკოპოსოები, აფხაზეთის კათალიკოსმა ბიჭვინთა მიატოვა და  ეს კათედრაც განადგურდა. 

სამეგრელოს საზღვარი შემდეგ იყო ეგრისწყალი, შემდეგ კი ენგური. იმდენად დიდი ოდენობის ადიღები იბრძოდნენ სამეგრელოს წინააღმდეგ და ესახლებოდნენ ყოფილი სამეგრელოს ჩრდილოეთ ნაწილში (ამჟამინდელ სოხუმის, გულიფშის, ოჩამჩირისა და გალის რაიონებში), რომ ეს ცნობილი გახდა და აღწერა იმჟამინდელმა რუსმა ისტორიკოსმა  ტატიშჩევმა. 

ადიღე მოლაშქრეთა ნაწილი უკან დაბრუნდა, ნაწილი კი დარჩა თავიანთ ახალ ქვეყანაში-აფხაზეთში, მალე მათ შეძლეს ეთნოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება, ანუ ისინი გადაიქცნენ  ზედაფენად, ხოლო აფხაზეთის ქვედა ფენა იყო ადგილობრივი მეგრულ-სვანური მოსახლეობა, რომელნიც ამჟამადაც კი  ახალი აფხაზების უმეტესობას შეადგენენ, ამჟამადაც მათ მიერ მალულად მოიხმარება მეგრული ენა, აქვტ მეგრული გვარები და ძველქართული შესანიშნავი  საოჯახო ადათ -წესებით.

აფხაზური საზოგადოება ამ პერიოდში (მე-17 ს. შემდეგ) წარმოადგენდა ეთნოკრატიას, ადიღე კლანი სათავეში ედგა ქვედა უმრავლესობას, ანუ მეგრელ-სვანებს. 

ანუ ადიღეური ეთნიკური ფენა ზედა, მმართველი ფენა იყო, ხოლო ქვედა, დამორჩილებული ფენა მათ მიერ იწოდებოდა ასეთი სახელით – „აგირუა“, ან “აგიური“, ორივე ეს სიტყვა სოციალური მნიშვნელობით ნიშნავს „მონას“, ხოლო ტომობრივი მნიშვნელიბით „მეგრელს“ ან „გურულს“, (უნდა მომდინარეობდეს თურქული სიტყვიდან „გურჯი“). 

რუსეთის იმპერიის პერიოდში, რადგანაც მონობა აკრძალული იყო, აგირუები და აგიურები, გლეხებად იწოდნენ, ხოლო სოციალისტურ აფხაზეთში, საქართველს მმართელი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის ა. მგელაძის ცნობით, აფხაზი ბოლშევიკების ლიდერმა ნ. ლაკობან შეძლო შენარჩუნება ეთნოკრატიისა. მგელაძემ  ამის შესახებ მოახსენა სტალინს –

„…В свое время Лакоба и его единомышленники поступали таким образом: наркомами и руководителями республиканских учреждении они выдвигали, как правильно, абхазов, а их заместителями – грузин. Абсолютное большинство этих абхазов было совершенно неграмотно, вплоть до того, что не умело подписываться. Всю практическую работу в наркоматах и в республиканских учреждениях приходилось вести заместителям наркомов или заместителям руководителей республиканских учреждении…“.

https://matiane.wordpress.com/2013/04/22/report-to-stalin-on-abkhazia/.

ეთნოკრატია შენარჩუნებულია ამჟამადაც. 

როგორც ითქვა, აფხაური საზოგადოება ორფენოვანია, ზედაფენა არის მცირერიცხოვანი, მაგრამ ისინი უსიტყვოდ ბატონობენ ქვედა ფენაზე, რაც საზოგადოებრივი ურთიერთობის მტკიცე, კანონიერ და ნორმალურ მდგომარეობად მიიჩნევა. 

ზედაფენა პირდაპირი მემკვიდრეები არიან აფხაზეთში ჩამოსახლებული ადიღეველებისა, ისინი მცირერიცხოვანია და ამიტომაც ნაკლებია მათი ზემოქმედება გენეტიკურ ჰაპლოჯგუფზე, ქვედა ფენა კი არის ასიმილირებული აფხაზეთის მკვიდრი უმრავლესობა (რასაც ასახავს გენეტიკური ჰაპლოჯგუფი), მათ აფსუურ შინაურ წრეში კვლავ აგირუები ეწოდებათ, ისინი ძალზე გულმოდგინედ მალავენ თავიანთ მეგრელობას, თუმცა ოჯახებში ასეთი აფხაზების უმეტესობა მეგრულად ლაპარაკობს, ამჟამადაც მეგრული ენა აფხაზეთის უმრავლესობის ენაა, მაგრამ ფარულად მოსახმარი, აფიშირების გარეშე. 

აფსუების ენა, რომელსაც ამჟამად აფხაზური ენა ეწოდება, თითქმის არც კი ისმის საჯარო შეხვედრების დროს,  ეს ენა უმრავლესობამ არ იცის, რადგანაც აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა აფხაზად ჩაწერილი ეთნიკური მეგრელია, რომელთა დედა  ენა არასოდეს ყოფილა აფსუების ენა, ამიტომაც, აფხაზეთის ნამდვილი საურთიერთობო  ენა ამჟამად არის რუსული ენა, დაბალი ფენა ცდილობს ოჯახებშიც კი მეგრული ენა ჩაანაცვლოს რუსული ენით, ხოლო ზედაფენა  რუსულ ენას იყენებს, ვითარცა თავისი მმართველობის საშუალებას.

საბოლოო ჯამში, აფხაზთა დაბალი და მაღალი ფენები მენტალურად ერთიანი ხალხია, მსოფლაღქმით სრულებით განსხვავებული ძველი, ანუ ქართველი აფხაზებისაგან, კერძოდ, ძველი აფხაზები საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტკიცე დამცველნი, ქართული სახელმწიფოებრიობისა და კულტურის მშენებელ-შემოქმედნი იყვნენ, რომელთაც მოგვცეს საქართველოს გამაერთიანებელი მეფეები, ააგეს დიდებული ბიჭვინთის, მოქვის, დრანდის, ბედიის კათედრალები, ლიხნის, კუმურდოსა და სხვა ტაძრები, ხოლო ახალი, ადიღეურენოვნი  აფხაზები პირიქით,  ლამბერტის თუ ვახუშტის სიტყვით,  ებრძოდნენ და ანგრევდნენ ათასწლობით ნაშენებ ქართულ სახელმწიფოსა და კულტურას, ამჟამად კი მასზე პრეტენზიას აცხადებენ და  აფხაზეთის ძველი  ქართული კულტურისა და წარსულის მიტაცება სურთ დბარის მსგავსი თეორეტიკოსების მეშვეობით.

წყაროებით დასტურდება და, ქართლის ცხოვრება აღწერს, ბიჭვინთასთან აფხაზთა კათალიკოსის ჯარის მედგარ თავდაცვით ბრძოლას შემოჭრილ ჯიქებთან (ადიღებთან) მე-16 საუკუნეში.  ხოლო, როგორც ითქვა,  მე-17 საუკუნესა და მე-18 ს. დასაწყისში ადიღების ყუბანიდან  აფხაზეთში  ჩასახლების შესახებ წერს  ვასილი ნიკიტას ძე ტატიშევი (1686-1750), რომ სამეგრელოს ჩრდილოეთ ნაწილში, რომელსაც აფხაზეთს ვუწოდებთ, ახლა, ჩვენს დროს ესახლებიანო ჩრდილოკავკასიელი ყუბანელები, ანუ ადიღე-ჩერქეზები.

”Паче же мною, часть Мингрелии Северная, которую турки и кабардинцы имянуют Авхазос, наши древние именовали обезы… Ныне оной большую часть кубанцы наполняют”

(В. Н. Татищев, история Российская, I, М.-Л. 1962, გვ. 171).

იმჟამად ძალზე მრავალრიცხოვანი ადიღეთა შემოტევების შეჩერება ბიჭვინთასთან შუძლებელი იყო, ამიტომაც აფხაზეთის კათალიკოსი იძულებული გახდა დაეტოვებინა   ათასწლოვანი ბიჭვინთა და თავი გელათისათვის შეეფარებინა. როგორც ითქვა, ლევან დადიანსა და ეპისკოპოსების მიერ აგებული აფხაზეთის 100 კილომეტრიანი ზღუდე-კედლის გადალახვის შემდეგ ახალი ანუ ადიღე აფხაზები შეესივნენ მოქვის, დრანდისა და ბედიის საეპიკოპოსოთა მრევლს, ანუ სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და გალის მოსახლეობას, იავარყვეს იქაურობა, ისე, რომ მე-19 ს. დასაწყისის  მოგზაური სპენსერი ამ მხარეებს გაუდაბურებულ, ეკალ-ბარდით დაფარულ დაჭაობებულ მიწა-წყალს უწოდებდა. 

მე-20 საუკუნეში ქართველებს კიდევ ერთხელ მიეცათ საშუალება აფხაზეთის  აღორძინებისა, აქ დასახლებულმა ქართველებმა თავდაუზოგავი შრომით, დიდი ჯაფითა და ოფლისღვრით დააშრეს აფხაზეთის დაჭაობებული მიწები, გაკაფეს ეკალ-ბარდი და გააშენეს შესანიშნავი პლანტაციები ციტრუსისა, ჩაისა და ვენახისა, ააყვავეს თავიანთი ეზო-გარემო, ააშენეს ახალი სოფლები და ქალაქები, ააღორძინეს საეპისკოპოსოები, ააგეს ახალი ულამაზესი ტაძრები, მაგრამ კვლავ ჩრდილოკავკასიელი, უკვე ბოევიკების სახით (რომელნიც უცხოეთში ტერორისტებად მიიჩნეოდნენ), მოახდინეს ადგილობრივი ანუ აფხაზეთის ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდა,  მრავალი ათასი დახოცეს, ხოლო სამას ათასამდე გამოაძევეს საკუთარი სახლ-კარიდან, უპასუხოდ მიისაკუთრეს მათი ნაწვალები ქონება. ახალ აფხაზებს ჩაუნერგეს უსამართლო შთაგონებანი, მაგალითად, აფხაზურ სოციალურ ქსელში იძებნება ერთ-ერთი მოწოდება ასეთის სახისა: „ყველგან მოვსპოთ ქართული წარწერები, რადგანაც მათ ჩვენი ძველი არქივი გაანადგურეს“. 

აქ ქართულ წარწერებში იგულისხმება აფხაზეთის მრავალი ქართული წარწერა, ვთქვათ,  ლიხნის ეკლესიისა, ბესლეთის ხიდისა და სხვა, მათ შორის მუზეუმებშიც დაცული, ხოლო შთაგონება, რომ ოდესღაც არსებობდა არქივში დაცული აფხაზურენოვანი საბუთები, გამომდინარეობს, ასევე, დბარის დისერტაციის ფურცლებიდან.

თავის დისერტაციაში დბარი ქმნის შთაბეჭილებას, თითქოსდა, არსებობდა აფხაზური, აფხაზურენოვანი საბუთები, რომელნიც ქართველებმა გაანადგურეეს მე-17 საუკუნეში ბიჭვინთის დარბევის დროს.

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ  ბიჭვინათა, ანტიოქიელი და იერუსალიმელი პატრიარქების სიტყვით, „ქვემო ივერიის“ საეკლესიო ცენტრი იყო, შესაბამისად,   მუდამ ქართულენოვანი და ის მე-16 და მე-17 საუკუნეებში გაანადგურეს არა ქართველებმა, არამედ ადიღებმა ანუ აფსუების წინაპრებმა. 

ამასთანავე,  აქ არც ოდესმე არსებულა აფხაზურენოვანი საბუთები, მით უფრო, რომ აფსუების (ახალი აფხაზების) დამწერლობა მხოლოდ მე-20 საუკუნეში შეიქმნა (თუმცა მე-19 საუკუნეში მის შესაქმნელად იღვწოდა ქართველი მაჭავარიანი და სხვები), ხოლო ძველი აფხაზები ქართველები იყვნენ, როგორც ითქვა, ისინი  ქართველებად იწოდებიან  აფხაზთა სამეფოს უდიდესი აყვავების დროს მოღვაწე ცნობილი ისტორიკოსის,  უხტანესის მიერ X საუკუნეში.

კიდევ ერთხელ გვიმეორებთ უხტანესის ცნობას მისი დიდი მნიშვნელობის გამო. უხტანესი წერს 

ნაბუქოდონოსორის შემდეგო,  ქრისტეშობამდე, – „ივერიელთა ტომი აღორძინდა, გამრავლდა ზღვის პირას აქეთ-იქით (უხტანესი გულისხმობს  შავი ზღვისპირეთს),  მოედო იმ მხარეს (უხტანესი გულისხმობს დასავლეთ საქართველოს) და გავრცელდა სომეხთა და ალბანთა საზღვრამდე (უხტანესი გულისხმობს აღმოსავლეთ საქართველოს), შეიქმნა ფრიად მრავალი ხალხი და იმ ქვეყანას აფხაზეთი ეწოდება (უხტანესი ივერების ქვეყანას აფხაზეთს უწოდებს). ურიცხვია სახელი თითოეული გავარისა …ითესლეს და გამრავლდნენ და გახდა ტომი, რომელსაც თავის პირველ ქვეყანაში ივერიას უწოდებდნენ, აქ კი ქართველნი ეწოდებათ (უხტანესის ცნობით, აფხაზეთი ქართველების ანუ ივერების ქვეყანაა), ტომითაც, ენითაც, დამწერლობითაც, მამამთავრობითაც და მეფობითაც განმტკიცდნენ (უხტანესის მტკიცებით, აფხაზეთი დიდი ქვეყანაა, ის განფენილია შავი ზღვიდან ვიდრე ალბანთა და სომეხთა საზღვრამდე, მის ხალხს ქართველებს აქვთ თავისი ენა, დამწერლობა, სამამამთავრო და სამეფო ტახტი),  ხოლო გამოჰყო, გამოაცალკევა და განაშორა ჩვენგან კირიონ სკუტრელმა „(უხტანესი, გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან,  გვ. 67).

უხტანესის მტკიცებით, ხალხის, რომელიც ავსებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს, მცხოვრებს შავი ზღვიდან ვიდრე სომხეთ-ალბანეთამდე, ჰქვია ქართველები,  მათ ქვეყანას კი ეწოდება აფხაზეთი, ქართველები ანუ ივერები, სომხური ეკლესიისაგან გამოაცალკევა კირიონ კათალიკოსმაო (VIVII სს.– წერს ის. 

ვინაიდან, უხტანესის სიტყვით, შავი ზღვისპირეთის არეალი ქართველებით იყო დასახლებული, ამიტომაც იქაურ ქართველთა უდიდესი სასულიერო ცენტრ – ბიჭვინთის ტაძარი, ქართულენოვანი ღვთისმსახურების კერა იყო, რაც აქ საუკუნეთა მანძილზე დაწერილი საბუთებით დასტურდება, მის შემოგარენში უამრავი საეკლესიო ნაგებობის ნაშთია აღმოჩენილი ქართული წარწერებით, ერთ-ერთი მე-8 საუკუნისაა.

ბიჭვინთის ტაძარი აგებულია არა იუსტინიანეს მიერ მე-6 საუკუნეში, არამედ ქართული არქიტექტურის ტიპური ნიმუშების შესაბამისად მე-10 საუკუნეში აფხაზ ანუ ქართულენოვან მეფეთა მიერ ბზიფისწყლის შესართავთან. 

აფხაზთა მეფეებმა, წყაროთა ანალიზის მიხედვით, ბიჭვინთა ააგეს იმ დროს არსებული სახელმწიფოებრივი  და საეკლესიო მიზანშეწონილობის შესაბამისად. კერძოდ კი, ამ არეალზე მზარდი ბიზანტიური ექსპანსიის გასანეიტრალებლად. 

სწორედ ბიჭვინთის მიჯნაზე მდებარეობდა ე.წ. „კავკასიის ალანია“, ამასთანავე, აქვე ლოკალიზდება ვახუშტის მიხედვით ე.წ. „აფხაზეთის ალანია“ . 

სწორედ ამ ალანიაში სურდა კონსტანტინოპოლს თავისი ეპარქიის დაარსება, რაც მიუღებელი იყო აფხაზთა მეფეებისათვის, რომელნიც პატრონობდნენ ქართულენოვან აფხაზეთის საკათალიკოსოს. 

ამის გამო ბერძენი სასულიერო პირები ალანთა მეფეებმა გააძევეს ალანიიდან 931-932 წლებში. 

მე-10 საუკუნეში კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნიკოლოზ მისტიკოსი (901-907 და 912-925 წწ.) ცდილობდა ეპარქიის დაარსებას კავკასიის ალანიაში, მაგრამ ბერძენი სასულიერო პირები ალანთა მეფეებმა გააძევეს ალანიიდან 931-932 წლებში, ჩანს, აფხაზ მეფეთა მოთხოვნით. არაბი ისტორიკოსი ალ-მასუდი იძლევა ცნობას ბერძენ სასულიერო პირთა განდევნის შესახებ 931-932 წლებში: „აბასიდების დროს ალანთა მეფეებმა, რომლებიც იქამდე იყვნენ წარმართები, მიიღეს ქრისტიანული სარწმუნოება, მაგრამ 320 წლის შემდეგ განდგნენ მისგან და განდევნეს ეპისკოპოსები და მღვდლები, რომელნიც მათთან რუმის მეფეებმა გააგზავნეს». 

http://www.vostlit.info/Texts/rus13/Sirvan_Derbend/pril3.phtml?id=1900

ნიკოლოზ მისტიკოსი თავის წერილებში თხოვდა აფხაზთა მეფეებს დახმარებას, რათა მათ შეეწყნარებინათ კონსტანტინოპოლიდან გაგზავნილი სასულიერო პირები, მაგრამ აფხაზთა მეფეებს გააჩნდათ თავიანთი თავისთავადი ქართულენოვანი აფხაზეთის საკათალიკოსო, მათ მიერვე დაარსებული ქართულენოვანი საეპისკოპოსოებით და ამიტომაც ისინი ვერ შეეგუებოდნენ ბიჭვინთის საკათალიკოსო ცენტრთან ახლოს უცხო ეკლესიის (ანუ კონსტანტინოპოლის) ეპარქიის დაარსებას კავკასიის ალანიაში.

 ჩანს, აფხაზთა მეფეებმა ალან მეფეთა ხელით შეძლეს მათთვის არასასურველი იურისდიქციისაგან თავის არიდება, ანუ ბერძენი სასულიერო პირები გაძევებულ იქნენ 932 წლისათვის (ვფიქრობ, რომ აფხაზთა მეფეებმა პირდაპირ მოქმედებას თავი აარიდეს, რადგანაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ზოგადად, უდიდეს ავტორიტეტს წარმოადგენდა მართლმადიდებელთათვის, ანუ მისი სამეფოს მორწმუნეებისათვისაც). 

თითქმის ერთი საუკუნე 932 წლიდან ვიდრე 1032 წლამდე კავკასიის ალანია ანაკოფიასთან ერთად ძირითადად აფხაზ მეფეთა გავლენის სფეროში შედიოდა. ამ დროს მათ კავკასიის ალანიაში ააგეს ცნობილი არხიზ-ზელენჯუკის, სენტისა და შუანას ტაძრები, მაგრამ 1032-1033 წლისათვს პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, რასაც იურისდიქციის ცვლილებაც მოჰყვა.

კერძოდ, საქართველოს მეფე გიორგი 1-ის ქვრივმა ოსმა დედოფალმა ალდემ ანაკოფია (მიმდგომ კავკასის ალანიასთან ერთად) გადასცა ბიზანტიას, ამის გამო კავკასიის ალანია აღმოჩნდა კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში 1081 წლამდე. ამ წლებში (1033-1081) ბერძნებმა ხელახლა აკურთხეს არხიზ-ზელენჯუკის, სენტისა და შუანას ტაძრები, აქ დაარსდა ბერძნული ეპარქია კავკასიის ალანიისა.

1074 წელს თურქ-სელჯუკებთან დიდი მარცხის გამო ანაკოფიისა და ტაოს მიტაცებული ციხეები ბიზანტიამ უკანვე დაუბრუნა საქართველოს,

ხოლო 1081 წლისათვის ბიზანტიის დედოფალ მარიამ ალანელის შუამდგომლობით მისმა შვილობილმა  იმპერატორმა ალექსი კომნინმა  „კავკასიის ალანიის“ მიწა-წყალი უკან დაუბრუნა საქართველოს, შესაბამისად, აქ უნდა აღდგენილიყო ქართული საეკლესიო იურისდიქცია.

ამის გამო ალანიის ბერძნული ეპარქია კი არ გაუქმდა, არამედ  ის გადაადგილებულ იქნა მახლობელ ბიზანტიურ ტერიტორიაზე, დონის სტეპებში (მას უწყლო და უდაბურ ადგილად მოიხსენიებს იქაური ბერძენი ეპისკოპოსი), შესაბამისად, კავკასიის ალანია უკან დაუბრუნდა აფხაზთა საკათალიკოსოს, ანუ ქართული ეკლესიის წიაღს. 

https://meufeanania.ge/admin/upload/img/01cf9648673ce7345aaf064b641df6a7.pdf

ბიჭვინთაში 1000 წლის მანძილზე  იქმნებოდა მხოლოდ ქართულენოვანი საბუთები. საბედნიეროდ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდეა შემონახული და დაცული სხვადასხვა  საცავში და მრავალია გამოცემული, ესენია, როგორც სამართლის ძეგლები, ისე წმიდა სახარებანი და საეკლესიო დანიშნულების ხელნაწერები, ცხადია, ყველა ქართულენოვანი და არა ე.წ. „აფხაზურენოვანი“. 

აფხაზეთის  ხელნაწერების ქართულენოვნებას და საერთოდ მათ არსებობას  ჩქმალავს დბარი, რათა მკითხველი ვერ ჩასწვდეს საქმის არსს, ამასთანავე, მას არც კი შეუძლია აფხაზეთიდან გამოსული ასეულობით საეკლესიო და საერო საბუთის გამოყენება თავისი ნაშრომისათვის, რადგანაც არ ფლობს ქართულ ენას. 

ქართული ენის ცოდნის გარეშე კი შეუძლებელია აფხაზეთის საეკლესიო ცხოვრების აღწერა. როგორც ითქვა, აფხაზეთის ასეულობით პირველხარისხოვანი საეკლესიო საბუთი არსებობს და მათი გამოყენება აუცილებელია.

დბარის სიტყვით, ბიჭვინთის აოხრების შემდეგ იქაური ხელნაწერების  ნაწილი გადამალული იქნა აფხაზეთის სხვა ეკლესია-მონასტრებში, ნაწილი კი გადატანილი გელათის მონასტერში, სადაც მათ გაეცნენ ანტიოქიის პატრიარქი მაკარი მე-3 და იერუსალიმელი პატრიარქი დოსითეოსი (ნოტარიუსი).

დბარი ისე წარმოაჩენს საქმეს, თითქოსდა, ბიჭვინთა ქართველებმა ააოხრეს, აფხაზურენოვანი საბუთები გადამალულ იქნა და ამ აფხაზურენოვან საბუთებს გაეცნენ  ანტიოქიელ-იერუსალიმელი პატრიარქები.

დბარი მკითხველს განაწყობს, თითქოსდა, აფხაზური წყაროები კი არსებობდა, მაგრამ ქართველება ანდა სხვებმა გაანადგურეს.

ამ სიცრუის სამტკიცებლად მოჰყავს ბედიელი ეპისკოპოსის მე-17 საუკუნის განცხადება, რომ ძველი მატიანეები (თითქოსდა  აფხაზურენოვანი)  თურქებმა გაანადგურეს [Федот Елчин, с. 213-214].  მაგრამ ბედიასა და ყველა სხვა კათედრაზე, მათ შორის ბიჭვინთასა და მთელ იმჟამინდელ აფხაზეთში მხოლოდ ქართული წერილობითი ძეგლები არსებობდა და არა ე. წ. აფხაზური, რადგანაც  ბედიის ეკლესიის უამრავი საღვთისმსახურო წიგნი და ასევე იქაური წერილობითი წყაროები მხოლოდ ქართულენოვანია, ისინი მოღწეულია, როგორც  მოღწეულია აფხაზეთის საკათალიკოსოს უამრავი ხელნაწერი (და ისინი მხოლოდ ქართულენოვანია).

მაშასადამე, ბედიელი ეპისკოპოსი თურქების შემოსევისას  ქართული წყაროების განადგურების გამო წუხდა და არა აფხაზურენოვანი საბუთებისა, თურქებმა, კიდევ ერთხელ ვიტყვით, ბედიელი ეპისკოპოსის ცნობით, ქართული საბუთები გაანადგურეს, რადგანაც მხოლოდ ქართული საბუთები არსებობდა აფხაზეთის ყველა ნებისმიერ ეკლესიასა თუ მონასტერში.

აღსანიშნავია, რომ   ადიღები  ოსმალური პოლიტიკის აღმსრულებელნი იყვნენ, შესაბამისად,   ებრძოდნენ ქრისტიანობასა და ქრისტიანულ სიწმიდეებს.

თავისი  განცხადებებით დბარი  მკითხველს შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოსდა, აფხაზები მე-17 საუკუნეში იყვნენ მსხვერპლი რაღაც აოხრებისა, ამასთანავე, განაწყობს მკთხველს, რომ ამაოხრებლები ქართველები იყვნენ, რომელთაც, მაგალითად, ბიჭვინთაში აფხაზურენოვანი საბუთები მოსპეს. 

მაგრამ წყარო აღწერს, თუ ვინ იყო მომხდური.

სინამდვილეში, მომხვდურები იყვნენ ჯიქები ანუ ადიღე-ჩერქეზები, აბაზინები და სხვა მთიელები, რაც ასახულია ქართულ წყაროებში. 

მაგალითად, ქართლის ცხოვრება იძლევა ცნობას, რომ მე-16 ს. 60-იან წლებში აფხაზეთის საკათალიკოსო ცენტრის, ბიჭვინთის, ჯიქებისაგან (უცხოტომელ მაოხრებელთაგან)  გადასარჩენად  ქართველი ეპისკოპოსებიც იბრძოდნენ (თვით გურიიდანაც კი), რაც აღწერილია ზემოთ.

დბარი ახსენებს ანტიოქიელ და იერუსალიმელ პატრიარქებს, რომელნიც გელათში ბიჭვინთის საბუთებს გაეცნენ, მაგრამ პირდაპირ არ ეუბნება მკითხველს, რომ ამ პატრიარქების დასკვნით, აფხაზეთის საკათალიკოსო იყო  ივერიის საეკლესიო ერთეული (ქვემო ივერია, ზოჯერ მას უწოდებდნენ ზემო ივერიის საარქიეპიკოპოსოს). 

ყველა წყარო და არქეოლოგიური მასალა მიუთითებს, აფხაზეთის საკათალიკოსო ივერიელების ეკლესია იყო, საერთოდ კი აფხაზეთ-სამეგრელოს და მთელ დასავლეთ საქართველოს  ივერიას უწოდებდნენ (მაგალითად, ლევან მე-2 დადიანს რუსი მეფე ივერიის ხელმწიფეს უწოდებს ), ამიტომაც, ცხადია, ქართულენოვანი.

მხოლოდ  მე-19 და მე-20 სს. გამყალბებლები ოსტატურად, მითებისა და ლეგენდების საშუალებებით (რომელნიც, თითქოსდა, წყაროებს ეყრდნობიან) ცვლიან წარსულის რეალობას და წარმოაჩენენ, თითქოსდა, ოდესმე არსებობდა აფხაზური (გულისხმობენ აფსუურენოვანი) საეპისკოპოსო კათედრები და მძლავრი საეკლესიო ცენტრები, რომელნიც  ქართველებმა გაანადგურეს, ამასთანავე, მოსპეს კიდეც აფხაზურ(აფსუურ)ენოვანი საბუთები.

საუკუნეთა გაყალბების ოსტატი მრავალია, ათეულობითაა, მათგან ერთ-ერთია – Людми́ла Гео́ргиевна Хрушко́ва, მისი მიზანია, როგორმე ისე დაწეროს აფხაზეთისა და აფხაზეთის საკათალიკოსოს ისტორია, თითქოსდა, ამ საკათალიკოსოს ანუ აშკარად ქართული საეკლესიო ერთეულის წარმოქმნამდე,  აფხაზეთში უკვე საუკუნეთა მანძილზე (IV-VII სს.)  არსებობდა საეკლესიო ცხოვრება, მინიშნებით , რომ ის წარიმართებოდა აფხაზური და ბერძნული ენებით.

თვითონ ეს არქეოლოგი ქალი  აღიზარდა და წლების მანძილზე მუშაობდა აფხაზეთის ენის ინსტიტუტში, ანუ ანტიქართულ ფსევდოსამეცნიერო კერაში, ქართველთა ეთნიკური წმენდისა და ქართველთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის თეორიული საფუძვლების დამამუშავებელ ცენტრში. Работала в Абхазском государственном музее, с 1974 года — научный сотрудник Абхазского института языка, литературы и истории в Сухуми. , автор более 150 научных публикаций, в том числе 5 монографий.ამ მონოგრაფიებიდან ერთ-ერთი ლიხნის ტაძარს ეხება, სადაც ის ვერ ხედავს ქართულ წარწერებსაც კი , მაშინ როცა ტაძარი, შეიძლება ითქვას, სავსეა მსოფლიო მნიშვნელობის ქართული  წარწერებით (მაგ., ინფორმაცია ჰალეის კომეტის შესახებ).

ამ ქალბატონის პედაგოგს Па́вел Алекса́ндрович Раппопо́рт-ს ასე ახასიათებენ – многие выводы Раппопорта об устройстве древнерусских крепостей оказались ошибочными из-за несовершенства исследовательской методики учёного.

https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A0%D0%B0%D0%BF%D0%BF%D0%BE%D0%BF%D0%BE%D1%80%D1%82,_%D0%9F%D0%B0%D0%B2%D0%B5%D0%BB_%D0%90%D0%BB%D0%B5%D0%BA%D1%81%D0%B0%D0%BD%D0%B4%D1%80%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87

თავისი პედაგოგის მსგავსად, ლ. ხრუშკოვას დასკვნები აფხაზეთის საეკლესიო არქეოლოგიისა მცდარია მისი კვლევითი მეთოდიკის არასრულყოფილების გამო, როცა მან ანტიქართული პოლიტიკური მოსაზრებები საფუძვლად დაუდო სამეცნიერო დასკვნებს.

მით უფრო, დბარის დასკვნა, რომ აფხაზეთის საკათალიკოსოს დაარსებამდე, თითქოსდა, V-VII სს.-ში  არსებობდა ცანდრიპშის, ანაკოფიისა და წებელდის საეპისკოპოსო კათედრები ეთნიკური აფხაზი ეპისკოპოსების სავარაუდო მეთაურობით (кафедры могли занимать епископы абхазского происхождения)

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ დბარის დისერტაციის დასკვნები კარგად მოფიქრებული ლეგენდებია, რომელსაც წყაროები არ ადასტურებს.

როგორც ადრე ვწერდით, „თანამედროვე ისტორიოგრაფიაში ქართული წყაროების  ცნობებს უნდობლობასუცხადებენ იმის მომიზეზებით, რომ თითქოსდა, აღნიშნულ ეპოქაში დასავლეთ საქართველოს სრულადმოიცავდა „პონტოს პოლემონიაკის“ სახელმწიფო, შემდეგ კი,  ლაზთა სამეფო, მაგრამ ბიზანტიის ისტორიისყველაზე მეტად აღიარებული ფრანგი მკვლევარი შარლ დილი წერს, რომ მხოლოდ მდინარე ფაზისამდევრცელდებოდა  პონტოს პოლემონიაკის საზღვარი, მაშასადამე, ის არ მოიცავდა დასავლეთ საქართველოს(შარლ დილი, ბიზანტიის იმპერიის ისტორია,1998, გვ. 174). მისივე სიტყვით, საერთოდ, ბიზანტიის იმპერიისსაზღვარი იყო მდ. ფაზისი (იქვე). რაც შეეხება მდ. ფაზისს, ის წმიდა ექვთიმე მთაწმიდელის განმარტებით,იყო არა მდინარე რიონი, არამედ მდ. ჭოროხი. მან თავის ანდრია პირველწოდებულის მოგზაურობისთარგმანში ბერძნულ დედანში ნახსენები ტერმინი ფაზისი თარგმნა, როგორც მდ. ჭოროხი.

აღნიშნული ფრანგი ისტორიკოსი შარლ მიშელ დილი (1859-1944) არის ბიზანტიის იმპერიის ისტორიისყველაზე მეტად აღიარებული მკვლევარი და მას აქვს მრავალი წიგნი ბიზანტიის ისტორიისა და კულტურისშესახებ. კიდევ ერთხელ თუ ვიტყვით, ის არ მიიჩნევს, რომ ბიზანტიის იმპერიის წარმოქმნამდეც მთელიდასავლეთ საქართველო უცხო სახელმწიფოების შემადგენლობაში შედიოდა. რაც შეეხება პროკოფიკესარიელის, აგათია სქოლასტიკოსის,  მენანდრეს, თეოფილაქტე სიმოკატას, ეპიფანეკონსტანტინოპოლელისა და იმპერატორ იუსტინიანეს ცნობებს ლაზიკის შესახებ, ისინი საგანგებოდ იქნაშესწავლილი ჩვენს მიერ, რადგანაც საკითხი ეხება საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის სადავოსაზღვრებს დასავლეთ საქართველოში. 

ეს საკითხი უფრო გაამწვავა აფხაზი საეკლესიო სეპარატისტის არქიმანდრიტ დოროთე დბარის ნაშრომებმადა მისმა ხშირმა ვიზიტებმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კარზე, ასევე მისმა უწყვეტმა მიმართვებმასხვადასხვა პატრიარქებისადმი. მისი მტკიცებით, არა მხოლოდ აფხაზეთი, არამედ მთელი დასავლეთსაქართველო 500-600 წლის მანძილზე (IV-X სს.) არა ქართულ, არამედ კონსტანტინოპოლის იურისდიქციაშიშედიოდა.

დბარის მოსაზრებებს აბათილებს, წყაროთა, მათ შორის ბიზანტიურის, ცნობები, რომ სინამდვილეში, ნოტიციებში ნახსენები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქიის საეპიკოპოსოები (როდოპოლისი, საისინი, ზიგანა-ზიგანევი და პეტრა) მდებარეობდნენ არა დასავლეთ საქართველოში, არამედ ქართველთა უძველეს ქვეყანაში, რომელსაც ამჟამად ლაზისტანი ეწოდება, ტრაპეზუნტის რეგიონში.

 იქვე მდებარეობდა ქალაქი ფატსა-ფადისა-ფასიდი-ფაზისი-Polemonium, ქართველთა ყოფილ მიწა-წყალზე, ორდუს ოლქში, რომლის საეკლესიო დიდება გაითავისა ტრაპეზუნტმა, მომავალი ლაზიკის ეპარქიის ცენტრმა. 

ხოლო დასავლეთ საქართველო მუდამ ქართული ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა მე-4 საუკუნიდანვე, რასაც აღნიშნავს მე-4 საუკუნის ქრისტიანი ისტორიკოსი გელასი კესარიელი და სხვები, რომ „წმიდა ნინომ მოაქცია იბერები და ლაზები“. 

ამ ცნობას, რომ წმიდა ნინომ მოაქცია „ყოველი სავსება ყოველთა ქართველთა ნათესავისა“, ანუ იბერები და ლაზები – აღნიშნავს „ძეგლისწერა“, ასევე გელასი კესარიელის ეპოქის რომაელი და ბერძენი ავტორები, სომეხ აგათანგელოსთან და მოვსეს ხორენაცთან ერთად.

 მათი სიტყვით, წმიდა ნინომ მოაქცია ქართველი ხალხი შავი ზღვიდან ვიდრე კასპიის ზღვამდე, „იქადაგა ქართველთა შორის კლარჯეთიდან ვიდრე მასქუთებამდე“, ანუ წმიდა ნინოს მიერ  დარსებული საქართველოს ეკლესია თავის იურისდიქციას დასავლეთ საქართველოში მე-4 საუკუნიდან ახორციელებდა, რასაც მე-10 ს. ისტორიკოსი და კათალიკოსი იოანეს დრასხანაკერტელიც აღნიშნავს კირიონ 1-ის მოღვაწეობის შეფასებისას.

მტკიცება, რომ დასავლეთ საქართველო იმთავითვე შედიოდა ქართული ეკლესიის იურისდიქციაში იძლევა  რუის ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერა წინადადებით  -„ანდრიამ იქადაგა ყოველსა ქვეყანასა საქართველოისასა“, ხოლო „წმ. ნინომ მოაქცია ყოველი სავსება ყოველთა ქართველთა ნათესავისა“ ანუ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა.  

აქვე უნდა ითქვას, რომ მტკიცე ფაქტებსა და რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერაზე დაყრდნობით (რომ წმ. „ანდრიამ იქადაგა ყოველსა ქვეყანასა საქართველოისასა“, ხოლო „წმ. ნინომ მოაქცია ყოველი სავსება ყოველთა ქართველთა ნათესავისა“)  საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა 2012 წლის განჩინებამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქიის ზიგანევის, პეტრას, საისინისა და როდოპოლისის კათედრები (IV-VIII სს.) მდებარეობდნენა არა დასავლეთ საქართველოში, არამედ ქართველთა უძველეს ქვეყანაში, რომელსაც ამჟამად ლაზისტანი ეწოდება (თურქეთში).

შესაბამისად, დასავლეთ საქართველო იუსტინიანეს დროს ქართული ეკლესიის სამწყსო იყო. აღსანიშნავია, რომ რუის-ურბნისის კრებამდე ეს განაცხადა წმ. გიორგი მთაწმიდელმა, რომ წმ. მოციქული სიმონ კანანელი დაკრძალულია „ქვეყანას ჩვენსა აფხაზეთს“, აფხაზეთს კი  ანტიოქიელ-იერუსალიმელი პატრიარქები „ქვემო ივერიას“, ანდა უბრალოდ ივერიას უწოდებდნენ, იბერიაში კი თვით წმ. ანდრიამ იქადაგა.

სოციალური ქსელი

მიტროპოლიტი მეუფე ანანია
მეუფე ანანია

მეუფე ანანია

მიტროპოლიტი ანანია  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი.

დედა ეკლესია

@2024 – 2025 ყველა უფლება დაცულია. დამზადებულია Hostings.ge -ს მიერ.