ავტოკეფალური ეკლესიის ადგილი დიპტიხში (დიპტიქში) გამოხატავს სულიერ და კანონიკურ მთლიანობას ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის. ის ასახავს ასევე საეკლესიო ღირსებას. საქართველოს წმიდა ეკლესია მსოფლიოს პირველ ეკლესიათა შორის მოიხსენება, რადგანაც დაარსებულია თვით მოციქულების მიერ. მას ეჭირა კიდეც საპატიო ადგილი მსოფლიო ეკლესიათა შორის, მაგრამ რუსეთის საიმპერატორო კარის მიერ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამ მისი ადგილი მსოფლიო მართლმდიდებელ ეკლესიათა შორის ჯერჯერობით გადაუჭრელ საკითხად აქცია.
წიგნში მოტანილია მრავალი წყაროს მონაცემი და ასევე უხვი დოკუმრნტური მასალა უძველესი ხანიდანვე საქართველოს ეკლესიის ადგილის შესახებ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის.
ამჟამად საქართველოს ეკლესიის მრავალი წევრი ცხოვრობს უცხოეთში. ვითარცა კეთილი მწყემსი მოვალეა მოიძიოს ერთადერთი დაკარგული ცხოვარი და დაუბრუნოს თავის სამწყსოს, მსგავსადვე, საქართველოს ეკლესიის მამები მოვალენი არიან მიხედონ უცხოეთში ქართულ დიასპორას, რათა მათ შეინარჩუნონ წმიდა მართლმადიდებელი სარწმუნოება, ეროვნული იდენტობა და კვლავ დარჩნენ წევრებად საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიისა.
წიგნში განხილულია დიასპორას მიმართ საერთაშორისო საეკლესიო კანონები და შესაბამისი საკითხები.

სოციალური ქსელი

მიტროპოლიტი მეუფე ანანია
მეუფე ანანია

მეუფე ანანია

მიტროპოლიტი ანანია  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი.

დედა ეკლესია

@2024 – 2025 ყველა უფლება დაცულია. დამზადებულია Hostings.ge -ს მიერ.