ეპისკოპოსების მონაწილეობა დიდოეთის მრევლის დასაცავად გამართულ ომში

კახეთის მეფე თეიმურაზ პირველმა 1639 წლისათვის მოახერხა დაზავება ირანის შაჰთან და მისმა ქვეყანამ სიმშვიდე მოიპოვა.

ამის შედეგად დიდებულებმა დაიწყეს ფიქრი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის. ამ მიზნით უსათუო საჭიროებად ჩაითვალა ღონისძიების გატარება, რათა ქრისტიანობაშერყეულ კახეთის რეგიონში, კერძოდ კი, დიდოეთში, კვლავ აღდგენილიყო ქრისტიანული სარწმუნოება, გადაწყდა დიდოეთში, ანუ კახეთის მთიანეთში, ლაშქრობა. აქ წარმართობამ შეზღუდა ქრისტიანობა.


კახეთის სამეფო იყოფოდა ოთხ სადროშოდ, ანუ ოთხ სამხედრო ოლქად, თითოეულ სამხედრო ოლქის ლაშქარს მეთაურობდა ეპისკოპოსი.


ამ ოთხი სამხედრო ოლქთაგან თავისი სამხედრო პოტენციალით გამორჩეული იყო რუსთველის სადროშო.


რუსთველი ეპისკოპოსის რეზიდენცია იმხანად იყო სოფ. მარტყოფში, რადგანაც ქალაქი რუსთავი იმჟამად დანგრეული იყო,


რუსთველი ეპისკოპოსის საბრძოლო დროშა მარტყოფის ეკლესიაში იყო დაბრძანებული. ბრძოლისას რუსთველი ეპისკოპოსი ტაძრიდან გამოასვენებდა საბრძოლო დროშას და გადასცემდა ლაშქრის მედროშეს.


იმჟამად მედროშეები იყვნენ ჭიჭინაძეები. ეს იყო მთელი საგვარეულო. მისი ყოველი მამაკაცი ვალდებული იყო ბრძოლაში შეეტანათ ფეხზე მდგარი დროშა და ასევე ფეხზე მდგარი (აღმართული) უნდა გამოეტანათ ბრძოლიდან და მარტყოფის ეკლესიაში დაესვენებინათ.


რუსთველის სადროშოსადმი მიწერილი, ანუ სამხედრო ვალდებულნი იყვნენ ქვემო კახეთისა და გაღმა მხრის, ანუ დღევანდელი საინგილოს თავადები და აზნაურები თავიანთი მოლაშქრეებით.


ამ მიზეზის გამო დიდოეთში ქრისტიანობის დასაცავად გამართულ თავდაცვით ომში მონაწილეობდა რუსთველი ეპისკოპოსი თავისი ლაშქრით და საერთო ლაშქარს ერთერთ მეთაურად ჩაუდგა. ის პირადად მხნედ იბრძოდა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის აღდგენისათვის კავკასიის მთებში და ბრძოლის ველზე მტერმა განგმირა კიდეც.


ვახუშტი წერს:


იხილა, რამეთუ აქვს მცირედი სიმშვიდე, განიზრახა თეიმურაზ შესვლად დიდოეთს, რათა მოაქციოს კერპობისაგან და ყოსცა გზა რუსეთისა და შეიწიოს იგინი.
შემოკრებულითა კახითა შეუხდა და შემუსრნა რაოდენიმე კოშკნი და მოწვა დაბნები.
არამედ დიდოთა მოიმწნეს ლეკნი და დაუწყეს ბრძოლა ისრითა და საგორავებითა.
მოკლეს რუსთველი წინაშე მეფისა და მასვე ჟამსა ცხენი თეიმურაზისა, და მოსწყვიდნეს მრავალნი კახნი.


ივლტოდნენ და მოვიდა თეიმურაზ კახეთს მტირალი და მეტყველი: „ვაი, დარბაისელ ეპისკოპოს მოწყვედილსა (ქც, 4, 1973, გვ.596) .


ეს მოხდა 1640 წელს.


დიდოეთი იქამდე, მე-17 ის დასაწყისამდე, შედიოდა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში. ლეკები, ანუ ყოფილი ხუნძეთის საკათალიკოსოს მრევლი, ამ დროს უკვე ან გამუსულმანებული ანდა გაკერპებულგაწარმარათებული იყო.


თემურ ლენგიდან რუსების შემოსვლამდე, ანუ მე-14 საუკუნედან ვიდრე მე-19 საუკუნეებამდე, კავკასიის მთებში საქართველოს ეკლესია იბრძოდა ქრისტიანობის შესანარჩუნებლად.
სარწმუნოების დასაცავად გამართული ომების დროს ეპისკოპოსებიც კი თავს დებდნენ ქრისტესათვის ხმლით ხელში ისევე, როგორადაცაა გამოხატული თხაბაიერდის ეკლესიაში ეპისკოპოსი ჯვრითა და ხმლით.


მაგალითად, მარაბდის ომის დროს, ქრისტიანობის მტერ მომხდურთან მრევლის სიცოცხლის დასაცავად მოწამეობრივად თავი დადო სამმა ეპისკოპოსმა.


თუმცა ეს იყო იძულებითი, უკიდურესი გასაჭირის გამოძახილი, როცა ქრისტიანი ხალხი ომებით შემცირდა, გაწყდა, გაიჟლიტა, გადაიღალა და ამ დანაკლისის შევსება ეპისკოპოსებმა არა მხოლოდ ქადაგებით, არამედ მაგალითითა და თავის შეწირვით გადაწყვიტეს. იქამდე, საუკუნეთა მანძილზე, ისინი ცნობილნი იყვნენ უფრო სიტყვით, მისიონერული მოღვაწეობით და არა ხმლით.


მაგალითად, ინგუშების ნაწილი კირიონ II კათალიკოსამდე ქართული ეკლესიის სამრევლოს წარმოადგენდა. კირიონის მამა ინგუშების მღვდელი იყო. ეს სამრევლო ინგუშებისა ქრისტიანობამ დაკარგა მე-19 საუკუნეში რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის შედეგად, რომელიც ქართული ეკლესიის წინააღმდეგ იყო მიმართული.


რეალურად კავკასიის მთებში ქრისტიანობა რუსთა შემოსვლისას, არა თუ აღსდგა, დაზარალდა კიდეც.


რუსებს მხარი უნდა დაეჭირათ ქართული ეკლესიისათვის, რომელიც კარგად იცნობდა თავის ძველ სამრევლოს. ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის ნაცვლად რუსებმა საერთოდ გააუქმეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, აკრძალეს ქართულენოვანი ღვთისმსახურება კავკასიის მთებში, რომელსაც იქაური მოსახლეობა შეჩვეული იყო და მათთვის ქართული საეკლესიო ენა წმიდა ენას, ღმერთთან ლოცვის ენას წარმოადგენდა იმდენადენად, რომ ჩრდილოკავკასიელ მრავალი ხალხის ენაში სიტყვაღმერთიქართული სიტყვით – „ხუცავი“, ხუცესით აღინიშნება, ხოლო საღმრთო სიწმიდე _ ქართული სიტყვა ჯვრით (ძუარით).


ძველი ღრმა კავშირები უგულებელყო რუსეთის ხელისუფლებამ. ამის გამო იქამდე ქრისტიანული მცირე ნიშანთვისებების მქონე მრავალი ხალხი საბოლოოდ დაუკავშირდა ისლამს.


ქართველთა ქადაგებითი ღვაწლი კავკასიის მთებში ქრისტიანობის აღსადგენად რუსების შემოსვლამდე გაგრძელდა.


იქამდე საქართველოს ეკლესია ჩრდილო კავკასიის მთიელთა ერთ ნაწილს კვლავ ინარჩუნებდა ძველი ტრადიციის ძალით, რუსებმა ეს ტრადიცები უარყვეს. ამის გამო ჩრდილო კავკასიელებში უფრო განმტკიცდა ისლამი.


საერთოდ, მძიმე იყო მდგომარეობა მე–16 საუკუნის შემდეგ, განუწყვეტელმა შემოსევებმა და მაჰმადიანურმა ალყამ ჩრდილო კავკასიიდან ირანოსმალეთამდე, თურმე დაბადა უიმედობა, ხალხი დაძაბუნდა, მოეშვა, უუნარო გახდა და ბრძოლის წადილიც გამქრალა, სწორედ ასეთ დროს ეპიკოპოსებს თავიანთ მოვალეობად მიუჩნევათ გაემხნევებინათ ხალხი, არა მხოლოდ სიტყვით, პირადი თავადებით და თავგანწირვითაც. ვახუშტი წერს ეპისკოპოსთა სლვა ლაშკართა, ნადირობათა და ბრძოლათა შინა ამის მიერ ჩვეულება იქმნარაჟამს უწყეს მაჰმადიანთადაუცხრომელი ბრძოლა და კირთება და იხილეს ღაფლობაუღონოება ქვეყნისა ერთა ეპისკოპოსთა, მაშინ ეტყოდიან ეპისკოპოსნი: ნუ მოღაფლდებით და ნუ მოუღონოვდებით ბრძოლად მათდა და ნუ დაუტევებთ სარწმუნოებასა, რჯულსა და ჩვეულებასა თქვენსა და ჩვენ ვიქნებით წინამბრზოლნი თქვენნი და ყოფდენცა ეგრეთ, ვითარცა მარაბდის ომსა ზედა მროველმან ავალიშვილმან რა მოიღო ზიარებაიტყოდა : „დღეს ბრძოლა არს სარწმუნოებისა და ქრისტეს მცნებისა, და არა მხოლოდ ჩემ ზედა, ამისთვის არა ვყო, უკეთუ უწინარეს თქვენსა არა დავსთხიო სისხლი ჩემი მახვილის ამღებმან(. . 4. 1973, გვ.38).

ახლაც ასევეა, როგორც მეფე თეიმურაზი ამბობს, ვაი, ამოწყვეტილ ერსა, 2016 წელია, სულ ორ ათეულ წელში, გაეროს კვლევით, და ჩვენი საკუთარი თვალითაც ვხედავთ, ქართველთა რიცხვი 1,5 მოლიონით კიდევ შემცირდება, ანუ ჩვენი ერის რიცხვი განახევრდება, ქვეყანა ამოწყდება, სოფლები უკვე ცარიელდება და ჩვენს თვალწინ ქრება, ვაი, ქვეყანასა ამოწყვეტილსა, ვაი ჩვენს თავსა, მაგრამ რა, არავითარი შეგრძნება ამოწყვეტისა ჩვენს ირგვლივ არ იგრძნობა, არ განიცდება, პირიქით, ეიფორია და სიხარულია სხვადასხვა წვრილმან საკითხზე, ვაი ჩემს თავსა. მაპატიე უფალო, ვაი, ვაი, ვწუხვარ და განვიცდი, შემეწიე უფალო, შეგვეწიე

https://www.google.com/search?q=%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90+%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90&rlz=1C1ONGR_enGE1113GE1113&oq=&gs_lcrp=EgZjaHJvbWUqCQgAECMYJxjqAjIJCAAQIxgnGOoCMgkIARAjGCcY6gIyCQgCECMYJxjqAjIJCAMQIxgnGOoCMgkIBBAjGCcY6gIyCQgFECMYJxjqAjIJCAYQIxgnGOoCMgkIBxAjGCcY6gLSAQ0zNDk5NTE0MDRqMGo3qAIIsAIB&sourceid=chrome&ie=UTF-8

სოციალური ქსელი

მიტროპოლიტი მეუფე ანანია
მეუფე ანანია

მეუფე ანანია

მიტროპოლიტი ანანია  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი.

დედა ეკლესია

@2024 – 2025 ყველა უფლება დაცულია. დამზადებულია Hostings.ge -ს მიერ.