ქართველი ერის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. საუკუნეების მანძილზე (ვიდრე ჩვენს ქვეყანას საბჭოთა იმპერია დაიპყრობდა), ქართული კულტურისა და განათლების უმთავრეს ვექტორს მართლმადიდებლური რწმენა განსაზღვრავდა, შესაბამისად, პოსტკომუნისტურ საქართველოს ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ფაქტად უნდა ჩაითვალოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თეოლოგიის კათედრის დაარსება და წარმატებული ფუნქციონირება.
პატივცემულო მკითხველო, წარმოდგენილ სამეცნიერო კრებულში გაეცნობით: საქართველოს კათალიკოს – პატრიარქის ილია მეორის დალოცვას და სიტყვას, რომელიც მან წარმოთქვა თეოლოგიის კათედრის დაარსების დროს; ცნობებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრისა და მისი
დამაარსებლის, პროფესორის, საქართველოს ეკლესიის ისტორიის ცნობილი მკვლევარის, მიტროპოლიტ ანანია ჯაფარაძის შესახებ; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული საიუბილეო
კონფერენციის მასალებს. კრებულს თან ერთვის დანართი, სადაც ქვეყნდება: პროფ. ზაზა აბაშიძის, პროფ. გიული ალასანიას და პროფ. ბონდო არველაძის რეცენზიები პროფესორ ანანია ჯაფარიძის ნაშრომების შესახებ, აგრეთვე, პროფ. ა.ჯაფარიძის შრომათა ანოტირებული ბიბლიოგრაფია და მისი ბოლოდროინდელი რამდენიმე საყურადღებო პუბლიკაცია.
18