მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე თავის ნაშრომში „კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ალანიის ეპარქიის ლოკალიზაციის საკითხი და საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ცენტრალურ კავკასიაში“, ბიზანტიურ, ქართულ, სომხურ, არაბულ, თურქულ და სხვა წყაროზე დაყრდნობით არკვევს, რომ VII-XV საუკუნეებში ჩრდილოეთი კავკასია საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა. მართალია, თემურლენგის შემოსევათა შემდგომ ჩრდილოკავკასიის მთათახეობებში სტეპებიდან ასულმა ტომებმა შეიტანეს წარმართობა და ისლამი, მაგრამ მათ მიერ დამორჩილებული მკვიდრი მოსახლობა თითქმის მე-19 საუკუნემ
დე ინარჩუნებდა ქრისტიანობის ელემენტებს, თავი ქრისტიანებად მიაჩნდათ და ქართველი ხუცესების სამწყოს შეადგენდნენ.
141