საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრის მთავარეპისკოპოს ანანია ჯაფარიძის მრავალტომიანი მონოგრაფია “საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია” გამოქვეყნების თანავე ადაიქცა უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებისა და სტუდენტებისათვის ეკლესიის ისტორიის სახელმძღვანელო წიგნად.
უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით 1998 წლის “საქართველოს ეკლესიის კალენდარში” გამოქვეყნდა აღნიშნული მონოგრაფიის მოკლე რედაქცია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის სამეცნიერო საბჭოს მიერ გადატანილი იქნა სადისერტაციოდ.
ქვემდებარე წიგნში წარმოდგენილია ჩვენი ცნობილი საზოგადო მოღვაწეებისა და მეცნიერების მიერ გამოთქმული რეცენზიები და სიტყვები აღნიშნული დისერტაციის დაცვისას, რომელსაც თან ერთვის უნივერსიტეტიდან და ინსტიტუტებიდან მიღებული გამოხმაურებანი.

სოციალური ქსელი

მიტროპოლიტი მეუფე ანანია
მეუფე ანანია

მეუფე ანანია

მიტროპოლიტი ანანია  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი.

დედა ეკლესია

@2024 – 2025 ყველა უფლება დაცულია. დამზადებულია Hostings.ge -ს მიერ.