საქართველოს ეკლესიაში მოძღვრების, მმართველობისა და საეკლესიო სასამართლოს სფეროში უმაღლესი ხელისუფლება ეკუთვნის საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს (საეკლესიო კრებას), მისი ზრუნვის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს საეკლესიო კანონების კრებულის, სასულიერო და საერო სასწავლებლების შესაბამისი სახელმძღვანელოებისა და საღვთისმეტყველო ლიტერატურის~ გამოცემა (1995 წლის საეკლესიო კრების დებულება, თავი II, $20). ამ მუხლის აღსასრულებლად გაწეულ ნაშრომს წარმოადგენს მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის წიგნისაქართველოს საეკლესიო კანონების კრებული~ (საქართველოს საეკლესიო კრებების სამართალი, კანონები და დადგენილებები).
ნაშრომში ერთადაა თავმოყრილი და განხილული IV-XX საუკუნეთა საქართველოს საეკლესიო კრებების სამართალი.
განხილულ 15 საკანონმდებლო და 50-ზე მეტ მიმდინარე კრების ანალიზს თან ერთვის კრებების მიერ გამოცემული სამართლის ძეგლები, ამიტომაც ნაშრომი, ამასთანავე, წარმოადგენს საქართველოს საეკლესიო კანონების კრებულს, რომელიც ესაჭიროება როგორც სასულიერო პირებსა და მართლმადიდებელ მრევლს, ასევე საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარებს. ეს წიგნი, სახელწოდებით `საქართველოს საეკლესიო კრებები~, 2003 წლიდან წარმოადგენს სახელმძღვანელოს სასულიერო აკადემიაში.

სოციალური ქსელი

მიტროპოლიტი მეუფე ანანია
მეუფე ანანია

მეუფე ანანია

მიტროპოლიტი ანანია  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი.

დედა ეკლესია

@2024 – 2025 ყველა უფლება დაცულია. დამზადებულია Hostings.ge -ს მიერ.