წმიდა მარინეს ტაძარში, საზეიმო წირვისშემდეგ, უწმიდესსა და უნეტარესს, საპატიოსტუმარსა და მამამთავარს ილია II-ს სიტყვითმიმართა ახალციხისა და მესხეთ-ჯავახეთისეპარქიის ეპისკოპოსმა ანანიამ.

თქვენო უწმიდესობავ დაუნეტარესობავ!ჩვენი ერის კეთილო მწყემსო,წმიდა სინოდის წევრნო,მოძღვარნო და შვილნო ქართულიეკლესიისა,მორწმუნენო!

ამ დღეებში ზეიმია მესხეთის მიწისა. ჩვენი ეროვნული კულტურის ძველიმედროშე და სამჭედლო – მესხეთი სიხარულის ცრემლებით შეხვდა ერისმამათმთავარის, უწმიდესი და უნეტარესი პატრიარქის ჩამობრძანებას. დღეს სიხარულისა და ბედნიერების დღეა.
თქვენ, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, საქართველოს არცერთეპარქიას არ აკლებთ მზრუნველობასა და ყურადღებას. თქვენ ყველა ეპარქიისარა იშვიათი სტუმარი ბრძანდებით, მაგრამ სულ სხვა აზრი და მნიშვნელობააქვს თქვენს – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის – ჩამობრძანებას ამკუთხეში, მესხეთში. უკვე რამდენიმე ასეული წელი გავიდა, რაც მესხეთს არსწვევია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, როგორც ოფიციალური სტუმარი.დიახ, რამდენიმე ასეული წელი.
ეს გამოწვეული იყო მესხეთის – საქართველოს ამ ძველი ეროვნულიბურჯის – ტრაგიკული ბედით. ჯერ კიდევ რამდენიმე ასეული წლის წინ,ყვარყვარე და მზეჭაბუკ ათაბაგების დროს, მესხეთის ეკლესია გავიდამშობლიური თბილი კერიდან, იხეტიალა, იგვემა მრავლად და ბოლოს ისევჩვენთან, საქართველოს ერთიან წმიდა სამოციქულო ეკლესიასთან, ჩვენს წმიდაკალთასთან დაბრუნებით ხარობს. როგორც კი მესხეთის მოსახლეობის ერთმანაწილმა იძულებით მიიღო მაჰმადიანობა, მან დაკარგა არა მარტო ქრისტიანობა, არამედ ეროვნებაც; მაშინ, როცა ქრისტიანმა ქართველებმა მტკიცედ შემოინახესთავიანთი ქართველობა, ჰზიდეს ქრისტეს ჯვარი და დღემდე მოიტანესსაქართველო.
ჭეშმარიტად განუზომელია სიდიადე ქრისტიანული სარწმუნოებისა. თავისისრულქმნილებით, კაცთმოყვარეობითა და სიყვარულით, ის აყალიბებს ადამიანისმაღალ ზნეობას.
ქრისტიანის შინაგანი ბუნება თავისი სარწმუნოებით ისეა აღზრდილი, რომმას არა მარტო თავისი მოყვასი, არამედ თავისი მოძულეცა და მაჭირვებელიც უყვარს. ქრისტიანმა იცის, რომ მისი მტერიც ღვთისგანაა შექმნილი. ამიტომღვთის სიყვარულით იხსენიებს მას.
უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოში არასოდეს ჰქონია ადგილისარწმუნოებრივ დევნას. საქართველოს ისტორია მოიცავს ათასწლეულებს,მაგრამ, როგორც დიდი ივანე ჯავახიშვილი წერს, – მთელი ისტორიის მანძილზექართულ სახელმწიფოში ერთნაირი უფლებებით ცხოვრობენ ქართველებიცა დაარაქართველებიც. ქართველ ერს არასოდეს არ დაუჩაგრავს სხვა ერი. განსაკუთრებით უცხო იყო ჩვენში სარწმუნოებრივი დევნა. ეს უსათუოდ უნდაითქვას სწორედ აქ, მესხეთის მრავალნატანჯ მიწაზე, მის წმიდა სალოცავში.
მაცხოვარმა, უფალმა იესო ქრისტემ, თავისი ჯვარცმით და აღდგომითაღადგინა ცოდვით დაცემული კაცობრიობა. მაცხოვარმა იხსნა ყოველიადამიანის სული, ამიტომ გვიყვარს და გვწამს ჩვენ ჩვენი უფალი იესო ქრისტე. აქაც, საქართველოს ამ ულამაზეს მხარეშიც, რუსთაველისა და აშოტკურაპალატის, გრიგოლ ხანძთელის, სერაპიონ ზარზმელის, არსენ საფარელისადა სხვა ღირს მამათა სამშობლოშიც განსაკუთრებით უყვარდათ იგი. მესხები იყვნენ დიდი კაპადოკიელები და დიდი ათონელი მამები: იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები – მნათობები სრულიად საქართველოსი, თორნიკე ერისთავი, ძმები ბაკურიანის ძენი.
მესხეთი ბურჯი იყო ქრისტიანობისა. აქ ჰყვაოდა არა მარტო სულიერი,არამედ მატერიალური კულტურა, ხელოვნება. იქმნებოდა ორიგინალურინაწარმოებები, მაგრამ როგორც კი ქრისტიანობა დაჰკარგა, მას შემდეგ აქაღარაფერი ღირებული და მნიშვნელოვანი აღარ შექმნილა. ადამიანები იგივენიდარჩნენ, მოსახლეობა არ შეცვლილა, სულიერი და მატერიალური კულტურა კიჩაკვდა. რა იყო ამის მიზეზი? მიზეზი იყო ის, რომ ქართველი კაცი თავისიშინაგანი ბუნებით ქრისტიანია. მისთვის ქრისტიანობა მშობლიური გარემოა. ამგარემოში ის თავისუფლად ამჟღავნებს ქართული ბუნების სიდიადეს. სხვასარწმუნოება მისთვის ბორკილი აღმოჩნდა. მაჰმადიანობის მიღება იყოქართველი ადამიანის შინაგანი არსის შერყევა.დღეს ზეიმის დღეა. თავისი შვილი ისევ დაუბრუნდა მშობლიურ კერას -ქართულ ეკლესიას. თქვენი, როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს პრეზიდენტის ჩამობრძანებით, გახარებულია არამარტო ხალხი, მესხეთის აურაცხელი ტაძრების ჩუქურთმიანი ქვებიც კი მღერიანდა ღაღადებენ სიხარულისაგან. თქვენი ჩამობრძანება – ეს არის ნიშანი იმისა,რომ მესხეთი დღეს არა მარტო ფიზიკურად, არამედ სულიერადაც განუყოფელიაერთობლივი საქართველოსაგან. დღეს ძველი მესხეთის დიდება კვლავბრწყინავს.მადლიერი მესხეთის, ჩვენი ეპარქიის ყველა მორწმუნის სახელით,გმადლობთ თქვენ, თქვენო უწმიდესობავ.,,

“ჯვარი ვაზისა” #2, 1981 წ

სოციალური ქსელი

მიტროპოლიტი მეუფე ანანია
მეუფე ანანია

მეუფე ანანია

მიტროპოლიტი ანანია  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი.

დედა ეკლესია

@2024 – 2025 ყველა უფლება დაცულია. დამზადებულია Hostings.ge -ს მიერ.