სტატიები

Home / სტატიები
საქართველოს საპატრიარქოს ადგილი მართლმადიდებლურ დიპტიხში

საქართველოს საპატრიარქოს ადგილი მართლმადიდებლურ დიპტიხში

დაბეჭდილია ჟურნალში “ჯვარი ვაზისა” #1, 1993 წელი მეათე და მეთერთმეტე საუკუნეთა მიჯნაზე საქართველო გაერთიანდა, რისთვისაც საუკუნეთა მანძილზე იღვწოდა იბერიის ეკლესია. სხვადასხვა ქართული პოლიტიკური ერთეულების გაერთიანებამ ერთიან მძლავ სახელმწიფოდ გამოიწვია საქართველოს ჰეგემონობა მთელ კავკასიაში. აღმოსავლეთის ეკლესია განსაკუთრებით სავალდებულოდ ხდიდა სამოქალაქო-საერო დაყოფის გადაღებას საეკლესიოში, ასე რომ, ყოველ ცვლილებას საეროში შესაბამისი ცვლილებები უნდა მოჰყოლოდა საეკლესიოში. ამიტომაც სახელმწიფოს გაერთიანებას თან მოჰყვა ქართული ეკლესიის გაერთიანება. აქამდე აფხაზეთის სამეფოში არსებობდა “აფხაზეთის საკათალიკოსო”, ქართლის სამეფოში კი – “ქართლის საკათალიკოსო”. სამეფოთა გაერთიანების შემდეგ გაერთიანდა ეკლესიებიც და ერთიან ქართულ სახელმწიფოში წარმოიქმნა ერთიანი ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს სახელწოდებით. საქართველოს საპატრიარქო, გარდა აფხაზეთისა და ქართლის საკათალიკოსოებისა, შეიცავდა აგრეთვე საქართველოს სახელმწიფოს გავლენის სფეროში...

ქრისტიანობა ანდრია მოციქულიდან წმიდა ნინომდე

ქრისტიანობა ანდრია მოციქულიდან წმიდა ნინომდე

დაბეჭდილია გაზეთში “მადლი”, 1991. 27. IX. ქრისტიანობა საქართველოში გაავრცელეს თვით წმიდა მოციქულებმა თანახმად ქართული ეკლესიის წმიდა მამებისა; ამასთანავე ჩვენ ვიცით, რომ ქართველთა განმანათლებელია ღირსი დედა ნინო. შეიძლება დაისვას კითხვა: თუ ქართველი ხალხი მოაქციეს (გააქრისტიანეს) წმიდა მოციქულებმა, რაღა საჭირო იყო წმიდა ნინოს ქადაგება. ამ კითხვაზე პასუხი ძველთაგანვე არსებობდა, რამაც ასახვა ჰპოვა რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერაში (1103), სადაც კერძოდ ნათქვამია – “ანდრია პირველწოდებული, ძმა მოციქულთა თავისა პეტრესი, ჩვენამდეც მოვიდა, სახარება იქადაგა საქართველოს ყოველ კუთხეში (დედანშია – “ყოველსა ქვეყანასა საქართველოსასა”), ხალხის ურიცხვი რაოდენობა განაშორა ეშმაკს, ასწავლა ერთი ღმერთის, ქრისტესა და მათი თანაარსის სულიწმიდის თაყვანისცემა, მაგრამ ქართლის (ე. ი. საქართველოს) ერის უმრავლესობამ დიდი დროის განმავლობაში...

წმიდა ნინოს ტროპარი

წმიდა ნინოს ტროპარი

დაბეჭდილია “საღვთისმეტყველო კრებული”-ში 1, 1984 წელი ქართული მხატვრული სიტყვის ნამდვილი მარგალიტებია წმიდათა ტროპარები. ტროპართა ყოველი სიტყვა დამუხტულია პოეზიითა და სულიერებით, ყოველი სიტყვა და ფრაზა ძალზე ტევადია და გაოცებას იწვევს მაღალმხატვრული ოსტატობით. ერთ-ერთი ასეთი არის წმიდა ნინოს ტროპარი:“სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა-მოსაგრეო, და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო, და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის”.ტროპარის ავტორის ოსტატობის უკეთ შეცნობისათვის დავყოთ ეს ტროპარი მუხლებად და განვიხილოთ თითოეული მუხლი ცალ-ცალკე.პირველი მუხლი: “სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო”… თანამედროვე ქართულით გამოითქმება ასე: “-ღვთის სიტყვის მსახურების თანამოსაგრევ…”“სიტყვა” ანუ “ღვთის სიტყვა” არის მაცხოვარი, თანაარსი წმიდა სამებისა, ძე ღვთისა, ჭეშმარიტი ღმერთი იესო ქრისტე.რატომ უწოდებს ტროპარის ავტორი მაცხოვარს...