დაბეჭდილია ჟურნალში “ჯვარი ვაზისა” #1, 1993 წელი მეათე და მეთერთმეტე საუკუნეთა მიჯნაზე საქართველო გაერთიანდა, რისთვისაც საუკუნეთა მანძილზე იღვწოდა იბერიის ეკლესია. სხვადასხვა ქართული პოლიტიკური ერთეულების გაერთიანებამ ერთიან მძლავ სახელმწიფოდ გამოიწვია საქართველოს ჰეგემონობა მთელ კავკასიაში. აღმოსავლეთის ეკლესია განსაკუთრებით სავალდებულოდ ხდიდა სამოქალაქო-საერო დაყოფის გადაღებას საეკლესიოში, ასე რომ, ყოველ ცვლილებას საეროში შესაბამისი ცვლილებები უნდა მოჰყოლოდა საეკლესიოში. ამიტომაც სახელმწიფოს გაერთიანებას...