ადიღების დამკვიდრება ჩრდილოეთ კავკასიასა და აფხაზეთ-სამეგრელოში

0 out of 5

აბაზები, აფსუები, ჩერქეზები, ყაბარდოელები, საკუთრივ ადიღები (და სხვა ხალხები) ქმნიან
ერთობას რომელსაც ზოგადად „ადიღებს“ ანდა ადიღე-ჩერქეზებს უწოდებენ. ენობრივად
ერთიანდებიან ე.წ. აფხაზურ-ადიღეურ ენათა ჯგუფში, რომელსაც სინო-კავკასიურ ენათა ოჯახს
მიაკუთვნებენ. სტაროსტინის კვლევების თანხმად აფხაზურ-ადიღეური ენები ჩინურ (სინურ)-
ტიბეტურ ენეთა მაკროოჯახის წევრები არიან. ამჟამად აღიარებული საისტორიო თვალსაზრისით
ადიღე-ჩერქეზული ტომები წარმოადგენდნენ დასავლეთ საქართველოს მკვიდრ, ავტოქტონ,
თავდაპირველ მოსახლეობას ათასწლეულების წინ, და, თითქოსდა, მხოლოდ მათ შემდგომ მივიდნენ
დასავლეთ საქართველოში ქართველთა ტომები. ამ თეორიის ერთგვარი გაგრძელებაა მეორე ასევე
გავრცელებული თეორია, რომლის მიხედვით ჩრდილო კავკასიაში ადიღეური ტომები შევიდნენ
დასავლეთ საქართველოდან. ჩვენი კვლევით კი ადიღეური ტომები კავკასიაში მხოლოდ მე-15
საუკუნის დასაწყისიდან გამოჩნდნენ და ისინი ჩრდილო კავკაისაში შევიდნენ არა
შავიზღვისპირეთიდან, არამედ, ციმბირ-ალტაის რეგიონიდან ოქროს ურდოს ცნობილ სარდალ
ედიგეის წინამძღოლობით (ნოღაელთა მსგავსად). მეთაურის სახელის („ედიგეის“) მიხედვით ამ
სინურენოვან ხალხსა და მის მიერ ასიმილირებულ კავკასიელთა ჯგუფებს ეწოდათ „ადიღეველები“.
ოქროს ურდოს სარდალ ედიგეის მიერ შემოყვანილი სინურენოვან მეომართა დაჯგუფება ჩრდილო
კავკასიის დაპყრობის შემდეგ გადაიქცა პოლიტიკურ ელიტად, რომლის ხელშიც მოექცა სამმართელო,
სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. მათ დაინაწილეს ჩრდილო კავკასიის ოლქები და
მოახდინეს ენობრივ-მენტალური ასიმილაცია დაპყრობილი ეთნოსებისა, მაგალითად, მათ მიერ
აბაზების ანუ ობეზების ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, მკვიდრი მოსახლეობა დაბალ, დამორჩილებულ
და ასიმილირებულ ფენად იქცა, შედეგად, დამორჩილებულ აბაზების ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა
ახალი შემეცნების ხალხი, მათაც „აბაზები“ ეწოდათ მიწაწყლის სახელის მიხედვით. შესაბამისად სხვაა
„ძველი აბაზები“ ანუ მე-15 საუკუნემდელი მოსახლეობა და სხვაა „ახალი აბაზები“. ასევე მოხდა
ყველგან ჩრდილო კავკასიაში, მათ შორის აფხაზეთში. ამას, სხვა ფაქტებთან ერთად, მიუთითებს
ადიღე-ჩერქეზებისა და სხვა ჩრდილოკავკასიური ეთნოსების სინურენოვნება. სინურენოვანი ხალხები
ამჟამადაც ცხოვრობენ დასავლეთ ციმბირში. ერთერთი ამ სინურენოვანი ჯგუფის (ულუსის) მეთაური
იყო ოქროს ურდოს სარდალი ედიგეი. ნაშრომში განხილულია ამ სინურენოვანი ხალხის მოძრაობა
ციმბირიდან კავკასიისაკენ. ადიღეველები გაბატონდნენ ჩრდილო კავკასიაში, გაძლერდნენ და მე-16
საუკუნის შემდეგ გადმოლახეს კავკასიის ქედი. ისინი დამკვიდრდნენ აფხაზეთში და აფხაზეთში
ცხოვრების გამო ეწოდათ აფხაზები. მათ, ასევე, მე-17 საუკუნეში, გადალახეს იმჟამდ სამეგრელოს
საზღვარი მდ. კოდორზე და რამდენიმე ათეულ წალიწადში დაიპყრეს სამეგრელოს ნაწილი
კოდორიდან ენგურამდე. ადიღების ძირითადი გაპლოჯგუფი G2a იგივეა რაც ქართველებისა, ეს
ნიშნავს, რომ ედიღეის მიერ შემოყვანილ მეომართა პოლიტიკური ელიტა მცირერიცხოვანი იყო და
მათ მიერ მკვიდრი ხალხების ასიმილირება მოხდა მხოლოდ ენობრივად და მენტალურად, გენომი კი
იგივე დარჩა.
ნაშრომში ნაჩვენებია, რომ შეუძლებელია G2a გალოჯგუფის მატარებელი ოსები იყვნენ
მემკვიდრეები R1a გაპლოჯგუფის მქონე სკვით-ალანებისა
ნაშრომში ასევე ნაჩვენებია, რომ 1080 – იანი წლების შემდეგ კონსტანტინოპლის საპატრიარქოს
ალანიის ეპარქიის ადგილსმყოფელი იყო არა ჩრდილო კავკასიის მთიანეთი აფხაზეთის საზღვართან,
არამედ დონისპირეთის სტეპები ყირიმთან ახლოს.
წიგნში, ასევე განხილულია სხვა მრავალი საინტერესო საკითხი.

Description