საქართველოს ეკლესიის ისტორიის ატლასი
საქართველოს ეკლესიის ისტორიის ატლასი დღემდე არ დაბეჭდილა, რადგანაც მისი
შედგენა მოითხოვს მძიმე შრომას.
ქართლის ცხოვრების, ქართული და უცხოური წყაროების გამოყენებით პირველად
იბეჭდება საქართველოს ეკლესიის ასზე მეტი ისტორიულ-გეოგრაფიული რუკა, რომელნიც
ერთ ატლასში გაერთიანდა. ეს რუკები ასახავს საქართველოს ეკლესიის სამწყსოს ისტორიას
უძველესი ხანიდან X საუკუნის ჩათვლით, ამიტომაც მეორე ნაწილი ატლასისა შემდგომში
გამოქვეყნდება.
ვინაიდან რუკები მომზადდა და ქვეყნდება პირველად, ავტორი შემდეგი გამოცემის
დროს გაითვალისწინებს ყველა საქმიან და საფუძვლიან შენიშვნას.
ავტორი განსაკუთრებულად ლოცავს და მადლობას მოახსენებს ქალბატონ თამარ
რევაზიშვილს, რომელიც 3 წლის მანძილზე ყოველდღიურად იღვწოდა ამ რუკების
კომპიუტერული ვარიანტების შესადგენად.
რედაქტორი პროფესორი ი. გორგიძე
© მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, 2013