საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში

0 out of 5

მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიის ნაშრომი `საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია
ჩრდილოეთ კავკასიაში~ წარმოადგენს წმ. სინოდის 2015 წლის 22 დეკემბრის დადგენილების აღსასრულებლად გაწეულ სამუშაოს. დადგენილებაში ნათქვამია _ `დაევალოს
მღვდელმთავართ და საქართველოს საპატრიარქოს უმაღლეს სასწავლებლებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში ისტორიულად შემავალ ეპარქიებში არსებული
ეკლესიამონასტრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ნაშრომების მომზადება~.
მიროპოლიტ ანანიას ნაშრომი სიახლეა იმ მხრივ, რომ პირველად ხდება ჩვენს
საეკლესიო ისტორიოგრაფიაში განზოგადებული გამოკვლევა თემისა _ `საქართველოს
ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში~. მრავალი რუსი მეცნიერი, განსაკუთრებით დაღესტნელი, ჩეჩენი, ინგუში, ოსი, ყარაჩაელი, ბალყარელი, აფხაზი, აზერბაიჯანელი და სხვა მკვლევრები ინტენსიურად იკვლევენ ამ საკითხს, ძირითადად, შეიძლება ითქვას, ძალზე მიკერძოებით და ტენდენციურად.
მეუფე ანანიას ნაშრომი ეფუძნება ქართულ და უცხოურ წყაროებს, ვრცელ
სამეცნიერო ლიტერატურას, საინტერნეტო მასალას, ჩრდილოეთ კავკასიაში შემორჩენილ ფაქტებს ქართული კულტურისა და სხვა.
მისი საბოლოო დასკვნით, მართლდება ქართული წყაროები, რომელთა მიხედვითაც, ჩრდილოეთ კავკასიაში თავის იურისდიქციას ახორციელებდა საქართველოს
ეკლესია. ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობა თემურლენგის შემოსევამდე და ნაწილობრივ მის შემდეგაც, წარმოადგენდა საქართველოს ეკლესიის მრევლს, რომელიც აგებდა
მრავალ ეკლესიამონასტერს, ჯვარხატთა ნიშებს და იქ აღესრულებოდა ქართულენოვანი წირვალოცვები, საჭიროების დროს კი ჩრდილოკავკასიელი ქრისტიანები თავიანთ
საუკეთესო შვილებს ომებში აგზავნდნენ სამშობლოს _ საქართველოს დასაცავად.

Description