საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია (ტომი VI)

0 out of 5

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ისა და წმიდასინოდის მიერ დასმულ საკითხებს ასახავს მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ვრცელინაშრომი `ქალდეა~ საეპისკოპოსოები ლაზიკაში).
საბჭოთა ეპოქაში გავრცელდა უსაფუძვლო თეორია, თითქოსდა ლაზები VIIსაუკუნის შემდეგ დასავლეთ საქართველოდან გადასახლდნენ ტრაპეზუნტის რეგიონში,სადაც ამჟამადაც ცხოვრობენ. სინამდვილეში, როგორც წყაროების ანალიზი აჩვენებსლაზები ამ ტრაპეზუნტის) რეგიონის მკვიდრი იგივე ქალდები არიან.
სტრაბონის ცნობით ქალდებს ხალიბებს) ასევე უწოდებდნენ `ალაზონებს~, საიდანაცწარმოდგა პონტოსპირეთისა და მისი მოსახლეობის სახელი `ლაზონია~, `ლაზი~.უწმიდესი პატრიარქი ილია II, აღნიშნავს, რომ `ქალდი~ საერთო ქართულ სამყაროს,კოლხეთის ცენტრს, მის გულს ერქვა. ივ. ჯავახიშვილის კვლევით ქალდეა არა მხოლოდლაზების, არამედ ყველა ქართული ტომის სამშობლო იყო. ქართული ტომების ეს მიწა-წყალი ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა და ეკლესიურად აქ, ქალდეა-ლაზიკაში, ჩამოყალიბდა ფასიდის ეპარქიის პეტრას, როდოპოლისის, ზიგანასა და საისინისსაეპისკოპოსოები, ხოლო რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ის გაქრისტიანების შემდეგ,IV საუკუნიდანვე ქართული ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა. ფასიდის ეპარქიისძირითადი ნაწილი არა დასავლეთ საქართველოში, არამედ აღნიშნულ ქალდეა-ლაზიკაშიტრაპეზუნტ-თეოდოსიოპოლის შემაერთებელ გზაზე) მდებარეობდა.

Description