საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია (ტომი VIII)
საქართველოს ეკლესიაში მოძღვრების, მმართველობისა და საეკლესიო სასამართლოს სფეროშიუმაღლესი ხელისუფლება ეკუთვნის საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს (საეკლესიო კრებას), მისიზრუნვის ერთ-ერთ საგანს წარმოადგენს `საეკლესიო კანონების კრებულის, სასულიერო და საეროსასწავლებლების შესაბამისი სახელმძღვანელოებისა და საღვთისმეტყველო ლიტერატურის~ გამოცემა(1995 წლის საეკლესიო კრების დებულება, თავი II, 20).ამ მუხლის აღსასრულებლად გაწეულ ნაშრომს წარმოადგენს მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძისწიგნი `საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული~ (საქართველოს საეკლესიო კრებებისსამართალი, კანონები და დადგენილებები).ნაშრომში ერთადაა თავმოყრილი და განხილული IV-XX საუკუნეთა საქართველოს საეკლესიოკრებების სამართალი.განხილულ 15 საკანონმდებლო და 50-ზე მეტ მიმდინარე კრების ანალიზს თან ერთვის კრებების მიერგამოცემული სამართლის ძეგლები, ამიტომაც ნაშრომი, ამასთანავე, წარმოადგენს საქართველოსსაეკლესიო კანონების კრებულს, რომელიც ესაჭიროება როგორც სასულიერო პირებსა დამართლმადიდებელ მრევლს, ასევე საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარებს. ეს წიგნი,სახელწოდებით `საქართველოს საეკლესიო კრებები~, 2003 წლიდან წარმოადგენსსახელმძღვანელოსსასულიერო აკადემიაში.
© მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე 2010