საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია (ტომი X)

0 out of 5

რი ცოცხალი ორგანიზმია.საკუთარ სახელმწიფოში ყოველი ერი მთლიანდება და ნაციად ყალიბდება, მაგრამუსახელმწიფოებრიობის დროს პირიქით _ იშლება და ნაწევრდება. მით უმეტეს, თუქვეყანა საუკუნეთა მანძილზეა მტრისაგან დაპყრობილი. ასეთივე ბუნებისაა, ცხადიაქართველობაც.ჩვენი ხალხის ისტორიული მეხსიერებიდან ერთგვარად ამოვარდნილია XV-XVIII სსდა ისტორიის შემეცნება ხდება ისე, თითქოსდა აყვავებული პერიოდიდან (დავითაღმაშენებლიდან და თამარიდან) _ ჩვენ უცებ აღმოვჩნდით XIX ს-ში, მაგრამ კვლევააჩვენებს, რომ XVII-XVIII სს-ში განვითარებულმა პროცესებმა შვა ჩვენი დღევანდელიპრობლემები. XV ს-ის შემდეგ, საქართველო დაიშალა, შემდეგ მისი ყოველი ნაწილიმტერმა დაიპყრო, დაიწყო დენაციონალიზაცია ქართველი ხალხისა. ეს პროცესისაკმაოდ ღრმა იყო. ეროვნული თვითშემეცნება მხოლოდ იმ ქართველმამართლმადიდებლებმა შეინარჩუნეს, რომელნიც საქართველოს ეკლესიის წევრებიიყვნენ…XX ს-ის 80-იანი წლების ხანმოკლე ეროვნულ კონსოლიდაციას, თან მოჰყვახანგრძლივი ათწლეულები ეროვნული დეზინტეგრაციისა, კუთხურობის აღორძინებისა…იმ ადამიანებს, რომელთაც იქამდე თავიანთი თავი ქართველებად ჰქონდათიდენტიფიცირებული გაუხსენეს წინაპართა ოდინდელი `უცხო წარმომავლობა~.განსაკუთრებით კი მათ უცხოელობას, ოსობას თუ სომხობას იხსენებდნენ მათიმეზობლები, მხედრიონელთა რაზმები, მომენტით მოსარგებლე ყაჩაღები, რომელთაცდიდი ასპარეზი გადაეშალათ XX ს-ის მიწურულს. ასეთ დროს, ამ ადამიანთა დაცვა დაშეხსენება მათი მეზობლებისათვის, რომ ისინი ქართველები არიან, მოწმე ვართ იმისარომ დადებით შედეგებს იძლეოდა.ვფიქრობ, წინამდებარე ნაშრომი ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობისინტეგრაცია-კონსოლიდაცია-გამთლიანების საქმეს. ჩვენმა ახალგაზრდებმა უნდაიცოდნენ, რომ მათი ზოგიერთი თანაკლასელი თუ თანაჯგუფელი, რომელთაც ოსს, ანსომეხს უწოდებენ სინამდვილეში არიან იმ ქართველთა შთამომავლები, რომელნიცXVII-XIX სს-ში დენაციონალიზაციის პროცესის მსხვერპლნი იყვნენ. ეს ცოდნა მათალბათ მეტ ტოლერანტობას შესძენს.ნაშრომი დაბეჭდილი იყო სხვადასხვა წლებში, ამჟამად ერთწიგნად შეკრებილს,უცვლელი სახით ვაწოდებთ მკითხველს.
© მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, 2010

Description