ფარნავაზ ბაკურის ანბანი
საეკლესიო ისტორიოგრაფიის თანახმად, მეფე ფარნავაზს შეუქმნია „მწიგნობრობა
ქართული“, თუ რა იგულისხმება ამ ცნობაში ჯერ კიდევ საკვლევია. სპარსეთის
იმპერიაში ძველსპარსულის გარდა (რომელიც ლურსმულით იწერებოდა),
გავრცელებული იყო არამეული ენა ფინიკიური დამწერლობის საფუძველზე. მას
სახელმწიფოს ადმინისტრაცია იყენებდა. ასომთავრული ასოების მოყვანილობიდან
ჩანს, რომ ის შემუშავებულია აღნიშული ფინიკიური დამწერლობის საფუძველზე,
რაც გრაფიკულადაც თვალსაჩინოა –
როგორც ზემოთ აღინიშნა, პროტოქართული ანუ წინარექართული ენის მატარებელი
მოსახლეობა (ძველი კოლხები, მათი მემკვიდრე იბერები და სხვა ჯგუფები)
ცხოვრობდნენ ტიგროსის სათავეებამდე, შუამდინარეთამდე და ყიზილ-ირმაკამდე
(მდ. ჰალისამე) და, ასევე, მის ქვემოთ. რაც იმას ნიშნავს, რომ ის (საერთო
ქართველური ენის მატარებელი მოსახლეობა) უშუალოდ ემეზობლებოდა იმ დიდ
იმპერიებს, სადაც არამეული ენა წარმოადგენდა ადმინისტრაციის ენას. თვის მხრივ,
იმპერიათა საკანცელარიო მწერლობა ფინიკიურ ანბანს ეფუძნებოდა.
შესაბამისად, ქართულ-არამეული კულტურების კვეთის ამ არეალზე, მცირე აზიაში,
უნდა ჩამოყალიბებულიყო ქართული დამწერლობის პირველსახე ფინიკიური
დამწერლობის საფუძველზე, ბერძნული დამწერლობის გავლენის ფონზე.