მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის წიგნი – „ალბანეთი (ალბანეთის საკათალი
კოსო და საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია კახეთსა და ჰერეთში)“, იკვლევს
საერთაშორისო წრეებში ერთერთ სადავო საკითხს ჩვენი საეკლესიო იურისდიქ
ციის შესახებ. ამჟამად აღიარებული, თუმცა არასწორი მტკიცებით – კახეთის
სამხრეთი ნაწილი – გურჯაანი, საინგილო, დავით გარეჯა და თვით ბოდბეც კი,
თითქოსდა, ისტორიულად, ალბანეთის საკათალიკოსოში შედიოდა და მხოლოდ
მე-10 საუკუნის შემდეგ გადავიდა ქართული ეკლესიის იურისდიქციაში. შესაბა
მისად, უცხო მხარეს გაუჩნდა პრეტენზია აქაური უძველესი ქართული ეკლესია
მონასტრებისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.
30