წიგნში ცნობილი მეცნიერის ვახტანგ გოილაძის მიერ გაანალიზებულია მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ნაშრომი ქართველთა უძველესი ქვეყნის `არიანქართლის“ შესახებ. ისტორიული „არიანქართლი“ ამჟამად თურქეთის საზღვრებშია მოქცეული, მას ბიზანტიურ ეპოქაში „იბერიის თემი“ ეწოდებოდა და ის ძირითადად ქართველებით („ივერებით“) იყო დასახლებული. საქართველოსაგან პოლიტიკურად დაშორებული ეს მხარე მე6, მე7 საუკუნეებში სომხური ეკლესიის იურისდიქციის სფეროში აღმოჩნდა, მე8 საუკუნის შემდეგ აქაურმა მრევლმა გადაიგდო სომხური ეკლესიის უღელიდა დაუბრუნდა დედაქართული ეკლესიის წიაღს, შესაბამისად არაქსისპირეთის, ანისის, ყარსის, ბასიანის, ტაოსა და არზრუმის რეგიონების ივერებმა ეკლესიამონასტრებში აღიდგინეს ქართულენოვანი წირვალოცვა და შექმნეს სახელმწიფო სახელწოდებით „ქართველთა სამეფო“ (ტაოს სამეფო). ამ ვრცელმხარეში მრავალი ქართული საეპისკოპოსო ამოქმედდა – ანისის, ყარსის, ვალაშკერტის, დადაშენისა, არზრუმისა და სხვა. მაღალყოვლადუსამღვდელოესი იტროპოლიტი ანანია აღწერს ამ საეპისკოპოსოთა მრევლის ისტორიას, რომელსაც კარგ შეფასებას აძლევს ვახტანგ გოილაძე.
21