დ.დბარის დისერტაცია მოსკოვის სასულიერო აკადემიაში
თვალის ერთი გადავლებით
- შესავალი
ჩვენი, ქართული მხარის, მოუმზადებლობისა და სისუსტის გამო აფხაზეთის ეკლესიის შესახებ უცხოელი მკვლევრები საკმაოდ ხშირად იყენებენ დ. დბარის ნაშრომებს, უფრო ხშირად მის დისერტაციას მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, ამიტომაც მოვიძიე ის, თვალი გადავავლე და მრავალი საოცრება აღმოვაჩინე.
ვინც იცის (უამრავ ფაქტსა და წყაროზე დაყრდნობით), რომ აფხაზეთში ათასი წლის მანძილზე წარმატებით ფუნქციონირებდა ქართულენოვანი საკათალიკოსო თავისი სახელოვანი ქართულენოვანი ბიჭვინთის ცენტრით, მრავალსაუკუნოვანი ქართულენოვანი მოქვის, დრანდის, ბედიისა და სხვა საეპისკოპოსოებით, ასობით ქართულენოვანი ეკლესია-მონასტრით, ჩვენამდე მოღწეული მრავალი მათი ქართულენოვანი წმიდა წიგნით, სამართლის ძეგლით, იქაურ ეკლესიათა კედლებზე, ფრესკებსა, ქვებსა თუ ლითონზე საუკუნოვანი ძველი ქართული წარწერებით,
ვინც იცის, რომ აფხაზეთის მეფეები, კათალიკოს-პატრიარქები და ეპისკოპოსები თავის მრევლთან და ხალხთან ერთად იყვნენ საქართველოს სახელმწიფოს ამაღორძინებელნი და ქართული კულტურის შემოქმედნი, მას, უთუოდ გააოცებს დ. დბარის დაუოკებელი სურვილი, როგორმე მიიტაცოს აფხაზეთის ქართული საეკლესიო წარსული და გამოაცხადოს არაქართულ მოვლენად. მის ფანტასტიკურ ნაშრომს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.
მან დიდი შრომა გასწია, მაგრამ მისი დაუსრულებელი კვლევა მიმართულია იმისაკენ, რათა დაამტკიცოს თავისი ხალხის, ანუ აფსუების პრეტენზიები აფხაზეთის მიწა-წყლისა და მისი კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.
აქვე უნდა განვმარტოთ, რომ ჩვენს მიერ ტერმინი „აფსუა“ იხმარება არა ვინმეს დაკნინების მიზნით,არამედ, რათა აფსუები, ანუ ახალი აფხაზები, განვასხვავოთ ძველი აფხაზებისაგან, რადგანაც ეს სახელი, „აფსუა“ თვითსახელწოდებაა ამჟამინდელი ადიღეურენოვანი ხალხისა, მათ „ახალ აფხაზებსაც“ უწოდებენ, ხოლო „ძველი აფხაზები“ ყველა მოღწეული მასალის მიხედვით ქართულენოვანი ხალხი იყო.
მაგალითად, ფაქტია ის, რომ თვითონ დ.დბარის მშობლიურ გუდაუთას რაიონში, მის დაბადებამდე 1200 წლით ადრე ქართულენოვანი მოსახლეობა აგებდა შესანიშნავ ტაძრებს ქართული წარწერებით, გუდაუთის რაიონის სწორედ იმ სოფელთან ახლოს, სადაც დაიბადა დბარი, აღმოჩენილი ყველაზე ძველი ქართულენოვანი წარწერებია მსიგხვას მთის VIII-IX სს. ეკლესიისა, ანუ, კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, დბარამდე 1200 წლით ადრე, მე-8 საუკუნეშიც კი ამჟამინდელი გუდაუთისა და ბიჭვინთის სოფლების მრევლი ქართულენოვანი იყო. რუსულენოვანი საიტიც კი აღიარებს, რომ ამ სოფლის ეკლესიის ქართული წარწერები მე-8 საუკუნისაა – (село Псыгхва. Приморское (Цкуара) Дата постройки : VIII-IX вв
https://maps.nekeri.net/afxazeti/en/phsigkhvs-mountain-church/
მსიგხვის მთის ეკლესია — ეკლესია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტის სოფელ პრიმორსკოეს (ძველად სოფელი „სანაპირო“) მიდამოებში
VIII-IX საუკუნეთა გუდაუთის ქართული წარწერები არის ისტორიული დოკუმენტი, ადგილობრივების ქართულენოვნებისა, რომ მე-8 საუკუნეში ბიჭვინთის რეგიონი ისევე ქართულენოვანი იყო, როგორც მე-20 საუკუნის მონასტერი კომანაში, რომელსაც წინამძღვრობდა დ. დბარი და რომლის ქართველი მონაზვნები სეპარატისტებმა 1993 წელს წამებით ამოხოცეს.
გასაოცარად არაქრისტიანული ფაქტია, რომ ჯერ კიდევ სისხლშეუმშრალ კომანას დაცარიელებულ მონასტერს სეპარატისებმა „წინამძღვრი“ დაუნიშნეს და ეს წინამძღვარი იყო დ. დბარი.
დ.დბარის წინამძღვრობამდე კომანას ქართულ მონასტერში თავშეფარებული ქრისტიანების, მონაზვნებისა და საეკლესიო პირების ხოცვა-ჟლეტა იმდენად მასობრივი იყო, რომ თვით რუსულმა მხარემ უწოდა მას სახელი – „Массовое убийство в Камани“.
შესაბამის რუსულ საიტზე ნათქვამია –
Массовое убийство в Камани (груз. კამანის ხოცვა-ჟლეტა) — эпизод грузино-абхазской войны, в ходе которого 9 июля 1993 года абхазскими ополченцами и их союзниками были осуществлены массовые убийства гражданского сванского населения села Камани.
Камани — небольшое село, расположенное к северу от Сухума. Село было населено преимущественно сванами. В нём находится православная церковь (названная в честь Святого Георгия) и Команский монастырь, где проживали монахини. В июле 1993 года абхазские отряды совместно со своими союзниками, застигнув врасплох грузинские войска, развернули наступление[1]. 5 июля они начали штурм сёл Ахалшени, Гума и Шрома Сухумского района, а 9 июля атаковали Камани.
абхазы и их союзники устроили массовое убийство мирного населения. В течение двух дней женщины, дети и пожилые люди были замучены, изнасилованы и уничтожены[2]. Церковь и женский монастырь в Камани стали местом кровопролития[2]. Монахини были изнасилованы и позже убиты перед иподиаконом-абхазом Юрием (Гиорги) Ануа и иеромонахом-грузином Андриа Курашвили. После наблюдения резни монахинь священнослужители были выведены из церкви и допрошены, стоя на коленях.
თარგმანი დახლოებით ასეთია – „მასობრივი ხოცვა-ჟლეტა კამანაში – ეპიზოდია ე.წ. ქართულ-აფხაზური ომისა, რომლის დროსაც 1993 წლის 9 ივლისს აფხაზმა მეომრებმა და მათმა მოკავშირეებმა განახორციელეს მასობრივი ხოცვა-ჟლეტა სამოქალაქო სვანი მოსახლეობისა სოფელ კამანაში. კამანი არის პატარა სოფელი სოხუმის ჩრდილო მხარეს . სოფელი ძირითადად სვანებით იყო დასახლებული. აქ არის წმიდა გიორგის მართლმადიდებელი ეკლესია და კომანას მონასტერი, სადაც მონაზვნები ცხოვრობდნენ. 1993 წლის ივლისში აფხაზურმა რაზმებმა მოკავშირებთან ერთად შეძლეს ქართული ძალების გარღვევა და განახორციელეს შეტევა. მათ 5 ივლისს დაიწყეს სოხუმის რაიონის სოფლების ახალშენის, გუმას და შრომას შტურმი და 9 ივლისს შეუტიეს სოფელ კამანს.
ქართული ძალები, როლებიც სოფელ კამანას შესასვლელებს იცავდნენ 1993 წლის 9 ივლისს დილით ადრევე გაანადგურეს. ამის შემდეგ შეუტიეს სოფელს დილის 10 საათზე. რამდენიმე საათში სოფელი დაეცა აფხაზთა ძალებისა და მათი მოკავშირეების მიერ. ამის შემდეგ აფხაზებმა და მათმა მოკავშირეებმა მოაწყვეს მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა. ორი დღის მანძილზე ქალები, ბავშვები და მოხუცი ადამიანები აწამეს, გააუპატიურეს და ამოხოცეს.
კამანას ეკლესია და დედათა მონასტერი კამანაში გადაიქცა სისხლისღვრის ადგილად. მონაზვნები გააუპატიურეს და ბოლოს დახოცეს აფხაზი იეროდიაკონის იური-გიორგი ანუასა და მღვდელმონაზონ ქართველ ანდრია ყურაშვილის თვალწინ. მათ აყურებინეს ეს ჟლეტა და შემდეგ ეკლესიის გარეთ გაიყვანეს, დააჩოქეს და დაკითხეს, თუ ვის ეკუთვნოდა აფხაზეთის მიწა. მამა ანდრიამ არ უპასუხა, კვლავ რამდენჯერმე გაუმეორეს კითხვა, ბოლოს მამა ანდრიამ უპასუხა, რომ აფხაზეთი და მთელი დედამიწა უფლისაა, ამის შემდეგ ის დახვრიტეს. იქვე დახვრიტეს მეორე საეკლესიო მსახური, გვამები ეზოში მიატოვეს და წავიდნენ. მალევე, სულ რამდენიმე წელიწადში, ისე, რომ ჯერ კიდევ იდგა სისხლის სუნი მონასტრის კელიებში, ეკლესიასა და ეზოში კი სისხლის ლაქები ჩანდა, ასე ვთქავათ, ჯერ კიდევ სისხლშეუმშრალ მონასტერს აფსუა სეპარატისტებმა წინამძღვრად დბარი დაუნიშნეს.
როგორც ითქვა, მონაზონთა ხოცვა-ჟლეტის გამო დაცლილ მონასტერს აფსუების ფსევდო- ეკლესიამ წინამძღვრად დაუნიშნა ჩვენი დოქტორი დ. დბარი.
ოფიციალური ცნობით, კომანის (იგივე კამანას) მონასტერს ამჟამად ყოველწლიურად 50 000 (ორმოცდაათი ათასი) მომლოცველი-ტურისტი სტუმრობს (ძირითადად რუსეთიდან).
ესაა დამსახურება დ. დბარისა, რომელმაც საგულდაგულოდ წაშალა კვალი საერთაშორისო დანაშაულისა, ანუ გააქრო მამხილებელი ნიშნები აქ, ამ ეკლესიის კედლებში და კომანას მონასტრის ეზოსა და სოფელში მართლმადიდებელ ქრისტიანთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტისა, მოსპო აქ მოღაწე მართლმადიდებელ სასულიეროთა ნაკვალევი და ამით შეძლო აქ 50 000 ტურისტ-მომლოცველის მოზიდვა.
ალბათ, დიდი შრომა დასჭირდებოდა თავისი მონასტრის ეკლესიაში, ეზოსა და კელიებში სისხლისა და მასობრივი მკველელობების კვალის გასაქრობად, რადგანაც არა მხოლოდ მონასტრის მონაზვნები და ბერები დახოცეს, არამედ აქ, სოფელ კამანასა და მისი შემოგარენის მთელი ქრისტიანი მოსახლეობა სასტიკი ტანჯვითა და წამებით ამოწყვიტეს, რასაც აღნიშნული რუსული საიტი წერს – „Массовое убийство в Камани“.
ერთგვარი ცინიზმია ის, რომ ამ ახალმოწამეთა ნაკვალევის გაუჩინარება ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეძლო მითებისა და ლეგენდების მოშველიებით, თითქოსდა, აქ მოღვაწეობდნენ მსოფლიო მართლმადიდებელთა მნათობები, რაც მხოლოდ მითი და ლეგენდაა. კერძოდ, საქმე ისაა, რომ მლოცველი ტურისტების წარმოუდგენლად დიდი ნაკადი კომანას მონასტერს სტუმრობს წმიდა იოანე ოქროპირის, წმ. მოწამე ვასილისკოს პატივისცემის გამო.
მონასტრის ამჟამინდელი მასპინძლები მათ უმტკიცებენ, რომ აქ, კომანაში გარდაიცვალა წმიდა იოანე ოქროპირი წმიდა მოწამე ვასილისკოს ეკლესიაში, რომ აქედან ის (წმიდა იოანე ოქროპირი) მიემგზავრებოდა ბიჭვინთაში, რომ ნანახია მისი სარკოფაგი და სხვა.
ყოველივე ეს, ცხადია, მლოცველებს აძლევს დიდ სასოებას და აძლიერებს ლოცვაში, მაგრამ, სინამდვილეში, ესაა ამ მომლოცველების წმინდა რელიგიურ გრძნობების შეურაცხყოფა, რადგანაც მოსკოვში განსწავლულმა მასპინძლებმა კარგად იციან, რომ წმიდა იოანე ოქროპირი არასოდეს ყოფილა აფხაზეთში, რომ ის ნამდვილად გარდაიცვალა კომანაში, მაგრამ არა აფხაზეთის ამ სოფელში, არამედ, აქედან შორს, პონტოს ქალაქ კომანაში, და ის, იქვე, პონტოს კომანას წმიდა ვასილისკოს სამლოცველოშივე დაკრძალეს.
თვით რუსული ოფიციალური საიტი წერს, რომ წმიდა იოანე ოქროპირი გარდაიცვალა პონტოს კომანაში და არა აფხაზეთში და იქვე დაკრძალეს წმიდა ვასილისკოს მარტირიუმში –
„Император Флавий Аркадий назначил город Кукус (лат. Cucusus, ныне — Гёксун в Турции) в провинции Армения Вторая местом ссылки Иоанна Златоуста[5].
Зимой 406 года Иоанн был болезнью прикован к постели. Но враги его не унимались. Из столицы пришёл приказ перевести его в глухой Пифиунт (Пицунду, ныне в Абхазии). Истощённый болезнями Златоуст, в сопровождении конвоя, три месяца в дождь и зной совершал свой последний переход, подвергаясь издевательствам и жестокому обращению стражей. В Команах Понтийских силы оставили его. Причастившись Святых Таин, он, со словами «Слава Богу за всё!», скончался 14 сентября 407 года. Там же, в Команах Понтийских, на территории современной Турции, Иоанн был погребён в мартирии мученика Василиска, рядом с его могилой.
В 438 году по инициативе святого Прокла, архиепископа Константинопольского, мощи святителя были перенесены в Константинополь[5]. По преданию, во время этого события народ возгласил единым голосом: «Прими престол свой, отче!», а уста святителя, лежащего в гробу нетленным, отверзлись, и он возгласил: «Мир всем!»[10].
პონტოს კომანა, სადაც წმიდა იოანე ოქროპირი გარდაიცვალა, მდებერეობდა არა აფხაზეთში, არამედ ქართველების (ქალდების, მესხების, მოსინიკების, ხალიბების, ტიბარენების, კოლხების) ძველ ქვეყანაში – პონტოში, ამასიასთან ახლოს.
ის კომანა, სადაც განისვენებდნენ წმიდანები, იყო – Команы Понтийские (Комана Понтийская, др.-греч. Κόμανα Ποντική, лат. Comana Pontica) — греческая колония на северо-востоке Малой Азии, внутри Понта[1], на реке Ирис (Ирида, ныне — Ешильырмак)[2]. Колония города Команы Каппадокийские. Команы Понтийские были большим и богатым торговым центром Понта[3] для купцов Армении[4]. Отстоял от города Амасия (ныне — Амасья) на расстоянии четырёх дней пути[5]. Развалины древних Коман находятся в турецкой деревне Гюменек (Gümenek[6])[7] в районе Токат близ города Токат в иле Токат[8].
აქ, პონტოს კომანაში (და არა აფხაზეთში) წამებით გარდაიცვალა წმიდა მოწამე ვასილისკო 308 წელს, ქალაქ ამასიასთან ახლოს, აქვე, პონტოს კომანაში მის საფლავზე ააგეს მისი მარტირიუმი, რომელშიც 407 წელს დაკრძალეს წმიდა იოანე ოქროპირი.
არც ერთს და არც მეორეს არავითარი კავშირი არ ჰქონია აფხაზეთთან, თუმცა კი მათი განსასვენებელი – ამასიას პონტოს ქვეყანა, ნამდვილად იყო ძველი ქართველების სამშობლო, აქ თავდაპირველად ქსენოფონტემ, შემდეგ კი მრავალმა ავტორმა დააფიქსირა ქართველების ცხოვრება სხვადასხვა ტომის სახით.
საუბედუროდ, აქაური ქართველი ტომები (აღნიშნული ქალდები, მესხები, მოსინიკები, ხალიბები, ტიბარენები, კოლხები), სტრაბონის სიტყვით, „ტომობრივი სიამაყის გამო“ ვერ ახერხებდნენ ერთმანეთთან გაერთიანებას, შესაბამისად, უჭირდათ ეროვნული იდენტობის შენარჩუნება, ამიტომაც ძირთადად ელინიზებულნი იქნენ, ასევე არმენიზებულებიც. თუმცა კი ხსოვნა მათი ქართველობის შესახებ ხალხში დიდხანს შემორჩა, ეთნიკური სიახლოვის, ნათესაური გრძნობის გამო, შემდეგ საუკუნეებშიც საქართველოს ხალხს მუდამ გააჩნდა დიდი სასოება და პატივისცემა პონტოელთა და კაბადოკიელ წმინდა მამათა მიმართ.
კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, ამასიიდან ანუ პონტოდან იყო წმიდა მოწამე ვასილისკო და იქვე დაიკრძალა პონტოს კომანაში, სადაც მარტირიუმი აუგეს, შემდეგი განსასვენებელი წმიდა იოანე ოქროპირისა.
თქმულება წმიდა ვასილისკოსა და წმიდა იოანე ოქროპირის აფხაზეთში ყოფნასთან დაკავშირებით ლეგენდაა, რომელსაც, როგორც ითქვა, საფუძველი ჩაეყარა მე-19 საუკუნეში რუსი კოლონისტების მიერ.
მე-19 ს-ში, როგორც გამოკვლეულია, აფხაზეთში ფეხმოკიდებულმა რუსეთის იმპერიამ ოსმალეთში გადაასახლა ე.წ. მუხაჯირობის სახით 1867-1877 წლებში 50.000 -ზე მეტი აფხაზი, იმჟამად ჩერქეზებად სახელდებულნი.
ამავე პერიოდში, 1877-1878 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ–ოსმალეთის ომი. აფხაზ–ჩერქეზები ოსმალეთს მიემხრნენ, ამიტომაც ომის შემდეგ აფხაზეთში დაიწყო იმპერიიდან რუსული ოჯახების გადმოსახლება, უმეტესად სამხედროების და მოხელე–ჩინოვნიკების, ასევე ვაჭრების, ხელოსნების და გლეხების.
აფხაზეთში ჩასახლებული რუსი კოლონისტები არ იცნობდნენ თავიანთი იმპერიის ახალ მხარეს, აფხაზეთს, მის საეკლესიო წარსულს, და ყოველივე იქ არსებულ მშვენიერ უძველეს საეკლესიო ნაგებობებს ბიზანტიურად მიიჩნევდნენ, აინტერესებდათ მათ შესახებ ინფორმაცია, მაგრამ ქვეყანა ფაქტობრივად დაცლილი იყო.
ამიტომაც დაიწყეს ანტიკურ და ბიზანტიურ წყაროებში აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთის შესახებ ცნობების მოძიება.
შესაბამისად, წყაროებში მოძიებული ცნობები აღმოსავლეთ შავი ზღვისპირელი წმიდანების შესახებ, მათ, შეცდომით, აფხაზეთს დაუკავშირეს.
მათ წიგნებიდან და წყაროებიდან ამოკრიბეს ტოპონიმური სახელები და ისინი აფხაზეთის უსახელო პუნქტებს უწოდეს.
ერთ-ერთი ასეთი სახელია „კომანა“.
აფხაზეთის კომანაში მე-19 ს-ში რუსებმა ნახეს მშვენიერი მე-11 საუკუნის ნაეკლესიარი, რომელიც გზად გამვლელმა ერთმა ვინმე ბერძენმა არქეოლოგმა გ. ვრიზისმა დაუკავშირა წმიდა იოანე ოქროპირსა და წმ. ვასილისკოს. ამის შესახებ თვითვე წერენ სეპარატისტები-
„Посетивший в 1884 году Каманы известный греческий археолог Г.Вризис, подтвердил церковную версию о погребении здесь, в каменном саркофаге в церкви у села Каманы, мощей христианского праведника Иоанна Златоуста. По его утверждению, в одной из европейских библиотек им был найден древнейший пергамент, в котором указаны Каманы, где на пути в Питиус (Пицунду) скончался Иоанн Златоуст.
В Каманском храме 14 сентября 404 года скончался изгнанный из Константинополя епископ Иоанн Златоуст, направляющийся в ссылку в Питиунт по указу императора Аркадия.
В 437 году мощи Иоанна Златоуста, по указу нового императора Феодосия II, перевозят из Каманы через Питиунт в Константинополь. Саркофаг, где эти годы покоился Иоанн Златоуст, и частицы его мощей по сей день находятся в Каманском храме“.
https://aiasha.ru/hram/375/
მაშასადამე, ვინმე Г.Вризис-ს, არქეოლოგს, 1884 წელს განუცხადებია, რომ მას თურმე „ევროპის ბიბლიოთეკაში“ უნახავს „უუძველესი პერგამენტი“, რომ წმ. ვასილისკო და წმ. იოანე ოქროპირი აფხაზეთის კომანაში განისვენებდნენ.
ცხადია, ესაა სრულებით დაუსაბუთებელი კერძო მოსაზრება, წყაროს მითითების გარეშე, იქაური საზოგადოების გულის მოსაგებად შეთხზული ლეგენდა და ამ სიცრუეზეა აგებული ჩვენი მასშტაბებისათვის უზარმაზარი, ამჟამინდელი, რუსულენოვანი მსოფლიოსმომცველი ტურისტული ინდუსტრია, კომანაში 50 ათასი ტურისტ-მომლოცველის სტუმრობა, დიდი შემოსავლის წყარო, ფულადი ნაკადი, რომელიც ძირითადად გამოიყენება სეპარატისტული, ანტიქართულ ლეგენდებზე აგებული გამოცემების, გამოკვლევების, ნაშრომების, რუკებისა და სხვათა დასაფინანსებლად. აფხაზეთიდან გამოსული ასეთი ანტიქართული კვლევებითა და მასალით სავსეა ინტერნეტსფერო.
იგივეს წერს რუსულენოვანი მსოფლიოსმომცველი ერთ-ერთი ტურისტული ფირმა –
В 1884 году монастырь в Команах посетил греческий археолог Г. Вризис. В ходе изучения артефактов на территории храма он подтвердил, что в каменном саркофаге некогда покоился Иоанн Златоуст. В одной из библиотек Европы этот археолог обнаружил древнее писание, в котором значатся Команы как место захоронения епископа
https://xn--80aag1cidblck.xn p1ai/tours/countries/abhaziya/sukhum/dostoprimechatelnosti1/komanskij-kamanskij-monastyr
როგორც ითქვა, აფხაზეთის კომანას მონასტერთან ახლოს, პატარა მდინარის ღელეში აჩვენებენ წითელი ლაქებით დაწინწკლულ რიყის რუხ ქვებს, და ეუბნებიან, რომ ქვებზე წითელი ლაქები წმიდა მოწამე ვასილისკოს სისხლის წვეთების ნაკვალევია, რომელიც დარჩა მისი წამების დროს,
სამწუხაროდ, წმიდა ვასილისკო არასოდეს ყოფილა აფხაზეთში, ხოლო ქვებზე წითელი ლაქები უფრო იმ ქრისტიანების სისხლის ნაკვალევს მიაგავს, რომელნიც აქ, ამ მდინარის ნაპირებზე სასტიკი წამებით დახოცეს მასობრივად 1993 წელს.
კომანას მდინარის ხეობაში წითელი ლაქებით დაწინწკლული ქვები ასახავს იმ სისხლის კვალს, რომელიც ეკუთვნოდა აქ მოწამეობრივად ამოხოცილ ბავშვებს, ქალებს, კაცებს, მოხუცებსა და ახალგაზრდებს.
აქ 1993 წელს მასობრივად დახოცილ მართლმადიდებელთა შესახებ, როგორც აღინიშნა, საიტი წერს -„Грузинские силы, которые защищали подходы к селу Камани, были уничтожены ранним утром 9 июля 1993 года. После этого в 10 часов утра был предпринят главный удар по деревне. В течение нескольких часов Камани пало под натиском абхазских отрядов и их союзников. Вскоре после этого абхазы и их союзники устроили массовое убийство мирного населения. В течение двух дней женщины, дети и пожилые люди были замучены, изнасилованы и уничтожены[2]. Церковь и женский монастырь в Камани стали местом кровопролития[2]. Монахини были изнасилованы и позже убиты перед иподиаконом-абхазом Юрием (Гиорги) Ануа и иеромонахом-грузином Андриа Курашвили. После наблюдения резни монахинь священнослужители были выведены из церкви и допрошены, стоя на коленях.
Массовое убийство в Камани
მიახლოებითი თარგმანი ასეთია – „აფხაზებმა და მათმა მოკავშირეებმა კომანას დამცველი ქართული ძალები, 1993 წლის 9 ივლიის ადრიან დილით განადგურეს, 10 საათზე სოფელს შეუტიეს მალევე მათ მოაწყვეს მასობრივი სასაკლაო მშვიდობიანი მოსახლეობისა. ორი დღის მანძილზე აწამეს, გააუპატიურეს და დახოცეს ქალები, ბავშვები და მოხუცები. კომანას ეკლესია და ქალთა მონასტერი სისხლისღვრის ადგილად გადაიქცა. ეკლესიაშივე მონაზვნები გააუპატიურეს და შემდეგ დახოცეს მღვდელმონაზონ ანდრია ყურაშვილისა და გიორგი ანუას თვალწინ. ეკლესიაში ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ეს სასულიერო პირები ეკლესიის გარეთ გაიყვანეს, დაჩოქეს და დაკითხეს. წერს რუსული საიტი და ასეთ, მართლმადიდებელთა სისხლით მორწყულ მონასტერს დ.დბარი წინამძღვრობდა ურწმუნოთა მიერ დახოცილ წმიდა მოწამეთა კვალის სრულად გასაქრობად.
მამა ანდრიას შესახებ რუსული საიტი წერს – Команский монастырь
Они спросили отца Андриа про принадлежность земли в Абхазии. Он отказался ответить. Они спросили ещё раз и наконец он сдался и сказал: «Абхазия, как остальная часть мира принадлежит Богу». После этого они его застрелили. Перед этим они пытались вынудить молодого абхазского церковнослужителя убить его. Он не согласился и был убит около грузинского священника. Они оставили трупы около церкви и уехали[3].
После взятия этой стратегической области абхазы и их союзники начали крупномасштабное наступление на Сухуми, который к тому времени был уже окружён
Настоятели монастыря
- иеромонах Андрей (Курашвили) (1993-1993)[9]
- иеромонах Дорофей (Дбар) (2001—2007)[10][11]
- игумен Игнатий (Киут) (с 2009)
აფხაზებმა და მათმა ურწმუნო მოკავშირეებმა სასტკი წამებით, ზიზღნარევი, დამამცირებელი დაკითხვის შემდეგ დახოცეს მართლმადიდებელი სასულიერო პირები, მათ შორის კომანის მონასტრის წინამძღვარი მღვდელმონაზონი ანდრია ყურაშვილი, რომელიც გაუტეხელი იყო და სიკვდილის წინ უფალი ღმერთის სიდიადეს ქადაგებდა, რომ მას ეკუთვნის მთელი სამყარო. დახოცეს ქრისტესმადიდებელი მონაზონი ქალები, არც ქრისტესმავედრებელი ბავშვები და მოხუცები დაინდეს, ისინიც სისატიკით და წამებით დახოცეს, ისევე, როგორც მთელი ქრისტიანი მოსახლეობა სოფელ კამანისა და მისი შემოგარენისა.
ადგილობრივმა ქრისტიანებმა აფხაზთა და მოკავშირეთა შემოსევისას თავი მიანდეს უფალს და შეეფარნენ ეკლესიას, ისინი გარს შემოეხვივნენ თავიანთ სულიერ მამა ანდრია ყურაშვილს, მისგან მიიღეს ბოლო შენდობა და ცოდვათა მიტევება. მას კი მრევლი თვალწინ დაუხოცეს,
იმ მონასტერსა და სოფელში, სადაც სეპარატისტთა მტკიცებით, წმიდა იოანე ოქროპირი და წმ. ვასილისკო განისვენებდა დაუნდობლად დახოცეს მათი თანამორწმუნე ასეულობით ქრისტიანი.
ამიტომაც წმინდაა, ჭეშმარიტად მოწამეთა სისხლითაა განწმენდილი აფხაზეთის კომანას მონასტერი, მსგავსად ქვათახევისა და დავითგარეჯას მონასტრებისა, სადაც ურჯულოებმა მსგავსი სისასტიკით დახოცეს ბერები, მონაზვნები, სასულიერო პირები და ხალხი.
მსგავსადვე, წმიდაა აფხაზეთის კომანას მონასტერი და ის განწმენდილია არა წმიდა ვასილისკოს სისხლით (რომელიც სხვაგან, პონტოს კომანაში აწამეს), არამედ წმიდა მღვდელმოწამე ანდრია ყურაშვილის, მოწამე მონაზვნებისა და ქრისტიანების წმიდა სისხლით.
აი, ესაა სრული და უეჭველი ჭეშმარიტება და არა დბარისა და პოლიტიკოსთა, ეკლესიისაგან განკვეთილ პირთა მიერ გამონაგონი ლეგენდები წმიდა ვასილისკოს აფხაზეთში წამების შესახებ, ტურისტების მისაზიდად და სიყალბეების დასაფინანსებლად.
ისმის კითხვა, აქ ქრისტიანი მოსახლეობის მკვლელები ქრისტიანები იყვნენ?
თუმცა თვითონვე წერენ, რომ ისინი არ იყვნენ ქრისტიანები. ოფიციალური რუსული ინფორმაციით, აფხაზების მხარეს იბრძოდნენ – აფხაზური დიასპორის მებრძოლები თურქეთიდან, ცხადია, არაქრისტიანები, მსგავსივე ყარაჩაელი, ადიღე, აბაზინი, ჩეჩენი, არამართლმადიდებელი ბაგრამიანის მებრძოლები, მათ მიერ ქრისტიანების მასობრივი ხოცვა–ჟლეტა, ცხადია, გაუმართელებელია, მით უფრო ტერორისტ შამილ ბასაევისა და მსგავსი მრავალი ტერორისტის მიერ, მაგრამ იქნებ ქრისტიანებიც მონაწილეობდნენ ამ საქმეში?
ყოველ შემთხვევაში, კომანას მასობრივი ხოცვა-ჟლეტის მოწამეთა ღვაწლი, დ.დბარის მეცადინეობით, ამჟამინდელ კომანას მონასტერში დავიწყებულია.
დ. დბარის მიერ კომანელი მოწამე მონაზვნების, ასევე ასეული მოწამე სოფლელის სისხლი გადარეცხილია და მათ ხსოვნას დავიწყების ფარდა აქვს ჩამოფარებული, ესაა ფარდა ცრუ ლეგენდისა, ყველასათვის საყვარელი IV-V საუკუნეების მსოფლიო წმიდანების აქ მოღვაწეობის შესახებ. ეს ცრუ ლეგენდა მათი შეურაცხყოფაა, რადგანაც მათ წმინდა სახელს კომერციული მიზნებისათვის იყენებენ.ამიტომაც „Ежегодно монастырь посещает до 50 тысяч паломников и туристов[3][4].
მართლმადიდებელი ქრისტიანი ხალხის წინააღმდეგ სეპარატისტების გვერდით, ოფიციალური ცნობით, თანამონაწილეობდნენ – 1. Батальон имени Баграмяна,; 2. Иностранные добровольцы; 3. Представители абхазской диаспоры; 4. КГНК (граждане РФ, ЧРИ); 5. Карачаевские добровольцы;6. Адыгские добровольцы; 7. Абазинские добровольцы; 8. Осетинские добровольцы; 10. Чеченские добровольцы; 11. КВКО;12. Приднестровцы ;13. Косвенное участие:
Россия;
ПМР.
Война в Абхазии (1992-1993)
ამასთან დაკავშირებით, ისმება კითხვა, რატომ მიიღეს ასე ადვილად, შეიძლება ითქვას გულგრილად და თითქოსდა კმაყოფილებითაც ამჟამინდელმა აფხაზმა სასულიერო პირებმა კომანას მონასტრის ბერ-მონაზვნებისა და ქრისტიანი ხალხის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა და თანაც გაუგონარი სისატიკით? დახოცილები ხომ მათი თანამორწმუნეები იყვნენ, მათ აერთიანებდათ ერთი სარწმუნოება და ერთი მსოფლიო, საყოველთაო ეკლესია?
სინამდვილეში, როგორც დ. დბარის ავტობიოგრაფიიდან ჩანს, ის სიყმაწვილიდანვე მიზანმიმართულად იყო გამორჩეული არა სასულიერო, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილების მიზნით, მხოლოდ პოლიტიკოსებმა გამოირჩიეს ის სასულიერო ასპარეზზე გადასასვლელად.
ის აფხაზეთის ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკოსმა, პოლიტიკური მოსაზრებით გააგზავნა მოსკოვში, რათა იქაურ სასულიერო სკოლას შესაბამისად გამოეზარდა.
კომანას წინამძღვარი დოროთე (ჯუმა, დიმიტრი ზაურის ძე) დბარი დაიბადა 1972 წელს,
მის ბიოგრაფიაში ნათქვამია – 1993 წლის ივნისში, მიმიღო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ვ. არძინბამ. გადმომცა საგანგებო წერილი მოსკოვის პატრიარქ ალექსისთან, რომელშიც გამოთქმული იყო თხოვნა, რათა განათლება მიმეღო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში.
მისი მოგონებით, ამ შეხვედრისას არძინბამ განაცხადა, „აფხაზეთს, სადაც მრავალი ქრისტიანული სიწმინდე და კულტურის ძეგლია, უნდა ჰყავდეს აფხაზი სამღვდელოება“.
Он сказал, поскольку у Абхазии, где много христианских святынь и памятников культуры, должны быть свои священники. Встреча длилась около 15-20 минут. Затем нас провели в канцелярию, где Аида Ладария дала нам на руки письмо на имя Патриарха Московского и вся Руси Алексия II, в котором Владислав Григорьевич, как Председатель Верховного совета Республики Абхазия, просил Его Святейшество принять нас на обучение в Московскую духовную семинарию.
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%94%D0%BE%D1%80%D0%BE%D1%84%D0%B5%D0%B9_(%D0%94%D0%B1%D0%B0%D1%80)
დბარმა მოსკოვში ჩასვლის შემდეგ, პატრიარქის სახელზე გაზავნილი წერილი საპრტრიარქოში კი არ მიიტანა, არამედ გადასცა რუსეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ბაბურინის მდივანს. რუსეთის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკოსებმა ის გააგზავნეს სასულიერო უწყებაში – საპატრიარქოში.
1993 წელს, ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსთა წარდგინებითა და რეკომენდაციით, დბარი მიიღეს მოსკოვის სასულიერო სემინარიაში. მან ისწავლა მოსკოვში და სასულიერო აკადემია დაასრულა 2001 წელს, მაშინვე დანიშნეს კომანას მონასტრის წინამძღვრად. მისი ნაშრომიდან ჩანს, რომ მას მოსკოვის სასულიერო სასწავლებლებში ჩაუნერგეს საქართველოს ეკლესიის ისტორიის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება,
მოსკოვის სასულიერო სემინარიაში შესვლამდე დ. დბარს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა აფხაზეთის ათასწლოვანი საეკლესიო ცხოვრების შესახებ, რადგანაც ის იქამდე მხოლოდ 1 წლის მონათლული და ეკლესიის მუდმივი მრევლიც კი არ იყო, ის იყო მხოლოდ მხატვრობის მოყვარული დეკორატორი და, ის, თვით დ. დბარის სიტყვით, გამოარჩია აფხაზეთის პოლიტიკურმა ელიტამ, კერძოდ კი, პირადად სეპარატისტული ძალების მეთაურმა ვ. არძინბამ „პირველი აფხაზი მღვდლის“ ბესარიონ აპლიაას რეკომენდაციით, რათა მოსკოვში გაეგზავნათ სასულიერო სემინარიაში შესასვლელად, შესაბამისად, მისი გამგზავრება პოლიტიკური მიზანშეწონილობით იყო განსაზღვრული.
მისი ავტობიოგრაფიის გაცნობის შემდეგ, პირადად მეც, გამახსენდა წარსული მოგონება, ეს იყო დრო ბესარიონ აპლიაას მღვდლად კურთხევამდე.
პირადად მახსოვს თბილისში „პირველი აფხაზი სასულიერო პირის“ შესახებ იდეის ჩამოყალიბება და გზების ძიება მის განსახორციელებლად.
გავიხსენებ შემდეგ ფაქტს, ამჟამად უკვე 44 წელია, რაც ვარ წმიდა სინოდის წევრი, ფაქტობრივად ყველა სხდომას დავესწარი ამ ხნის მანძილზე, მოწმე ვარ იმისა, რომ მხოლოდ ორი შემთხვევა იყო, როდესაც წმიდა სინოდის სხდომას დაესწრო საერო პირი.
წელი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ, ვფიქრობ 1989 წელს, სინოდის სხდომას დაესწრო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული რელიგიათა საბჭოს თავჯდომარე ანზორ წიკლაური. ის წარსდგა სიტყვით და განაცხადა, რომ ამჟამად აფხაზეთში მღვდლები არიან მხოლოდ ქართველები, რუსები ანდა ბერძნები, მაგრამ არ არსებობს აფხაზი მღვდელი, ეს კი აუცილებლად მიიჩნევა ამჟამადო, იგულისხმებოდა, რომ სსრკ მთავრობას ჰქონდა ასეთი განზრახვა.
უწმიდესი და სინოდის ყველა წევრი დუმდა, მხოლოდ მე წარმოვდექი და დაახლოებით ვთქვი, რომ – ასე ხელოვნურად მღვდლის კურთხევა შემდეგში საეკლესიო სეპარატიზმის საშუალებად არ გადაიქცეს მეთქი. ამ ჩემი გამონათქვამის საფუძველი იყო ცოდნა, რომ აფხაზეთში საეკლესიო ეთნოსეპარატიზმის გაღვივებას ხელისუფლება ცდილობდა ჯერ კიდევ მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისში.
მივხვდი, რომ ეს ჩემი განცხადება სრულებით გაუგებარი იყო, რადგანაც იმჟამად ეკლესიაში მსგავსი საკითხი საერთოდ არ არსებობდა. ამიტომ უფრო გასაგები, რომ ყოფილიყო ჩემი ნათქვამი, სხვა კუთხით განვმარტე ჩემი პოზიცია – განვაცხადე, რომ მღვდლის კურთხევისათვის საჭიროა, რომ პიროვნება იყოს ეკლესიური, გაიაროს მორჩილება, ჰქონდეს სასულიერო განათლება, მღვდლად კურთხევა პირდაპირ არ შეიძლება, მორჩილებისა და დიაკვნობის საფეხურების გარეშე, აფხაზეთში კი ამჟამად ეკლესიებში აფხაზი მრევლი ძალზე ნაკლებია და თითქმის არცაა, მით უფრო, მორჩილი აფხაზი ახალგაზრდა არ არსებობს და არც აფხაზი დიაკონი და ა. შ. ვაგრძელებდი ჩემს სიტყვას, მაგრამ, ჩემთვის მოულოდნელად, ფეხზე წამოდგა მიტროპოლიტი დავით ჭკადუა და გაჯავრებული ხმით მითხრა „მე არ ვერევი შენი ეპარქიის საქმეებში და შენც ნუ ერევი ჩემი ეპარქიის საქმეებშიო“,
მე გავჩუმდი და დავჯექი. წიკლაურმა დატოვა სინოდის სხდომა, ამის შემდეგ სხდომა სხვა საკითხებით გაგრძელდა. სინოდის წევრებმა წიკლაურის მოსვლა უბრალო საზედამხედველო ფორმალიზმად ჩათვალეს. მეც არაფერი გამიგია შემდგომი ვითარების შესახებ. როგორც ახლა ვხვდები, დბარის ავტობიოგრაფიის გაცნობის შემდეგ, ფიქრობ, რომ იმჟამად, სსრკ მთავრობას უკვე დაგეგმილი ჰქონდა არ მხოლოდ ქართველთა გაძევება აფხაზეთდან, არამედ, მგონი ისიც კი იყო დაგეგმილი, ქართველი სასულიერო პირების გაძევების შემდეგ, ისინი მყისვე ჩაენაცვლებინათ „აფხაზი სასულიერო პირებით“.
როგორც ჩანს, მთავრობის ორგანოებმა, ასე ვთქვათ, „პირველ აფხაზ მღვდლად“ გამოირჩიეს პიროვნება, რომელსაც ამჟამად ეწოდება Виссарион Аплиаа (Беслан Иванович Пилия). თუმცა კი, ამჟამად ვფიქრობ, რომ მისი მღვდლად კურთხევა ჩვენი პატრიარქის სიბრძნესაც ადასტურებს. საბოლოოდ მისი ეს ნაბიჯი სწორი აღმოჩნდა.
ამის შემდეგ, აპლიასა და სოხუმში, მიტროპოლიტ დავით ჭკადუას ირგვლივ, როგორც მათი ბიოგრაფიებიდან ჩანს, შეუკრებიათ რამდენიმე აფხაზი, იმ მიზნის აღსასრულებლად, რაც წიკლაურმა მთავრობის სახელით განაცხადა რამდენიმე წლით ადრე სინოდის სხდომაზე, კერძოდ, „არ არსებობს აფხაზი მღვდელი, ეს კი აუცილებლად მიიჩნევა ამჟამადო.
საქმეში ჩართულა თვით ვ. არძინბაც კი.
არძინბა, თვით დბარის სიტყვით, არა მხოლოდ საქმის კურსში, ინიციატორი ყოფილა „აფხაზი სასულიერო პირების“ კურთხევისა და მათი მოსკოვში გაგზავნისა. მას გაუგზავნია მოსკოვის სემინარიაში დ. დბარი.
დბარმა გაამართლა არძინბას იმედები და მოსკოვის სასულიერო სკოლებში მას დააწერინეს დისერტაცია აღვსილი მეცნიერების ლაბადაში შეფუთული სიცრუითა და ჭეშმარიტებად გამოცხადებული ლეგენდებით, ყოველივე ქართულის უარყოფით.
ბუნებრივია, დაისვას კითხვა-
ვინაიდან მოსკოვის სასულიერო სასწავლებელში შესვლამდე ამ ახალგაზრდას ცოდნა არ გააჩნდა საეკლესიო წარსულის მიმართ, კიდევ ერთხელ დავსვათ კითხვა – ანტიქართული დამოკიდებულება ამ ახალგაზრდას თვით ამ სასწავლებელში ხომ არ ჩამოუყალიბეს?
შესაბამისად, მოსკოვის სასწავლებელმა აღზარდა ანტიქართულად განწყობილი, აფხაზეთის ათასწლოვანი ქართული საეკლესიო წარსულის უარმყოფელი, რეალური ფაქტების გამრუდებელი აფხაზი სასულიერო პირი. ერთი სიტყვით, არძინბასა და მისი წრის ოცნება განხორციელდა.
თუმცა კი, მასალებიდან ჩანს კიდევ უფრო სიღრმისეული რამ, ეთნიკური აფხაზების მღვდელებად კურთხევის განზრახვა მოდიოდა არა აფხაზებისაგან ანდა არძინბასაგან, არამედ ეს იყო თვით სსრკ ხელისუფლების განზრახვა, კგბ-ის გადაწყვეტილება, რაც ანზორ წიკლაურმაც გააჟღერა ადრევე.
თითქოსდა, ეს ერთი შეხედვით, პოლიტიკური საკითხი არ უნდა იყოს ჩემი ინტერესის სფერო,
მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, ეკლესიის ისტორიის კვლევისას მივხვდი, რომ ზოგიერთი ის საეკლესიო საკითხი, მეოთხედი თუ ნახევარი საუკუნის წინ, რომელსაც მე პირადად ვაკვირდებოდი, აღმოჩნდა ერთი მცირე ნაწილი გარე სამყაროში არსებული დიდი პოლიტიკური თამაშისა, რომლის გამოც აფხაზეთიდან 300 ათასამდე მართლმადიდებლი გამოაძევეს ხოცვა-ჟლეტით, მიისაკუთრეს მათი სახლ-კარი, ქონება და ახლა, „ეკლესიის ისტორიის სამეცნიერო კვლევის“ სახელით, ამ გამოძევებულ მართლმადიდებელთა წინაპრების ათასწლოვან კულტურასაც იტაცებენ, რომლის ერთ-ერთი მებაირახტრე ბატონი დ.დბარია.
რეალური ფაქტია, რომ პოლიტიკოსმა არძინბამ გამოჭედა დბარი, ვითარცა სასულიერო პირი, რომელიც აყალბებს და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით გვტაცებს აფხაზეთის სახელოვან ათასწლოვან დიდებულ საეკლესიო წარსულს ქართული ეკლესიისა, ამიტომაც საჭიროა საფუძველთა ძიება ჭეშმარიტების სახელით.
ჩანს, ყოველივე ის, რაც მოხდა აფხაზეთში, წინასწარ იყო შემუშავებული და დაგეგმილი. სულ ახლახან მოსკოვის უმაღლესი მთავრობის ერთ-ერთი ყოფილი პირი აცხადებდა საჯარო სივრცეში, რომ ვ. არძინბა (დ. დბარის გეზის მიმცემი), თავდაპირველად უპრეტენზიო რიგით თანამშრომლად მუშაობდა მოსკოვის ერთ-ერთ დაწესებულებაში. ის დაიბარესო, ბრძანებდა საჯარო სივრცეში აღნიშნული პირი, მისცეს მას საგანგებო ცოდნა და მოამზადეს აფხაზეთში სეპარატიზმის გასაღვივებლად, მასთან, თვით მათივე ბიოგრაფიიდან ჩანს, მიამაგრეს ეთნიკურად აფსუა, იმჟამად სსრკ კგბ-ს ერთ-ერთი უმაღლესი მმართველი პირი. ეს იყო „его соотечественник, начальник отдела Аналитического управления КГБ СССР, полковник Отари Аршба“.
ამის შემდეგ ორივენი, ბატონი არძინბა, ვითარცა სსრკ ეროვნებთა უმაღლესი საბჭოს წევრი და ოთარ არშბა, სსრკ კგბ-ს ანალიტიკური სამმართველოს განყოფილების უფროსი, ვითარცა სსრკ სახალხო დეპუტატები ერთმანეთთან საჯაროდ თანამშრომლობდნენ.
არძინბას, იმჟამად გამოუცდელ პოლიტიკოსს, აკვალინებდა ოთარ არშბა, იყო მისი კონსულტანტი, უფრო სწორად, გეზის მიმცემი, რათა პოლიტიკური კავშირები დაემყარებინა უმაღლეს ხელისუფლებთან. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ოთარ არშბას ფუნქციას 1989 წლის მაის-ივნისის დღეებში, როდესაც ტარდებოდა სსრკ სახალხო დეპუტატების პირველი ყრილობ – „Консультировал Ардзинбу, помогал ему обрести необходимыми политическими связями в Москве и занимался организацией деятельности Ардзинбы в советском парламенте“
სახალხო დეპუტატების პირველ ყრილობას უნდა მიეცა სახე განახლებული საბჭოთა სახელმწიფოსათვის, დელეგატები მთელ ქვეყანაში წინასწარ აირჩიეს, ყრილობის მსვლელობას გაფაციცებით ადევნებდა თვალს მთელი სსრკ მოსახლეობა. მისი ტრიბუნა – გამარჯვების იარაღად იყო გადაქცეული დეპუტატების ხელში, მისი გამოყენებით სხვადასხვა სახელისუფლებო ფრთა თავის წარმატებას გეგმავდა.
აფხაზეთის საეკლესიო საკითხის ისტორიისათვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ყრილობაზე ერთმანეთს შეახვედრეს ანდრეი სახაროვი და ვ. არძინბა. ამ შეხვედრის შემდეგ ჩემი მსოფლმხედველობა მნიშვნელოვნად შეიცვალაო, წერდა არძინბა. ანუ არძინბას სეპარატიზმი და ყოველივე ქართულის გმობა უფრო განმტკიცდა.
სახაროვმა საფუძველიც კი დაუდო აფხაზეთში შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. ამ პერიოდში და განსაკუთრებით ამ ყრილობის დროს დ. სახაროვი საჯაროდ ავითრებდა თეორიას, რომ საქართველო არის მცირე იმპერია, ჩაგრავს პატარა ხალხებს, განსაკუთრებით აფხაზებსა და ოსებს, ამიტომ ის უნდა დაიშალოს.
თავის მტკიცებას სახაროვი გამოხატავდა საჯაროდ, მთელი საბჭოთა კავშირის გასაგონად, ამიტომაც განაცხადა – “Грузия – малая империя!” сказал академик Сахаров в интервью, данном им журналисту популярнейшего в те годы “Огонька” Григорию Цитриняку в июне 1989 года:
“А начинать надо, повторяю, с полного демонтажа имперской структуры. Только так можно решить национальную проблему в малых империях, которыми, по существу, являются союзные республики – например, Грузия, включающая в свой состав Абхазию, Осетию и другие национальные образования.”
(Огонек, 1989, № 31) https://pluto9999.livejournal.com/6674.html
სახაროვი იძლეოდა მითითებას ყრილობის მიმართ და ბრძანებას მომხრეთათვის: „უნდა დავიწყოთ, ვიმეორებ, იმპერიული სტრუქტურის სრული დემონტაჟით, მხოლოდ ასე გადავჭრით ნაციონალურ პრობლემას მცირე იმპერიებში, რომლებიც არიან სამოკავშირეო რესპუბლიკები, მაგალითად, საქართველო, რომელსაც თავის შემადგენლობაში ჰყავს აფხაზეთი, ოსეთი და სხვა ნაციონალური გაერთიანებები“. https://pluto9999.livejournal.com/6674.html
ანუ საქართველოს დაშლა-დანაწევრება იყო ანდრია სახაროვის კატეგორიული მოთხოვნა. თანაც გამოთქმული მსოფლიო დონის უდიდესი ავტორიტეტის პირით, ამ დროს ის მიღებული იყო ვითარცა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, მას ყველგან, არა მხოლოდ სსრკ-ს ოლქებში, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში საზოგადოება ხვდებოდა გადაჭედილ დარბაზებში ქვეყანაში პოზიტიური გარდაქმნების იმედით.
მისი სიტყვა, რომ საქართველო მცირე იმპერიაა, რომ სსრკ-ში ნაციონალური საკითხის გადაჭრა მხოლოდ საქართველოსა და სხვა მსგავსი რესპუბლიკების დაშლის შემდეგ მიიღწეოდა, საყოველთაოდ იქნა გაზიარებული რუსეთში და ჩრდილოკავკასიურ ავტონომიურ ოლქებში, რომელთაც თავიანთი ნაციონალური ინტერესების გადაჭრის გზად სახაროვმა დაუსახა საქართველოს დაშლა და აფხაზეთის გამოსვლა მისი შემადგენლობიდან.
ისმის კითხვა, რა იყო მიზეზი იმისა, რომ ა. სახაროვმა ჩამოყალიბა მტკიცება,თითქოს „საქართველო არის მცირე იმპერია“?
ეს იყო შედეგი 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ საქართველოში წარმოშობილი ანტირუსული ისტერიისა.
1989 წლის 9 აპრილს წინ უძღოდა „ლიხნის მიმართვა“.
სეპარატისტებმა ლიხნში 1989 წლის 18 მარტს შეკრიბეს ათასობით ეთნიკური აფხაზი და მათი სახელით შეადგინეს პეტიცია საბჭოთა მთავრობისა და სსრკ ხალხების სახელზე.
მოითხოვდნენ საქართველოდან აფხაზეთის გამოყოფას, ე.წ. 1921 წლის სტატუსით.
ითხოვდნენ პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სუვერენიტეტის „დაბრუნებას“.
ამ მიმრთვას, როგორც თვითონ აცხადებდა, გაეცნო სახაროვი და მხარს უჭერდა.
ამ მიმართვაში, შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი პრეტენზია ქართველთა მიმართ ასეთია, თითქოსდა, აფხაზეთში არსებობდა ე.წ. აფხაზურენოვანი საშუალო სკოლები, სადაც აფხაზურ ენაზე ისწალებოდა სასკოლო საგნები და ქართველებმა ისინი გააუქმეს, აფხაზური ენა ქართულით ჩაანაცვლეს.
Грузия бесчинствовала, блокировала любые намерения абхазов быть полноправными жителями на своей родине. Закрывались абхазские школы, запрещался абхазский язык, менялась топонимика (географические названия – прим. ред.). Иными словами, во всех сферах жизнедеятельности нарушались и попирались права абхазов.
https://abaza.org/edinstvo-vo-imya-svobody-k-yubileyu-lykhnenskogo-obrascheniya-1989-goda
ასეთი მტკიცება მტკნარი სიცრუეა, რასაც მგელაძემ გასცა პასუხი.
მაგალითად, არა თუ მე-20 საუკუნეში, ამჟამადაც კი, 21-ე საუკუნეში, ე.წ. „თავისუფალ აფხაზეთში“ აფხაზურენოვანი საშუალო სკოლები არ არსებობს, რადგანაც აფხაზურ ენაზე არ ითარგმნება სახელმძღვანელოები და თუ ითარგმნება, ისინი გამოუყენებელია, ბავშვებისათვის გაუგებარი ხელოვნური ენითაა შეთხზული. ამიტომაც აფხაზეთის ე.წ. აფხაზური სკოლები, სინამდვილეში, რეალურად, ამჟამადაც რუსულენოვანია, ქართველებმა მე-20 ს. 40-იან წლებში, ამ ე.წ. აფხაზურ სკოლებში მხოლოდ რუსული ენა ჩაანაცვლეს ქართულით, აფსუებმა კი ეს წარმოაჩინეს ნაციონალურ ტრაგედიად.
ლიხნის კრებაზე დაიწერა ის, რაც მათ უკარნახეს ზემდგომებმა ჩრდილოეთიდან, რომელნიც გააღიზიანა საქართველოში ეროვნული მოძრაობის მიმართულებამ.
ქართველთა „სეპარატიზმი“ აღიზიანებდა ყველას, მათ შორის რუსეთის ყველაზე დემოკრატიულად მიჩნეულ სახაროვის ფრთასაც. ჩვენში კი ფიქრობდნენ, რომ ქართველთა წუხილის გაგება ადვილად შეეძლოთ რუს დემოკრატებს.
არ შეეძლოთ, რადგანაც, სინამდვილეში, მათი დისიდენტობა მიმართული იყო არა იმისაკენ, რომ „იმპერია სსრკ“ დაშლილიყო, არამედ მათ ამ სახელმწიფოს გაძლიერება სურდათ (რუსეთის ჰეგემონობით).
მათ, რუსეთის გაძლიერების გზის ძიებისას, მიიჩნიეს, რომ მმართველ კომპარტიას უკვე აღარ შესწევდა უნარი იმპერიის შენარჩუნებისა. მაშასადამე, საჭირო იყო არა სსრკ-ს, ანუ რუსეთის საბჭოთა იმპერიის დაშლა და ხალხების გათავისუფლება, არამედ რუსული იმპერიის გაძლერება მისი მმართველობის სისტემიდან კომპარტიის ჩამოშორებით და ახალი ფორმის მმართველობის შექმნით.
სწორედ მათმა ლიდერმა ა. სახაროვმა, თავის დროზე, უჩვეულოდ გააძლიერა სსრკ იმპერია მისთვის წყალბადის ბომბის შექმნით (რითაც თავზარი დასცა მსოფლიოს), ახლა კი მან, იმპერიის რღვევისას, ახალი პოლიტიკური მოძრაობა წამოიწყო იმპერიის გასაძლიერებლად, ანუ, მისგან კომპარტიის ჩამოსაშორებლად.
თბილისში კი მას უდიდეს დემოკრატად მიიჩნევდნენ, რომელსაც შეეძლო გაგება სსრკ იმპერიული ბუნებისა. ის თბილისში ჩამოვიდა კიდეც 9 აპრილის ტრაგედიის გამოძიების მიზნით.
9 აპრილს მოხდა უდიდეს ტრაგედია, მომტინგეების ნაწილი საბჭოთა ჯარებმა დახოცა, ნაწილი გაზით მოწამლა.
ჯარის მიერ ხალხის დახოცვის შესახებ ინფორმაცია საერთო-სახალხო აღელვებად გადაიქცა, ნაციონალური გრძნობები გამძაფრდა, საყოველთაო გლოვა ანტისაბჭოთა მოთხოვნებში გადაიზარდა, მათ შორის იყო უდიდესი მისწრაფება იმისა, რომ გახმაურებულიყო ინფორმაცია, რათა უცხოეთშიც დაენახათ – სსრკ-ის ნამდვილი რუსული იმპერიული სახე და ეცნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის მიზანშეწონილობა.
9 აპრილის შემდეგ მოთხოვნები უფრო გამძაფრდა, მაგალითად, ზოგიერთები მოითხოვდნენ, რათა ამერიკის კონგრესს გამოეცხადებინა, რომ საქართველო არის უკანონოდ ანექსირებული სსრკ-ის, ანუ რუსეთის იმპერიის მიერ – https://idfi.ge/ge/idfi-confidential-april-9
იყო ერთეული, მაგრამ მაინც ლოზუნგი -„შემოვიდეს ნატოს ჯარები“.
ასეთ ფონზე ჩამოვიდა ადამიანთა უფლებათა დამცველად აღიარებული ა.სახაროვი თბილისში. 1989 წლის მაისის დასაწყისში. საქართველოში გაუთავებელი გლოვის დღეები იდგა და, შეიძლება ითქვას, მასობრივი ფსიქოზი.
ქართველები ყველა შეხვედრისას თავიანთ მცველად მიჩნეულ სახაროვს ენაწყლიანი მრავალსიტყვაობით უხსნიდნენ, რომ სსრკ სახალხო ქვეყანა კი არაა, არამედ, სინამდვილეში, იმპერიაა, რომელიც უნდა დაინგრეს და საქართველოც გათავისუფლდება. „რუსეთი არის იმპერია“_ ეს იყო, შეიძლება ითქვას, აპრილ-მაისის დღეებში ქართველთა ამონათქვამი.
ასეთი მიდგომით ქართველები სახაროვის გულის მოგებას ცდილობდნენ, რადგანაც მათ ეგონათ, რომ სახაროვს სსრკ იმპერიის დანგრევა და ხალხთა გათავისუფლება სურდა, თუმცა რისი მოწმეც პირადად ვარ, ჩვენს უწმიდეს პატრიარქს, ჩანს, სხვა წარმოდგენა ჰქონდა და მასთან შეხვედრისას სიტყვაც კი არ დაუძრავს.
მე, პირადად, ვესწრებოდი ჩვენი უწმიდესი პატრიარქისა და ა. სახაროვის შეხვედრას 1989 წლის მაისის პირველ დღეებში. ასევე, ამ შეხვედრას მხოლოდ სახაროვის მეუღლე ესწრებოდა.
სახაროვი შევაცილე პატრიარქის დარბაზში, უწმიდესი მაგიდის თავში, სავარძელში მოთავსდა, მაგიდის ერთ მხარეს დასხდნენ სახაროვი და მისი მეუღლე (პატრიარქის მარცხენა მხარეს), ხოლო მეორე მხარეს მე დავჯექი ელენა ბონერის პირისპირ.
პატრიარქი არ მისალმებია სტუმრებს რაიმე სიტყვით, არც რაიმე უკითხავს.
ჩვენი პატრიარქის გარეგნული შესახედაობა ამ დროს წარმოადგენდა მწუხარების გამომსახველ დიად მონუმენტს, სახაროვი მიაგავდა გატანჯულ უბრალო ადამიანს, მისი მეუღლე კი განასახიერებდა მკაცრ თავდაჯერებას.
ვფიქრობდი, რომ პატრიარქი ისაუბრებდა 9 აპრილის იმ უბედურებაზე, რასაც თვითონ ესწრებოდა და თავისი თვალით ხედავდა, მაგარამ ერთი სიტყვაც არ უთქვამს, ჩემთვის გასაოცარი იყო, რომ არც სახაროვს და მით უფრო არც მის მეუღლეს დაურღვევიათ დუმილი.
მალევე, ისინი წამოდგნენ. ეს შეხვედრა ჰგავდა მგლოვიარე ჭირისუფალთან მიმსვლელის მიერ წუხილის მდუმარე გაზიარებას. მაგრამ, როგორც ჩანს, სახაროვი სხვაგვარად ფიქრობდა, რაც იმითაც გამოჩნდა, რომ ამავე დროს, თბილისში ეწვია და გაამხნევა ის რუსული სამხედრო ნაწილი, რომელსაც ამ ხოცვა-ჟლეტის მონაწილედ თვლიდნენ.

фотографии А.Д.Сахарова во время встречи в Тбилиси с представителями дивизии им. Ф.Э.Дзержинского [4 – 5 мая 1989 г.]
https://www.sakharov-archive.ru/fonds-collections/fond1/11/32/02616/
თბილისის სამხედრო ნაწილებში შეხვედრისას რუსი სამხედროები სახაროვს არა სამრთალდამცველად, არამედ უდიდეს ეროვნულ გმირად მიიჩნევდნენ, რომელმაც რუსეთს აჩუქა წყალბადის ბომბი. ასეთ ვითარებაში, ჩანს, თბილისში 9 აპრილის დღეებში ქართველთა მოურიდებელი „უმადურობით“ გაღიზიანებულმა სახაროვმა ჩაიფიქრა ჩამოეყალიბებინა თეორია, რომელსაც შეიძლება ეწოდოს საქართველოს დასაშლელად გამიზნული „იდეოლოგიური წყალბადის ბომბი“.
ეს იყო თეორია – „საქართველო მცირე იმპერიაა“.
მალევე, ორიოდე კვირაში, სსრკ სახალხო დეპუტატების პირველი ყრილობა გაიხსნა 1989 წლის 25 მაისს. აქ სახაროვი საგანგებოდ შეხვდა ვ. არძინბას და გააცნო თავისი მტკიცება, რომ საქართველო იყო პატარა ერების მჩაგვრელი მცირე იმპერია, რომ ნაციონალური საკითხის მოგვარების მიზნით აუცილებელი იყო აფხაზეთის გასვლა საქართველოს შემადგენლობიდან.
ის იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი მონაწილეთა შორის, ყრილობის მუშაობის 2 კვირის მანძილზე 8 ჯერ გამოვიდა თავისი სიტყვით. ის საქვეყნო ხსნის გზად სახავდა მოკავშირე რესპუბლიკების, პირველ რიგში საქართელოს, ვითარცა მცირე იმპერიის დანაწილებას. მისგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფას, მისი სიტყვით, მათ (აფხაზებსა და ოსებს) და სხვა ხალხებს ახალი კავშირი, ახალი სამოკავშირეო სახელმწიფო უნდა დაეარსებინათ და ამით გადაიჭრებოდა აქამდე მოუგვარებელი ეროვნული საკითხი.
ყრილობის მუშაობა გადაიცემოდა მთელ საბჭოთა კავშირში და მსოფლიოში ტელევიზია-რადიოს მიერ პირდაპირი საეთერო ტრანსლაციით. მას უყურებდა ქვეყნის მილიონობით მცხოვრები. ისინი პირველად უსმენდნენ ლეგენდარულ სახაროვს.
აკადემიკოსი ლიხაჩოვი წერს –
„იმჟამად გამწვავებული იყო ნაციონალური საკითხი აფხაზეთში და აკად. სახაროვმა აუცილებლად ჩათვალა ამის შესახებ ყრილობაზე ხმამაღლა განეცხადებინა. მან დაასკვნა, რომ საქართველო არის მცირე იმპერია და მანვე შემოგვთავაზა გადაჭრის გზები, ესაა ავტონომიების თავისთავადობა და მათთან სამოკავშირეო ხელშეკრულების დადება…მაგრამ ქართველებმა სახაროვის ეს მითითება არ გაითავლისწინეს, წავიდნენ თავიანთი სტალინური გზით – ფიზიკური ზეწოლით ყველა არამომხრის მიმართ, იმპერიული პოლიტიკით და ნაცუმცირესობების დისკრიმინაციით“- წერს აკადემიკოსი ლიხაჩოვი, და აქედან ჩანს, თუ როგორ ხედავდა იმჟამინდელი რუსული ინტელიგენცია საქართველოს საკითხს.
აკად. ლიხაჩოვი წერს -„очень были обострены национальные проблемы в Грузии и академик посчитал необходимым об этом громогласно заявить. А ведь тогда еще не было вооруженных конфликтов в Абхазии и Южной Осетии, и тем более удивительно пророчество Андрея Дмитриевича! Он первым проанализировал складывающуюся ситуацию и поставил безошибочный диагноз: Грузия – малая империя! Также им были предложены пути решения – предоставления автономиям самостоятельности и заключения с ними договорных отношений. (Именно этим, сахаровским путем и пошел Борис Ельцин с его знаменитым “берите суверенитета столько, сколько проглотите”). Как мы знаем, грузинские власти решили, что Сахаров для них не авторитет, и пошли своим сталинским путем усмирения и физического подавления всех несогласных с проводимой дискриминационной, имперской политикой в отношении нацменьшинств.
Но в наше время это заведомо проигрышное решение, в эпоху принятой конвенции прав человека, пронафталиненные рецепты и лекала прошлых веков больше не действуют. Академик Сахаров видел это, пожалуй, раньше всех…
академик Д.С.Лихачев https://akademik-sakharov.narod.ru/
როგორც ქართულ ანდაზაშია, ჩემი შენ გითხარიო და გული მოგიკალიო, რუსეთის მჩაგვრელი იმპერია ქართველ ხალხს ღიად ადანაშაულებდა პატარა ერების დისკრიმინაციაში, ეს მაშინ, როცა ფიგურალურად რომ ვთქვათ, აფხაზეთში ყველა ეთნიკური აფსუა ხელმძღვანელ თანამდებობას ფლობდა და აფხაზეთში რეალური მმართველობის ფორმა იყო აპარდეიტული ეთნოკრატია ანუ მოსახლეობის ქართულ უმრავლესობას მართავდა ეთნიკური აფსუა უმცირესობა, მთელი აფხაზეთის მოსახლეობის მხოლოდ 17-18 %, მსგავსადვე, მაგალითად, სამხრეთ ოსეთში გახსნილი იყო და წარმატებით ფუნქციონირებდა ოსურენოვანი სკოლები, ინსტიტუტი, თეატრი და სხვა, მაშინ, როცა ჩრდილოკავკასიის რუსულ ოსეთში არც ოსურენოვანი სკოლები არსებობდა და არც ოსურენოვანი თეატრები და ინსტიტუტები.
თავის მხრივ, მოსკოვის ყრილობათა სასახლესში ვ. არძინბამ, სახაროვის ღია მხარდაჭერით დამაჯერებლად წარმოთქვა გრძელი მგზნებარე სიტყვა, რომელსაც იმჟამინდელი ვითარების გამო მთელი საბჭოთა კავშირის ხალხები გაფაციცებით უსმენდნენ,
არძინბამ დაარწმუნა საბჭოთა საზოგადოება, მათ შორის თვით აფხაზი და ჩრდილოკავკასიის ხალხები, რომ ქართველები აფხაზეთში იყვნენ მომხვდური მტრები, სასტიკი მჩაგვრელები აფხაზებისა, და თანაც მან არა ერთგზის გაიმეორა ეს თეზა თავის სიტყვაში, არამედ მრავალგზის ახალ-ახალი მასალებისა და ფაქტების წარდგენით .
მისი სიტყვით, ქართველები აფხაზებს სატიკად ჩაგრავდნენ და ისინი იყვნენ უცხო, მძვინვარე დამპყრობლები აფხაზეთისა, ბოლო საუკუნეში მხრდაჭერილნი ბერიასა და სტალინის მიერ.
საქართველოში ამ სიცრუის ნაკადის მოსმენისას ყველას იმედი გვქონდა, რომ იმავე ყრილობის ქართველი დელეგატები, საქართველოში საუკეთესო ორატორები, პასუხს გასცემდენ არძინბას, ასევე სხვა ანტიქართველ მომხსენებლებს, რომელნიც ყრილობის დღეებში ცილს სწამებდნენ ქართველებს, მაგრამ ქართველი დელეგატები დუმდნენ, პირველ დღეს, მეორე დღეს, და ყველა დღეს ყრილობისა.
არძინბას და სხვათა უპასუხო ცილისწამებამ უდიდესი და საშინელი შედეგი გამოიღო, – ჩრდილოკავკასიელთა ზოგიერთი ჯგუფი (და სხვები) უფრო მტრულად განეწყვნენ ქართველთა მიმართ. მათ თვალში ქართველობა დამნაშავე ნაციად იქცა, რომელიც სასტიკად სტანჯავდა და დევნიდა აფსუა უმცირესობას. ამის გამოც, გაგულისებულები და მოტივირებულები, შეიარაღებული მკვლელების სახით ჩავიდნენ აფხაზეთში და მათ მალევე აფხაზეთში მოაწყვეს ქართველთა ეთნოწმენდა, ტერორითა და გენოციდით, გამოყარეს იქედან თითქმის 300 ათასი ქრისტიანი, უამრავი კი სასტიკი წამებით დახოცეს, ესაა ფაქტი, რომელიც ჯერ გაცნობიერებულიც არაა ჩვენს მიერ.
საოცარია, რომ ამის შესახებ, ქართულად ფაქტობრივად არცაა, ხოლო რუსული საიტი „Этнические чистки грузин в Абхазии“, წერს –
„Военный корреспондент Томас Гольц утверждал, что в сентябре 1993 года во время боёв за Сухум на него были сброшены истребителями МиГ-29 500-килограммовые вакуумные бомбы, разрушившие кварталы Сухуми и деревни на реке Гумиста[55]. О событиях в городе вплоть до его падения освещал российский журналист Дмитрий Холодов. Первые бомбардировки, согласно Холодову, начались 2 декабря 1992 года, когда ракета взорвалась на улице мира. Далее был обстрелян городской рынок, на котором погибли в тот день 18 человек[56]. 27 июля 1993 года трёхстороннее соглашение России должно было послужить причиной немедленного прекращения огня, и снова грузины вывели всю свою тяжёлую артиллерию, танки и войска из Сухуми. Абхазам запретили продвигаться вперёд или обстреливать город, а Россия гарантировала Грузии, что город никто не тронет, если грузины выведут свои войска. Вся грузинская армия была эвакуирована на кораблях ВМС РФ в Поти, а в Сухуми не осталось ни одного военного. 1 сентября были снова открыты все школы, и гражданские вернулись в Сухуми. Президент Грузии Эдуард Шеварднадзе получил все гарантии от Ельцина и призвал грузин вернуться в город.
Однако перемирие не соблюдала ни одна сторона, и 16 сентября в 8 утра абхазские войска с их союзниками атаковали Сухуми[57]. Бои велись в течение 12 дней: защитники города, вооружённые автоматами Калашникова и ружьями, не получали никакой поддержки от артиллерии или механизированных частей[58]. В бою участвовали даже актёры театра Сухуми, оборонявшие город. Сухуми подвергался бомбардировкам с воздуха и постоянным артобстрелам[59], и 27 сентября город пал. Абхазы, горцы КГНК и русские добровольцы взяли штурмом Дом правительства Абхазии. Во время боя из города были вывезены около 1 тысячи человек, которые потом были жестоко убиты. По словам Тамаза Надареишвили, автора книги «Геноцид в Абхазии», осаждавшие не гнушались ничем в городе[60]:
Они схватили девушку, которая пряталась в кустах у дома, где были убиты её родители. Её изнасиловали несколько раз, потом убили и расчленили. Она была разрублена пополам. Рядом с её телом оставили записку: «Как эти части тела больше не соединить, так и Абхазия с Грузией не будут больше вместе»[60]
Ещё одной свидетельницей зверств нападавших в Сухуми была грузинка, которая рассказала российскому кинорежиссёру Андрею Некрасову следующую историю: абхазы схватили её семилетнего сына и застрелили на глазах у матери, потом потащили женщину к колодцу, где стояли по колено в воде голые мужчины и женщины, звавшие о помощи. Солдаты сбросили на них трупы, потом бросили гранату и снова сбросили трупы. Всё это время грузинку заставляли стоя на коленях смотреть на эту картину. Потом один из солдат вырезал глаз у трупа и пытался запихать его в рот женщине[61][62].
В плен к абхазам попали и сотрудники прогрузинского правительства Абхазии: председатель Совета министров Абхазии Жиули (Жюли) Шартава, госсоветник Вахтанг Гегелашвили, сотрудник Совмина Сумбат Саакян, министр промышленности Рауль Эшба и другие, а также мэр Сухуми Гурам Габискирия и сотрудники полиции Сухуми. Изначально им гарантировали безопасность[63], однако вскоре всех попросту казнили: Шартаву же перед этим жестоко пытали[64].
В течение двух недель продолжалась бойня в городе, а не успевшие покинуть город жители прятались в заброшенных домах и подвалах. Однако не выжил практически никто из грузинских бойцов ополчения, также не избежали пыток и казней ни мирные жители, ни медперсонал (в основном женщины)[65]. Всех убивали на месте, в том числе и детей: на глазах у матери были застрелен 5-летний ребёнок абхазским солдатом. Жертвами массовых убийств стали более 100 сотрудников культуры (в том числе и женщины): погибли художественный руководитель Дома отдыха Гумиста Нато Милорава, актёры Драматического театра Василий Чхеидзе, Теймураз Жвания и Гурам Геловани, а также директор Сухумского парка культуры и отдыха Юрий Давитая. 200 учителей (в том числе 60 женщин) были убиты в городе. В Хыпста (Ахалсопели) было расстреляно 17 человек: там же 70-летнему человеку вырезали сердце, ещё одного зарубили топором, а 65-летнего человека привязали к трактору и запытали до смерти.
Жертвами также стали абхазские граждане, скрывавшие грузинских беженцев или помогавшие им. От рук адыгейца был убит абхаз Темур Кутарба на глазах у детей за то, что отказался убивать грузинских гражданских лиц; на месте погибли 23-летний грузин В. Вадакрия и его абхазский друг, защищавшие Кутарбу[66].
ქართველთა აფხაზეთის ომში დამარცხების მიზეზად ზოგჯერ სახელდება სოჭის 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულება, რუსეთის პრეზიდენტის უშუალო ჩარევით, რომლის ძალითაც, უნდა განიარაღებულიყო როგორც ქართული, ისე აფხაზური მხარე.
1993 წლის 27 ივლისის შეთანხმების შესაბამისად, ქართველებმა ბრძოლის ველიდან და საერთოდ აფხაზეთიდან გაიყვანეს მძიმე არტილერია, გაიყვანეს ტანკები და ჯარი სოხუმიდან, მთელი ქართული არმია რუსეთის ფედერაციის საზღვაო ძალების ხომალდებით აფხაზეთიდან გადაიყვანეს ფოთში, ამის გამო სოხუმში არ დარჩა არც ერთი ქართველი სათანადოდ შეიარაღებული სამხედრო პირი.
საქართველოს მთავრობამ დაპირებით, რომ დადგა ნანატრი მშვიდობა, 1 სექტემბერს სოხუმში გახსნა სკოლები, დაიწყო სწავლა, ქალაქში უკან დააბრუნეს ლტოლვილები, სკოლები და ქალაქი აივსო მოსახლეობით, მაგრამ აფხაზებმა პირობა დაარღვიეს, ქალაქს 16 სექტემბერს შეუტიეს, ხოლო რუსებმა მძიმე საბრძოლო იარაღის სპაეციალური მოწყობილობა, ე.წ. „არტილერიიის გასაღებები“, რომლის გარეშეც იარაღი საბრძოლველად უვარგისია, მხოლოდ აფხაზურ მხარეს დაუბრუნეს. ქართველები აღმოჩნდნენ არტილერიის, ტანკებისა და საბრძოლო მანქანების გარეშე.
ქალაქი ქართველ მებრძოლ მოხალისეებს მხოლოდ ავტომატებითა და სანადირო თოფებით უნდა დაეცვათ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისას, რომელიც აღჭურვილი იყო არტილერიითა და ტანკებით.
სოხუმზე შეტევა განხორციელთა ჰაერიდანაც, მძიმე ბომბებით და გემებიდანაც. ამის მიუხედავად უიარაღო ქალაქმა თითქმის ორი კვირა შეძლო თავდაცვა.
საბოლოოდ, აფხაზებმა და მათმა მოკავშირეებმა ქალაქი დაიპყრეს 27 სექტემბერს, სოხუმი დაეცა, ქალაქი სატიკი ხოცვა-ჟლეტის არენად გადაიქცა, სიკვდილის შიშით მოქალაქეებმა სოხუმი პანიკით დატოვეს, 100 ათასამდე კაცმა, ქალმა და ბავშვმა თავი სვანეთის თოვლიან მთებს შეაფარა, მრავალი შიმშილითა და სიცივით დაიღუპა.
როგორც ითქვა, აფხაზეთში ქართველთა ეთნიკურ წმენდას წინ უძღოდა მძლავრი ანტიქართული იდეოლოგიური შემზადება აფსუა მოსახლეობისა, რომლის ნაწილიც იყო დ. დბარის აღზრდა ანტიქართულ მოღვაწედ, სამწუხაროდ, რუსულ სასულიერო სასწავლებლებში.
როგორც მისი დისერტაციიდან ჩანს, აქ დბარს ჩააგონეს, რომ ქართველებამდე მთელი დასავლეთ საქართველო ეჭირათ ადიღეურ ტომებს, ისინი ქრისტეშობამდე აქ იყვნენ მკვიდრები, შემდეგ მოვიდნენ ქართველები და დასავლეთ საქართველოს ადიღეურ ნასახლარებზე თვითონ დაფუძდნენ, ასევე, თითქოსდა, ეკლესიურადაც მე-9 საუკუნემდე დასავლეთ საქართველო კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში შედიოდა, თითქოსდა, მცხეთელმა საეკლესიო იმპერიალისტებმა აქ გააუქმეს ბერძნული კათედრები და მათ ნაცვალად ქართული დააფუძნეს.
თავის მხრივ, დბარმაც ამ თეორიას სიახლე შემატა, შემოიღო ტერმინი „აფხაზურ-ბერძნულენოვანი კათედრები VI-VII საუკუნეებისა“.
ესაა ანტიქართული და ანტიეკლესიური თეორია, რომელსაც ასევე „ქართიზაციის თეორია“ ეწოდება, ღრმადაა გამჯდარი არა თუ მოსკოვის, საქართველოს საერო და სასულიერო სასწავლებლებში ამჟამადაც კი.
2
თვალი გადავავლოთ დბარის ნაშრომს –
ყუბანელი ადიღების ჩასახლება ჩრდილოეთ სამეგრელოში ანუ აფხაზეთში ტატიშჩევის ცნობით
მოსკოვის სასულიერო აკადემიაში ეკლესიის ისტორიის კათედრაზე დაცულ თავის დისერტაციაში („ИСТОРИЯ ХРИСТИАНСТВА В АБХАЗИИ В ПЕРВОМ ТЫСЯЧЕЛЕТИИ“) არქიმანდრიტი დოროთე დბარი პირველი გვერდიდანვე გამოხატავს თავის უკმაყოფილებას ისტორიკოსთა მიმართ, რომ ისინი ისე ხატავენ სურათს, თითქოსდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე ქრისტიანული არქიტექტურის მრავალი ძეგლი იგებოდა უცხოტომელების მიერ აფხაზების მონაწილეობის გარეშე (строились чужеземцами), ხოლო აფხაზები გულგრილად ხვდებოდნენ ქრისტიან მისიონერებს ბიზანტიიდან და საქართველოდან – წერს ის და აღნიშნავს, „წარსულში თვით აფხაზი ინტელიგენცია ეთანხმებოდა აზრს, რომ აფხაზეთში ყოველივე ქრისტიანული წარმოადგენდა უცხოტომელების შემოქმედებას, მათი აზრით, წარსულში აფხაზები მუდამ წარმართებად რჩებოდნენ ანდა ნომინალურად აღიარებდნენ ქრისტიანულ სარწმუნოებას“.
დ. დბარისათვის „чужеземцы“- უცხოტომელები ის ქართველებია, რომელნიც ათასწლეულის მანძილზე აგებდნენ აფხაზეთში ბრწყინვალე არქიტექტურის ტაძრებს, სასახლეებსა თუ ხიდებს, რასაც ადასტურებს მათ ნაშთებზე არსებული ქართულენოვანი წარწერები, რომელთაც ამჟამად საგულდაგულოდ შლიან, მაგრამ არქეოლოგები ქართულენოვნების ახალ და ახალ არტეფაქტებს პოულობენ. მათ შორისაა, როგორც ქვემოთაცაა აღნიშნული, დ.დბარის მშობლიურ გუდაუთის რაიონი.
დბარი უჩივის წყაროების ნაკლებობას, გამოთქვამს წუხილს, რომ „არ შემორჩა ამ დროის საკუთრივ აფხაზური წყაროები“ , თითქოსდა, ისინი არსებობდა, მაგარამ ქართველებმა გაანადგურეს.
ჩვენ კი ვამატებთ, არასოდეს მე-19 ს-მდე ბუნებაში არ არსებობდა აფხაზური, ანუ აფხაზურენოვანი წყაროები, მით უფრო, აფსუურენოვანი.
კიდევ ერთხელ უნდა განვმარტოთ, რომ ტერმინი აფსუა ჩვენს მიერ გამოყენებულია არა ვინმეს დასამცრობად, არამედ ტექნიკური მიზნით, რათა ერთმანეთისაგან განვასხვავოთ ძველი ანუ ქართულენოვანი აფხაზები და ახალი ანუ ადიღეურენოვანი აფხაზები.
კიდევ ერთხელ თუ ვიტყვით, ძველი ანუ ქართულენოვანი აფხაზები მენტალიტეტითა და თვითშემეცნებით განსხვავდებოდნენ ახალი ანუ ადიღეურენოვანი აფხაზებისაგან. დადგენილია, რომ ძველი აფხაზები – თავიანთი ეპოქის კახელების, ქართლელების, მესხების, მარგველების თუ მეგრელების მსგავსად ერთიანი ქართული სამყაროს ნაწილს შეადგენდნენ მაღალი ცივილიზაციითა და შესაბამისი კულტურით, ხოლო ახალი აფხაზები, ენობრივად, სარწმუნოებითა და კულტურით სხვა მენტალიტეტს ატარებდნენ, თუმცა კი ისინი ქართველი ხალხის ყველაზე უახლოესი მონათესავენი არიან გენეტიკური მონაცემებით.
ეროვნული პოპულაციების დონეზე ჰაპლოჯგუფი G2 ყველაზე ხშირად გვხვდება საქართველოში და ქართველების 39 %-ზე მეტი ამ ჰაპლოჯგუფს მიეკუთვნება. ქართველების Y-დნმ ასევე მიეკუთვნება ჰაპლოჯგუფებს: J2 (32.5 %), R1b (8.6 %), L (5.4 %), R1a (4.2 %), I2 (3.8 %)
გენეტიკური მანძილით აფხაზებთან ყველაზე ახლოს მყოფი ეთნიკური ჯგუფი ქართველებია,[117] მათი გენეტიკა თითქმის იდენტურია დასავლეთ ქართველების გენეტიკასთან.[
В работе Олега Балановского и др. 2011 года распределение гаплогрупп у абхазов было следующим: гаплогруппа G — 56,9 %, J2 — 13,8 %, R1b — 12,1 %, R1a — 10,3 %[25].
ახალ აფხაზებს გააჩნიათ თავიანთი საკუთარი იდენტობის გამომხატველი ზუსტი ტერმინი – აფსუა, რომელსაც ვიყენებთ, როგორც ითქვა, ადიღეურენოვანი აფხაზების აღსანიშნად.
ამასთანავე, ცნობილია, რომ ხალხი, რომელიც თავის თავს ამჟამად ასე უწოდებს, ანუ ახალი აფხაზები, სრული მონათესავენი არიან ქართველებისა გენეტიკურად, რაც ზემოთაც აღინიშნა.
აფსუები იმ ადიღების მენტალური შთამომავლები არიან, რომელნიც რუსი ისტორიკოსის ტატიშჩევის სიტყვით, მის დროს ყუბანის ხეობიდან ჩასახლდენენ ქართულ („ობეზთა“) აფხაზეთში, ის წერს –
„Мингрелии Северная, которую турки и кабардинцы имянуют Авхазос, наши древние именовали обезы… Ныне оной большую часть кубанцы наполняют.” ( В. Н. Татищев, история Российская, I, М.-Л. 1962, გვ. 171).
https://javakhishviliinstitute.wordpress.com/wp-content/uploads/2009/06/ratiani-3.pdf

https://a-salpagarov.blogspot.com/2013/12/1700-1680.html
ამის მიზეზი, როგორც აღინიშნა, არის ის, რომ ადიღეურენოვანი ტომები, რომელნიც აფაზეთში ჩრდილოკავკასიიდან ჩამოსახლდნენ, გაცილებით მცირერიცხოვანნი იყვნენ, ვიდრე მათ მიერ დამორჩილებული მკვიდრი ქართული მოსახლეობა, ამიტომ მკვიდრი ადგილობრივების ასიმილირება მათ მხოლოდ მენტალიტეტით შეძლეს, ხოლო გენეტიკა უცვლელი დარჩა.
აბაზებისა და სხვა ადიღე ტომებმა ბრძოლებით შეძლეს სამეგრელოს ჩრდილოეთი ნაწილის (ანუ ამჟამინდელი სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და გალის) დაპყრობა და აქაური მკვიდრი მოსახლეობის დამორჩილება. მათი ნაწილი აფხაზეთში დარჩა, ხოლო ნაწილი უკანვე, ყუბანის ხეობაში დაბრუნდა, რაზეც ტატიშჩევიც მიუთითებს.
მის დროს აფხაზთა სამთავრო სამეგრელოს სამთავროს ჩრდილოეთ ნაწილად განიხილებოდა, სადაც (სამეგრელოს ჩრდილოეთ ნაწილში) მის ეპოქაში, მე-17 ს. და მე-18 ს. დასწყისში ჩასახლდნენ აბაზა ტომები ყუბანის ხეობიდან, ნაწილი კი უკან დაბრუნდა.

https://www.yuga.ru/articles/society/8530.html
ეს ქართული მკვიდრი დაბალი ფენა გაცილებით მრავალრიცხოვანი იყო, ვიდრე მათი ზედაფენა ანუ ადიღეველები. ეს გენეტიკურადაც აისახება. კერძოდ, ახალი აფხაზების გენეტიკური ჰაპლოჯგუფები იგივეა, რაც ძირითადად ქართველებისა. მცირერიცხოვნების მიუხედავად ზედა ადიღეურმა ფენამ შეძლო დაბალი მრავალრიცხოვანი ფენის სრული ასიმილირება ენობრივად და მენტალურად, მაგრამ ისინი ჩვენი გენეტიკური მონათესავენი არიან.
მე-17 ს-ის შემდეგ, რაც ყუბანელმა ადიღეველებმა, ძირითადად აბაზინებმა ანუ ადიღურენოვანმა ხალხმა, დაიპყრო სამეგრელოს მიწა-წყლის ჩრდილოეთი ნაწილი (ცხუმიდან ენგურამდე), აქ ჩამოყალიბდა ორფენოვანი ანუ ორშრიანი საზოგადოება, ზედა დამპყრობელი მაღალი ფენა გაბატონდა უფრო მრავალრიცხოვან დაბალ, ანუ ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომელიც შესაბამისად, დაბალ ფენად გადაიქცა, ამის შემდეგ დაიწყო ასიმილირება ზედა ადიღეური ფენის მიერ დაბალი ფენისა (ასიმილირების დროს დაბალი ფენის ინდივიდი ითვისებდა მაღალი ფენის ენასა და კულტურას).
უფრო მეტად კი, მიმდინარეობდა დაბალი ფენის ღირებულებათა სისტემების შეცვლა, იცვლებოდა კულტურის მოდელები, დაბალი ფენა იღებდა გაბატონებულის კულტურის მოდელს, ზოგჯერ შედიოდა კიდეც გაბატონებულთა (მადომინირებელთა) სტრუქტურებში, ამით იცვლებოდა მისი სოციალური იდენტობა, უკვე თვითონ ის ხდებოდა ზედაფენის წევრი და ქვედა ფენის წევრზე გაცილებით მაღლა მდგომი, ზემდგომი.
ასე ხდებოდა, ძირითადად მე-20 საუკუნემდე.
მე-20 საუკუნეში, ბოლშევიკების დიქტატურის დამყარებისას, აფხაზეთში ქართველთა ასიმილირებას უკვე მიეცა ძალადობრივი სახე, თვითონ ცეკას მდივანი მგელაძე აღნიშნავდა, რომ აფხაზეთში ყველა, ნებისმიერი სტრუქტურისა და ორგანიზაციის უფროსი მხოლოდ აფხაზი უნდა ყოფილიყო, ხოლო ქართველი მისი ზედამხედველობის ქვეშ მომუშავე.
აკაკი მგელაძე ამის შესახებ სწერდა სტალინს –
Свое время Лакоба и его единомышленники поступали таким образом: наркомати и руководителями республиканских учреждении они выдвигали, как правильно, абхазов, а их заместителями _ грузин.
Абсолютное большинство этих абхазов было совершенно неграмотно, вплоть до того, что не умело подписываться. Всю практическую работу в наркоматах и в республиканских учреждениях приходилось вести заместителям наркомов или заместителям руководителей республиканских учреждении… Тускадзе считает себя абхазом, хотя он имеретинец, Ласуриа тоже считается абхазом, хотя он мегрел. Таких считавших себя абхазами людей в Абхазии немало.
https://matiane.wordpress.com/2013/04/22/report-to-stalin-on-abkhazia/
ეს აფხაზური ეთნოკრატია აიძულებდა ქვემდგომ ქართველებს თავიანთი თავი აფხაზებად გამოეცხადებინათ,
არსებობდა სხვა მეთოდებიც, მაგალითად, როგორც მიიჩნევა, აფხაზების ჯარიდან, ანუ სავალდებულო სამხედრო მოვალეობიდან გათავისუფლების უფლება, უმაღლეს სასწავლებლებსა და უმაღლეს თანამდებობებზე ეთნიკური „აფხაზ-აფსუას“ უპირობოდ დასმის უფლება და სხვა, რაც მიმზიდველი იყო ქართველებისათვის, რათა აფხაზებად ჩაეწერათ თავიანთი შვილები და სხვა.
საერთოდ, აფხაზეთში არსებობდა გარემო, რომელიც ყოველმხრივ ხელს უწყობდა “აფხაზებს” ყოფილიყვნენ დომინანტები საზოგადოებაში, რაც ფაქტია, და ამ ფაქტების უარყოფა შეუძლებელია.
ასე რომ, ქართველები მოჩვენებითი ნებაყოფილობით იღებდნენ დომინანტი აფხაზების ენას და კულტურას. სინამდვილეში კი ქართველთა გააფხაზება შედეგი იყო ჯგუფთა შორის არსებული რეალური უთანასწორობისა.
უკვე მე-20 ს. შუა წლებიდან, საბოლოო ჯამში, ნათელი გახდა, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების კვალდაკვალ, აფსუა დომინანტ ფენას, ანუ „აფხაზებს“ უნდა ჰქონოდათ უფრო განვითარებული კულტურა, ვიდრე დაბალ, ადგილობრივ ქართულ ფენას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თვით აფხაზეთში ისტორიულად ქართული კულტურა (მწერლობა, არქიტექტურა, საეკლესიო ფერწერა, მუსიკა და სხვა) საუკუნეთა მანძილზე იყო რეალურად არსებული კულტურა, ხოლო დომინანტი აფსუების უმწერლობო კულტურა პრიმიტიული. ამ რეალობამ წარმოშვა მოთხოვნილება ქართული კულტურის მითვისებისა, ანუ, ძველქართული, მათ შორის სახელმწიფოებრივი და საეკლესიო კულტურის აფსუათა მიერ მისაკუთრებისა. იმ შემთხვევაში, თუკი შუძლებელი იყო რაიმე არტეფაქტის მისაკუთრება (ვთქვათ, ქართული წარწერის გამო), ის უკვალოდ ნადგურდებოდა (აშკარა ძეგლებიც კი გაანადგურეს_ ბედიას, ლიხნის, ილორის თუ სხვა ტაძრების ქართული წარწერები და ფრესკები).
აფხაზეთში ქართველთა ეთნოწმენდის შემდეგ, 1993 წლიდან კიდევ უფრო გამძაფრდა აფსუა ეთნოკრატიის ბრძოლა ძველი ქართული კულტურისა და აფხაზეთის ქართული საეკლესიო წარსულის მისატაცებლად და აფსუურად გამოცხადებისა.
ამ მიზნითაა დაწერილი დბარის ნაშრომი.
როგორც ითქვა, ეთნოკრატიულ საზოგადოებაში, ზედა, გაბატონებული ეთნოსი, თავის კულტურითაც ცდილობს, დაქვემდებარებული ეთნოსის ასიმილირებას, მაგრამ ამისათვის, ყველაზე მცირე, საჭიროა, რათა ზემდგომი ეთნოსის კულტურა ხარისხობრივად თუ სიძველით უმჯობესი იყოს ქვედა ეთნოსის კულტურაზე. წინააღმდეგ შემთხვევში გაბატონებული ეთნოსის პრივილეგირებულ მდგომარეობას საფრთხე დაემუქრება ქვეყნის შიგნით, ხოლო უცხოთა თვალში ნაკლებ ლეგიტიმური იქნება.
ისტორიულად, უკვე მე-17 საუკუნიდან, მმართველობის ფორმა აფხაზეთში იყო პრიმიტიული ეთნოკრატია, ზედა ადიღე-აფსუების გამარჯვებული ფენა (შეკავშირებული მათზე დაქვემდებარებულ მცირერიცხოვან ადგილობრივ ძველქართულ (ანუ აფხაზ) თავად-აზნაურებთან), იქვემდებარებდა ადგილობრივ უმრავლესობას, მათ მიერ დამორჩილებულ მოსახლეობას ისინი უწოდებდნენ აგირუას, აგურს, ანუ მეგრელ-გურულს (გურჯს), რაც ამავე დროს ნიშნავს მათებურად „მონას“, ანუ საზოგადოება შედგებოდა ზედა (ადიღე) და ქვედა (აგირუა) ფენისაგან.
მე-17 საუკუნიდან აფხაზეთში ხელისუფლება მიტაცებული იყო აფსუა ეთნოსის მიერ, მმართველობის ეს ფორმა, შეიძლება ითქვას, დაკანონდა მე-20 საუკუნეში, რაც მოახსენა კიდეც, როგორც აღინიშნა, ცეკას მდივანმა სტალინს – В свое время Лакоба и его единомышленники поступали таким образом – наркомами и руководителями республиканских учреждении они выдвигали, как правильно, абхазов, а их заместителями – грузин.
https://matiane.wordpress.com/2013/04/22/report-to-stalin-on-abkhazia/
ზედაფენის ხელში მტკიცედაა მოქცეული პოლიტიკური, სამართლებივი, ეკონომიკური თუ საორგანიზაციო ძალაუფლება.
ასევე იყო აფხაზეთში მე-17 საუკუნიდან ვიდრე რუსების შემოსვლამდე.
მე-19 ს-ში რუსებმა აფხაზური (აფსუური) ზედაფენის უმრავლესობა მუხაჯირების სახით ოსმალეთში გადაასახლა, დარჩენილ ქვედაფენას, ანუ აგირუებს, მიზანმიმართულად ჩაუნერგეს აფსუური თვითშმეცნება, პრორუსული ორიენტაციის ერთგულება და ქართველთმოძულეობა (მაგალითად, ახალი ათონის სასულიერო სასწავლებელში, სადაც ლაკობა აღიზარდა) . საფუძველი ჩაუყარეს ახალი აფხაზების, ვითარცა ახალი ხალხის ჩამოყალიბებას.
მე-20 საუკუნეში ეს პროცესი, ცეკას მდივნის ა. მგელაძის სიტყვით, გააგრძელა ლაკობამ.
ეთნოკრატია აფხაზური მმართველობის ნორმალურ ფორმად გადაიქცა. აფხაზეთის ყველა სახელმწიფო დაწერებულებას, ფაბრიკა-ქარხნებს, სამინისტროებს, განყოფილებებს და ყოველგვარ მმართველობით ორგანოს ხელმძღვანელობდნენ მხოლოდ აფსუა მინისტრები და უფროსები.
აფხაზი ეთნოკრატების ქმედების შემდეგი საფეხური (მე-20 ს. შუა წლებიდან) იყო ძალაუფლების მოპოვება საეკლესიო სფეროშიც, რადგანაც აღმოაჩინეს, რომ აფხაზეთის ეკლესია ერთ-ერთი ნაწილი იყო საქართველოს ეკლესიისა, რისი შეცვლაც დაისახეს მიზნად.
იმ დროს, უკვე მე-20 ს. 80-იანი წლებიდან, აფხაზი ეთნოკრატები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, გაირკვა, რომ მათ აფსუა ფენაში ნაკლებად იყო საეკლესიო ინსტიტუციური მოწყობის შესაბამისი კადრები (აფსუა მორჩილები, დიაკვნები, აფსუა მღვდლები, ეპისკოპოსები, რომელთაც გააბატონებდნენ ადგილობრივ ანუ მეგრულ-სვანურ მრევლზე), ამიტომაც გადაწყვიტეს, საკითხი პოლიტიკოსებს მოეგვარებინათ უმაღლეს ანუ მოსკოვის დონეზე.
შესაბამისი მუშაობა, როგორც აღნიშნული იყო, გააქტიურეს 1989 წლიდან, მას შემდეგ, რაც ამ წელს თბილისში 9 აპრილის ტრაგედიის გამო ქართველობამ ანტიიმპერიული მრისხანება გაბედა.
ამის შემდეგ უკვე ღიად გადაწყდა აფხაზეთის ქართული საეკლესიო წარსული მიეკუთვნებინათ აფსუებისათვის, ჩანს, შესაბამისი პროგრამით აღზარდეს მოსკოვის სასწავლებელში დ. დბარი და დააცვევინეს დისერტაცია.
რაც შეეხება ენობრივ საკითხს, რეალურად, ჩვენს თანამედროვე აფხაზეთში მოსახლეობის საოჯახო და შიდა ურთიერთობის ნამდვილი ენაა არა აფხაზური (აფსუათა ენა), არამედ მეგრული, მაგრამ აქ მეგრული ენა არის დაფარული, აკრძალული და ფარულად მოსახმარი. ამ მხრივ თანამედროვე აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობა მიაგავს ცნობილი ენათმეცნიერის ლიულიეს მიერ ჯიქეთში დაფიქსირებულ ენობრივ ვითარებას. მისი სიტყვით, ჯიქეთში ფარულად მოიხმარებოდა დაბალი ფენის ენა, რომელიც აკრძალული იყო და, აქ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ადიღეური ენა გამოიყენებოდა.
ამის მიზეზი ის იყო, რომ აფხაზეთის დაპყრობამდე, ადიღეველებმა დაიპყრეს ჯიქეთი, მისი მკვიდრი მოსახლეობა დაბალ ფენად გადააქციეს, რომლის ენაც დაიფარა და აიკრძალა, მაგრამ ლიულიემ ეს ფაქტი აღწერა, ასევეა ამჟამინდელ აფხაზეთშიც, აქაც მოსახლეობის უმრავლესობა, ძირითადი ნაწილი, ასიმილირებული ქართველებია შესაბამისი მეგრული ენით, რომლიც დაფარული და აკრძალულია საზოგადოებრივი ურთიერთობისას.
ჩვენ ადრეც ვწერდით -„სამეგრელოს დაპყრობამდე, ანუ მე-15 და მე-16 საუკუნეებში, ადიღეველებმა დაიპყრეს ჯიქეთი.
ჯიქები, რომელნიც ისტორიულად ძველთაგანვე მკვიდრნი არიან შავი ზღვისპირეთისა, დაპყრობილ და დამორჩილებულ იქნენ ადიღე-აფსარების მიერ.
ამას მიუთითებს ის, რომ ჯიქები გვიან (მე-18-19) საუკუნეებშიც კი ოფიციალურად და საჯაროდ ადიღეურ აფხაზურ ენაზე საუბრობდნენ, ხოლო დამალვითა და შიშით – საკუთარ ენაზე, რომელსაც აფხაზები უწოდებენ “ასაძიპსუას”.
რუსი გენერალი ი. ფილიპსონი, რომელიც დიდხანს მსახურობდა კავკასიის არმიაში და კარგად იცნობდა ჯიქებს, წერს – “ამ ხალხს, რომელიც სუფთა აფხაზურ ენაზე ლაპარაკობს, აქვს თავისი საკუთარი ენა – ასაძიპსუა, რომელიც არ ჰგავს არც აფხაზურს და არც ადიღეურს, ის თანდათან ეძლევა დავიწყებას, იმით ხანდახან მხოლოდ დაბალი ფენის წარმომადგენლები საუბრობენ და ისიც თითქოსდა მოპარვით, სხვა ხალხისგან დამალულად”
(А. Н. Генко, Фонетические взаимоотношения абхазского и абазинского языков. Труды Абхазского института языка, литературы и истории. XVIII, 1957, Сухуми. стр. 188)
(იქვე, გვ. 374).
ბღაჟბა ვარაუდობს, რომ ასაძიპსუა, თითქოსდა, აფხაზური ენის დიალექტი იყო, მაგრამ თვით ავტორი ცნობისა – ფილიპსონი, კარგი მცოდნე ჯიქებისა, გარკვევით წერს, რომ ასაძიპსუა არ წააგავდა არც აფხაზურს და არც ადიღეურს.
ჯიქების არააფხაზური ენის არსებობა ამტკიცებს იმ აზრს, რომ ეს ტომი არ იყო წარმომავლობით აფხაზური და ის ასეთი გახდა მხოლოდ ადიღე-ჩერქეზული დაპყრობის შედეგად. გააფხაზების შემდგომ ამ ტომს “საძები” ეწოდა. ჯიქეთის დაპყრობის შემდეგ ადიღეურმა ტომებმა დაიპყრეს საკუთრივ აფხაზეთი, შემდგომ კი შეუტიეს ოდიშს, ჩამოაჭრეს მას აყვავებული მიწა-წყალი ენგურამდე. ამ დაპყრობის შესახებ უწყვეტლივ ლაპარაკობდნენ მოგზაურები და მისიონერები მე-19 ს-მდე (ლამბერტიდან შარდენამდე). აბაზების შესაკავებლად ლევან II დადიანმა და ეპისკოპოსებმა ააგეს დიდი კედელი (ე. წ. აფხაზეთისა), მაგრამ ჩერქეზ-აბაზების შემოტევა ვერ შეაჩერეს. აბაზების გაბატონების შემდგომ ახლა უკვე ადგილობრივი მეგრული ენა გახდა დამალულად და დაფარულად მოსახმარი, რამეთუ ქვეყნის მკვიდრი მეგრელები ყმებად და მონებად აქციეს და “აგირუები” უწოდეს. მე-19 ს-ის დასაწყისში მთელ შავი ზღვისპირეთში, თანამედროვე სოჭი-ტუაფსეს რაიონებშიც, ახალი ომებისა და დაპყრობების კვალი აშკარა იყო. ი. ლუკიისკი წერდა – “и в настоящее время разноплеменность и следы недавнего завоевания очень заметны в этом участке” (იქვე, გვ. 374).
აფხაზეთში გაბატონების შემდგომ, როგორც საერთოდ ეს ხდება, დაპყრობათა შედეგად წარმოშობილ ახალ მოსახლეობასაც “აფხაზები” უწოდეს (ისე როგორც ძველი ეგვიპტელების ქვეყანაში მცხოვრებ არაბებს ამჟამად “ეგვიპტელები” ეწოდებათ, ხოლო ძველი ასირიელი ხალხის ქვეყანაში მცხოვრებ არაბებს – “სირიელები” და ა. შ.), მაგრამ ნამდვილი სამშობლო ახალი ე. წ. “აფხაზებისა”, ანუ აფსუებისა, ჩრდილოკავკასიის ველებია, სადაც ამჟამადაც მცხოვრები აფხაზების ენას აფსუა ბიზშვა ეწოდება.
მაშასადამე, ადიღურენოვანი აფსუების, ანუ ახალი აფხაზების ჯგუფები, უკვე მე-17 საუკუნიდან სათავეში უდგანან აფხაზეთში არსებულ მმართველობით სისტემას – ეთნოკრატიას, მაგრამ მათ არ გაჩნიათ საკუთარი ძველი, ისტორიული კულტურის დამადასტურებელი რაიმე ძეგლი ანდა არტეფაქტი, ამიტომაც ყოველი ღონით ცდილობენ ძველი აფხაზების (ანუ აფხაზეთის ქართულენოვანი მკვიდრი მოსახლეობის) კულტურის მისაკუთრებას.
დავუბრუნდეთ დბარის ნაშრომს,
ქართულენოვანი აფხაზი მეფეები
დბარს მიაჩნია, რომ ერთადერთი შემორჩენილი „აფხაზური წყაროა“ აფხაზ „მეფეთა დივანი“. სინამდვილეში, ისაა ქართულენოვანი წყარო, მაშასადამე, ქართველთათვის შედგენილი, რადგანაც მისი მკითხველისათვის „აფხაზი მეფეები“ იყვნენ არა აფსუები, არამედ ქართველები, ამასთანავე ეს „დივანი“ პოლიტიკური მიზნისათვის საგანგებოდ შედგენილი ნატყუარი დოკუმენტია და კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, ისაა აფხაზ და არა აფსუა მეფეთა დივანი.
დბარს „აფხაზთა მეფეები“ აფსუათა მეფეებად მიაჩნია, მაგრამ წყაროები მიუთითებს, რომ ისინი (აფხაზი მეფეები) იყვნენ მთელი იმჟამინდელი ქართველი ხალხის სისხლხორცი, ეროვნული წინმძღვრები, რჩეულები, არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, არამედ ქართლში, კახეთში, ჯავახეთში და სხვაგან, რასაც მიუთითებენ, როგორც ითქვა, წყაროები.
ამ მხრივ მნიშვნელოვანია ქართლის ცხოვრების ცნობა ბაგრატ მე-3-ის შესახებ, რომ ის იყო ვახტანგ გორგასლის მემკვიდრე. ის წერს – „შემდგომად დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა არავინ გამოჩენილ არს სხვა მსგავსი მისი დიდებითა და ძალითა და ყოვლითა გონებთა“( ქ. ც. 1. 1955, გვ. 282).
თუ რა უდიდესი განსხვავებაა აფხაზ და ე.წ. „აფსუა მეფეთა“ შორის , მოვიყვანოთ უტყუარი წყაროები, ეკლესიათა კედლების ძველი წარწერები, რომელთა მიხედვითაც, აფხაზი მეფეები იყვნენ ქართველი ხალხის ეროვნული მეფეები საქართველოს ყველა კუთხეში – კახეთში, შიდა ქართლსა თუ ჯავახეთში,
მაგალითად, განვიხილოთ აფხაზეთიდან შორს, იმჟამად ქართლის გულში, ახლანდელ გორთან (ცხინვალთან) მდებარე ერედვის ეკლესიის 906 წლის ქართულენოვანი წარწერა.
ამ წარწერიდან მკაფიოდ ჩანს, რომ ქართველობა ქვეყნის ცენტრშიც კი საკუთარ, ეროვნულ გმირად მიიჩნევდა აფხაზთა მეფე კონსტანტინეს, რადგანაც ის მხნე ქმედებებით აერთიანებდა საქართველოს, დილით მას ალავერდში ულოცია, საღამოს ქართლის გულში (ბრეძაში, ატოცთან) ჩასულა, ანუ ერთ დღეში ასობით კილომეტრი გაუვლია, მეორე დღეს კი კვლავ საომრად უკან დაბრუნებულა უკვე კახეთის აღმოსავლეთ ნაწილში და იქ ვეჟინის ციხე გაუთავისუფლებია ჰერეთის, ანუ შაქის, ჯერ კიდევ მონოფიზიტი მეფის ბატონობისაგან.
ერედვის ეკლესიის სამხრეთის ფასადის მრგვალ სვეტზე მოთავსებულია დათარიღებული სამშენებლო წარწერა:
„სახელითა ღმრთისათა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა და, მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, წმიდისა გიორგისითა,
ხელმწიფობასა ღმრთივ დამყარებულისა წმიდისა კონსტანტინე მეფისასა, რომელმან ბრძანა და ჩავიდა ჰერეთს შიგან, ჰერთა მეფე გააქცია და მუნით მშვიდობით იქცა. ცისკრად ალავერდს ილოცა; მწუხრი ბრეძას გადაჰხთა. მეორედ კულა ავიდა, ვეჯინისა ციხე დალეწა.
ქართლს შინა უფლობასა ტბელისა ივანესა, მთავარებისკოსობასა სანატრელისა ყ სა, ჯვრითა მისითა, განზრახვითა ნიქოზელისა სანატრელისა სტეფანე ეპისკოპოსისა და ძალითა შეწევ-ნითა მოყუასთა და მე თეოდორე თაფლასძემან დავდე საძირკველი, ლენი იყ-ნეს ხფი ქრონიკ“ (შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, გვ.60, თბ., 2002. https://ka.wik.ipedia.org/wiki/ერედვის_ბაზილიკა)
ამ წარწერიდან ჩანს, რომ ქართული სამყარო გახარებული იყო აფხაზთა მეფე კონსტანტინეს გმირობით, რომელმაც „ჰერთა მეფე გააქცია“ და გაათავისუფლა კახეთის ვეჯინის ციხე. მისი ენერგიულობითა და მორწმუნეობით აღტაცებულია ხალხი (აფხაზთა მეფე კონსტანტინე III (893-922), რადგანაც მან სამხრეთ კახეთი გაათავისუფლა მონოფიზიტებად მიჩნეულ ჰერთა მეფეებისგან. ასეთ ენერგიულ მეფედ შემდგომში დავით აღმაშენებელი მიაჩნდათ.
აფხაზთა მეფეს ქართლში უბრალოდ „ჩვენს მეფეს“, „წმიდა მეფეს“ უწოდებდნენ.
.
ასევე, მთელ საქართველოში საკუთარ, ეროვნულ გმირ მეფედ მიიჩნეოდა ლეონ III – აფხაზთა მეფე (957-967). ქართლის გამგებელი და იმჟამინდელ კახეთშიც აღიარებდნენ აფხაზთა მეფის უზენაესობას.
ლეონ III იყო საქართველოს გაერთიანებისათვის მხნე მებრძოლი.
ის უყვარდა ქართველ ხალხს, ამიტომაც ჯავახეთშიც კი ხალხი ევედრებოდა უფალ ღმერთს, რათა ედიდებინა მათი მეფე ლეონი. ეს ჩანს კუმურდოს ეკლესიის 964 წლის წარწერიდან –
„…შეწევნითა ღმრთისაჲთა. იოვანე ეპისკოპოსმან დადვა საძირკველი ამის ეკლესიისაჲ ჴელითა ჩემ ცოდვილისა საკოცრისაჲთა, ლეონ მეფისა ზჱ, ადიდე ღმერთმან. ქრონიკონსა რპდ (თუესა მაისსა ა, დღესა შაფათსა, ა მთუარისასა. ერისთვობასა ზუიაჲსსა: ესე ბალავარი მან დადვა: ქრისტე, შეეწიე მონასა შენსა. ამენ“. ამის მიხედვით, კუმურდოს ტაძარი აუშენებია იოანე ეპისკოპოსს ლეონ აფხათა მეფის დროს, 964 წელს, ადგილობრივი ხელისუფლის ზუიას ერისთავობისას. ტაძრის ხუროთმოძღვარი ყოფილა საკოცარი.
https://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%93%
მსგავსადვე, ქართველი (ქართულენოვანი) ხალხი ადიდებდა თავის, ანუ აფხაზთა მეფე გიორგი მე-2-ს.
ძველი, ანუ ქართულენოვანი აფხაზების მეფე გიორგი მე-2-მ (922-957) ამჟამინდელ გუდაუთის რაიონში მე-10 საუკუნის დასაწყისში სოფელ ხუაფში (ხოფში) ააგო ეკლესია თავისი ხალხისათვის და მის კედელზე ამოკვეთა ქართული ასომთავრულით წარწერა, რათა წმიდა ნიკოლოზი ყოფილიყო ქრისტეს წინაშე მისი ახალდაბადებული ქალიშვილის გურანდუხტის მეოხი. უფალ ღმერთს მე-10 ს. დასაწყისში გუდაუთის რაიონში ქართულ ენაზე ავედრებდნენ ახალდაბადებულ გურანდუხტს, რომლის ვაჟმა ბაგრატ მე-3-მ მართლაც გააერთიანა საქართველო.
გუდაუთის ამ წარწერის მნიშვნელობა ისაა, რომ კარგად გვაჩვენებს განსხვავებას ახალ და ძველ აფხაზებს შორის
ამ ქართული წარწერიდან ჩანს, რომ გუდაუთის რაიონის ძველი ანუ ქართულენოვანი აფხაზები ათასი და მეტი წლის წინაც კი სიტყვით და საქმით საქართველოსა და მის ეკლესია- მონასტრებს აშენებდნენ და საქართველოს მთლიანობას უდებდნენ საფუძველს.
ამ მხრივ ისინი, ანუ ძველი ქართულენოვანი აფხაზები, მკვეთრად განსხვავდებიან ახალი ანუ ადიღეენოვანი აფხაზებისაგან, ამ შემთხვევაში დ. დბარის სახით, რომელიც პირიქით, საქართველოს დაშლისათვის და ძველი აფხაზების ისტორიის წასაშლელად იღვწის.

აფხაზეთში ამჟამინდელ გუდაუთის ს. ხუაფის (ხოფის) ეკლესიის წარწერა
| „[ქ] აღ(ა)შ(ე)ნა წ(მიდა)ჲ ე [სე ეკლესიაჲ] [..] მ(ა)მ(ადმ)თ(ა)ვ(ა)რმ[ან], […] მ(ე)ფ(ო)ბ(ა)სა გ(იორგ)ჲ(ს)სა, /ოდ(ე)ს / [გ(უა)რ(ა)ნდ(უ)ხტ] [დაი]ბადა , [……..] მ(ი)სსა. წ(მიდა)ო ნ(ი)კ(ო)ლ(ო)ზ, მ(ეო)ხ ეყავ წ(ინაშ)ე ქ(რისტჱ)სა.“ |
ამჟამინდელ გუდაუთა-გაგრა-ბიჭვინთის რეგიონში დაბადებულა აფხაზთა მეფის ასული გურანდუხტი, ეს სასიხარულო მოვლენა იყო არა მხოლოდ მისი მამისათვის, არამედ სრულიად საქართველოსათვის, რადგანაც ამ გურანდუხტის ვაჟმა გააერთიანა საქართველო, ეს იყო აფხაზთა დიდი მეფე ბაგრატ მესამე, რომელიც, როგორც ითქვა, მემატიანის მიერ ვახტანგ გორგასლის პოლიტიკურ მემკვიდრედ მიიჩნევა – ქართლის ცხოვრება მის შესახებ წერდა -„შემდგომად დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა არავინ გამოჩენილ არს სხვა მსგავსი მისი დიდებითა და ძალითა და ყოვლითა გონებთა“( ქ. ც. 1, გვ. 282).
აფხაზთა მეფეები – სრულიად საქართველოს ხალხისათვის ეროვნული მეფეები იყვნენ, რის სამოწმებელი წარწერები დღესაც იკითხება ძველი ეკლესიების კედლებზე.
მაგალითად, ქართველთათვის ნაციონალური, ე.წ. „აფხაზ მეფეთა“ სადიდებელი წარწერები საქართველოს გულში – ატენის ეკლესიასა და სხვადასხვა კუთხეთა ეკლესიების კედლებზეა ამოტვიფრული, თუ არას ვიტყვით სხვა წერილობით ძეგლებზე.
ამის მიზეზი იყო ის, რომ სახელი „აფხაზი“ ძველ საქართველოში იგივე იყო, რაც სხვადასხვა კუთხის ქართველთა აღმნიშვნელი ტერმინები – კახელი, ჯავახი, კლარჯი, მეგრელი თუ მარგველი, რაც გამოკვლეული აქვს ნიკო ბერძენიშვილს და ადვილი მისახვედრია ყოველი ადამიანისათვის, ვინც იცნობს ისტორიული აფხაზეთის წარსულს და მისგან დარჩენილ წერილობით წყაროებსა და არტეფაქტებს.
ენობრივი განსხვავება ძველ და ახალ აფხაზთა შორის
„აფხაზურენოვანი“ ბიჭვინთური საბუთები
თავის ნაშრომის დასაწყისშივე დბარი ქმნის შთაბეჭილებას, რომ ის წუხს იმის გამო, რომ თითქოსდა, ბიჭვინთური საბუთები აფხაზურენოვანი იყო, რომელიც ქართველმა მომხდურებმა განადგურეს მე-17 საუკუნეში.
საბედნიეროდ, ბიჭვინთური საბუთების მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდეა შემონახული და დაცული სხვადასხვა საცავში და მრავალია გამოცემული. ესენია როგორც სამართლის ძეგლები, ისე წმიდა სახარებანი და საეკლესიო დანიშნულების ხელნაწერები, ცხადია, ყველა ქართულენოვანი და არა ე.წ. „აფხაზურენოვანი“.
აფხაზეთის ხელნაწერების ქართულენოვნებას და საერთოდ მათ არსებობას ჩქმალავს დბარი, რათა მკითხველი ვერ ჩასწვდეს საქმის არსს, ამასთანავე, მას არც კი შეუძლია აფხაზეთიდან გამოსული ასეულობით საეკლესიო და საერო საბუთის გამოყენება თავისი ნაშრომისათვის, რადგანაც არ ფლობს ქართულ ენას.
ქართული ენის ცოდნის გარეშე კი შეუძლებელია აფხაზეთის საეკლესიო ცხოვრების აღწერა. როგორც ითქვა, აფხაზეთის ასეულობით პირველხარისხოვანი საეკლესიო საბუთი არსებობს და მათი გამოყენება აუცილებელია.
მისი სიტყვით, ბიჭვინთის აოხრების შემდეგ ბიჭვინთის საბუთების ნაწილი გადამალული იქნა აფხაზეთის სხვა ეკლესია-მონასტრებში, ნაწილი კი გადატანილ იქნა გელათის მონასტერში, სადაც მათ გაეცნო ანტიოქიის პატრიარქი მაკარი მე-3 და იერუსალიმელი პატრიარქი დოსითეოსი (ნოტარიუსი).
დბარი მკითხველს განაწყობს, თითქოსდა, აფხაზური წყაროები კი არსებობდა, მაგრამ ქართველებმა ანდა სხვებმა გაანადგურეს.
ამ სიცრუის სამტკიცებლად მოჰყავს ბედიელი ეპისკოპოსის მე-17 საუკუნის განცხადება, რომ ძველი მატიანეები თურქებმა გაანადგურეს, [Федот Елчин, с. 213-214]. მაგრამ ბედიასა და ყველა სხვა კათედრაზე, მათ შორის ბიჭვინთასა და მთელ იმჟამინდელ აფხაზეთში, მხოლოდ ქართული წერილობითი ძეგლები არსებობდა და არა ე. წ. აფხაზური, რადგანაც ბედიის ეკლესიის უამრავი საღვთისმსახურო წიგნი და ასევე იქაური წერილობითი წყაროები მხოლოდ ქართულენოვანია, ისინი მოღწეულია, როგორც მოღწეულია აფხაზეთის საკათალიკოსოს უამრავი ხელნაწერი და ისინი მხოლოდ ქართულენოვანია.
ჩვენ იძულებული ვართ ხშირად მოვახდინოთ აპელირება ფაქტისა, რომ აფხაზეთში ყოველგვარი წერილობითი ნამუშაკევი მხოლოდ და მხოლოდ ქართულენოვანი იყო, რადგანაც სწორედ ამ ფაქტს მიზანმიმართულად მალავს რუსული გამოცემები და საიტები, ამიტომ აფხაზეთის საკითხზე მომუშავე მრავალი სპეციალისტისათვისაც კი ეს ფაქტი უცნობია, არადა, ტაბუდადებულია, ქართული მხარე კი მას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. ფაქტი აფხაზეთის ქართულენოვნებისა ძალზე მნიშვნელოვანია და საყურადღებო.
მაშასადამე, ბედიელი ეპისკოპოსი თურქების შემოსევისას ქართული წყაროების განადგურების გამო წუხდა.
ასეთი განცხადებებით დბარი მკითხველს შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოსდა, აფხაზები მე-17 საუკუნეში იყვნენ მსხვერპლი რაღაც აოხრებისა, ამასთანავე, განაწყობს მკითხველს, რომ ამაოხრებლები ქართველები იყვნენ, რომელთაც მაგალითად, ბიჭვინთაში აფხაზურენოვანი საბუთები მოსპეს.
სინამდვილეში, მომხვდურები იყვნენ ჯიქები ანუ ადიღე-ჩერქეზები, აბაზინები და სხვა მთიელები, რაც ასახულია ქართულ წყაროებში.
მაგალითად, ქართლის ცხოვრება იძლევა ცნობას, რომ მე-16 ს. 60-იან წლებში აფხაზეთის საკათალიკოსო ცენტრის ჯიქებისაგან (უცხოტომელ მაოხრებელთაგან) გადასარჩენად ქართველი ეპისკოპოსებიც კი იბრძოდნენ (თვით გურიიდანაც კი) ბიჭვინთის ჩრდილოეთით (გაგრის იქით, ჯიქეთში) (იხ. ქვემოთ შესაბამისი პარაგრაფი).
თუ რაოდენ უდიდესი განსხვავება იყო „ძველ აფხაზებსა“ და „ახალ აფხაზებს“ შორის , ამას გვაჩვენებენ ძეგლები და არტეფაქტები.
ყველა მასალა ღაღადებს, რომ „ძველი აფხაზები“ ქართულენოვანი ხალხი იყო და ერთგული შვილები საქართველოს წმიდა ეკლესიისა, რომლის განუყოფელი ნაწილიც იყო, ყურადღება მივაქციოთ, ქართულენოვანი აფხაზეთის საკათალიკოსო. მის ქართულენოვნებას მოხერხებულად მალავენ რუსული საერთაშორისო საიტები, მკვლევრებთან ერთად.
მოღწეულია აფხაზეთის საკათალიკოსოდან გამოსული ასობით პირველხარისხოვანი ქართულენოვანი ძეგლი, წმიდა წერილის 1000-ფურცლოვანი წიგნები, სასულიერო და საერო ლიტერატურა, იურიდიული დოკუმენტები და სხვა, მაგრამ საერთაშორისო რუსულენოვან სამყაროში ხდება მათი იგნორირება.
აფხაზეთის საკათალიკოსოს მიწა-წყალზე ძველმა ანუ ქართველმა აფხაზებმა უამრავი შესანიშნავი ქართულენოვანი ეკლესია ააგეს და ქართულენოვანი საეპისკოპოსოები დააარსეს, რომლებსაც „ახალ აფხაზებად“ სახელდებული ჩრდილოკავკასიელი აბაზა-ადიღები უმოწყალოდ არბევდნენ. თავის მხრივ, ამ უკანასკნელთ არ შეუქმნიათ რაიმე აფსუურენოვანი ძეგლი ანდა არტეფაქტი. ამიტომაც ისაკუთრებენ სხვის ანუ ქართულ კულტურას.
მისი, ანუ ქართული კულტურის, ასეთ მტაცებლობას აფსუების ანუ ახალი აფხაზების მიერ მოპასუხეც კი არა ჰყავს, ამიტომაც ისინი მსოფლიოს ადვილად არწმუნებენ თავიანთ „სიმართლეში“.
მაშასადამე, აფხაზეთის ძეგლები და არტეფაქტები მიუთითებენ, რომ ძველი აფხაზები ქართულენოვანი ხალხი იყო, ნაწილი ქართველი ნაციისა, რასაც ერთმნიშვნელოვნად გავაუწყებს მრავალი წყარო, მაგალითად, მე-10 საუკუნის სომეხი ისტორიკოსის უხტანესის ცნობა. უხტანესი გვამცნობს, რომ შავი ზღვისპირეთიში მცხოვრებმა მრავალრიცხოვანმა ხალხმა დააარსა სახელმწიფო სახელწოდებით აფხაზეთი, ამ ხალხს „ქართველები“ ჰქვია (როგორც ტაოს ხალხს ერქვა ქართველები, ანდა კახეთისას, ანდა მარგვეთისას).
კერძოდ, უხტანესი ასე აღწერს ამ ამბავს „ძველი ისტორიკოსების“ ცნობაზე დაყრდნობით:
ივერიელთა ტომების ნაწილი ნაბუქოდონოსორმა დაასახლა პონტოს ზღვის მარჯვენა სანაპიროზე. „ტომი აღორძინდა, გამრავლდა, ზღვის პირას აქეთ-იქით, მოედო იმ მხარეს და გავრცელდა სომეხთა და ალბანთა საზღვრამდე, შეიქმნა ფრიად მრავალი ხალხი და იმ ქვეყანას აფხაზეთი ეწოდება. ურიცხვია სახელი თვითოეული გვარისა, ითესლეს და გამრავლდნენ და გახდა ტომი, რომელსაც თავის პირველ ქვეყანაში ივერიას უწოდებდნენ, აქ კი ქართველნი ეწოდებათ. ტომითაც, ენითაც, დამწერლობითაც, მამამთავრობითაც და მეფობითაც განმტკიცდნენ, ხოლო გამოჰყო, გამოაცალკევა და განაშორა ჩვენგან კირიონ სკუტრელმა“ (უხტანესი, განყოფისა ქართველთა სომეხთაგან, 1975, გვ. 67).
მაშასადამე, უხტანესი, IX-X სს-თა ავტორი, აღწერდა, თუ რომელ ქვეყანას ეწოდებოდა აფხაზეთი, რომელი ხალხით იყო ის დასახლებული და თუ ვინ იყო მათი ყველაზე გამორჩეული კათალიკოსი, რომელმაც ეს ხალხი განაშორა სომხურ ეკლესიას. კერძოდ, აფხაზეთი, მისი თქმით, ქართველებით იყო დასახლებული და ისინი კირიონმა განაშორა სომხური ეკლესიისაგან.
ამ პირველხარისხოვანი წყაროს მითითებითაც კირიონი იყო დასავლეთ საქართველოს მამამთავარი.
საინტერესოა, რატომ არ გამოიყენეს უხტანესის ეს ცნობა აფხაზეთის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ საბჭოთა ეპოქის ისტორიკოსებმა XX ს-ის სეპარატისტების მიერ აღძრული კონფლიქტების დროს ?
როგორც ადრეც აღვნიშნე, აფხაზეთის საკათალიკოსო ისტორიულად ქართული ეკლესიის ერთ ნაწილს წარმოადგენდა, რომლის მეორე ნაწილი იყო ქართლის საკათალიკოსო. ზოგადქართული ეკლესიის მთლიანობა მიიღწეოდა საერთო საეკლესიო სამართლით, საერთო სჯულისკანონით, საერთო ქართული საღვთისმსახურო ენით, საერთო ტრადიციებითა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთო მეთაურობით. აფხაზეთისა და ქართლის პირველ იერარქთა შორის ერთს უხუცესი, ხოლო მეორეს უმრწემესი ეწოდებოდა.
ერთიან ქართულ ეკლესიაში წოდება „კათალიკოსი“ შეესაბამებოდა ბერძნული საპატრიარქოების „მიტროპოლიტის“ წოდებას. როგორც ბერძნული საპატრიარქოს მიტროპოლიტს უშუალოდ ექვემდებარებოდნენ თავიანთი ეპისკოპოსები, ასევე ქართლის კათალიკოსს ექვემდებარებოდნენ აღმოსავლეთ საქართველოს ეპისკოპოსები, ხოლო აფხაზეთის კათალიკოსს_ დასავლეთ საქართველოს ეპისკოპოსები. ორივე ეს საკათალიკოსო ერთიანი ქართული ეკლესიის მხოლოდ საეკლესიო-ადმინისტრაციული ერთეულები (სამიტროპოლიტო ოლქები) იყო.
როგორც ითქვა, მათი ზემდგომი საეკლესიო ინსტიტუტი იყო საერთო სჯულისკანონის და საეკლესიო სამართლის შემმუშავებელი ადგილობრივი საეკლესიო კრებები.
პატრიარქის მოვალეობა იყო უზრუნველეყო სრულიად საქართველოს ეკლესიაში (ე.ი. ქართლისა და აფხაზეთის საკათალიკოსოებში) საერთო სჯულისკანონის დაცვა. აფხაზეთისა და ქართლის კათალიკოსთა მონაწილეობით საეკლესიო კრებების მიერ გამოცემულ კანონებს მთელ საქართველოში (ცხადია, აფხაზეთშიც) სავალდებულოდ აღსასრულებელი ძალა ენიჭებოდა (მათ შორის, სამოქალაქო სამართლის სფეროშიც). მაგ., XVI ს-ის საეკლესიო სამართლის ძეგლში, რომელსაც „სამართალი კათალიკოსთა“ ეწოდება, ნათქვამია: „ქ. სახელითა და ღვთისათა: მე ქრისტეს მიერ კურთხეულმან ყოვლისა საქართველოისა კათალიკოზმან–პატრიარქმან მალაქია, მე ქრისტეს მიერ კურთხეულმან აფხაზეთის კათალიკოზმან მამათმთავარმან ევდემონ, დავსხედით და შევკრიბენით ყოველნი ებისკოპოზნი აფხაზეთისანი, დავიდევით სჯულისკანონი და ჩვენცა იმისგან გამოვიღევით და სჯულისკანონიცა ასრე ბრძანებს“…. (ქართული სამართლის ძეგლები, ტ. I. 1963, გვ. 393-397).
აფხაზეთის საკათალიკოსოს ამ საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მეთაურობით გამოსცა 15 კანონი. ამ კრების კანონები სავალდებულოდ აღსასრულებელი იყო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თუმცა ის აფხაზეთში იქნა მიღებული და ისინი აფხაზეთის საკათალიკოსოს ეპისკოპოსებმა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მეთაურობით დაამტკიცეს.
ესენი იყვნენ ქუთათელი, გენათელი, ჭყონდიდელი, ბედიელი, მოქველი, დრანდელი, ცაგერელი, ხონელი, ნიკორწმიდელი, ცაიშელი (ჩიშელი) ეპისკოპოსები.
„უხუცეს“ პირველ იერარქად, ანუ „საქართველოს პატრიარქად“, როგორც წესი, ირჩევდნენ მცხეთელ კათალიკოსს, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში ბიჭვინთელ, ანუ აფხაზთა კათალიკოსს გადაეცემოდა ეს ტიტული („საქართველოს პატრიარქი“).
უამრავ ფაქტთაგან, განვიხილოთ მხოლოდ ერთის – ქართულენოვანი მოქვის საკათლიკოსოს ქართულენოვანი არტეფაქტები.
როგორც ითქვა, თავის დროზე მოქვის შესანიშნავი კათედრალი ააგო ქართულენოვან ძველ აფხაზთა მეფე ლეონ მესამემ „შემკობითა დიდითა“.
ვახუშტი წერს – „ხოლო ამ ეგრისის მდინარის დასავლით დის მოქვის მდინარე, ჩდილოდამ სამჴრით. გამოსდის კავკასს და მიერთვის ილორს ზღვას. ამ მდინარესა ზედა, მთაში, არს მოქჳს ეკლესია გუნბათიანი, დიდ–ნაგები. აღაშენა თ მეფემან აფხაზთამან ლეონ შემკობითა დიდითა. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი კოდორის მდინარისა და მოქვის მდინარის შორისის ადგილისა 508). არამედ ეს მდინარე მოქვის დის მოქვამდე აღმოსავლიდამ დასავლეთად, ხოლო მოქვის მდინარის დასავლით დის კოდორის მდინარე. ამ წყალზედ არს ეკლესია დრანდას, მთაში, გუნბათიანი, შვენიერი, დიდ–შენი. ზის ეპისკოპოზი მწყემსი კოდორისა და ანაკოფიის შორისისა ადგილთა 509).
მოქვისა და დრანდის შესანიშნავი საეპისკოპოსოები, ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით, მოსპეს მე-17 საუკუნეში ახალმა ანუ ადიღეურენოვანმა აფხაზებმა.
აფხაზეთის ქართულენოვანი საეპისკოპოსოების გადარჩენილი საეკლესიო კულტურა გასაოცარია, მათ შორისაა მოქვის საეპისკოპოსოში 1300 წელს გადაწერილი ქართული სახარება-ოთხთავი, მოქველი დანიელ ეპისკოპოსის დაკვეთით. ჩვენამდეა მოღწეული ამ ქართული წიგნის 329 ტყავისაგან დამზადებული ფურცელი ნუსხური ტექსტით, შემკობილი მინიატურებით, კამარებით, ორნამენტითა და საგანგებოდ გამოყვანილი საზედაო ასოებით და მდიდრული თავსართებით.
აფხაზთა მეფე ლეონ მე-3 იღვწოდა და იბრძოდა საქართველოს გასაერთიანებლად, მისი ომები კახეთსა და ჰერეთში, საქართველოს გამთლიანებისაკენ იყო მიმართული.
აღნიშნულმა ქართულენოვანი ანუ ძველი აფხაზების მეფე ლეონ მესამემ მოქვის გარდა ასევე ააგო ჯავახეთში კუმურდოს ტაძარი, სახელგანთქმული უამრავი ქართული წარწერით. ჩვენი აზრით, ამავე, ძველ აფხაზ მეფეთა მიერაა აგებული ე.წ. კავკასიის ალანიაში, აფხაზეთთან უშუალო მიჯნაზე შესანიშნავი ქართული სტილის ტაძრები არხიზ-ზელენჯუკში, სენტსა და შოანაში.
შეიძლება გავიმეოროთ, რომ შესანიშნავი ქართული სტილის ეკლესიები სენტისა, შოანასი და არხიზ-ზელენჯუკისა, იმეორებს მოქვის, ლიხნისა და კუმურდოს ეკლესიების არქიტექტურულ ფორმებს, აქ ნაპოვნია კიდეც მემორიალური ნივთი ლეონ მე-3-ის სახელდებით.
ქართველ ეპისკოპოსთა ბრძოლა ბიჭვინთის დასაცავად მე-16 საუკუნეში
დ. დბარს მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ მე-17 საუკუნემდე არ იყო დაკარგული მრავალი საეკლესიო საბუთი ბიჭვინთის საპატრიარქო ბიბლიოთეკიდან და ისინი მე-17 ს-ში განადგურდა (еще в XVII в. не были окончательно утеряны многие церковные документы из Пицундской патриаршей библиотеки).
ამ განცხადებით მკითხველს უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოსდა, ბიჭვინთური საბუთები აფხაზურენოვანი იყო და ისინი ქართველებმა გაანადგურეს, რის გამოც ძალზე წუხს. და თანაც, მკითხველს უქმნის მყარ შთაბეჭდილებას, რომ მე-17 საუკუნეში ბიჭვინთა ქართველებმა გაანადგურეს მაშინ, როცა მე-17 საუკუნის ყველა უცხოელი დამკვირვებელი (მაგალითად, არქანჯელო ლამბერტი და სხვები), მე-18 ს-ში ვახუშტი (და სხვები) აფხაზებს (ჯიქებსა და სხვა ადიღეებს) მიიჩნევდნენ ბიჭვინთისა და სხვა ქართული საეპისკოპოსო კერების ამაოხრებლებად, რაც ქვემოთაა განხილული), მათ ცნობებს რუს მკითხველს ოსტატურად უმალავს დბარი.
ის მალვს ასევე სინამდვილეს, რომ არც აფხაზურენოვანი და მით უფრო აფსუურენოვანი საბუთი ბუნებაში არასოდეს არსებულა მე-19 საუკუნემდე.
დბარი, თავის გაუცნობიერებელ მკითხველს ისეთი სახით აწვდის ინფორმაციას, თითქოსდა, აფხაზეთის საკათალიკოსო წარმოადგენდა აფსუურენოვან სასულიერო ორგანიზაციას, რომელიც ქართველებმა გაანადგურეს მე-17 საუკუნეში, ქმნის შთაბეჭდილებას, ვითომდა, ამ განადგურებამდე ბიჭვინთაში არსებობდა დიდი საკათალიკოსო ბიბლიოთეკა აფხაზურენოვანი წიგნებითა და აფხაზეთის ნამდვილი, დაუმახინჯებელი ისტორიით, ბიბლიოთეკის განადგურების შემდეგ კი ქართველებმა გააყალბეს აფხაზეთის ნამდვილი ანუ აფსუურენოვანი ისტორია და დაწერეს ახალი ისტორია.
საქმე კი პირიქით იყო – მე-16 და მე-17 საუკუნეებში ბიჭვინთის საკთალიკოსოს, მოქვის, დრანდისა და ბედიის საეპისკოპოსოების აოხრებისას, მომხვდური ადიღე-ჩერქეზები (ანუ აფსუების წინაპრები) იყვნენ ქრისტიანობის დაუძინებელი მტერი-წარმართები, ამიტომაც შეუძლებელია ვახტანგ მე-6-ის სწავლულ კაცთა კომისიას, როგორც დბარი წერს, გაეყალბებინა აფხაზეთის, თითქოსდა, აფხაზურენოვანი საკათალიკოსოს ისტორია, რადგანაც ისტორიულად, აფხაზეთის საკათალიკოსო ამ კომისიის წევრთათვის, ცხადია, მხოლოდ ქართული ეკლესიის ნაწილი იყო, რომელიც მათ ეპოქაში ნადგურდებოდა ადიღე მებრძოლების მიერ. ამიტომაც ერთ-ერთი საკითხი, რაც სულხან-საბა ორბელიანმა საფრანგეთის მეფის წინაშე დააყენა, იყო „საქართველოს დაცვა ჩრდილოკავკასიელების თარეშებისაგან“ (ამ კომისიის მუშაობის 1713-15 წლებში).
.
http://openlibrary.ge/bitstream/123456789/7014/1/Mogzauroba%20evropashi-1940.pdf
აფხაზეთში ნამდვილად იქმნებოდა მნიშვნელოვანი თხზულებანი (მაგალითად, იოანე მინჩხის შესანიშნავი პოეზია), მაგრამ ყველა აფხაზური საბუთი მე-19 საუკუნემდე ქართულენოვანი იყო, ამის მიზეზი უნდა ვეძიოთ ფაქტში, რომ ძველი აფხაზები ქართულენოვანი ხალხი იყო (ამას ადასტურებს იქაური, ჩვენამდე მოღწეული VIII-XVII საუკუნეების ყველა წერილობითი ძეგლი), ხოლო, მისგან განსხვავებით, ახალი აფხაზები, იგივე აფსუა ხალხი, ჯიქებისა, აბაზებისა და სხვა ადიღე-ჩერქეზული ტომების შთამომავლები არიან, ჩასახლებულები აფხაზეთში ჩრდილოკავკასიიდან (ყუბანის სათავეებიდან) ვასილი ტატიშჩევის (1686-1750) ცნობით.
პეტრე I-ის ბრძანებით დაიწყო კვლევები ცნობილმა რუსმა ისტორიკოსმა, გეოგრაფმა და ეთნოგრაფმა ვასილი ნიკიტას ძე ტატიშევმა (1686-1750). ის წერს, რომ სამეგრელოს ჩრდილოეთ ნაწილში, რომელსაც აფხაზეთს ვუწოდებთ, ახლა, ჩვენს დროს ესახლებიან ჩრდილოკავკასიელი ყუბანელები, ანუ ადიღე-ჩერქეზები.
”Паче же мною, часть Мингрелии Северная, которую турки и кабардинцы имянуют Авхазос, наши древние именовали обезы… Ныне оной большую часть кубанцы наполняют.” (55) 55. В. Н. Татищев, история Российская, I, М.-Л. 1962, გვ. 171.
https://javakhishviliinstitute.wordpress.com/wp-content/uploads/2009/06/ratiani-3.pdf
დ.დბარი ცდილობს ბიჭვინთის საკათალიკოსო ცენტრის გაუქმება მიაწეროს ქართველობას, მაგრამ, პირიქით, ამ ფაქტის თითქმის მოწმე ვახუშტი აღწერს ახალი აფხაზების მიერ ქრისტიანობის უგულებელყოფას. ის წერს –
ბიჭვინტას ეკლესია დიდი, დიდ-შენი, კეთილ ფრიად, გუნბათიანი, ზღვის კიდესა ზედა…პირველ იყო საეპისკოპოზო. ჟამსა აფხაზთა მეფეთათა იქმნა საკათალიკოზოდ, და აწ არს საყდარი აფხაზთა კათალიკოზისა, არამედ აწ ხუცის-ამარად, ვინადგან აფხაზნი არღარა მონებენ რჯულსა და სარწმუნოებასა“.
ბიჭვინთას, ძველი ანუ ქართულენოვანი აფხაზეთის საკათალიკოსო ცენტრს, წარმართმა ადიღე-ჯიქებმა ჯერ კიდევ მე-16 ს. დასაწყისში შეუტიეს.
ბიჭვინთის დასაცავად, აფხაზეთის კათალიკოსი იძულებული გახდა ბიჭვინთასთან შეეკრიბა დასავლეთ საქართველოს სამხედრო ძალები.
ამ უმდიდრესი ტაძრისა და მთლიანად საკათალიკოსოს საგანძური, საუკუნეთა მანძილზე შეკრებილი, შემოწირული და დაცული ეკლესია-მონასტრებში იზიდავდა ჩრდილოკავკასიელ წარმართებს, ამიტომაც ისინი („ჯიქები“) ორგანიზებულად 1533 წლის ბოლოს შეებრძოლნენ კათალიკოსის არმიას, რომელიც თავადადებულად იცავდა ბიჭვინთის უდიდეს ქრისტიანულ ცენტრს.
წმიდა ეკლესიის დასაცავად ბიჭვინთასთან გაჩაღებულ თავდაცვით ომში თვით ეპისკოპოსებიც კი მონაწილეობდნენ.
1533 წლის 30-31 იანვარს დასავლეთ საქართველოს ლაშქარი ეპისკოპოსთა მონაწილეობით შეებრძოლა ბიჭვინთისა და ქრისტიანული საქართველოს ასაოხრებლად დაძრულ ჩრდილოკავკასიურ ჯარებს. ეს ბრძოლა მოხდა „ჯიქეთში“, დაახლოებით თანამედროვე გაგრის ჩრდილოეთით. პირველ დღეს ქართველებმა გაიმარჯვეს, მეორე დღეს ღალატით დამარცხდნენ (ქართლის ცხოვრება, ტომი 2, 1959, გვ. 497).
1533 წელს, „დადიანი მამია და გურიელი მამია წარვიდეს ჯიქეთს საბრძოლად ზღვით ნავებითა და შეიბნეს თვესა იანვარსა ოცდაათსა.
პირველსა დღესა ამათ გაემარჯვა, მეორესა დღესა, პარასკევსა, განრისხდა ღმერთი ოდიშართათვის, უღალატეს და გამოექცნეს. დადიანი და გურიელი და გურიელის ლაშქარი დაუტევეს.
მოეტევნეს ჯიქნი და შეიბნეს. მრავალი დახოცეს დადიანმან, გურიელმან და გურიელის ლაშქართა.
მოკლეს გურიელის შვილი გიორგი და მისნი აზნაურიშვილნი.
დაღალულნი ომისაგან, შეჩვენებულმან ცანდია ინალდიფითა გაინდვნა, დადიანი გააშიშვლეს, სრულიად შიშველი დაჭრეს გურიელი და სამნი მისნი ძმანი და ეპისკოპოსნი,და მისნი ლაშქარნი ტყვე ყვეს.
წარვიდა მალაქია კათალიკოზი და გამოიხსნა ცოცხალნი და მკვდარნი ფასით იყიდნა“ (ქართლის ცხოვრება, ტომი 2, 1959, გვ. 497).
თუ რა დიდი საგანძური ინახებოდა ბიჭვინთის ტაძარში ქართველ მეფეთა და კათალიკოს პატრიარქთა მიერ შეწირული, ეს ჩანს თუნდაც ბიჭვინთელი კათალიკოს მალაქია გურიელის ერთი სიგელითაც, რომელმაც ქართველთა საეკლესიო ჯარი შემოიკრიბა ბიჭვინთის ადიღე – ჯიქებისაგან დასაცავად, რომელთა უმთავრესი მიზანი ამ უმდიდრესი საეკლესიო საგანძურის მიტაცება იყო. ბიჭვინთის საეკლესიო საგანძური მალევე ჩაიგდეს ხელში ჩრდილოკავკასიელმა წარმართმა მებრძოლებმა მალაქია კათალიკოსის ჯართან შებრძოლების შემდეგ.
მალაქია კათალიკოსის სიგელში ჩამოთვლილია ზოგიერთი ის ნივთი, რომელიც მან შესწირა ბიჭვინთას –
„ნებითა, შეწევნითა და წყალობითა ღვთისათა, ჩვენ გურიელ კათალიკოზმან პატრონმან მალაქია შევსწირეთ ბიჭვინტისა ღვთის მშობელსა მცირე ესე შესაწირავი თავის
ერთი წმიდის ანდრია მოციქულის ხატი მომიჭედინებია და თორმეტს საუფლოს კუბოში ჩამისვენებია და ბიჭვინტას დამისვენებია და სამი კვამლი კაცი იქ იმისთვის შემიწირავს.
ამას გარეთ ერთი მძიმედ მოთვალმომარგალიტული ოქროს ომფორი ათასის ფლურისა სრულად პატიოსნის თვალითა და მარგალიტითა შემკობილი და მისის ოქროს ბუშტებითაი.
ერთი ამისი შეფერებული მძიმე ოქროს სირმის ჩარყაფათ შეკერული ბისონი ცხრის მურასის ღილითა და ამ ღილებშიან ნიშაურის ფეროზისა და ყირმიზის იაგუნდის მეტი არა ზის რაი. ეს ღილები თვითო ას ას მარჩილათ ნასყიდი არის.
ერთი წყვილი სამკლავები ოქროსა ოთხასის ფლურისა მძიმეთ მოთვალმომარგალიტული.
ერთი პატიოსანი ოლარი ხოშორის მარგალიტითა მძიმეთ მომარგალიტული.
ერთი მძიმე ოქროს მურასა ქამარი პატიოსნის ყირმიზის იაგუნდითა, ლალითა, ნიშაურის ფეროზითა და მარგალიტითა შემკობილი, შვიდი ქულუჩა და ორი წინა შესაკრავი აქუს.
ერთი მძიმე ჩარყაფის მოთვალმომარგალიტული ენქერი.
ერთი მძიმე ჩარყაფათ შეკერული სტიხარი ორის ოქროს ღილითა.
ერთი სირმით შეკერული საბეჭური.
ერთი ოქროთა თვალითა და მარგალიტითა შემკობილი პატიოსნის ძელითა და ნაწილებითა და ოქროს ჯაჭვითა ყელსაკიდი ხატი.
ერთი სამწირველო ოქროს სარმუზა მურასა პატიოსნის თვალითა და მარგალიტითა შემკობილი.
ერთი მძიმე ჩარყაფისა მომარგალიტული პორფირი.
ერთი შავის ატლასის მაზარა მოთვალმომარგალიტული სირმისა მდინარებითა და ოქროს მურასა ღილებითა.
ერთი მძიმე ოქროს მურასა ყავარჯენი ოქრო, კურთხეულის ბატონის ეფთვიმე კათალიკოზისაგან იყო და ზოგ ზოგი თვალი და მარგალიტიცა მისგანვე იყო და მერმე ჩვენ ახლად კიდევ პატიოსნის თვალითა და მარგალიტითა შემიმკვია და გამიკეთებია.
ერთი სირმისა მომარგალიტული გვირგვინის ქუდი.
ერთი ოქროს ფეშხუმი ორას სამოცის ფლურისა.
ერთი ოქროსა მძიმეთ თარნიშით გაკეთებული მოთვალული კოვზი.
სამი მძიმეთ ხალასათ ყირმიზს ფრანგულს ქამხაზე შეკერული პერექლები.
ერთი მძიმეთ ვეცხლით მოჭედილი და ოქროთ დაფერული კონდაკი.
სამივ კონდაკი შიგან სწერიან მისის ხალასათ შეკერულის რუფაქითა.
მეორე სხვაი კონდაკი ოქროს ვარაყით დაწერილი.
ერთი პატიოსანი ძლისპირი ჭრელი ნუსხითა.
ერთი ჟამნ დავითი.
ერთი კურთხევანი.
ერთი გულანი კურთხეულის ეფთვიმე კათალიკოზისაგან დაწერილი იყო და ხატის შეწირული არ იყო და ბატონს დადიანს წაეღო და მე ვსთხოვე და მიბოძა და აწ მე შემიწირავს.
ერთი ეტრატის ოთხთავი, თავი დახატული აქუს, მერაბ ქორთოძისაგან მიშოვნია და შემიწირავს…
… აწ ადგილებისა და მამულებისაგან ხაუჟელს სასახლე აოხრებული იყო და მომცრო ადგილი იყო და გარეშემოთ სხვისი ადგილები იყო და ჩვენის თეთრითა მიყიდია და გამიმატებია და სასახლე ამიშენებია და ქვითკირისა საყდარი და ქვითკირისა ჯიხური ამიშენებია, დარბაზი დამიდგამს და ორი მოსახლე კაცი ჩვენის თეთრით მიყიდია და დამისახლებია და ჯოგი დამიყენებია.
ამას გარეთ თილითს სასახლე გამიკეთებია, საყდრისათვის სამრეკლო ამიშენებია ზედა და ქოჩაკიძის მარანი ამიშენებია, …
https://ka.m.wikisource.org/wiki/1627-1639_%E1%83%AC%E1%83%AC
ბიჭვინთის ტაძრისადმი შეწირული მხოლოდ ამ ერთი საბუთიდანაც კი ჩანს, თუ რა ოდენობის სიმდიდრე – ოქრო, ვერცხლი, თვალმარგალიტი და სხვა ინახებოდა ამ ტაძარში, მაგრამ ჩვენთვის უფრო საინტერესოს, თუ რომელ ენაზე იყო დაწერილი ის წიგნები და ხელნაწერები, რომელსაც ბიჭვინთას სწირავდნენ, ისინი მხოლოდ და მხოლოდ ქართულენოვანი იყო, მაგალითად, გურულმა კათალიკოსმა ბიჭვინთას შესწირა შემდეგი ხელნაწერი წიგნები-
ვერცხლით მოჭედილი და ოქროთ დაფერული კონდაკი. სხვა სამი კონდაკი
ასევე, ოქროს ვარაყით დაწერილი კონდაკი. საგალობელთა კრებული – „ ძლისპირი ჭრელი“ ნუსხა-ხუცური ტექსტით. ჟამნი ფსალმუნებით – ანუ „დავითნი“. კურთხევანი. ერთი გულანი კურთხეულის ეფთვიმე კათალიკოზისაგან დაწერილი. ერთი ეტრატის ოთხთავი, თავი დახატული აქუს, მერაბ ქორთოძისაგან მიშოვნია და შემიწირავს.
სულ აქ ჩამოთვლილია 10-11 წიგნი, ცხადია, ქართულენოვანი და არა აფსუურენოვანი. ბიჭვინთასა და სხვა აფხაზურ საეპისკოპოსოებში ათასი წელი ისმოდა ქართულენოვანი წირვა-ლოცვა.
ბიჭვინთიდან ადიღე-ჯიქების მიერ გამოძევებული აფხაზეთის კათალიკოსი თავდაპირველად შეიფარა სამეგრელოს მთავარმა, ამიტომაც მას „ოდიშის პატრიარქებად“ მოიხსენიებდნენ გელათში გადასვლამდე.
ამ დროს, ანუ მე-16 ს. ბოლოსა და მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში, ჯერ კიდევ არ იყო აოხრებული მოქვის, დრანდისა და ბედიის საეპისკოპოსოები, მათ და სამეგრელოს ეკლესია- მონასტრებში დაცული საოცარი სიმდიდრე უცხოელების ყურადღებასაც იქცევდა, ამიტომაც, ლამბერტის ცნობით, “ოდიშის პატრიარქს თავის საბრძანებელში ისეთი ძალა აქვს, ისეთი სიმდიდრე და სასახლეე-ბი, იმდენი ყმები ჰყავს, რომ არა თუ ეთანასწორება მთავარს, რომელიც მას ირჩევს, არამედ აღემატება კიდეც”. კათალიკოსი და მთავარი მალაქია, ეკლესიათა მაშენებელი, იმავდროულად ლევან დადიანის მარჯვენა ხელი, ენერგიული მმართველი ეკლესიისა.
https://qim.ge/malaqia%20gurieli.html
მალაქია ბიჭვინთელი კათალიკოსი ამავე დროს გურიის მთავარიც იყო, იმჟამად გურია ჯერ კიდევ დიდი სამთავრო იყო და ლაზისტანს ნაწილობრივ აკონტროლებდა, ლაზები კი იმ დროს გამოჩენილ მეზღვაურებად, ზღვაოსნებად და მეხომალდეებად მოიხსენიებოდნენ, ამიტომაც, ჩანს, მალაქია კათალიკოსს გამოუყენებია მათი საზღვაო გამოცდილება ადიღე-ჯიქებისაგან ბიჭვინთის დასაცავად გამართულ ბრძოლებში, გურიაში და შესაბამისად, ლაზისტანში მათ თ. ბერაძის აზრით, ასამდე ნავი-ხომალდი მოუკრებიათ, მასზე დაუსხამთ ქართველი ქრისტიანი მეომრები და დიდი საზღვაო დესანტის სახით ბიჭვინთასთან ხმელეთზე გადასულან, მომხდურ მუსლიმ ადიღებთან (ჯიქებთან) საომრად-ქრისტიანული სიწმოდეების დასაცავად.
1533 წ. იანვარში ქართველთა ფლოტი ისევ გამოჩნდა ჯიქეთის ნაპირებთან. „ქორონიკოსა სკა დადიანი მამია და გურიელი მამია წარვიდეს ჯიქეთს საბრძოლად ზღვით ნავებითა“, – წერს ქართველი მემატიანე.
თ. ბერაძე წერს – ეს იყო ქართველთა პირველი სადესანტო ოპერაცია, რომელიც ჩვენთვისაა ცნობილი. ოდიშის და გურიის ამ ლაშქარში რამდენიმე ათასი მეომარი მაინც იქნებოდა, ამიტომ ქართველთა ფლოტი, ალბათ სულ ცოტა, 100 საზღვაო ნავისაგან მაინც შედგებოდა.
ლაშქრობის დროც საგანგებოდ იყო შერჩეული. ფეოდალურ ხანაში ზამთრობით შავ ზღვაზე ნაოსნობა წყდებოდა. ამიტომ იანვარში ჯიქები ქართველთა თავდასხმას არ მოელოდნენ. სამწუხაროდ, ასე კარგად მოფიქრებული ოპერაცია ღალატმა ჩაშალა.
პირველ დღეს, 30 იანვარს, ქართველებმა ბრძოლა მოიგეს. მაგრამ მეორე დილას, განთიადისას, ქართველთა ფლოტმა უეცრად მიატოვა ქვეითი ლაშქარი და სამშობლოსაკენ აიღო კურსი.
ჯიქებმაც გული მოიცეს, ქართველებს შეუტიეს და გამარჯვებასაც მიაღწიეს.
მამია დადიანი ბრძოლაში დაიღუპა, ხოლო მამია გურიელის ლაშქრის დიდი ნაწილი ტყვედ ჩავარდა.
https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/402530/1/Zghvaosnoba_Dzvel_Saqartveloshi_1981.pdf
ჯერ კიდევ მალაქია კათალიკოსამდე, მე-15ს. დასაწყისშიც ჯიქები უტევდნენ ბიჭვინთას.
თავდაპირველად, როგორც თამაზ ბერაძე წერს – ჯიქეთზე საზღვაო ფლოტით ლაშქრობა მოუწყვია ვამეყ IL დადიანს (1384-1396 წწ.), ჯიქების ურწმუნოებისა და ორგულობისათვის.
„ქ. სახელითა ღმრთისათა ერისთავთერისთავმან და მანდატურთ უხუცესმან დადიანმან ვამეყ მამისა მათისა [პატ]რონისა ერისთავთერისთავისა დადიანისა გიორგის შედეგად მიუჴდა ჯიქეთ[ს] ურწმუნოებისა და ორგულობისათჳს, რათამცა მოემსახურა. და სძლო, შეურაცხ და უჴმარ იქმნა მათი სიმაგრენი, გაგარი და უღაღნი, ყოველნივე ძალითა მოირჭუნა. მრავალთა ჯიქეთისა პატრონთაგან მიუვალი მოარბივნა. რაოდენნი მოეწყო, მათი მძევალნი წამოასხნა და სხვანი აოტნა. მაშინ მოიღო სვეტნი და ფილაქნი ესენი მარმარილოსანი და მამათა-დედათა ლარნაკი და მისი და მარეხ[ისი] გააერთ[ა]. საუკუნემცა არს ჴსენებაჲ მათი.“
როგორც ზემოთ, სხვა პარაგრაფში იყო აღნიშნული, ჩრდილოკავკასიელთა წინააღმდეგ ეპისკოპოსთა ომში მონაწილეობა გამოწვეული იყო იმით, რომ ადიღე-ჩერქეზული ძალა დაუნდობლად ებრძოდა ქრისტიანულ სარწმუნოებას. ამიტომაც აფხაზეთის კათალიკოსმა მოუწოდა თავის მრევლს, ანუ დასავლეთ საქართველოს ქრისტიანებს, გაერთიანებულიყვნენ ქრისტიანების მტრებთან საომრად, ეს იყო სამამულო ომი, ამიტომაც თვით ეპისკოპოსებიც კი დაიძრნენ საომრად სამწყსოს დასაცავად.
მტერთან ომი იყო რელიგიური, თავდაცვითი ომი, რადგანაც მუსულმანურ-წარმართული სამყარო, რომელიც თემურ ლენგის შემდეგ ჩრდილოკავკასიაში დიდ ძალად გადაიქცა, თავგანწირვით ებრძოდა ათასწლოვან ქრისტიანულ სამყაროს, მის ცივილიზაციასა და ხალხს. ანუ ბიჭვინთას, მისი საკათალიკოსოს მრევლს, სასულიერო წოდებას, ეკლესიებსა და მონასტრებს.
ბიჭვინთის ასაოხრებლად ჯიქების შემოსევები განახლდა.
ამის გამო აფხაზეთის (იმერეთის) კათალიკოსთა ტახტი ბიჭვინთიდან დაახლოებით 1657 წლისათვის გადატანილ იქნა გელათში.
დბარი ცდილობს მკითხველი დაარწმუნოს, თითქოსდა, აფხაზეთის კათალიკოსებს ზოგად ქართულ კულტურასთან საერთო არა ჰქონდათ, იმის იმედით, რომ მის მკითხველებსა და შემფასებლებს ხელი არ მიუწვდებათ ამ კათალიკოსთა საბუთებზე, ისინი კი მრავალია. მაგალითად, აფხაზეთის საკათალიკოსოს განსაკუთრებით კრიტიკულ პერიოდში, ადიღე-ჩერქეზების თავდასხმებისას, კათალიკოსი იყო გრიგოლ ლორთქიფანიძე (1696-1742), რომელთანაც დაიგეგმა დიდი ელჩობის გაგზავნა ევროპაში აფხაზეთში ქრისტიანობის გადასარჩენად სულხა-საბა-ორბელიანის მეთაურობით. აფხაზეთის პატრიარქმა ამ ელჩობაში თავისი საგანგებო წარმომადგენელი ჩართო.
ევროპაში ამ ელჩობის უმთავრესი მიზანი ვახტანგ მე-6-ის გამოხსნასთან ერთად იყო ადიღე-ჩერქეზების თავდასხმების შემაჩერებელი ღონისძიებების გატარება, მათ შორის თვით მეფე ვახტანგის დახსნაც კი ადიღე-ჩერქეზებზე მისი გავლენის გამოყენებას შეეხებოდა.
გრიგოლ ლორთქიფნიძე კათალიკოსად დადგენამდე იყო მოქვის ეპისკოპოსი. მან ბიჭვინთას საეკლესიო წიგნებთან ერთად შესწირა წიგნი „დახატული ქართლის ცხოვრება“ ანუ მინიატურებით შემკული „ქართლის ცხოვრება“ , რადგანაც, ბიჭვინთა თვითვე იყო ცენტრი და გული ივერიული ანუ ქართული სამყაროსი, ამიტომაც უწოდებდნენ უცხოელი პატრიარქები აფხაზეთის საკათალიკოსოს „იბერიის ეკლესიას“, ზემო ანდა ქვემო იბერიის საარქიეპისკოპოსოს.
იბერიული აფხაზეთის საკათალიკოსო – ქართული საკათალიკოსო იყო და არა მომხვდური ადიღე-აფსუებისა, როგორც ამტკიცებს დბარი, ქართველები ამკობდნენ და აშენებდნენ აფხაზეთის ეკლესია-მონასტრებს, აფსუები კი ანგრევდნენ და სპობდნენ საეპისკოპოსო უდიდეს ცენტრებსაც კი, რაზეც არა მხოლოდ ვახუშტი მიუთითებს.
სწორედ, მომხდურთაგან ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობის დაცვას შეეცადა ლევან მე-2 დადიანი აფხაზეთის დიდი კედლის აგებით. ეს გრძელი კედელი-ზღუდე იცავდა შემდეგომი ეპოქის სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და გალის რაიონებს, მის მკვიდრ ანუ ადგილობრივ ქართველ მართლმადიდებელ მოსახლეობას. ამიტომაც მას ამ მშენებლობის დროს ეხმარებოდნენ აღნიშნული მოქვის, დრანდისა და ბედიის ეპისკოპოსები, მაგრამ ამ 100 კმ-ზე მეტი სიგრძის კედელმა, რომელიც კოდორიდან და კელასურიდან ვიდრე მდ. ენგურამდე იყო გადაჭიმული ვერ შეძლო დაცვა სამეგრელოს ამ ნაწილის მოსახლეობისა. იქამდე საზღვარი სამეგრელოს სამთავროსო გადიოდა მდ. კოდორთან, ამ საუკუნეთა ბოლოს კი მდ. ენგურზე გადავიდა, იქაური მოსახლეობა აფსუა მოლაშქრეებმა მასობრივად დახოცეს, ანდა მონებად დაყიდეს, დარჩენილები კი შინამოსამსახურე მონებად გადააქციეს.
ამჟამადაც კი აფსუათა ენაზე მონას ეწოდება სახელი „აგირუა“ ანუ მეგრელი, ანდა „აგური“-გურული.
იქამდე აფხაზეთის საკათალიკოსო მხოლოდ ქრისტიან ხალხს ემსახურებოდა, ამიტომაც მისი ისტორიის გაყალბება სრულებით არ ესაჭიროებოდა ვახტანგ მე-6-ს, პირიქით, ისტორიას ამჟამად, თვითონ აყალბებენ, განსაკუთრებით მის შემდეგ, რაც განახორციელეს ქართველთა ეთნოწმენდა აფხაზეთში, ამჟამად იტაცებენ და ითავისებენ (ისაკუთრებენ) იქაურ მდიდარ ქართულ კულტურასა და მის საეკლესიო წარსულს.
Грузинские средневековые авторы, казалось, должны были быть лучше всех осведомлены, так как Абхазия была расположена рядом, и, кроме того, с конца X в. Абхазия и Грузия входили в состав единого «Абхазо-Картлийского царства». Но и здесь не совсем ясная картина. Во-первых, грузинские источники не раз подвергались «редактированию». Последняя такая редакция была проведена в начале XVIII в. «советом ученых мужей» во главе с царем Вахтангом VI (см. [Летопись Картли, 1982, с. 22-27 и др.]). Во-вторых, основной свод грузинских летописей «Картлис Цховреба», как заметил еще Вахушти, церковные события излагает весьма кратко (см. [Цинцадзе, 1905, с. 40]). Н. Я. Марр считал, что «Картлис Цховреба» «не есть главный источник по истории Грузинской Церкви» (см. [ЦВ, 1906, №47, с. 63]). Нас, например, удивляет то, что в «Летописи Картли», являющейся частью «Картлис Цховреба», где подробно описываются политические события в Абхазии VIII–X вв., ни разу не упомянут Питиунт, который именно в это время переживал пик своей церковной истории.
ლევან მე-2 დადიანის მზადება ადიღე-აბაზებისაგან თავის დასაცავად
ლევან მე-2 დადიანმა სიჭაბუკის წლებში ეჭვიანობის გამო თავისი მეუღლე, აფხაზთა მთავრის ქალიშვილი, სასტიკად დასაჯა (ცხვირი მოაჭრა და დასახიჩრებული უკან დაუბრუნა თავის აფხაზ სიმამრს). ამ შურაცხმყოფელმა ამბავმა იმჟამად ჯერ კიდევ ქართულენოვანი ძველი აფხაზი დიდებულები და აზნაურები უკიდურესად აღაშფოთა, გადაწყვიტეს შესაბამისად დაესაჯათ სამეგრელოს მთავარი, მის დასამარცხებლად ძალა არ შესწევდათ, ამიტომაც სამეგრელოს დასჯის მიზნით შემწე დამხმარე ძალად ჩრდილოკავკასიიდან აფხაზეთში მიიპატიჟეს ადიღე-ჩერქეზების მეომარი რაზმები. გახსნეს ჩრდილოკავკასიის გადმოსასვლელი უღელტეხილები (რომელთაც იქამდე თავდადებით იცავდნენ), გაურიგდნენ მათ და ისინი ბზიფისწყლის რეგიონში, ანუ იმჟამინდელ აფხაზეთში დააბანაკეს, საბოლოოდ კი ჩაასახლეს. იმჟამად საზღვარი სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის ბზიფისწყალზე გადიოდა, ისე, რომ ბიჭვინთა სამეგრელოს ჩრდილოეთ ნაწილში შედიოდა, ბიჭვინთელ კათალიკოსს, მაგალითად, არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს პატრიარქსაც კი უწოდებდა, მალევე, ჩრდილოკავკასიელთა შემწეობით, საზღავარმა სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის ანაკოფიასთან გადაინაცვლა, მალევე საზღვარი კიდევ უფრო მიუახლოვდა სამეგრელოს ცენტრებს და გაივლო კლისურაზე, შემდეგ კი დაიდო კოდორზე. ვახუშტის დროს სასაზღვრო მდინარედ ეგრისწყალი იქცა, უმალვე მდ. ენგური, ეს ყველაფერი ხდებოდა ჩრდილოკავკასიელთა სამეგრელოს წინააღმდეგ ომების შედეგად. ჩრდილოკავკასიელებმა ამ ომების დროს აფხაზეთში ცხოვრების გამო მიიღეს სახელი აფხაზი (საცხოვრისი ტერიტორიის სახელის მიხედვით).

მეუფე ანანიას რუკა: „აფხაზთა სამეფოს ჩამოყალიბება“, მე-9 ს. დასაწყისი, აფხაზთა საერისთავოს, ცხუმის საერისთავოს, ბედიის საერისთავოსა და მარგვეთის საერისთავოს საზღვრები.
მალევე ეს ჩრდილოკავკასიელები გაბატონდნენ აფხაზეთში.
ისტორიული სამეგრელოს ჩრდილოეთი ნაწილი გადაიქცა ჩრდილოკავკასიელების საცხოვრისად. ეს ჩრდილოკავკასიელები იმჟამად მრავალი სხვადასხვა ტომისაგან შედგებოდა, თავდაპირველ ჯიქებს დაემატნენ აბაზინები, ყუბანის ხეობიდან ჩამოსახლებული ხალხი, მათ აფხაზეთში მოახერხეს კონსოლიდაცია და ამჟამად თავის თავს უწოდებენ აფსუებს. ძველმა აფხაზმა (ანუ ქართველმა) აზნაურებმა მათთან შეთანხმების შესაბამისად პრივილეგიები მოიპოვეს, აფხაზეთის (ყოფილი სამეგრელოს) ქართულ-ქართველურენოვანი დაბალი ფენა კი მოექცა ჩრდილოკავკასიელთა ბატონობის ქვეშ.
საზოგადოდ, არსებული ჩვეულების თანახმად, რომელიმე ოლქში ჩასახლებული ხალხი ზოგჯერ იღებს ამ ოლქის სახელს, მაგალითად, მაკედონიაში ჩასახლების შემდეგ იქ დამკვიდრებულ სლავებს მაკედონელები ეწოდა და ა. შ. მსგავსადვე, აფხაზეთში ჩასახლებულ ადიღეებს (აბაზებს, ჯიქებს და სხვა) აფხაზები ეწოდა, შესაბამისად, თანდათან ჩამოყალიბდა ახალი აფხაზი ხალხი, ადიღურენოვანი, განსხვავებით ძველი აფხაზებისაგან, რომელნიც ქართულენოვანნი იყვნენ.
ახალი აფხაზი ხალხის ჩამოყალიბება ამჟამადაც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი აფხაზეთის მოსახლეობის გენეტიკური მონაცემები იგივეა, რაც ზოგადად საქართველოს ხალხისა, ანუ ის გენეტიკურად არ განსხვავდება ქართველობისაგან, სისხლით ნათესაობა სახეზეა (იგულისხმება ჰაპლოჯგუფების G და J იგივეობა). მაგრამ, სისხლით ნათესაობის მიუხედავად, ახალი აფხაზეთის ხალხის ეროვნული თვითშემეცნება მკვეთრად ადიღეურია და სრულებით განსხვავებული ქართულისაგან, ამის მიზეზი არის ის, რომ ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ახალი აფხაზეთის მოსახლეობის დაბალი ფენა, ანუ უმრავლესობა იყო მეგრული, ანუ ადგილობრივი დაბალი ფენა იყო, ხოლო მაღალი ფენას უკვე წარმოადგენდა გამარჯვებული მებრძოლ-მოლაშქრეები შეკავშირებული ძველ ადგილობრივ მაღალ ფენასთან. შესაბამისად, ზედაფენა იყო მატარებელი ადიღე-ჩერქეზული თვითშემეცნებისა, თუმცა ისინი (ზედაფენა) მოსახლეობის უმცირესობა იყო, მაგრამ ორგანიზებულ-შეკავშირებული. მათ შეძლეს ასიმილირება დაბალი ფენისა, შეძლეს დაბალი უმრავლესობის, ანუ მეგრული ფენის თვითშემეცნების შეცვლა, საბოლოოდ, აფხაზეთში გაჩნდა ახლი სახის მოსახლეობა ქართული სისხლითა და ადიღეური ანუ აფსუური თვითშემეცნებით.
ახალ აფხაზებთან ანუ ადიღე-ჩერქეზ მოლაშქრეებთან დამარცხების გამო სამეგრელოს საზღვარმა გადმოიწია ანაკოფიამდე. ამის შემდეგ შეტევები გაგრძელდა და სამეგრელოს საზღვრები მკვეთრად შემცირდა მე-17 საუკუნეში, ანაკლიიდან ის გადატანილი იქნა თავდაპირველად ეგრისწყალზე, შემდეგ კი ენგურზე, აოხრდა იქამდე აყვავებული და ლამბერტის აღწერით, ყოველმხრივ სავსე ქვეყანა, როგორც ითქვა, გაუქმდა მოქვის, დრანდისა და ბედიის საეპისკოპოსოები.
https://meufeanania.info/saqatalik/
აფხაზეთის დიდი კედელი
დ. დბარს არ აკმაყოფილებს, როგორც ის ამბობს, ქართული წყაროების, განსაკუთრებით კი ქართლის ცხოვრების მცირე ცნობები აფახაზეთის საკათალიკოსოს შესახებ.
ქართული წყაროების მიმოხილვის დროს ის „ქართველთა“ და „აფხაზთა“ გაერთიანებულ სამეფოს არასწორად უწოდებს -„აფხაზთა და ქართლის სამეფოს“ (აფხაზო-კარტლიისკოე), რაც ქართულ წყაროთა უცოდინრობის შედეგია.
მიაჩნია, რომ ქართული წყაროები მიკერძოებულია, რომ ესაა შედეგი მისი მრავალგზისი რედაქტირებისა, რომ მისი რედაქტირება მოახდინა ვახტანგ მეექვსემ მე-18 საუკუნეში და ამით, თითქოსდა, ცნობები აფხაზეთის მიმართ დამახინჯდა.
სინამდვილეში, კი სწორედ ამ ეპოქაში, მე-17 საუკუნის დასაწყისიდან ჩრდილოკავასიელი ადიღე-ჩერქეზული ანუ აფსუათა წინაპრები სასტიკად არბევდნენ აფხაზეთს და მის საეკლესიო ცენტრებს, ამ დროისათვის ჯიქ-ადიღებმა საბოლოოდ მოსპეს ბიჭვინთა, აიძულეს ბიჭვინთის პატრიარქი დაეტოვებინა ქართული ათასწლოვანი ცენტრი და გადაბარგებულიყო გელათში. ეს აოხრება გრძელდებოდა ვახტანგ მეექვსისა და ვახუშტის დროს, ვახუშტი ამ მდგომარეობას აღწერს კიდეც.
ვახუშტის ცნობებით, მის დროს ადიღე-ჩერქეზთა მიერ მიერ ბიჭვინთის გარდა უკვე აოხრებული და გაუქმებული იყო ღვთისმსახურება მოქვისა და დრანდის საეპისკოპოსოებში, უმალვე, ანუ მე-18 საუკუნის შუა წლებში აფსუების წინაპრებმა ბედიაც ააოხრეს.
ვახუშტი წერდა, „არამედ აწ აფხაზთაგან არღარა არიან ორთა ამათ შინა ეპისკოპოზნი“. ანუ ვახუშტის დროს, „აფხაზებად“ სახელდებული ადიღეების მიერ, ორი საეპისკოპოსო, მოქვისა და დრანდისა, უკვე გაუქმებული იყო და, როგორც ითქვა, მალე მათ ბედიას კათედრაც გააუქმეს.
სწორედ ამ საეპისკოპოსოების მრევლის დასაცავად აიგო სამეგრელოს მთავრის მიერ ე.წ. „აფხაზეთის დიდი კედელი“.
კიდევ ერთხელ შეიძლება შევეხოთ ე.წ. აფხაზეთის დიდი კედლის საკითხს.
მიზეზი ამისა ისაა, რომ ამჟამინდელი პროპაგანდით, ქართველობა, თითქოსდა, აფხაზეთში არასოდეს ცხოვრობდა და ისინი აქ ვითომდა მხოლოდ სტალინ-ბერიამ ჩაასახლა.
ამ პროპაგანდას აქარწყლებს ფაქტი იმისა, რომ აფხაზეთის დიდი კედელი, რომელიც გადაჭიმულია სოხუმიდან ენგურამდე, წყაროთა დაბეჯითებული მითითებით აგებულია ლევან მე-2 დადიანისა და ეპისკოპოსების მიერ.
ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ არ გამოიყენება ეს ფაქტი აღნიშნული პროპაგანდის გასაქარწყლებლად, ვინაიდან ეს კედელი იცავდა ამჟამინდელ სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და გალის რაიონების მოსახლეობას ადიღე-აბაზების შემოსევებისაგან, ეს კედელი იცავდა იმ მიწა-წყალს, რომელიც ლევან დადიანის სამთავროში შედიოდა და სამეგრელოს ნაწილს შეადგენდა. აქ ცხოვრობდა სამწყსო მოქვის, დრანდისა და ბედიის ქართულენოვანი საეპისკოპოსოებისა.
ამ ფაქტის გამოყენების ნაცვლად, რატომღაც აპელირებენ, თითქოსდა, აფხაზეთის დიდი კედელი ააგო იუსტინიანემ. ასეთი მტკიცება თავდაპირველად გაავრცელა ქართველმა პროფესორმა და ამჟამად გამოყენებულია ანტიქართულ რუსულენოვან საიტებში სამტკიცებლად იმისა, რომ ეს კედელი ქართველებმა კი არ ააგეს ადიღეების შემოსევებისაგან თავისი ხალხის დასაცავად, არამედ ის აგებული იყო ჯერ კიდევ იუსტინიანეს დროიდან, თუმცა კი მათ მტკიცებას აქარწყლებს ამ კედელ-ზღუდე-გალავანზე სათოფურებიანი ასობით კოშკის არსებობა. კოშკებზე სათოფურები მტკიცებაა იმისა, რომ ის აიგო კავკასიაში ცეცხლსასროლი იარაღის შემოღების შემდეგ, ანუ მე-17 საუკუნეში, რაც ეთანადება წყაროებს.
როგორც ითქვა, ადიღე-ჩერქეზების შემოსევებისაგან თავდაცვის მიზნით, ლევან მეორე დადიანმა აღნიშნული მოქვის, დრანდისა და ბედიის ეპისკოპოსების თანხებით ააგო თითქმის 100 კილომეტრზე მეტი სიგრძის კედლი, რომელსაც ამჟამად აფხაზეთის დიდი კედელი, ანდა კელასურის კედელი ეწოდება. ესაა თავდაცვითი ნაგებობა გადაჭიმული მდინარე კელასურიდან ვიდრე მდ. ენგურამდე.
სხვა მკვლევრების სიტყვით, კედლის სიგრძე 160 კილომეტრია, თავისი სათოფურებიანი კოშკებით, შესაბამისად, როგორც ითქვა, ეს კედელი აშენდა მხოლოდ იმის შემდეგ, რაც კავკასიაში შემოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი (მე-16 ს. ბოლოდან, ძირითადად, მე-17 ს-ში). მაშასადამე, წყაროთა ცნობები შესაბამისია, ის აშენდა ლევან მე-2 დადიანის მიერ, ადიღე-ჩერქეზების შეასაკავებლად, რასაც მიუთითებენ ვახუშტის გარდა ევროპელი თვითმხილველი ავტორები.
ამ კედლის აგება მე-17 საუკუნეში, როგორც აღინიშნა, აქარწყლებს ამჟამინდელი აფსუა სეპარატისტების მტკიცებებს, რომ აფხაზეთში არასოდეს ცხოვრობდნენ ქართველები და ისინი აქ მხოლოდ სტალინ-ბერიას ეპოქაში ჩაასახლეს.
ამიტომაც აჟღერებენ და სანდოდ მიიჩნევენ იმ ავტორებს, რომელნიც სრულიად უსაფუძვლოდ, წყაროების მიჩქმალვით ამტკიცებენ, თითქოსდა, ასეთი სიგრძის კედელი კელასურიდან ენგურამდე აიგო იუსტინიანეს მიერ ანუ მე-6 საუკუნეში ჩრდილოკავკასიელთა შესაკავებლად. ასეთი უსაფუძვლო მტკიცება ასევე გამოიყენეს აფსუებმა ქართველთა მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდისას 1992-1993 წლებში და ამჟამადაც ძალზე მოსაწონია მათ მხარდამჭერთა სივრცეში, მაგალითად, ოფიციალურ საიტზე ნატქვამია – Профессор Заза Алексидзе, основываясь на результатах исследований учёных и археологов, а также сохранившихся письменных источников, обнаруженных им самим[2], считает, что стена строилась в VI веке во время правления византийского императора Юстиниана из камня и должна была защитить страну от вторжения племён с Северного Кавказа. В то время как Леван II Дадиани лишь достроил стену деревянными сооружениями в XVII веке.
მაშასადამე, ქართველთა აფხაზეთში მკვიდრობის თვალხილული ძეგლის მნიშვნელობა დამცრობილია თვით ქართველ პროფესორთა მიერ.
ამ ზღუდე-კედელში 300-მდე კოშკია 8-12 მეტრი სიმაღლისა სამწყება სათოფურებით.
სოხუმთან ახლოს, მდ. კელასურის ხეობაში კედელი საგანგებოდაა გამაგრებული და აქ 200-მდე კოშკია, ერთმანეთისაგან 40-120 მეტრით დაშორებული. ანუ აქ კედლის საერთო სიგრძე დაახლოებით 15-20 კმ-ია.
საქმე ისაა, რომ აქ (სოხუმთან ახლოს, მდ. კელასურის ხეობაში), შედარებით დაბლობ ადგილას, გადიოდა მთავარი მაკავშირებელი გზა, რომელსაც ინტენსიურად იყენებდნენ სამეგრელოს მიმართულებით გადაადილებისას ადიღე-ჩერქეზი მეომრები.
საერთოდ, წყაროთა ცნობით, კლისურა ანუ კელასური საუკუნეთა მანძილზე ყოფილა ამ მიმართულებით ქართლის სამეფოს საზღვარი, აქ ქართლის სამეფოს თავდაპირველი საზღვარი გადიოდა მდ. ეგრისწყალზე (ფარნავაზ-ქუჯის ეპოქიდან), ამის შემდეგ, წყაროსავე ცნობით, საზღვარი შეიცვალა ვახტანგ გორგასლის დროს და დაიდო მდ. კლისურაზე, აქვე ყოფილა ქართლის სამეფოს საზღვარი მურვან ყრუს დროსაც, ანუ მე-8 საუკუნეში, მან გადალახა ე.წ. „ზღუდე კლისურისა“, ანუ სასაზღვრო ზღუდე-კედელი, აგებული ალბათ, ვახტანგ გორგასლის ეპოქაში.
ჩანს, მისი ნაშთები, სულ 20 კმ სიგრძისა, ლევან დადიანმა საფუძვლად დაუდო უკვე გრანდიოზული, კავკასიაში სათოფურებიანი დაახლოებით 160 კილომეტრიანი ზღუდე-კედლის აგებას, რომელსაც 1640-1657 წლებში უნდა დაეცვა სამეგრელოს იმჟამად აყავებული ნაწილი, სამწყსო მოქველ, დრანდელ და ბედიელი ეპისკოპოსებისა, მაგრამ ამაოდ, ის გადალახული იქნა ადიღე-ჩერქეზ მებრძოლთა მიერ (რომელთაც ქართველი ანუ ძველი აფხაზი შერვაშიძეები და სხვა ქართველი დიდებულები, აფხაზეთის ძველი მმართველები მეთაურობდნენ), ამიტომაც აფხაზეთში შემოსულ ამ ადიღე-ჩერქეზ მეომრებსაც ქართველებმა აფხაზები უწოდეს, სპენსერი და სხვები კი მათ „ჩერქეზებს“ უწოდებდნენ.
კედლის დასაცავად ოდიშის, ანუ სამეგრელოს სამთავროს, ყოველი თავადი და ეპიკოპოსი ვალდებული იყო თავის მხედრობით ერთი თვე ემორიგევა.
იმავეს აღნიშნავს არქანჯელო ლამბერტი, ის წერს, რომ სამეგრელოს დიდებულებმა „დიდი ხარჯით აღმართეს 60 ათასი ნაბიჯის სიგრძის კედელი, მასზე ერთმანეთისაგან დაშორებული კოშკები, რომელთაც მსროლელები (მეთოფეები) იცავენ“.
იმავეს წერს მისიონერი კასტელი თავის რუკაზე, რომელზეც სამეგრელოს ზღუდე-კედელია გამოსახული – „60 ათასი ნაბიჯის სიგრძის კედელი, განკუთვნილი აფხაზთა შესაჩერებლად“, იმავეს წერს ვახუშტი, რომ ლევან დადიანმა ააგო დიდი კედელი ანაკოფიიდან მთებამდე – „შეავლო ზღუდე დიდი ლევან დადიანმა, აფხაზთა გამოუსვლელობისათვის“ (ქ.ც.4,გვ. 782).
მე-16 ს. შუა წლებიდან და განსაკუთრებით მე-17 ს. დასაწყისში ჩრდილოკავკასიიდან აბაზებისა და სხვა ადიღეური ტომების (ომებითა და ბრძოლით) აფხაზეთში ჩამოსახლების შემდეგ (რასაც ტატიშჩევიც მიუთითებს) საზღვრი სამეგრელოსა და ახალ, ანუ ადიღურენოვან აფხაზეთს შორის გაივლო ანაკოფიასთან, ამიტომაც წერს ვახუშტი – (ანაკოფია) „საზღვარი ოდიშისა და აფხაზეთისა“. და განაგრძობს –
„ამ ანაკოფიის აღმოსავლით ზღვიდამ მთამდე, შეავლო ზღუდე დიდი ლევან დადიანმან, აფხაზთა გამოუსვლელობისათვს. განა აწ უქმად არს“.
ეკლესიის ისტორიკოსმა უნდა აღნიშნოს, რომ ეს „ზღუდე“, ანუ თითქმის 100-160 კილომეტრი სიგრძის კედელ-გოდოლი, რომელსაც ამჟამად აფხაზეთის დიდი კედელი ეწოდება, აიგო არა მხოლოდ ლევან დადიანის, არამედ ასევე მოქვის, დრანდისა და ბედიის საეპიკოპოსოების სახსრებითაც. მის უამრავ კოშკს სათოფურები აქვს, მიმართული კავკასიის მთების მხრეს, საიდანაც ელოდნენ მტერს – აბაზე-ადიღეებს.
კიდევ ერთხელ აფხაზეთის დიდი კედლის (ზღუდის) შესახებ
მე-20 ს-ში აფხაზეთის მიწა-წყლის ოკუპაციის შემდეგ, ახლა უკვე 21-ე საუკუნეში ხდება მიტაცება და მისაკუთრება აფხაზეთის ათასწლოვანი დიდი ქართული კულტურისა, ე.წ.აფხაზეთის დიდი კედლის აგების ისტორია კი გვიხსნის მრავალ საკითხს, ამიტომ კვლავ შევეხოთ მას –
ისე გამძაფრდა ჩრდილო კავკასიიდან ადიღე-ჩერქეზთა და აფსუათა შემოსევები, რომ ლევან მე-2 დადიანი თავისი მმართველობის ბოლო პერიოდში იძულებული გახდა, თავდაცვის მიზნით აეგო საფორტიფიკაციო ნაგებობები, მაგალითად, ამჟამად ცნობილი აფხაზეთის დიდი კედელი. მან საფუძვლად გამოიყენა მე-5 საუკუნიდან მდ. კელასურზე ანუ კლისურაზე აგებული სასაზღვრო კედელის ნაშთები, ამ ნაშთების ნაკვალევი მხოლოდ ათიოდე კილომეტრი სიგრძისა იყო, ხოლო ლევან დადიანმა მასზე დააშენა ახალი, 100 კილომეტრის (სხვა ცნობით, 160) სიგრძის კედელი-ზღუდე, ასობით საგუშაგო, სათოფურებიანი კოშკით.
როგორც ითქვა, უფრო ადრეც, მე-5 საუკუნეში, აქ, ანაკოფიასთან, ქართლის სამეფოს საზღვარი ვახტანგ გორგასლის შემდეგ ვიდრე კლისურამდე აღწევდა და მდ. კლისურა (კელასური) შემდეგ მუდამ იყო საზღვარი ქართლის სამეფოსა და ბიზანტიას შორის.
ლევან დადიანის მიერ ამ კედლის მშენებლობის მოწმე მისიონერი არქანჯელო ლამბერტი ამბობს, ლევან დადიანმა ძალზე დიდი დანახარჯებით ააგო 60 ათასი ნაბიჯის სიგრძის კედელიო.
ამასვე ამბობს მეორე მისიონერი კასტელიც, რომელიც აღნიშნავს, ეს კელასურის კედელი გამიზნულია აფხაზთა შესაკავებლადო.
ისტორიული აფხაზეთის, ანუ თანამედროვე გუდაუთა-გაგრის რაიონების დაპყრობის შემდეგ, ადიღე-ჩერქეზებმა და აბაზა-აფსუებმა შეუტიეს ისტორიულ საქართველოს, ანუ თანამედროვე სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირის და გალის რეგიონს.
აფხაზეთის, ანუ კელასურის კედლის სიგრძე ასი კილომეტრია. ლევან დადიანის ბრძანებით იგი მეტად სწრაფად აუგიათ. ზოგჯერ კოშკებს უსაძირკვლოდ, პირდაპირ მიწაზე დგამდნენ. კედელი იცავდა იმჟამად ოდიშის სამთავროში შემავალ აღნიშნული სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და გალის რაიონების უხვმოსავლიან სამიწათმოქმედო მხარეებს და იქ არსებულ ქართულ საეპისკოპოსოებსა და ქრისტიანულ მოსახლეობას.
ვახუშტი ბაგრატიონი წერს, რომ დღევანდელი ახალი ათონის, ანუ `ანაკოფიის `აღმოსავლით ზღვიდამ მთამდე შევლო ზღუდე დიდი ლევან დადიანმა აბხაზთა გამოუსვლელობისათვის~.
ლევან დადიანს, ვითარცა სამეგრელოს მთავარს, ამ მშენებლობის დროს ეხმარებოდნენ ბედიის, მოქვისა და დრანდის ეპისკოპოსები მრევლითა და თანხით, მაგრამ მომხდური აფსუების შეკავება ვერ შეძლეს.
საბოლოოდ აფხაზებად წოდებულმა ამ აფსუებმა დაიპყრეს სამეგრელოს ეკონომიკური სიძლიერის წყარო – ზემოთ ხსენებული რაიონები, მოსპეს ზემოთ ხსენებული საეპისკოპოსოები, მათი მრევლი ანუ სამეგრელოს მოსახლეობა დახოცეს, ანდა დაატყვევეს.
ისტორიული სამეგრელოს (აღნიშნული ამჟამინდელი სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და გალის) გადარჩენილი ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა მომსახურე ყმებად, ფაქტიურად მონებად გადააქციეს. დღესაც კი აფხაზურად დაბალ ფენას `აგირუა~, ანუ მეგრელი და `აგურუ~ (გურული) ეწოდება.
ისტორიული სამეგრელოს იმ დროისათვის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა განახევრებულა.
მისიონერები წერენ, რომ 40 ათასი კაციდან ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი, ანუ 20 ათასი კაცი ამოწყდა.
ეს იმ დროისათვის ძალზე დიდი რაოდენობა იყო. წირვა-ლოცვა საბოლოოდ გაუქმდა ბიჭვინთის, დრანდის, მოქვის და ბედიის საეპისკოპოსოებში.
აყვავებული ქვეყანა გაჩანაგდა. ლევან დადიანმა დაინახა, რომ აფსუაჩერქეზების შემოსევების შედეგად ივერიის, ანუ საქართველოს გამაერთიანებელი ბოლო ძალა იშრიტებოდა. მართლაც, თითქმის საუკუნით გადაიდო საქართველოს გაერთიანების საქმე და განახლდა ერეკლე II-ის დროს, ლევანის გარდაცვალებიდან ასი წლის შემდეგ.
ვახუშტის სიტყვით, ანაკლია-კელასურის დიდი კედელი, აგებული ლევან მე-2 დადიანის მიერ, წარმოადგენდა არა მხოლოდ პოლიტიკურ საზღვარს მე-17 საუკუნისათვის არსებულს სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის, არამედ საზღვრავდა ორ ენობრივ სივრცეს, ამ კედლის ერთ მხარეს მეგრული ანუ ქართულენოვანი სამყარო დარჩა, ხოლო მეორე მხარეში, უკვე ადიღურენოვანი გაბატონდა. ამიტომაც ამ ადგილების (ანაკოფია-კელასურის ზღუდის) აღწერისას ვახუშტი მეგრულ ენას ახსენებს და მიაჩნია, რომ იგივე ქართულია, ოღონდ დიალექტური სახისა. ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ვახუშტისას, ამჟამინდელი სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და გალის მკვიდრი მოსახლეობა ჯერ კიდევ მეგრულენოვანი ანუ იგივეა, რაც ქართულენოვანი იყო და ამიტომაც ემსახურებოდათ მათ ქართულენოვანი აღნიშნული საეპისკოპოსოები (მოქვი, დრანდა, ბედია), თუმცა კი უკვე ქართულენოვანი დიადი ბიჭვინთის საკათალიკოსო ცენტრი, ჯიქ-აბაზა-ადიღების შემოსვევების გამო უკვე გადატანილი იყო გელათში.
ვახუშტი წერს ანაკოფია-კელასურის კედლის მარჯვენა მხარეს დარჩენილი მოსახლეობა – „ენით არიან: – დიდნი და წარჩინებულნი ქართულის ენითა, არამედ აქუსთ თჳსიცა ენა, განა წამხდარი ქართულივე, ვითარცა ღმერთი ღორი, ჩემი ჩქიმი, და აქუსთ წიგნი ქართულნივე და არა სხვა“. მაშასადამე, ვახუშტის გაგებით, მეგრული ენა წარმოადგენდა ქართული ენის დიალექტს, მსგავსადვე აფასებდა მეგრულ ენას არქანჯელო ლამბერტიც, ის წერს- როგორც იტალიური ენა წარმოადენს ხალხურ მეტყველებას დაფუძნებულს ძველ ლათინური ენაზე, ანუ , როგორც იტალიური ენა წარმოშობილია ლათინური ენიდან, ასევე მეგრელების სამეტყველო ენა ეფუძნება ძველ ქართულ ენას, მათი ძველი, ნამდვილი წმინდა ენა ქართული ენაა.
მიუხედავად ზღუდე-კედლის სიძლიერისა, მისი გადმოლახვა შეძლეს აბაზა-ადიღებმა და ვახუშტის დროს, ანუ მე-18 ს. დასაწყისში სამეგრელოს საზღვარი უფრო დაემცრო და იგი ანაკლიიდან გადმოტანილი იქნა ეგრისწყალზე. ეს ნიშნვს, რომ მეგრულენოვანი მოსახლეობა შეიზღუდა და ის ჩაანაცვლა გაბატონებულმა აბაზაენოვანმა ხალხმა.
ის წერს – „ხოლო აწ ეგრისის მდინარემდე უპყრავსთ აფხაზთა და მას ზეითი სამჴრის კერძო დადიანსა.
ადიღე-ჩერქეზებმა გადალახეს კედელი და შეესივნენ იმჟამად სამეგრელოში შემავალ მიწა-წყალს, ანუ მოქველი, დრანდელი და ბედიელი ეპისკოპოსების სამწყსოს.
ამ კედელმა ვერ შეაჩერა ადიღეთა თავდასხმები, ისინი ენგურამდე მივიდნენ და გაბატონდნენ დაპყრობილ მიწაზე, ანუ ენგურიდან ბიჭვინთის ჩრდილოეთამდე. ამ ქვეყანას, ანუ ჩრდილოეთ სამეგრელოს (ამჟამინდელი სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და გალის რაიონებს) აფხაზეთი ეწოდა.
ამდენად, ისტორიული სამეგრელოს დიდ ნაწილს მე-18 საუკუნეში აფხაზეთი ეწოდა,
ამჟამინდელი აფხაზეთის დიდი ნაწილი ისტორიულად სამეგრელოს ეკუთვნოდა.
ვახუშტის ცნობით, აბაზურ დაპყრობათა მიუხედავად, მის დროს სამეგრელოს საზღვარი ანაკოფიამდე აღწევდა. მალე ეს საზღავარი დაიდო მდ. ენგურზე.
შესაბამისად, სამეგრელოს ამ დაპყრობილ ნაწილს აფხაზეთი ეწოდა.
თუმცა სპენსერი თავის წიგნში მიწა-წყალს ენგურამდე უკვე უწოდებს არა სამეგრელოს ანდა აფხაზეთს, არამედ ჩერქეზეთს,
სპენსერი მისი დროის აფხაზეთს ჩერქეზეთს უწოდებს, რადგანაც მას ჩერქეზეთის ნაწილად მიიჩნევდა (არსებული რეალობის გამო ამ მიწა-წყლის დამპყრობლები ეთნიკური აბაზა-ადიღები ანუ ჩერქეზები იყვნენ).
პ. კოხისა და ო. სპენსერის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ. გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო ლონდა მამაცაშვილმა, „მეცნიერება«, თბილისი, 1981.
ამასთანავე, სპენსერი აღნიშნავს, რომ ეს ტერიტორია მის დროს ენგურამდე სრულიად გაველურებული იყო უპატრონობის გამო. ანუ სულ რამდენიმე ათეულ წელიწადში (ლევან დადიანის შემდეგ, უკვე მე-19 საუკუნის დასაწყისში) ეს მხარე უკვე თითქმის გაუკაცრიელებული იყო და ეკალ-ბარდით დაფარული, ანუ ლევან დადიანის აყვავებული სამთავრო, აღწერილი ლამბერტის მიერ, აბაზების გაბატონების შემდეგ სრულებით გაველურდა და ეკალ-ბარდით დაიფარა.
(Эдмонд Спенсер, ПУТЕШЕСТВИЯ В ЧЕРКЕСИЮ
, http://apsnyteka.org/file/Spenser_Puteshestviya_v_Cherkessiyu.pdf).
იგივე მოვლენა გამეორდა 1993 წლის შემდეგ და ასეა ვიდრე დღემდე.
მე-20 საუკუნეში, ქართველთა შრომითა და ოფლით, იქამდე ეკალ-ბარდიანი აფხაზეთის მიწები დაიფარა პლანტაციებით და ხეხილ-ვენახებით, მაგრამ 1993 წელს ქართველობა კვლავ გამოყარეს ამ ადგილებიდან და ამის შედეგად ნაოფლი პლანტაციები კვლავ გაველურდა და ეკალ-ბარდებით დაიფარა.
თუმცა ისევ ქართველები, ამჟამად აფხაზეთის ენგურის რაიონის ოლქში, კვლავ ახალ პლანტაციებს აშენებენ თავდადებული და პატიოსანი შრომით.
სულხან-საბა ორბელიანის ვიზიტი ევროპაში ადიღე-ჩერქეზების საკითხის გადასაჭრელად
მკვლევრები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ფაქტს იმისა, რომ სულხან-საბა ორბელიანის სათხოვარი საფრანგეთის კარზე შეეხებოდა უმეტესად ჩერქეზების ანუ ადიღების საკითხს.
საქმე ის იყო, რომ ამ მომენტში საფრანგეთს სურდა საკუთარი სავაჭრო-საერთაშორისო- ეკონომიკური გზის გაჭრა სპარსეთ-ინდოეთთან დასაკავშირებლად.
ინდოეთის გზა იმ დროისათავის თავისათვის უკვე აღმოაჩინეს ესპანეთმა და პორტუგალიამ და გამდიდრდნენ, ინგლისმაც მოძებნა საკუთარი გზა ინდოეთისაკენ, ეს იყო საზღვაო გზები.
საფრანგეთს სურდა სპარსეთ-ინდოეთთან სახმელეთო-სავაჭრო გზის გაჭრა, ოღონდ ოსმალეთისა და რუსეთის სახელმწიფოებზე არ უნდა გაევლო ამ გზას, მაშასადამე, გზას უნდა გაევლო ოსმალეთისა და რუსეთისაგან ჯერ კიდევ ნაკლები გავლენის მქონე ქვეყნებზე, იმჟამად ასეთი იყო შავი ზღვისპირეთის ჩრდილოეთი ნაწილის მიწა-წყალი, ზღვისპირა ჩერქეზეთისა და სამეგრელოს გავლით ქართლის სამეფომდე, რომელიც უკვე სპარსეთის ხელდებულ ქვეყნად მიიჩნეოდა.
სამეგრელო, ელჩების სიტყვით, გულმხურვალედ უჭერდა მხარს ამ პროექტს, საეჭვო იყო მხოლოდ ჩერქეზეთის მეომარი ქვეყანა, მისი დაწყნარების საშუალებებს ეძებდა საფრანგეთი და ამ საქმეშიც ქართული ელჩობა სთავაზოდა თავის სამსახურს.
კერძოდ, რეალურად მე-18 ს. დასაწყისში შავი ზღვისპირეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს აკონტროლებდნენ ჩერქეზული ტომები (იგულისხმება ამჟამინდელი კრასნოდარის მხარის მიწა-წყალი), სადაც იმჟამად ნაკლები გავლენა ჰქონდათ ოსმალეთსა და რუსეთს.
მაშინ ჩერქეზებმა შეძლეს თავიანთი გავლენის სფეროს გაფართოება, სამეგრელოს ჩრდილოეთ ნაწილის დაპყრობა, ვიდრე თითქმის ანაკოფიამდე.
ფოთის ნავსადგური უკვე ოსმალების ხელში იყო.
საფრანგეთს, შესაბამისად, აინტერესებდა შავი ზღვის ჩერქეზეთისა და სამეგრელოს სანაპიროები და ამ ქვეყნებზე გამავალი გზები.
იქამდე, საფრანგეთმა თავისი სპარსეთ-ინდოეთთან დამაკავშირებელი გზის გამოსაკვლევად საფრანგეთის საუკეთესო მეცნიერები და ავტორიტეტები შეაგზავნა სპარსეთში, ჟან შარდენი, ჟან რიშარი და სხვები.
სწორედ ამ უკანასკნელმა (ჟან რიშარმა), ძალზე მაღალი დონის დიპლომატმა და მთარგმნელმა, შეამზადა და განახორციელა სულხან-საბა ორბელიანის ვიზიტი ევროპის უმაღლეს პირებთან. პირადად სულხან-საბას იქ არ იცნობდნენ, მხოლოდ ჟან რიშარი აცნობდა მათ სულხან-საბას, ვითარცა საქართველოს უმაღლეს ავტორიტეტს.
სულხან-საბა მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ წარმოადგენდა საქართველოს ორივე სუვერენულ მხარეს, აღმოსავლეთ საქართველოში ქართლის სამეფოს, რომელზეც საფრანგეთ-სპარსეთის გზას უნდა გაევლო, ხოლო მეორე იყო სამეგრელო, სადაც ამ გზის ნაწილი გაივლიდა, ასევე, სულხანი, გარკვეულწილად, ჩერქეზეთსაც წარმოადგენდა, მისი აღზრდილის, ვახტანგ მე-6 -ის მეშვეობით, რომელსაც ჩერქეზთა მთავრის ასული მეუღლედ ჰყავდა და შეეძლო გარკვეული გავლენა მოეხდინა ჩერქეზთა პოლიტიკაზე.
საქართველო, როგორც აღინიშნა, ამ წრეებისათვის მნიშვნელოვანი იყო, ისევე, როგორც ჩერქეზეთი, ვინაიდან ამ ქვეყნებზე უნდა გაევლო საფრანგეთ-საპრსეთ-ინდოეთის დამაკავშირებელ გზის მნიშვნელოვან ნაწილს.
ცხადია, ამ გზის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩერქეზეთის გარდა იყო სამეგრელო, თავისი გეოგრაფიის გამო, ამიტომაც ჟან რიშარმა და სულხან-საბამ სამეგრელოდან საგანგებოდ ევროპაში, ვითარცა დელეგაციის წევრი, ჩაიყვანეს „დავით მეგრელი“, სამეგრელოს პატრიარქის (აფხაზეთის კათალიკოსის) წარმომადგენელი.
ამ გზის მნიშვნელოვანი ნაწილი გაივლიდა აღმოსავლეთ საქართველოს, აქ საფრანგეთის ინტერესებს დაიცავდა ქართლის მეფე ვახტანგ მე-6, ამიტომაც საჭირო იყო მისი გათავისუფლება სპარსელთაგან, უფრო მეტიც, როგორც ითქვა, ვახტანგ მე-6 შეეძლო დიდი გავლენა მოეხდინა ჩერქეზების მთავრებზე, რადგანაც ცოლად ამ მთვრების ოჯახის წევრი ჰყავდა.
სულხან-საბა საფრანგეთის მეფეს 1713-1714 წლებში ესტუმრა. მან სულხან-საბა ორბელიანი დიდი პატივით რამდენჯერმე მიიღო. ეს იყო დამსახურება გამოჩენილი დიპლომატისა – ჟან რიშარისა.
იქამდე ირანში მოღვაწე ფრანგი დიპლომატი ჟან რიშარი ძალზე აფასებდა სულხან-საბას და წერდა, რომ იგი მთელი საქართველოს მამად მიმაჩნიაო. ევროპაში ის იყო სულხანის თარჯიმანი და გზამკვლევი, დიდად დაფასებული მაღალ წრეებში.
სულხანის მოვალეობა იყო გაეცნო ხელმწიფისათვის რეალურად არსებული მდგომარეობა ჩერქეზეთსა და სამეგრელოში, თუ როგორ შეიძლებოდა ჩერქეზეთის ისეთი სახით დამშვიდება (მათ შორის ვახტანგ მე-6-ის გამოყენებით), რომ საფრანგეთ-სპარსეთ-ინდოეთის გზა უსაფრთხო ყოფილიყო. ამისათვის საჭირო იყო ორი რამ, 1. ჩერქეზების დამშვიდება-გაქრისტიანება მისიონერების მეშვეობით და 2. ვახტანგის ქართლში დაბრუნება ქრისტიანი მეფის სახით, რათა ის დახმარებოდა მისიონერებს ჩერქეზების გაქრისტიანების საქმეში.
ამჟამად არასწორად მიიჩნევა, რომ სულხან-საბას ვიზიტი, თითქოსდა, ქართველთა გაკათოლიკების აბსურდულ თხოვნას შეიცავდა .
რეალურად კი, გეგმა იყო საერთაშორისო ხასიათისა და იარსება საფრანგეთის უმაღლეს წრეებში, ვითარცა ერთ- ერთმა ვარიანტმა გეგმისა იქამდე, სანამ ლუდოვიკო მე-14 ცოცხალი იყო, ანუ 1715 წლის სექტემბრამდე, შემდეგ კი ის დავიწყებას მიეცა.
ამიტომაც, როდესაც სულხან-საბა 1716 წელს დაბრუნდა საქართველოში მისი ელჩობა ფუჭ და გაურკვეველ მოგზაურობად ჩაითვალა, მაგრამ ეს პროექტი რომ განეხორციელებინა საფრანგეთს და საფრანგეთ-ინდოეთის გზა გაეყვანა საქართველოს გავლით, სულხანის ელჩობა გამარჯვებად მიიჩნეოდა, დაწყნარდებოდა ჩერქეზეთი, ანუ შეწყდებოდა ადიღების შემოსევები სამეგრელოში, ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდებოდა.
რა სახისა იყო რეალური ვითარება სამეგრელოში?
იმჟამად, ანუ მე-18 ს-ის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ადიღე-აბაზებმა (ჩერქეზებად სახელდებულებმა) სამეგრელოს აყვავებული ქრისტესმადიდებელი სამთავროს დიდი ნაწილი დაიპყრეს და დიადი ბიჭვინთის შემდეგ მოქვის, დრანდისა და ბედიის საეპისკოპოსოები გაანადგურეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ქართველი მოაზროვნეების წინაშე დადგა ჩერქეზთა (ანუ ადიღე-აბაზათა) საკითხი.
ქართველებს ჩერქეზეთის საკითხი აინტერესებდათ იმდენად, რომ თუკი ჩერქეზები გაქრისტიანდებოდნენ, მაშინ ისინი შეწყვეტდნენ თავდასხმებს დასავლეთ საქართველოზე,
სულხან-საბას უცხოეთში გამგზავრების წლებში აღნიშნული ბიჭვინთის, მოქვის, დრანდისა და ბედიას კათედრების აოხრების შემდეგ, აბაზა-ჩერქეზებმა განაგრძეს დარჩენილი სამეგრელოს ნაწილისა და მთელი დასავლეთ საქართველოს აოხრება.
ამ პროცესის შეწყვეტის ძალა არ გააჩნდა ქართულ მხარეს და ამიტომ ეძებდა უცხოურ შეწევნას.
დასავლეთ საქართველოსათვის „აფხაზიანობა“ ისეთივე საშინელი მოვლენა იყო, როგორც აღმოსავლეთ საქართველოსათვის ლეკიანობა.
ლეკიანობა არა მარტო ერთეული ადამიანების მოტაცებით გამოიხატებოდა, არამედ აუქმებდა მთელ საეკლესიო კათედრებს, ქვეყანა ცარიელდებოდა, მაგალითად, ლეკიანობის გამო გატყდა იქამდე გაუტეხელი ალგეთის ხეობა და ხალხისაგან დაიცალა, ამიტომაც მანგლელი ეპპისკოპოსი იძულებული გახდა კათედრა დაეტოვებინა მარტო მე-17 საუკუნეში რამდენჯერმე,
ბოლოს მანგლელმა ეპისკოპოსმა იოანემ თავის მრევლთან ერთად თავი შეაფარა ხირსას.
აქ მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა – ეკლესიის წიაღში ჩამოყალიბდა დიდი გეგმა ჩრდილო- კავკასიის ტომების, ანუ ადიღე-ჩერქეზების, ოსების, ქისტებისა და ლეკების გაქრისტიანებისა არა სამხედრო ძალის, არამედ სამისიონერო მოღვაწეობით.
ეს გეგმა, ჩანს, შედგა დავითგარეჯის მეცნიერ-ბერთა წრეში დაახლოებით 1700-1710 წლებში.
გადაწყდა, რომ ქართველ ბერებს პირადი მონაწილეობა მიეღოთ ამ საქმეში, დავით გარეჯიდან ორი ასეთი გამოჩენილი მოღვაწე მისიონერის სახელი ჩვენთვის ცნობილია, ესენი იყვნენ იოანე მანგლელი, რომელიც პირადად გაემგზავრა ქისტეთში და დაღესტანში და ჩრდილოეთ კავკასიაში მრავალი წლის მანძილზე მისიონერობდა ( როგორც იქაურთა შორის, ასევე იქ გადასახლებულ ქართველთა, ოსთა და შემდგომ დაღესტნელთა შორის).
მან დააინტერესა ამ მხარეებში სამისიონერო საქმიანობით რუსეთის იმპერიის მმართველი წრეები, რამაც შემდგომ საფუძველი დაუდო „ოსეთის სასულიერო კომისიას“ და გარკვეული წარმატებები ჰქონდა,
მეორე, დავითგარეჯის სკოლის წევრი იყო სულხან-საბა. ჩანს, მას, როგორც ზემოთ აღინიშნა, დაევალა ადიღე-ჩერქეზთა შორის სამისიონერო საქმიანობის ფუძისდება.
მაშასადამე, ჩერქეზთა შორის სამისიონერო საქმიანობა დაევალა დავითგარეჯის ბერს სულხან-საბა ორბელიანს. ის საქმის შესასწავლად 1713 წელს გაემგზავრა სამეგრელოში, აფხაზეთის კათალიკოსის კარზე და იქ დაყო 40 დღე.
მან ამ 40 დღის მანძილზე გაისიგრძეგანა საქმის სირთულე, საერთოდ, ქართველი მისიონერები მიხვდნენ, რომ ასეთი უთულესი საქმის წარმატებით აღსასრულებლად საჭირო იყო დიდი ქრისტიანული იმპერიების რაიმე სახით დაინტერესება, მათი უშუალო თანამონაწილეობა ანდა მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ წმიდა იოანე მანგლელმა შეძლო რუსეთის იმპერიის მმართველობის უმაღლესი წევრების ამ საქმით დაინტერესება, ზოგი ცნობით, მას დაღესტანში თვით პეტრე დიდი ეხმარებოდა.
რაც შეეხება სულხან-საბა ორბელიანს, ამავე წლებში ის იღვწოდა, რათა სპარსეთიდან, ვითარცა ქრისტიანი მეფე, ქართლს დაბრუნებოდა ვახტანგ მე-6. ამიტომ სამეგრელოდანვე ის გაემგზავრა ევროპაში, რათა ევროპის მხარე ჩაერთო როგორც ვახტანგის დახსნის, ასევე ჩერქეზთა ანუ ჩრდილოკავკასიელთა გაქრისტიანების საქმეში. მან მოხერხებული საშუალებით სცადა საფრანგეთის დაინტერესება, რადგანაც, როგორც ითქვა, საფრანგეთი ეძებდა სახმელეთო გზის მარშრუტს, რომელსაც სავაჭრო-საერთაშორისო გზის სახით უნდა დაეკავშირებინა სპარსეთ-ინდოეთთან.
ჩანს, რუსეთის იმპერია იმ დროს ნაკლებად იყო დაინტერესებული ჩერქეზეთის გაქრისტიანებით, ანდა მას სხვა გეგმები ჰქონდა ადიღე-ჩერქეზების მიმართ.
საფრანგეთი კი იმ დროს დაინტერესებული იყო კავკასიით, თავის დიდმოხელეებს (შარდენი, რიშარი და სხვა) აგზავნიდა კიდეც კავკასიის გავლით სპარსეთ-ევროპის დამაკავშირებელი გზის საპოვნელად.
საფრანგეთს იმჟამად ესაჭიროებოდა საერთაშორისო- სავაჭრო გზა ევროპასა და აზიას შორის ოსმალეთის გვერდის აქცევით. ამ გზის მოძიება ევალებოდათ შარდენს, რიშარსა და სხვებს. ამ დაინტერესების თავის სასარგებლოდ გამოყენება სურდა სულხან-საბას ჟან რიშართან დამეგობრების შემდეგ.
მაშასადამე, ქართული ეკლიისის ორი სამისიონერო ფრთა ჩამოყალიბდა, ერთს დაევალა აღმოსავლეთ, მეორეს კი დასავლეთ ჩრდილოკავკასიის გაქრისტიანება.
ჩანს, საბოლოოდ, დავითგარეჯის მონასტერთა ბერებმა ეს დიდი სამისიონერო საქმე წამოიწყეს ვახტანგ მე-6-ის ფრთეთა ქვეშ, მისი ჩართულობითა და ზედამხედველობით.
სულხან-საბა საფრანგეთის კარზე ერთმანეთთან აკავშირებდა ვახტანგის სპარსთა ტყვეობიდან დახსნისა და ჩერქეზეთის გაქრისტიანების საქმეს,
სულხან-საბა ორბელიანის მოხსენება მეფე ლუდოვიკოს მიმართ ასეთი იყო –
„ვახტანგ მეფე ფიქრობს ყოველი დახმარება აღმოუჩინოს მისიონერებს, რათა მოაქციონ ჩერქეზეთი, რომელიც საქართველოს საზღვარზეა და საიდანაც თავისი მეუღლე მოიყვანა“ (სულხან-საბა ორბელიანი, მოგზაურობა ევროპაში“, ს.იორდანაშვილის რედაქციით, 1940).
საბამ საფრანგეთის მეფეს ამავე საკითხის შესახებ გადასცა აფხაზეთის კათალიკოსის თხოვნა _“მდაბალი სათხოვარი სამეგრელოს პატრიარქისა ეს არის მისიონერებთან ერთად ეცადოს აფხაზეთის მოქცევას, თან გამომატანა მონაზონი დავითი“ (იქვე).
თუ კიდევ ერთხელ ჩავუღრმავდებით სულხან-საბას განცხადებას საფრანგეთის მეფის წინაშე -„ვახტანგ მეფე ფიქრობს ყოველი დახმარება აღმოუჩინოს მისიონერებს, რათა მოაქციონ ჩერქეზეთი“, გასაგები გახდება, რომ საფრანგეთს თავისი გეგმის განსახორციელებლად აინტერესებს ჩერქეზეთის შესახებ მეტი ინფორმაცია.
რა გეგმაა ეს? როგორც ითქვა, საფრანგეთ-ინდოეთის საერთაშორისო-სავაჭრო გზას ოსმალეთზე არ უნდა გაევლო, შესაბამისად, ბუნებრივი გეოგრაფია მოითხოვდა შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროებიდან საქართველოზე გზის გაყვანას.
მაგრამ ამ დროს, 1578 წლიდან ოსმალეთის ხელში უკვე იყო ფოთის ნავსადგური,თუმცა თითქმის ვერ აკონტროლებდა სამეგრელოს ნავსადგურებსა და გზებს, აქედან კი გზა გადადიოდა აღმოსავლეთ საქართველოში, ანუ სპარსეთის გავლენის ქვეყანაში.
მაშასადამე, გზას უნდა გაევლო სამეგრელოზე. როგორც ითქვა, ამ გზის უსაფრთხოებისათვის ჩერქეზეთის დამშვიდება იყო საჭირო, რადგანაც სწორედ ამ ხანაში ადიღე-ჩერქეზმა მეომრებმა ხელში ჩაიგდეს ჩრდილოეთ სამეგრელო და დაიპყრეს მისი მიწა-წყალი ბზიფისწყლიდან ანაკოფიამდე და მალევე ეგრისწყლამდე.
ერთი სიტყვით, ჩერქეზეთი რეალურად აკონტროლებდა შავი ზღვისპირეთის იმ გზებსა და ნავსადგურებს, რომლის გამოყენება შეეძლო საფრანგეთს სპარსეთთან დასაკავშირებლად, ამიტომაც საფრანგეთისათვის ვახტანგ მე-6-ის საკითხი გაცილებით ნაკლები მნიშვნელობისა იყო, ვიდრე ჩერქეზეთის საკითხი, ამიტომაც საქართველოს ელჩი სულხან-საბა სწორედ ასევე მიმართავს ფრნაგულ მხარეს-
-„ვახტანგ მეფე ფიქრობს ყოველი დახმარება აღმოუჩინოს მისიონერებს, რათა მოაქციონ ჩერქეზეთი, რომელიც საქართველოს საზღვარზეა და საიდანაც თავისი მეუღლე მოიყვანა“.
ანუ ვახტანგი თუკი გათავისუფლდება, ის ჩერქეზეთის საკითხს მოაგვარებს საფრანგეთის სასარგებლოდ, მას აქვს გავლენა ჩერქეზების მთავარზე, რომლის ოჯახის წევრი მისი მეუღლეა.
ჩერქეზეთი თუკი გზას გახსნიდა, საფრანგეთის გეგმა აღსრულდებოდა, რეალურად გაიჭრებოდა საერთაშორისო-სავაჭრო გზა ოსმალეთის გვერდის აქცევით ევროპიდან სპარსეთამდე (აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გზის გაყვანა ასევე პეტრე 1 სურდა ევროპიდან რუსეთის გავლით სპარსეთამდე ოღონდ კასპიისპირეთის გამოყენებით).
საკითხის დასაინტერებლად სულხანმა და აფხაზეთის კათალიკოსის წარმომადგენელმა საფრანგეთის მეფეს აცნობეს, რომ ჩერქეზეთი ისევე დიდი ქვეყანაა, როგორიც იყო იმ დროის საფრანგეთი და ჩერქეზების რაოდენობა რამდენიმე მილიონი იყო იმ ჟამის ფრანგების ოდენობის თანაფარდი.-
ამიტომაც სულხანმა გააღრმავა თავისი სიტყვა ჩერქეზეთის შესახებ – „შეიძლება ჩერქეზების ერი მოაქციო, რაოდენიც საფრანგეთშია…ეს მიზანი ჭეშმარიტად ღირსია მეფის დიდებისა“ (იქვე).
აღსანიშნავია, მეორე მხარე, კერძოდ, იოანე მანგლელის ჩრდილოკავკასიაში მოღვაწეობა წარმატებული იყო, ამიტომაც მადლიერმა ერმა მას დიდი პატივი მიაგო, ის წმინდანია და დაკრძალულია სიონის წმიდა ტაძარში, ხოლო სულხან-საბას მცდელობა ჩერქეზების ანუ ადიღე-ჩერქეზ-აბაზების გასაქრისტიანებლად წარუმატებელი აღმოჩნდა, ამიტომაც ის უკმაყოფილოდ მიიღეს საქართველოში, საიდანაც რუსეთში გაემგზავრა 1724-25 წელს, იმავე, 1725 წ. სულხან-საბა დაიკრძალა ვითარცა მართლმადიდებელი მოსკოვის
მართლმადიდებელთა ვსეხსვიატსკოეს ტაძარში. ცხადია, რუსეთში კათოლიკეს არავინ დაკრძალავდა მართლმადიდებელთა ეკლესიაში.
აღსანიშნავია, რომ თუკი საფრანგეთი დაინტერესდებოდა და ჩერქეზთა გასაქრისტიანებლად მისიონერებს გააგზავნიდა, ამით ევროპელი მისიონერების რაოდენობა საქართველოში შემცირდებოდა. ევროპელი მისიონერები ვერ ახერხებდნენ მუსლიმების გაქრისტიანებას, საქართველოში ისინი უფრო უფუნქციო, უხერხულ სტუმრებს წარმოადგენდნენ, ამიტომ , როგორც ითქვა, თვით ქართული ეკლესიის შიგნით შემუშავდა გეგმა ჩრდილოკავკასიაში ქრისტიანული სარწმუნოების აღდგენისა.
ჩვენ ადრეც ვწერდით – „ჩამოყალიბდა გეგმა ჩრდილოკავკასიაში ქრისტიანული სარწმუნოების აღდგენისა. ყველა უბედურების წყაროდ მიჩნეული იქნა ჩრდილოკავკასიელთა გამაჰმადიანება. მაშასადამე, საჭირო იყო უბედურებათა ამ ბუდეში (ე.ი. ჩრდილოკავკასიაში შეღწევა) და სამისიონერო საშუალებებით მათი გაქრისტიანება, რაც თავისთავად მოუღებდა ბოლოს ოს-ლეკთა თუ ჩერქეზთა თარეშს თანამორწმუნეთა ქვეყანაში. XVIII ს-ის 30-იან წლებში ერთ-ერთი მოთავე ამ იდეისა და შემდეგ კი უნაკლო პრაქტიკული შემსრულებელ-მისიონერი იყო მანგლელი ეპისკოპოსი იოანე სააკაძე. საერთოდ, კავკასიაში ქრისტიანობის აღდგენის იდეა დავითგარეჯში ჩასახულა. გარეჯის უდაბნოში ჩამოყალიბებული ე.წ. `მთიულეთის მისიისა~ და მის მოღვაწეთა შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ. იქამდე კი უნდა განვაცხადოთ, რომ თითქმის იმავე დროს, რამდენიმე წლით ადრე, იგივე გარეჯის უდაბნოდან გამოსული მართლმადიდებელი ბერი სულხა-ნსაბა ორბელიანი სათავეში ჩაუდგა ელჩობას ევროპის სამეფოებში. კერძოდ, ქართული ელჩობის ერთ-ერთ უმთავრეს თხოვნას ევროპელ მონარქთა მიმართ წარმოადგენდა შემდეგი: `ჩრდილოკავკასიელი ტომების შემოსევების შეწყვეტა საქართველოზე, რისთვისაც ჩრდილოკავკასიელთა, კერძოდ კი, აფხაზთა და ჩერქეზთა გაქრისტიანება იყო საჭირო. ჩრდილო კავკასიელთა გაქრისტიანება საფუძველი გახდებოდა მათთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებისა და ჩრდილო კავკასიელთა შემოტევების შეწყვეტისა. სულხან-საბას მემორანდუმის პირველივე პუნქტი სწორედ კავკასიელ ტომთა შორის ქრისტიანობის გავრცელებას მოითხოვდა~ (იხ. ა. ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტ. III, 1999, გვ. 303).
ევროპაში გამგზავრებამდე დავითგარეჯის სენაკიდან გამოსული სულხან-საბა გადავიდა დასავლეთ საქართველოში და იქაურ კათალიკოსთან ერთად 40 დღის განმავლობაში იხილავდა გზებს ჩრდილოკავკასიელთა გაქრისტიანებისა. როგორც ჩანს, მათ ჩაუთვლიათ, რომ შექმნილ ვითარებაში მხოლოდ მსოფლიოს უმაღლესი სახელმწიფოები თუ შეძლებდნენ ჩრდილოკავკასიელთა გაქრისტიანებას. როგორც ცნობილია, ევროპა არ დაინტერესდა ამ საკითხით, ახლა მხოლოდ რუსეთის საიმპერატორო კარის დაინტერესება ჩაითვალა საჭიროდ. ეს მისია თავის თავზე აიღო წმიდა იოანე მანგლელმა.
მანგლისის კათედრა სწორედ ლეკთა თარეშის გამო რამდენადმე მოიშალა XVIII ს-ში და იოანე მანგლელის დროსაც. ამიტომაც იოანე მანგლელი იძულებული გამხდარა თავი შეეფარებინა ქიზიყში ხირსის მონასტრისათვის. საფიქრებელია, რომ იგი ქიზიყში თან გაჰყვა თავის მანგლისელ მრევლს, რომელიც იძულებული იყო თათართა (მაჰმადიანთა) თარეშის გამო მიეტოვებინა მამა-პაპათა სამკვიდრო და გადასახლებულიყო დაცულ ადგილას. ეს უნდა მომხდარიყო 1723 წლამდე და არა ოსმალობის დროს.
ეკლესიის მისიონერული მოღვაწეობა მე-18 ს-ის I ნახევარში კარგად აქვს აღწერილი მელიტონ კელენჯერიძეს თავის ნაშრომში `საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიის მოკლე ისტორია~. აი, რას გვამცნობს ნაშრომი: `მთიულეთის მისიას სათავეში გარეჯის უდაბნო ჩაუდგა. პიონერად ამ დიდ საქმეში გარეჯში აღზრდილი იოანე მანგლელი (სააკაძე) გამოვიდა, აუღო ალღო მთიულეთის სულიერ მდგომარეობას და საშველად მას მიაშურა. იგი აღიჭურვა სახარებით, ჯვრით და გაუდგა გზას. ჯერ კახეთი მოვლო ქადაგებით და მერე დაღესტანში. იოანემ წმ. ცხოვრებით და სასწაულებით მალე მიიპყრო ლეკების ყურადღება. არც მთავრობას დარჩა შეუმჩნეველი მისი მოციქულებრივი მოღვაწეობა. იმ დროს ვახტანგ VI-ს და პეტრე დიდს მიწერ-მოწერა ჰქონდათ ერთმანეთში კასპიის ზღვის საქმეებზე და ორივემ მალე იცნო იოანეს ღვაწლის ფასი და ნივთიერი შემწეობა აღმოუჩინეს. იოანემ ჯერ ხის სამლოცველო ააგო აქ `ნიჩბით ხელში~ და მერე იმავე ალაგზე ქვის ეკლესია ააშენა მიძინების სახელზე. შემდეგ ზღვის პირზე ააშენა ეკლესია წმ. ეკატერინეს სახელზე. 1724 წელს იოანემ დაღესტანში მოწაფეები დატოვა და თვითონ სამისიონეროდ ასტრახანში გადავიდა, სადაც ეკლესია ააგო იოანე ღვთისმეტყველის სახელზე. ეს ეკლესია 1774 წ. რუსის მთავრობამ მონასტრად გადააკეთა და შიგ არქიმანდრიტად დანიშნა ქართველი ბერი გერმანე, მოწაფე იოანესი. ასტრახანში იოანემ შეიტყო, რომ ყიზლარში ბლომად ესახლენ ქართველები და ეკლესია არ ჰქონდათ. ისიც გაიგო, რომ ოსეთში ქრისტიანობას საქმე უჭირდა და იოანემაც ყიზლარს მიაშურა. აქ ქართველების დახმარებით ეკლესია ააგო, ზედ სკოლაც გახსნა და შიგ მქადაგებლებს ამზადებდა. მისიის საქმე წარმატებით წავიდა. მისიონერებს რუსის მთავრობამ ჯამაგირიც დაუნიშნა“.
ლეკიანობის გამო იცლებოდა ქართლ-კახეთი და აფხაზიანობის გამო კი, დასავლეთ საქართველო.
ეს ცნობილი გახდა საფრანგეთის კარისათვს აფხაზეთის კათალიკოსის წარმომადგენელის „დავით მეგრელის“ მიერ. ის საბასთან და ჟან რიშართან ერთად გაემგზავრა ევროპაში.
სამწუხაროდ, ქართველმა მეცნიერებმა ვფიქრობ, სათანადოდ ვერ გაიგეს დავით ბერის გამგზავრების მიზანი, ისინი თვლიან, თითქოსდა, აფხაზეთის კათალიკოსს ევროპული ანუ კათოლიკური სარწმუნოების მიღება სურდა და ამიტომაც გააგზავნა იქ თავისი კაცი. სინამდვილე კი ძალზე ღრმა და ტრაგიკული იყო, რომლის მოგვარებაც საბოლოოდ ვერ მოხერხდა. ქართული ელჩობის მიზანი საფრანგეთის დაინტერესება იყო, მაგრამ, როგორც რამდენჯერმე აღინიშნა, ჩერქეზეთ-სამეგრელოს გავლით საერთაშორისო-სავაჭრო გზის გაჭრა შუძლებელი აღმოჩნდა, როგორც ითქვა, ამ გზას საფრანგეთი ოსმალეთის გვერდის ავლით უნდა დაეკავშირებინა სპარსეთთან და ინდოეთთან.
ადიღე-აბაზებმა შემოსევები კვლავ განაგრძეს, თუმცა ქართველობამ მოიკრიბა ძალა, იმერეთის მეფის დახმარებით ენგურთან გამართულ რუხის ომში (1779) დაამარცახა ჩრდილოკავკასიელთა გაერთიანებული ძალები, საბოლოოდ სასაზღვრო მდინარედ ენგური გადაიქცა.
რუხის ომს აღწერს სასიქადულო პოეტი ბესიკი,
ის თავის პოემაში „რუხის ომი“ წერს, რომ ადიღე-ჩერქეზებს, რომელთაც საქართველოში ამ ეპოქაში საერთო სახელს „აფხაზებს“ უწოდებდნენ (ისევე, როგორც ჩეჩენ-დაღესტნელებს – საერთო სახელს – ლეკს უწოდებდნენ), ქართველებთან საომრად სხვადასხვა ხერხით მოუწვევიათ და შემოუკრებიათ ყირიმელი თათრები, კერმუგელები (ყარაჩაის თათრები), ყივჩაღები (იგულისხმება რომელიღაც ჩერქეზული ტომი), და ჯიქელნი,
ბესიკი წერს –
„ყირიმელთ, ჯიქელთ, ალანელთ,
კერმუგელთ ამცნეს ცნობითა,
ყივჩაღთა შემოიწევდნენ,
ინდობდნენ სჯულის ძმობითა,
აფხაზნი შეეფიცოდნენ
ქრთამით და აგრევ ძღვნობითა,
და მეგრელთა სისხლი სწყუროდათ,
თუმცა შეესვათ გობითა”.
სწორედ ამ პროცესის, ანუ აბაზა-ადიღების მიერ ქართველთა ხოცვა-ჟლეტის აღკვეთა სურდა სულხან-საბა ორბელიანს, ამისათვის ჩავიდა ის ევროპაში, რათა ჩერქეზეთის აგრესიულობა დამცხრალიყო საფრანგეთის სახელმწიფოს დახმარებით.
ის პაპსა და ევროპულ საზოგადოებას წარუდგა ვითარცა წმ. ბასილის ორდენის წევრი, რას ნიშნავს ეს?
წმ. ბასილის ორდენის წევრები მე-4 საუკუნიდან იყვნენ ბიზანტიის მონასტრების ბერები, ამ ორდენს მე-4 საუკუნიდან იცნობდნენ ევროპაში
на западе Европы уже в IV в. существовал орден св. Василия.
საერთოდ, ბასილი დიდის ორდენთან, სამონასტრო ტიპიკონთან დაკავშირებით, მკვლევარი წერს, რომ მე-4 საუკუნეში “ბიზანტიურ აღმოსავლეთში პახუმი დიდის ტიპიკონის ადგილი დაიჭირა ბასილი დიდის ტიპიკონმა, თავდაპირველად კაპადოკიასა და პონტოში (შესაბამისად, საქართველოში). ეს ტიპიკონი ცნობილია ორი რედაქციით, „ბასილი დიდის ორივე წესი (დიდი და მცირე ასკეტიკონი)“. ყველა შემდგომი, საბა განწმენდილის,თეოდორე სტუდიელის და ათონის ანუ „მთაწმიდის“ არსებითად წარმოადგენენ გამეორებას პახუმისა და ბასილი დიდის ტიპიკონებისა“.
На Востоке место Пахомиева устава и других, находившихся в местном употреблении (например, уставов Пафнутия, Серапиона и др.), было занято уставом Василия Великого, который ввёл сначала в Каппадокии и Понте Пахомиев устав, но потом заменил его своим, сохранившим многие черты Пахомиева. Устав этот в двух редакциях (δροι κατά Πλάτος — пространные правила и δ. κ. επτομήν — правила в сокращении), вместе с «подвижническими заповедями» (ασκητικαί διατάξεις; см. Migne, «Patr. curs. compl.», s. gr., XXXI; есть русский перевод, изданный Московской духовной академией), подробнее развивает начала киновии, смягчая суровость Пахомиева устава. Все последующие восточные уставы (из них наиболее знаменитые — Саввы Освящённого, Феодора Студита и афонский, или «Святыя Горы», ведущий своё начало от преподобного Афанасия) в существенном повторяли уставы Пахомия и Василия.
https://azbyka.ru/otechnik/Vasilij_Velikij/svjatitel-vasilij-velikij/7
დასავლეთ ევროპაში ბასილი დიდის ტიპიკონის ბერების, ანუ ბასილის ორდენის მონასტრების, მეტი რაოდენობა გაჩნდა მე-8 საუკუნის შემდეგ, ისინი იქ დააარსეს ბერძენმა ბერებმა, რომელნიც ხატმებრძოლეობის გამო გარბოდნენ ბიზანტიიდან და თავს იტალიას აფარებდნენ.
Первые монастыри византийского обряда появились в Южной Италии в VIII–IX веках. Они были основаны греками, бежавшими из Византии в период иконоборчества. В 1004 году монах Нил Россанский основал монастырь Гроттаферрата в 18 километрах от Рима. После Великого раскола этот и ряд других монастырей Южной Италии продолжал практиковать византийскую литургию и жить по уставу св. Василия Великого,
მაშასადამე, ისტორიულად, ბასილი დიდის ტიპიკონისა იყო ბიზანტიისა და საქართველოს ყველა მონასტერი, ასეთი წესდება ევროპაშიც განვრცობილა, სამხრეთ იტალიაში ტრადიციული ბერძნულ-ბიზანტიური ლიტურგიითა და წესებით, საქართველოში კი ქართულენოვანი წირვა-ლოცვით, ანუ სულხან-საბა ისევე, როგორც ბიზანტიურ და ქართულ მონასტერთა ბერები, მიმდევრები იყვნენ ბასილი დიდის ტიპიკონისა.
თუ ეს აზრი სწორია, ჩანს, სულხანი თავისი ბუნებითი ბერული იერ-სახითა და სახელით წარსდგა ევროპელ დიდებულებთან. ანუ ის ტრადიციული ქართული საბერო სამოსით და იერ-სახით მოღვაწეობდა ევროპაში, ამას კი ამართლებდა სიტყვებით, რომ ის ბასილი დიდის ორდენის ანუ ტიპიკონის ბერი იყო.
იმჟამად მისთვის მთავარი იყო არა მისი პირადი სინდისის საქმე, არამედ დასავლეთ საქართველოში ქრისტიანობის გადარჩენა, რომელსაც სრული განადგურება ელოდა ჩერქეზული შემოსევებით, ამის აღკვეცა კი შეეძლო საფრანგეთს, თუ ის ჩერქეზეთ-საქართველოს გავლით საერთაშორისო გზას გაიყვანდა საფრანგეთიდან სპარსეთ-ინდოეთამდე.
ევროპულ ბასილის ორდენთან სულხან-საბას არავითარი კავშირი არ ჰქონია.
მკვლევართა მითითებით, როგორც ითქვა, წმიდა ბასილის ორდენის წევრებად მიიჩნეოდა ყველა ბიზანტიური მონასტრის ბერები, წმ. ბასილი საერთოდ მიიჩნეოდა იმ ტიპიკონის ფუძემდებლად, რომლითაც მოქმედებდა ბიზანტიური მონასტრების ბერების საძმო.
ევროპაში მათ გამოარჩევდნენ იმით, რომ კათოლიკე ბერებისაგან განსხვავებით მათ ჰქონდათ გრძელი თმები და წვერები, სწორედ ისევე, როგორც ჩვეულებრივ ბიაზნტიელ ბერებს, და ბიზანტიური საბერო შესამოსელი.
სულხან-საბამ თავისი ჩვეულებრივი ბერული იერსახე და ტანისამოსიც არ შეცვალა ევროპაში, რასაც განმარტავდა, რომ ის იყო წმ. ბასილის ორდერის წევრი,
ასეთი კვლევა საჭიროა, რადგანაც, ამჟამადაც სადავოა და გადაუჭრელია საკითხი იმისა, თუ რატომ უწოდებდნენ ევროპაში სულხან-საბას წმ. ბასილი დიდის ორდენის ბერს.
ფიქრობენ, რომ ეს დაკავშირებულია მის მიერ კათოლიკობის აღიარებასთან, საფიქრებელია, რომ პირიქით იყო. სულხან-საბას კათოლიკეებისაგან განასხვავებდა გრძელი თმები და წვერი და ქართული ანუ ბიზანტიური საბერო სამოსი. ანუ ის, გარეგნულადაც კი, კათოლიკე ბერების იერსახს არ ატარებდა, თანაც ხაზგასმით. ჩანს, ის ევროპაში იმავე სამოსით ჩავიდა, რაც ეცვა საქართველოში. ასეთი უფლება ევროპაში ჰქონდათ წმ. ბასილი დიდის ტიპიკონის ბერებს.
სულ სხვა საკითხია ის, რომ შემდეგში, უფრო მე-19 საუკუნეში, ევროპაში სახე იცვალა ამ ბასილის ორდენმა და დაიწყო თანამშრომლობა რომის ეკლესიასთან.
ჩერქეზები – ქართველთა მონათესავენი
გენეტიკური ჰაპლოჯგუფით
ამჟამინდელი ადიღე-ჩერქეზები გენეტიკური მონათესავენი არიან ქართველებისა, მათი ჰაპლოჯგუფი თითქმის იგივეა, რაც ქართველებისა, მაგრამ მენტალურად სრული სხვაობაა. ამის მიზეზია ის, რომ ჩრდილოკავკასიის ქართველური მოსახლეობა დაიპყრო იქ ურალ-ენისეის ოლქიდან ჩამოყვანილმა ულუსის მეომრებმა და მათ მოახდინეს ადგილობრივი ტომების ასიმილირება მენტალურად , ენითა და კულტურით, მაგრამ ადგილობრივების შედარებით მრავალრიცხოვნების გამო – ხალხის გენეტიკა კვლავ ქართული დარჩა, იგულისხმება Гаплогруппа G, субклад G2
Гаплогруппа G, субклад G2 широко распространен на Кавказе в некоторых популяциях до 70 % и выше, в особенности у дидойцев, лезгин, грузин (включая сванов и грузинского учёного генетика Насидзе хорошо представлена у осетин дигорцев, осетин ардонцев (алагирцы), рутульцев, лезгин Дагестана, ингушей, грузин, абазин, кабардинцев, азербайджанцев, в минимальной степени также есть у чеченцев и даргинцев
ძველი ჩრდილოკავკასიელები, არა მხოლოდ თეიმურაზ ბაგრატიონისა და სხვათა ცნობებით, თვით ევლია ჩელების მოწმობითაც, ქართულენოვან სამყაროსთან ახლოს იდგა.
ჩერქეზი ხალხი იყო მეომარი და მებრძოლი, ქრისტიანული სამეგრელოს მიმართ მტრულად განწყობილი, მენტალურად უცხო, ხოლო გენეტიკურად მონათესავე ქართველი ხალხის, ამას აღნიშნავს ევლია ჩელები, რომლის ნაშრომიდანაც ნაწყვეტები ქვემოთაა განხილული.
ევლია ჩელები, მე-17 ს. თურქი მოგზაური, თავის წიგნში აღნიშნავს, რომ ჩერქეზეთის მნიშვნელოვან ნაწილში (ყაბარდოში) უმთავრეს სამხედრო ძალას წარმოადგენდა – „12 ათასი აზნაური“, ასევე ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად გავრცელებული ენა იყო ქართული ენა.
ჩერქეზეთში ევლია ჩელები მოიხსენიებს „12 000 აზნაურს“, აზნაური კი ქართული „ფეოდალური“ ტიტულია.
ისმის კითხვა, რას ნიშნავს ეს? ნუთუ მართლა მართავდა ჩერქეზეთის ერთ ნაწილს 12 000 ქართულენოვანი „აზნაური“, როგორც ჩელები უწოდებს მათ?
ეს ნიშნავს, რომ ჩელებისათვის წარსულში ჩერქეზეთი წარმოადგენდა ქართული სოციალური ანუ სახელმწიფოებრივი სივრცის ნაწილს და ამ სივრციდან გასვლის შემდეგაც იქაურ დიდკაცობას შეუნარჩუნდა ძველი ტიტული –„აზნაური“.
ეს დასტურდება, იმ ფაქტითაც, რომ მათი ძირითადი ენა იყო ქართული, ანუ ევლიას დროს ისინი ახალი გასულები იყვნენ ქართული სოციალურ–კულტურული სივრციდან და ჯერ კიდევ ჰქონდათ შენარჩუნებული ძველი ტიტულები, ასევე ცოდნა ქართული ენისა.
ევლია ჩელები წერს- „…Все дороги ведут к горе Эльбрус. Эта местность является пограничной областью Таустана. ..…Эта страна и представляет собой изначальное Дагестанское падишахство, которое называют Таусултан. ..Языки их — грузинский и черкесский. Их армия состоит из двенадцати тысяч азнауров, вооруженных двумя тысячами ружей. И все они мусульмане [98] шафиитского толка. Но вместе с тем они считаются черкесским племенем. Во все времена они поддерживали связь с грузинским народом, и потому особенности их говоров свидетельствуют о связях с языками грузинским, персидским и кумыкским…Эта река начинается с не покрытых снегом вершин Грузинских гор и впадает в реку Терек… Описание древних городов и великого города земли Дагестанской, то есть описание древнего города Ирак–и Дадиан… население Ирак–и Дадиан составляли люди грузинского происхождения. Это были люди сильные и храбрые, они не покорились Тимур–хану. Поэтому Тимур–хан осадил Ирак–и Дадиан. Обратив за семь дней и ночей этот город с его семью крепостями в руины, он убил бахистанского султана, который был там падишахом“ ЭВЛИЯ ЧЕЛЕБИ, КНИГА ПУТЕШЕСТВИЙ, СЕЙАХАТНАМЕ, ЗЕМЛИ СЕВЕРНОГО КАВКАЗА, ПОВОЛЖЬЯ И ПОДОНЬЯ, III, [ПУТЬ ЧЕРЕЗ ЗЕМЛИ БОЛЬШОЙ И МАЛОЙ КАБАРДЫ], ПОДРОБНОЕ ОПИСАНИЕ ОБШИРНОЙ СТРАНЫ ДРЕВНЕГО НАРОДА КАБАРТАЙ 1).
ანუ ევლია ჩელები წერს –
„იალბუზი არის სასაზღვრო ზონა დაღესტნის საფადიშახოსი, რომელსაც ეწოდება „ტაუსულტანი“ (ტაუსტანი), მათი ენებია ქართული და ჩერქეზული, მისი არმია შედგება 12 000 (თორმეტი ათასი) „აზნაურისაგან“, ისინი ყველანი მუსულმანებია, ყველა ერთად ჩერქეზების ტომის წევრებად ითვლებიან. ყველა დროში, მუდამ, მათ კავშირი ჰქონდათ ქართველ ხალხთან, და ამიტომ მათი ლაპარაკის თავისებურება მოწმობს ქართულ ენასთან მათ კავშირს, ასევე სპარსულთან და კუმიკურთან. აქაური მდინარე გამოედინება საქართველოს თოვლიანი მთებიდან და უერთდება თერგს. ძველი ქალაქებისა და დაღესტნის ძველი ქალაქის ირაკ-ი-დადიანის აღწერილობა ასეთია: ირაკ-ი-დადიანის მოსახლეობას წარმოადგენდა ქართული წარმოშობის ადამიანები, ისინი იყვნენ უშიშარნი და ძლიერები, არ დაემორჩილნენ თემურ-ხანს. ამიტომ თემურ-ხანმა ალყა შემოარტყა ირაკ-ი-დადიანს, და ეს ქალაქი 7 დღის მანძილზე თავისი 7 ციხესიმაგრით, ნანგრვებად გადააქცია. მოკლა იქაური ბახისტანის სულთანი, რომელიც იქ ფადიშახი იყო“(ЭВЛИЯ ЧЕЛЕБИ, КНИГА ПУТЕШЕСТВИЙ, СЕЙАХАТНАМЕ, ЗЕМЛИ СЕВЕРНОГО КАВКАЗА, ПОВОЛЖЬЯ И ПОДОНЬЯ, III, [ПУТЬ ЧЕРЕЗ ЗЕМЛИ БОЛЬШОЙ И МАЛОЙ КАБАРДЫ], ПОДРОБНОЕ ОПИСАНИЕ ОБШИРНОЙ СТРАНЫ ДРЕВНЕГО НАРОДА КАБАРТАЙ 1).
ევლიას მიერ ქართული სოციალური ტერმინის, „აზნაურის“ გამოყენება, მიუთითებს, რომ ამ საჯარისო ნაწილის ოფიცრებს ნამდვილად ერქვათ სახელი „აზნაური“. მათ მიერ ქართული ენის ფლობა (ქართულ ენას ამ ქვეყნის ენათა ჩამონათვალში ევლია პირველ ადგილზე აყენებს) მიუთითებს, რომ ჩვენი ზემოთ მოყვანილი მოსაზრება სიმართლეა, კერძოდ, რომ თემურ-ლენგის შემოსევამდე ჩრდილოეთ კავკასიის უპირველესი და ყველაზე მეტად განვრცობილი ენა იყო ქართული ენა და მოსახლეობასაც გააჩნდა ქართული თვითშემეცნება.
ამის მიზეზია ის, რომ ჩრდილოკავკასია, თემურ-ლენგის ლაშქრობებისა და ოქროს ურდოს ბეგლარბეგის ადიგეის ხან შადიბეკთან აქ ბრძოლებამდე, ქართულ სახლმწიფოებრივ გავლენის სფეროში შედიოდა და გენეტიკურად ქართველთა მახლობელი ხალხით იყო დასახლებული.
ჩრდილოკავკასიაში ოქროს ურდოს კანონიერ ხან შადიბეკთან ბრძოლების დროს, თავის დამხმარე ძალად ედიგეიმ ჩამოიყვანა საკუთარი მანგიტების ულუსი შუა-აზია-ენისეის მხარედან, ეს იყო მრავალრიცხოვანი მომთაბარე-მეომარი ხალხი, რომელთაც დაამარცხეს ისედაც დასუსტებული ჩრდილოკავკასიური ადგილობრივი ტომები, რადგანაც ისინი მხარს ტრადიციულად ადიგეის მტრებს უჭერდნენ, უფრო ადრე თოხთამშს, შემდეგ კი ხან შადიბეკს,
ედიგეის მიერ შემოყვანილი ულუსის მეომრები დაუნდობელი მებრძოლები იყვნენ, ედიგეის მიერ შემოყვანილმა მებრძოლთა ჯგუფებმა, (ედიგეველებმა ანუ ადიღეველებმა) იმის შემდეგ, რაც დაამარცხეს ჩრდილოკავკასიის ადგილობრივ ტომები, მოახდინეს მათი ასიმილაცია, ხოლო მას შემდეგ, რაც ამ ტომების მიწა-წყალზე დასახლდნენ, მათ, ანუ დამპყრობლებს, თვითონვე ეწოდათ სატომო სახელები დაპყობილი ტომის მიწა-წყლის სახელის მიხედვით, მაგალითად, იმის შემდეგ, რაც მათ დაამარცხეს ძველი აბაზების ტომი და დასახლდნენ აბაზების მიწა-წყალზე, მათ ამ ტერიტორიის სახელის მიხედვით, თვითონვე ეწოდათ აბაზები, ასევე, ძველი ჩერქეზები ისედაც თითქმის ამოწყვეტილი იყო თემურ-ლენგის მიერ, მათ მიწა-წყალზე, ანუ ჩერქეზეთში დასახლების შემდეგ, მოსულ ადიღებს ეწოდათ ჩერქეზები და ა.შ.
ნოღაელთა ეთნოსი თავის წარმოშობასა და ციმბირ-ურალ-ცრდილოყაზახეთიდან კავასიისაკენ სვლას უკავშირებს ედიგეის სახელს. ნოღაელებს ოსმალო და ევროპელი ავტორები მე-18 საუკუნემდე უწოდებდნენ მანგიტებს, იმ ურდოს სახელს, რომლის მეთაური იყო ედიგეი. თვითონ ყივჩაღებიც კი ოქროს ურდოში, ნოღაის იურტაში მოქცევის შემდეგ, ექვემდებარებოდნენ ნოღაის ურდოს მმათველ კლანს, რომელიც მანგიტების ტომის წევრებისაგან შედგებოდა. ეს იყო ეთნოკრატიის სახე. ნოღაის ურდოს ცალკეული ჯგუფები კავკსიისაკენ მოიწევდნენ რამდენიმე საუკუნსის მანძილზე , თვადაპირველად, დაიჭირეს კასპიისზღვის ჩრდილოეთ სანაპირო, შემდგეომ თანდათანობით შემოვიდნენ კავკსასიაში, მათ ტავდაპირველ სამომტაბარეო არეალს, როგორც ითქვა უფრო აღმოსავლეტით მდებაერე დასავლეთ ციმბირი წარმოადგენდა, საბოლოოდ კი კავკასიაში შემოვიდნენ. მათი თავდაპირველი ჯგუფი, კავაკსიაში უფრო ადრე შემოსულა ენისეის აუზის ვრცელი ოლქიდან და აქ მათ შემოიტანეს ენათა ჯგუფი, რომელსაც სინო-ტიბეტური ეწოდება, ეს ტვადაპირველი სინურ (სინო-ტიბეტურ) ენის მატარებელი ჯგუფი, ან თავდაპირველი ენისეის მანგიტებად სახელდებული ურდო ჩრდილოკავკასიაში შემოიყვანა ედიგეიმ , მებრძოლი მეომრების სახით, იმ პერიოდში, როცა ის კავკასიაში ებრძოდა ოქროს ურდოს კანონიერ ხანს შადიბეკს.
ჩრდილოეთ კავკასიაში დიდი გავლენის მქონე საქართველოს სახელმწიფო ამ დროს მხარს უწერდა შადიბეკს , უფრო ადრე კი ასევე ედიგეისთან მებრძოლ თოხთამიშს. ტემურლენგის შმდეგ ჩრდილოკავკასის მკვიდრი მოსახლეობა მართალია, ძალზე დასუსტებული იყო თემურ ლენგის ლაშქრობის შემდეგ, მაგარამ ემხრობოდა შადიბეკს, შსაბამისად ებრძოდა ედიგეის. შადიბეკს განსაკუთრებით უჭერდა მხარს დერბენდის ემირი, შეიხი იბრჰიმი, ოქროს ურდოდან ედიგეის მიერ დევნილმა ხანმა შადიბეკმა თავის შეაფარა მას, ცავიდა დერბენდში, აქედან საქართველოს გავლენის სფეროში შემავალ შირვანში, ამ ქალაქებში შადიბეკი , ვითარცა ოქროს ურდოს კანონიერი მმრაველი ტავის მონეტებსა კი ჭრიდა, რომელიც ვრცელდებოდა ოქროს ურდოში. ედიგეიმ ელჩობაც კი გაუგზავნა დერბენდის ემის, რატა მისთვის გადაეცათ ედიგეი, რაზედაც უარი მიიღო, ამის საპასუხოდ, ედიგეიმ თავისი მანგიტების ულუსი, ანუ შეიძლება იტქვას, ნოღაის ურდოს თავადაპირველი ნაკადი შემოიყვანა ჩრდილოეთ კავაკსიაში, სასტიაკად დაამარცხა ადგილობრივი ტომები, თავადპირველი ნაკად შემოსული მოლაშქრეებისა იმარტებოდა ენისეის ენოვანი მმარველი კლანების მიერ. ადგილობრივ დამარცხებულ ტომებს ისინი ჩაუდგნენ სატავეში , უფრო სწორად, მოხდა დამორცლება-დამონება ადგილობრივი კავკასიური მოსახლეობის ენისეიენოვანი მმართველი კლანების მეტაურობით, გაგრძელა დამახასიატებელი ეთნოკრატიის სისტეიმით ასიმილირება ადგილობრივი ჯგუფებისა, საბოლოოდ, მათი შერწყმით, ჩამოყალიბდა ახლი ეთნიკური ჯგუფები მე-15 ს. დასაწყისიდან, ვიდრე მე-18 საუკუნემდე, ენატა შერწყმის შდეგად ჩამოყალიბდა ე. წ, სინო-კავკასიური ენატა ჯგუფი, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ ჩრდილოკავკასიაში,.
კიდევ ერთხელ, რომ ვთქვათ, მანგიტების დიდი ულუსის მეთაური იყო – ედიგეი (იგივე ადიღე), ის თავდაპირველად , ვიტარცა მანგიტების ულუსისი მეთაური იბრძოდა თემურლენგის გვერდით (1375 წელს). 1391 წელსაც თემურ ლენგის გვერდით იყო ოქროს უდოში ლაშქრობისას. 1395 წლის შემდეგ ედიგე-ადიღემ თავის ხელში აიღო ოქროს ურდოს მართვის სადავეები. ტახტიდან ჩამოაგდო კანონიერი ხანი შადიბეკი, რომელიც მე-15 ს. დასწყისში კავკასიაში გამოიქცა და აქ მოიპოვა დიდი მხარდაჭერა. მის დასამარცხებლად, ედიგეიმ ჩრდილო კავკასიაში უპირატესად, ენისეისპირეთიდან შემოიყვანა საკუთარი ულუსი მანგიტებისა, იმჟამად მისი მმართევლი კლანი ენიესის აუზში ფართოდ გავრცელებული სინო-ტიბეტურ ენას ატარებდა. მათ მოხადინეს ადგილობრივი კავკაისური ტომების ასიმილირება, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ე.წ. სინო-კავკასიურ ენათა მატარებელი ეთნიკური ჯგუფები, რომელნის თანდათან ხალხებად ჩამოყალიბდნენ.
ოქროს ურდოს ბეგლარბეგ ედიგეის მიერ (იგივე ადიღეს მიერ) თავისი საკუთარი ულუსის ჩრდილოეთ კავკასიაში ჩასახლების შემდეგ მის ხალხს (ამ ჩამოსახლებულებს) მეთაურის სახელის მიხედვით „ადიღეველები“ ეწოდა, აღნიშნული ადიღეველები ადგილობრივებზე გაბატონდნენ, ადგილობრივები კი ძველი ქართული გენეტიკის (ჰაპლოჯგუფი G2, G1, ჰაპლოჯგუფი J2 და სხვა) მოსახლეობა იყო, მარათლია, უმრავლესობა, მაგრამ ისინი დამარცხდნენ შედარებით მცირერიცხოვანი, მაგრამ ორგანიზებული მტრის მიერ, რომელიც გამარჯვების შემდეგ ზედაფენად გადაიქცა, ასიმილაციის პროცესისი შედეგად ჩამოყალიბდა ხალხთა მრავალი ტომი, რომლთაც საბოლოოდ, ადიღე-ჩერქეზები ეწოდა.

Сино-кавказская макросемья
https://dzen.ru/a/ZSQV6rn5O0zW72xX რუკაზე ყვითლით აღნიშნულია ენისეის მანგიტების იურტის საცხოვრისი, საიდანაც ისინი ჩრდილოკავკასიაში ჩამოასახლა ოქროს ურდოს ბეგლარბეგმა ედიგეიმ მე-14 ს. ბოლოსა და მე-15 ს. დასაწყისში და მან ისინი აქ, ჩრდილოეთ კავკასიაში, გააბატონა ადიღეველების სახელით. ამიტომაც ჩრდილოკავკასიური ენები ახლოსაა ენისეის ენათა ჯგუფთან ს. სტაროსტინის კვლევით.
თემურ-ლენგის შემდეგ მალევე ოქროს ურდოს მხედართმთავრ ედიგეის დროს ჩრდილო- კავკასიაში ადიღეური ტომების გაბატონებისა და ისლამის გავრცელების შემდეგ ვითარება კარდინალურად შეიცვალა, კერძოდ კი, ჩრდილოკავკასიის ადგილობრივმა ქართულენოვანმა დიდებულებმა და ხალხმა მიიღო ისლამი და ასიმილირდა ადიღეველებში, თუმცა კი ერთ ხანს მათ კიდევ სცოდნიათ ქართული ენა და, ევლია ჩელების ცნობით, იყენებდნენ კიდეც მას. ამასთანავე, შეუნარჩუნებიათ ტრადიციული სოციალური წყობა, ანუ „აზნაურობა“ ძველებურადვე შეადგენდა ამ ქვეყნის სამხედრო წყობის საფუძველს.რის შსახებაც წერს ევლია ჩელებ, რომლის ცნობებიც მოცემულია წიგნში „საქ. ეკლ. იურისდიქცია ჩრდ. კავკასიაში“
ევლია ჩელების სხვა ცნობებიც სრულ საფუძველს იძლევა ვიფიქროთ, რომ ქართული ენა არა მხოლოდ ჩერქეზეთის ნაწილში, არამედ ჩრდილოკავკასიის ქალაქებსა და დაღესტანშიც იყო გავრცელებული.
ამას მიუთითებს ევლია ჩელების ცნობა ჩრდილოკავკასიის ყველაზე დიდ ქალაქ დედიაკოვსა (ირაკ-ი-დადიანსა), ასევე, მის ოლქსა და დაღესტანში ქართული ენის გავრცელების შესახებ. ამ უკანასკნელს ადასტურებს სხვა არაბულენოვანი წყაროებიც, ესენია, ირხანის ისტორია და დერბენდ ნამე.
ევლია ჩელების ცნობით, ჩრდილოკავკასიის უდიდესი ქალაქი დედიაკოვი (ტეტიაკოვი), დასახლებული იყო „ქართული წარმომავლობის ხალხით“, რომელნიც ქალაქის აღებისას დახოცა თემურ-ლენგმა. ამ ქალაქის ქართული წარმომავლობის მოსახლეობა გმირულად 7 დღის მანძილზე იცავდა ქალაქს.
ის ამის შესახებ წერს და კიდევ ერთხელ გავიმეორეთ მის ნათქვამს –
„в очень древние времена столицей падишахов Дагестана был именно указанный город. ..Ирак-и Дадиан. ..он стал столицей Хулагу-хана, …В конце концов он сделался столицей дагестанских падишахов. .. во время похода, совершенного Тимур-ханом …население Ирак–и Дадиан составляли люди грузинского происхождения. Это были люди сильные и храбрые, они не покорились Тимур-хану. Поэтому Тимур-хан осадил Ирак-и Дадиан. Обратив за семь дней и ночей этот город с его семью крепостями в руины, он убил бахистанского султана, который был там падишахом. /778/ В настоящее время город находится под властью таустанского султана. .. ..в городе было двести тысяч владельцев домов неописуемой красоты. Там сохранились ..христианские монастыри и лавки, где торговали сдой и тканями…Но Ирак-и Дадиан лежит в развалинах,
http://www.vostlit.info/Texts/rus10/Celebi5/text3.phtml?id=7005
ამჟამად არასწორად აღინიშნება, რომ ჩრდილოკავკასიის უდიდესი ქალაქი ირაკ-ი-დადიანი ანუ დედიაკოვო, თითქოსდა, იყო „ალანური ქალაქი“, მაშინ როცა ევლია ქალაქს „ქართული წარმოშობის ხალხით დასახლებულად“ მიიჩნევდა, რომელთაც ამ ქალაქში ჰქონდათ 200 000 ქვის სახლი და შესანიშნავი ქრისტიანული მონასტრები და სავაჭრო ნაგებობები.
ამჟამად ვიკიპედიაში არასწორად იწერება, თითქოსდა, დედიაკოვო ანუ ირაკ-ი-დადიანი დასახლებული იყო ბერძნებით და ქაშაგებით, მაშინ როცა ევლიას პირდაპირი ცნობით, ეს ქალაქი „ქართული წარმოშობის ხალხით“ იყო დასახლებული. население Ирак–и Дадиан составляли люди грузинского происхождения. შესაბამისად, არასწორია ვიკიპედიის უმართებულო ცნობა, თითქოსდა, ის ალანური ქალაქი იყო, რადგანაც ევლია ჩელების მიხედვით, ქართველებით იყო დასახლებული.
https://meufeanania.info/evlia/
აფსუური ფსევდო საეკლესიო ცენტრები
დ. დბარმა იცის, რომ მისი მცდელობა აფსუურ საეკლესიო ცენტრებად წარმოადგინოს ბიჭვინთის, დრანდის, მოქვისა და ბედიის საეპისკოპოსოები არაა დამაჯერებელი, ამიტომაც მთელი თავისი ენერგია შეალია მტკიცებას იმისა, რომ აფხაზეთის საკათალიკოსოს ჩამოყალიბებამდე, თითქოსდა, აფხაზეთში ყვაოდა ქრისტიანობა და იქ, თითქოსდა, მე-6, მე-7 საუკუნეებში არსებობდა ბერძნულ-აფსუური (ბერძნულ-აფხაზურენოვანი) საეკლესიო ცენტრები საეპისკოპოსოების სახით.
მან კარგად იცის, რომ მსოფლიო მეცნიერებაში შეუსწავლელად ითვლება აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთის საეპისკოპოსოთა ისტორია.
ამით კარგად ისარგებლა და მყარად დაამკვიდრა მტკიცება, თითქოსდა, სოხუმში არსებობდა სებასტოპოლის საეპისკოპოსო კათედრა მე-6 საუკუნიდან.
სინამდვილეში, ნოტიციებში ნახსენები სეპასტოპოლისი მდებარეობდა ამასიასთან ახლოს. და იქ არ იგულისხმება სოხუმის ძველი კათედრა,
მსგავსადვე, სხვა საეპისკოპოსოები.
მიწა-წყალს, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ, არ ერქვა აფხაზეთი, ვიდრე მე-8 საუკუნემდე. მხოლოდ მე-8 საუკუნის შემდეგ ეწოდა ამ ტერიტორიას აფხაზეთი.
ვახუშტის ცნობით, მას უფრო მეტად ალანია ერქვა. ის წერს, რომ ალანია ერქვა მთიან რეგიონს ბედიის ჩრდილოეთის მხრიდან ანაკოფიამდე, ეს ალანია იყო ნაწილი კავკასიის ალანიისა, ამ, კავკასიის ალანიის მეზობელად მდებარე ოლქს ერქვა კვკასიის ალანია. ამჟამად, მას უწოდებენ „აფხაზეთის ალანიას“, ალანია ამ მიწაწყალის ეწოდა განსაკუთრებით ბიზანტიასა და სპარსეთს შორის დაწყებული ლაზიკისათვის ომისას, ამ ომის საჭიროებისათვის ბიზანტიელებმა საქართველოს შავიზღვისპრეთში მოიწვიეს და დააბანაკეს ალნური მომთაბარე მეომარი ტომები უფრო მეტად დონისპირეთის სტეპებიდან. მათი ანუ ალანების კონტროლქვეშ მოექცა კავაკსიის დასავლეთი მხარეები, მაგრამ დროებით, ხაზარებმა ალანები განდევნეს ჩრდილო-დასავლეთ კავკასიიდან, ამის მიუხედავად, ალანების ყოფნა აირეკლა ტოპონიმიკამ და აფხაზეთის ნაწილს ალანია ერქვა, სახელი აფხაზეთი კი მე-8 საუკუნიდან ჩნდება. ეს სახელი ეტიმოლოგიურად სახელ ხაზარეთთან უნდა იყოს დაკავშირებული, მართალც, სახელი „ხაზ-არ-ეთი“ ახლოა სახელთან „აფ-ხაზ-ეთი“, ორივე ტერმინში ფუძე-ძირი უნდა იყოს „ხაზ“, ხოლო სუფიქსები აფ და ეთი.
გარდა აღნიშნულისა, აფხაზეთს უშუალოდ ემიჯნებოდა ქვეყანა, რომელსაც კავკასიის ალანია ერქვა, ესაა უმეტესად ამჟამინდელი ყარაჩაი და ბალყარეთი.
აფხაზეთის ალანიას ანაკოფიის გზა აკავშირებდა ჩრდილოეთ კავკასიასთან. ამ გზას ბიზანტიურ წყაროებში „დარინის გზა“ ერქვა (იხ. შესაბამისი რუკა).

ამ საერთაშორისო გზისა და ასევე, ანაკოფიის პორტის გამო ბიზანტია დაინტერესებული იყო ამ ქვეყნის, ანუ ალანიის მოქცევით.
დარინის გზა ე.წ. აბრეშუმის გზის ნაწილი იყო, რომლითაც ბიზანტია მარაგდებოდა აღმოსავლური საქონლით. ეს გზა ასევე შედიოდა დასავლეთ საქართველოში პუნქტ როგატორიონამდე, აქედან სახმელეთო მონაკვეთი უკავშირდებოდა ფაზისს, ანუ აღმოსავლური საქონელი ბიზანტიაში შედიოდა ანაკოფიისა და ფაზისის პორტებით, საქონელი კი ანაკოფიასთან ნაწილდებოდა.
ანაკოფია, როგორც ითქვა, კავკასიის ალანიას უკავშირდებოდა ამ გზის მონაკვეთით, ამიტომაც აფხაზთა მეფეებმა მე-10 საუკუნეში ამ გზის პირას, კავკასიის ალანიაში ააგეს დღესაც შემორჩენილი შესანიშნავი ეკლესიები არხიზ-ზელენჯუკისა, ასევე შუანა და სენტი. შესაბამისად, როგორც აფხაზეთის ალანია, თავისი ანაკოფიის პორტით, ისე კავკასიის ალანია ბიზანტიის დაინტერესების სფეროს წარმადგენდა, ამიტომაც ბიზანტიამ გადაწყვიტა აქაური ხალხის მოქცევა, ანუ თავის იურისდიქციაში გადაყვანა, ასევე გადაწყვიტა აქ დაეარსებინა თავისი ეპარქია „ალანია“. აქ გაიგზავნა კიდეც ბერძენი სამღვდელოება, ეპისკოპოსიც კი გამოაგზავნა (912 და 925 წწ.) მაგრამ არაბული წყაროს ცნობით, ბერძენი სამღვდელოება ალანიიდან გააძევა ალანთა მეფემ.
https://meufeanania.info/putini/
ეს ნიშნავს, რომ კავკასიის ალანიაში კონსტანტინოპოლის ეპარქია სულ ორიოდე ათეული წელი არსებობდა, თავის დაარსების დროიდან (ბერი ექვთიმედან და მთავარეპისკოპოს პეტრედან), ანუ დაახლოებით 910-იანი წლებიდან ვიდრე 932 წლამდე.
ამ (932) წელს კავკასიის ალანიის მეფემ თავისი ქვეყნიდან გააძევა ბიზანტიელი (ბერძენი) სასულიერო პირები. https://meufeanania.info/putini/
ამის მიზეზი უნდა ყოფილიყო არა ხაზარეთის მეფის მოთხოვნა, როგორც ამჟამად მიიჩნევა, არამედ აფხაზეთის საკათალიკოსო ცენტრის აღორძინება კავკასიის ალანიიის საზღვარზე – ბიჭვინთაში, კავკასიის ალანია მისი გავლენის სფეროში მოექცა და სადავო გახდა ბიზანტიასთან, ამის მიზეზი იყო აფხაზ მეფეთა სურვილი კავკასიის ალანიაზე მისი ეკლესიის, ანუ აფხაზეთის საკათალიკოსოს იურისდიქციის განვრცობისა. მართალია, კავკასიის ალანიიდან გააძევეს ბერძენი სასულიერო პირები, მაგრამ იქაური, ადგილობრივი ქრისტიანები სულიერ საზრდოსა და მსახურებას იღებდნენ უშუალოდ მეზობლად მდებარე აფხაზეთის საკათალიკოსოს სასულიერო პირებისაგან, ამ საკათალიკოსოში კი ლიტურგიის ენა ქართული იყო და ის უშუალოდ აფხაზთა მეფეების მფარველობაში შედიოდა. აფხაზეთის საკათალიკოსო ერთ ნაწილს წარმოადგენდა ზოგადქართული ეკლესიისა და მისი ქვეყნიური მეპატრონენი იყვნენ აფხაზთა მეფეები, ქართული ენისა და ეკლესიის წინსვლა-აღორძინებისათვის მედგარი მებრძოლები. ამას მიუთითებს, მაგალითად ისიც, რომ მე-10 ს. ცნობილი ქართველი ჰიმნოგრაფი იოანე მინჩხი თავის მიძღვნაში აფხაზთა მეფეს გიორგის (922-957) „დიდსა და კარგს“ უწოდებს. ეს ის გიორგი მეფეა, რომელსაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნიკოლოზ მისტიკოსი ევედრებოდა, რათა დახმარებოდა ალანიაში კონსტანტინოპოლიდან გაგზავნილ სასულიერო პირებს, მაგრამ დადებითი პასუხი ვერ მიიღო, ამის პარალელურად მან (გიორგი მეორემ) მრავალი ქართული ეკლესია ააგო, ასევე დააარსა თავისი მნიშვნელობით უდიდესი ქართული საეპისკოპოსო კათედრა – მარტვილისა ანუ ჭყონდიდისა. აქედანაც ჩანს, რომ აფხაზთა მეფეები ქართული ეკლესიის ინტერესებს უპირველეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ ბიზანტიურთან შედარებით. იბნ რუსტას (მე-10 ს. დასაწყისი) ცნობით, „ალანთა მეფე თავის გულში ქრისტიანია, მაგრამ მისი სამეფოს ხალხი – წარმართია, კერპთაყვანისმცემელი“. ამ მეფემ, როგორც ითქვა, გააძევა ბერძენი კლერიკალები 932 წელს, ანუ ალანიის ბერძნულმა ეპარქიამ კავკასიის ალანიაში იარსება მხოლოდ დაახლოებით 20 წელი (910-იანი წლებიდან ვიდრე 930-იან წლებამდე). ამის შემდეგ კავკასიის ალანია გადავიდა აფხაზეთის საკათალიკოსოს იურისდიქციაში ვიდრე 1032 წლამდე. 1032 წელს ალდე დედოფალმა (ალან მეფეთა ქალიშვილმა და საქართველოს მეფის გიორგი 1-ის ქვრივმა) ანაკოფია და შესაბამისად, კავკასიის ალანია გადასცა ბიზანტიელებს. ანუ 1032 წლიდან კავკასიის ალანია, 40-იოდე წელი, კვლავ ბიზანტიელების ხელში აღმოჩნდა, ვიდრე 1074 წლამდე, როდესაც ბიზანტიამ საქართველოს უკანვე დაუბრუნა ანაკოფია და ანაკოფიის მიმდებარე მიწა-წყალი (კავკასიის ალანია). თუ შევაჯამებთ, ვნახავთ, რომ კონსტანტინოპოლის საპარტრიარქოს ალანიის ეპარქია ჩამოყალიბდა 910-იან წლებში, უფრო 916 წელს (იქ იყო 6 ალანია და ოსეთი კონსტანტინოპოლიდან მთავარეპისკოპოს პეტრეს ჩასვლისას), მან იარსება 15-20 წელი, ალანთა მეფის მიერ ბიზანტიელი კლერიკალების გაძევებამდე (932 წ.), რის შემდეგაც შევიდა აფხაზეთის საკათალიკოსოს იურისდიქციაში, რომლის იურისდიქციაში დარჩა მთელი საუკუნე, ანუ 1032 წლამდე, დედოფალ ალდეს ღალატამდე. ამ 100 წლის განმავლობაში (932 წლიდან ვიდრე 1032 წლამდე) უნდა იყოს აგებული აფხაზთა მეფეების მიერ არხიზ-ზელენჯუკის, სენტისა და შოანას ქართული სტილის ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიები (თითქმის ზუსტი, თუმცა უფრო მოკრძალებული ასლები მოქვისა, აფხაზეთის სხვა კათედრალებისა და დანარჩენი საქართველოს მე-10 საუკუნეში აგებული ეკლესიებისა, მაგალითად, აფხაზთა მეფე ლეონ მესამის მიერ 964 წელს აგებული კუმურდოს ეკლესიისა). ალდეს შემდეგ, 1032-1074 წლებში ანაკოფია კვლავ ბიზანტიელთა ხელში აღმოჩნდა, ხოლო კავკასიის ალანია 1081 წლამდე (იმპერატორ ალექსი კომნინის გადაწყვეტილებამდე). ამ დროს მათ (ბიზანტიელებმა) განამტკიცეს ანაკოფია და იქ ააშენეს სხვა ნაგებობანიც (ხოლო, კავკასიის ალანიაში, უკვე აგებული და ქართველთა მიერ ნაკურთხი სენტის ეკლესია ხელახლა აკურთხეს (მარიამ ალანელის მეუღლის იმპერატორ ნიკიფორე III ბოტინატის დროს 1078-1080 წლებში, ამის აღსანიშნავად სენტში მიიტანეს მყარ მასალაზე ნაწერი წარწერა ამ ტაძრის ხელახალი კურთხევის შესახებ და გადაწერეს ეკლესიის კედელზე). ბიზანტიელებმა ქართველთა მიერ უკვე აგებული სენტის ტაძარი ხელახლა აკურთხეს და ეს ფაქტი კედელზე წააწერეს თავიანთი იურისდიქციის წარმოჩენის მიზნით (ამჟამად არასწორად მიიჩნევა, რომ სენტის წარწერაში, თითქოსდა, ნახსენებია იმპერატორი ნიკიფორე ფოკა, ჩვენი კვლევით, რომელიც გამოქვეყნებულია, სენტის წარწერაში ნახსენები „ნიკიფორე არის ნიკიფორე ბოტინატი, „მარიამი“ – არის მარიამ ალანელი, ხოლო „კონსტანტინე“ არის მისი ვაჟი კონსტანტინე დუკა, თარიღიც ქართული წელთაღრიცხვის სისტემით უნდა გამოითვალოს). ბიზანტიის ახალმა იმპერატორმა ალექსი კომნენმა ალანიის ეპარქიის საკითხი სხვაგვარად გადაწყვიტა, მან საერთოდ მოუნაცვლა ადგილსამყოფელი კავკასიის ალანიის ეპრქიას და ის მახლობლად, დონისპირეთის სტეპებში გადააადგილა, ადგილმონაცვლეობა ეპარქიებისა მიღებული პრაქტიკა იყო. რაც შეეხება კავკასიის ალანიის ეპარქიის მიწა-წყალს, ის შევიდა აფხაზთა სამეფოს შემადგენლობაში. ეს არ იყო გამონაკლისი, რადგანაც ამავე წლებში ბიზანტიამ საქართველოს დაუბრუნა (გრიგოლ ბაკურიანისძის ხელით) იბერიის თემის რამდენიმე ციხესიმაგრე, ტაოს ნაწილი, ყარსი და ასევე ანაკოფიის ციხე-ქალაქი. კავკასიის ალანიის ეპარქიის მიწა-წყლის შესვლა აფხაზეთის საკათალიკოსოს შემადგენლობაში ბიზანტიის სამეფო კარისათვის წარმოადგენდა რთულად გადასაჭრელ პრობლემას. ჩანს, მის გადაჭრაში მონაწილეობა მიიღო ბიზანტიის დედოფალმა მარიამ ალანელმა, ქართველი მეფის ქალიშვილმა და საქართველო იმჟამინდელი მეფის დამ, რომლის პირადი იურიდიული საკუთრება უნდა ყოფილიყო ანაკოფია და კავკასიის ალანიიის რაიმე ნაწილი. ჩანს, მან მიაღებინა გადაწყვეტილება ბიზანტიის იმპერატორს ალექსი კომნენს, რათა მოენაცვლებინა ალანიის ეპარქიის ადგილსამყოფელი, ანუ ბიზანტიამ შეცვალა ლოკალიზაცია ალანიის ეპარქიისა, ის კავკასიის მთებიდან გადატანილი იქნა დონისპირეთის სტეპებში, რათა მომსახურებოდა იქაურ მომთაბარე ალანებს, მაგრამ რადგანაც სტეპების ალანიაში არ არსებობდა ქალაქები, ალანიის ეპისკოპოსის საკათედრო ქალაქად განისაზღვარ ქალაქი ტრაპეზუნტთან ახლოს, სოტერიოპოლისი, ხოლო ყოფილი კავკასიის ალანიის მიწა-წყალი საქართველოს სამეფოს დაუბრუნდა (ჩანს, მარიამ ალანელის ღვაწლით). ნაშრომში მრავალი პარაგრაფი ეძღვნება კვლევას, რომ კავკასიის რეგიონში არსებობდა ორი ალანია. ერთი იყო ყირიმის მეზობლად არსებული დონის სტეპების ვრცელი ოლქი. აქ ბინადრობდნენ ნომადი ალანები, მათთვის მე-11 ს. 80-იან წლებში დააარსა კონსტანტინოპოლმა ალანიის სამიტროპოლიტო ოლქი. ამ ვრცელ ველებზე მომთაბარე ალანებს არ გააჩნდათ თავიანთი ქალაქები, ამიტომ კონსტანტინოპოლმა ალანთა მიტროპოლიტი, როგორც აღინიშნა, დასვა ბიზანტიურ ქალაქ სოტერიოპოლისში, ლაზიკაში, ანუ ტრაპეზუნტის ოლქში. რასაც წყაროები, კერძოდ კი, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმიდა სინოდის აქტები მიუთითებს.
ამ ქვეყნის დიდი და ნაყოფიერი ნაწილი ენგურიდან ვიდრე კელასურამდე, ანუ კლისურამდე, უფრო ადრე მდ. ეგრისწყლამდე, იბერიის ანუ ქართლის სამეფოში შედიოდა, აღნიშნული ალანიის წინა ზღვისპირეთი სანიგებით იყო დასახლებული – უცხოურ წყაროთა ცნობების შესაბამისად, ხოლო, ვახუშტისა და სხვა ქართული წყაროების ცნობებით კი, ეგრისელებით, ეგროსის წილი ქვეყანა იყო. ეგრისელები ქრისტიანები იყვნენ და ეკლესიებსაც აგებდნენ, რასაც არქროლოგია ადასტურებს. ანუ თუკი აფხაზეთში აღმოჩენილია საეკლესიო ნაგებობების ნაშთები მე-4 , მე-7 საუკუნეებისა, ისინი ეგრისელი ქრისტიანების მიერაა აგებული, ხოლო ალანები მხოლოდ მე-10 საუკუნეში გაქრისტიანდნენ. რაც შეეხება ახალი აფხაზების წინაპრებს, ისინი მხოლოდ ჩრდილოკავკასიის სტეპებში თუ მომთაბარეობდნენ.
აქაურ ეგრისელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ტომი აღნიშნული სანიგები ანუ სვანები იყვნენ. „სანიგები ანუ სვანები“ – წერენ იპოლიტე რომაელი და ევსევი კეარიელი. წყაროთა სანები ზანები ანდა სვანები არიან, იგივე ეგრისელები (გეორგიკა 1, გვ. 20, 32).
დ. დბარს უკვირს, თუ რატომ არ იხსენიებს ქართლის ცხოვრება VIII-X საუკუნეთა აღწერის დროს ბიჭვინთის საეკლესიო ცენტრს.
ბიჭვინთის ტაძარი აიგო მე-10 ს. ბოლოს, ეს (ანუ ბიჭვინთის აგება მე-10 საუკუნეში) იყო ერთგვარი პასუხი ძველი ანუ ქართულენოვანი აფხაზი მეფეებისა ნიკოლოზ მისტიკოსის წერილების საპასუხოდ, ანუ ბიზანტიის ნების საპირისპიროდ, რომელსაც სურდა ამ მიწაწყალზე ალანიის ეპარქიის დაარსება არა ქართულ, არამედ ბიზანტიურ იურისდიქციაში, რაც მოუთმენელი იყო აფხაზთა მეფეებისათვის, რომელნიც პირადად წარმოადგენდნენ პატრონებს და გარე ეპისკოპოსებს აფხაზეთის ქართულენოვანი საკათალიკოსოსი. ბიზანტიურ ნებას აფხაზთა მეფეებმა დაუპირისპირეს საკუთარი ნება გამოხატული ქართულენოვანი საკათალიკოსო ტაძრის ანუ ბიჭვინთის აგებით ზედ ალანიის საზღვარზე- მე-10 საუკუნეში, ანუ ნიკოლოზ მისტიკოსის ეპოქაში.
ბიჭვინთის დიდებული ტაძრის აგება მე-10 საუკუნეში იყო პასუხი მიმართული ბიზანტიის იმპერიის სურვილის საწინააღმდეგოდ, რომელსაც სწადდა აფხაზეთში (ე.წ. აფხაზეთის ალანიაში და მის მომიჯნავე კავკასიის ალანიაში) დაეარსებინა თავისი ეპარქია, რისთვისაც ბერძენი ეპიკოპოსიც გამოაგზავნეს და სათხოვარ-სავედრებელ წერილებსაც უგზავნიდნენ აფხაზთა მეფეებს, ამ მეფეებმა კი პასუხად დააარსეს ბიჭვინთის გარნდიოზული ცენტრი ბიზანტიური მადის საპირწონედ.
გარდა ამისა, ამის მიზეზი არის ის, რომ ბერძნული წყაროების პიტია, Πιτυούν ანუ პიტიუნტი, საიდანაც იყო 1 მსოფლიო კრების მონაწილე ეპისკოპოსი სტრატოფილე, ტერიტორიულად მდებარეობდა არა აფხაზეთში, არამედ ოფ-რიზეს რეგიონში.
Δόμνος Τραπεζούν των
Στρατόφιλος Πιτυούντων
https://elfiles.emis.ge/uploads/7063/conversions/181-compressed.pdf
მაშასადამე, ბერძნული წყაროების პიტიუნტი იყო არა ბიჭვინთა აფხაზეთში, არამედ პიტიუნტი პიტია რიზე-ოფთან, ტრაპეზუნტის მახლობელი ამ ქალაქიდან იყო ცნობილი სტრატოფილე. ხოლო რაც შეეხება ბიჭვინთის საკათალიკოსო ცენტრს, ის მთლიანად ქართველთა დაარსებულია და მათ მიერაა აგებული მე-10 საუკუნეში (და არა იუსტინიანეს მიერ მე-6 საუკუნეში) ბიჭვინთის ცნობილი საკათედრო ტაძარი, სტანდარული ქართული საეკლესიო სტილით.
დბარი ამბობს, რომ ნაკლებად ენდობა ქართულ წყაროებს, მაგრამ წყაროებზე უკეთ აფხაზეთის დღემდე შემორჩენილი ეკლესია-მონასტრები თითონვე წარმოადგენენ თვალით ხილულ მატერიალურ წყაროებს, უეჭველია მასზე შემორჩენილი ფაქტები, მათი წარწერები ქართულენოვანია, ისევე, როგორც ქართულენოვანი იყო ძველი აფხაზეთის ადმინისტრაციული, სამოქალაქო და საეკლესიო სისტემები. მაგალითად, როგორც აღინიშნა, შეიძლება მოვიყვანოთ ლიხნის ტაძრის ქართული დიდებული წარწერები. თუმცა მათ ვერც ჩრდილოეთის სამეცნიერო წრეები ხედავენ, ანდა ხედავენ და დუმან.
დ. დბარს ძალზე მოსწონს არაბული წყაროებიდან „წმიდა გრიგორის, რიფსიმესა და გაიანეს წამება“, თითქოსდა, წმ. გრიგორმა თავის ეპისკოპოსი გააგზავნა აფხაზეთში, რითაც აფხაზეთი გამოჩნდა სომხური ეკლესიის ნაწილად და არა ქართულისა.
სინამდვილეში, როგორც გაარკვია ნ. ადონციმ, ნიკო მარმა შეცვალა ანდა არასწორად გაშიფრა ხელნაწერში სიტყვა არზანენა და მის ნაცვლად ჩაწერა – აფხაზეთი.
ნ. მარის მიერ გამოქვეყნებული ამ ხელნაწერით წმ. გრიგორმა თავის ეპისკოპოსი გააგზავნა აფხაზეთში, რითაც აფხაზეთი გამოჩნდა სომხური ეკლესიის ნაწილად და არა ქართულისა, სინამდვილეში, ხელნაწერიში ნახსენები არაა აფხაზეთი, ნახსენებია არზანენა, რომ გრიგოლმა თავისი ეპისკოპოსი არზანენაში გააგზავნა. ეს სიტყვა არზანენა ნ. მარმა არასწორად წაიკითხა, როგორც აფხაზეთი, რაც შეამჩნია ადონციმ.
კომენტარი ნ. მარისა ახარებს დ. დბარს, მაგრამ ამ ხელნაწერთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ მე-20 ს. დასაწყისში პროფ. ნ. ადონციმ გაარკვია, რომ მისი გამოქვეყნების დროს ნ. მარმა დაუშვა შეცდომა, როცა ხელნაწერის სიტყვა „არზანენას“ ნაცვლად დაწერა სიტყვა აფხაზეთი.
(ანუ მარმა ხელნაწერში სწორად ვერ ამოიკითხა სიტყვა არზანენა და მის მაგიერ დაწერა აფხაზეთი), რის გამოც ტექსტი შეიცვალა. მაშასადამე, ტექსტში წერია, რომ წმ. გრიგოლმა თავისი ეპისკოპოსი გააგზავნა არზანენაში, აქ სიტყვა აფხაზეთი ნიკო მარის შენათხზია,
ამით გამოჩნდა, თითქოსდა, წმ. გრიგორმა თავისი ეპისკოპოსი გააგზავნა აფხაზეთში, რითაც აფხაზეთი სომხური ეკლესიის ნაწილად წარმოჩნდა და არა ქართულისა.
ამავე ტექსტით წ. გრიგორი იბერიაშიც აგზავნის თავის ეპისკოპოსს, აქ იბერიის ქვეშ იგულისხმება არა მცხეთის იბერია, არამედ ტაო-თეოდოსიოპოლისის მხარეთა იბერია, სადაც შემდეგში ბიზანტიამ დააარსა თავისი სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული – „იბერიის თემი“.
ესაა ის მიწა-წყალი, რომელსაც ნ. ადონცი „არმენიის იბერიულ ზოლს“ უწოდებს, ანუ ტერიტორიები თეოდოპოლის-არზრუმიდან ვიდრე ანისამდე, აქაური იბერები, ანუ პარიადრეს კალთების, ხორძენასა და გოგარენას იბერები, სტრაბონის ცნობით, სომეხ მეფეთა მიერ დაპყრობის შემდეგ აღმოჩნდნენ სომხეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში, გაქრისტიანების შემდეგ კი სომხური ეკლესიის იურისდიქციაში, ვიდრე 726 წლის მანასკერტის კრებამდე, შემდეგ კი ანტიოქიის საპატრიარქოს დახმარებით სომხური საეკლესიო უღლისაგან გათავისუფლდნენ და დააარსეს „ქართველთა სამეფო“ . ანუ ტაოს ქართველთა სამეფო.
ანტიოქიაში იბერების დელეგაცია
(ტაოს, ანუ „აღმოსავალის“ კათალიკოსნი)
დბარი არასწორია, როდესაც ამტკიცებს, რომ ანტიოქიაში მე-8 ს. შუა წლებში, თითქოსდა, აფხაზეთიდან ჩავიდა დიდი საეკლესიო დელეგაცია.
ის წერს – Данный период характеризуется широким распространением христианства в Абхазии. В конце VIII века образуется средневековое Абхазское царство. Немного раньше возникает и самостоятельная Абхазская Церковь — в середине VIII века власти Абхазии посылают большую церковную делегацию в Антиохию с целью поставления в Абхазию своего абхазского католикоса. На Соборе Антиохийской Церкви, возглавляемой патриархом Феофилактом, было решено рукоположить во епископа и возвести в сан католикоса одного из них, по имени Иоанн, а другого поставить в сан епископа. По возвращении в Абхазию, католикос Иоанн местом своей епископской кафедры избирает город Пицунду.
მართალია, რომ მე-8 საუკუნეში, წყაროთა მიხედვით, ანტიოქიის საპატრიარქოში მივიდენენ იბერი ბერები, რომელთაგან ერთ-ერთი იბერების კათალიკოსად აკურთხეს, მაგრამ ისინი არ ჩასულან აფხაზეთიდან, არამედ ტაოს იბერიიდან.
ეს ცნობა, ანტიოქიაში მე-8 საუკუნეში იბერთა დელეგაციის მისვლის შესახებ, ძალზე აბნევდა და აბნევს მეცნიერებს, ვინაიდან მცხეთას კათალიკოსი უკვე ჰყავდა მე-8 საუკუნეში, ამიტომაც წყაროს ცნობები მას არ ეთანადებოდა, ამიტომაც დაიწყო ძიება, თუ იბერების ქვეყნის რომელ მხარეს ეთანადებოდა ის და საბოლოოდ მივიდნენ თვალსაზრისამდე, რომ ცნობა შეეხება აფხაზეთის ეკლესიის ჩამოყალიბებას მე-8 საუკუნეში, რადგანაც აფხაზეთის საკათალიკოსოს ქვემო იბერიის საკათალიკოსო ერქვა.
მართალია, გარკვეულ დრომდე მეც ასე ვფიქრობდი, რომ მე-8 საუკუნეში ანტიოქიის პატრიარქმა აკურთხა აფხაზეთის პირველი კათალიკოსი, მაგრამ ვცდებოდი.
ჭეშმარიტების ძიებისათვის გამგვადგება მიქაელ ბრეკის ცნობა.
მე-18 ს. ანტიოქიელი სასულიერო მოღვაწე მიქაელ ბრეკი ძველ წყაროებზე დაყრდნობით წერს –
ანტიოქიის პატრიარქთან „მივიდნენ ქართველები, რათა მიეღოთ ხელდასხმა ძველი წესის შესაბამისად, მან გაიგო, რომ ისინი განიცდიან გაჭირვებას და დიდი ზარალი აქვთ გაბატონებული ენისაგან. მოიწვია მღვდელმთავრების კრება და მართლმადიდებელი დოგმატების უარმყოფელი სომეხი კათალიკოსის მაგიერ ხელი დაასხა მათთვის სხვა კათალიკოსს. დაადგინა, რომ ის დამოუკიდებელი ყოფილიყო, მაგრამ ლოცვის დროს ანტიოქიელი პატრიარქი მოეხსენებინათ“ (Брейк М. Список Антиохииских Патриархов.Труди Киевской духовной академии. 1874. стр.416).
მიქაელ ბრეკის ეს შესანიშნავი ცნობა ჩვენში უგულებელყოფილია, ჩვენი მეცნიერები ფიქრობენ, რომ მიქაელ ბრეკის ცნობა ეხება მცხეთის ეკლესიას (ამ შემთხვევაში ეს ცნობა მართლაც არ შეესაბამება რეალობას), მაგრამ ის შეეხება არა მცხეთის ივერიის ეკლესიას, არამედ ტაოს ივერიას.
ანტიოქიაში მე-8 ს. შუა წლებში ბერები მივიდნენ არა მცხეთიდან, არამედ ტაოს იბერთა ქვეყნიდან. იმჟამად (IV-VII სს.-ში) სწორედ ტაო-ბასიანის ქართველების ეკლესიებში იყო გაბატონებული უცხო ანუ სომხური ენა და ტაო-ბასიანისა და მიმდგომი ოლქების ქართველობა (ივერები) პოლიტიკური ვითარების გამო სომეხი კათალიკოსის იურსდიქციაში იმყოფებოდენ, ისევე, როგორც მეზობელი ალბანეთის ეკლესიებში აკრძალული იყო ალბანურენოვანი ღვთისმსახურება და მის ნაცვლად დანერგილი იყო სომხურენოვნება.
иевской духовной академии. 1874. стр.416)
მცხეთის ივერიის სამოციქულო ეკლესია დაარსებისთანავე ქართულენოვანი იყო, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში იყვნენ სტრაბონის მიერ ნახსებები ქართული (იბერიული) ოლქები_ პარიადრეს მთიანეთი, ხორძენა, გოგარენა, კარენიტი და ქსერქსენე, რომელნიც მიიტაცეს სომხეთის მეფეებმა ძვ. წ. მე-2 ს-ში (სტრაბონი, გეოგრაფია, XI, 14, 5).
მდებრეობდნენ ვრცელ მიწა-წყალზე ამჟამინდელი თურქეთის ვანის ტბიდან ვიდრე არზრუმის ოლქის ჩათვლით.
აქ, თვით სტარბონისავე ცნობით, იქაურმა მოსახლეობამ მის დროს უკვე იცოდა სომხური ენა, ეს ნიშნავს, რომ დაიწყო მკვიდრი ანუ იბერიული მოსახლეობის არმენიზაცია, იბერია ზოგჯერ უკან იბრუნებდა ამ მხარეებს, მაგრამ არმენიის გაქრისტიანების შემდეგ აქ მცხოვრები იბერები აღმოჩნდნენ სომხური ეკლესიის იურისდიქციაში სომხური საეკლესიო მსახურებით.
ამის გამო ქართული ენა მხოლოდ საოჯახო მოხმარებისათვის იყო გამოყენებული, დამცირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
წყაროს თანახმად, ამ ოლქებში ქართული ენა იყო „მდაბალი, დაწუნებული და დამარხული“ (რასაც წერს „ქებაი და დიდებაი’).
ამ ვითარებას აღწერს მიქაელ ბრეკი, მისი ცნობით, აქ, უცხო ანუ სომხურენოვანი ღვთისმსახურება აღესრულებოდა, შესაბამისად, ტაოს იბერიის ქართული მოსახლეობა იყო სომეხი კათალიკოსის გამგებლობაში, ეს წესი მოშალა ანტიოქიის პატრიარქმა ორჯერ, პირველად მე-6 ს. ბოლოსა და მე-7 ს. დასაწყისში, ხოლო მეორეჯერ აღნიშნული იბერიელი ბერების ანტიოქიის პატრიარქის კარზე მისვლის დროს, ანუ მე-8 ს. 50-იან წლებში.
ამის შემდეგ ტაო-ბასიანისა და მიმდებარე ოლქების ქართველებისათვის აღსდგა ეკლესიებში ქართულენოვანი ღვთისმსახურება და აიკრძალა სომხურენოვანი მსახურება, გათავისუფლდა სომეხი კათალიკოსისაგან.
ტაოს ივერიის ეკლესიამ მოიპოვა არასრული ავტოკეფალია, ვინაიდან მირონი კვლავ ანტიოქიიდან უნდა მიეღო , გარკეული თანხის სანაცლოდ, შემდეგ ანტიოქიამ ეს უფლება გადააბარა იერუსალიმს, ამის შემდეგ უნდა მიეღოთ იერუსალიმიდან.
- ამავე ცნობას უფრო გამოწვლილვით იძლევა ეფრემ მცირე „ანტიოქურ ქრონოგრაფზე“ დაყრდნობით. ეფრემ მცირე წერს: „დღეთა კონსტანტინე სკორის მოსახელისათა, (718-775) ანტიოქიას პატრიაქობისა ნეტარისა თეოფილაქტესსა (748-757) მოვიდეს ქართლით (იგულისხმება ტაოს ქართლი) მოციქულად მონაზონნი ორნი მოუთხრეს ნეტარსა თეოფილაქტეს, ვითარმედ დიდსა ჭირსა შინა არიან ქრისტეანენი მკვიდრნი ქართველთა სოფლებისანი. რამეთუ დღითაგან ნეტარისა ანასტასი მღვდელ-მოწამისა ანტიოქიელ პატრიარქისა Анастасий II (599-610)
73
არა კურთხეულ არს მათდა კათალიკოსი მთავარეპისკოპოსი სიძნელისათვის გზისა, რამეთუ აგარინთაგან ვერვინ იკადრებს სვლად. ხოლო მან ბჭობითა კრებისათა მთავარეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა და ეპისკოპოსთა თვისთა თანა მისცა ქართველთა პროტრეპტიკონი, რომელ არს განხსნითი, რათა თვით მათისა საზღვრის ეპისკოპოსთაგან ხელნი დაესხმოდიან ჟამად-ჟამადსა კათალიკოსსა ქართლისასა (იგულისხმება ტაოს იბერია ანუ ტაოს ქართლი მ.ა.ჯ.),რაიცა საღმრთომან მადლმან უჩვენოს მათ და რომელი გამოარჩიონ მოყვასთა თავისა ეკლესიისათა… და შეუქმნა მათ აღწერით მოსახსენებელი თავისა თვისისათვის და მუნ შემოკრებულისა კრებისათვის და ხელთ დასხმულყო ერთი ორთა მათ მისსა მოვლინებულთა მონაზონთაგანი სახელით იოანე მის ჟამისა კათალიკოსად მათდა“.
მაშასადამე, ეფრემ მცირეს თხზულების იოანე არის არა მცხეთის კათალიკოსი, არამედ ტაოს I კათალიკოსი. შესაბამისად, შეცდომაა ამ იოანეს მცხეთის კათალიკოსთა სიაში შეტანა, რაც არასწორად მოხდა მე-20 საუკუნეში. მის შესახებ არავითარი ცნობა არ არსებობს ქართულ წყაროებში, მის შესახებ ცნობა ყოფილა მხოლოდ ანტიოქიურ ქრონოგრაფაში, საიდანაც აუღია ეფრემ მცირეს.
ბრეკის ცნობაში ნათქვამია, რომ ანტიოქიის პატრიარქმა სომეხი კათალიკოსის მაგიერ დაასხა ხელი ივერიის (ანუ ტაოს ივერიის) კათალიკოსს, რომელსაც მიენიჭა ავტოკეფალია, მაგრამ არასრული, რადგანაც მას ანტიოქიელი უნდა მოეხსენებინა ლოცვებში.
საეკლესიო ენაზე ეს ნიშნავს, რომ ტაოს ივერია გამოვიდა სომხური ეკლესიის იურისდიქციდან და აღიდგინა ქართულენოვნება.
როდის მოხდა ეს მნიშვნელოვანი საეკლესიო მოვლენა?
ბრეკისა და სხვა ცნობებით აშკარაა, რომ მე-8 საუკუნის შუა წლებში.
ამავე დროს, როგორც ბრეკისავე ცნობიდან ჩანს, საკითხი ენასაც შეეხო, თუკი იქამდე ტაოს სომხური ეკლესიის იურისდიქციაში იყო, ცხადია, მის ეკლესიებშიც სომხურენოვანი მსახურება იქნებოდა, ანუ იქამდე ტაოს ეთნიკურად ქართული სამღვდელოება იძულებული იყო სომხურ ენაზე ეწირა, ამ ენობრივი საჩივრითაც მივიდნენ ისინი ანტიოქიაში.
ავტოკეფალიის მოპოვების შემდეგ უკვე ტაოში აღსდგა ქართულენოვანი ღვთისმსახურება.
მე-9 საუკუნიდან, მართლაც, უამრავი წყაროდან ვიცით, რომ ტაოსა და მიმდგომ ოლქებში ზეაღმატებულად იყო გაჩაღებული ქართულენოვანი მსახურება. მით უფრო ტაოს ქართველთა სამეფოში.
ტაოს კათალიკოსებს, ქართულ წყაროებში ერქვათ – „ კათალიკოსნი აღმოსავალისანი“, რადაგანაც ბერძნულ-ბიზანტიურ წყაროებში აღნიშნულ ქვეყნებს „აღმოსავლეთი“ ერქვა.
როგორც აღინიშნა, ტაოს ივერია მირონს, ზემოთ ნახსენები დადგენილი წესის თანახმად, იერუსალიმიდან იღებდა თანხის სანაცვლოდ, ამიტომაც სხვა წყარო (გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება) წერს – „აღმოსავალისა კათალიკოსთა მიჰრონი იერუსალემით მოჰყვანდა“, ეს ნიშნავს, რომ ტაოს ივერიის კათალიკოსებს მირონი იერუსალიმში უნდა შეეძინათ, მაგრამ დიდმა ეფრემ მაწყვერელმა (დაახლ. 845-885) თავისი ღვაწლით მოხერხა და ტაოს ივერიამ ანუ ქართლის ქვეყნის ამ ნაწილმა მოიპოვა წმიდა მირონის ადგილზე კურთხევის უფლება, უფრო კი მცხეთის ქართლის ეკლესიიდან მიღების უფლება, რადგანაც ტაო-ბასიანიც ქართლია_ „ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“. ქართულენოვანი ღვთისმსხურების აღორძინებით ტაო-ბასიანი ქართლია, როგორც იმჟამინდელი აფხაზეთი და აღმოსავლეთ საქართველო.
არაბულ-სომხური ხელნაწერი
დბარს მნიშვნელოვად მიაჩნია არაბული ხელნაწერის ცნობა, რომ თითქოსდა, წმ. გრიგოლმა, სომხეთის განმანათლებელმა აფხაზეთისათვის აკურთხა ეპისკოპოსი, მაგრამ სინამდვილეში, ასეთი მტკიცება არის შეცდომა ნ.მარისა, რომელმაც ნ. ადონცის კვლევით, არასწორად ამოიკითხა არაბული ხელნაწერის შესაბამისი ქარაგმა.
მან ეს ქარაგმა გახსნა ვითარცა „აფხაზეთი“, მაგრამ სინამდვილეში, ხელნაწერის აღნიშნული ქარაგმა, ადონცის სიტყვით, გამოხატავს სიტყვას „არზანენა“, ანუ წმ. გრიგოლმა თaვისი ეპისკოპოსი გააგზავნა არა აფხაზეთში, არამედ არზანენაში.
აგათანგელოსის ცნობა წმ. გრიგოლის მიერ სხვადასხვა მხარეში ეპისკოპოსების გაგზავნის შესახებ არაბულ თრგმანში ასეა გადმოცემული –
«მაშინ წმ. გრიგოლმა დაამზადა ეპისკოპოსები, – ის ხომ მთელი არმენიის კათალიკოსი იყო, – და ისინი დააგზავნა არმენიის მთელ მიწაწყალზე, და ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი (ğrğn) და დურძუკეთის (drzqy’t) ქვეყანაში და ალბანეთში. ქ ა რ თ ვ ე ლ ი (ğrğny) კაცი აიყვანა იმათგან, რომელნიც მასთან ერთად სებასტიიდან მოვიდნენ, სახელით ’byrbzhm * (ი რ ე ნ ა რ ხ ე), და მას მისცა მიტროპოლიტობა და გაგზავნა იგი, რათა მას ეპისკოპოსები დაედგინა მთელ საქართველოში (ğrğ’n). მშვენიერი იყო ცხოვრების წესით, სრულყოფილი, საღვთო წერილში განსწავლული; იგი დიაკვნად იყო და დამსწრედ, როდესაც მოიპოვეს ორმოცი მოწამის ძვლები, აგრეთვე შემკული იყო ჭაღარით; ამიტომაც იყო, რომ იგი ამ ხარისხზე აიყვანა. ა ფ ხ- ა ზ თ ა ქვეყანაში (’bh’z) გაგზავნა სოფრონი (sfrwn) როომელიც მღვდლად იყო კაპადოკიაში და წმ. გრიგოლთან ერთად მოვიდა, იგი ეპისკოპოსად აკურთხა და გაგზავნა. ა ლ ბ ა ნ თ ა მხარეში გაგზავნა თ ო მ ა, კაცი რჩეული, ის იყო სატალის მცირე ქვეყნიდან. ეს იყვნენ ისინი, რომელნიც მასთან ერთად მოვიდნენ და საღვთო წერილში განსწავლული იყვნენ.
გეორგიკა 1. http://dspace.gela.org.ge/bitstream/123456789/10607/2/GEorgika%201.pdf
ამ ხელნაწერში ტერმინით „Ğrğn“ აღიწერება არა ამჟამინდელი, ანუ მცხეთის საქართველო, არამედ არმენიის იბერია, გუგარქი, ხორძენე და პარიადრეს კალთები, უფრო მეტად – გუგარქი- გოგარენა, რომელიც სტრაბონის ცნობით, იბერებისაგან მიიტაცა არმენიამ ძვ. წ. მე-2 ს-ში. აქ გაუგზავნია თავისი ეპისკოპოსი წმ. გრიგოლს.
ასევე, ტერმინით „drzqy’t“ აღიწერება არა დურძუკეთი, არამედ დიდი არმენიის რაღაც ნაწილი,
ხოლო, ერთ-ერთი ქარაგმა არასწორად ამოიკითხა ნ. მარმა, ადონცის ცნობით, ვითარცა – „’bh’z“, მაგარამ სინამდვილეში ამ ადგილას იკითხება არა ეს ქარაგმა, არამედ სიტყვა არზანენას გადმომცემელი ქარაგმა.
ხელნაწერში არაა ქარაგმა „’bh’z“ – აფხაზეთი, აქ ნ. ადონცი კითხულობს დაქარაგმებულად სიტყვას „არზანენა“ და არა აფხაზეთს.
ასე რომ, აფხაზეთის ეკლესიური დაკავშირება სომხეთთან ხელოვნურია და მომდინარეობს ნ. მარიდან.
არა „ქართული და აფხაზური ორი საკათალიკოსო“, არამედ სჯულისკანონით ერთიანი ქართული ეკლესიის ორი ფრთა
დბარი აღნიშნავს, რომ მკვლევრებს პრობლემად მიაჩნდათ საკითხი „ქართული და აფხაზური ორი საკათალიკოსოს“ არსებობის შესახებ. სინამდვილეში, არსებობდა არა ქართული და აფხაზური საკათალიკოსოები, არამედ ქართლისა და აფხაზეთისა.
აფხაზეთისა და ქართლის საკათალიკოსოები შემადგენელი ნაწილები იყვნენ ერთიანი ქართული ეკლესიისა, წარმოადგენდნენ ქართულ საეკლესიო-ადმინისტრაციულ ერთეულებს, მსგავსად იმისა, როგორადაც ერთიან სომხურ ეკლესიაში ახლაც არსებობს ორი სომხური საპატრიარქო და ორი საკათალიკოსო (ეჩმიაძინისა, სტამბოლისა, იერუსალიმისა და კილიკიისა), ანდა როგორც ბერძნულ ეკლესიაში არსებობს რამდენიმე ავტოკეფალური ეკლესია, საპატრიარქო და საარქიეპისკოპოსო (კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიისა და იერუსალიმის საპატრიარქოები, ელადისა და კვიპროსის საარქიეპისკოპოსოები და სხვა).
ქართული წყაროს ცნობით, აფხაზეთის საკათალიკოსო ჩამოყალიბდა არა ბერძნული ეკლესიის წიაღში, როგორც ამჟამად შეცდომით მიიჩნევა, არამედ ქართული ეკლესიის წიაღში უმაღლესი ხელისუფლის, მეფის განკარგულებით („ამან ბაგრატ განაჩინა კატალიკოსი აფხაზეთს“, წერდა ჩვენი მემატიანე).
აფხაზეთის საკათალიკოსო მუდამ იყო ერთიანი ქართული ეკლესიის ნაწილი. ქართლისა და აფხაზეთის საკათალიკოსოებს აერთიანებდა საერთო სჯულიკანონი, საერთო საეკლესიო კრებათა დადგენილებანი, საერთო საეკლესიო ქართული ენა და ლიტერატურა, საერთო სიწმიდეები და სხვა.
ეს იყო ერთი ერის ორი საკათალიკოსო, თვით დბარიც კი აღნიშნავს, რომ ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქები აფხაზეთის საკათალიკოსოს „ქვემო იბერიის ეკლესიას“ უწოდებდნენ, ხოლო ქართლისას „ზემო იბერიის ეკლესიას“, მათთვის ისინი მუდამ იბერიის ეკლესიები იყო.
თვით დბარი აღნიშნავს, რომ იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი (ნოტარიუსი) აფხაზეთისა და ქართლის პირველიერარქებს უწოდებს „ზემო და ქვემო ივერიის“ კათალიკოსებს. приведены сведения из сочинения Иерусалимского патриарха Досифея (Нотара) о католикосах «Нижней и Верхней Иверии».
Затем он дает сведения о каждом из Абхазских католикосов, начиная с католикоса Арсения (1390 г.) и заканчивая католикосом Максимом II (+1795 г.). Всего по списку Brosset Абхазских католикосов в промежутке между XIV и концом XVIII вв. было восемнадцать (см. [Brosset, 1844, p. 324]).
ლ. კაველინის 1885 წლის წიგნი
«Абхаия и в ней Ново–Афонский Симоно–Кананитский монастырь»
დ. დბარს ძალზე მოწონს 1885 წელს გამოცემული წიგნი არქიმანდრიტ ლეონიდე კაველინისა. სინამდვილეში კი, ეს წიგნი არის ქართველთმოძულე და ქართული კულტურის მტაცებლის ფსევდოგამოკვლევა აფხაზეთის საეკლესიო ცხოვრების შესახებ.
ის და მისი ეპოქის რუსი სასულიერო იერარქია და სასულიერო დასი ძალზე გაანაწყენა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 70-80-იან წლებში დაწყებულმა ქართველთა დიდმა საეკლესიო მოძრაობამ განათლების სფეროში ქართული ენისა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მიზნით; ტარდებოდა საეკელსიო კრებები, სადაც ქართველი ბერები მოითხოვდნენ, რუსეთის იმპერიას გამოეყო რუსული ეკლესიიდან საქართველოს საკათალიკოსო ძველ ისტორიულ საზღვრებში, ანუ შავი ზღვიდან, აფხაზეთის ჩათვლით, ვიდრე თითქმის კასპიის ზღვამდე, ამ საზღვრებში იყო კიდეც მოქცეული საქართველოს საეგზარქოსო.
1885 წელს მოსკოვში გამოსცეს არქიმანდრიტ ლეონიდე კაველინის წიგნი «Абхаия и в ней Ново–Афонский Симоно–Кананитский монастырь», რომელიც შეიძლება ითქვას, რომ წინასწარგანზრახული და ძალზე ტენდენციური ნაშრომია იმის სამტკიცებლად, რომ აფხაზეთში რეალურად იმჟამად არსებული მიტოვებული გრანდიოზული კათედრალები (ბიჭვინთა, მოქვი, დრანდა, ბედია და სხვა), თითქოსდა, მხოლოდ ბიზანტიური გენიის ნაყოფია და არავითარი კავშირი არა აქვს ქართულ სამყაროსთან. მას არ სურს დაინახოს და თვალს განგებ არიდებს ამ ეკლესიებზე არსებულ უამრავ ქართულ საუკუნოვან წარწერებს კედლებსა და ფრესკებზე, ნებისმიერ არქეოლოგიურ საეკლესიო ნაშთზე. მისი სურვილია, რომ მკითხველს შეუქმნას მყარი შთაბეჭდილება, რომ ძველი აფხაზები სულ სხვა ხალხი იყო და ქართველები კი სხვა, ისინი, თითქოსდა, ბიზანტიამ გააქრისტიანა და არა ქართულმა ეკლესიამ და ამის გამო ქართულ ეკლესიას არა აქვს უფლება აფხაზეთში. მისი (აფხაზეთის) სარწმუნოებრივი აღორძინებაც მხოლოდ რუსულ ეკლესიას შეუძლია, – დაახლოებით ასეთია კაველინის მტკიცება.
აღსანიშნავია, რომ კაველინის დროს იმჟამინდელ აფხაზეთში თითქმის ყველა სასულიერო პირი ქართველი იყო ,ისინი ქართულ ენაზე წირავდნენ და ხალხს ეკონტაქტებოდნენ და თანაც წარმატებით. ამის აღმოფხვრა სურდა კაველინს, მას სურდა აფხაზეთში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირების მოღვაწეობის აკრძალვა და იქაური სასულიერო ცხოვრების გარუსება, შესაბამისად, მან მოამზადა თეორიული საფუძველი აფხაზეთიდან ქართველი სასულიერო პირების განსარიდებლად.
ძნელი სათქმელია, თუ რამ უბიძგა ლეონდ კაველინს ამის დასაწერად, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამის ძირითადი მიზეზი იყო რუსული რეაქციული წრეების უკიდურესი გაღიზიანება იმის გამო, რომ 1880-იან წლებში საქართველოში გაისმა მოწოდება ქართული ენისა და ეკლესიის უფლებათა აღდგენისა. მათ შორის აფხაზეთსა და მთელ საქართველოში უსაყვარლესი მეუფე წმიდა გაბრიელ ქიქოძის (1825-1896) პირით. ის საქვეყნოდ წინ აღუდგა იანოვსკი-ლევიცკის სასწავლო მეთოდს, რომლის მიზანი იყო ქართული ენის განდევნა სახალხო, ანუ სამრევლო სკოლებიდანაც კი.
ქართული ენა, ათასწლეულთა მანძილზე, ენა მეფეებისა, მთავრებისა, ეკლესიისა და ხალხისა, კულტურისა და განათლებისა, ენა მორწმუნე მართლამადიდებლებისა, რუსების შემოსვლის შემდეგ, ანუ მე-19 ს. დასაწყისიდანვე, განდევნილი იქნა არა მხოლოდ ადმინისტრაციული სფეროდან, განათლების სისტემიდანაც კი, მხოლოდ გვიან, ხელისუფლების მიერ ნაწყალობევ, ე.წ. სახალხო ანუ დაწყებით სკოლებში იქნა ნებადართული გარკვეულ ეტაპზე მცირეწლოვანი ბავშვების ქართულად აღზრდა, რასაც წინ აღუდგა აღნიშნული „განათლების საკითხთა მზრუნველი“ იანოვსკი და სხვები. მათ საკადრისი პასუხი მიუგო ხალხისათვის საყვარელმა მღვდელმთავარმა მეუფე გაბრიელ ქიქოძემ, შემდეგ წმ. ილია მართალმა და სხვებმა.
წმ. დიმიტრი ყიფიანმა, „თავდადებულმა“, სიცოცხლე შესწირა ქართული ენის დაცვის საქმეს, როცა ხელისუფლებამ მზაკვრული ხერხით ინება ქართველი ერის ტომებად დაყოფა სამეგრელოში ქართული წირვა-ლოცვის აკრძალვის გზით.
მასთან, ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლობის 1885-1886 წლებში, საჩივრით მისულან სამეგრელოს თავად-აზნაურები საჩივრით, „ჩვენთან, სამეგრელოში, წმიდა ანდრია მოციქულის დროიდან, უკვე თითქმის 2000 წელია, წირვა ლოცვა-ქართულად აღესრულება, ახლა ხელისუფლებას ამის აკრძალვა და მის მაგიერ ვითომდა მეგრულის შემოღება სურსო“.
ამ საკითხის გამო მრავალი წუხდა, რადგანაც ერის დაშლა-დანაწევრების საფრთხეს გრძნობდნენ, სამეგრელოდან გამოსულმა ახალგაზრდა სტუდენტმა იოსებ ლაღიაშვილმა სემინარიის რექტორი ჩუდეცკიც კი მოკლა, რასაც შემდგომ თვით ყიფიანიც შეეწირა. ხელისუფლებამ დროებით უკან დაიხია, თუმცა შემდგომ კვლავ გააგრძელა რეგიონებში ქართული ენის წინააღმდეგ ბრძოლა.
ამის გამო 1903 წელს წმიდა ალექსი ბერი (შუშანია) თავისი ხის დიდი ჯვრით დახვდა გზაში სენაკიდან თეკლათის დედათა მონასტერში დიდი ამალით მიმავალ ეგზარქოს ალექსის და გადასცა მას საპროტესტო წერილი – „როგორც თქვენ გიყვართ რუსი ხალხი და რუსული ენა და გსურთ, რომ იგი ჰყვაოდეს მრავალი წლის მანძილზე, ზუსტად ასევე მოექეცით ჩვენს ხალხს, ჩვენს ქართულ ენას, რათა მზაკვარმა ვერ ჩამოაცილოს თქვენი შვილები მართლმადიდებლურ ეკლესიას“. თ. ჟორდანია (Отчет о состаянии церковно-приходских школ грузинско-мингрелской епархии за 1902/3 уч. год, г. поти, 1904).
http://karibche.ge/component/content/article/10796-ghirsi-mama-chveni-mghvdelmonazoni-aleqsi-shushania-1923-18-31-ianvari.html?start=7
1880-იან წლებში ქართველი ხალხის მოთხოვნა ქართული ეკლესიის უფლებათა დასაცავად, რუსულ წრეებში მიიჩნიეს უკიდურეს ღალატად, სეპარატიზმის წყაროდ და შესაბამისად, შეიმუშავეს უმაღლესი წრეების მიერ მოწონებული მეთოდები ქართული სამღვდლოებისა დ მისი საეკლესიო წარსულის ფრთათა შესაკვეცად და დასაკნინებლად როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
მაგალითად, მე-19 ს. ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოში ქართველი სამღვდელოების გავლენის შესაკვეცად ეჩმიაძინს გადასცეს ქვემო ქართლის, თბილისისა და ზოგადად ქართლ-კახეთის დაბა-ქალაქების ერთი ნაწილის ქართული ეკლესიები თავისი მრევლით და სხვა, მსგავსადვე, აფხაზეთში.
ბიზანტიური ისტორიული საეკლესიო ავტორიტეტი გამოიყენეს აფხაზეთში ქართული წარსულის ნიველირების მიზნით.
საქართველოს ეკლესიის უფლებათა აღდგენის მოთხოვნით ნაწყენმა და ძალზე გაღიზიანებულმა რუსმა აღნიშნულმა ჯგუფმა ბერებისა კაველინის წიგნით წინასწარ შეადგინეს მტკიცება, რათა საქართველოს მომავალ საკათალიკოსოში აფხაზეთი არ შესულიყო.
ეს წიგნი გადაიქცა პროგრამად მომავალი აფსუებისათვის, წინასწარ დაწერილ გეგმად იმისა, როგორ იქცნენ ქართველთა მოძულეებად და მიიტაცონ ქართული კულტურა, მათ შორის საეკლესიო.
აღსანიშნავია, რომ არქ. ლეონიდ კაველინმა ახალი ათონის გრანდიოზულ მონასტერში დააარსა საგანგებო სკოლა „აფხაზი ბავშვების აღსაზრდელად“.
მისი სკოლიდან გამოსული ახალგაზრდები შემდგომში აფხაზეთში ანტიქართული საქმეების ფუძემდებლები გახდნენ, მაგალითად, ნესტორ ლაკობა.
„აფხაზეთში საბჭოთა წყობის გამოჩენილი ხელმძღვანელი“ ნესტორ ლაკობა (1893-1936) აღზრდილი იყო ახალი ათონის მონასტრის კაველინის მიერ დააარსებულ სასწავლებელში, რომელსაც ერქვა „აფხაზი ბავშვების სკოლა“.
ლეონიდ კაველინმა სკოლა „აფხაზი ბავშვების აღსაზრდელად“ დააარსა მუჰაჯირობის შემდეგ, ანუ აფხაზეთიდან ადიღე-ჩერქეზების, მათ შორის აფსუა უმრავლესობის ოსმალეთში გადასახლების შემდეგ.
მუჰაჯირობის მასობრივი ხასიათის გამო კაველინის სკოლის დაარსებისას, ეთნიკური აფსუა ბავშვები ძალზე მცირე რაოდენობით იყვნენ და ვინც იყო, ისინი მუსულმანობდნენ, შესაბამისად, ქრისტიანულ სარწმუნოებას თავს არიდებდნენ.
ამ მიზეზის გამო აფხაზეთში მუჰაჯირობის შემდეგ დარჩენილი ე.წ. „აფხაზები“, სინამდვილეში, ის ქრისტიანები იყვნენ, რომელნიც აფხაზური საზოგადოების დაბალ ფენად მიიჩნეოდნენ, მათ აქ აგირუებს (მეგრელებს) უწოდებდნენ და მხოლოდ ისინი შეიყვანეს „აფხაზი ბავშვების“ სახელით ქრისტიანთა სკოლაში. მათ, ვინაიდან მეგრელები იყვნენ, აფხაზური ენა არც კი იცოდნენ.
შესაბამისად, „აფხაზების“ სახელით კაველინის სკოლაში იზრდებოდნენ ადგილობრივი ქრისტიანები (მეგრელები), მათ, ამ სკოლაში აღზრდისას, უნერგავდნენ მტკიცებას, რომ ისინი ეთნიკური აფხაზები იყვნენ და მხოლოდ რუსები არიან ამ ქვეყნის მხსნელები.
ადგილობრივები (ე.ი. მეგრელები) ამ გზითაც აფხაზდებოდნენ. მათში ინერგებოდა აფსუური თვითშემეცნება, რადგანაც მათი რუსი პედაგოგები ანტიქართული სულისკვეთების მატარებელნი იყვნენ.
კაველინის სკოლამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართველთაგან აფხაზების გაუცხოების საქმეში.
მართლაც, მუჰაჯირობის 1 პერიოდში, 1867 წელს რუსეთის იმპერიიდან მასობრივად გადაასახლეს 20 ათასი აფხაზი, რუსული საბუთები ამ დროს მათ უწოდებდნენ აფხაზეთის „ჩერქეზებს“ (მათ ადიღე ხალხის ნაწილად მიიჩნევდნენ).
ათი წლის შემდეგ , 1877 წელს დაახლოებით 30 ათასი აფხაზი (აღწერის მიხედვით, ჩერქეზი, ანუ აფხაზეთის ჩერქეზი) გადაასახლეს ოსმალეთში. მაშასადამე, სულ მცირე, ჯამში 50 ათასი.
ამასთანავე, 1880 წელს აფხაზები რუსეთის იმპერიამ „დამნაშავე მოსახლეობად“ შერაცხა, რაც მათ უკრძალავდა დასახლებას სოხუმის მიდამოებში, მაღალმთიან ზონასა და ზღვის სანაპიროებთან.
აფხაზთა 1877 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ რუსეთის მთავრობამ აფხაზების სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტა. პრაქტიკულად, მთელი აფხაზი ხალხი (მცირე გამონაკლისის გარდა) ოფიციალურად გამოცხადებული იყო „დამნაშავე მოსახლეობად“ და მისი უფლებები მნიშვნელოვნად შეიზღუდა. აფხაზებს აეკრძალათ, აგრეთვე, აფხაზეთის ტერიტორიის დიდ ნაწილზე ცხოვრება: კერძოდ, ზღვისპირეთში, მაღალმთიან ზონასა და სოხუმის მიდამოებში – ქალაქიდან 25 კილომეტრის სიახლოვეს. „დამნაშავე მოსახლეობის“ სტატუსი აფხაზ ხალხს მხოლოდ 1907 წელს მოუხსნეს.
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=16411
ამ სტატისტიკითაც ჩანს, რომ კაველინის სკოლაში მეგრელ ქრისტიან ბავშვებს „აფხაზებად“ წერდნენ და აფსუურ შემეცნებას უნერგავდნენ, ის იყო მეგრელების გააფხაზების სკოლა.
დ. დბარი იმით ამაყობს, რომ თითქოსდა, არქეოლოგთა მიერ გათხრებისას აღმოჩნდა მრავალი ადრექრისტიანული ტაძარი, მათ შორის ეკლესია, სადაც 1 მსოფლიო კრების მონაწილე პიტიუნტის ეპისკოპოს სტრატოფილეს კათედრა იყო განთავსებული და სხვა. როგორც ითქვა, ნ. ადონცის, პ. ინგოროყვასა და სხვა კვლევით, სინამდვილეში, პიტიუნტის კათედრა მდებრეობდა არა ბიჭვინთაში, არამედ ოფ-რიზესთან ახლოს, ანუ ტრაპეზუნტის რეგიონში. თუ ასეა, ნ. დბარის საეკლესიო სეპარატიზმს ფრთები მნიშვნელოვნად ეკვეცება.
საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ დ. დბარის ნაშრომი არასრულყოფილია, რადგანაც ის დედანში ვერ ეცნობა აფხაზეთის საეკლესიო საბუთებს, რომელნიც ძირითადად მე-17 საუკუნეში, ადიღე-ჩერქეზების თავდასხმებისას, თვით აფხაზეთიდანაა გამოტანილი იქაური სასულიერო პირების მიერ, ამჟამად კი დაცულია ხელნაწერთა ცენტრსა და სხვა უწყებებში.
რადგანაც მკვლევარმა არ იცის ქართული ენა და ხელი არ მიუწვდება ამ პირველხარისხოვან წყაროებზე, ამიტომაც ის ეყრდნობა ძირითადად მე-19 საუკუნის რუს და უცხოელ ავტორებს.
მე-20 საუკუნეში ათეიზმის გამო ამ თემას მეცნიერები ნაკლებად ეხებოდნენ, ხოლო საუკუნის ბოლოს აფსუა მკვლევრები სეპარატიზმის გამო უგულებელყოფდნენ მნიშვნელოვან გამოკვლევებს.
აფხაზეთში ქართველთა ცხოვრების შესახებ
დბარი თავისი დისერტაციის 1 თავში (АБХАЗИЯ И АБХАЗЫ КО ВРЕМЕНИ ВОЗНИКНОВЕНИЯ ХРИСТИАНСТВА) ამტკიცებს, რომ მიწა-წყალზე, რომელსაც ამჟამად აფხაზეთი ეწოდება (მდ. ფსოუდან ენგურამდე), მკვიდრ მოსახლეობას მუდამ წარმოადგენდნენ „აფხაზები“.
მისი ნაშრომის დასაწყისშივე გამოთქმული ეს მტკიცება არასწორია, რადგანაც არქანჯელო ლამბერტის მე-17 ს. ცნობით, რომელიც სამეგრელოში ცხოვრობდა თითქმის ორი ათეული წელი, საზღვარი აფხაზეთის სამთავროსა და სამეგრელოს შორის გადიოდა მდ. კოდორზე, ისე, რომ მთელ სანაპირო ზოლს ბიჭვინთის ჩათვლით, სამეგრელო აკონტროლებდა, ესაა თანამედროვე სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირესა და გალის რაიონები, აქ მცხოვრებ ხალხს ლამბერტი მეგრელებს უწოდებს.
ათასი წლით ადრე აფხაზეთში ქართველთა ცხოვრებაზე მიუთითებს მე-8 საუკუნით დათარიღებული ის ქართული წარწერები, რომელნიც აღმოჩენილია დბარის მშობლიურ გუდაუთისა და გაგრის რაიონებში.
ლამბერტის ცნობით, მოქვის, დრანდისა და ბედიის კათედრები სამეგრელოს სამთავროში შედიოდა, ისინი, მისივე სიტყვით, ქართულენოვანი იყო.
უცხოელი მისიონერის ცნობით, მოქველმა, დრანდელმა და ბედიელმა ეპისკოპოსებმა ძალზე დიდი თანხები გაიღეს, რათა დახმარებოდნენ ლევან მე-2 დადიანს ე.წ. აფხაზეთის დიდი კედელ-გალავნის მშენებლობაში, რათა აფსუებისა და აბაზა-ადიღების გამანადგურებელი თავდასხმები მდ. კოდორსა და იმჟამინდელი სამეგრელოს მთელ საზღვრებზე აერიდებინათ, მაგრამ უშედეგოდ, ადიღე-ჩერქეზებმა (აფსუებმა) ეს კედელი გადმოლახეს და მიიტაცეს სამეგრელოს ყველაზე ნაყოფიერი მიწები მდ. ენგურამდე, ანუ ამჟამინდელი გულრიფშის, ოჩამჩირის, გალისა და სხვა რაიონები, გამარჯვების შემდეგ, ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა, ანუ მეგრელები მასობრივად ამოხოცეს ანდა დაიმონეს აგირუას სახელწოდებით. ბესიკი – დიდებული პოეტი და თვითმხილველი ამ ეპოქისა თავის პოემაში „რუხის ომი“, აღწერს ამ თავდაცვით ომს დამპყრობელ ადიღე-აფსუებთან და მათზე წერდა კიდეც „მეგრელთა სისხლი სწყუროდათ, თუცა შეესვათ გობითა“. ანუ ამ დამპყრობლებს სურდათ მეგრელთა სისხლი გობით ანუ დიდი ჯამით შეესვათო.
ის აღწერს ჩრდილოკავკასიელ ტომთა მიერ აფსუების წაქეზებით მეგრელთა ანუ აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის საშინელ ხოცვა-ჟლეტას, „გობით მეგრელთა სისხლის სმას“ მე-17 საუკუნესა და მე-18 ს. დასაწყისში.
ასეთ წყაროებსა და თვითმხილველ, მათ შორის უცხოელთა მიერ აღწერილ ფაქტებს, საბჭოთა მეცნიერები ძველად და ამჟამადაც ჩქმალავენ.
ამის გამო მე-20 ს. 90-იან წლებში კვლავ გამეორდა მეგრელთა ასეთივე ხოცვა-ჟლეტა აფხაზეთში ქართველთა ეთნიკური წმენდის დროს. ამ ფაქტსაც ჩქმალავენ.
ასე რომ, აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობა უფრო მეგრელებია ვიდრე აფხაზები. რაც შეეხება VIII-X საუკუნეების აფხაზეთს, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა, ის დასახლებული იყო არა აფხაზებით, არამედ ადგილობრივი ქართველებით, ანუ მარგველებით, მეგრელებით, გურულებით, სვანებით და სხვა. ყველა მათგანის ნაკვალევი ცხადია და მათი არსებობა ფაქტია, მაგრამ ისტორიის ფურცლებს არ შემორჩა არავითარი ნაკვალევი აფხაზებისა, ვითრცა თავისთავადი ეთნიკური ჯგუფისა, აღნიშნულ საუკუნეებში.
საერთოდ ამ (VIII-X) საუკუნეებში არსებობდა აფხაზი ხალხი ვითარცა თავისთავადი ეთნოსი თუ ამ ტერმინით „აფხაზი“ აღინიშნებოდა აფხაზეთის სამეფოს ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა ენიკური ჯგუფის მოსახლეობა?
მაგალითად, ვატიკანი სახელმწიფოა, მაგრამ იქ ცხოვრობს არა „ვატიკანელთა ეთნოსი“, არამედ სხვადასხვა ეროვნების ხალხი, რომელთაც ვატიკანის ტერიტორიაზე ცხოვრების გამო შეიძლება ვატიკანელი ეწოდოს.
მართლაც, აფხაზეთში შემორჩენილი ყოველგვარი წერილობით წყარო მიუთითებს, ადგილობრივი მოსახლეობის ქართულენოვნებას, ისინი თავიანთი საჭიროებისათვის მოიხმარდნენ მხოლოდ ქართულ დამწერლობას და შექმნეს ამ ენით მდიდარი ლიტერატურა და ასევე საეკლესიო სამართლის წყაროები.
ამის გამო იქმნება შთაბეჭდილება, რომ ტერმინი „აფხაზი“ მხოლოდ ტიტული იყო მმართველი დინასტიისა, საპატიო ანდა გვაროვნობითი, საოჯახო ტიტული, შესაბამისად, მათ მიერ მართულ ქვეყანას დაერქვა აფხაზეთი.
ყოველ შემთხვევაში, აფხაზი ხალხის არსებობის დამადასტურებელი არავითარი მატერიალური მასალა არ მოიპოვება აღნიშნულ VIII-X საუკუნეებში.
ასე რომ, ჩანს, „აფხაზეთი“ აღნიშნული დინასტიის მიერ მართულ ტერიტორიას ერქვა, შესაბამისად, ყველა აქ მცხოვრები პოლიტიკურად აფხაზი იყო, მაგალითად, ქართლის ცხოვრების ცნობით, როცა ანისში ჩავიდა ცოტნე დადიანი, თქვეს, რომ ის „აფხაზეთიდან მივიდა“.ამდენად, ის მონღოლებისათვის აფხაზი იყო, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ის ეთნიკური აფხაზი არ იყო. თუმცა კი სახელით „აფხაზი“ მოიხსენიებდნენ. არის სხვა მაგალითებიც.
აფხაზეთი ქვეყნის გეოგრაფიული და პოლიტიკური სახელი იყო და არა ეთნიკური კუთვნილების გამომხატველი.
ამ ტერმინს („აფხაზეთი“) ჰქონდა ფართო და კერძოობითი დატვირთავა.
ფართო მნიშვნელობით, მთელ დასავლეთ საქართველოს აფხაზთა მეფეების დროს „აფხაზეთი“ ერქვა და შესაბამისად, ყველა მისი მცხოვრები ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, „აფხაზი“ იყო.
კერძოობითად, „აფხაზეთი“ ერქვა მიწა-წყალს ანაკოფიიდან და კაპოეტისწყლიდან ყუბანის მიმართულებით, ამიტომაც, როდესაც ამ კუთხის სამთავრო ანუ აფხაზეთი განშორდა სამეგრელოს სამთავროს, საზღვარი ძირთადად კოდორზე იქნა გავლებული.
ეს არ ნიშნავს, რომ იქ აფხაზი ეთნოსი მკვიდრობდა, უფრო, ალბათ, მეგრული ან სვანური ჯგუფი.
ტერმინმა „აფხაზი“ ეთნიკური დატვირთვა ამ კერძოობით აფხაზეთში ანუ აფხაზთა სამთავროში შეიძინა მე-17 საუკუნისათვის.
„ახალი აფხაზები“ ანუ ადიღეურენოვანი ხალხი, ვითარცა ეთნოსი, გამოჩნდნენ მე-16-მე-17 საუკუნეებში, როცა მემატიანის სიტყვით, აფხაზეთის სამთავროს ლევან დადიანით განწყენებულმა დიდებულებმა (ძველმა აზნაურებმა) კავკასიის კარი გაუხსნეს ჩრდილოკავკასიელ ადიღე-ჩერქეზულ ტომებს სამეგრელოს დასაპყრობად.
იგულისხმება, რომ აფხაზეთის ზედაფენამ იქამდე მტკიცედ ჩაკეტილი კავკასიის ქედის უღელტეხილები გაუხსნეს ჩრდილოკავკასიელებს და აფხაზეთში ამ გზით შემოიყვანეს ჩრდილოკავკასიელი აბაზა-ადიღები.
ამის შემდეგ, ძირითადად მე-17 საუკუნეში, მათი სამთავრო ანუ „აფხაზეთი“ გადაიქცა ძირითად ბაზად ჩრდილოკავკასიელებისა, ისინი აქ დამკვიდრდნენ, დაიმორჩილეს მკვიდრი მოსახლეობა, მოახდინეს მათი ასიმილირება, ხოლო ზედაფენას გაურიგდნენ.
ამ დროს საზღვარი სამეგრელოსა და აფხაზთა სამთავროს შორის ჯერ კიდევ ანაკოფია-კელასურთან გადიოდა, შემდეგ მდ. კოდორიდან გადატანილ იქნა ეგრისწყალზე, ვახუშტის დროს, მე-18 ს. დასაწყისში, მალევე საზღვარი გახდა ენგური, რადგანაც ახალმა ანუ ადიღეურენოვანმა აფხაზებმა დაიპყრეს ბიჭვინთის, შემდეგ უკვე მოქვის, დრანდისა და ბედიის საეპისკოპოსოების მიწა-წყალი.
კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, აფხაზთა სამთავრო ჩრდილოკავკასიელების აქ დამკვიდრების შემდეგ უკვე ადიღეურენოვანი გახდა.
აფხაზთა სამთავროში დამკვიდრების შემდეგ ჩრდილოკავკასიელები ამ სამთავროს მკვიდრებად გადაიქცნენ და მათ, შესაბამისად, აფხაზები ეწოდათ. ამის შემდეგ ტერმინ აფხაზს უკვე ეთნიკური დატვირთვა მიეცა.
მე-17 და მე-18 საუკუნეებში ადიღეურენოვანმა ახალმა აფხაზებმა გამარჯვებათა კვალდაკვალ გააგრძელეს ადგილობრივი ანუ მეგრულ-სვანური მოსახლეობის ასიმილირება. ისინი, როგორც ითქვა, აფხაზური საზოგადოების ყველაზე დაბალ ფენად ე.წ. აგირუებად გადაიქცნენ და დაიწყო მათი ასიმილირება, თუმცა გაცილებით მრავალრიცხოვნები იყვნენ ზედა უფრო მცირერიცხოვან ადიღეურენოვან ახალ აფხაზებთან შედარებით, ეს მომენტი გენეტიკურმა კვლევებმაც ასახა.
ამიტომაც ამჟამად გენეტიკურად ახალი აფხაზების ჰაპლოჯგუფი იგივეა, რაც ზოგადად ქართველებისა – G2 , J2 , ხოლო თვითშემეცნებითა და იდენტობით ქართველთაგან განსხვავებას უსვამენ ხაზს.
მე-16 საუკუნის შემდეგ, უფრო მე-17 საუკუნიდან, ასე თანდათან ჩამოყალიბდა ხალხი, რომელსაც ქართველები „აფხაზებს“ უწოდებდნენ ქვეყნის სახელის შესაბამისად (მაგალითად, კახეთის რომელიმე სოფლიდან თბილისში სავაჭროდ ჩასულ ეთნიკური აზერბაიჯანელი მყიდველის მიერ კახელად აღიქმება, რადგანაც ის კახეთიდანაა, ანუ კახელია. მას კახელს უწოდებენ, იმ რეგიონის სახელის მიხედვით, საიდანაც ჩავიდა თბილისში, მსგავსადვე, აფხაზეთიდან 1993 წელს ლტოლვილ მეგრელებს, ზოგჯერ აფხაზებს უწოდებენ, რეგიონის სახელის შესაბამისად).
ასეთმა ვითარებამ წარმოქმნა ორი ტერმინი -„ძველი აფხაზები“ და „ახალი აფხაზები“.
ძველი აფაზები ქართული კულტურისა და თვითშემეცნების მატარებალი იყო, ხოლო ახალი აფხაზები ადიღე-ჩერქეზული მენტალიტეტის ხალხია.
როგორც ითქვა, სხვა იყო ძველი აფხაზები, ანუ ქართული კულტურისა და შესაბამისად, შემეცნების მკვიდრი მოსახლეობა, თუნდაც აფხაზეთის სამთავროში მე-17 საუკუნემდე, და სულ სხვაა ახალი აფხაზები, ადიღეურენოვანი და კულტურის ხალხი, რომელთაც ამჟამად აფსუები ეწოდებათ.
ახალი აფხაზები ნარევი ხალხი იყო ორი კომპონენტით, მცირერიცხოვანი მაღალი ფენა ადიღე-ჩერქეზული, ხოლო მრავალრიცხოვანი დაბალი ფენა_ მკვიდრი მოსახლეობა, ანუ სვან-მეგრელობა, ისინი ადიღეებში ასიმილირდნენ, თანდათან გააფსუვდნენ, ანუ გააფხაზდნენ.
როგორც სამართლიანად დაასკვნიან, ძველი აფხაზების ანუ ქართველობის დამახასიათებელი ნიშან-თვისება იყო მტკიცე ქრისტიანული სარწმუნოება და აღმშენებლობა დიდებული ეკლესია-მონასტრებისა, ქართულენოვანი მწერლობითა და კულტურით, ხოლო ახალი აფხაზებისა, როგორც მოგზაური სპენსერი წერს – პირიქითა ნიშნები, ის ადიღე- ჩერქეზული ხალხია თავისი მენტალიტეტით, რომელიც მე-17 საუკუნის შემდეგ საბოლოოდ ჩამოყალიბდა.
მკვიდრი მოსახლეობის ასიმილირება, როგორც ითქვა, გრძელდებოდა სამეგრელოს ისტორიული მიწა-წყლის დაპყრობათა შესაბამისად. ადიღე-ჩერქეზების მიერ დაპყრობილ ისტორიული სამეგრელოს ნაყოფიერ ნაწილში (გაგრის, გუდაუთის, სოხუმ-გულიფშ-ოჩამჩირის რაიონებში, მოქვის, დრანდისა და ბედიის საეპიკოპოსოების ყოფილ მიწა-წყალზე) მმართველი ადიღეური ზედაფენისა და მათ მიერ ჩაგრული სვან-მეგრული მოსახლეობის ასიმილაციის შედეგად.
ამჟამინდელი აფსუა მკვლევრები გრძნობენ, რომ არავითარი არტეფაქტი არ არსებობს, რომელიც აფსუათა ანდა კონკრეტული ადიღეურენოვანი აფხაზი ეთნოსის აფხაზეთში მატერიალურ მტკიცებულებას წარმოადგენს, ამიტომაც დ. დბარი, ისევე, როგორც სხვა მრავალი სეპარატისტი ამტკიცებს, თითქოსდა, ოდესღაც არსებობდა აფსუათა (ე.წ. აფხაზური) მწერლობა, ლიტერატურა, ლიტურგიკული ენა, წერილობითი ძეგლები, მაგრამ ისინი ქართველებმა გაანადგურეს.
დ. დბარი, ძირითადად, ამის შესახებ გვაძლევს თავის არასწორ მოსაზრებებს. ის ხატავს სურათს, თითქოსდა, მე-16 და მე-17 საუკუნეებში აფხაზეთის საკათალიკოსოს ცენტრი დიდებული ბიჭვინთა, ასევე, მოქვის, დრანდისა და ბედიის კათედრები და კათედრალები, ქართველებმა გაანადგურეს, იძლევა ასევე შორეულ ნიშანს, თითქოსდა, ისინი ოსმალებმა აიკლეს, სინამდვილეში, არა მარტო ის, არამედ ქართველი ისტორიკოსების უმეტესობა საგანგებოდ ხუჭავს თვალს, რომ ისინი ადიღე-ჩერქეზებმა მიზანმიმართულად გაანადგურეს სარწმუნოებრივი განსხვავებულობისა და ასევე, პოლიტიკური ნიშნით.
მაშასადამე, მოქვის, დრანდისა და ბედიის საეპისკოპოსოები აბაზა-ადიღებმა ძირითადად მე-17 საუკუნეში იავარყვეს, მაგრამ უფრო ადრე, მე-16 საუკუნეში ასევე ადიღეურენოვანმა ჯიქებმა მოსპეს დიდებული ბიჭვინთის საკათალიკოსო ცენტრი.
როგორც ითქვა, ბიჭვინთასთან მომხდურ ჯიქთა და ადიღეთა შესაჩერებლად, წყაროს ცნობით, ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში ხმლითაც კი იბრძოდნენ ქართველი ეპისკოპოსები (მაგალითად, გურიის ეპისკოპოსი), მაგრამ დამარცხდნენ, ბიჭვინთა დაუცველი დარჩა და კათალიკოსი იძულებული გახდა, გასცლოდა აფსუების წინაპრების წარმართ ლაშქარს, რომელნიც ბიჭვინთას შემოესივნენ.
ამის გამო ლტოლვილი აფხაზეთის კათალიკოსი იძულებული გახდა საკათალიკოსოს ცენტრი თავადაპირველად ხობის მონასტერში, შემდეგ კი გელათში გადაეტანა.
დბარს ისე სურს წარმოაჩინოს საქმე, თითქოდა, მე-10 საუკუნემდე აფხაზეთში აფსუა სამღვდელოებამ შექმნა აფხაზთა საკათალიკოსო, ხოლო შემდეგ (მე-10 საუკუნისათვის) ისინი (აფსუა სამღვდელოება) იძულებით ჩაანაცვლა ქართულმა სამღვდელოებამ და ამიტომაც X-XVII საუკუნეებში აფხაზეთის ეპარქიები ქართულენოვანი სამღვდელოების ხელში მოექცა. თითქოსდა, ამის გამო მართავდნენ ბიჭვინთის, მოქვის, დრანდის თუ ბედიის კათედრებს ქართველი ეპისკოპოსები. მათი ქართული გვარები ცნობილია, ამიტომაც დბარი იძულებულია აღიაროს მათი ქართველობა, მაგრამ სეპარატისტებს ამშვიდებს იმით, რომ მართალია, ეს კათედრები გაუქმდა მე-17 საუკუნეში, მაგრამ ეს უმნიშვნელო ფაქტია, რადგანაც მათ ისედაც ქართველი მღვდელმთავრები მართავდნენ.
უხტანესი, როგორც აღინიშნა, ყველაზე ნათლად წერს, რომ აფხაზეთის ერი ქართველებია. ის არც კი ახსენებს ეთნოსს „აფხაზები“, მაგრამ ახსენებს სახლმწიფო აფხაზეთს, რომლის მკვიდრი ხალხია ქართველები ანუ ივერები.
„ცურტავი სამკვიდრებელი იყო გუგარელთა დიდი პიტიახშის, ჩრდილოეთის მხარეთმპყრობელისა, ჩვენი მეფის ვაღარშაკ არშაკუნიანის მიერ განწესებულისა. ის პიტიახში ყოფილა მირდატ დარეჰის ნახარარის ჩამომავალი, როგორც გვაუწყებს ჭეშმარიტების მთხრობელი მოსე, რომელიც ალექსანდრე მაკედონელმა მოიყვანა და მთავრად დატოვაო ტყვე ივერიელთა ტომებზე, რომლებიც მოიყვანა ნაბუქოდონოსორმა ლიბიელთა ჯარის ძალით, მორეკა, დააქცია და დაიმორჩილა. მათი ნაწილი პონტოს ზღვის მარჯვენა ნაპირს წაასხა და დაასახლაო, ამბობს ისტორიკოსი, ის „ვერია“ (ივერია) კი არის დასავლეთის ქვეყნის კიდე. ხოლო პონტოს ნაპირზე რომ დაბანაკდა ის ტომი აღორძინდა, გამრავლდა ზღვის პირას აქეთ-იქით, მოედო იმ მხარეს და გავრცელდა სომეხთა და ალბანთა საზღვრამდე, შეიქმნა ფრიად მრავალი ხალხი და იმ ქვეყანას აფხაზეთი ეწოდება. ურიცხვია სახელი თვითეული გავარისა, რომლებიც მის გარშემოა, და სხვა გავარებისა ქალაქ თბილისის გარშემო, რომელთაც ეწოდებათ: წანარეთი, ჯავახეთი, თრიალეთი. ითესლეს და გამრავლდნენ და გახდა ტომი, რომელსაც თავის პირველ ქვეყანაში ვერიას უწოდებდნენ, აქ [კი] ქართველნი ეწოდებათ. ტომითაც, ენითაც, დამწერლობითაც, მამამთავრობითაც და მეფობითაც განმტკიცდნენ, ხოლო გამოჰყო, გამოაცალკევა და განაშორა ჩვენგან კირონ სკუტრელმა (ამით იუდა ისკარიოტელისმსგავსი და თანაბარი შეიქნა), დააქცია და წარწყმიდა ესოდენი სიმრავლის ტომი, მიზეზი გახდა მათი დაღუპვისა“(უხტანესი, ისტორია განყოფისა ქართველთ სომეხთაგან, 1975).
file:///C:/Users/User/Downloads/Uxtanesi-1975.pdf
მე-8 საუკუნემდე აფხაზეთში საეკლესიო ცხოვრების შესახებ, პიტიუნტი
დ. დბარი და სხვები ამტკიცებენ, რომ აფხაზეთში აფსუათა თავისთავადი ეკლესია არსებობდა VIII-X საუკუნეებამდეც.
მათ მოჰყავთ არქეოლოგიური მასალებისა და წყაროების გაყალბებული ცნობები.
თავისი თეორიების უდიდეს კოზირად დ. დბარს მიაჩნია ბიზანტიური საეკლესიო წყაროების ცნობა, რომ პიტიუნტის ეპისკოპოსი სტატოფილე მონაწილეობდა ნიკეის 325 წლის საეკლესიო კრებაში.
აქ ის მკითხველს, უმალავს არსებით მომენტს, სინამდვილეში სტრატოფილეს კათედრა პიტიუნტისა მდებარეობდა არა ბიჭვინთაში, არამედ ტრაპეზუნტთან ახლოს, ოფ-რიზესთან.
დბარის მტკიცებით, წყაროების პიტიუნტი არის ბიჭვინთა, შესაბამისად, მისი აზრით, პიტიუნტის ეპისკოპოსი სტრატოფილე იყო ბიჭვინთის აფსუური ეკლესიის ეპისკოპოსი,
ის ამტკიცებს, რომ მე-4 საუკუნის დასაწყისში უკვე არსებობდა აფსუების საეკლესიო ცენტრები, მართალაც, არქეოლოგებს ბიჭვინთაში აღმოუჩენიათ საეკლესიო ნაგებობების ნაშთები მე-4 თუ მე-5 საუკუნეებისა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აფსუური ეკლესიები იყო, ბერძნებს შავი ზღვისპირზე უამრავი სამლოცველო გააჩნდათ,
დბარი თავის სხვა ნაშრომში მსჯელობს, რომ, ვინაიდან აფსუური ეკლესიის მეთაური სტრატოფილე 325 წელს უკვე რეალურად არსებული ბიჭვინთის კათედრის მეთაური იყო, ხოლო ქართული ეკლესია მხოლოდ 326 წელს დაარსდა, ამიტომაც აფსუური ეკლესია უფრო უძველესია, ვიდრე ქართული,
ბიჭვინთელი სტრატოფილეს ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში მონაწილეობის დროისათვისო, ანუ 325 წლისთვისო, მსჯელობს ის, ჯერ კიდევ არ იყო დაფუძნებული და ორგანიზებული ქართული ეკლესია, ამიტომაცო, ამტკიცებს დბარი, არა აფხაზური (აფსუური) ეკლესია უნდა დაექვემდებაროს ქართულს, არამედ, პირიქით, უფრო გვიან დაარსებული უნდა დაექვემდებაროს უფრო ადრე დაარსებულსო (მას სურს თავისი თავი წარმოაჩინოს აფსუათა გიორგი მთაწმიდელად ანტიოქიის პატრიარქთან პაექრობისას).
ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია ითქვას სიმართლე, რომელიც, მართალია, ძნელი გასაზიარებელია, მაგრამ საჭიროა.
აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთის ისტორიისა და გეოგრაფიის, შეიძლება ითქვას, ყველაზე სახელოვანი მკვლევარი, ლაიფციგის უნვერსიტეტის პროფესორი ნიკოლოზ ადონცი, თავის წიგნში „არმენია იუსტინიანეს ეპოქაში“ გამოწვლილვით იკვლევს და წერს, რომ პიტიუნტი, ზიგანა, როდოპოლისი და სხვა პუნქტები, სადაც არმენიის დუქსს თავისი სამხედრო ნაწილები ჰყავდა განლაგებული, არა აფხაზეთში, არამედ ტრაპეზუნტის რეგიონში.
Дукс Армении (лат. Dux Armeniae) — командующий пограничными войсками римского восточного лимеса в Понтии во время правления римского императора Константина I. Во времена «Notitia dignitatum» (ок. 400 г.) непосредственным начальником войск в этой области был magister militum praesentalis II.
Один из известных дуксов Армении, Теренций, служил при императоре Валенте II и участвовал в восстановлении на троне армянского царя Папа в 370 году. Теренций также принимал участие в возвращении трона Иберии законному правителю Саурмагу II, что было важно для поддержания римского влияния в регионе[6
Дукс Армении командовал 2 частями или отрядами частей, как показано в Notitia Dignitatum (Orien. XXXVIII):
Конные лучники (Equites sagittarii), XV Аполлонов легион (Сатала), Эрзинджан (Ерзынка), на территории современной Турции[1], в иле Гюмюшхане, XII Молниеносный легион (Мелитена), მალათია (ბერძ. Μαλάτεια) — ქალაქი აღმოსავლეთ თურქეთში, I Понтийский легион (Трапезунд), ტრაპეზუნტი, Ala Rizena (Аладалеариза); რიზე, Ala Theodosiana (недалеко от Ауаксама); Ala felix Theodosiana (Силуанис); Ala prima Augusta Colonorum (Кьяка); Ala Auriana (Даскуза); მელეტინასთან ახლოს, Ala prima Ulpia Dacorum (Суисса); Ala secunda Gallorum (Элиан); Ala castello Таблариенси; Ala prima praetoria;
- Cohors tertia Ulpia miliaria Petraeorum, Metita; Cohors quarta Raetorum, Analiba; Cohors miliaria Bosporiana, Arauraca; Cohors miliaria Germanorum, Sisila; Ala prima Iovia felix, Chaszanenica; Ala prima felix Theodosiana, Pithiae (პიტიუნტი ოფთან), Cohors prima Theodosiana, Valentia; Cohors Apuleia civium Romanorum, Ysiporto; Cohors prima Lepidiana, Caene — Parembole; (ახალი ბანაკები), Cohors prima Claudia equitata, Sebastopolis; (სებასტოპოლისი,პონტოში), Cohors secunda Valentiana, Ziganne (ზიგანა გუმუშხანესთან).
- https://ru.wikipedia.org/wiki/Dux_Armeniae
ამ ამონაწერებიდანაც კი ჩანს, რომ არმენიის დუქსის განსაგებელი მოიცავდა სხვადასხვა არმენიებს (დიდი, 1 და მე-2), და პოლემონის პონტოს. ამჟამინდელი თურქეთის ვანის ტბის სამხრეთი ნაწილიდან ვიდრე ტრაპეზუნტის ჩათვლით მას სხვადასხვა პუნქტებში თავისი სამხედრო დანაყოფები ჰქონდა, უსუპორტში, ზიგანა-გუმუშხანეში, ტრაპეზუნტში, მელიტენაში, რიზეში, სატალაში, პონტოს სებასტოპოლისში და ოფთან მდებარე პიტიაში ანუ პიტიუნტში.

სებასტოპოლისი ახლოს სებასტიასტან და პონტოს კომანასთან
ბიზანტიაში მრავალი ქალაქი სებასტოპოლისი არსებობდა, მათ შორის პონტოშიც, არმენიის დუქსის განსაგებელში.
Себастополь (Понт): Существовал также древний понтийский полис под названием Себастополь, который был центром римской провинции Понт и Вифиния.
Где находится Себастополис?
Себастополис расположен в турецкой провинции Токат на территории города Сулусарай, который находится примерно в 68 км от центра города Токат и примерно в 30 км от города Артова. В древности через Себастополис проходила дорога, ведущая из античного Тавиума в Себастию (современный Сивас). Также из города шла дорога к Кесарии (современный Кайсери). Эта информация известна из Итинерария Антонина Августа – указателя всех римских дорог. Судя по найденным артефактам, Себастополис имел тесные связи с городом Команы Понтийские, расположенным около современного Токата.
Себастополис был окружен городской стеной, сложенной из небольших, аккуратно обточенных камней без использования раствора. На северо-восточной стороне города был обнаружен круглый храм с мраморным полом. Бани располагались в восточной части Себастополиса, а воду добывали из термального источника, расположенного примерно в 3 км к юго-западу. Этот термальный источник до сих пор функционирует.
ნ. ადონცის შესანიშნავად აქვს დასაბუთებული, რომ არმენიის დუქსის განსაგებელში არ შედიოდა ისეთი შორეული რეგიონი, როგორიც იყო აფხაზეთი, მით უფრო მისი ჩრდილოეთი ნაწილი, სადაც ბიჭვინთაა.
ერთი სიტყვით, ადონცის კვლევით, სხვადასხვა პუნქტები იყო პიტიუნტი და ბიჭვინთა. მით უფრო, რომ პიტიუნტი ბერძნულ-რომაულ სამყაროსთან იყო დაკავშირებული, ბიჭვინტა კი ქართულთან, პიტიუნტი ოფ-რიზეს რეგიონში მდებარეობდა, რომელიც აღნიშნულ დროს ბიზანტიელი სამხედრო მეთაურის ე.წ. „არმენიის დუქსის“ განსაგებელში შედიოდა, ბიჭვინთა კი მისგან დაშორებით, ჩრდილოეთ აფხაზეთში.
პ. ინგოროყვას ეს საკითხი კიდევ უკეთ აქვს დამუშავებული, მისი გამოწვლილვითი კვლევით პიტია-პიტიუნტი არ მდებარეობდა აფხაზეთში, არამედ ოფ-რიზეს რეგიონში, ტრაპეზუნტთან. იმავეს ამტკიცებს შესანიშნავი თანამედროვე მკვლევარი, პროფესორი გურამ გრიგოლია და სხვა.
ბიზანტიური წყაროების პიტია-პიტიუსი რომ არაა აფხაზეთის ბიჭვინთა, ეს ჩანს საზოგადო რუკაზეც, ბიზანტიის იმპერიის საზღვარი მე-4 საუკუნეში არ მოიცავდა აფხაზეთს, შესაბამისად, არც არმენიის დუქსის სამფლობელოს.

Восточный фронт Римской империи, вдоль верхнего Евфрата во времена Notitia Dignitatum (конец 4 века) (Notitia Dignitatum УВЕДОМЛЕНИЯ О ДОСТОИНСТВАХ В ВОСТОЧНЫХ ЧАСТЯХ).
https://ru.wikipedia.org/wiki/Dux_Armeniae
ევსევი კესარიელი წერს, რომ აღნიშნული ხალხები ფაზისამდე ცხოვრობდნენ, ის წერს – «კაპადოკიის გადაღმა მარჯვნით არიან არმენიელები, იბერები (Ιβηρες, Birri) და ბერანები, ხოლო მარცხნით სკვითები, კოლხები და ბოსპორანები, აგრეთვე [სანნები], რომელთაც სანნიგები ეწოდებათ და რომლებიც ვრცელდებიან პონტომდე, სადაც არის ბანაკი აფსაროსი, სებასტოპოლი [კაუსილიმინი] 1 და მდინარე ფაზისი. ვიდრე ტრაპეზუნტამდე გადაჭიმული არიან ეს ტომები» ( გეორგიკა 1).
როგორც აღინიშნა, ნ.ადონცისა, პ. ინგოროყვასა და მათ მიერ დამოწმებული ავტორების ცნობით, პიტიუნტელი სტრატოფილეს საეპისკოპოსო კათედრა მდებარეობდა ოფ-რიზესთან ახლოს, ანუ ტრაპეზუნტის ოლქში, ხოლო ბიჭვინთა მისგან ძალზე იყო დაშორებული, ანუ სხვაა პიტიუნტი და სხვაა ბიჭვინთა, ერთმანეთისაგან თითქმის 500 კილომეტრით დაშორებული. როგორც ითქვა, ერთი აფხაზეთის ჩრდილოეთით, მეორე კი ოფ-რიზესთან ახლოს, ამჟამინდელ თურქეთში მდებარეობდა (პ.ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, გვ. 250-253).
თუ ასეა, სტრატოფილე არასოდეს ყოფილა ბიჭვინთის მღვდელმთავარი, მისი პიტიუნტის კათედრა მდებარეობდა ძიდრიტების, ქალდებისა და ლაზების ქვეყანაში, ანუ ტრაპეზუნტის ოლქში.
არქეოლოგიის გაყალბებაც კი არ იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მე-8 საუკუნემდე, თითქოსდა, არსებობდა აფსუათა თვისთავადი ეკლესია, რომელიც ქართველებამა მოსპეს.
კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ დ.დბარს და სხვა აფსუა საეკლესიო სეპარატისტებს მიაჩნით, რომ მათი მთავარი უპირატესობა, რაც მათ გამოადგებათ ავტიკეფალიის მოპოვებაში არის წყაროთა ცნობები, რომ პიტიუნტის ეპისკოპოსი მონაწილეობდა ნიკეას პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში 325 წელს, ანუ საქართველოს ეკლესიის დაფუძნებამდე, მით უფრო, მცხეთის საკათალიკოსოს დაფუძნებამდე, მათი მტკიცებით, ესაა საფუძველი აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიის ძიების გზაზე.
მატ პროპაგანდა აქვს წარმატება, რასაც მაგალიტად ასახავს უცხოური საიტები და განმარტებები, რომელიც აქვეა მოყვანილი –
ответ искусственного интеллекта:
В начале IV века в Питиунте (современная Пицунда) возникает епископская кафедра, юрисдикционно подчинённая Константинопольскому Патриархату и возглавляемая епископом Сафронием.
Это был первое церковно-административное образование на территории Абхазии.
В 325 году уже другой епископ Питиунта — Стратофил участвовал в заседаниях I Вселенского Собора. Питиунская епископия в административном отношении была в подчинении архиепископа Кесарии Каппадокийской.
პიტიუნტისა და ბიჭვინთის გაიგივება შეცდომაა ქართული ისტორიოგრაფიისა, რომელსაც ამჟამად კარგად იყენებს სეპარატისტული ჯგუფი ოკუპირებულ აფხაზეთში, ხდება ანულირება აფხაზეთის დიადი საეკლესიო წარსულისა და ხელშეწყობა ქართული კულტურის მიტაცებისა.
ტოპონიმების გაყალბებული ეტიმოლოგია
არქეოლოგიის გაყალბების გარდა აფსუათა უმთავრესი კოზირია ასევე გაყალბებული ეტიმოლოგია დასავლეთ საქრთველოს ტოპონიმიკისა, ის ძირითადად ეყრდნობა ე.წ. „ყვა და ფსა“ ძირის მქონე სახელების გავრცელებას დასავლეთ საქართველოში, მაგალთად, ტოპონიმებსა და ჰიდრონიმებს: ბობოყვათი, მალთაყვა, გუდაყვა, აჭყვა, სუფსა და სხვა, ასევე წყაროებში ცნობილი ტომებისა და მათი ქვეყბების სახელებს: აფსილი-აფსილია,, აფშილი-აფშილეთი და სხვა.
მათ, როგორც წესი, აკავშირებენ ადიღე-ჩერქეზულ ენობრივ სამყაროსთან,
პ. ინგოროყვამ და შემდეგ სხვა უამრავმა ენათმეცნიერმა დაამტკიცა, რომ აღნიშნული ფუძე-ძირები ქართველურ ენობრივ სამყაროს განეკუთვნება. ამ საკითხს არასწორად იხილავდნენ ქართველი მეცნიერები – ნ. მარის მოწაფეები და მისი სკოლის მიმდევრები, რაც საფუძვლად აქცია დბარმა თავისი ნაშრომისა.

რომის იმპერიის საზღვრები მე-5 საუკუნემდე
მითები ახალი აფხაზების (აფსუების) წარმოშობის შესახებ
დბარი წერს – Прежде чем приступить к изложению истории Абхазии и абхазов ко времени возникновения христианства, следует сказать о происхождении самих абхазов.
დბარის სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ ის თვითონვე აღნიშნავს, რომ საისტორიო წყაროები აფხაზთა უძველესი ცხოვრების შესახებ არ არსებობს.
Мы не располагаем историческими источниками о древнейшей истории абхазов ( ИСТОРИЯ ХРИСТИАНСТВА В АБХАЗИИ, 2001).
სხვა სეპარატისტი მკვლევარი აღიარებს- „ჩვენ ჯერ კიდევ არ გაგვაჩნია წყაროები ძველ-აფხაზური ტომების წარმოშობის საკითხის გადასაჭრელად“-
Касаясь конкретно вопроса о происхождении древне-абхазских племен, надо с самого же начала подчеркнуть, что пока мы еще не располагаем источниками, необходимыми для всестороннего и окончательного разрешения этой сложной проблемы. Тем не менее уже собранные на сегодняшний день материалы позволяют, как нам кажется, наметить основные направления, которые в дальнейшем должны будут привести к его разрешению.
https://www.apsuara.ru/portal/book/export/html/1057
თვით დბარი აღნიშნავს, რომ პირდაპირი წყარო აფსუა-ადიღების ეთნოგენეზის შესახებ არ არსებობს, ამიტომაც დბარი იძულებილია საენათმეცნიერო გაუკვლეველი სამყაროს ბუნდოვანება გამოიყენოს თავის სასარგებლოდ, თითქოსდა ენობრივად თავადაპირველი მესოპოტამია, კავკასია და ჩინეთი აფსუების წინაპრების ტერიტორია იყო.
დბარს ურჩევნია 5-6 ათასი წლის წინანდელი ტომების ისტორია თავის სასრგებლოდ გამოიყენოს, ვიდრე ჩვენთან უფრო ახლოს 400-300 წლით დაშორებული წყაროები.
ამიტომაც მას, როგორც აფსუათა თაობებს, ძალზე აწუხებს აფხაზეთის რეალური ისტორიის გამოაშკარავება, შესაბამისად, პ. ინგოროყვას წიგნი „გიორგი მერჩულე“, რომელშიც წარმოჩნდა ზუსტი სიმართლე აფსუების წინაპრების აფხაზეთში მე-17 საუკუნისთვის ჩასახლებისა ჩრდილოეთ კავკასიის მხრიდან, უფრო ადრე იგივე დასკვნამდე მივიდა ა. დიაჩკოვ-ტარასოვი. იმავეს წერს პირველი რუსი ისტორიკოსი ტატიშჩევი ყუბანის ხეობიდან აბაზების სამეგრელოს ჩრდილოეთ ნაწილში, ანუ აფხაზეთში, ჩასახლების შესახებ. დბარი ტატიშჩევს არ ახსენებს, რადგანაც ეშინია, არ აწყენინოს რუსებს, მათი პირველი იტორიკოსის მოსაზრების უარყოფით.
ამ მხრივ სამაგალითოა აფხაზთა სამეფოს ძლიერების ეპოქაში მოღვაწე სომეხი ისტორიკოსის უხტანესის განმარტება აფხაზთა შესახებ, რომ აფხაზეთი ქართველების ანუ ივერების ქვეყანაა, შესაბამისად, ძველი აფხაზები ქართველები იყვნენ და არა ადიღები.
უხტანესის ცნობით, აფხაზეთის სამეფო ქართველების ანუ ივერების სახელმწიფოა, რომელთაც უამრავი გავარი ანუ რეგიონი აქვთ თბილისის გარშემო (უხტანესი, ისტორია გამოყოფისა ქართველთ სომეხთაგან, გვ. 67).
უხტანესი (935-1000 წწ.) აღზრდილი იყო ფილოსოფოს ანანია ნარეკაცისა, დაადგინეს სებასტიის ეპისკოპოსად, ცნობილია მისი წიგნი „სომხეთის ისტორია“, რომელშიც ძალზე წუხს, რომ კირიონ ქართველთა კათალიკოსმა სომხური ეკლესიისაგან განაშორა ქართველთა ეკლესია, ამიტომაც ეხება ქართველთა წარმოშობის, მისი სახელმწიფოს საზღვრების საკითხს.
უხტანესისი დროს, როგორც ის წერს, ქართველთა სახელმწიფოს ერქვა აფხაზეთი, ის მისი სიტყვით, მდებარეობდა შავი ზღვისპირეთიდან ვიდრე ალბანელთა და სომეხთა საზღვრებამდე.
უხტანესს ქართველთა თავდაპირველი განსახლების ტერიტორიად მიაჩნია დასავლეთ საქართველო, სადაც მათ ივერები ერქვათ, აქედან გამრავლების გზით მიაღწიეს ალბანელთა და სომეხთა საზღვრებამდე, აფხაზთა სამეფოს ხალხი ქართველებია, აქვთ საკუთარი ენა, ეკლესია, სამეფო, ჰყავთ მამამთავარი და ისინი ჩვენგან განაშორა კირიონ კათალიკოსმაო, წერს ის.
- “ გვაუწყებს ჭეშმარიტების მთხრობელი მოსე, რომე– ლიც ალექსანდრე მაკედონელვა მოიყვანა და მთავრად დატოვაო ტყვე ივერიელთა ტომებზე,ე რომლებიც მოიყვანა ნაბუქოდონოსორმა ლიბიელთა ჯარის ძალით, მორეკა, დააქცია და დაიმორჩილა მათი ნაწილი პონტოს ზღვის მარჯვენა ნაპირს წაასხა და დაასახლაო, ამბობს ისტორიკოსი, ის ვერია კი არის დასავლეთის ქვეყნის კიდე. ხოლო პონტოს ნაპირზე რომ დაბანაკდა ის ტომი აღორძინდა, გამრავლდა ზღვის პირას აქეთ-იქით, მოედო იმ მხარეს და „გავრცელდა სომეხთა და ალბანთა სახღვრამდე, “„პეიქმნა ფრიად მრავალი ხალხი და იმ ქვეყანას აფხაზეთი ეწოდება. ურიცხვია სახელი თვითეული გავარისა, რომლებიც მის გარშემოა, და სხვა გავარებისა ქალაქ თბილისის გარშემო, რომელთაც ეწოდებათ. წანარეთი, ჯავახეთი, თრიალეთი. ითესლეს და გამრავლდნენ და გახდა ტომი, რომელსაც თავის პირველ ქვეყანაში ვერიას უწოდებდნენ, აქ ქართველნი ეწოდებათ. ტომითაც, ენითაც, დამწერლობითაც, მამამთავრობითაც და მეფობითაც განმტკიცდნენ” ხოლო გამოჰყო, გამოაცალკევა და განაშორა ჩვენგან კირონ სკუტრელმა”https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/345935/5/Uxtanesi_Istoria_Gamoyofisa_Qartvelta_Somextagan_1975%20%28Gateqstebuli%29.pdf
ერთი სიტყვით, უხტანესისა და არა მხოლოდ მისი, არამედ მრავალი სხვა ავტორის, მათ შორის მუსლიმი მწერლების თუ მოგზაურების ცნობებითაც ძველი აფხაზები ქართველები იყვნენ, ქართულენოვანი ხალხი, ამის შესახებ არსებობს მრავალი გამოკვლევა, რომელთაც ჩქმალავს დბარი.
გარდა უხტანესისა ცნობას, რომ ძველი აფხაზები ქართველები იყვნენ ადასტურებს უხვი არქეოლოგიური მასალა, აფხაზეთის სამეფოს ყველა ეკლესია-მონასტერი ქართულენოვანი წარწერებით იყო შემკული, ამ ეკლესია-მონასტრებსა თუ საზოგადო ნაგებობებზე (მაგ. ბესლეთის ხიდზე) მხოლოდ ქართული წარწერები დღესაც იკითხება. ყველა იქაური ხელნაწერი (ასობით და ათასობით ფურცელი) მხოლოდ ქართულენოვნია.
წყარო მრავალია აფხაზების კულტურული, სახელმწიფოებრივი, ენობრივი, მენტალური ქართველობის შესახებ.
როგორც ითქვა, დბარს აფხაზების (გულისხმობს ადიღე-ახალი აფხაზების) უძველესი წარმოშობის შესახებ არავითარი ძველი წყარო არ გააჩნია, ამიტომაც ეყრდნობა აფსუა ისტორიკოსებისა და სეპარატისტთა დამქაშების საისტორიო ანუ ტენდენციურ გამოკვლევებს, ის წერს- специальные работы крупнейших абхазоведов: З. В. Анчабадзе, Ш. Д. Инал–ипа и др. (см. [Анчабадзе, 1976; Инал–ипа, 1976 и др.]).
Проблема этногенеза абхазского народа, так же, как и любого другого, одна из сложнейших в исторической науке. Она рассматривалась в трудах многих исследователей, ей посвящены и специальные работы крупнейших абхазоведов: З. В. Анчабадзе, Ш. Д. Инал-ипа и др. (см. [Анчабадзе, 1976; Инал-ипа, 1976 и др.]).
ამიტომ ის ცდილობს ენობრივ მონაცემეზე დაყრდნობით დაამტკიცოს აფხაზების საცხოვრისის დიდი განფენილობა უძველეს ხანაში.
როგორც ცნობილია, ისინი აფსუა-აფხაზების წინაპრებს აკავშირებენ ხეთებთან, ხატებთან, სხვა ქრისტეშობამდე ათასობით წლით დაშორებულ ხალხებთან, მართალია, ასეთი თეორიები წახალისებულია რუსული მეცნიერების მიერ, მაგრამ უფრო პოლიტიკური მიზანშეწონილობით. რადგანაც ჯერაც ფაქტობრივად შეუსწავლელი უცნობი და გამოუკვლეველი ხატების ტომის ენობრივი სამყარო, ანუ სამი ათასი წლის წინ მკვდარი ენის დაკავშირება მაინცდამაინც აფსუა-ადიღების ენასთან, ჩვენთვის არის არა მეცნიერული, არამედ პოლიტიკური შედეგის მისაღწევად გამიზნული ქმედება. ის არ ეყრდნობა რაიმე წყაროს, მაშინ, როცა, მაგალითად, კოლხებისა და მოსხების ანდა კოლხებისა და იბერების ენობრივი ანდა ეთნიკური დაკავშირება შესაძლებელია, რადგანაც არსებობს შესაბამისი წყარო, ჰეკატოს მილეტელის ცნობა –
ჰეკატოს მილეტელი, ფრაგმენტი 188 – „მოსხები, კოლხების ტომია, მატიენების მეზობლად“
ანდა ტაციტუსის ცნობა იბერების კოლხეთში წარმოშობის შესახებ თესალიელი არგონავტების ეპოქაში, ანუ დაახლოებით ძვ. წ. მე-12 საუკუნეში.
Ибо иберы и альбаны, обитая в лесистых горах, привыкли к тяжелым условиям существования и поэтому гораздо выносливее парфян;
(3) они утверждают, что происходят от фессалийцев, возводя свое происхождение к тому времени, когда Ясон, после того как увез Медею и прижил с нею детей, возвратился в опустевший дворец Эета и к оставшимся без властителя колхам.
https://ancientrome.ru/antlitr/t.htm?a=1347012000
მაგრამ რაიმე მსგავსი წყარო აფსუა-ადიღების შესახებ არ არსებობს,
დბარი აკრიტიკებს ინგოროყვას, რომ მისმა წიგნმა დაძაბა სიტუაცია, რაც მას ძალზე აწუხებს, მაგრამ 1993 წელს ქართველთა ეთნიკურ წმენდაზე და აფხაზეთში მცხოვრები 300 ათასი ქართველის საკუთარი სახლ-კარიდან იძულებით გამოყრაზე და ათეულობით ათასის დახოცვაზე, მის წიგნში არაფერია ნათქვამი.
ამიტომაც ისმის კითხვა, ინგოროყვას მიერ დაწერილი სამეცნიერო თეორიის გამოქვეყნება წიგნის სახით უფრო მეტ დანაშაულად რატომ ითვლება, ვიდრე აფსუებისა და მათი დამქაშების მიერ (გაეროს მიერ აღიარებული) აფხაზეთში ქართველთა ეთნიკური წმენდის აღწერა და გამოქვეყნება?
ეს კითხვა ზოგიერთ ქართველსაც ეხება, რომელთაც საკუთარი ხალხის ეთნოწმენდაც კი ვერ დაინახეს.
დბარი ბევრს წერს და თავი მიაჩნია აფხაზეთის 1500-2000 წლის წინანდელი ისტორიის სპეციალისტად, იხილავს აბაზგების, აფსილების, სანიგებისა და სხვათა საცხოვრისის საკითხებს, მაგრამ არაფერი იცის ჩვენთან უფრო ახლოს არსებული აფხაზეთის ქართულენოვანი საკათალიკოსოს რეალური ისტორიის შესახებ, რადგანაც, როგორც ითქვა, არ იცის ქართული ენა, მაშინ, როცა ამ საკათალიკოსოსაგან გამოსული ყველა საბუთი და დოკუმენტი, როგორც მრავალჯერ აღინიშნა, ქართულენოვანია, რომლის წაკითხვა არ შეუძლია და არც სურს დბარს, რადგანაც ისინი სამხილნი არიან მისი ცრუ მტკიცებებისა და მან ეს კარგად იცის.
სეპარატისტები წერენ აფხაზი ხალხის ადრეული ეთნოგენეზის შესახებ, გამოყოფენ ოთხ თეორიას,
1. აფრიკულ-ეთიოპური წარმოშიბა , რომელსაც ემხრეობოდა დ, გულია,
2. ჩრდილოკავკასიური წარმოშობა (А. Дьячков-Тарасов, П. Ингороква и др);
3. მცირე აზიური წარმოშობა , ემხრობოდა ნ. მარი
4. ი. ჯავახიშვილის თეორია, რომლის მიხედვით უძველეს დროს აფხაზები ადიღებთან ერთად მოვიდნენ სამხრეთიდან (კერძოდ მცირე აზიიდან) სამხრეთკავკასიის დასავლეთით, აქედან გადასახლდენენ ჩრდილოეთ კავკასიაში . მხოლოდ ჩვენი ერის 1 პირველ საუკუნეებში აფხაზების წინაპრები უკან, სამხეთკავკასიაში დაბრუნდნენ და დაიჭირეს ამჟამინდელი აფხაზეთის ტერიტორია
https://www.apsuara.ru/portal/book/export/html/1057
ივანე ჯავახიშვილი წერდა აფხაზების და არა აფსუების წარმოშობის შესახებ.
Проблема этногенеза является одним из самых сложных вопросов исторической науки. Вопрос о раннем этногенезе абхазского народа не раз ставился в специальной литературе. Одной из распространенных в прошлом теорий, происхождения абхазов являлась так называемая эфиопско-египетская теория, по которой древние колхи и вместе с ними предки абхазов переселились на Кавказ из Северо-Восточной Африки (Нибур, П. Услар, Д. Гулиа и др.).
Другая теория выводит абхазов с Северного Кавказа. Причем, по мнению одних авторов, это якобы произошло еще в античную эпоху (А. Сванидзе и др.), а по мнению других — лишь в период позднего средневековья (А. Дьячков-Тарасов, П. Ингороква и др.).
Третья миграционная теория происхождения абхазов выводит их предков из Малой Азии и непосредственно прилегающих к ней районов Юго-Западного Закавказья (А. Глейе, Н. Я. Марр и др.).
Своеобразную гипотезу о происхождении абхазов выдвинул И. А. Джавахишвили. Он считал, что в далеком прошлом абхазы вместе с адыгами пришли с юга (в частности из Малой Азии) в Западное Закавказье, а оттуда пересилились на Северный Кавказ. Лишь в первых веках н. э. предки абхазов снова вернулись в Закавказье и заняли территорию современной Абхазии.
https://www.apsuara.ru/portal/book/export/html/1057
ცვენც გავაქვს განსხვავებული ტეორია ადირე-აფფსუების წარმოშობის შესახებ. კერძოდ, ადიღები, როგორც სტაროსტინმა გაარკვია ენობრივად ენისეის ენობრივ ოჯახს განეკუთვნება. აქ ოქროს ურდოს უძლეველი მხედართმთავრის ედგგეის (1352-1419) იგივე ადიღეს პირად საკუთრებას წარმოადგენდა ენისეურენოვანი ულუსი და მანგიტების ტომი.. აღსანიშნავია,რ ომ ედიგი ითვლება მრავალი ხალხის პირველწინაპრად, მაგალიტად ნორაელებისა ანდა უზბეკებისა. ადიღე იგივე იდიგეს, როგორც პირველწინაპარს განადიდებენ – ყაზახები, უზბეკები, თათარები, ბაშკირბაშკირები და სხვა ხალხები, უმღერიან მას ტაობიდან ტაობამდე ჰეროიკული ეპოსით, შექმნილს XV საუკუნის I ნახევარში.
ის ებრძოდა ოქროს ურდოს სხვადასხვა ხანებს, მათ შორის ერტერთი შადიბეკი ჩრდილოეთ კავკასიაში გაიქცა და იქ გაძლერდა. მასთან საბრძოლველად და ჩრდილოკავაკსიის წინააღმდეგობის დასაძლევად ედიგეიმ ენისეის აუზიდან და საერთოდ ურალ-ალატაი-ციმბირიდან ჩრდილოკავკასიაში ცამოიყვანა თავისი ენისეურენოვანი ულუსი-ურდო. მათ სატიკად დაამარცხეს ჩრდილოკავკასიის ყველა ადგილობრივი ხალხი, ისედაც დასუსტებულნი თემურ ლენგთან ომებისას. ამის შედეგად ჩრდილოეთკავკასიაში ჩამოყალიბდა ახალი ხალხები, ორფენოვანი შემადგენლობით, მაღალი მცირერიცხოვანი ფენა იყო ენისეურენოვანი მმართველობა, ხოლო ქვედა ფენა ადგილობრივი ტომი, თანდატან ამ ფენების შედევით ჩამოყალიბდა ახლი ხალხები ადგილობრივი გენეტიკითა და ენისეურენოვანი მეტყველებით, ყველა ამ ხალხის კასპიის ზღვიდან ვიდრე შავ ზღვამდე ერთობლივად ადიღები ეწოდა ედიგეის სახელის მიხედვით, მათი ნაწილი იყო აბაზები და აფსუები.
აღსანიშნავია, რომ დამპყრობელი ადიღების სხვადასხვა ჯგუფები სატომო სახელებს იღებდნენ დაპყრობილი ტომის სახელის ან მიწაწყლის მიხედვით, ანუ როდესაც, მაგალითად, ადიღებმა დაიპყრეს იქამდე ადგილობრივენოვანი აბაზას ტომი, მოახდინეს მისი ასიმილირება, და თვითონ ეწოდათ სახელი აბაზები, აბაზას ქვეყნის სახელის მიხედვით. (ისევე, როგორც მაგალითად, როდესაც სლავების ერთმა ჯგუფმა მე-6 და მე-7 სს. -ში დაიპყრო მაკედონია, მოახდინამ მკვიდრი მოსახლეობის ასიმილირება ანდა გაძევება ქვეყნიდან, თვითონ კი ეწოდათ სახელი მაკედონელები. მარ₾აც, ადიღების სახელი წყაროებში გვხვდება მხოლოდ მე-15 საუკუნის დასაწისიდან ანუ ადიგეის ეპოქიდან. ადირე-აბაზები მე-16 და მე-17 საუკუნეებში ყუბანისპირეთიდან ცასახლდნენ სამეგრელოს ჩრდილოეთ ნაწილში, იმ ქვეყანას ერქვა სახელი აფხაზეთი, აბაზებს აფხაზეთი ცასახლების შმდეგ, ანუ დაახლოებით მე-17 საუკუნედან ქვეყნის ანუ აფხაზეთის სახელის მიხედვით ქართველებმა უწოდეს სახელი აფხაზები. თვითსახლწოდება მათი არის აფსუა, ეს სახელიც უფრო ადრე ეკუთვნოდა რომელიღაც ადგილობრივ კავკაისურ ტომს, რომელიც დაიპყრეს ადირებმის რაღაც ჯგუფმა და ძველი აფსუების სახელის მხიდევით, თვითვე ეწოდათ აფსუები. ისინი არიან ასიმილირებული ადგილობრივი მოსახლეობა ადგილობრივი გენეტიკით და ენსეურენოვანი მეტყველებითთ და ანტიქართული ანუ დამპრობლის მენტალობით..
რაც შეეხება ძველ აფხაზეს, და აფხაზეთს, ისნი აფხაზთა სამეფოს ყველაზე დიდი ძლერების ეპოქასი ანუ მე-10 საუკუნეში უხტანესის მიერ ქართველებად იწოდებიან, მათ ქართულენოვნებას ასაბურებს აფხაზეთსი დაწერილი და შექმნილი უამრავი წერილობითი ძეგლი.
აბაზები, აფსუები, ჩერქეზები, ყაბარდოელები, საკუთრივ ადიღები (და სხვა ხალხები) ქმნიან ერთობას რომელსაც ზოგადად „ადიღებს“ ანდა ადიღე-ჩერქეზებს უწოდებენ. ენობრივად ერთიანდებიან ე.წ. აფხაზურ-ადიღეურ ენათა ჯგუფში, რომელსაც სინო-კავკასიურ ენათა ოჯახს მიაკუთვნებენ. სტაროსტინის კვლევების თანხმად აფხაზურ-ადიღეური ენები ჩინურ (სინურ)- ტიბეტურ ენეთა მაკროოჯახის წევრები არიან. ამჟამად აღიარებული საისტორიო თვალსაზრისით ადიღე-ჩერქეზული ტომები წარმოადგენდნენ დასავლეთ საქართველოს მკვიდრ, ავტოქტონ, თავდაპირველ მოსახლეობას ათასწლეულების წინ, და, თითქოსდა, მხოლოდ მათ შემდგომ მივიდნენ დასავლეთ საქართველოში ქართველთა ტომები. ამ თეორიის ერთგვარი გაგრძელებაა მეორე ასევე გავრცელებული თეორია, რომლის მიხედვით ჩრდილო კავკასიაში ადიღეური ტომები შევიდნენ დასავლეთ საქართველოდან. ჩვენი კვლევით კი ადიღეური ტომები კავკასიაში მხოლოდ მე-15 საუკუნის დასაწყისიდან გამოჩნდნენ და ისინი ჩრდილო კავკაისაში შევიდნენ არა შავიზღვისპირეთიდან, არამედ, ციმბირ-ალტაის რეგიონიდან ოქროს ურდოს ცნობილ სარდალ ედიგეის წინამძღოლობით (ნოღაელთა მსგავსად). მეთაურის სახელის („ედიგეის“) მიხედვით ამ სინურენოვან ხალხსა და მის მიერ ასიმილირებულ კავკასიელთა ჯგუფებს ეწოდათ „ადიღეველები“. ოქროს ურდოს სარდალ ედიგეის მიერ შემოყვანილი სინურენოვან მეომართა დაჯგუფება ჩრდილო კავკასიის დაპყრობის შემდეგ გადაიქცა პოლიტიკურ ელიტად, რომლის ხელშიც მოექცა სამმართელო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. მათ დაინაწილეს ჩრდილო კავკასიის ოლქები და მოახდინეს ენობრივ-მენტალური ასიმილაცია დაპყრობილი ეთნოსებისა, მაგალითად, მათ მიერ აბაზების ანუ ობეზების ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, მკვიდრი მოსახლეობა დაბალ, დამორჩილებულ და ასიმილირებულ ფენად იქცა, შედეგად, დამორჩილებულ აბაზების ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ახალი შემეცნების ხალხი, მათაც „აბაზები“ ეწოდათ მიწაწყლის სახელის მიხედვით. შესაბამისად სხვაა „ძველი აბაზები“ ანუ მე-15 საუკუნემდელი მოსახლეობა და სხვაა „ახალი აბაზები“. ასევე მოხდა ყველგან ჩრდილო კავკასიაში, მათ შორის აფხაზეთში. ამას, სხვა ფაქტებთან ერთად, მიუთითებს ადიღე-ჩერქეზებისა და სხვა ჩრდილოკავკასიური ეთნოსების სინურენოვნება. სინურენოვანი ხალხები ამჟამადაც ცხოვრობენ დასავლეთ ციმბირში. ერთერთი ამ სინურენოვანი ჯგუფის (ულუსის) მეთაური იყო ოქროს ურდოს სარდალი ედიგეი. ნაშრომში განხილულია ამ სინურენოვანი ხალხის მოძრაობა ციმბირიდან კავკასიისაკენ. ადიღეველები გაბატონდნენ ჩრდილო კავკასიაში, გაძლერდნენ და მე-16 საუკუნის შემდეგ გადმოლახეს კავკასიის ქედი. ისინი დამკვიდრდნენ აფხაზეთში და აფხაზეთში ცხოვრების გამო ეწოდათ აფხაზები. მათ, ასევე, მე-17 საუკუნეში, გადალახეს იმჟამდ სამეგრელოს საზღვარი მდ. კოდორზე და რამდენიმე ათეულ წალიწადში დაიპყრეს სამეგრელოს ნაწილი კოდორიდან ენგურამდე. ადიღების ძირითადი გაპლოჯგუფი G2a იგივეა რაც ქართველებისა, ეს ნიშნავს, რომ ედიღეის მიერ შემოყვანილ მეომართა პოლიტიკური ელიტა მცირერიცხოვანი იყო და მათ მიერ მკვიდრი ხალხების ასიმილირება მოხდა მხოლოდ ენობრივად და მენტალურად, გენომი კი იგივე დარჩა.
მითები წმ. ანდრია მოციქულის მოღვაწეობის არეალის დასამცრობად
დბარს თავისი მტკიცება, რომ წმ. ანდრია მოციქულს საქართველოში არ უქადაგნია, სურს დააყრდნოს ორიგენესა და ევსევი კესარიელის გამონათქვამებზე, რომ წმიდა ანდრია მოციქულმა იქადაგა სკვითეთში.
თუმცა მან გვერდი ვერ აუარა ცნობას, რომ წმ. ანდრიამ იბერიაში იქადაგა, ამიტომაც სურს წარმოაჩინოს, რომ დასავლეთ საქართველო იბერიის ნაწილად არ მიიჩნეოდა, მაგრამ აქაც დახვდა წინააღმდეგობა – უცხოელი პატრიარქები აფხაზეთის ანუ დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოებს ქვემო (ან ზემო) იბერიას უწოდებდნენ.
ჩვენ გარკვეული გვაქვს, რომ ძველი ავტორები შავი ზღვისპირეთში მცხოვრებ ტომებს სკვითებს უწოდებდნენ, ამიტომაც წმიდა ანდრიას ქადაგება იბერიის შავი ზღვისპირეთში სკვითიაში ქადაგებად მიიჩნეოდა.
დბარი თვითონაც აღნიშნავს, სტეფანე ბიზანტიელი არიანეზე დაყრდნობით, აფსილებსა და ლაზებს სკვითურ ტომებად მიიჩნევდა.
დბარი ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს დაუმალოს მკითხველს, რომ ანდრიას მე-8 ს. ცხოვრების მიხედვით ის ჩავიდა ანუ იქადაგა იბერიაში.
ამ კუთხით, მას განასკუთრებით მოსწონს ივ. ჯავახიშვილის ნაშრომი, რომელიც მან დაწერა სტუდენტობის წლებში ნ. მარის გავლენით.
ის წერს – მე-20 ს. დასაწყისში ივ. ჯავახიშვილი თვლიდა, რომ მე-9 საუკუნემდე ქართველებმა არაფერი იცოდნენ ანდრია პირველწოდებულის მათ ქვეყანაში ქადაგების შესახებ, რომ თქმულება მოციქულ ანდრიას საქართველოში მიმოსვლისა გადმოღებული იყო ბიზანტიიდან ქართველი ათონელი ბერების მიერ – „Начиная с IX в. в источниках в удел ап. Андрея и его спутников включается Иверия и Алания, позднее Сванетия. Был ап. Андрей вместе с другими, сопровождавшими его апостолами, в Иверии (Восточной Грузии) или не был – вопрос, который был поднят в начале XX в. И. Джавахишвили. Этот автор считал, что ап. Андрей не был в Грузии, что грузины до IX в. не знали ничего о проповеди Первозванного у них, и что сказания о хождении ап. Андрея в Грузию было занесено из Византии грузинскими монахами, подвизавшимися на Афоне (см. [Джавахов, 1901, с. 106-109]).
შემდეგ, რადგანაც ხვდება, რომ ვერ აღწევს საწადელს და ათასი წლის მანძილზე წმ. ანდრიას ივერიაში ანუ სრულიად საქართველოში მოღვაწეობა ქართველთათვის რეალობას წარმოადგენდა, ძალზე ცდილობს ფაქტებით დაარღვიოს ტრადიციული რწმენა, რომ ივერია ეწოდებოდა სრულიად საქართველოს შავი ზღვიდან ალბანეთამდე და არა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს.
ამ მხრივ ის არაა ორიგინალური, იმავე დოგმას მისდევს ქართული საბჭოთა ისტორიოგრაფია, რომლის მტკიცებით, დასავლეთ საქართველო არ იყო ქართლის სამეფოს ნაწილი არც ქუჯი-ფარნავაზის დროს, არც მეფე ადერკის, წმ. მირიანის თუ წმ. ვახტანგ გორგასლის დროს.
მაგრამ, ყველა ქართული წყარო, ქართლის ცხოვრება, მოქცევაი ქართლისაი თუ ძეგლისწერა, თითქმის ყოველ ფურცელზე იმეორებენ, რომ ქართლის ანუ იბერიის სამეფო, თავისი დაარსების საუკუნიდან, ანუ ფარნავაზისა და ქუჯის მიერ მისი დაარსებიდან, ვიდრე აფხაზეთის ანაკოფიაში მე-8 ს- ში ჩასულ ქართლის მეფე მირამდე (და მის ძმა არჩილამდე), მუდამ აერთიანებდა ქვეყნის ორივე გეოგრაფიულ ნაწილს, რომ შესაბამისად, ქართლი (იბერია) ისტორიულად, 1 ათასწლეულში ერქვა სრულიად საქართველოს.
ასეთი გაგება ისტორიული წარსულისა გვიანობამდე შემორჩა დასავლეთ საქართველოს მმართველებს, ამიტომაც სამეგრელოს მთავარი, ლევან დადიანი რუსეთის ხელმწიფეს თავის თავს აცნობდა, როგორც „ივერიის“ მმართველს (მასაც, ანუ ლევან დადიანს ისინი საპასუხო საბუთებში ივერიის მეფეს უწოდებდნენ).
ასევე, ანუ იბერიის მთავრებად და ივერიის მეფეებად მოიხსენიებდნენ მსგავს დოკუმენტებში იმერეთისა და გურიის მეფე-მთავრებსაც.
ანუ ძველქართული შემეცნების თანახმად, ქართლი ანუ ივერია (იბერია) ერქვა სრულიად საქართველოს.
ეს საყოველთაოდ გამჯდარი ცნობიერება სრულიად მოსპო მე-20 საუკუნის ქართულმა ისტორიოგრაფიამ, მათ დანერგეს და საყოველთაოდ დაამკვიდრეს შემეცება, რომ ქართლი ერქვა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ერთ ნაწილს, რომ, მაგალითად, ფარნავაზი, მეფე მირიანი თუ ვახტანგ გორგასალი მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მეფეები იყვნენ.
იმდენააა გამჯდარი ასეთი აზროვნება, რომ ოფიციალურ საიტზეც კი წერენ, თითქოსდა, ფარნავაზის სახელმწიფოში „ეგრისის საერისთავო“ არ შედიოდა, ამიტომაც დბარი შესანიშნავად იყენებს და იმეორებს საბჭოურ შეგონებას.
ლაზიკის ეგზარქოსი
დბარი ზოგადიბერიული რწმენის გასაბათილებლად იძლევა მრავალ მტკიცებულებას, რომ დასავლეთ საქართველოს არაა ივერია, არამედ მას ლაზიკა ეწოდებოდა, ამასთანავე, უმალავს მკითხველს, რომ დასავლეთ საქართველოს ლაზიკა უწოდეს მხოლოდ მე-20 საუკუნის ისტორიკოსებმა.
იქამდე, ანუ მე-20 საუკუნემდე, ლაზიკა ერქვა მხოლოდ ტარაპეზუნტის რეგიონს, ამჟამინდელ ლაზისტანს ანუ მიწა-წყალს მდ. ჭოროხიდან ტრაპეზუნტამდე, რომ შესაბამისად, აქ ანუ ტრაპეზუნტის რეგიონის ლაზისტანში მდებარეობდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქიის კათედრები, როდოპოლისი თუ ზიგანა და არა დასავლეთ საქართველოში.
აქ, ქართლის ცხოვრების ცნობით, „ლაზიაში“ (ლაზიკაში) ილაშქრა თამარ მეფის ლაშქარმა ტრაპეზუნტის იმპერიის დაარსებისას, ქართლის ცხოვრებისათვის ლაზია-ლაზიკა ამჟამინდელი ლაზისტანია და არა დასავლეთ საქართველო.
ტრაპეზუნტის ოლქის ლაზიკას ამჟამადაც კი ჰყავს თავისი ეგზარქოსი, სახელწოდებით „ეგზარქოსი ლაზიკისა“, ის არაა ეგზარქოსი დასავლეთ საქართველოსი.
აქ, ოფ-რიზე-ლაზისატნის რეგიონში, აღადგინა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ თავისი როდოპოლისის კათედრა.
ამჟამადაც კი, როდოპოლისის მიტროპოლიტს აქვს ტიტული „ლაზიკის ეგზარქოსი“- Правящий архиерей имеет титул митрополит Родопольский, ипертим и экзарх Лазики.
აქ ლაზიკის ქვეშ იგულისხმება არა დასავლეთ საქართველო არამედ ამჟამინდელი თურქეთის მიწა-წყალი ჭოროხიდან ტრაპეზუნტამდე ანუ ლაზისტანი.
მაგალითად, 2019 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს როდოპოლისის მიტროპოლიტად ხელი დაასხეს ტარასის (Тарасий Антонопулос) და მიანიჭეს ტიტული „ლაზიკის ეგზარქოსი“Митрополит Родопольский, ипертим и экзарх Лазикии
ლაზიკის ეგზარქოსი ტარასი არის არა დასავლეთ საქართველოს ეგზარქოსი, არამედ ლაზიკა-ლაზისტანისა, ხოლო დასავლეთ საქართველო ივერიის ანუ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედის თვით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ამჟამინდელი განსაზღვრებით.
ქართველებმა ტერმინი ლაზიკა უფრო სიფრთხილით უნდა იხმარონ და შესაბამისად, მიანიჭონ მას ის მნიშვნელობა, რაც წყაროებშია დაფიქსირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ლაზიკა დასავლეთ საქრთველოა, მაშინ მასზე უცხოელი განაცხადებს პრეტენზიას.
ლაზიკაა ოფ-რიზე-ლაზისტანის რეგიონი, ტრაპეზუნტის ოლქი და არა დასავლეთ საქართველო.

Митрополит Родопольский, ипертим и экзарх Лазикии
თუმცა საბოლოოდ, დბარი წმ. გიორგი მთწმიდელის ცნობილი განცხადების განხილვისას, რომ ანდრიამ იქადაგა „ქვეყანასა ჩვენსა აფხაზეთს“, აღიარებს, რომ ივერია ერქვა ასევე დასავლეთ საქართველოს, ეს მისი მხრიდან გაცილებით უფრო პატიოსანი განცხადებაა, ვიდრე საბჭოთა ისტორიკოსების უმეტესი ნაწილისა.
მისი ეს განცხადება, რომ რაღაც ეტაპზე დასავლეთ საქართველოს ერქვა „ივერია’’, მნიშვნელოვანია, და უფრო პროგრესულია, ვიდრე მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართველი ისტორიკოსების უმეტესი ნაწილის მტკიცება, თითქოსდა, დასავლეთ საქართველოს არასოდეს ერქვა ივერია, რადგანაც მათ მიერ იგნორიებულია ქართული წყაროების მუდმივი მტკიცებანი, რომ დასავლეთ საქართველოს მუდამ, ჯერ კიდევ ქუჯი-ფარნავაზის ეპოქიდან ეწოდებოდა ქართლი ანუ ივერია, აღმოსავლეთ საქართელოსთან ერთად ვიდრე შავ ზღვამდე და მდინარე ეგრისწყლამდე (კლისურამდე). ამასვე წერდა უცხო, სომეხი მე-10 საუკუნის ავტორი უხტანესი.
ივერია – დასავლეთ საქართველო
დბარი წერს – „ ჩვენ ვფიქრობთ, რომ „ივერიის“ ქვეშ, სადაც იქადაგეს მოციქულებმა, უნდა ვიგულისხმოთ თანამედროვე დასავლეთ საქართველო, სადაც ლოკალიზდება მდინარე ფაზისი, აფსარის ციხესიმაგრე და თანამედროვე აფხაზეთი თავის დედაქალაქ სოხუმთან, ძველ სებასტოპოლისთან ერთად“.
Поэтому мы думаем, что под «Иверией», в которой проповедовали апостолы, нужно понимать современную Западную Грузию, где локализуются названные в рассмотренных нами выше источниках река Фазис и укрепление Апсар, и современную Абхазию со столицей Сухумом, древним Себастополисом.
დბარი ეყრდნობა წმ. გიორგი მთაწმიდელის განცხადებას- „აფხაზეთი – ჩვენი ქვეყანაა“, წმ. მოციქული სიმონი დაკრძალულია „ქვეყანასა ჩვენსა აფხაზეთს“, ასევე. კონსტანტინოპოლელი მწერლის ეპიფანე მე-8 ს. ცნობებს.
იგივეს, რომ დასავლეთ საქართველო ივერიიის ნაწილია, ამტკიცებდა სომხური ისტორიოგრაფია, მაგალითად, მე-5 საუკუნეში მოვსეს ხორენაცი, სხვა ავტორები შემდეგი საუკუნეებისა, მაგალითად უხტანესი, და ასევე დრასხანაკერტეცი მე-10 საუკუნეში.
როგორც ითქვა, უხტანესი მე-9, მე-10 საუკუნეებში, აფხაზთა სამეფოს უდიდესი ძლიერების პერიოდში წერდა, რომ შავი ზღვისპირას მცხოვრები ივერები გამრავლდა, მათ ქვეყანას ჰქვია აფხაზეთი, ხოლო თვით ამ ხალხს ჰქვია – ქართველები, ანუ ის არ ხმარობს ტერმინს „აფხაზი ტომი“, ანდა „აფხაზი ხალხი“, ის ამბობს, რომ ტერმინი „აფხაზეთი“ სახელმწიფოს სახელია, ეს სახლმწიფო შავი ზღვისპირზე დააარსეს ივერებმა ანუ ქართველებმა და ისინი არიან ამ სახლმწიფოს მცხოვრებნი.
ის ივერთა ანუ ქართველთა შესახებ წერს – „ტომი აღორძინდა, გამრავლდა, ზღვის პირას აქეთ–იქით, მოედო იმ მხარეს და გავრცელდა სომეხთა და ალბანთა საზღვრამდე, შეიქმნა ფრიად მრავალი ხალხი და იმ ქვეყანას აფხაზეთი ეწოდება. ურიცხვია სახელი თვითოეული გვარისა, ითესლეს და გამრავლდნენ და გახდა ტომი, რომელსაც თავის პირველ ქვეყანაში ივერიას უწოდებდნენ, აქ კი ქართველნი ეწოდებათ. ტომითაც, ენითაც, დამწერლობითაც, მამამთავრობითაც და მეფობითაც განმტკიცდნენ, ხოლო გამოჰყო, გამოაცალკევა და განაშორა ჩვენგან კირიონ სკუტრელმა“ (უხტანესი, გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან, გვ. 67).
შესაბამისად, უხტანესის ცნობით, დასავლეთ საქართევლოში მცხოვრები ხალხის სახელი არის ივერები ანუ ქართველები, მათი სახელმწიფოს სახელია აფხაზეთი, ის მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოსაც.
(რატომღაც უხტანესის ეს საოცრად ძვირფასი ცნობა აფხაზეთის იდეოლოგიურ ომისას არ გამოიყენეს. ქართველი საბჭოთა ისტორიკოსები მუდამ მალავდნენ მას).
უფრო ადრე, მე-5 საუკუნეში, მოვსეს კალანკატუაცი წერდა იმავეს, რომ ნაბუქოდონოსორის დროს, ქრისტეშობამდე მე-6 საუკუნეში, პონტოს ანუ შავი ზღვისპირეთი, იგივე დასავლეთ საქართველო, დასახლებული იყო ივერიელებით, აქ ისინი გამრავლდენენ და მოაღწიეს ალბანეთისა და სომხეთის საზღვრამდეო, ანუ დასვალეთ საქართველოს ივერიელების მიწაწყალს უწოდებს.
სეპარატისტებს საერთოდ არ სიამოვნებთ, როგორც აღინიშნა, დასავლეთ საქართველოს ივერიად მოხსენიება, მაგრამ ფაქტებმა თავი წარმოაჩინა, მაგალითთად, მტკიცება, რომ ივერიაში და მის ნაწილ დასავლეთ საქართველოში იქადაგეს წმიდა მოციქულებმა, შემონახული იყო რუსეთის ელჩ ფედოტ ელჩინის ეპოქაშიც (მე-17 ს). ის დასავლეთ საქართველოს უწოდებს „ივერიის მიწას“, წერს, რომ მოციქულებმა იქადაგეს – „დადიანის ივერიის მიწაზე“, ასევე, რუსეთის მეფე თავის საპასუხო წერილში ლევან დადიანს წერდა, რომ ის მბრძანებელია „ივერიის მიწისა“, მის წერილში ივერიის მიწად იგულისხმება დასავლეთ საქართველო.
რუსეთის ელჩების სტუმრობისას, ანუ 1640-იან წლებში „დადიანის ივერიის მიწაზე“ ანუ სამეგრელოში შედიოდა მოქვის, დრანდისა და ბედიის საეპისკოპოსოების მიწა-წყალი, ანუ ამჟამინდელი სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირესა და გალის რაიონები, აქაურმა მიტროპოლიტმა მიტროფანემ რუსეთის ელჩს უთხრა, რომ ივერიის ამ ნაწილში იქადაგა წმიდა მოციქულმა ანდრიამ.
რუსეთის მეფის ელჩს ფედოტ ელჩინს „დადიანის მიწაზე“ ოდიშელმა ეპისკოპოსმა განუცხადა – «Наше де царство крестил Андрей Первозванный, а наизусть де я не помню сказать давно ли царство крестилось“… [Федот Елчин, с. 218].
მაშასადამე, ოდიშელი მიტროპოლიტის მიტროფანეს სიტყვით, წმ. ანდრია პირველწოდებულმა განანათალა „ჩვენი სამეფო“, მისი ნაწილია დადიანის მიწა (ანუ „ივერიის მიწა“, როგორც უწოდებდა რუსეთის მეფე).
და მან იქვე თავის პირველ ცნობას მიაბა მეორე უწყება, რომ წმ. მოციქულის შემდეგ იღვაწა წმიდა ნინომ, რომელმაც აღნიშნულის გარდა განანათალა გურია (Гурьельская), იმერეთი (ბაშიაჩუკის მიწა, Бошечуйская) და ასევე აღმოსავლეთ საქართველო (Тюфлиская), ყველა ისინი არიან ქართული მიწები („грузинские земли“).
ლევან II დადიანი სიგელში რუსეთის ხელმწიფისადმი თავის სამთავროს უწოდებს არა ოდიშს, ანდა სამეგრელოს, არამედ „ივერიის მხარეს“.
ლევანი აღნიშნავს, რომ: `“იყო ივერიის მიწაზე ხუთი ხელმწიფე, მათგან სპარსეთის შაჰმა ორი სახელმწიფო დაამხო, ხოლო დარჩენილი სამი სახელმწიფო ღვთის შეწევნით იმართება მის მიერ“ („ელჩობა სამეგრელოში”, 2005, გვ.114).
რუსეთის ხელმწიფისადმი წერილში ის აცხადებს შემდეგს – ივერიის მიწაზე იყო 5 სუვერენული სახელმწიფო, ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო, მათგან ორმა, ქართლმა და კახეთმა, აცხადებს ის , თავისი სუვერენობა დაკარგა, ანუ ამჟამად იმართებიან სპარსელ ხელისუფალთა მიერ, ხოლო სამმა შინარჩუნა სუვერენობა, მაგრამ სამივენი ჩემს მიერ იმართებიანო, ანუ გულისხმობს, რომ იმერეთი, გურია და სამეგრელო იმართებოდა მის მიერ,
მართლაც მის დროს, ანუ მე-17 ს. შუა წლებში, ქართლსა და კახეთს მართავდნენ სპარსეთიდან დანიშნული ხანები, ხოლო სუვერნული იმერთი, გურია და სამეგრელო ლევან დადიანის მიერ იმართებოდა – მისი სიტყვით.
ამ განცხადებით ის რუსეთის ხელმწიფეს უმტკიცებდა, რომ ივერიის ერთადერთი რეალური მმართველი იყო ის, ანუ ლევან დადიანი. ამიტომაც დასავლეთ საქართველოს ისინი უწოდებდნენ დადიანის ივერიის მიწას.
მაშასადამე, აღნიშნულ ქართულ, სომხურ და რუსულ საბუთებში მე-5 საუკუნედან მე-18 საუკუნის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს ივერია ეწოდება, მაგალითად, მე-18 საუკუნისაა „ივერიელთა ერთობის ტრაქტატი“, რომელსაც ივერიელი ხელმწიფეები, დადიანი, გურიელი, იმერელი და ქართლ-კახელი ბაგრატიონები აწერენ ხელს.
„ვინაითგან ყოველთავე ივერიელთა, მსახლობელთა სამეფოსა შინა ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისათა, აქვთ ერთმორწმუნება, არიან ძენი ერთისა კათოლიკე ეკლესიისაგან შობილნი და ერთისა ენისა მქონებელნი, აქვთ მავასხელობითიცა სიყვარული, ვითარცა სისხლით ნათესავთა მოყვრობით შეკრულთა ურთიერთთა შორის. ამისათვის ჩვენ, ზემოხსენებულთა ქვეყანათა ივერიისათა მეფენი და მთავარნი, დამამტკიცებელნი საუკუნოსა ამის პირობისა, სახელითა ყოვლად ძლიერისა ღმერთისათა, აღუვსთქვამთ მტკიცესა ამას ერთობასა“.
ეს დოკუმენტი საქართველოს ორ გეოგრაფიულ ნაწილად ჰყოფს – ზემო და ქვემო ივერიებად.
„ზემო ივერიაში“ შედის ქართლ–კახეთის სამეფო, ხოლო „ქვემო ივერიაში“ – იმერთა სამეფო, ოდიშისა და გურიის სამთავროები.
https://meufeanania.info/ertobisa/
ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ტერმინით „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“ არა მარტო მცხეთელ მამამთავარი, არამედ ბიჭვინთელი (გელათელი) მამამთავარიც იწოდებოდა. მაგალითად,
1712 წლის „ბიჭვინთისადმი შეწირულების წიგნს“ აფხაზეთის კათალიკოსი ასე აწერს ხელს – „გრიგოლ მწყემსი ქრისტეს მიერ ყოვლისა საქართველოისა კათალიკოზი“.
ტერმინი „ქართველი“ დასავლეთ საქართველოში ქვეყნის უკიდურესი დაშლის დროსაც კი ეწოდებოდა ,მკვიდრ მოსახლეობას, მაგალითად,
1733 წლის ბიჭვინთისადმი შეწირულების წიგნში გრიგოლ აფხაზეთის კათალიკოსი წერს: „ანდრიას მოეცა ჩრდილოეთისა ქვეყანა…რამეთუ ჩვენ ქართველნი მისნი წილხთომილნი ვართ“.
ანუ აფხაზეთის საკათალიკოსოს მრევლი ეთნიკურად ქართველები არიან.
https://meufeanania.info/ertobisa/
უფრო ძველი, მე-10 საუკუნისაა მაგალიტად სომეხი პატრიარქ-ისტორიკოსის ოვანეს დრასხანაკერტეცის ცნობა, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ქართლის საკათალიკოსის იურიდიქცაიში ასევე შედიოდა დასავლეთ საქართველო ანუ ეგრისი,. ეს ცნობა შეეხება მე-6 ს. ბოლოს კირიონ ქართლის კათალიკოსის დროს არსებულ ვითარებას.
მსგავს საბუთთა შორის, სადაც დასავლეთ საქართველოს ივერია ეწოდება, უნდა ჩაერთს მე-17 საუკუნის ანტიოქელ იერუსალიმელი პატრიარქების ბერძნული საბუთები, დოსითეოსისა, ქრისანთოსი და სხვებისა, სადაც დასვლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზემო და ქვემო ივერიები ეწოდებათ, რომელთა შესახებაც სხვაგან ვწერდით.
კერძოდ, ანტიოქიელ-იერუსალიმელი პატრიარქები აფხაზეთის საკათალიკოსოს „ქვემო ივერიის საარქიეპისკოპოსოს“ უწოდებენ,
ალნიასა და სვანეთთან დაკავშირებით, დბარი წერს -„Теперь в отношении Алании и Сванетии. У монаха Епифания, как мы уже видели, апостолы Андрей, Симон Кананит и Матфий проповедовали в Сусании, где остался ап. Матфий с учениками, а Андрей и Симон Кананит пошли в Аланию, в город Фуста, откуда они затем направились в Абазгию. Этот маршрут апостолов повторен «Πράξεις» анонимного автора, у Симеона Метафраста и в грузинской редакции «Жития ап. Андрея».
წმ. მოციქულის მარშრუტი გადმოცემული ეპიფანეს მიერ ასეთია – სუანია (სუსანია) ->ალანია (ოსეთი)->აბაზგია, თითქოსდა, მოციქული ჯერ შევიდა სვანეთში, აქედან ჩრდილოკავკასის ალანიაში და აქედან უკან დაბრუნდა აბაზგია-აფხაზეთში, ამჟამად ასე მიიჩნევა და მათ შორის მეც, ერთ დროს, ასევე ვფიქრობდი.
სინამდვილეში, ჩვენი ამჟამინდელი აზრით, აქ ტერმინ – „სუანია-სუსანია-სვანეთის“ ქვეშ იგულისხმება დასავლეთ საქართველო, ალანიის ქვეშ _ ამჟამინდელი აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილი ბედიიდან ვიდრე ანაკოფიამდე ანდა კაპოეტისწყლამდე (ბზისწყლამდე), როგორც ვახუშტი განმარტავს აფხაზეთის ალანიის ადგილმდებარეობას (ბედიიდან ანაკოფიამდე). „აბაზგიის“ ქვეშ კი იგულისხმება მიწა-წყალი ანაკოფიიდან ბზიფისწყლისაკენ ჩრდილოეთის მიმართულებით ანუ თავდაპირველი აფხაზეთი.
დბარის მოსაზრებით, წყაროებში ნახსენები სუსანია და ალანია ორივე ერთად არის აფსილიის მიწა-წყალი.
რაც შეეხება აფსილიას, შეიძლება ითქვას, რომ, როგორც გამოკვლეულია, აფსილები ბიზანტია-სპარსეთის ე.წ. ლაზიკისათვის ომის დროს, მე-6 ს. შუა წლებში, ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ სუფსას, გუბაზოულისა და მახლობელი სხვა მდინარების ხეობებში, მაგრამ იმის შემდეგ, რაც ბიზანტიურმა ჯარმა სრულებით ამოხოცა მისიმიელების ტომი, ისე რომ, აგათია სქოლასტიკოსის სიტყვით, არ დაინდეს ბავშვებიც კი, დაუსრულებელი ომის გამო, აფსილები იძულებულნი გახდნენ საცხოვრისი დაეტოვებინათ, მათ წაინაცველეს ოდნავ ჩრდილოეთით, ომისაგან უფრო დაცულ ტერიტორიაზე, რომელსაც უკვე მე-8 საუკუნეში აფშილეთი ერქვა, სოხუმთან ახლოს. აქ ,ვახუშტის ცნობით, სახელი ალანია ერქვა მიწა-წყალს ბედიიდან თითქმის ანაკოფიამდე, ხოლო მე-6 საუკუნეში, ბიზანტიურ წყაროებში, დასავლეთ საქართველოს „სვანიას“ უწოდებდნენ_ ესაა სვანეთი, ლეონტის ცნობით, ქვეყანა… „..დიდოეთითგან ვიდრე ეგრისამდე, რომელ არს სუანეთი“.
პიტიუნტი-ლაზიკაში
დბარი, ნაცვლად იმისა, რომ იკვლიოს აფხაზეთის საკათალიკოსოს ისტორია, მკითხველს აბნევს სხვადასხვა ავტორის ურთიერთგამომრიცხავი წყაროების ნარკვევებით პიტიუნტის შესახებ.
მისი სურვილია, როგორმე ეს ძველი ქალაქი (თუ რომაული სიმაგრე) წარმოადგინოს აფსუების უძველეს ქრისტიანულ ცენტრად.
რატომღაც არ აქცევს სათანადო ყურადღებას აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთს გეოგრაფიისა და ისტორიის სახელოვან მცოდნეს, ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორ ნიკოლოზ ადონცის მტკიცებას, რომ პიტიუნტი (ეპისკოპოს სტრატოფილეს საკათედრო ქალაქი პიტიუნტი) მდებარეობდა არა აფხაზეთში, არამედ ისტორიულ ლაზიკაში, თანაც იმ რეგიონში, რომელზეც ვრცელდებოდა არმენიის დუკას უფლებამოსილება, ამ უკანასკნელს თავისი საჯარისო დანაყოფი ჰყავდა კიდეც პიტიუნტში.
ნ. ადონცი რამდენჯერმე წერს, რომ აფხაზეთი ძალზე დაშორებული იყო არმენიის დუქსის ანუ დუკას განსაგებლიდან, რომ წყაროში ნახსენები პიტიუნტი მდებარეობდა ოფ-რიზეს რეგიონში, ანუ ლაზიკაში (არმენია იუსტინიანეს ეპოქაში, გვ. 100-106) და არა აფხაზეთში.
იმავეს წერს პიტიუნტის შესახებ იუსტინიანე თავის ნოველაში.
იუსტინიანეს სიტყვით, პოლემონის პონტოში შედიოდა ორი ციხესიმაგრე:
- პიტიუნტი
- სებასტოპოლისი
ამათ“ შემდეგ მდებარეობს ჩვენი ლაზიკე” – წერდა იმპერატორი (გეორგიკა II, გვ. 33).
იუსტინიანე წერს – ამ პონტოების “შემდეგ მდებარეობს ჩვენი ლაზიკე, სადაც არის ქალაქი პეტრა” (იქვე).
იმპერატორის სიტყვით, ლაზიკე მდებარეობდა პოლემონის პონტოს იქით. პროფ. გურამ გრიგოლიას კვლევით, ლაზიკა ბიზანტიას ესაზღვრებოდა პეტრასთან, პეტრას კი ქართველები ხუფათს უწოდებდნენ, ესაა ქალაქი-ნავსადგური ხოფა, ამჟამინდელ თურქეთში.
ლაზიკა იწყებოდა ხუფათთან ანუ პეტრას ციხესიმაგრესთან და აღწევდა დაახლოებით სუფსამდე, ანუ აფსილიამდე.
მაშასადამე, იმპერატორის სიტყვით, მის მიერ ნახსენები პიტიუნტი ბიზანტიაში, პოლემონის პონტოში, მდებარეობდა პეტრას ციხემდე,
ესაა სწორედ ის ათინა-ოფ-რიზეს რეგიონი, სადაც მიუთითებდნენ პიტიუნტს ადონცი, ინგოროყვა და სხვანი.
მაშასადამე, იმპერატორის ცნობითაც, პიტიუნტი ოფ-რიზესთან მდებარეობდა.
ამდენად, ლაზიკე მდებარეობდა პონტოების იქით, კავკასიისაკენ, მისი (ე.ი. ლაზიკის) ქალაქია – პეტრა (ჭოროხთან) – “შემდეგ არქეოპოლისი და როდოპოლისი, უდიდესი და ძველი სიმაგრეები, აქვე შედის აგრეთვე ჩვენ მიერ სპარსელებისაგან უკან ჩამორთმეული სიმაგრეები სკანდისი, სარაპანისი, მურისი (მუხურისი?) და ლისისი და სხვა რამეც, რაც კი ლაზეთში შევიძინეთ (შემდეგ მოდის ჭანთა ქვეყანა, მხოლოდ ახლა, ჩვენი მეფობის დროს რომაელთა მიერ დაპყრობილი, მასაც აქვს უკვე ქალაქად ქცეული ადგილები, მომავალშიც ექნება სხვები), ამ ქვეყნის შემდეგ დამკვიდრებულნი არიან სხვა ტომები, სუანები, სკვიმნები, აფსილები, აბაზგები და სხვა, ჩვენი მეგობარი ტომები”… (გეორგიკა II, გვ. 35-37).
იმპერატორი, თითქოსდა, საგანგებოდ მიუთითებს, რომ პიტიუნტი აბაზგების ტომის სამკვიდროში არ მდებარეობდა.
სხვა ბიზანტიური ცნობით, პიტიუნტი არმენიის დუქსის განსაგებელში შედიოდა, ამ დუქსს, ანუ დუკას კი შემდეგდროინდელ აფხაზეთის ქვეყანასთან არაფერი აკავშირებდა, მისი გავლენის სფერო ოფ-რიზეს რეგიონამდე აღწევდა, ადონცის კვლევით.
რაც შეეხება ბიჭვინთას, ის თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, ქრისტეშობამდელ ქართველთა უმთავრესი წარმართული სამლოცველო იყო, სიმბოლო ქართველი ხალხის ერთიანობისა, ამიტომაც, მისი სიტყვით, აქ აღმართულ ბოჩის კერპს შვიდი ხელი (ფოჩი, კიდური) ჰქონდა, შვიდი ქართული ქვეყნის სიმბოლო.
გაქრისტიანებისა და აფხაზთა სამეფის ჩამოყალიბების შემდეგ ეს უდიდესი წარმართული სალოცავი ქრისტიანებმა გააცოცხლეს და აქ, ბიჭვინთაში, ანუ ქვემო ივერიის ქვეყანაში, ქართველებმა მე-10 საუკუნეში ააგეს ქართული საეკლესიო არქიტექტურის მშვენება -ბიჭვინთის ტაძარი და აქ დააფუძნეს ერთ-ერთი ქართული საკათალიკოსო ცენტრი.
https://meufeanania.info/iustinian/
ასე რომ, სხვაგან ლოკალიზდება ბიჭვინთა და სხვაგან პიტიუნტი, ისინი სხვადასხვა საეკლესიო ცენტრები იყო, ერთი ლაზიკასთან მდებარეობდა, მეორე კი აფხაზეთის სამეფოს უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილში.
დბარი სვამს კითხვას, თუ რატომ არ იხსენიება ბიჭვინთა ძველ ქართულ წყაროებში მე-10 საუკუნემდე. საქმე ისაა, რომ ბიჭვინთის დიდებული ტაძარი აიგო მე-10 საუკუნეში აფხაზ მეფეთა მიერ საგანგებო მიზნით, ამ სამეფოში კონსტანტინოპოლის ეკლესიის გავლენის შესამცირებლად.
გეოგრაფიული გარემო ასეთი იყო, ბიჭვინთის ოლქს უშუალოდ ესაზღვრებოდა ალანია, მის საზღვართან ორი ალანია იყრიდა თავს, ერთს ერქვა ე. წ. კავკასიის ალანია, მეორეს კი ე.წ. აფხაზეთის ალანია.
ალანიაში კი კონსტანტინოპოლი თავისი ეპარქიის დაარსებას აპირებდა მე-10 საუკუნეში, რაც საფრთხედ აღიქვეს აფხაზთა მეფეებმა, რადგანაც ისინი მეპატრონეები იყვნენ აფხაზეთის ქართულენოვანი საკათალიკოსოსი, აარსებდნენ ქართულენოვან საეპისკოპოსოებს (მაგ. მარტვილ-ჭყონდიდში), აგებდნენ ქართულენოვან ეკლესიებს (მაგ. კუმურდოში), ამიტომაც მათთვის ალანიის (თვიანთი მეზობლისა და საკუთარი ქვეყნის ნაწილის) ბიზანტიურ საეკლესიო იურისდიქციაში გადასვლა არ იყო სასურველი, ამიტომაც მათ აღნიშნულ საზღვარზე ააგეს ბიჭვინთის ქართული ტაძარი, ბიზანტიური სიდიადის საპირწონე არქიტექტურითა და ეროვნული სახით.
როგორც ითქვა, იმ ოლქის მოსაზღვრედ, სადაც მდებარეობდა ბიჭვინთა,იყო ქვეყანა, რომელსაც ბიზანტიელები ალანიას უწოდებდნენ, ანუ ბიჭვინთა აიგო ალანიასა და აფხაზეთში კონსტანტინოპოლის გავლენის გასანეიტრალებლად.
კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, ოლქი, სადაც აშენდა ბიჭვინთის ტაძარი მდებარეობდა კავკასიის ალანიის მეზობლად. კერძოდ, ბიჭვინთა აიგო ზედ იმ მიწა-წყალის საზღვარზე, რომელსაც „აფხაზეთის ალანია“ ეწოდება.
იქ მცხოვრებნი, რომელთაც ბიზანტიელები ალანებს უწოდებდნენ (ისევე, როგორც მის ირგვლივ კავკასიის ალანიაში მცხოვრებთ), ნიკოლოზ მისტიკოსის გეგმის მიხედვით უნდა გაქრისტიანებულიყვნენ და დაქვემდებარებოდნენ კონსტანტინოპოლს, ამისათვის აქ გამოაგზავნა თავისი ბერები და ეპისკოპოსიც ბერძნული ეპარქიის ჩამოსაყალიბებლად. ანუ ალანიაში კონსტანტინოპოლის პატრიარქს ნიკოლოზ მისტიკოსს მე-10 საუკუნეში თავისი ეპარქიის დაარსება სურდა, რაც კარდინალურად ეწინააღმდეგებოდა აფხაზ მეფეთა ინტერესებს.
კერძოდ ,სწორედ ის აფხაზთა მეფეები, რომელთაც თხოვნის წერილებს წერდა ნიკოლოზ მისტიკოსი (რათა დახმარებოდნენ მას ალანიის ეპარქიის ჩამოყალიბების საქმეში), აარსებდნენ არა ბერძნულენოვან კათედრებს და საეპიკოპოსო ცენტრებს, არამედ ქართულენოვან ეკლესიებსა და საეპისკოპოსოებს, მაგალითად, ის აფხაზთა მეფე გიორგი, რომელსაც სწერდა სავედრებელ წერილებს წმ. ნიკოლოზ მისტიკოსი, ჭყონდიდის უდიდესი საეკლესიო კათედრის დამაარსებელია.
სწორედ ამ ეპოქაში, ანუ მე-10 საუკუნეში აფხაზთა მეფეებმა ააგეს არა ბერძნული, არამედ ქართულენოვანი ბიჭვინთის დიდებული ტაძარი.
შესაძლოა, ჭყონდიდიდან გადააადგილა აფხაზთა მეფემ აფხაზეთის კათალიკოსის ტახტი ბიჭვინთაში, საგანგებოოდ, იმ მიზნით, რათა „კავკასიის ალანიასა“ და „აფხაზეთის ალანიაში“ აღმოეფხვრა ბიზანტიის საეკლესიო გავლენა, რადგანაც მისი გეგმით, რომელიც შემდგომმა თაობებმა განახორციელეს – აფხაზეთის საკათალაკოსოს იურისდიქცია კაფადან ვიდრე სოტერიოპოლისამდე (ლაზიკაში) ანუ ყირიმიდან თითქმის ტრაპეზუნტამდე უნდა განვრცობილიყო.
ბიჭვინთის მისია იყო ქართულენოვანი მრევლის მსახურება კაფადან პეტრა-ხუფათამდე, ის, ამ მრევლის განსახლების ცენტრში, ამჟამინდელი აფხაზეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობდა, ხოლო პიტიუნტი_ სხვა ოლქში – ტრაპეზუნტის რეგიონში ოფ-რიზესთან ახლოს.
შესაბამისად, ის პიტიუნტი, საიდანაც იოანე ოქროპირი უნდა მიეყვანათ კომანადან გადასახლებისას, იყო არა აფხაზეთის ბიჭვინთა, არამედ ლაზიკის პიტიუნტი, ოფ-რიზესთან ახლოს მდებარე. ისევე, როგორც კომანა (წმიდა ვასილისკოს განსასვენებელი) მდებრეობდა არა აფხაზეთში, არამედ ე. წ. არმენიის კომანაში, შავი ზღვისპირზე, პოლემონიონთან ახლოს. ეს დბარმა კარგად იცის.
დბარი უმალავს მკითხველს, რომ წყაროთა დაბეჯითებული ცნობებით, პიტიუნტი ლაზიკაში მდებარეობდა და არა აბაზგიაში.
ბიჭვინთის ეკლესიის ირგვლივ აღმოჩენილია მე-6 და მე-7 საუკუნეებით დათარიღებული ეკლესიები და ნაგებობები.
წყაროთა დაბეჯითებული მტკიცებით, 542 წელს პიტიუნტის ციხე-ქალაქი გარნიზონმა გადაწვა და პიტიუნტის კედლები საძირკვლამდე დაშალა, ამის შემდეგ ქალაქის ხსენებაც ქრება წყაროებიდან.
მაგრამ ბიჭვინთის არქეოლოგია საპირისპიროს ამტკიცებს, რომ აქ, ე.ი. ბიჭვინთაში, მშენებლობა ინტენსიური და უწყვეტი იყო მე-4 და მე-5 საუკუნეებიდან და გრძელდებოდა მე-6 და მე-7 საუკუნეებში, შესაბამისად, სხვა პუნქტია პიტიუნტი, დანგრეული თვით ბიზანტიელთა მიერ, და სხვაა ბიჭვინთა, რომელთანაც ახლოს, გუდაუთის რაიონში აღმოჩენილია მე-8, მე-9, მე-10 საუკუნეებით დათარიღებული ქართულწარწერებიანი ეკლესიების ნაშთები.
მე-8 საუკუნისა და შემდგომი საუკუნეების ქართული ინტენსიური წარწერები მე -9-მე-10 საუკუნეებისა ბიჭვინთასთან ახლოს, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართველთავე ნაღვაწია დიდებული მე-10 საუკუნის ტაძარი ბიჭვინთისა.
დბარმა მშვენივრად იცის, რომ პიტიუნტის საეპისკოპოსო შედიოდა პოლემონის პონტოს საეკლესიო ოლქის შემადგენლობაში, ისიც იცის, რომ ტერიტორია, რომელსაც შემდგომ აფხაზეთი ეწოდა, არასოდეს შედიოდა პოლემონის პონტოში, რადგანაც ამ უკანასკნელის ჩრდილოეთი საზღვარი იყო მდ. ფაზისი.
მიუხედავად იმისა, ფაზისი რიონია თუ ჭოროხი, მაინც აფხაზეთი მის (პოლემონის პონტოს) შემადგელობაში არ შედიოდა.
ამ საკითხზე საგანგებო ყურადღება გაამახვილა ამ მხარეების გეოგრაფიისა და საეკლესიო ისტორიის გამოჩენილმა სპეციალისტმა ნ. ადონციმ, ის თავის ცნობილ წიგნში „არმენია იუსტინიანეს ეპოქაში“ რამდენჯერმე მიუთითებს, რომ აფხაზეთი არც არმენიის დუქსის განსაგებელში და არც პოლემონის პონტოში არ შედიოდა.
ამ მტკიცების გასაბათილებლად დბარი კიდევ ერთხელ „იკვლევს“ ამ საკითხს, ეხება პოლემონის პონტოს ისტორიას, რათა როგორმე აფხაზეთი წარმოაჩინოს მის შემადგენლობაში. ამით სურს დაამტკიცოს, რომ წყაროების პიტუინტი ნამდვილად არის ბიჭვინთა. ამით ის ნ. ადონცის მტკიცებათა გაბათილებას ცდილობს.
რომაულ გალატიას პროვინციაში შედიოდა პოლემონის პონტო მდ. თერმოდონტიდან ქალაქ პოლემონიუმის, ქალაქების _ ზელას, ნეოკესარიის, სევასტიისა და ასევე კაპადოკიის პონტოსა და მცირე არმენიის ჩათვლით.
სხვათა შორის, აღნიშნულ ქალაქ ზელას, სევასტიასა და ნეოკესარიას შორის მდებარეობდა ქალაქი სებასტოპოლისი, რომლის ეპისკოპოსი ავტოკეფალური იყო სწორედ ამ ქალაქების ავტორიტეტული პირველიერარქების მიმართ. ამ ქალაქის, ანუ პონტოს სებასტოპოლისის საეკლესიო დიდებას მიაწერენ სოხუმს, თითქოსდა, ის იხსენიება ნოტიციებში, სინამდვილეში კი, არა სოხუმის სებასტოპოლისი იხსენიება ნოტიციებში, არამედ პონტოს სებასტოპოლისი, ამასიის მეზობელი.
Понт Полемонов вместе с Малой Арменией, Понтом Каппадокийским и Понтом Галатийским был присоединен к провинции Каппадокия, при этом и сама провинция была значительно увеличена к северу до Фазиса и Диоскурии [Гидулянов, 1905, с. 35].
დბარი გიდულიანოვზე დაყრდნობით თვითონვე აღნიშნავს, რომ კაპადოკიის პონტოს პროვინციის ჩრდილოეთი საზღვარი იყო მდ. ფაზისი [Гидулянов, 1905, с. 35].
კაპდოკიის პროვინციაში შედიოდა პოლემონის პონტო, მცირე არმენია, კაპადოკიის პონტო, გალატიის პონტო. მაშასადამე, მდ. ფაზისი , რომელიც იმთავითვე იყო პოლემონის პონტოს ჩრდილოეთი საზღვარი, პროვინციათა გაერთიანების შემდეგ გადაიქცა კაპადოკიის პროვინციის საზღვრად (მდ. ფაზისი).
რადგანაც ასე იყო და პოლემონის პონტოს საზღვარი გადიოდა მდ. ფაზისზე, მაშინ ამჟამინდელი აფხაზეთი არ შედიოდა ამ პროვინციაში, რომლის (პოლემონის პონტოს) ერთ-ერთი ქალაქი იყო პიტიუნტი, შესაბამისად, სხვადასხვაა პიტიუნტი და ბიჭვინთა.
ბიჭვინთა მხოლოდ ქართული ეკლესიის ნამუშაკევი საეკლესიო ცენტრია, აგებული მე-10 საუკუნეში ქართულენოვანი აფხაზი მეფეების მიერ, ბიზანტიური საეკლესიო გავლენის გასანეიტრალებლად და ქართული ეკლესიის კიდევ უფრო განსადიდებლად (მათ მიერ).
დიოკლეტიანეს შემდეგ პოლემონის პონტოს პროვინცია შევიდა ახალ „პონტოს დიოცეზის“ შემადგენლობაში, მაგარამ შემცირებილი ზომებით, მაშასადამე, მისი საზღვარი მდ. ფაზისიდან უფრო სამხრეთით, ტრაპეზუნტის მიმართულებით იქნა გადაწეული.
თავის მხრივ, პონტოს დიოცეზი შედიოდა „აღმოსავლეთის“ (Oriens) პრეფექტურაში (იმპერია დაყოფილი იქნა 4 პრეფექტურად, იტალია, გალია, „აღმოსავლეთი“ და ილირიკი).
ნეოკესარია საეკლესიო მიმართულებით გადაიქცა მთავარ ქალაქად და ასრულებდა მიტროპოლიის ფუნქციას პოლემონის პონტოში.
მისი ცნობილი განმანათლებელი იყო წმ. გრიგოლ ნეოკესარიელი-სასწაულმოქმედი 241-242 წლების შემდეგ. მან პოლემონის პონტოსა და მიმდებარე ოლქების ქალაქებში მრავალი ეპისკოპოსი დასვა.
ეს ის გრიგოლ სასწაულმოქმედია, რომელიც ჩვენებით ნახა ვახტანგ გორგასალმა და მისი ჩვენებითი ბრძანებით საქართველოს ეკლესიას უბოძა საკათალიკოსო ტახტი და ვახტანგმა მის მეთაურად ანუ მცხეთის საკათალიკოსო ტახტზე დასვა პირველი კათალიკოსი პონტოს ოლქიდან.
დბარი ცდილობს აჩვენოს, რომ ამ გრიგოლს, რომელსაც უდიდეს პატივს მიაგებდნენ საქართველოში, თითქოსდა, რაიმე კავშირი ჰქონდა ამჟამინდელ აფხაზეთთან. ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს წყაროთა დაბეჯითებულ მითითებას, რომ ვახტანგ გორგასალმა ქართლის სამეფოს საზღვარი ბიზანტიის ნებართვით გადასწია ჩრდილოეთით მდ. ეგრისწყლიდან მდ. კლისურაზე. ამ მდინარეზე, ვითარცა ქართლის სამეფოს საზღვარზე, მუდამ იგებოდა სასაზღვრო ზღუდეები, აქ , მის ნაშთებზე ააგო ლევან დადიანმა სასაზღვრო ზღუდე-კედელი სამეგრელოს სამთავროს დასაცავად. ეს კედელი იცავდა მოქვის, დრანდისა და ბედიის ქართულენოვან საეპისკოპოსოებს ჩრდილოკავკასიელ-ყუბანელი ადიღების შემოსევებისაგან.
აფხაზეთი, იქაური ეკლესიების არტეფაქტების, წარწერებისა და აქაური, ანუ აფხაზური საეპიკოპოსოებიდან გამოსული ხელნაწერების მიხედვით მუდამ ქართულენოვანი ქვეყანა იყო.
მითი 7 მოწამე ძმის განსასვენებლის შესახებ
დ. დბარი სამეცნიერო საბურველით მოსავს და წყაროებში ცნობილ „შვიდი მოწამე ძმის“ განსასვენებელ ადგილს აკავშირებს ამჟამინდელ აფხაზეთთან, მაგრამ ავიწყდება, რომ წყაროში ნახსენები აფხაზეთის სასაზღვრო წერტილი, სადაც უნდა დაეკრძალათ ერთ-ერთი ძმა, მდებარეობდა არა ამჟამინდელ აფხაზეთში, არამედ აფხაზთა სამეფოს ყველაზე სამხრეთით მდებარე სასაზღვრო წერტილთან, ასეთი იყო ქართული წყაროების პუნქტი ხუფათი (ამჟამინდელი ხოფა, თურქეთში). ასე რომ, ამ მოწამე ძმებს არავითარი კავშირი არ ჰქონდათ ამჟამინდელ აფხაზეთთან.

ხუფათი ქართველთა ქვეყნის სამხრეთ სასაზღვრო წერტილად გადაიქცა 380 წლის შემდეგ, რაც რომის იმპერიამ იბერიის სამეფოსაგან მიიტაცა ამ პუნქტის სამხრეთით მდებარე ქართული მხარეები, ოფ-რიზეს რეგიონი, ძიდრიტთა და სხვა ქართული ტომების საცხოვრისი. აქ მდებარეობდა პიტიუნტი და სხვა ცნობილი სასულიერო კერები.
ქართული წყაროებით, ოფ-რიზეს რეგიონი ქართლის სამეფოში შედიოდა მე-4 საუკუნემდე. ის მხოლოდ 380-იან წლებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს მიიტაცა ბერძნულ-რომაულმა სახელმწიფომ.
და შეაბამისად, იქ მდებარე პიტიუნტის კათედრა მხოლოდ ვარაზ-ბაკურის შემდეგ, ანუ 380-იანი წლების შემდეგ უნდა შეეყვანათ პოლემონის პონტოს სამიტროპოლიტოში. ის პონტოს ეპარქიის ნაწილი გახდა.
აქ თავის სამხედრო იურისდიქციას ახორციელებდა რომაელი მხედართმთავარი, რომელსაც ერქვა არმენიის დუქსი ანუ არმენიის დუკა.
არმენიის დუქსის ანუ რომაული სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის მეთაურის განსაგებელში ბიზანტიის მიერ მიტაცებულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთთან ერთად შედიოდა ასევე არმენიად წოდებული ქვეყნის მიწა-წყალიც. არმენიის დუქსმა თავის განსაგებელში აწამა აღნიშნული „7 მოწამე ძმა“.
არმენიის დუქსი აფხაზეთს არ მართავდა, ის თავის ადმინისტრაციულ ერთეულში განაგებდა სამხედრო და ადმინისტრაციულ საქმეებს, ამიტომაც არაა სწორი დბარი, რომ თითქოსდა, ამ ძმების წამება აფხაზეთთანაა დაკავშირებული.
დბარი წერს – „христианство проникало в Абхазию через церковных деятелей, воинов-христиан, государственных чиновников-христиан. Среди них были воины-мученики Орентий и его шесть братьев (IV век), двое из них — Орентий и Лонгин были погребены в Пицунде, один — в Зиганисе); мученик Василиск Команский (IV век), святитель Иоанн Златоуст (по местному, не подтверждаемому историческими источниками преданию[1], скончался в Команах в 407 году и был изначально погребён в церкви Команского монастыря).
როგორც ითქვა, აფხაზთა სამეფოს ანუ აფხაზეთის ყველაზე სამხრეთ საზღვარად ითვლებოდა ხუფათი ანუ ყოფილი პეტრას ციხე-ქალაქი, ამიტომ, როდესაც ხელნაწერში ნათქვამია, რომ ცნობილი 7 მოწამე ძმიდან ერთ-ერთი, ლონგინოზი დაკრძალეს არმენიის დუკას განსაგებელში, აფხაზეთთან ეს ნიშნავს, რომ ლონგინოზი დაკრძალეს არა ამჟამინდელ აფხაზეთში, როგორც წარმოადგინა დბარმა, არამედ ხუფათის სამხრეთით, რაც ჩვენ რუკაზეცაა გადმოცემული.
ის, ბერძნული სვინაქსარით, გარდაიცვალა გზაზე ზიგანადან აბაზგიისაკენ, ანუ ხუფათთან ახლოს და არა ამჟამინდელ აფხაზეთში.
აღსანიშნავია, რომ ნ. ადონცის კვლევით, წყაროებში ხშირად ნახსენები ზიგანა მდებარეობდა არა აფხაზეთში, არამედ ტრაპეზუნტ-გუმუშხანეს რეგიონში, ზიგანას საეპისკოპოსო ცენტრის, რომელსაც ყაუხჩიშვილი ზიგანეონს უწოდებს ( მდებარეობდა არა გუდაყვაში, არამედ გუმუშხანეში), ლაზისტანში, ჭანიკაში.
არც ერთი ამ მოწამე ძმათაგან ამჟამინდელ აფხაზეთში არ დაკრძალულა, რადგანაც ისინი, ბერძნული სვინაქსარის მიხედვით, არმენიის დუქსის განსაგებელში გარდაიცვალნენ არმენიის დუქსის განჩინებით, ადონცის კვლევით კი არმენიის დუქსს არაფერი აკავშირებდა ამჟამინდელ აფხაზეთთან.
Орентий и его брат Лонгин, погребенные в Питиунте; мученик Кириак, погребенный в Зиганисе; воин Орест, на могиле которого в Себастополисе была воздвигнута октогональная церковь; мученик Василиск, явившийся свт. Иоанну Златоусту и конечно же сам св. Иоанн Златоуст, которому был посвящен один из храмов в Питиунте. Разумеется, сохранялось празднование дней памяти апостолов Андрея и Симона Кананита. Кроме того, Абазгская Епархия прославляла имена и святых абхазского происхождения.

რუკა- ე.წ. „შვიდი მოწამე ძმის“ განსასვენებელი ადგილები არმენიის დუკას საბრძანებელში მდ. ფაზისის (ჭოროხის) მარცხენა სანაპიროსა და ტრაპეზუნტს შუა და არა აფხაზეთში.
Notitia Dignitatum , УВЕДОМЛЕНИЯ О ДОСТОИНСТВАХ В ВОСТОЧНЫХ ЧАСТЯХ
https://www.thelatinlibrary.com/notitia2.html
რაც შეეხება შვიდი მოწამე ძმის შსახებ ჩვენს კვლევას, ისინი იყვნენ –
1) ორენტიოსი; 2) ეროტიოს; 3) ფარნაკიოს; 4) ფირმოს; 5) ფირმინოს; 6) კვირიაკოს; 7) ლონგინოს.
და მათ, ამ შვიდ ქრისტიან ძმას უარი ვერ ათქმევინეს ქრისტიანობაზე, განსასჯელად გააგზავნეს I არმენიის ადმინისტრაციულ ცენტრ ქ. სატალაში. არმენიის დუკამ (დუქსმა Dux) განსაჯა ისინი, და გადაწყვიტა, თუ ძმები თაყვანს არ სცემდნენ კერპებს, მაშინ ისინი გადაესახლებინა. ქართული თარგმანის მიხედვით, ისინი არმენიის დუკამ გადაასახლა `აფხაზეთსა და ჯიქეთში~ (IV ს-მდე შეუძლებელია დასავლეთ საქართველოს რქმეოდა `აფხაზეთი~, ამიტომაც, ალბათ, დედანში ეწერა `სარმატია~ (რადგანაც დასავლეთ საქართველოს ასე უწოდებდნენ `სომხური გეოგრაფიის~ მიხედვით), ქართული თარგმანის ერთ-ერთ ვარიანტში მართლაც `აფხაზეთის~ ნაცვლად `ოსეთი~ წერია (გეორგიკა, IV, ნაწ. II. გვ. 415, შენიშვნა #1.). ძმებმა უარი განაცხადეს და მტკიცედ დაიცვეს სარწმუნოება, ამის გამო დუქსმა ისინი ტრაპეზუნტში ჩასხა გემში და გაამგზავრა დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, გზაში დაიღუპა შვიდივე ძმა, კერძოდ _
1) წმ. ეროსი დაიღუპა – `ბანაკებში~ ანუ კენეპარამბილეში;
2) წმ. ორენტი – რიზეონში (რიზეში);
3) წმ. ფარნაკი – კორდილოსში (კორდულა – რიზესა და ათინას შუა, გეორგიკა, IV, ნაწ. II. გვ. 415. შენიშვნა 5);
4) წმ. ფირმოსი – აფსარონში;
5) წმ. ფირმინოსი ასევე – აფსარონში;
6) წმ. კვირიაკოს – `საეგროისა ქვეყანასა, ადგილსა-ზიღანეოს~ (ე.ი. ლაზიკის ქვეყნის პუნქტში _ `ზიგანეონ~ (იქვე, გვ 415); ამჟამანდელი ლაზისტანის ზღვის პირზე.
7) წმ. ლონგინოს – `განვიდა რა ზღვასა აფხაზეთად… დაეფლა პიტიოტას~ (ე.ი. ძველ პიტიუნტთან). პიტია-პიტიოტას ნ. ადონცი, პ. ინგოროყვა და სხვანი რიზესთან ათავსებდნენ).
ტერიტორიას ხუფათიდან (ხოფადან) ბათუმის მიმართულებით _ აფხაზეთის (ივერიის) მიწა-წყლად მიიჩნევდნენ.
რაც შეეხება წმიდამოწამე ძმებ ორენტისა და ლონგინოზს, ისინი ლაზიკის პიტიუნტში დაიკრძალნენ.
ჩვენ რუკაზე #35 ნათლად ჩანს, რომ წყაროს ცნობით, 7 მოწამე ძმა მოღვაწეობდნენ და დაიკრძალნენ „არმენიის დუქსის“ განსაგებელში, რომელიც ასევე ოფ-რიზეს რეგიონის ლაზიკას მოიცავდა და ადონცის მტკიცებით, არმენიის დუქსს არაფერი აკავშირებდა აბაზგიასთან.
არმენიის დუქსს სამხედრო შენაერთები ედგა ლაზიკის ქალაქებში, მათ შორის პიტიაში (პიტიუნტში), სადაც დაიკრძალა ერთ-ერთი ძმა, ანუ ოფ-რიზესთან, ამ ძმებს არაფერი აკავშირებდათ ამჟამინდელ აფხაზეთთან,
–
მითი იუსტინიანეს მიერ აბაზგიის ეპარქიის დაარსების შესახებ
დ. დბარი სამეცნიერო საბურველით შემოსილი მითებისა და ლეგენდების თხზვის დიდოსტატია. მან იმდენად მოხერხებულად ჩასვა და რამდენიმე თავიც მიუძღვნა, თითქოსდა უეჭველ, წყაროთი დადასტურებულ მტკიცებას, რომ თვით იმპერატორმა იუსტინიანემ დააფუძნა აბაზგიის ეპარქია, რომ ოფიციალურმა ისტორიოგრაფიამ უკრიტიკოდ მიიღო და იყენებს, როგორც უეჭველ ფაქტს სხვადასხვა ნაშრომში.
სინამდვილეში, პროკოფი კესარიელი არ ახსენებს “აბაზგიის ეპარქიას”, ამიტომაც ამ საკითხის რკვევისას მას წყაროდ ვერ გამოვიყენებთ.
პროკოფი კესარიელი ახსენებს არა “აბაზგიის ეპარქიას”, არამედ მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ მის ეპოქაში იუსტინიანემ გასაქრისტიანებლად იქამდე წარმართ აბაზგებს ევნუქი გაუგზავნა.
სხვა შავი ზღვისპირა ტომები იქამდე, ბიზანტიური წყაროებით, უკვე ქრისტიანები იყვნენ, კერძოდ, ლაზები, აფსილები, მისიმიელები და სვანები (იხ. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, “პროკოფი კესარიელი, აგათია სქოლასტიკოსი, მენანდრე, თეოფილაქტე სიმოკატა, თეოფანე, ეპიფანე კონსტანტინოპოლელი და იმპერატორი იუსტინიანე ლაზიკის შესახებ”, 2011).
ძველი ავტორისაგან მხოლოდ პროკოფი კესარიელი გვაძლევს აბაზგების გაქრისტიანების შესახებ მწირ ინფორმაციას. სხვა ყველა ავტორი ევაგრი სქოლასტიკოსი, (VI ს.) და იოანე ზონარა (XI-XII სს.) დასავლეთ საქართველოზე საუბრისას იყენებენ პროკოფი კესარიელიდან გამომდინარე ცნობებს აბაზგებთან დაკავშირებით, მსგავსადვე, ნიკიფორე ქსანთოპულოსი და ფილოთეოს კოკინოსი ასევე იყენებს პროკოფის აღნიშნულ ცნობას (გ. ალიბეგაშვილი, წმ. ეფრემ მცირე და ქრისტიანული კულტურის საკითხები, 2010, გვ. 33).
პროკოფის ცნობა კი ძალზე ძუნწია – აბაზგებმა “მიიღეს საქრისტიანო რწმენა და იუსტინიანე მეფემ მათ პალატის ერთი ევნუქთაგანი გაუგზავნა” (იქვე).
გ. ალიბეგაშვილი ფიქრობს, რომ აბაზგებმა არა იუსტინიანეს მიერ მიიღეს ქრისტიანობა, არამედ უკვე ქრისტიან აბაზგებს გაუგზავნა ევნუქი (იქვე). მისი აზრით, დასავლეთ საქართველოში ქრისტიანობა უკვე IV ს-დან არსებობდა (იქვე, გვ. 32). https://meufeanania.info/abazgia/
უფრო საფიქრებელია, რომ იუსტინიანეს დროს მოხდა არა აბაზგების გაქრისტიანება, არამედ მათი ხელახლა გადანათვლა, პოლიტიკური მიზნით, ვიაიდან იქამდე თუკი აბაზგები ქრისტიანები იყვნენ, მაშინ ისინი ქართული სამღვდელოების მიერ იმწსყოდა, ახლა კი, ბიზანტიელთა ხელში გადასვლის შემდეგ მათთვის ბერძენი სამღვდელოების გაგზავნა ჩაითვალა მიზანშეწონილად (ნაცვლად იბერიულისა (ქართულისა).
ასეთ თვალსაზრისამდე მივალთ, თუკი იოანე დრასხანაკერტელის, პროკოფი კესარიელის, აგათია სქოლასტიკოსის და სხვათა ცნობებს დასაველეთ საქართველოს მიმართ, შევაჯერებთ ქართულ და სხვა ცნობებთან, მაგალითად, იოანე გუთელის შესახებ ცნობასთან.
სომეხთა პატრიარქისა და ისტორიკოსის იოანე დრასხანაკერტელის მტკიცებით, დასავლეთ საქართველო VI-VII სს. ივერიის კათალიკოსის კირიონ 1-ის იურისდიქციში იმყოფებოდა, როგორც ეს წყარო წერს – „ადრინდელი წესის შესაბამისად“ ანუ იმ წესის შესაბამისად, როგორიც იყო წინა საუკუნეებშუ, ანუ მ-4 ს-ის შემდეგ.,
იოანე დრასხანაკერტელი, როგორც ქვემოთაცაა აღნიშნული, წერს, რომ დასავლეთ საქართველოს ანუ ეგრისის არქიეპისკოპოსი იყო კირიონ 1, სწორედ პროკოფი კესარიელის ეპოქაში ანუ მე-6 საუკუნეში.
ხოლო VIII ს. იოანე გუთელის შესახებ ცნობით, ის ივერიაში აკურთხეს ეპისკოპოსად, (ყირიმის მოსაზღვრე ივერიის ეკლესიაში). ანუ ივერია გუთეთის ანუ ყირიმის ეკლესიის მოსაზღვრედ მოიაზრებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მე-8 საუკუნისათვის ივერიის ეკლესია მოიცავდა შავი ზღვისპირეთს, შესაბამისად, დასავლეთ საქრთველოს.
IX-X სს. სომეხი ისტორიკოსის უხტანესის ცნობით, შავი ზღვისპირეთში მცხოვრებმა ივერმა ხალხმა მის ეპოქაში დააარსა სახელმწიფო, რომელსაც აფხაზეთი ეწოდება, ხოლო თვით ამ ხალხს, ამჟამად ქართველები ეწოდებაო.
უხტანესი წერს – ივერები ანუ ქართველები შავი ზღვისპირეთში გამრავლდა, აავსო ქვეყანა და მოაღწია სომხეთისა და ალბანეთის საზღვარამდე. მათ სახელმწიფოს აფხაზეთი ეწოდება, დედაქალაქი კი თბილისიაო. ის წერს
„გვაუწყებს ჭეშმარიტების მთხრობელი მოსე, … პონტოს ნაპირზე რომ დაბანაკდა ის ტომი აღორძინდა, გამრავლდა ზღვის პირას აქეთ-იქით, მოედო იმ მხარეს და გავრცელდა სომეხთა და ალბანთა სახღვრამდე, „პეიქმნა ფრიად მრავალი ხალხი და იმ ქვეყანას აფხაზეთი ეწოდება. ურიცხვია სახელი თვითეული გავარისა, რომლებიც მის გარშემოა, და სხვა გავარებისა ქალაქ თბილისის გარშემო, რომელთაც ეწოდებათ. წანარეთი, ჯავახეთი, თრიალეთი. ითესლეს და გამრავლდნენ და გახდა ტომი, რომელსაც თავის პირველ ქვეყანაში (ი)ვერიას უწოდებდნენ, აქ Iკი) ქართველნი ეწოდებათ. ტომითაც, ენითაც, დამწერლობითაც, მამამთავრობითაც და მეფობითაც განმტკიცდნენ” ხოლო გამოჰყო, გამოაცალკევა და განაშორა ჩვენგან კირონ სკუტრელმა (უხტანესი „ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან“1975, გვ. 66)
როგორც ითქვა, იბერიის სარწმუნოებრივ კავშირს შავი ზღვისპირეთის აღმოსავლეთ სანაპიროებთან მოწმობს ცნობა იოანე გუთელი ეპისკოპოსის შესახებ, რომელიც ივერიაში, ანუ გუთეთის (იმჟამად ყირიმის) მეზობელ ეკლესიაში მე-8 საუკუნეში, 758 წელს ეკურთხა.
ყირიმის მიმდებარე აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთი ივერიის ეკლესიის ნაწილად მიიჩნეოდა, (რადგანაც, ისტორიულად, ქვემო ივერიის ანუ აფხაზთა საკათალიკოსოს სამწყსო კაფადან იწყებოდა), რაც უფლებას აძლევდა გუთელ ღვთისმსახურს ხელდასხმა მიეღო მეზობელ ანუ იბერიულ ეკლესიაში.
იერუსალიმიდან გუთეთში დაბრუნებული იოანე, როგორც მის „ცხოვრებაშია“ ნათქვამი, მრევლის მოთხოვნით იბერიაში ჩამოვიდა და აქ იქნა ხელდასხმული გუთეთის ეპისკოპოსად.[1]
როგორც ითქვა, IX-X სს. იოანე დრასხანაკერტელის (897-929) ცნობით, დასავლეთ საქართველო („ქვემო ივერია“) ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეში შედიოდა ქართული ეკლესიის იურისდიქციაში კირიონ 1-ის დროს, სადაც 758 წელს უნდა მიეღო ხელდასხმა იოანე გუთელს.
ცნობა, რომ კირიონ 1 ამადროულად იყო ეგრისის არქიეპისკოპოსი, ნიშნავს, რომ დასავლეთ საქართველოს ხალხი მე-6 საუკუნეში, იუსტინიანეს დროს, უკვე იყო მონათლული.
ამას ადასტურებენ ბიზანტიელი ავტორები, პროკოფი კესარიელი, აგათია სქოლასტიკოსი და სხვები. ისინი ლაზიკისათვის გაჩაღებული სპარსეთ-ბიზანტიის ომების წლებში ლაზებს, აფსილებს და მისიმიელებს ქრისტიანებს უწოდებდნენ.
ამ ბიზანტიელი ავტორების ცნობებს, რომ დასავლეთ საქართველოს ხალხი იუსტინიანეს დროს უკვე მონათლული იყო (ანუ ლაზიკისათვის ომების დასაწყისში), როგორც ითქვა, ეთანადება აფხაზთა სამეფოს აყვავების ეპოქის სომეხი მოღვაწე იოანე დრასხანაკერტცი, ცნობა, რომ ეგრისი ანუ დასავლეთ საქართველო მე-6 საუკუნეში ქართული ეკლესის იურისდიქციაში შედიოდა, მას განაგებდა კირიონ 1.
ეს ნიშნავს, რომ ქართლის საკათალიკოსოს იურისდიქციაში კირიონის ეპოქაში სრულიად საქართველო შედიოდა.
ის წერს – “წინანდელი დროის წესების შესაბამისად კირიონი იყო არქიეპისკოპოსი ეგრისისა და გუჯარეთისა, ქართლის ეკლესიის მრევლისა” (იოანე დრასხანაკერტცი, 193,. გვ.9. რუს. ენაზე).
VI საუკუნის “წინანდელი დრო”, ცხადია, IV და V საუკუნეებია.
ცნობას, რომ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა უკვე გაქრისტიანებული იყო IV და V საუკუნეებში გვაძლევენ გელასი კესარიელი, სოზომენე და სხვა ბერძენი თუ რომაელი ავტორები, მათ გარდა სომეხი აგათანგელოზი და მოვსეს ხორენაცი.
გელასი კესარიელი, მე-4 ს. ავტორი წერს – „ იმავე ხანებში ღვთის მცნება მიიღეს იბერებმა და ლაზებმა“(გეორგიკა, 1. გვ.186). მან ეს ცნობა მოისმინა პირველწყარო ბაკურ იბერიელისაგან.
იმავეს წერს რუფინუსი „იბერთა ტომმა პონტოს მხარეებში მიიღო ღვთის კანონები და ტყვე ქალი“(გეორგიკა, 1, 201).
გელასი კვიზიკელი -„პონტოს გასწვრივ მცხოვრებმა იბერებმა და ლაზებმა მიიღეს ღვთის ცნება ტყვე ქალისაგან“(ივ. ჯავახიშვილი, 1, გვ.152).
სად ცხოვრობდნენ იბერები გელასი კესარიელის, გელასი კვიზიკელისა და რუფინუსის ცნობით? – პონტოსპირეთში, პონტოს გასწვრივ ანუ დასავლეთ საქართველოში, აქაურ იბერიულ ტომებს საკუთარი კერძო სახელებიც აქვთ – ლაზები, მისიმიელები, აფსილები და სხვა.
იბერები და ლაზები თვით წმიდა ნინომ გააქრისტიანა მე-4 ს. 20-იან წლებში, ისინი ამ დროიდან უკვე მტკიცე ქრისტიანები იყვნენ სხვა იქაურ ტომებთან -მისიმიელებთან, სვანებთან თუ აფსილებთან ერთად.
ისინი უკვე წმიდა ნინოს დროიდან ერთი, წმიდა ნინოს მიერ დაფუძნებული ქართული ეკლესიის სამრევლოს, მცხეთის საკათალიკოსოს სამწყსოს შეადგენდნენ, არა მხოლოდ კირიონის ეპოქაში, არამედ მოვსეს ხორენაცისა და აგათანგელოსის დროსაც, ანუ იგივე მე-4 და მე-5 საუკუნეებში.
მოვსეს ხორენაცი იმეორებს აგათანგელოზის ცნობას, რომ წმიდა ნინომ თავისი ტკბილი, ადვილად გასაგები ენით იქადაგა ქართველთა შორის „კლარჯეთიდან ვიდრე მასქუთებამდე“, კლარჯეთი შავი ზღვისპირზეა, მასქუთები კასპიის ზღვასთან ცხოვრობდნენ, ანუ ნინომ პონტოს ზღვიდან ვიდრე კასპიის ზღვამდე იქადაგა ქართველთა შორის და დააფუძნა საქართველოს ეკლესია.
სამწუხაროა, რომ ქართულმა ისტორიოგრაფიამ სათანადო ყურადღება არ მიაპყრო ამ პირველხარისხოვან ცნობებს ბერძენი , ლათინი და სომეხი ავტორებისა, რომ მე-4 საუკუნიდანვე იბერები და ლაზები ერთიანი ეკლესიის სამრევლოს წარმოადგენდნენ, გაითავისეს ქართიზაციის თეორია, რომლის მიხედვით, თითქოსდა, დასავლეთ საქართველო მე-4 საუკუნიდანვე არა ქართული, არამედ კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში შედიოდა ვიდრე მე-9 და მე-10 საუკუნეებამდე,
ამ შეხედულებამ წარმოქმნა ვაკუუმი, რომელიც დბარმა და სხვებმა შეავსეს მითებითა და ლეგენდებით.
დასავლეთ საქართველს ქრისტიანთა ცხოვრება ჩაკვდა და შეიცვალა მე-6 საუკუნეში ლაზიკისათვის გაჩაღებული სპარსეთ-ბიზანტიის ომების დროს.
აგათია სქოლასტიკოსის ცნობით, მე-6 საუკუნეში ბიზანტიელმა მეომრებმა ქრისტიანი მისიმიელების ტომი სრულიად ამოწყვიტეს.
ისმის კითხვა, ვისი მრევლი იყო ქრისტიანი მისიმიელები, ლაზები თუ აფსილები, ანუ დასავლეთ საქართველოს სამრევლო?
კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, გელასი კესარიელის, გელასი კვიზიკელის, რუფინუსის, აგათანგელოზის, მოვსეს ხორენაცის, ასევე, ქართული წყაროების ცნობებით, ლაზიკა- დასავლეთ საქართველო (მდ, ეგრისწყლამდე და მდ. კლისურამდე) წმიდა ნინოს დროიდან და მე-5 საუკუნეში ქართული ანუ ივერიული ეკლესიიის იურისდიქციას ექვემდებარებოდა, ხოლო, მე-6 ს-ში, იუსტინიანეს დროს, იოანე დრასხანაკერტელის ცნობებით, ეგრისის არქიეპისკოპოს კირიონს-ქართლის კათალიკოსს.
ამ მოსაზრების დამადასტურებელ ფაქტად ასევე, შეიძლება ჩაითვალოს ბიზანტიელ ჯარისკაცთა მიერ მისიმიელი ქრისტიანი ტომის ამოწყვეტა, რაც შესანიშნავადაა აღწერილი წყაროში. ცხადია, ბიზნტიელები თავიანთ ქრისტიან სამრევლოს ასე უპასუხისმგებლოდ არ ხოცავდნენ, მათ დასავლეთ საქართველოში ანუ უცხო ქვეყანაში უცხო ეკლესიის მრევლი არ დაინდეს.
აგათია წერს, რომ მისიმიელთა ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, 555 წლის ზაფხულში, არა მარტო დახოცეს მკვიდრი მოსახლეობა, არამედ ცეცხლს მისცეს მათი სახლ-კარი. “ამ ცეცხლის დროს უფრო მრავლად დაიხოცნენ ბარბაროსები: ზოგიერთები სახლებში იყვნენ დარჩენილნი და იქ გადაიწვნენ, ან ნანგრევებში მოჰყვნენ: ზოგიერთებს კიდევ, რომლებიც გარეთ გამოვარდნენ, მახვილებისაგან ჰქონდათ გამზადებული სიკვდილი.
მრავალი ბავშვი, რომლებიც მწარე ტირილით ეძახოდნენ მშობელ დედებს, დატყვევებული იქნა. ამათგან ზოგიერთები კლდეზე დაუშვეს შეუბრალებლად და ასე იქმნენ დაგლეჯილნი, ხოლო ზოგიერთები, თითქოს თამაშის მიზნით, ჰაერში იქნენ ასროლილნი და როდესაც შემდეგ სიმძიმისაგან უკან დაეშვნენ, აშვერილი შუბები დაახვედრეს და ზედ ააგეს ჰაერშივე ((აგათია სქოლასტიკოსი, გეორგიკა III, გვ. 87, გვ. 171).
მისიმიელები ქრისტიანები იყვნენ.
მისიმიელთა წინააღმდეგ მხოლოდ ერთი შებრძოლების დროს ბიზანტიელებს 20 ათასი მშვიდობიანი ქრისტიანი მოსახლეობა ამოუხოცავთ. თავიანთი ისტორიკოსის, აგათიას აზრით, დიდძალი ნადავლით ბიზანტიელთა გამარჯვებული ჯარი უკანვე დაბრუნებულა კოლხიდაში. აგათია ამ ჯარის მეთაურზე წერს: “დაბრუნდა კოლხიდაში თავისი სახელმოხვეჭილი და მამაცი ჯარით” (იქვე,გვ. 194).
ამ ჯარის სიმამაცე კი იმაში მდგომარეობდა, რომ მათ ერთმორწმუნე ქრისტიანი მოსახლეობა შეუბრალებლად დაუხოცეს.
იქამდე, დამარცხებულ მისიმიელებს მოციქულები მიუგზავნიათ და უთხოვნიათ ბიზანტიელთა ჯარის მეთაურისათვის “საბოლოოდ ნუ გაგვანადგურებ, ძირფესვიანად ნუ აღმოფხვრი ჩვენს მოდგმასო, ძველითგანვე ხომ რომაელთა ქვეშევრდომნი ვართ და ერთმორწმუნენი… ვაჟკაცები დაგვეღუპა არანაკლებ 5 ათასისა, ქალები უფრო მეტი, ბავშვები კიდევ უფრო მეტი, ისე რომ, ლამის მთელი ჩვენი მოდგმა აღიგავოსო” (იქვე, გვ. 174).
უფრო ადრე მისიმიელები ბიზანტიელებს წერდნენ – “არ შებღალოთ “მართლმორწმუნეობა და წმინდა საიდუმლოთა უმწიკვლოობა” (იქვე, გვ. 76), ანდა “უზენაესის შესახებაც თქვენნაირად (ე.ი. ბერძნულად) მოაზროვნენი” (იქვე, გვ, 130).
აქედან ჩანს, რომ მისიმიელები VI საუკუნის შუა წლებში უკვე კარგა ხნის ქრისტიანები იყვნენ. მსგავსი ბარბაროსული ქმედებებით ბიზანტიელები ქრისტიანობას ვერ გაავრცელებდნენ იქ და ჩანს, ამის სურვილი არც კი ჰქონდათ.
ლაზები – დიდი ხნის ქრისტიანები იყვნენ და ამიტომ ამბობდნენ: “მთელი სპარსეთი შევიერთოთ და სულები კი წავიწყმიდოთო?” – (იქვე, გვ. 77) – ესაა პერიფრაზი სახარებიდან.
ლაზების მსგავსად, მისიმიელები თავიანთ თავს „მართლმორწმუნეებს“ უწოდებდნენ და იმდენად ღრმა ქრისტიანები იყვნენ, რომ ბიზანტიელთა მეთაურებს „წმიდა საიდუმლოს უმწიკვლოების“ შესახებ წერდნენ, ანუ წმიდა ზიარებისას ქრისტეს სისხლისა და ხორცის საიდუმლოს უმწიკვლოების გამოო ჩვენ „ერთმორწმუნენი“ ვართო, ესაა მათი სიტყვები დახოცვის წინ აგათია სქოლასტიკოსის თხრობით.
https://meufeanania.info/agatia/
მიუხედავად თანამორწმუნეობისა, ქრისტიან მისიმიელთა მთელი ტომი ბიზნატიელებმა უწყალოდ ამოწყვიტეს. რატომ? – რადგანაც არ იყო მათი სამრევლო, თავიანთი მრევლის ამოწყვეტას ბიზანტიელი ჯარისკაცები ვერ გაბედავდნენ ბიზანტიელი ეპისკოპოსის გავლენით. აქედანაც ჩანს, რომ მისიმიელები მათ სამრევლოს არ შეადგენდნენ, მაშასადამე, ისინი ეკლესიურადაც უცხონი იყვნენ მათთვის.
, აქედან ჩანს, რომ ისინი და სხვა მისი მეზობელი ქრისტიანი ტომები დასავლეთ საქართველოში, მე-6 საუკუნეში არ იყვნენ ბიზანტიურ საეკლესიო იურისდიქციაში, და ისინი სხვა ანუ იბერიული იურისდიქციაში შედიოენენ, ჩვენ ამის მამტკიცებელ ცნობად იოანე დრასხანაკერტელის ცნობის გარდა მიგვაჩნია ასევე, რუის-ურბნისის ძეგლისწერის შესაბამისი ცნობა, რომელიც ამავე წიგნშია განხილული.
პროკოფის ცნობა, რომ იუსტინიანემ აბაზგებს მისიონერი გაუგზავნა, შეიძლება ასე გავიგოთ – ქრისტიანი მისიმიელების ამოხოცვის შემდეგ, მათ მეზობელ უკვე ქრისტიან ტომებს იმპერიამ ივერი სასულიერო პირების ნაცვალდ გაუგზავნა ბერძენი სასულიერო პირები.
საბოლოოდ, როგორც ითქვა, პროკოფი კესარიელი არ ახსენებს “აბაზგიის ეპარქიას”, ამიტომაც ამ საკითხის რკვევისას მას წყაროდ ვერ გამოვიყენებთ.
პროკოფი კესარიელი ახსენებს არა “აბაზგიის ეპარქიას”, არამედ მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ მის ეპოქაში იუსტინიანემ გასაქრისტიანებლად იქამდე წარმართ აბაზგებს ევნუქი გაუგზავნა. პროკოფის ცნობა კი ძალზე ძუნწია – აბაზგებმა “მიიღეს საქრისტიანო რწმენა და იუსტინიანე მეფემ მათ პალატის ერთი ევნუქთაგანი გაუგზავნა” (იქვე, გვ. 33).
რუის-ურბნისის კრება დასავლეთ საქართველოს (საერთოდ ერთიან საქართველოს) მიიჩნევდა წმიდა ნინოს მიერ მოქცეულად, ამიტომაც წერდა, – წმიდა ნინოს მიერ ქრისტიანობა მიიღო “ყოველმა სავსებამ ყოველთა ქართველთა ნათესავისა” (უფრო ადრე კი ანდრიას ასევე საქართველოს მთლიან ქვეყანაში უქადაგნია – “ყოველსა ქვეყანასა საქართველოისასა”).
ქართული წყაროების ამ ცნობებს ამტკიცებენ გელასი კესარიელის, გელასი კვიზიკელისა და სხვათა ცნობები. როგორც ითქვა, მაგალითად, გელასი კესარიელი მიიჩნევდა, რომ წმიდა ნინომ მოაქცია “იბერები და ლაზები” (გეორგიკა I, გვ. 180).
საბოლოო დასკვნა: პროკოფი არ იძლევა ცნობას “აბაზგიის ეპარქიის” შესახებ, ამ საკითხისათვის მისი წყაროდ მოხმობა არ შეიძლება.
მსგავსადვე, ნოტიციები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას წყაროდ “აბაზგიის ეპარქიის” შესახებ მსჯელობისას, მისი ძალზე კრიტიკული შესწავლის გარეშე, რაც ჯერჯერობით არ ჩატარებულა, უფრო მეტიც, მოღწეული ნოტიციები უფლებას იძლევა ითქვას, რომ “აბაზგიის ეპარქია” ისტორიულად არც არსებულა.
მხოლოდ XX საუკუნის სამეცნიერო წრეებში წყაროთა არასათანადო ინტერპრეტირებით წარმოიშვა თვალსაზრისი ამ ეპარქიის სავარაუდო არსებობის შესახებ, შემდგომ კი ეს თვალსაზრისი რეალობად იქნა მიჩნეული.
ასეთ საორჭოფო შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს არა უცხოურ, არამედ ადგილობრივ, განსაკუთრებით კი თვით აფხაზეთის საკათალიკოსოში შექმნილ უამრავ წყაროს, მათში აფხაზეთის საკათალიკოსო მისი ჩამოყალიბების დღიდანვე ქართული ეკლესიის წიაღს უკავშირება და არა კონსტანტინოპოლისას.
კონსტანტინოპოლური წარმოშობისად რომ მიეჩნიათ აფხაზეთის საკათალიკოსო, საეკლესიო სეპარატისტები იმერეთის მეფე გიორგი VI და სხვანი თავიანთი სეპარატისტული მიზნების განსახორციელებლად დასავლეთ საქართველოში მიიწვევდნენ კონსტანტინოპოლელ იერარქებს და არა ანტიოქიის პატრიარქს.
ანტიოქიის პატრიარქი მიწვეული იქნა, რადგანაც მიიჩნეოდა, რომ ივერიის ეკლესიები თავდაპირველად ანტიოქიას ემორჩილებოდნენ.
ანტიოქიელ-იერუსალიმელი პატრიარქები დოსითეოსი და ქრისანფი, რომლებმაც პირადად მოიხილეს აფხაზეთის საკათალიკოსო, მას “ქვემო ივერიის” ეკლესიას უწოდებენ.
ქვემო და ზემო ივერიის ეკლესიებზე კი (ე.ი. ქართლისა და აფხაზეთის საკათალიკოსოებზე) თავის თავდაპირველ უფლებამოსილებაზე ანტიოქია აცხადებდა პრეტენზიას და არა კონსტანტინოპოლი.
მხოლოდ XX ს. სამეცნიერო წრეებში დაუკავშირეს აფხაზეთის საკათალიკოსო კონსტანტინოპოლს, რაც წყაროებს ეწინააღმდეგება.
ამასთან დაკავშირებით, უნდა ითქვას, რომ დბარის მიერ ხშირად ნახსენები პატრიარქი დოსითეოსი და სხვა ანტიოქიელი იერუსალიმელი პატრიარქები დასავლეთ საქართველოს ივერიას (ზემო, ხანდახან კი ქვემო ივერიას) უწოდებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ ანტიოქიელ-იერუსალიმელ პატრიარქებს არ მოსწონდათ და არ აღიარებდნენ კონსტანტინოპოლის იურისდიქციას დასავლეთ საქართველოში (შესაბამისად, აბაზგიაში), ეს იქიდან ჩანს, რომ თვითონ ისინი თავიანთ ანტიოქიელ ანდა იერუსალიმელ პატრიარქებს მიიჩნევდნენ ამ მიწა-წყალზე (დასავლეთ საქართელოში) პირველიერარქებად და ასეთად არც კი ასახელებენ კონსტანტინოპოლის პატრიარქს, თუმცა მათთვის პროკოფისა და სხვა ცნობები, ცხადია, კარგად იყო ცნობილი,
მაშასადამე, მათი (ანტიოქიელ-იერუსალიმელთა) აზრით, იუსტინიანემ კი არ გააქრისტიანა აბაზგები, არამედ შეცვალა მათი ძველი იბერიული იერარქია კონსტანტინოპოლურით, ივერია კი ხშირად ანტიოქიის დედა ეკლესიის ომოფორქვეშ მოიაზრებოდა და არა კონსტანტინოპოლისა.
სხვათა შორის, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთებში არსად კვალიც კი არაა კონსტანტინოპოლური იერარქიის არსებობისა, მაშინ როცა ანტიოქია-იერუსალიმური ხშირია.
ისინი (ანტიოქია-იერუსალიმელი პატრიარქები) შემდგომშიც იშვიათად, თუმცა მაინც აკურთხებდნენ აქ მღველმთავრებს, რაც არ იწვევდა წინააღმდეგობას ადგილობრივთა შორის.
ქართულ საეკლესიო საბუთებში კონსტანტინოპოლის იურისდიქციის ნაკვალევი „ქვემო იბერიის“ ანუ აფხაზეთის საკათალიკოსოს მიმართ არ ჩანს.
შესაბამისად ,ტაძარი, რომელიც აბაზგებს აუგო იუსტინიანემ, არ იყო მათი პირველი ტაძარი, არქეოლოგიურადაც, ჩანს, რომ დასავლეთ საქართველო მთელ სიგრძეზე ბიჭვინთიდან ჭოროხამდე იუსტინიანემდე მრავლად იყო ქრისტიანული ტაძრები, შესაბამისად, აქაური ძველი ტაძრები იბერიის საკათალიკოსოს ნაწილი იყო და მე-6 ს. დასაწყისში მთელი ეს მხარე, დასავლეთ საქართველო, სპარსეთის სახელმწიფოს ხელდებულად მიიჩნეოდა იმ ზავით, რომელიც დადებული იყო სპარსეთსა და ბიზანტიას შორის, იუსტინიანემ დაარღვია ეს ზავი, შეიჭრა ლაზიკაში, შემდეგ აბაზგიაში და საბოლოოდ, უკვე სხვა იმპერატორების დროს დასავლეთ საქართველო და შემდგომ მთელი იბერია ბიზანტიამ წაართვა სპარსეთს.
დასავლეთ საქართევლოს იმ საუკუნეში ბიზანტიელი ავტორები იცნობდნენ სახელით _სვანია, ანუ სვანეთი, აღსანიშნავია, რომ სანიგები სვანურ ტომად მიიჩნეოდა და ჩანს, აბაზგებიც. ბიზანტიური ეკლესიური ყოფნა აქ არ იყო მდგრადი, ის საბოლოოდ აღმოიფხვრა მალევე აფხაზეთის ქართულ ანუ იბერიულენოვანი საკათალიკსოს დაარსებისთანავე, ანუ მე-8 საუკუნიდან.
დბარი არ სვამს კითხვას, თუ რატომ იყო აფხაზეთის საკათალიკოსო დაარსებისთანავე ქართულენოვანი, პირიქით, ის ჩქმალავს ამ ფაქტს, ანდა აბუნდოვანებს, ან ამახინჯებს.
ქართულენოვანი იყო იმიტომ, რომ ის იბერიული ეკლესიის ქვეშ იყო უკვე მე-4 საუკუნიდან, რაზედაც მიუთითებს გელასი კესარიელის, რუფინუსისა და სხვათა შესანიშნავი ცნობები, რომელნიც არ უყვარდა და არ უყვართ საბჭოთა ყაიდის ისტორიკოსებს.
Однако церковно-историческая тематика у этого автора изложена слишком обобщенно. Прокопий в этом отношении часто противоречит самому себе.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხშირად დბარის მითები არ ეთანადება პროკოფი კესარიელისა და სხვა ცნობებს, ამიტომაც აკრიტიკებს თვით პროკოფი კესარიელს (ნოდარ ლომოურის მსგავსად), რადგანაც მისი მითები არასწორია, ეწინააღმდეგება პროკოფის ჩვენებებს .
К примеру, в «Войне с персами» он утверждает, что абасги являются христианами [Прок. Перс., с. 139], тогда как из вышеприведенных его слов абасги принимают христианство только при Юстиниане. Или другой пример. Когда Прокопий говорит, что Юстиниан послал к абасгам священников (ἱερεῖς).
ქრისტიანი მისიმიელების მთლიანი ტომის უმოწყალო განადგურების შემდეგ, რასაც აღწერს აგათია სქოლასტიკოსი, როგორც მიჩვეულები იყვნენ, ბიზანტიელებმა გადაწყვიტეს იქამდე ქართველი სამღვდელოების მიერ მონათლული ქრისტიანი ტომების ხელახლა გადანათვლა, მაგალითად, მათ მოგვიანებით (მე-11 ს-ში) ქართველების მიერ მე-10 საუკუნეში ნაკურთხი სენტის ტაძარი ხელახლა აკურთხეს და თავის იურისდიქციაში შეიყვანეს, ანუ, მსგავსადვე, საუკუნეებით ადრე, აბაზგები კი არ მონათლეს იუსტინიანეს დროს, არამედ ხელახლა გადანათლეს, რათა თავის იურისდიქციაში შეეყვანათ სპარსელებთან გამარჯვების შემდეგ,
на самом же деле речь идет о епископе. Это выясняется, если сопоставить это сообщение с другими сведениями Прокопия (см. [Прок. Гот., с. 385; Прок. Перс., с. 126]). Поэтому не так легко понять, о чем хотел сообщить нам Прокопий в приведенном пассаже. Чтобы разобраться, нам необходимо обозначить вопросы, возникающие при чтении этого отрывка: 1) Действительно ли абасги стали христианами только при Юстиниане Великом или же это сообщение требует более глубокой интерпретации? 2) Когда произошли описываемые Прокопием события? 3) Какова роль евнуха Евфрата? 4) Где именно был построен Юстинианом храм Богородицы? 5) И, наконец, кого послал Юстиниан к абасгам – священников или епископов? Попытаемся, насколько будет возможно, ответить на эти вопросы. Чаще всего сведения Прокопия трактуются как сообщение об официальном
и напрямую подчиняет ее Константинопольскому патриарху. Иначе непонятно, зачем нужно было строить храм для абасгов, когда у них уже стоял не один храм, и зачем направлять туда духовенство, когда этот вопрос мог решить епископ Питунтский или митрополит Неокесарийский.
ბიჭვინთაში უკვე იდგა ტაძრები იუსტინიამდე, ანუ მოხდა ის, რასაც ვამტკიცება, უკვე ქრისტაიანი ტომები გადანათლეს ანუ გამოიყვანეს ქართული ეკლესიის იურისდიქციიდან.
დბარის ლეგენდა – во время правления Юстиниана I на территории Абасгии образовывается новая церковная организация – архиепископия (= епархия), во главе которой становится присланный из Константинополя автокефальный архиепископ, т.е. независимый от экзарха (митрополита) Понтийского диоцеза (церковного округа). Кафедра архиепископа Абасгии находилась в Севастополисе (совр. Сухум).
დასავლეთ საქართველო, ანუ რიონის დაბლობი, იუსტინიანეს დროს იყო გაუვალი ჭაობი, ამჟამინდელი ოჩამჩირედან ვიდრე თითქმის ქობულეთამდე, ამიტომ ამ ჭაობებში არც კი იყო ქალაქები, მალარიის გამო, მხოლოდ გორაკები იყო დასახლებული, სოფლურ ადგილებს კი ქართლის კათალიკოსი მართავდა ქორეპისკოპოსების ხელით.
იუსტინიამ მხოლოდ ნამდვილად დაპყრობილ, უკვე ნამდვილად ბიზანტიური მმართველობის ქვეშ შემავალ ჭანიკაში ანუ იგივე ლაზიკაში (ლაზიკის ერთ-ერთ ნაწილში) დააარსა ბერძნული საეპისკოპოსოები, ადონცის კვლევით, ესენი იყო ცნობილი როდოპოლისი, საისინის, ზიგანას და პეტრას კათედრები, არა ჭაობებში, არამედ ყველანი, ადონცის კვლევით, მთაგორიან ადგილებში, გუმუშხანესა და ბაიბურდს შორის არეალზე, ეს იყო ლაზიკის ეპარქიის საეკლესიო ერთეული. აქ, ანუ ამჟამინდელ ლაზისტანში, მდებარეობდა კონსტანტინოპოლის ლაზიკის ეპარქია.
მისი მოსაზღვრე მეზობლი იყო ე.წ. ლაზთა სამეფო, ის გადაჭიმული იყო პეტრადან ანუ ხუფათიდან ვიდრე მდ. სუფსამდე (სუფსას ხეობაში მდებარეობდა აფსილია) ანუ სუფსას ხეობისა და მდ. გუბაზოულის ჩათვლით.
ყველგან აქ შენდებოდა საეკლესიო ნაგებობები.
მითი დასავლეთ საქართველოს საეკლესიო იურისდიქციის შესახებ იუსტინიანეს ეპოქისათვის
предыдущей главе мы говорили об утверждении христианства среди протоабхазских народностей и о создании новой церковной организации в Абхазии – Абазгской Епархии (или Себастопольской Архиепископии). Ее, по данным Notitiae episcopatuum.
დბარი ზეიმით აცხადებს, რომ შუძლებელია დასავლეთ საქართველო ყოფილიყო ქართლის საკათალიკოსოს იურისდიქციაში მე-7 საუკუნეში, რადაგანაც Notitiae episcopatuum-ის ცნობით, მე-7 საუკუნეში დასავლეთ საქართველო იყო ფაზისის სამიტროპოლიტოს, ანუ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში, ის იმოწმებს კეკელიძის, ლექვინაძისა და სხვათა მოსაზრებებს, მაგრამ დბარის შეცდომის წყაროა ფაზისის ადგილმდებარეობის არასწორი გააზრება.
ნოტიციების მე-7 ს. ქ.ფაზისი არაა ფოთი, არამედ ისაა პუნქტი ტრაპეზუნტის რეგიონში, ჩანს, უფრო მეტად ქ. ფატსა, იგივე ძველი პოლომენიონი, ძველი დედაქალაქი პოლემონის პონტოსი. ის ამ მე-7 საუკუნეში მოექცა ტარაპეზუნტელი მიტროპოლიტის იურისდიქციაში, ამიტომაც ტრულის კრებებზე ტრაპეზუნტელი მიტროპოლიტი ფაზისელადაც იწოდება. ასე რომ, ნოტიციების ცნობები არ უკავშირდება დასავლეთ საქართელოს.
დბარი ასევე არასწორად საზღვრავს სებასტოპოლისის ავტოკეფალური ეკლესიის ადგილმდებარეობას და მას აიგივებს სოხუმთან. რეალურად, საეკლესიო წყაროების სებასტოპოლისი არის ქალაქი ამასიასთან და ტრაპეზუნტთან ახლოს, მისი ეპისკოპოსი თავისთავს არ უკავშირებდა ტრაპეზუნტის იურისდიქციას და პირდაპირ კონსტანტინოპოლის პატრიარქს ექვემდებარებოდა, ამიტომაც ავტოკეფალურად იწოდებოდა.
ლეგენდა იოანე ოქროპირის შესახებ
აფხაზეთის სეპარატისტები პირველი მნიშვნელობის ამოცანად სახავენ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის სფეროდან გამოყოფას, ამ მიზნის მისაღწევ ერთერთ საშუალებად სახავენ ისტორიის, მათ შორის ბიჭვინთის ისტორიის გამრუდებას.
წამოაყენეს თეორია, თითქოსდა აფხაზური ეკლესია გაცილებით უფრო ძველია, ვიდრე მცხეთისა, ახალ ეკლესიას კი არა უფლება უფრო ძველის დამორჩილებისა, ამ მტკიცების საფუძვლად მიჩნევა ფაქტი იმისა, რომ პიტიუნტის ეპისკოპოსი სტრატოფილე მონაწილეობდა 325 წლის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში, შესაბამისა მისი კათედრა და სამრევლო უკვე ჩამოყალიბებული იყო, მაშინ როცა მცხეთის ეკლესია, ანუ ქართული ეკლესია, მხოლოდ 326 წელს ჩამოყალიბდა.
სინამდვილეში, კი ასე არ იყო.
საქმე ისაა, რომ პიტიუნტი და ბიჭვინთა სხვადასხვა პუნქტები იყვნენ, სხვადასხვა გეოგრაფიულ გარემოში, ნ. ადონცის, პ.ინგოროყვას, გ. გრიგოლიასა და სხვათა ცნობებით, ბერძნულ-ლათინურ წყაროებზე დაყრდნობით, სტრატოფილე იყო ეპისკოპოსი არა აფხაზეთის, არამედ ლაზიკის პიტიუნტისა.
პიტია-პიტიუნტის ცნობილი ნავსადგური მდებარეობდა ლაზიკაში, ქალაქებთან ოფთან და რიზესთან ახლოს. ეს საკითხი გამოწვლილვითა აქვთ მათ და აგრეთვე სხვებს გამოკვლეული, ამიტომაც სეპარატისტების მტკიცებანი არასწორია.
აფაზეთის სამრევლომ ქრისტიანობის ნათელი მიიღო საქართველოს წმიდა ეკლესიიდან, ამიტომაც ლიტურგიისა და წირვა ლოცვის ენა მუდამ ქართული იყო, თვით წმიდა მოციქული სიმონ კანანელი „დაკრძალულია ქვეყანასა ჩვენსა აფხაზეთს“- ამტკიცებდა ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში წმ. გიორგი მთაწმიდელი.
ბიჭვინთა აგებულია ქართველ ანუ აფხაზ მეფეთა მიერ მე-10 საუკუნეში, ვითრცა ცენტრი, ქართული ანუ აფხაზეთის ქართულენოვანი საკათალიკოსოსი, და აქ საუკუნეთა მანძილზე ქართული ენით ადიდებდნენ უფალ ღმერთს, ვიდრე მე-16 და მე-17 საუკუნეებში ადიღე-ჩერქეზ-აფსუების მიერ მისი საეკლესიო ცხოვრების განადგურებამდე.
ბიჭვინთასთან არაფერი აკავშირებდა მე-4 საუკუნის ქალაქ პიტიუნტს, რომლის ეპისკოპოსი სტრატოფილე 325 წლის მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, პიტიუნტი ტრაპეზუნტის (ასევე ქართული ტომებით, ლაზებით, ბიძერებითა და სხვა ჯგუფებით დასახლებულ) რეგიონში მდებარეობდა, ოფ-რიზესთან ახლოს, როგორც გაარკვია ნ. ადონციმ და ასევე, პ. ინგოროყვამ.
მაშასადამე, პიტიუნტელი სტარტოფილე არ უკავშირდება ბიჭვინთის კათედრას, ის ლაზიკის პიტიუნტის ეპისკოპოსი იყო.
ამიტომ, სეპარატისტებს ეკლესიის მთლიანობის დასარღვევად სტრატოფილე არ გამოადგებათ.
აფხაზეთის სეპარატისტები ეკლესიის მთლიანობის დასაღვევად ასევე, ცდილობენ წმიდა იოანე ოქროპირის სახელის გამოყენებასაც, ამ მიზნით მასაც აკავშირებენ ბიჭვინთასთან.
ამასთან დაკავშირებით დ. დბარი წერს –
Знаменитый канонист Иоанн Зонара в своей «Хронике» сообщает нам о том, что во время царствования византийского императора Феодосия II и правления Константинопольской Церковью Прокла, останки свт. Иоанна Златоуста были перевезены из Пицунды в Константинополь и положены посередине храма святых Апостолов.
თუ ეს ცნობა სწორია, იოანე ოქროპირის ნეშტი კონსტანტინოპოლში გადაასვენეს არა ბიჭვინთიდან, არამედ ლაზიკის პიტიუნტიდან, რადგანაც იქამდე შედარებით ახლოს მდებარე პონტოს პუნქტ კომანას ეკლესიაში იყო დასვენებული.
პონტოს ქალაქი კომანა, სადაც წმიდა იოანე ოქროპირი აღესრულა, დბარის მტკიცებით, იყო აფხაზეთში მდებარე პუნქტი კომანა, სინამდვილეში, კი ეს კომანა, სულ სხვაგან, პონტოს არეებში მდებარეობდა.
ამის შესახებ საერთაშორისოდ აღიარებული ცნობა ასეთია – „Команы Понтийские (Комана Понтийская, др.-греч. Κόμανα Ποντική, лат. Comana Pontica) — греческая колония на северо-востоке Малой Азии, внутри Понта[1], на реке Ирис (Ирида, ныне — Ешильырмак)[2]. Колония города Команы Каппадокийские. Команы Понтийские были большим и богатым торговым центром Понта[3] для купцов Армении[4]. Отстоял от города Амасия (ныне — Амасья) на расстоянии четырёх дней пути[5]. Развалины древних Коман находятся в турецкой деревне Гюменек (Gümenek[6])[7] в районе Токат близ города Токат в иле Токат[8].
12 сентября 407 года в Команы Понтийские прибыл святитель Иоанн Златоуст. Император Флавий Аркадий в 404 году назначил город Кукус (ныне — Гёксун в Турции) в провинции Армения Вторая местом ссылки Иоанна Златоуста из Константинополя.
Предположительно, целью эскорта была гавань Полемоний (ныне Фатса), откуда Иоанн Златоуст должен был продолжить путь до Питиунта морем. Эскорт был вынужден вернуться, так как Иоанну Златоусту стало плохо. 14 сентября Иоанн Златоуст скончался и был похоронен в мартирии, рядом с могилой мученика Василиска[6][8].
Патриарх Прокл(434-446) убедил императора Феодосия II перенести останки Иоанна Златоуста в столицу. В 438 году они были перевезены морем[8].
Павел Алеппский в 1656 году упоминает мартирий мученика Василиска и разрушенный монастырь близ Коман. Также Павел Алеппский упоминает саркофаг, перенесённый из мартирия мученика Василиска в церковь Воздвижения в село Бизери, тогда населённое армянами[8].
მაშასადამე, 407 წლის 12 სექტემბერს გადასახლებული წმ. იოანე ოქროპირი მიიყვანეს პონტოს ქალაქ კომანაში (ესაა ამჟამინდელი თურქეთის ქალაქი გეკსუნი, ძველი კუკუსა Cucusus), ოდესღაც ქართული ტომებით დასახლებულ მხარე, აქედან ისინი უნდა გამგზავრებულიყვნენ პოლემონის (ფატსას (ფასის) ნავსადგურში, საიდანაც გემით უნდა გამგზავრებულიყვნენ ლაზიკის პიტიუნტში, ანუ ოფ-რიზეს რეგიონში, ეს ოყო გადასახლების ბოლო პუნქტი.
მაგარმ ეს მგზავრობა პონტოს კომანადან ლაზიკის პიტიუნტამდე ვერ განხორციელდა, რადაგანაც პონტოს კომანაში წმიდანი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ის დაკრძალეს პონტოს კომანაში მდებარე წმ. მოწამე ვასილისკოს სარკოფაგში.
ასე რომ, აფხაზეთთან არაფერი აკავშირებდა წმიდა იოანე ოქროპირს, ის მე-19 საუკუნეში აფხაზეთს შეცდომით დაუკავშირეს იმ რუსმა მოახალშენეებმა, რომელნც იმჟამად აფხაზეთში ჩასახლდენ. აევე, მათ შეცდომით, წმ. მოწამე ვასილისკოს სახელს დაუკავშირეს აფხაზეთის სოფელი კომანი.
უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთის კომანას დიდი საეკლესიო წარსულისა სჯეროდა ასევე, წმიდა მოწამე დიდ მამა ანდრია ყურაშვილს, ამიტომაც მან აღადგინა აფხაზეთის კომანას ტაძარი და მისი მონასტერი, აღადაგინა იქ ქართულენოვანი საეკლესიო ცხოვრება, ააგო მრავალი ნაგებობა და იყო წინამძღავარი კომანას მონასტრისა, ხოლო მას შემდეგ, რაც ქრისტეს ერთგულების გამო მისი წმიდა სისხლი იქ დაანთხიეს აფსუა სეპარატისტებმა, ამ მონასტრის წინამძღვრად თავი დაინიშნა ამ წამების სულიერმა წამხალისებელმა დ. დბარმა და „წინამძღვრობდა“ ანდრია ყურაშვილის წმიდა სისხლით გაწმენდილ ამ მონასტერსა და ეკლესიას.
აფხაზეთის კომანა რეალურად უკავშირდება არა მოწამე წმ. ვსილისკოს, რომლის განსასვენებელი არის არა აქ, არამედ პონტოს კომანაში, არამედ, წმიდა მოწამე ანდრია ყურაშვილს და, ამიტომაც არის ეს მონასტერი წმიდა ადგილი მისი მოწამეობის გამო. კომანასთან გამდინარე პატარა მდინარეს, ღელეს, წითელი კოპლებით დაწინწკლული ქვები სიმბოლოა იმ სისხლის წვეთებისა, რომელიც იქ დაღვარა წმ. მოწამე მამა ანდრია ყურაშვილმა, ვიანაიდან აქ რეალურად აწამეს არა წმიდა ვასილისკო (არამედ პონტოს კომანაში), არამედ წმ. მამა ანდრია ყურაშვილი.
აფსუები ასხვაფერებენ და ისაკუთრებენ არა მხოლოდ ქართულ კულტურასა და სეკლესი9ო წარსულს, არამედ ყველაფერს, მათ შორის ბიზანტიურსაც..
მოსკოვის სასულიერო აკადემიის შესაბამის სპაციალისტებს, რომელთა ხელმძღვანელობით დაიცვა დბარმა დისერტაცია, მამაშვილურად ვურჩევ, თუ სურთ აფხაზეთის ეკლესიის ისტორიის შესწავლა, პირველ რიგში, შეისწავლონ ქართული ენა, რათა წაიკითხონ აფხაზეთის ეკლესია-მონასტრებიდან გამოსული საბუთები, ქართულის ცოდნის გარეშე ვერავინ შეისწავლის აფხაზეთის ეკლესიის ისტორიას.
ლაზიკის ეპარქია
Лазская Епархия, с кафедрой в Фазисе, следовательно, и территория Западной Грузии, была подведомственна Константинополю.
Личность патр. Кира нас интересует потому, что иногда в литературе можно встретить сообщения о том, что Кир занимал Себастопольскую (Сухумскую) кафедру, или же что, будучи митрополитом Фазийским, проживал в Себастополисе (см. [Кудрявцев, 1922, с. 82; Агрба, 1989, с. 191 и др.]).
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქიის შესახებ ჩვენ გამოქვეყნებული გვაქვს ნაშრომი, სადაც სრულებითაა გამოკვლეული (ნ. ადონცის, გ. გრიგოლიას და სხვათა ნაშრომებზე და ასევე ბიზანტიურ წყაროებზე დაყრდნობით), რომ კონსტანტინოპოლის ლაზიკის ეპარქია და მისი კათედრები მდებარეობდა არა დასავლეთ საქართევლოში, არამედ ამჟამინდელ ლაზისტანში, ანუ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, როდოპოლისის კათადრა ლოკალიზებული უნდა იქნას ამჟამინდელ სუმელას მონასტერთან ახლოს, პუნქ მაჭკასთან, ზიგანას ანუ ზიგანევის კათედრა მდებარეობდა გუმუშხანეში, ანუ ლაზისტანში, იქვე მდებარეობდა საისინის კათედრა ტრაპეზუნტ-არზრუმის ამჟამინდელ გზასთან ახლოს, ხოლო პეტრას კათედრა, ადონცის კვლევით, მდებარეობდა არა ზღვისპირა ქლაქ პეტრას ციხესიმაგრეში, არამედ მაღალკლდოვან მთიანეთში ქ. ბაიბურდთან ახლოს, ანუ ლაზისტანში.
ამიტომ შეცდომაა დბარის, უფრო სწორად, საბჭოთა ისტორიკოსების მიერ საყოველთაოდ დანერგილი მტკიცება, თითქოსდა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქია დასავლეთ საქართველოს მოიცავდა.
აქვეა განხილული საყოველთაოდ განვრცობილი მითი, რომ თითქოსდა, წმიდა იოანე ოქროპირის გადასახლების ადგილი იყო აფხაზეთის პუნქტები, სინამდვილეში, რომელსაც აქტიურად მალავს, ანდა რაღაც სამეცნიერო წიაღსვლებით ფარავს დბარი, იმპერატორმა წმიდა იოანე ოქროპირის გადასახლების ადგილად განსაზღვრა არა აფხაზეთი, არამედ რომაული პროვინცია სახლწოდებით „მეორე არმენია“.
Император Флавий Аркадий назначил город Кукус (лат. Cucusus, ныне — Гёксун в Турции) в провинции Армения Вторая местом ссылки Иоанна Златоуста[5].
სადაც დაავადდა წმიდა იოანე ოროპირი, მაგრამ მაინც მოინდომეს გადაეყვანათ გადასახლების მომდევნო ადგილას, ეს იყო „პიტიუნტი“, ოღონდ არა აფხაზეთის ბიჭვინთა, არამედ პიტია-პიტიუნტი ლაზიკაში.
ნ. ადონცისა და სხვათა კვლევით პიტია-პიტიუნტი მდებარეობდა საზღვაო პუნქტ ოფ-რიზესთან ახლოს ლაზიკაში, ეს პუნქტი შედიოდა რომის იმპერიაში.
ეს პუნქტი (პიტიუნტი) შედიოდა ე.წ. არმენიის დუქსის განასაგებელში, სადაც იდგა (ამ არმენიის დუქსის ხელქვეითი) რომაული ჯარის ერთი ნაწილი. შესაბამაისად, ამ პიტიუნტს განაგებდა სამხედრო-ადმინისტრაციული რომაელი მმართველი სახელწოდებით „არმენიის დუქსი“.
ნ. ადონცისა და სხვათა კვლევით, არმენიის დუქსის მმართველობაში არ შედიოდა შემდგომი აფხაზეთი.
ნ. ადონცის დასკვნით, რომელმაც საგანგებოდ იკვლია ეს საკითხი თავის ცნობილ წიგნში (ნ. ადონცი, არმენია იუსტინიანეს ეპოქაში, გვ.86, 100-106), არმენიის დუქსისათვის აფხაზეთი ძალზე შორეული მხარე იყო, სადაც მისი გავლენა არ ვრცელდებოდა, მისი საჯარისო ერთეული იდგა არა ბიჭვინთაში, არამედ ლაზიკის პიტიუნტში, ოფ-რიზესთან, ის იყო რომის იმპერიის უკიდურესი ბოლო, სასაზღვრო პუნქტი, ამიტომაც განისაზღვრა იოანე ოქროპირის გადასახლების ადგილად. აქამდე მიღწევა შეიძლებოდა თემისკირას ანდა ტრაპეზუნტის პორტიდან საზღვაო გზით, შესაბამისად, წმ. იოანე ოქროპირი პუნქტ კუკუსიდან სახმელეთო გზით უნდა მიეყვანათ ტემისკირას, ტარაპეზუნტის, ანდა მახლობელ პორტში, ამ გზაზე მდებარეობდა ქალაქები ამასია, ზელა, კომანა, სეპასტოპოლისი, ნიკოპოლი, კაბირა და სხვა. მართლაც, დაავადებული წმ. იოანე ოქროპირი ასე მოხვდა ქალაქ კომანაში (არა აფხაზეთის ე.წ. კომანაში, არამედ პონტოს ქალაქ კომანაში, აქედან სურდათ მისი გადაყვანა პიტიუნტში, არა აფხაზეთის ბიჭვინთაში, არამედ ლაზიკის პიტია-პიტიუნტში, ასე რომ, ეს საკითხი სრულიად ცნობილია და არ წარმოადგენს სიახლეს, მიუხედავად ამ ცოდნისა, ტურისტებისა და გულწრფელი მომლოცველების მოტყუებაა დბარის მტკიცებანი აფხაზეთის დასაკავშირებლად წმ. იოანე ოქროპირსა და წმ. ვასილისკოსთან, რომელმაც ასევე პონტოს კომანაში განისვენებს.
ქართულმა საბჭოთა ისტორიოგრაფიამ სრული იგნორირებით აირიდა ნ. ადონცის, გ. გრიგოლიას, პ.ინგოროყვასა და სხვათა კვლევები, რომ ის პიტიუნტი, რომლის ეპისკოპოსი სტრატოფილე მონაწილეობდა 1 მსოფლიო კრებაში 325 წელს და სადაც უნდა გადაესახლებინათ წმ. იოანე ოქროპირი, მდებარეობდა არა ბიჭვინთაში, არამედ ოფ-რიზესთან ახლოს, ლაზიკაში.
ამის მიზეზი იყო ის, რომ საბჭოთა ისტორიკოსებს გულწრფელად სურდათ საქართველოს ამ პუნქტის – ბიჭვინთის წარსულის გადიდება, ამით, ასევე, მდიდრდებოდა საბჭოთა საისტორიო წარსულიც, ხოლო ოფ-რიზეს რეგიონი თურქეთში მდებარეობდა და მისი წარსულის ძიების უფლება არც კი იყო წახალისებული საბჭოთა ზედამხედველთა მიერ.
ამიტომაც, საბჭოთა ეპოქაში, ბიჭვინთის წარსული განადიდა ქართულმა საბჭოთა ისტორიოგრაფიამ, მიაკუთვნა მას პიტიუნტის ბერძნულ-რომაული წარსული, ამით კი, სინამდვილეში, ბიჭვინთის რეალური ქართული წარსული დაკნინდა.
ჯერ კიდევ თეიმურაზ ბატონიშვილის კვლევა აჩვენებდა, რომ ბიჭვინთას , წარმართულ ეპოქაშიც კი უდიდესი ადგილი ეჭირა ქართულ სამყაროში, კერძოდ, აქ ყოფილა აღმართული ქართველთა უმაღლესი ღვთაების ბოჩის შვიდხელიანი კერპი, თეიმურაზის სიტყვით, ეს ხელები ქართული დიდი სამყაროს 7 ნაწილს განასახიერებდა და ბიჭვინთა ითვლებოდა უდიდეს ქართულ წარმართულ ცენტრად გაქრისტიანებამდე, ხოლო ქრისტიანულ ეპოქაში აქ, ბიჭვინთის ტაძარში წირვა-ლოცვა ათასი და მეტი წლის მანძილზე ქართულ ენაზე აღესრულებოდა, ბიჭვინთის ტაძარი, მის არქიტექტურიდანაც კარგად ჩანს, აგებულია ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების სრული გამოყენებით, მაშასადამე, აგებულია ქართველ ანუ აფხაზ მეფეთა მიერ მე-10 საუკუნეში და არა იუსტინიანეს მიერ, მხოლოდ მე-17 საუკუნიდან ადიღეთა შემოსევებმა გაანადგურა ეს დიდი ქართული ქრისტიანული ცენტრი. ბიჭვინთის დიდი სიყვარულის გამო მე-20 საუკუნეში ქართველებმა კიდევ ერთხელ განამშვენეს ბიჭვინთის ტაძარი, ეპოქის შესაბამისად, დადგეს აქ ორგანი, აღმართეს ქანდაკებები, ააგეს ნაგებობები და უმშვენიერესი შენობები, რომელნიც კიდევ ერთხელ დაატოვებინეს ადიღურენოვანმა ტომებმა, რომელთა სახელითაც დბარს სურს, ბიჭვინთის წარსულის მიკერძოება.
ამიტომაც არასწორია ოფიციალური ისტორიოგრაფიის ასეთი მტკიცება
Зимой 406 года Иоанн был болезнью прикован к постели. Но враги его не унимались. Из столицы пришёл приказ перевести его в глухой Пифиунт (Пицунду, ныне в Абхазии).
არასწორია დბარის მტკიცება, რომ თითქოსდა, ბიჭვინთაში იყო კათედრა ეპისკოპოს სტრატოფილესი, სოფრონისა , აქ ინახებოდა წმ. ლონგინოზის ნეშტი და სხვა.
ის წერს – Здесь находилась кафедра не только епископа Стратофила, как отмечают многие исследователи, но, по нашему мнению, возможно, и епископа Софрония. Кроме того, в этом храме могли покоиться мощи воина–христианина мученика Лонгина, который, согласно греческому синаксарию, умирает по дороге из Зиганиса в Абазгию.
იმ აფხაზეთის საზღვარი, სადაც წმ. ლონგინოზი უნდა გადაესახლებიანთ, მის დროს მდებარეობდა არა ენგურზე, არამედ ლაზიკაში, პეტრასთან ანუ ქალაქ ხუფათთან ახლოს.
აფხაზთა სამეფო, უხტანესის ცნობით, რომელიც ამ სამეფოს უდიდესი ძლიერების ეპოქაში მოღვაწეობდა, ივერებმა ანუ ქართველებმა დააარსეს, რადგანაც ამ სამეფოს მკვიდრი მოსახლეობა ქართველებია.
მითი ბიზანტიური წყაროების სიმწირის შესახებ
დ.დბარის აზრით, აფხაზეთის ეკლესიის შესახებ ბიზანტიური წყაროებიც მწირია.
ის ჩივის, რომ ძნელი გასაგებია ის, თუ რა სურდა, ჩვენთვის ეთქვა ამა თუ იმ ბიზანტიელ ავტორს. მისი სიტყვით, განსაკუთრებით ეს ეხება პროკოფი კესარიელის ცნობებს აფხაზეთში საეკლესიო მოვლენების შესახებ იმპერატორ იუსტინიანე დიდის დროს.
В связи с этим часто сложно понять, что нам хотел сказать тот или иной византийский автор. Особенно это касается сведений Прокопия Кесарийского о церковных событиях в Абхазии времен императора Юстиниана Великого.
თუ პროკოფი კესარიელის ცნობებს წავიკითხავთ ისე, როგორც თვით ამ ავტორმა მოგვაწოდა, მაშინ მისი ცნობები სრულებით გასაგები და პირველხარისხოვანია, კერძოდ, პროკოფი აღწერს ლაზიკას, რომელიც მდებარეობდა ჭოროხის ხეობასა და მის სამხრეთით, ოფ-რიზეს მიმართულებით, საბჭოთა ეპოქის ისტორიკოსებს, მათ მიმდევარ დბარს, მიაჩნიათ, რომ თითქოსდა, პროკოფი აღწერს რიონის ხეობის ვაკესა და აფხაზეთს, ამიტომაც დბარისათვის მისი ცნობები „ძნელი გასაგებია“.
მითი აბაზგიის ეპარქიის შესახებ
დბარი, უნდა ითქვას, რომ სწორია, როცა წერს – К примеру, упоминаемая в Notitiae episcopatuum IX-X вв. Абазгская епархия с центром в Себастополисе существовала к тому времени только в головах Константинопольских церковных деятелей. Последние не хотели признавать факт образования Абхазского Католикосата и потери своего церковного влияния на Абхазию.
Несомненно, для нас важны и грузинские источники.
მაგრამ არასწორია, როცა მიიჩნევს, რომ თითქოსდა, მე-8 საუკუნემდე არსებობდა აბაზგიის ეპარქია, სინამდვილეში, ტერმინი „აბაზგიის ეპარქია“ ხელნაწერების გადამწერთა შეცდომაა.
XX ს-ში ქართულ ისტორიოგრაფიაში ჩამოყალიბდა თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის საკათალიკოსო ჩამოყალიბდა არა ქართული ეკლესიის წიაღში, არამედ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს “აბაზგიისა და ლაზიკის ეპარქიების” გაერთიანების შედეგად. მკვლევარები, თავიანთ მოსაზებას ამყარებენ კონსტანტინოპოლს საპატრიარქოს საეპისკოპოსოთა ნუსხებსა (ნოტიციებსა) და პროკოფი კესარიელის ცნობებზე.
რადგანაც მკვლევრები უნდობლობას უცხადებენ ქართულ წყაროებს განვიხილოთ შესაბამისი ბიზანტიური წყაროები –
ჩვენამდე მოღწეულ ყველა ნოტიციაში აბაზგიის ეპარქიის საკითხი დაკავშირებულია “სებასტოპოლის ავტოკეფალიასთან”,
სებასტოპოლის (სებასტოპოლისის, სებასტუპოლის) ავტოკეფალური საარქიეპისკოპოსო ნახსენებია სულ ოთხ ნოტიციაში.
ამ ს. ყაუხჩიშვილის მიერ გამოქვეყნებული ოთხი ნოტიციიდან 2 ნოტიციაში (VI-სა და VIII-ში) სებასტოპოლის ავტოკეფალია შედის “ამასიის ეპარქიაში”, ხოლო დარჩენილ 2 ნოტიციაში (I-სა და VII-ში) სებასტოპოლის ავტოკეფალია შედის “აბაზგიის ეპარქიაში” (გეორგიკა, IV, ნაწ. II. გვ.120-141).
ამ შეუსაბამობის გამო მეცნიერთა წინაშე დაისვა საკითხი, სინამდვილეში რომელ ეპარქიაში შედიოდა სებასტოპოლისის ავტოკეფალური საარქიეპისკოპოსო – აბაზგიის ეპარქიაში თუ ამასიის ეპარქიაში?
თავისთავად სებასტოპოლისი იყო საკმაოდ ცნობილი ციხესიმაგრე, სადაც ბიზანტიური სამხედრო დანაყოფი იდგა, ის ნახსენებია ასევე V ს-ის სამოხელეო ჩამონათვალის სიაში (ნოტიცია დიგნიტაუმ).
ნოტიცია დიგნიტაუმ–ში აღნიშნულია, რომ სებასტოპოლსა და პიტიუნტში თავისი ჯარები განლაგებული ჰყავდა არმენიის დუკას.
ბიზანტიის იმპერიამ თავის მიერ დაპყრობილ არმენიასა და პონტოსპირეთში ჩამოაყალიბა სამხედრო ოლქი, რომლის მეთაურსაც მიენიჭა ტიტული „არმენიის დუკა“ (Dux Dux Armeniae).
ნოტიცია დიგნიტაუმ – ის სიაში ჩამოთვლილია, რომ არმენიის დუკას თავისი სამხედრო დანაყოფები ჰყავდა – „ტრაპეზუნტში, რიზეში, კენეპარამბოლეში, ზიგანასთან, მოხორაში, უსიპორტში, პიტიაში (პიტიუნტსა) და სებასტოპოლისში“ (გეორგიკა I, 1961, გვ.175).
ამ პუნქტების ადგილსამყოფელის შესახებ ნ. ადონციმ თავის ცნობილ ნაშრომში „არმენია იუსტინიანეს ეპოქაში“ (1908) დაასკვნა –
„არმენიის დუკა თავის ძალაუფლებას ვერ ავრცელებდა ისეთ დაშორებულ რეგიონში, როგორიცაა აფხაზეთი, ამიტომაც ნოტიციებსა და აღნიშნულ სამოხელეო ჩამონათვალში სებასტოპოლისი უნდა ვეძებოთ არა აფხაზეთში, არამედ პონტოსპირეთში” (ნ. ადონცი, დასახ. ნაშრ. გვ. 206).
ნ. ადონციმ (და შემდეგ პ. ინგოროყვამ) დაადგინეს, რომ პიტიუნტი მდებარეობდა რიზე-ათინას რეგიონში, სებასტოპოლისი კი პიტიუნტის სიახლოვეს, ნ. ადონცის აზრით, ნოტიციების სებასტოპოლისი ათინას რეგიონში მდებარეობდა, რადგანაც, აქამდე აღწევდა არმენიის დუკას სამხედრო ოლქის საზღვარი.
მაშასადამე, ნოტიციების სებასტოპოლის იყო არა აფხაზეთის ქალაქი სოხუმი, არამედ არსებობდა ასევე მეორე სებასტოპოლისი არმენიის დუქსის განსაგებელში რიზე-ათინას მახლობლად, აქვე რიზე ათინასთან მდებარეობდა პიტია-პიტიუნტიც.
ნ. ადონცი აღნიშნავდა, რომ „სებასტოპოლისი“ ასევე ერქვა ქალაქს პონტოს რეგიონში მდებარეს, ამასიასთან ახლოს.
ორ ნოტიციაში სებასტოპოლისის საარქიეპისკოპოსო შედის ამასიის ეპარქიაში, ეს ფაქტი აღძრავდა მრავალ კითხვას.
ს. ყაუხჩიშვილმა ასე გადაჭრა ეს საკითხი – მან მიიჩნია, რომ ეს ფაქტი არის ნოტიციების შეცდომა, რომ ნოტიციებში უნდა ეწეროს არა სიტყვა „ამასია“, არამედ სიტყვა „აბასგია“.
შემდგომში თავისი მოსაზრების შესაბამისად, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საეპისკოპოსოთა ნუსხების გამოქვეყნების დროს, ს. ყაუხჩიშვილმა ბერძნულ ნუსხებში შეცვალა სიტყვა „ამასია“ სიტყვა „აბაზგიით“.
კერძოდ, მას, ნოტიცია VI-ში მას შეხვდა ასეთი წინადადება – „35, ეპარქია ამასიისა – სებასტოპოლის არქიეპისკოპოსი“ (ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, გეორგიკა, ტომი IV, ნაწილი მეორე, 1952, გვ. 139) და, მან, ამ წინადადებას დაურთო შემდეგი შენიშვნა – „აშკარა შეცდომაა, უნდა იყოს აბასგიას (აბასგიას→ამასგიას→ამასიას)“ (იქვე, შენიშვნა 2).
შემდეგ კი მან მის მიერ გამოქვეყნებულ კონსტანტინოპოლის საეპისკოპოსოთა ნოტიციების საგანგებო ცხრილში სიტყვა „ამასიის“ მაგიერ დაწერა სიტყვა „აბასგია“, ოღონდ არა ქართული შრიფტით, არამედ ბერძნულით, ამით კი მკითხველს შეექმნა მყარი შთაბეჭდილება, რომ ბერძნულ დედანში, თითქოსდა, ნამდვილად ეწერა სატყვა „აბაზგია“, მაშინ, როცა ნოტიციების დედანში, მისივე სიტყვით, ეწერა `ამასია~.
კერძოდ, აღნიშნულ ნოტიციათა ნუსხაში ნოტიცია VI-ში მან დაწერა – „აბასგიას, სებასტოპოულეოს Abasgias, Sebastopouleos ბერძნული შრიფტით (იხ. ნუსხა ნოტიციებისა, გეორგიკა, IV, ნაწ. II, გვ. 192-სა და გვ. 193-ს შუა ფურცელი), მაშინ როცა ბერძნულ დედანში ეწერა „ამასიას, სებასტოპოულეოს“- „Amasias, Sebastopouleos“.
იგივე ქმედება გამეორდა მეორეჯერაც, კერძოდ, მან ნოტიცია VI-ის გარდა ასევე ნოტიცია VIII-შიც შეცვალა სიტყვა „ამასია“ სიტყვა „აბაზგიით“.
კერძოდ, 141-ე გვერდზე ნოტიცია VIII-ში მან სიტყვა „ამასიას“ დაურთო შენიშვნა – „უნდა იყოს Abasgias –„აბასგიისა“ (იქვე, გვ. 139).
შემდეგ კი მან ნუსხებში ნოტიცია VIII-შიც „ამასიას“ მაგივრად დაბეჭდა სიტყვა „აბაზგია“ ბერძნული შრიფტით (იხ. ნოტიციათა ცხრილი, ფურცელი მოთავსებული გვ. 192-სა და გვ. 193-ს შუა, გეორგიკა, IV, ნაწ. II).
ს. ყაუხჩიშვილის შესწორებათა შედეგად მკითხველს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ „სებასტოპოლისი“ იყო არა პონტოს რეგიონში, არამედ აფხაზეთში, რადგანაც, როგორც ითქვა, მან ორ – ნოტიცია VI-სა და VIII-ში დაწერა – „აბასგიას, სებასტოპოულეოს”. „ Abasgias, Sebastopouleos~. მაშინ როცა უნდა დაეტოვებინა დედნისეული – „ამასიას, სებასტოპოულეოს~ `Amasias Sebastopouleos~ (იხ. გეორგიკა, IV, ნაწ. II, ფურცელი 192 გვერდსა და 193-ე გვერდს შორის). ისევე, როგორც იყო დედანში.
შემდეგში, ნოტიციებში სიტყვების შცვლა – შესწორებამ სეპარატისტებს საფუძვლები გაუმყარა. ჩანს, მათი შეცვლა-სწორება არ იყო საჭირო.
რადგანაც, შესაბამის სამეცნიერო წრეებში შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოსდა აფხაზეთში ნიკოლოზ მისტიკოსის დროს არსებობდა სებასტოპოლისის ბერძნული კათედრა კონსტანტინოპოლის დაქვემდებარების ქვეშ.
ამიტომაც დაწერა კიდევაც ს. ყაუხჩიშვილმა –
„ნიკოლოზ მისტიკოსს ახალ საეკლესიო ეკთესისში, რომელიც მან 901-907 წლებში შეადგინა ლეონ კეისართან ერთად, კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი დაქვემდებარებულ კათედრათა შორის შეაქვს (ძველი ტრადიციით) „სებასტოპოლის (ცხუმის) საერქიეპისკოპოსო აფხაზეთში“, თუმცა ეს უკანასკნელი კათედრა ფაზისის მიტროპოლიასთან და ნიკოფსიის საერქიეპისკოპოსო კათედრასთან ერთად უკვე მცხეთის საკათალიკოსოს განმგებლობაშია (იხ. ზემოთ გვ. 194-196 და განსაკუთრებით გვ. 201)“ – წერს ის.
ყოველივეს შეჯამების შემდეგ ს. ყაუხჩიშვილი ნიკოლოზ მისტიკოსის მიერ შედგენილ X ბ ნოტიციის განხილვის დროს წერს:
„ამ ნოტიციაში ჩვენს ყურადღებას იპყრობს შემდეგი გარემოება: საარქიეპისკოპოსოთა ნუსხაში 47-ე წერია სებასტოპოლი, ხოლო კონსტანტინე პორფიროგენეტის დროინდელ რედაქციაში სებასტოპოლის (ე.ი. აფხაზეთის) საარქიეპისკოპოსო აკლია“ (გეორგიკა, IV, ნაწ. II, გვ.196).
ამის მიზეზად მას მიაჩნია შემდეგი:
„კონსტანტინე პორფიროგენეტის მეფობის წინა ხანებში აფხაზეთის საარქიეპისკოპოსო ჩამოშორდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და დაუკავშირდა მცხეთის საკათალიკოზოს“, – წერს ის, თუმცა კი მიიჩნევს, რომ, როგორც ითქვა, ნიკოლოზ მისტიკოსმა (კონსტანტინოპოლის პატრიარქმა), თითქოსდა, „ძველი ტრადიციით სევასტოპოლის (ცხუმის) საარქიეპისკოპოსო შეიტანა კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი დაქვემდებარებულ კათედრათა შორის“ (იქვე, გვ 216).
ისმის კითხვა, თუკი ეს სებასტოპოლისი აფხაზეთის ცხუმია და ის ნიკოლოზ მისტიკოსს მიაჩნდა თავის კათედრად, და თუ ეს კათედრა აფხაზთა მეფეებმა გააუქმეს და მცხეთას დაუქვემდებარეს, რატომ არ გამოთქვამს ამის გამო თავის პროტესტს ნიკოლოზ მისტიკოსი სწორედ ამ აფხაზთა მეფეებისადმი გაგზავნილ ცნობილ წერილებში?
სინამდვილეში ნოტიციებში ნახსენები სებასტოპოლისი (და შესაბამისად, სებასტოპოლისის საარქიეპისკოპოსო) მდებარეობდა არა აფხაზეთში, არამედ ამასიის რეგიონში, ქართულ ეკლესიის იურისდიქციის ფარგლებს გარეთ, ძველთაგანვე კონსტნტინოპოლის დაქვემდებარებაში
ამ სებასტოპოლისს არაფერი აკავშირებდა არც აფხაზეთთან და არც ცხუმთან, X საუკუნის დასაწყისში ის მდებარეობდა ამასიის რეგიონში და ამიტომ შეიყვანა ის ნიკოლოზ მისტიკოსმა თავის მიერ შედგენილ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საეპისკოპოსოთა ნუსხებში 901-907 წლებში.
ნოტიციებში ნახსენები „სებასტოპოლისი“ მდებარეობდა ამასიასთან ახლოს და ის იყო მნიშვნელოვანი ქალაქი ეკონომიკურად განვითარებული ამასიას ბიზანტიური რეგიონისა.
მაშასადამე, უნდა დავასვნათ, რომ აბასგიის ეპარქია ნახსენებია არა ოთხ ნოტიციაში, არამედ მხოლოდ ორში.
ამასთან დაკავშირებით ისმის კითხვა, თუკი სებასტოპოლისის ავტოკეფალური კათედრა მდებარეობდა არა აფხაზეთში, არამედ ამასიას რეგიონში, რატომ იხსენიება სიტყვა აბასგია ორ ნოტიციაში ( I-სა და VII-ში)?
მიზეზი ამისა უნდა იყოს შემდეგი გარემოება – აღნიშნული VII-X საუკუნეების ნოტიციები გადაწერილია ძალზე გვიან XVII-XVIII საუკუნეებში.
ნოტიციათა გადაწერის ეპოქაში ამასია და პონტოს რეგიონი უკვე დიდი ხნის გამუსლიმანებული იყო, ამის გამო, ამასიის ძველი ქრისტიანული დიდება დავიწყებული, და პირიქით, ძველ ხელნაწერთა გადაწერის დროს, XVII–XVIII საუკუნეებში, აფხაზეთის საკათალიკოსო გაძლიერებული იყო და ამით სახელგანთქმული. ამ ფაქტმა, ჩანს, გავლენა იქონია გადაწერისას.
დედანში თავდაპირველად, ჩანს, ეწერა „ეპარქია ამასიისა – სებასტოპოლის ავტოკეფალი“, ხოლო შემდეგ ორ ნოტიციაში სიტყვა „ამასია“ ხელნაწერის გადამწერის შეცდომის შედეგად შეიცვალა სიტყვა „აბაზგიით“ (აბასგიით).
ამ შეცდომიის მიზეზს გვიხსნის ს. ყაუხჩიშვილი.
ჩვენი ერის ღვაწლმოსილმა და სახელოვანმა მეცნიერმა ბატონმა სიმონ ყაუხჩიშვილმა დაადგინა, რომ ეს ორი სიტყვა („ამასია“ და „აბასგია“) ხელნაწერთა გადამწერს შესაძლოა ერთმანეთში არეოდა, რადგანაც მის მიერ ჩატარებული ეტიმოლოგიური კვლევით, ისინი მსგავსად იწერება: `აბასგიას→ამასგიას→ამასიას~ (გეორგიკა IV, ნაწ. II, გვ. 139). ამის გამო, მისი დასკვნით, შესაძლოა ასეთი გადასვლა – ამასიას→აბასგიას. ამ მსგავსებამ გადამწერი შეაცდინა და მან სიტყვა „ამასია“ უნებლიეთ შეცვალა მისთვის უფრო ცნობილი სიტყვით- „აბასგიით“.
მაშასადამე, ს.ყაუხჩიშვილმა ამასიის ნაცვლად „აბასგია“ დაწერა. ჩვენც გამოვიყენოთ ყაუხჩიშვილის მიერ ჩატარებული ეტიმოლოგიური კვლევა – „Aბასგიას→Aმასგიას→Aმასიას“ (გეორგიკა IV, ნაწ. II, გვ. 139). დავეთანხმოთ მას და აღვადგინოთ I და VII ნოტიციების თავდაპირველი სახე, როგორც ითქვა, არსებობს ასეთი გადასვლა – Aმასიას→Aბასგიას.
მაშასადამე, ჩვენი აზრით, თავდაპირველად, დედანში, ეწერა „ეპარქია ამასიისა – სებასტოპოლის ავტოკეფალი“ და არა „ეპარქია აბასგიისა“.
საერთოდ, როგორც ითქვა, კონსტანტინოპოლის საეპისკოპოსოთა ნუსხებმა (ნოტიციებმა) ჩვენამდე მოაღწია გვიანდელი XVII-XVIII საუკუნეების ხელნაწერების სახით (იქვე, გვ. 140), ამ დროს უკვე კარგა ხნის გაუქმებული იყო ამასიის ეპარქია, რომელიც ნოტიციათა I წყების შედგენისას ბიზანტიურ პროვინცია “არმენია I-ში” მდებარეობდა.
იმდენად დაშორებული იყო ნოტიციების გადამწერი (XVII-XVIII სს-ში) ძველ ბიზანტიურ ხანას (VI-VIII სს.), რომ მას ერთმანეთშიც კი ერევა არა მხოლოდ ამასია და აბასგია, არამედ არმენია I და არმენია II, რასაც ს. ყაუხჩიშვილიც აღნიშნავს.
ნოტიცია I–ში და ნოტიცია VII–ში ხელნაწერის გადამწერმა მისთვის უცნობი “ამასიის ეპარქიის” ნაცვლად უნებლიეთ ჩაწერა “აბაზგიის ეპარქია” და ეს უნებლიე შეცდომა უნდა ყოფილიყო.
მაშასადამე: მიღებული თვალსაზრისით აბაზგიის ეპარქია ნახსენებია ოთხ ნოტიციაში, სინამდვილეში, როგორც ჩვენ დავადგინეთ, აბაზგიის ეპარქია ნახსენებია არა ოთხ, არამედ მხოლოდ ორ ნოტიციაში – I–სა და VII–ში.
განვიხლოთ I და VII ნოტიცია, რომელთა დედნები დაკარგულია და ჩვენამდე მოღწეულია XVI-XVII საუკუნეთა ხელნაწერების სახით.
ამ ორ ნოტიციასთან დაკავშირებით ჩვენ გამოვთქვით მოსაზრება, რომ თავდაპირველად, I და VII ნოტიციათა დედნებში ეწერა „ამასიის ეპარქია, სებასტოპოლის (სებასტუპოლის) არქიეპისკოპოსი” და შემდეგ კი მათში სიტყვა ამასიის ნაცვლად დაიწერა სიტყვა – აბაზგია ხელნაწერის გადამწერის უნებლიე შეცდომის გამო და მიღებული იქნა ასე – “აბაზგიის ეპარქია, სებასტოპოლის არქიეპისკოპოსი”.
ამ მოსაზრებას ადასტურებს ის, რომ ამჟამადაც VI და VIII ნოტიციებში სწორად წერია – „ამასიის ეპარქია, სებასტოპოლის არქიეპისკოპოსი”.
ეს სწორად შედგენილი VI და VIII ნოტიციები, როგორც ითქვა, XX ს-ში თავისი მოსაზრების შესაბამისად შეასწორა ს. ყაუხჩიშვილმა.
როგორც ითქვა, VI და VIII ნოტიციებში ს. ყაუხჩიშვილმა სიტყვა ამასიის მაგიერ დაწერა სიტყვა აბასგია.
ამის შედეგად მიღებულმა საერთო სურათმა, რომ თითქოსდა, ოთხი ნოტიცია მიუთითებდა „აბაზგიის ეპარქიის“ არსებობას შეცდომა წარმოშვა.
მაშასადამე, აბაზგიის ეპარქიის არსებობა ნოტიციების მიხედვით ძალზე საეჭვოა, უფრო მეტიც, სხვა წყაროები არ ადასტურებს მის არსებობას.
პროკოფი კესარიელი ახსენებს არა “აბაზგიის ეპარქიას”, არამედ მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ მის ეპოქაში იუსტინიანემ გასაქრისტიანებლად იქამდე წარმართ აბაზგებს ევნუქი გაუგზავნა.
ზღვისპირა ქართული ტომები მე-6 ს. ლაზიკის ომებამდე, იქამდე უკვე ქრისტიანები იყვნენ, კერძოდ ლაზები, აფსილები, მისიმიელები და სვანები (იხ. მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, “პროკოფი კესარიელი, აგათია სქოლასტიკოსი, მენანდრე, თეოფილაქტე სიმოკატა, თეოფანე, ეპიფანე კონსტანტინოპოლელი და იმპერატორი იუსტინიანე ლაზიკის შესახებ”, 2011, გვ. 60)
ქართული წყაროები, როგორც აღინიშნა, არ იცნობს დასავლეთ საქართველოში უცხო ეკლესიის იურისდიქციას, რუის-ურბნისის კრება დასავლეთ საქართველოს (საერთოდ ერთიან საქართველოს) მიიჩნევდა წმიდა ნინოს მიერ მოქცეულად, მაშასადამე, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში, ამიტომაც წერდა ძეგლისწერა – წმიდა ნინოს მიერ ქრისტიანობა მიიღო “ყოველმა სავსებამ ყოველთა ქართველთა ნათესავისა” (უფრო ადრე კი წმ. ანდრია მოციქულს მთელ საქართველოში უქადაგნია – “ყოველსა ქვეყანასა საქართველოისასა”).
ქართული წყაროების ამ ცნობებს ამტკიცებენ გელასი კესარიელის, გელასი კვიზიკელისა და სხვათა ცნობები, მაგალითად, გელასი კესარიელი მიიჩნევდა, რომ წმიდა ნინომ მოაქცია “იბერები და ლაზები” (გეორგიკა, I, გვ. 180).
საბოლოო დასკვნა: პროკოფი არ იძლევა ცნობას “აბაზგიის ეპარქიის” შესახებ, ამ საკითხისათვის მისი წყაროდ მოხმობა არ შეიძლება.
მსგავსადვე, ნოტიციები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას წყაროდ “აბაზგიის ეპარქიის” შესახებ მსჯელობისას მისი ძალზე კრიტიკული შესწავლის გარეშე, რაც ჯერჯერობით არ ჩატარებულა, უფრო მეტიც, მოღწეული ნოტიციები უფლებას იძლევა ითქვას, რომ “აბაზგიის ეპარქია” ისტორიულად არც არსებულა.
მხოლოდ XX საუკუნის სამეცნიერო წრეებში წყაროთა არასათანადო ინტერპრეტირებით წარმოიშვა თვალსაზრისი ამ ეპარქიის სავარაუდო არსებობის შესახებ, შემდგომ კი ეს თვალსაზრისი რეალობად იქნა მიჩნეული.
შეუსაბამობა თვით დბარმაც კი შეამჩნია, ამიტომაც, მისი აზრით, არარეალურია Notitiae episcopatuum-ის ცნობები მე IX-X საუკუნეებში აბაზგიის ეპარქიის არსებობის შესახებ ცენტრით სებასტოპოლისში, რადგანაც ამ საუკუნეებში აფხაზეთს მოიცავდა აფხაზეთის საკათალიკოსო.
ძალზე საინტერესოა, რომ თვით დ.დბარის აზრით, მე-9 და მე-10 საუკუნეებში არ არსებობდა „აბაზგიის ეპარქია“, მით უფრო ცენტრით სებასტოპოლისში. როგორც დ.დბარი წერს, ამ საუკუნეებში „აბაზგის ეპარქია მხოლოდ კონსტანტინოპოლის საეკლესიო მოღვაწეთა თავებში არსებობდა, რადგანაც მათ არ სურდათ ცნობა აფხაზეთის საკათალიკოსოს დაარსებისა და ამით თავიანთი საეკლესიო გავლენის დაკარგვისა აფხაზეთზე“.
მითი სოხუმ-სებასტოპოლისის ავტოკეფალური ეკლესიის შესახებ
სებასტოპოლისის ავტოკეფალური ეკლესია, კვლევათა თანახმად, ამასიისა და სებასტიის სამიტროპოლიტოებს შორის მდებარეობდა და არა სოხუმთან. აფხაზი სეპარატისტები თავიანთი თეორიების ერთ-ერთ საყრდენად მიიჩნევენ მითს, თითქოსდა, წყაროებში ცნობილი „სებასტოპოლისის ავტოკეფალური ეკლესია“ სოხუმთან მდებარეობდა. სინამდვილეში, როგორც აღინიშნა, ის მდებრეობდა ამასიასა და სებასტიას შორის, ზედ ნეოკესარიის სამიტროპოლიტოს საზღვარზე, ამიტომ აქაური მღვდელმთავრის სურვილი იყო არ დამორჩილებოდა აღნიშნული ქალაქების ძალზე ძლიერ სამიტროპოლიტოებს, ამიტომაც სურდა ავტოკეფალური ყოფილიყო მეზობელ მიტროპოლიტთა მიმართ და სურდათ უშუალოდ დაქვემდებარებოდნენ კონსტანტინოპოლის პატრიარქს, მათ მართლაც მოიპოვეს ავტოკეფალია, ანუ მეზობელი სამიტროპოლიტოებისაგან უსაფრთხოება და უშუალოდ დაექვემდებარნენ პატრიარქს.
ამიტომაც არასწორია დბარი, როცა წერს –
Как мы уже сказали, кафедральным городом Абазгской Епархии был город Себастополис.
დბარი ბუნდოვანი და გრძელი კვლევით ასკვნის, რომ აბაზგიის ეპარქიის საკათედრო ქალაქი იყო სებასტოპოლისი, სინამდვილეში კი, წყაროებში ნახსენები სებასტოპოლისის ავტოკეფალური ქათედრა პონტოში, ქალაქებთან_ ნეოკესარიასთან, ზელასთან და სევასტიასთან ახლოს მდებრეობდა და მათი მღვდელმთავრების მიმართ იყო ავტოკეფალური, ანუ პატრიარქს უშუალოდ ექვემდებარებოდა.

სებასტოპოლისის ავტოკეფალური ეკლესია ამასიისა და სებასტიის სამიტროპოლიტოებს შორის
ამასთანავე, შეცდომაა მტკიცება, რომ არსებობდა აბაზგიის ეპარქია, სინამადვილეში, გვიანი დროის მე-17 და მე-18 საუკუნეთა ნოტიციების გადამწერებმა დაუშვეს შეცდომა და ნოტიციების თავდაპირველ ხელნაწერებში არსებული ამასიის ეპარქიის ნაცვლად ჩაწერეს აბაზგიის ეპარქია, რადგან მათ ეპოქაში ამასიის სამიტროპოლიტო უკვე დიდი ხნის წინ, საუკუნეთა სიღრმეში, გაუქმებული ერთეული იყო, ხოლო აბაზგიის ეკლესია, ანუ აფხაზეთის საკათალიკოსო, ძალზე ცნობილი იყო, ამიტომაც , როგორც ყაუხჩიშვილმა გაარკვია, ადვილი შესაძლებელია აბაზგიის ნაცვლად ამასიის ჩაწერა და პირიქით, მაშასადამე, ამასიის ეპარქია აბაზგიის ეპარქიად გადაიქცა, ნოტიციების ეს შეცდომა, სასურველია, დანახულ იქნას.
სინამდვილეში, საეპისკოპოსო ცენტრი, სახელწოდებით, სებასტოპოლისი, ამასიასთან და ნეოკესარიასთან ახლოს მდებარეობდა და არა აფხაზეთში.
მითი დრანდის ტაძრის შესახებ
დ.დბარი ცდილობს, დრანდის დიდებული ტაძრის აგება როგორმე არ დააკავშიროს აფხაზთა მეფეებთან და აფხაზეთის საკათალიკოსოსთან, რადგანაც ორივე ქართულენოვანი ერთეული იყო, ამიტომაც აცხადებს, რომ ეს (დრანდის) ტაძარი მე-6 საუკუნეშია აგებული,
საქმე ისაა, რომ დბარი ცდილობს, საზოგადოდ, დაამკვიდროს თვალსაზრისი, თითქოსდა, მე-8 საუკუნემდე აფხაზეთში საეკლესიო ცხოვრება ძალზე იყო განვითარებული და ამასთანავე, ის იყო აფსუურენოვანი, ანუ უეჭველად აფსუური, თითქოსდა, ამის ერთ-ერთი დასტურია დრანდის ტაძარი, მისი მტკიცებით, აგებული მე-6 საუკუნეში, ანუ აფხაზეთის საკათალიკოსოს დაარსებამდე, და თითქოსდა მე-8 საუკუნემდე დრანდა იყო აბაზგიის ეპარქიის საკათედრო ტაძარი.

ფოტო – დრანდელი მთავარეპისკოპოსის გაბრიელის ფრესკა ჯვრის მონასტერში, აფსუა-ადიღეთა მიერ დრანდის ეპარქიის გაუქმების გამო მე-17 ს-ში იერუსალიმში ლტოლვილისა.
მისი მტკიცებით, აფხაზეთში მე-8 საუკუნემდელ პერიოდში მრავალი აფსუური საეპისკოპოსო არსებობდა და მრავალი აფსუური ეკლესია იგებოდა. როგორც ითქვა, ამ ტაძართა შორის უმთავრესად ის ხატავს დრანდას, მისი მტკიცებით, აბაზგიის ეპარქიის საკათედრო ტაძარს.
ცხადია, ჩვენ მიერ ტერმინ „აფსუური ტაძრის“ ხსენება, გარკვეულწილად უხერხულია, მაგრამ ძნელია შეარჩიო ზუსტი ტერმინი დბარის თვალსაზრისის უკეთ გადმოსაცემად, რადგანაც, ამ შემთხვევაში, ტერმინი „აფხაზური ტაძარი“ ბუნებრივად ნიშნავს მასში ქართულენოვან ღვთისმსახურებას, ასეა ჩვენამდე მოღწეული ასობით წერილობითი დოკუნემტით, რომელნიც სხვადასხვა საცავშია დაცული, არა მარტო თბილისში.
ამ დოკუმენტების მიხედვით, აფხაზთა სამეფოსა და აფხაზეთის საკათალიკოსოში წირვა- ლოცვა იყო მხოლოდ ქართულენოვანი, დბარი კი ამტკიცებს, რომ მე-4 საუკუნიდან ისტორიულ აფხაზეთში (გულისხმობს ამჟამინდელ აფხაზეთს), თითქოსდა, უამრავი აფსუურენოვანი საეპისკოპოსო და საეკლესიო ცენტრი არსებობდა და ისინი იმპერიალისტურმა ქართულმა ეკლესიამ გააქართულა, ანუ თავდაპირველი აფსუურნოვანი წირვა-ლოცვა მე-9 ს. შემდეგ შეიცვალა ქართულენოვნებით.
ეს ლეგენდა მან სამეცნიერო თეორიის სახით შეფუთა და დაამკვიდრა სამეცნიერო სივრცეში.
დრანდასთან დაკავშირებით, ის იყენენს ლექვინაძის დასკვნას, რომელსაც დრანდის ტაძრის ეზოს არქეოლოგიური შესწავლისას მე-5 ან მე-6 საუკუნის ამფორები უპონია და შესაბამისად, ტაძარიც ამავე საუკუნეებით დაუთარიღებია.
ჩვენს ზოგიერთ არქეოლოგს, თუკი ვარციხის არქეოლოგიური არტეფაქტებით ვიტყვით, იმერული დოქებისა და ჩაფების ყელის ნამსხვრევები ბერძნული ამფორები ეგონა და მასზე ააგო მრავალი არასწორი დასკვნა, მსგავსადვე, შეიძლება გამოითქვას ეჭვი ლექვინაძის დასკვნის მიმართაც.
საბჭოელი მრავალი მეცნიერის და მათი გზის გამგრძელებლის, დბარის თეორიები შეთხზულია, იყენებს ლეგენდებს და სამეცნიერო ჭეშმარიტებად სახავს, მაგალითად, ლეგენდას წმ. ვასილისკოს აფხაზეთში წამების შესახებ, მაშინ, როცა ის პონტოს კომანაში აწამეს.
ანდა, მე-19 საუკუნეში შეთხზული ლეგენდა იოანე ოქროპირის აფხაზეთში ყოფნის შესახებ,
მითი იპატი განგრელის აფხაზეთში მოღვაწეობისა და სხვა მრავალი.
მისი სიტყვით, დრანდა არ აუგია იუსტინიანეს, მაგრამ იქვე კითხულობს – „იქნებ მან ააგო?
მე კი ვფიქრობ, დრანდის დიდებული ტაძარი აგებულია მცხეთის ტაძრის მიბაძვით, მაშასადამე, მე-8 ან მე-9 საუკუნეებში, ის არა ბიზანტიური, არამედ მცხეთის ჯვრის უფრო ფართომასშტაბიანი მინაბაძია, ჯვრის ტიპისაა. ასეთ ტაძრებს საქართველოში აგებდნენ და არა ბიზანტიაში, რაც , მჯერა, რომ სამომავლოდ ზუსტად დამტკიცდება.
საბოლოოდ, დბარის ლეგენდები და სამეცნიერო შენათხზები ასე იკრიბება, აბაზგიის ეპარქიის, ანუ როგორც ის უწოდებს, იმავე სებასტოპოლისის საარქიეპისკოპოსოს ერთ-ერთი მთავარი საეპისკოპოსო კათდრა იყო პიტიუნტში (ასე უწოდებს ბიჭვინთას) და იქვე ეჭვობს – „ან იქნებ დრანდაში“ ? და ა. შ.
მისი „სამეცნიერო“ ლეგენდით „აბაზგიის ავტოკეფალური ეპარქია“ შექმნა იუსტინიანემ (არავითარი მსგავსი ცნობა არა არსებობს წყაროებში).
ისმის კითხვა, თუკი აბაზგები იუსტინიანემ მოაქცაია მე-6 საუკუნეში, იქამდე ისინი წარმართები ყოფილან, შესაბამისად, 325 წელს არსებული ბიჭვინთის სამრევლო არაა აბაზგებისა, ეს დასკვნა მას არ მოწონს, ამიტომაც მრავალი ლეგენდით ცდილობს მის გაბათილებას.
მითი იპატი განგრელის შესახებ და
გუდაუთის რაიონის უძველესი ქართული წარწერები
ბიჭვინთის რეგიონში გაგრა-გუდაუთის ოლქშია მოპოვებული აფხაზეთში ყველაზე უძველესი ქართული წარწერები მე-8-მე-10 საუკუნეებისა.
გაგრაში შემორჩენილია სამნავიანი ეკლესია, რომელსაც ზოგი მე-6 საუკუნით, ზოგიერთი კი მე-11 საუკუნით ათარიღებს. უფრო სწორი უნდა იყოს მე-11 საუკუნე, ანუ აფხაზთა სამეფოს პერიოდი.
თვითონ დბარი წერს_ Ю. Н. Воронов, напротив, относит его к X-XI вв. и считает его произведением грузинского зодчества,
დბარი გაგრის ეკლესიასთან აკავშირებს წმ. იპატი განგრელს, რომელიც 325 წლის კრებაში მონაწილეობდა, ის თურმე აფსუა ზვანბების საგვარეულოს წინამორბედია, ის წერს – которого считали своим предком представители абхазской фамилии Званба, რაც ღიმილის მომგვრელია.
მე-19 საუკუნის ბოლოს აფხაზეთში დამკვიდრებულმა რუსმა კოლონისტებმა ქვეყნის, ანუ აფხაზეთის, უცოდინარობის გამო ბიზანტიური წყაროების ცნობილი წმინდანები დაუკავშირეს აფხაზეთს.
მაგალითად, ცნობილი წმინდანი, 325 წლის კრების მონაწილე წმ. იპატი განგრელი, მათ აფხაზეთის ტოპონიმ გაგრის სახელთან დააკავშირეს და მიიჩნიეს, რომ წმ. იპატი განგრელი გაგრელი წმინდანი იყო, შესაბამისად, გულდასმით ძიების შემდეგ აფხაზეთში „მოძებნეს“ მღვიმე, სადაც თითქოსდა, ეს წმიდანი იღწოდა, მოძებნეს ოჯახიც კი, ვინმე ზვანბაია, ვითომდა ამ წმიდანის შთამომავლები და ა.შ.
ამჟამად, როცა უკვე შედარებით გაადვილდა სიმართლის დადგენა, რომ სინამდვილეში, წმ. იპატის არაფერი აკავშირებდა აფხაზეთთან, დბარი აქაც არ დაიბნა, იმუშავა და „დაადგინა“, რომ მე-4 საუკუნეში აფსუურ ეკლესიას გაგრაში ნამდვილად ჰყავდა წმიდანი, „იპატი გაგრელი“. დბარმა ბუნებაში არარსებული იპატი გაგრელი „აფხაზ წმიდანად“ გამოაცხადა.
ის სოფელ განთიადის ეკლესიას, რომელიც ძალზე მოსწონთ და რომელსაც ახლა უწოდებენ Цандрипшский храм, მიკუთვნებს ბიზანტიას, აგებულს მე-6 საუკუნეში, მაგრამ გრძნობს წყროებთან უთანხმოებას, ამიტომ თხზავს ლეგენდას –
Цандрипшский храм относится ко второй четверти VI в. Вряд ли он мог быть построен после подавления антивизантийского восстания 550 г. Наиболее вероятно, что его построили до 542 г., когда византийцы были вынуждены временно уйти из Пицунды.
ეს ეკლესია (Цандрипшский храм) ქართული ეკლესიების გეგმითაა აგებული, იგი ტიპური ქართული სტილის სამნავიანი ეკლესიაა თავისი აფსიდებით. მისი ნამდვილი სახელია განთიადის ეკლესია.
ისეთი ცალმხრივი და მიკერძოებული მკვლევარი, როგორიცაა ლ.გ.ხრუშკოვა, წინასწარგანზრახულობით, რომ როგორმე დააძველოს საეკლესო ნაშთები, რათა დაამტკიცოს, რომ აფხაზეთში აფსუათა საეკლესიო ცხოვრება ყვაოდა ვიდრე ქართულენოვანი აფხაზეთის საკათალიკოსოს დაარსებამდე (ანუ მე-8 და მე-9 საუკუნეებამდე), ამ ეკლესიას მე-4, ზოგჯერ კი მე-6 საუკუნით ათარიღებს, ხოლო დბარი თხზავს ლეგენდებს, ის ეკლესიას აკავშირებს იუსტინიანესთან, მაგრამ, იმედია, ოდესმე გამოჩნდება მიუკერძოებელი მკვლევარი.
აქედანაც ჩანს, რომ თვით დბარსაც კი ბიჭვინთის ეკლესია არ მიაჩნია იუსტინიანეს მიერ აგებულად, ამ შემთხვევაში ის სწორია, ბიჭვინთის ტაძარი ქართველთა მიერაა აგებული მე-10 საუკუნეში ე.წ. აფხაზეთის ალანიაში, აქ ბიზანტიის ინტენსიურ საეკლესიო ქმედებათა გასანეიტრალებლად.
სწორედ ბიჭვინთის მახლობლად, გუთაუთის რაიონშია აღმოჩენილი აფხაზეთში ყველაზე უძველესი, მე-8 და მე-9 საუკუნეების ქართული წარწერები ეკლესიათა ნაშთებზე, რომელთა დანახვა არ სურს ხრუშკოვას, მისი წაბაძვით თვით ბიჭვინთასთან ახლოს მდებარე ლიხნის ეკლესიაშიც კი ვერ ამჩნევენ ქართულ წარწერებს რუსულენოვან საიტებზე.
მალავენ მე-9 საუკუნის ქართულ წარწერებს დბარის მშობლიურ გუდაუთის რაიონში, მაგალითად, ბიჭვინთასთან ახლოს მსიგხუას მთის ეკლესიაში.
ვ. სილოგავა წერს –
მსიგხუას წარწერები – IX-X სს. ერთ-ერთი უძველესი ქართული ასომთავრული წარწერები დასავლეთ საქართველოდან. რელიეფური წარწერები
მოთავსებულია კრამიტის კალიპტერებზე, რომლებიც აღმოჩნდა 1962 წელს გუდაუთის რაიონის სოფ. პრიმორსკოეს მახლობლად (მსიგხუას) მთაზე მიკვლეული ეკლესიის ნანგრევების გაწმენდისას.
წარწერების მიხედვით, კალიპტერები ორი ტიპისაა. პირველი ტიპის კალიპტერის (ზომა 15,5X10 სმ) ცენტრში წარმოდგენილია „მალტური“ ჯვარი; კალიპტერზე არის სამსტრიქონიანი წარწერა, რომელიც იკითხება ქვემოდან ზემოთ; ტექსტის ბოლო სიტყვის („ა ~ ნ“) ასოები იკითხება ისე, როგორც სარკეში. ყველა კალიპტერი დამზადებულია ერთ ყალიბში; ცნობილია 30 ცალი (28 ინახებოდა ბიჭვინთის ტაძარში, 2 – ხელნაწერთა ინსტიტუტში). I ტიპის კალიპტერის წარწერის ტექსტი ასეთია: „ქრისტე, შეიწყალე მიქაელ, ამენ“. II ტიპის კალიპტერის (ზომა: 13,5X10 სმ) ცენტრში წარმოდგენილია „მალტური“ ჯვარი; მის ზედაპირზე მოთავსებულია ორსტრიქონიანი წარწერა, რომელიც იკითხება ქვემოდან ზემოთ; სიტყვა „ამენ“ ისევ შეტრიალებულად (როგორც სარკეში) იკითხება. ყველა კალიპტერი დამზადებულია ერთ ყალიბში; ცნობილია 16 ცალი (15 ინახებოდა ბიჭვინთის ტაძარში, 1 – ხელნაწერთა ინსტიტუტში; II ტიპის კალიპტერის წარწერის ტექსტი ასეთია: „მიქაელ, ამენ“. წარწერები კალიპტერების ორივე ტიპზე, პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით, თარიღდება IX-X სს-ით: ლ ასო გადმოცემულია დაბალი ყელით და აქვს ნუსხურისაკენ მიდრეკილება, ე და ლ ასოების განივი ხაზი მარცხნივ არ გადადის.
მსიგხვის მთის ეკლესიის არქიტექტურული დეტალებისა და პალეოგრაფიული ნიშნების გათვალისწინებით, ეკლესიის მშენებლობისა და წარწერების შესრულების ქვედა ქრონოლოგიური ზღვარი უნდა იყოს VIII საუკუნე, ხოლო ზედა ქრონოლოგიური ზღვარი X საუკუნის დასაწყისი.
მსგავსადვე იგნორირებულია გუდაუთის რაიონის სოფელ ანუხვის ეკლესიის ქართული წარწერები.
ანუხვის წარწერა – ქართული ასომთავრული წარწერა. 1930-იან წლებში აღმოაჩინა მხარეთმცოდნე ი. აძინბამ გუდაუთის რაიონის სოფელ ანუხვის ეკლესიის ნანგრევებში, შესრულებულია კიდურწაისრული დამწერლობით. ამოკვეთილია 10 სტრიქონად ქვასვეტის ფრაგმენტზე. ინახება დ. გულიას სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში. პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით წარწერა თარიღდება XI საუკუნით. მისი ტექსტი ასეთია:
„სახელითა ღმრთისაჲთა, აღვაშენე ჯუარი ესე სახელსა ზედა ღმრთისა. მამისა, ძისა, სულისა წმიდისსა მე, გიორგი ბასილისძემან. აწ, ვინცა ევედრებოდეთ ჩუენგნივე ძმანი, ლოცვასა მოგუიჴსენენით; ამენ იყავნ“.
წარწერა ამოკვეთილია თეთრი კირქვის ოთხკუთხედად გათლილ სვეტზე და მოჩუქურთმებულია გეომეტრიული და სტილიზებული მცენარეული ორნამენტებით. ქვის სვეტის ქვედა კიდე მოტეხილია, უმნიშვნელოდ დაზიანებულია მისი ზოგიერთი სხვა ნაწილიც. სვეტის შემორჩენილი ფრაგმენტის ზომებია: სიგრძე – 220 სმ, სიგანე ორ მხარეს – 25 სმ, დანარჩენ ორ მხარეს – 23 სმ. გეომეტრიული ჩუქურთმებით დაყოფილია 4 რეგისტრად. წინა მხარეს, გიორგი ბასილისძის წარწერის ზემოთ და ქვემოთ, წარმოდგენილია „აყვავებული ჯვარი“ და ჯვარს ახლავს ასომთავრული, კიდურწაისრული წარწერა „წმიდაჲ გიორგი“. ქვედა ჯვარი დაზიანებულია – მოტეხილია მისი ქვედა ნახევარი: ახლავს წარწერა „წმიდაჲ ბას[ილი]“.
სვეტის გვერდით და უკანა კიდეებზე გამოსახულია რელიეფური „აყვავებული ჯვრები“, რომელთაც ახლავს ასომთავრული კიდურწაისრული წარწერები: „წმიდაჲ თეოდორე“, „წმიდაჲ დემეტრე“, „წმიდაჲ [მე]ერკილე”.
ვ. სილოგავა
ლიხნის ქართული წარწერები –
ძველი ქართული წარწერები ლიხნის ტაძრის (გუდაუთის აღმ-ით 6 კმ) ქორედის კედლებზე. აქ სხვადასხვა ადგილას არის ათზე მეტი წარწერა. რომელთაგან უმნიშვნელოვანესია სამი: წარწერა კომეტის გამოჩენის შესახებ, ვაჩე პროტოსპათარისა და პეტრიკ პატრიკის წარწერა, გიორგი კურაპალატის წარწერა. ტაძრის კედლის შელესილობა პირველი და მესამე წარწერის (აგრეთვე მასზე შესრულებული სხვა ფრაგმენტული წარწერების)
ტექსტით, საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს საბჭოს გადაწყვეტილებით, 1986 მოიხსნა კედლიდან და გადაიტანეს თბილისში, ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს სარესტავრაციო-საწარმოო სახელოსნოში, სადაც გაიწმინდა, გამაგრდა და ჩაუტარდა საკონსერვაციო სამუშაოები. ინახება ძველი ქართული მხატვრობის კვლევის, ფიქსაციისა და რესტავრაციის ცენტრში. მეორე წარწერა თავის ადგილზეა – ლიხნის ტაძრის დასავლეთ კედელზე.
წარწერა კომეტის გამოჩენის შესახებ ერთსტრიქონიანია. შესრულებული თავისებური ხერხით); ასომთავრული ტექსტის ყოველი სიტყვის პირველი
მოზრდილი ასოს მთელ სიგრძეზე ჩამოწერილია ამ სიტყვის დანარჩენი ასოები უფრო პატარა ზომისა, ხოლო მრგვალი მოხაზულობის ასოები, მაგ., ან-ში, ორ ადგილას, პატარა ასოები პირველი დიდი ზომის ასოს მუცელშია ჩაწერილი. მთლიანად წარწერა შესრულებულია წითელი საღებავით, სინგურით. მისი ტექსტი ასეთია:
„ქ. კურთხეული ხარ ღმერთო, ყოვლად ყოველსა შინა. ესე იქმნა დასაბამითგანთა წელთა ხქჲთ, ქრონიკონსა სპვ. მეფობასა ბაგრატ გიორგის ძისასა, ინდიკტიონსა ლჱ აპრილსა თუესა ვარსკულავი გამოჩნდა, რომელ მისსა წიაღსა აღმოივლიდის და წინა მისსა. ვითარცა შარავანდი დიდი, მოკიდებით მასვე. ესე იქმნა ბზობითგან აღვსებად-მდე”.
წარწერა პირველად შეისწავლა აკად. მ. ბროსემ (1848). მიჩნეულია, რომ ლიხნის ტაძრის წარწერაში დაფიქსირებულია ჰალეის კომეტის დედამიწის ხილვადობის სფეროში გამოჩენის ერთ-ერთი შემთხვევა, რაც მოხდა XI ს-ში, 1066. წარწერის დასაბამითგანითი თარიღი და თარიღი ბაგრატ IV-ის მეფობის წლების მიხედვით შეესაბამება 1065-ს, ხოლო ქრონიკონითი თარიღი – 1066. ვინაიდან ტექსტში აღნიშნულია, რომ კომეტა გამოჩნდა აპრილში. ბზობიდან აღდგომამდე, 1066 აღდგომა იყო 16 აპრილს, ბზობა იქნებოდა 9 აპრილის, ამიტომ წარწერის თარიღად 1066 უნდა მივიჩიოთ. მაშასადამე, საქართველოში კომეტა იხილვებოდა 1066 წლის 9-16 აპრილს.
ვაჩე პროტოსპათარისა და იპატოსის და პეტრიკ პატრიკისა და მწიგნობართა უხუცესის წარწერა
ვაჩე პროტოსპათარისა და იპატოსის და პეტრიკ პატრიკისა და მწიგნობართა უხუცესის წარწერა შესრულებულია სინგურით, 9 სტრიქონად, მდივანმწიგნობრული დამწერლობით. იგი მიწერილია ტაძრის მეორე სართულზე, ქორედის დასავლეთი სარკმლის მარჯვნივ, სარკმლიდან თაღამდე კედლის მონაკვეთზე. ტაძრის კედელი და წარწერაც XIX-XX სს-ში რამდენჯერმე შეუთეთრებიათ კირით. ამის შედეგად წარწერა, რომელიც 1848 წელს შეისწავლა და მომდევნო წელს გამოსცა (თუმცა არასწორი წაკითხვით) მ. ბროსემ, დაფარული იყო. 1983-86 წწ. რესტავრატორ მ. ბუჩუკურის ხელმძღვანელობით კედელი გაიწმინდა და გამოჩნდა წარწერის ძალზე გაბაცებული ტექსტი. ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება ამ წარწერის ასლი, გადმოღებელი, როგორც ჩანს, XIX ს-ში. მართალია, იგი ზუსტი არ არის, რადგან გადმოღებულია მდივან-მწიგნობრული დამწერლობის არმცოდნის მიერ, მაგრამ დედნისა და ასლის შეჯერებით დადგინდა წარწერის შემდეგი ტექსტი:
„† წმიდაო ღმრთისმშობელო.უხრწნელო, ქალწულო მარიამ, შემეწიე, შემიწყალე, დამიცევ, დამიფარე და მიჴსენ ყოველთა წინამიმდებარეთა ჭირთა და მომავალთა განსაცდელთაგან; ჩემგან შორს ყვინ! და მეოხ მეყავ წინაშე ძისა შენისა, ჭეშმარიტისა ღმრთისა ჩუენისა ქრისტესსა, უღირსსა. მიწასა, ჭიასა, ავლსა და მტუერსა, მონასა და მადიდებელსა და მოსავსა შენსა ვაჩეს პროტოსპათარსა და იპატოსსა, დისწულსა ჭყონდიდლისასა, მე და პეტრიკ პატრიკსა და მწიგნობართა უხუცესსა“.
პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით წარწერა XI ს-ისაა. მასში მოხსენიებული პეტრიკ პატრიკი და მისი ძმა იოვანე ჭყონდიდელი (იგი, როგორც საყოველთაოდ ცნობილი პიროვნება, წარწერაში სახელით არც იხსენიება) მეფე ბაგრატ IV-ის (1027-72) დროის ცნობილი პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწეები არიან. მათი დისწული ყოფილა ვაჩე – ჩვენთვის ამ წარწერამდე უცნობი, ბიზანტიის საიმპერატორო კარის მაღალი ტიტულების – პროტოსპათარისა და იპატოსის მქონე. გიორგი ხუცეს-მონაზვნის „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებიდან“ ცნობილია, რომ პეტრიკ პატრიკმა (რომელიც, როგორც ჩანს, ბაგრატ IV-ის წარმომადგენელი იყო ბიზანტიის სამეფო კარზე) და მისმა ძმამ იოვანე ჭყონდიდელმა (რომელმაც, საფიქრებელია, გიორგი მთაწმიდელის წინადადებით დაიკავა ბაგრატ IV-ის მიერ გიორგი მთაწმიდელისათვის შეთავაზებული ჭყონდიდის კათედრა) დიდი როლი შეასრულეს გიორგი მთაწმიდელის თარგმნილი წიგნების გამრავლებისა და გავრცელების, ასევე გიორგი მთაწმიდელის გარდაცვალების შემდეგ მისი კანონიზაციის საქმეში. ორივე მათგანი რამდენჯერმე იხსენიება ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნში.
გიორგი კურაპალატის წარწერა
გიორგი კურაპალატის წარწერა შესრულებულია სინგურით, მდივანმწიგნობრული დამწერლობით, ორ გრძელ სტრიქონად იმ წარწერის ქვემოთ, რომელიც ეხება კომეტის გამოჩენას. მისი ტექსტი, ზემოთ განხილულ ორ წარწერასთან შედარებით, დაზიანებულია, თუმცა უმეტესი ნაწილი გარკვევით იკითხება:
„ქ. მეუფეო, ძეო მეუფისაო, ღმერთო, ძეო ღმრთისაო, ადიდე, დაიცევ, გაზარდე, აკურთხე და ღღეგრძელყავ, და მრავალ ყვინ წელნი მეფობისა მისისანი, დღენი ცისანი, გინა მქ[უწეყანისანი], კეთილად მსახურისა და მადიდებელისა ღმრთაებისა შენისა გიორგი კურაპალატისანი. და ყავ განგებაი მისი, მოწყალებაი გლახაკთაი, მოღუაწებაი ეკლესიათაინ[…] და სრულ ყავ წყალობაი მათი მიწასა, ჭიასა, საპყარსა იოვანე სირნოწს […] კანანახსა, მწიგნობარსა და დიაკონსა“.
პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით წარწერა XI ს-ისაა. მასში მოხსენიებული გიორგი კურაპალატი არის მეფე გიორგი II (1072–89), ძე ბაგრატ IV-ისა და მამა დავით IV აღმაშენებლისა. წარწერა უნდა იყოს შესრულებული ჯერ კიდეე გიორგი მეფის უფლისწულობაში, კურაპალატის ტიტულის მიღებასთან დაკავშირებით. ამას მოწმობს წარწერის ადორაციული, განმადიდებელი ხასიათი და მასში გიორგის კურაპალატობის საგანგებოდ აღნიშვნა. გიორგის მამა მეფე ბაგრატ IV 1059 წ. ნოველსიმოსის ტიტულით იხსენიება, მანამდე იგი კურაპალატი იყო 1032 წ-იდან. როგორც ჩანს, 1059, ან ცოტა უფრო ადრე, გამოთავისუფლებული კურაპალატის ტიტული გიორგი უფლისწულს უნდა მიეღო და წარწერაც 1060-იანი წლებით, მაგრამ არა უადრეს 1066-ისა, უნდა დათარიღდეს, რადგან კედელზე იგი ისეა მიწერილი, როგორც ამის საშუალებას იძლევა 1066 წ-ის წარწერა კომეტის გამოჩენის შესახებ. წარწერის ზედა თარიღი 1072-ით უნდა განისაზღვროს, რადგან 1073წ. შიომღვიმის მონასტრისათვის მიცემულ სიგელში გიორგი II კურაპალატობით თავის ძეს, დავითს მოიხსენიებს. ამიტომ ლიხნის ტაძრის ამ წარწერის თარიღი შეიძლება 1066-72 წწ.-ით განისაზღვროს.
ლიხნის ტაძარზე მოიპოვება ასევე XI ს-ით დათარიღებული ათამდე წარწერის ფრაგმენტი; XIV ს-ით თარიღდება 10-ზე მეტი წარწერა, რომლებიც ამ დროის ფრესკებს ახლავს და გამოსახულ პირებსა და სიუჟეტებს განმარტავს. ლიხნის ტაძრის წარწერები უმნიშვნელოვანესი წყაროა საქართველოს ისტორიისათვის.
ვ. სილოგავა
მოქვის ტაძარის წარწერა
„მოხატულია იმპერატორ ალექსანდრე კომნენის და აფხაზეთის დიდებული მეფის დავითის დროს”.
იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა მოქვი 1659 წელს მოინახულა, მალე ის გაუქმდა, ანუ ადიღე-აფსუებმა მალევე დაანგრიეს, მე-17 ს. ბოლოს.

მოქვის წმ. ხატი ქართული წარწერებით
В 1977-79 гг. внутри названной крепости были раскопаны три церкви, две из которых относятся к рассматриваемому нами периоду времени (см. [Хрушкова, 1982, с. 147-177; Воронов, Бгажба, 1986, с. 42-47]).
Обе церкви являются однонефными постройками с апсидами и нартексами. В примыкающем к одному из них с юга помещении размещался баптистерий с крестовидной купелью, в которой и 185 происходило массовое крещение апсилов в 30-х гг. VI в. (см. [Хрушкова, 1982, с. 166; Воронов, Бгажба, 1986, с. 43]) Л. Г. Хрушкова
г., церковь в поселке Мрамба и др. (см. [Хрушкова, 1985, с. 73]). В 1981-85 гг. на территории современного города Очамчира, там, где локализуется древнейшее в Абхазии городище Гюэнос, была раскопана однонефная церковь с полуциркульной снаружи и изнутри апсидой (см. [Кобахия, Хрушкова, Шамба, 1987, с. 126-145]).
ბედიის ბარძიმის ქართული წარწერა,
† წმიდაო ღმრთისმშობელო, მეოხ ეყავ წინაშე ძისა შენისა ბაგრატ აფხაზთა მეფესა და დედასა მათსა გუარანდუხტ დედოფალსა – ამის ბარძიმისა შემომწირველთა, ამის საკურთხევლისა შემამკობელთა და ამის წმიდისა საყდრისა აღმაშჱნებელთა, ამენ!“
რადგან წარწერაში ბაგრატ III კურაპალატის ტიტულით არ იხსენიება, წარწერა 1001-მდეა შესრულებული. ერთი ქრონოლოგიური ჩანაწერით, „წელსა შჟთ. ბაგრატ, ძემან გურგენ მეფისამან, კურაპალატმან, ბედია აღაშენა“. „წელი შჟთ“ 999 წელია. ბაგრატმაც ბარძიმი, ალბათ, ტაძრის შენების დროისათვის დაამზადებინა. ამდენად, შესაძლებელია წარწერაც ამავე წლით დათარიღდეს (გ. ჩუბინაშვილი).
ვ. სილოგავა
ბედიის 1000 ფურცლიანი ქართული გულანი –
მით უფრო ვერ ხედავენ ისინი ბედიის 1000 ფურცლიან გულანს
ბედიის გულანი წარმოადგენს XVII-XVIII საუკუნეების ხელნაწერ ძეგლს. მასში თავმოყრილია საღვთისმსახურო წიგნები: სახარება, საქმე მოციქულთა,
მოციქულთა ეპისტოლენი, თორმეტივე თვის საგალობლები,
მარხვანი, ზატიკნი, ფსალმუნნი, სვინაქსარი, ტიპიკონი, მოკლე ჰაგიოგრაფიული
საკითხავები და სხვ.
გულანი უზარმაზარი კრებულია, რომლის შეძენა და დამზადება მხოლოდ მდიდარ ეკლესია-მონასტრებს შეეძლოთ. ბედიელ გერმანეს გულანის გადასაწერად შავშეთიდან მოუწვევია კალიგრაფი გაბრიელ ლომსანიძე. გულანის გადაწერაში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ კალიგრაფები: ამბროსე კარგარეთელი და სვიმონ ევფრატელი, იგივე სვიმეონ გიორგის ძე.
ბედიის გულანი შეიცავს 960 ფურცელს, მინიატურის ზომაა 45,5 სმ. X 33,5 სმ. შესრულებულია ქაღალდზე ნუსხური დამწერლობით, ორ სვეტად, ლამაზი გაკრული ხელით. მელანი შავია, სათაურები გამოყოფილია სინგურით.
ბედიის იავარყოფა ადიღების მიერ
ვახუშტი ბატონიშვილის დროს ჯერ კიდევ არსებობდა ბედიის კათედრა, იქამდე აფხაზებმა ანუ, სინამდვილეში, იმჟამად აფხაზებად წოდებილმა ჯიქ-ადიღე-აბაზა-ჩერქეზებმა მოსპეს და გაანადგურეს ბიჭვინთის დიდებული საეკლესო ცენტრი, მოქვისა და დრანდის საეპიკოპოსოები, ბოლოს კი ბედია, უკვე 1770 წლისათვის.
XVII ს. 60-იანი წლებიდან ეპარქიას მძიმე დრო დაუდგა. ამ დროიდან ოდიშზე იწყება აფხაზთა შემოტევის ახალი ტალღა. აფხაზები ძარცვავდნენ და აოხრებდნენ ეკლესიებსა და მონასტრებს. ამიტომ ამ მხარის ეკლესია-მონასტრებიდან ქვეყნის შიდა რაიონებში გადაჰქონდათ ქრისტიანული სიწმინდეები, საეკლესიო წიგნები, ხატები, ჯვრები და სხვა საეკლესიო ინვენტარი. მძიმე დრომ თავისი დაღი დააჩნია ბედიის ეპარქიას, დაიწყო მისი დაკნინება.
XVII ს. 70-80-იანი წლებიდან XVIII ს. 50-იან წლებამდე ბედიელთა შესახებ წყაროებში არანაირი ცნობა არ ჩანს. უკანასკნელი ბედიელი მღვდელმთავარია მიტროპოლიტი მაქსიმე იაშვილი (XVIII ს. 50-60-იანი წწ.). იგი მონაწილეობდა დასავლეთ საქართველოს 1759 წ. და 1761 წ. საეკლესიო კრებებში. XVI ს. 60-იანი წლების მიწურულს, აფხაზთა ექსპანსიის გამო ბედიის კათედრა მოიშალა. 1770 წლის აპრილში სამწყსოთა ნუსხაში ბედია მოხსენიებულია, როგორც ყოფილი საეპისკოპოსო ცენტრი დასავლეთ საქართველოში. ასევე იხსენიებს მას გერმანელი მეცნიერი და მოგზაური ი. გიულდენშტედტი, რომელმაც 1771-1772 წლებში იმოგზაურა საქართველოში. ამ დროიდან ყოფილი ბედიის ეპარქია ცაიშელის სამწყსოში შედიოდა.
მათ თვით ბესლეთის ხიდის ქართული წარწერა ვერ დაინახეს.
ბესლეთის ხიდის ქართული წარწერა მე-11 ს.
– ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა ამოკვეთილია მდინარე ბესლეთზე (მდებარეობს ქ. სოხუმის სამხრეთ ნაწილში (აფხაზეთი) გადებული ერთმალიანი ქვის ხიდის დასავლეთ კიდეზე. ფილა, რომელზედაც წარწერის დასაწყისია, ხიდის სამხრეთ ბურჯის წყობაშია დატანებული, ხოლო წარწერის დანარჩენი ნაწილი თაღს დაუყვება. ბესლეთის ხიდის წარწერა სრული სახით შემონახული არ არის, შესრულებულია კიდურწაისრული და ნაწილობრივ კიდურწერტილოვანი დამწერლობით. პალეოგრაფიულად თარიღდება XI ს.
წარწერის აღდგენის ორი ვარიანტი არსებობს:
ქ(რისტ)ე; [მეუფ(ე)ო] ყ(ოველთ)ა, [უმ(ე)ტ(ე)ს(ა)დ] [ად] იდე ორთავ[ე] შ(ინ)ა ს(უ)ფ(ე)[ვ]ათა უ[ძლეველი]… ქ(რისტ)ე, [მფლობელო] ყ(ოველთ)ა [სუფევათაო], [ად]იდე ორთავ[ე] შ(ინ)ა ს(უ)ფ(ე)[ვ]ათა უ[ძლეველი]… წარწერაში დასახელებული მეფე შეიძლება იყოს ბაგრატ III, გიორგი I ან ბაგრატ IV.
წებელდის ქართული წარწერები
წებელდა გულრიფშის რაიონში, ახლოა სოხუმთან, დაშორებულია დაახლოებით 30 კმ-ით.აქ მდებარეობდა ქართულწარწერებიანი მე-8 საუკუნის ქართული ეკლესია, ამჟამად ისაა „რუსი სამხედროების მიერ განადგურებული კიდევ ერთი ისტორიული ძეგლი. გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდას ეკლესია აღარ არსებობს. მე-8 საუკუნისა …
წებელდის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია სოფელ წებელდაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. აგებულია XI–XII საუკუნეებში.
ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია. ეკლესიის კედლები მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია და იგი სასწრაფო კონსერვაციას საჭიროებს.
– ქართული ასომთავრული წარწერები, ამოკვეთილი წებელდის ეკლესიის (გულრიფშის რ-ნი) კანკელის ერთ-ერთ ფილაზე (XI ს.) და ქვის სხვა ფილაზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებით (XIV ს.). კანკელის ფილა მოღწეულია ფრაგმენტულად, ცნობილია 1894-იდან, როდესაც გრაფინია პრ. უვაროვამ პირველად გამოაქვეყნა მისი ფოტო; ამჟამად დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში (№ხმმ-443). ფილის ცენტრში გამოსახულ ვარდულებს (როზეტებს) შორის ამოკვეთილია
ერთსტრიქონიანი ქართული კიდურწაისრული წარწერა: „წმიდაო თეოდორე, შეიწყალე მიქაელ“. წარწერა კანკელის ფილის თანადროულია და ორივე XI ს-ით თარიღდება. 1938წ. წებელდის ტაძრის ნანგრევებში აღმოუჩენიათ ოთხკუთხა ფორმის ქვის მოზრდილი ფილა. მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ცნობილია მხოლოდ ფილის ფოტო, გამოქვეყნებული ხ. ბღაჟბას მიერ (1967). ფილის ცენტრში წარმოდგენილია ჯვრის რელიეფური გამოსახულება, რომლის ქვედა მკლავი ზომით სხვა მკლავებს აღემატება. ჯვრის მკლავების ბოლოები ოდნავ გაფართოებულია და წაწვეტებული. მას ზემოდან „ახურავს“ ორფერდა საფარი ნახევარ რომბებისაგან შედგენილი ორნამენტის გამოსახულებით. ფილას გარშემო დაუყვება რომბებისაგან შედგენილი ორნამენტული ჩარჩო. ჯვრის ცენტრში, მკლავის გადაკვეთის ადგილას, არის როზეტისა თუ პატარა ზომის ტოლ მკლავიანი ჯვრის გამოსახულება. ამავე მკლავების ორივე მხარეს ამოკვეთილია ქართული ასომთავრული წარწერის თითო სიტყვა: „წმიდაო გიორგი“. ჯვრის ბუდეებში, ქვედა მკლავის ორივე მხარეს, 6-6 სტრიქონად, ამოკვეთილია ქართული ასომთავრული წარწერა: „ამის ჯუარისა მაშენებელსა, ლუკას მარტინევას, შეუნდოს ღმერთმან, ამენ“. წარწერა პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით XIV ს-ით თარიღდება. მასში დასტურდება მეორე შემთხვევა XIV ს-თვის გვარსახელის დასავლურ-ქართული გაფორმებისა.
აფხაზეთის ქართულენოვან ტაძრებს აგებდნენ ის აფხაზი მეფეები, რომელნიც სრულიად საქართველოს ხალხს საკუთარ მეფეებად მიაჩნდა, ისინი იყვნენ არა აფსუათა, არამედ ქართველთა მეფეები, ეს ჩანს, მაგალითად, შუაგულ ქართლში (ამჟამინდელ ოკუპირებულ მიწაზე) ერედვისა და არმაზის ქართული წარწერებით.
არმაზის წარწერა – „ჴელმწიფე გიორგი“ – „აფხაზთა მეფე“ გიორგი | (861-868).
864 – ქართული ასომთავრული რელიეფური წარწერა, შესრულებული ყვითელი ფერის ფორებიანი ტუფის ორ ფილაზე, რომლებიც ჩადგმულია გვერდიგვერდ მდინარე რეხულის ზემო წელზე, სოფ. არმაზის (ახალგორის რაიონი) წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთი ფასადის ცენტრში, კარნიზის ქვეშ. წარწერა შესრულებულია ოთხ სტრიქონად – ტექსტი იკითხება ჯერ ერთ, მარცხენა ფილაზე, ხოლო შემდეგ მეორე – მარჯვენა ფილაზე. პირველი ფილის ბოლოს მეოთხე სტრიქონი მთლიანად გადაშლილია; გ. ჩუბინაშვილი, რ. მეფისაშვილი და ე. ცინცაძე იქ კითხულობენ სიტყვას „არმაზისა“ კითხვის ნიშნით, ხოლო ნ. შოშიაშვილი – „არმაზელმა“. წარწერის ტექსტი ასეთია:
„ † სახელითა ღმრთისაჲთა. მე გიორგი […] II მამასახლისმან დავიწყე წმიდაჲ ეკლესიაჲ ქრონიკონსა ჰდ, ჴელმწიფობასა გიორგისა“.
წარწერაში დასახელებული „ჴელმწიფე გიორგი“ არის „აფხაზთა მეფე“ გიორგი | (861-868). IX-X სს-ში „აფხაზთა მეფეებს“, ანუ დასავლეთ საქართველოს (ეგრისის) მეფეებს, ხელი მიუწვდებოდათ აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებზეც.
ვ. სილოგავა
ერედვის წარწერა აჩვენებს, რომ სრულიად საქართველოს აფხაზთა მეფეები კონსტანტინე და გიორგი საკუთარ, პირად მეფეებად მიჩნდათ და არა აფსუებისა , ეს ის აბაზგიის მეფეებია, რომელთაც ევედრებოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქი წმ. ნიკოლოზ მისტიკოსი, რათა ის ბიზანტიურ ეკლესიას დახმარებოდა, ხოლო ერედვის წარწერაში ნახსენები აფხაზთა მეფეები მხოლოდ ქართულ ეკლესიას აშენებდნენ და აძლიერებდნენ.
წმიდა კოსტანტინე აფხაზთა მეფე სოფელ ერედვის (გორის რ–ნი) წარწერაში
წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთის ფასადის მრგვალი სვეტის ზედა ნაწილზე. წარწერის მრგვლოვანი ასოები რამდენადმე კუთხოვანი მოხაზულობისაა, ხოლო ი, ლ, ნ, ც ასოები ნუსხურისაკენ იხრებიან. წარწერის ტექსტი ასეთია:
„სახელითა ღმრთისაჲთა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისაჲთა. მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა, შეწევნითა წმიდისა გიორგისითა, ჴელმწიფობასა ღმრთივდამყარებულისა წმიდისა კოსტანტინე მეფისასა, რომელმან ბრძანა და ჩავიდა ჰერეთს შიგან, ჰერთა მეფეჲ გააქცია და მუნით მშუიდობით იქცა, ცისკრად ალავერდს ილოცა, მწუხრი ბრეძას გადაჰჴთა; მეორედ კულა ავიდა, ვეჯინისა ციხე დალეწა, ქართლს შინა უფლობასა ტბელისა ივანესა, მთავარეპისკოპოსობასა სანატრელისა ყესა, ჯუარითა მისითა; გაზრახვითა ნიქოზელისა სანატრელისა სტეფანე ეპისკოპოსისაჲთა, ძალითა, შეწევნითა მოყუასთაჲთა, მე თევდორე თაფლაისძემან დავდევ საძირკველი.
წელნი იყუნეს ხფი, ქრონიკ“.
წარწერის ტექსტში თარიღი ბოლომდე არ არის ამოკვეთილი. რადგან დასაბამითგან წელთაღრიცხვით აღნიშნული ხფი გვაძლევს 906 წელს (6510-5604), მაშინ მისი შესაბამისი ქრონიკონით უნდა ყოფილიყო რკვ (126 + 780).
წარწერა დოკუმენტურად ადასტურებს „მატიანე ქართლისაჲს“ (XI ს.) მიხედვით კარგად ცნობილ ფაქტს კონსტანტინე აფხაზთა მეფის (893–922) ჰერეთს ლაშქრობის შესახებ, როდესაც მან „ილოცა ალავერდს წმიდის გიორგის წინაშე და შემოსა ხატი მისი ოქროთი“ (ქ. ც. I, 264: 15).
ნარატიულ წყაროზე („მატიანე ქართლისაჲ“) დაყრდნობით ცდილობენ ე. წ. დაათარიღონ „914 წლის ახლო“ დროით. ამ შემოხვევაში უპირატესობა უნდა მიეცეს წარწერის, როგორც მოვლენის თანადროული ძეგლის, ჩვენებას, ე. ი. უნდა დათარიღდეს 906-ით.
ე. სილოგავა
ლეონ აფხაზთა მეფეს, საქართველოს სხვა მხარეში, ჯავახეთში, საკუთარ , პირად მეფედ მიაჩნდათ და არა უცხო ხალხისა, ეს ჩანს კუმურდოს ქართულ წარწერაში.
ლეონ აფხაზთა მეფე კუმურდოს წარწერებში 904
ქართული ასომთავრული რელიეფური და ამოკვეთით შესრულებული წარწერები, რომლებიც მოთავსებულია კუმურდოს კათედრალური ტაძრის (ისტ. ჯავახეთში, ახალქალაქის სამხრეთ-დასავლეთით მე-12 კმ-ზე) კედლებზე. კუმურდოს წარწერები მრავალფეროვანია შინაარსითა და დანიშნულებით – სამშენებლო, მემორიალური, განმარტებითი, სააღაპე. მთავარი, თავდაპირველი საამშენებლო წარწერა მოთავსებულია ტაძრის სამხრეთ შესასვლელის არქიტრავზე. წარწერა გამორჩეულია იმ მხრივ, რომ მასში იშვიათი სიზუსტით არის მითითებული ტაძრის მშენებლობის დასრულების თარიღი. მისი ტექსტი ასეთია:
„შეწევნითა ღმრთისაჲთა. იოვანე ეპისკოპოსმან დადვა საძირკველი ამის ეკლესიისაჲ ჴელითა ჩემ ცოდვილისა საკოცრისაჲთა, ლეონ მეფისა ზჱ, ადიდე ღმერთმან. ქრონიკონსა რპდ, თუესა მაისსა ა, დღესა შაფათსა, ა მთუარისასა. ერისთვობასა ზუიაჲსსა: ესე ბალავარი მან დადვა: ქრისტე, შეეწიე მონასა შენსა. ამენ“. ამის მიხედვით, კუმურდოს ტაძარი აუშენებია იოანე ეპისკოპოსს ლეონ აფხაზთა მეფის დროს, 964 წელს, ადგილობრივი ხელისუფლის ზუიას ერისთავობისას. ტაძრის ხუროთმოძღვარი ყოფილა საკოცარი.
მითი აფსუური საეპისკოპოსოების შესახებ
დბარი წერს – С IV по VII века в Пицунде были построены семь храмов, в том числе и кафедральная базилика со знаменитой Пицундской мозаикой.
მე ვფიქრობ, თანაც არც თუ უსაბუთოდ, რომ ვინაიდან აქ, ბიჭვინთასთან, მე-8 საუკუნეში აგებულ ტაძარზე ქართული წარწერაა აღმოჩენილი (რაც განხილულია ზემოთ), სხვა დანარჩენი ბიჭვინთური ეკლესიებიც ქარათულენოვანი იყო.
დბარი განაგრძობს – В VI веке император Юстиниан Великий завершает процесс христианизации древнеабхазских племен, устраивая специальную школу для абхазских детей в Константинополе.
დბარის ეს მტკიცება არის სრული მითი, თითქოსდა, იუსტინიანემ აფხაზი ბავშვებისათვის სკოლა დააარსა, აგათია სქოლასტიკოსი აღწერს პირიქითა პროცესს, მისიმიელი ქრისტიანი ბავშვების უმოწყალოდ დახოცვას რომაელი ჯარისკაცების მიერ.
ახალი მითია დბარის მტკიცება – При участии императора была создана автокефальная Абазсгская епархия с кафедрой в город Себастополис.
სრული ლეგენდაა, თითქოსდა, იმპერატორმა იუსტინიანემ დააარსა აბაზგიის ეპარქია, წყაროებში მსგავსი არაფერი წერია.
უფრო დიდი და გასაოცარი ლეგენდაა დბარის მტკიცება, რომ აფხაზეთში მე-6 და მე-7 საუკუნეებში 6 საეპისკოპოსო არსებობდა, უფრო საოცარი ისაა, რომ დბარის ეს ლეგენდა, ვითარცა ფაქტი, აღიარებულია რუსული ოფიციალური ისტორიოგრაფიის მიერ.
„Вместо единственных в то время в Абхазии Питиунтской и Себастопольской епископий появляется целый ряд епископских кафедр, объединённых в одну Абазсгскую архиепископию.В VI–VII веках в ведении Абазгской архиепископии были следующие епископские кафедры: 1.Цандрипшская,
2.Пицундская,
3. Анакопийская,
4.Себастопольская,
5.Цебельдинская,
6.Гюэносская (Очамчира).
ლეგენდააა, თითქოსდა, აფხაზეთის ქართული საკათალიკოსოს დაარსებამდე არსებობდა საეპისკოპოსოები ცანდრიპშისა (სრული მითია), წებელდისა (სინამდვილეში, წებელდის წარწერები მიუთითებს, რომ ის ქართული იყო), ბიჭვინთისა (სინამდვილეში, აქ მხოლოდ ქართულენოვანი წირვა-ლოცვა აღესრულებოთა ათასი წლის მანძილზე), სებასტოპოლისისა (წყაროში ნახსენები სებასტოპოლისის კათედრა ამასიასთან ახლოს ლოკალიზდება და შეცდომაა მისი გაიგივება ცხუმთან), ანაკოფიისა (ეს ქალაქი, ვახუშტის ცნობით, ბაგარტიონ მეფეთა მიერ იყო აგებული).
დბარი წერს – История сохранила нам имена только двух епископов того периода — Константина, епископа Цибилиума (пер. пол. VI в.) и Феодора, епископа Питиунтского (VII в.).
ციბილიუმს უწოდებენ წებელდას, რომლის სახელიც სიტყვა წაბლთანაა დაკავშირებული, ის მდებრეობდა ამჟამინდელ გულრიფშის რაიონაში. იქ მიკვლეულია ადრინდელი ფეოდალური დროის ციხესიმაგრის ნანგრევები, როგორც წესი, მიისაკუთრა პროპაგანდისტულმა სეპარატისტულმა მეცნიერებამ.
იმის გამო, რომ, როგორც ითქვა, აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთის ისტორია არაა სათანადოდ შესწავლილი, წებელდა დაუკავშირეს VI საუკუნის ბიზანტიელი ავტორების პროკოპი კესარიელისა და აგათია სქოლასტიკოსის ცნობებში ნახსენებ აფსილების მთავარ ციხესიმაგრეს — ციბილიუსს (ციბილიუმს). ჩვენი კვლევით კი, აფსილეთი (აფსილია) მდებარეობდა არა აფხაზეთში, არამედ სუფსას ხეობაში, შესაბამისად, წებელდა აფხაზეთის ციხესიმაგრე იყო, ხოლო ციბელიუმი გურიის მთებში, იქნებ გუბაზოულის (გუბაზ მეფის სახელის მატარებელი მდინარის) ხეობაში ვეძიოთ.
ხოლო მე-7 საუკუნის პიტიუნტის ეპისკოპოსი იჯდა არა ბიჭვინთის, არამედ ოფ-რიზეს ოლქში მდებარე პიტიუნტის საეპისკოპოსოს კათედრაზე.
უმთავრესი კი ისაა, რომ არც ერთი მის მიერ აღნიშნული საეპისკოპოსო კათედრა აფხაზეთში არასოდეს არსებულა, კერძოდ, ბიჭვინთა (და არა პიცუნდა) ქართველებმა ააგეს მე-10 საუკუნეში, ეს განაცხადი იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ადგილზე მდებარეობდა წყაროებით ცნობილი პიტიუნტი, და სხვა ადგილზე _ ბიჭვინთა.
კერძოდ, ხოლო პიტიუნტის კათედრა იყო არა ბიჭვინთა, არამედ, ნ. ადონცისა და სხვათა მიერ, წყაროებზე დაყრდნობით ლოკალიზდებოდა ლაზიკაში, ოფ-რიზეს რეგიონში, მახლობლად მდებარეობდა სებასტოპოლისის კათედრა და არა ქართულ ცხუმში.
დბარი თხზავს მითებს არარსებული აფხაზური ეპარქიების შესახებ, ნაცვალად იმისა, რომ იკვლიოს რეალურად არსებული მოქვის, დრანდის, ბედიას, ბიჭვინთის საეპისკოპოსო კათედრების ისტორიები.
მან კარგად იცის, რომ აფხაზეთის კათედრები მხოლოდ და მხოლოდ ქართული საეპისკოპოსო ცენტრები იყო ქართული მრევლით.
იცის ასევე, რომ აფსუური ანუ აბაზინური მრევლი არასოდეს არსებულა, რადგანაც მე-19 საუკუნემდე აფსუები ანუ აბაზინები წარმართები ან მუსლიმანები იყვნენ, ტატიშჩევის ცნობის შესაბამისად, მათ აფხაზეთში დამკვიდრების შემდეგ ქართველები აფხაზებს უწოდებდნენ და ისინი პირიქით, შლიდნენ და აუქმებდნენ აფხაზეთის საეპისკოპოსო კათედრებს. როგორც ვახუშტი ამის შესახებ მიუთითებს „აწ აფხაზთაგან არღარა არიან ორთა ამათ შინა ეპისკოპოზნი“.
http://openlibrary.ge/bitstream/123456789/5076/10/Sakartvelos%20Geograpia%20-%201904.pdf
ვახუშტის ამ ჩანაწერის დროს, ანუ მე-18 ს. დასაწყისში, აფსუა-აფხაზების მიერ ჯერ კიდევ არა იყო განადგურებული ბედიის კათედრა, არამედ მხოლოდ ორი, მოქვი და დრანდაა ამჟამად განადგურებულიო – წერდა ვახუშტი – „არამედ აწ აფხაზთაგან არღარა არიან ორთა ამათ შინა ეპისკოპოზნი“.
სწორედ ამ უკანასკნელთა (აფსუა-აფხაზთა) შესაჩერებლად ააგეს ამ ქართველმა ეპისკოპოსებმა და ლევან დადიანმა სამეგრელოს დასაცავად დიდი კედელ-გოდოლი, რომელსაც ამჟამად აფხაზეთის დიდი კედელი ეწოდება.
ვახუშტი წერს – „ამ ანაკოფიის აღმოსავლით ზღვიდამ მთამდე, შეავლო ზღუდე დიდი ლევან დადიანმან, აფხაზთა გამოუსვლელობისათვს. განა აწ უქმად არს“.
http://openlibrary.ge/bitstream/123456789/5076/10/Sakartvelos%20Geograpia%20-%201904.pdf
რატომ ანგრევდნენ და აუქმებდნენ აფსუა-აფხაზები ეკლესია-მონასტრებს? ვახუშტი წერს ამის მიზეზს –
„ვინადგან აფხაზნი არღარა მონებენ რჯულსა და სარწმუნოებასა“.
http://openlibrary.ge/bitstream/123456789/5076/10/Sakartvelos%20Geograpia%20-%201904.pdf
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ნაცვლად აფხაზეთის საკათალიკოსოს ისტორიის კვლევისა, ანუ ნაცვლად იმისა, რომ დბარმა გადმოგვცეს ამ ქართული საეკლესიო ერთეულის ისტორია, მკითხველს აბნევს ქრისტეშობამდე მეორე და პირველი ათასწლეულების აღწერით, მიაჩნია, რომ ამ ათასწლეულებში აფსუების წინაპრები მთელ დასავლეთ კავკასიას ფარავდნენ მცირე აზიის ერთ ნაწილთან ერთად.
დბარი ვერ აღწერს აფხაზეთის საკათალიკოსო ისტორიას, რადგანაც არ იცნობს აფხაზეთიდან გამოსულ მრავალ საეკლესიო საბუთს, რომელნიც მხოლოდ ქართულ ენაზე არიან შედგენლები, სამაგიეროდ, როგორც ითქვა, მკითხველს ღლის თავისი განუსაზღვრელი კვლევებით აფხაზი ეთნოსის ისტორიის შესახებ ძველი წლთაღრიცხვის მე-2 ათასწლეულიდან ვიდრე წმ. ანდრია პირველწოდებულამდე.
მისი კვლევა უფრო ფანტაზიის სფეროა, რადგანაც კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, არაფერს წერს, მაგალითად, მე-16 და მე-17 საუკუნეების ტრაგედიის შესახებ, რომლმაც შეცვალა ბიჭვინთის, მოქვის , დრანდის , ბედიისა და სხვა კათედრათა ბედი, მოსპო და გაანადგურა ეს ქართული სიწმიდეები, აგირუებად გადააქცია მკვიდრი მოსახლეობა სამეგრელოსი, რომლის საზღვრებში იქამდე შედიოდა ბიჭვინთა.
ეს კათედრები და ქრისტიანაობა აფხაზეთში მოისპო არა ქართველთა მიერ, როგორც წარმოაჩენს დბარი, არამედ, ვახუშტის სიტყვით, აფხაზებად წოდებულ ადიღეთა მიერ, რომელთაგან თავდაცვა სურდათ ლევან მე-2 დადიანს და აღნიშნულ ეპისკოპოსებს ე.წ. „აფხაზეთის დიდი კედლის“ აგებით.

Свт. Евстафий, еп. Антиохийский. Миниатюра из греко–груз. руокписи. XV в. (РНБ. О.I. 58. Л. 116 об.) წმიდა ევსტაფი, ქართული წარწერებით.
დბარის გავლენა იმდენად ძლიერია, რომ მის მონაცემებს ეყრდნობა ვიკიპედია და ზოგიერთი რუსი ისტორიკოსი მის ფანტასტიკურ დასკვნებს საყოველთაოდ იზიარებს.
მაგალითად, В.А. Нюшков თავის სამეცნიერო სტატიაში წერს, თითქოსდა, დასავლეთ საქართველოში არაბობამდე არსებობდა „აფსილების ათასწლოვანი“, ე. წ. წებელდის კულტურა, რომელიც არაბთა შემოსევამ გაანადგურა,
http://apsnyteka.org/file/niyushkov_v_patriky_marin_i_ego_syn_evstafy.pdf
ახალი მტკიცება („აფსილების ათასწლოვანი კულტურის “ არსებობის შესახებ), შეიძლება ითქვას, რომ აფხაზ მკვლევართა მიერ წყაროების ბარბაროსული გამოყენების შედეგია.
დბარის მიზანია როგორმე დაამტკიცოს, რომ აფხაზთა საკათალიკოსოს დაარსებამდე არსებობდა აფსუების უძლიერესი ეკლესია არა მხოლოდ საკუთარი საეპისკოპოსოებით, არამედ წმიდანებითაც, ასეთად, მაგალითად, მას გამოჰყავს „აფსილების მეთაურის ვაჟი ევსტაფი“. ეს მტკიცება საყოველთაოდ იქნა გაზიარებული, იუშკოვი და სხვები ამტკიცებენ, რომ აფსილები აფსუების წინაპრები არიან.
იუშკოვი წერს – ევსტაფი „აფხაზი ნაციის პირველი წმიდანია“.
http://apsnyteka.org/file/niyushkov_v_patriky_marin_i_ego_syn_evstafy.pdf
ლეგენდისათვის კი ფანტასტიკურია მათი მსჯელობა -„ Их проникновение под руководством полководца Джахара-ибн-Абдуллаха на территорию исторической Цебельдинской долины в 723–725 и 729–730 гг., а также в 738 г. под руководством Сулеймана ибн Исама привело к гибели известную на всём Восточном Причерноморье с тысячелетней историей Цебельдинскую культуру апсилов. Согласно Феофану Хронографу (или же Феофану Исповеднику), этот драматический период в истории Апсилии увязывается с правлением Марина, первого из апсилов и его сына Евстафия“.
მანიპულაციებით, ის დიდება, რაც მორწმუნეთა გულებში არის წმ. ევსტაფი ანტიოქიელის მიმართ, დბარმა გადაანაცვლა ვინმე აფსილი ევსტაფის მისამართით, რაც შესანიშნავად მოახერხა.
3
ბოლოსიტყვა
აფხაზთა სამეფოს ხალხი, ჩვენამდე მოღწეული ყველა მასალისა და არტეფაქტის მიხედვით ქართულენოვანი, მტკიცედ მართლმადიდებელი ხალხი იყო, საკუთარი ქართულენოვანი საეპისკოპოსოებითა და მრევლით.
ძველი აფხაზები, მე-10 ს. უცხოელი ისტორიკოსის, უხტანესის სიტყვით, ქართველები იყვნენ, ანუ ქართულენოვანი ხალხი, ხოლო ახალი, ანუ ჩვენი თანამედროვე აფხაზები, ადიღურენოვანი ხალხია, რომელიც თავისი აფხაზეთში გამოჩენის პერიოდში, ანუ ძირითადად მე-17 საუკუნისათვის, ვახუშტის სიტყვით, ქრისტიანობას არა თუ იცავდნენ, არამედ, მას ებრძოდნენ.
ამის მიუხედავად, ქართველები და ამჟამინდელი აფხაზები ერთმანეთთან გენეტიკურად ყველაზე ახლოს მდგომი, ერთმანეთის სისხლით მონათესავე ხალხები არიან, რასაც გენეტიკური ჰაპლოჯგუფების იგივეობა ადასტურებს, თუმცა მენტალურად განსხვავებულნი.
ოდესღაც ერთი ხალხის ერთმანეთისაგან მენტალური განსხვავება წარმოიშვა იმის შემდეგ, რაც, პირველი რუსი ისტორიკოსის ვ. ტატიშჩევის ცნობით, XVII-XVIII საუკუნეებში, საქართველოს ამ კუთხეში, აფხაზეთში, ჩასახლდა მდ. ყუბანის ხეობის ხალხი, ანუ აბაზები და სხვადასხვა ადიღე ტომი.
აფხაზეთში ჩასახლებული ყუბანელი ადიღები წარმართები იყვნენ მუსლიმური გავლენის ქვეშ, ამიტომაც ებრძოდნენ ზოგადად ქრისტიანობას და, ვახუშტის ცნობით, მათ მიერ (რომელთაც აფხაზები ეწოდათ აფხაზეთში დასახლების შემდეგ) მე-18 ს. დასაწყისში უკვე გაუქმებული იყო მოქვისა და დრანდის საეპისკოპოსოები, მალევე, მათ ამავე საუკუნეში, ბედიაც გაანადგურეს.
ახლი აფხაზები ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც ჩამოსულმა ჯიქეთისა და ყუბანის ადიღეველებმა მოახდინეს ადგილობრივი ეთნოსუფსტრატის ასიმილირება.
თავდაპირველად, ჯერ კიდევ ქართული აფხაზეთის სამთავროს თავად-აზნაურებმა (რომელნიც ლევან დადიანმა შეურაცხყო აქაური მთავრის ასულის შეურაცხყოფით) გადაწყვიტეს სამეგრელოს სასტიკი დასჯა ჩრდილოკავკასიელი მეომარი ტომების, ანუ ადიღების დახმარებით.
ამის გამო მათ გახსნეს უღელტეხილები და ჩრდილოკავკასიასთან მაკავშირებელი გზები (რომელთაც იქამდე მედგრად იცავდნენ) და ყუბანის ხეობიდან აფხაზეთის სამთავროში შემოუშვეს მეომარი ადიღური ტომები, შეუკავშირდნენ მათ, საომრად მიმართეს მდიდარი სამეგრელოს დასარბევად და იქაურ ეკლესია-მონასტრებსა და კათედრალებში დაცული ათასწლობით ნაგროვები და შეწირული ოქრო-ვერცხლის ხატების, ჯვრებისა და სხვა სიმდიდრის დასატაცებლად.
იმჟამად სამეგრელოში შედიოდა ვრცელი მიწა-წყალი, ვიდრე თითქმის ბზიფისწყლამდე, ისე, რომ ბიჭვინთაც სამეგრელოს დაცვის ქვეშ იყო. მათ დაამარცხეს ლევან დადიანი ამ მონაკვეთზე, მალე სამეგრელოს საზღვარმა გადაიწია მდ. კოდორამდე. თანდათანობით მდ.კელასურამდე. ამ დროს ლევან მეორე დადიანმა, მოქვის, დრანდისა და ბედიის ეპიკოპოსებმა სამეგრელოს დაცვის მიზნით ააგეს გრანდიოზული, თითქმის 100 კმ. სიგრძის ზღუდე-კედელი სათოფურებიანი ასობით კოშკით, მაგრამ ახალმა აფხაზებმა, ანუ ადიღურენოვანმა ლაშქარმა, ის დასძლია, გაუქმდა აფხაზეთის ქართული საეპისკოპოსოები, აფხაზეთის კათალიკოსმა ბიჭვინთა მიატოვა და ეს კათედრაც განადგურდა.
სამეგრელოს საზღვარი შემდეგ იყო ეგრისწყალი, შემდეგ კი ენგური. იმდენად დიდი ოდენობის ადიღები იბრძოდნენ სამეგრელოს წინააღმდეგ და ესახლებოდნენ ყოფილი სამეგრელოს ჩრდილოეთ ნაწილში (ამჟამინდელ სოხუმის, გულიფშის, ოჩამჩირისა და გალის რაიონებში), რომ ეს ცნობილი გახდა და აღწერა იმჟამინდელმა რუსმა ისტორიკოსმა ტატიშჩევმა.
ადიღე მოლაშქრეთა ნაწილი უკან დაბრუნდა, ნაწილი კი დარჩა თავიანთ ახალ ქვეყანაში-აფხაზეთში, მალე მათ შეძლეს ეთნოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება, ანუ ისინი გადაიქცნენ ზედაფენად, ხოლო აფხაზეთის ქვედა ფენა იყო ადგილობრივი მეგრულ-სვანური მოსახლეობა, რომელნიც ამჟამადაც კი ახალი აფხაზების უმეტესობას შეადგენენ, ამჟამადაც მათ მიერ მალულად მოიხმარება მეგრული ენა, აქვტ მეგრული გვარები და ძველქართული შესანიშნავი საოჯახო ადათ -წესებით.
აფხაზური საზოგადოება ამ პერიოდში (მე-17 ს. შემდეგ) წარმოადგენდა ეთნოკრატიას, ადიღე კლანი სათავეში ედგა ქვედა უმრავლესობას, ანუ მეგრელ-სვანებს.
ანუ ადიღეური ეთნიკური ფენა ზედა, მმართველი ფენა იყო, ხოლო ქვედა, დამორჩილებული ფენა მათ მიერ იწოდებოდა ასეთი სახელით – „აგირუა“, ან “აგიური“, ორივე ეს სიტყვა სოციალური მნიშვნელობით ნიშნავს „მონას“, ხოლო ტომობრივი მნიშვნელიბით „მეგრელს“ ან „გურულს“, (უნდა მომდინარეობდეს თურქული სიტყვიდან „გურჯი“).
რუსეთის იმპერიის პერიოდში, რადგანაც მონობა აკრძალული იყო, აგირუები და აგიურები, გლეხებად იწოდნენ, ხოლო სოციალისტურ აფხაზეთში, საქართველს მმართელი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის ა. მგელაძის ცნობით, აფხაზი ბოლშევიკების ლიდერმა ნ. ლაკობან შეძლო შენარჩუნება ეთნოკრატიისა. მგელაძემ ამის შესახებ მოახსენა სტალინს –
„…В свое время Лакоба и его единомышленники поступали таким образом: наркомами и руководителями республиканских учреждении они выдвигали, как правильно, абхазов, а их заместителями – грузин. Абсолютное большинство этих абхазов было совершенно неграмотно, вплоть до того, что не умело подписываться. Всю практическую работу в наркоматах и в республиканских учреждениях приходилось вести заместителям наркомов или заместителям руководителей республиканских учреждении…“.
https://matiane.wordpress.com/2013/04/22/report-to-stalin-on-abkhazia/.
ეთნოკრატია შენარჩუნებულია ამჟამადაც.
როგორც ითქვა, აფხაური საზოგადოება ორფენოვანია, ზედაფენა არის მცირერიცხოვანი, მაგრამ ისინი უსიტყვოდ ბატონობენ ქვედა ფენაზე, რაც საზოგადოებრივი ურთიერთობის მტკიცე, კანონიერ და ნორმალურ მდგომარეობად მიიჩნევა.
ზედაფენა პირდაპირი მემკვიდრეები არიან აფხაზეთში ჩამოსახლებული ადიღეველებისა, ისინი მცირერიცხოვანია და ამიტომაც ნაკლებია მათი ზემოქმედება გენეტიკურ ჰაპლოჯგუფზე, ქვედა ფენა კი არის ასიმილირებული აფხაზეთის მკვიდრი უმრავლესობა (რასაც ასახავს გენეტიკური ჰაპლოჯგუფი), მათ აფსუურ შინაურ წრეში კვლავ აგირუები ეწოდებათ, ისინი ძალზე გულმოდგინედ მალავენ თავიანთ მეგრელობას, თუმცა ოჯახებში ასეთი აფხაზების უმეტესობა მეგრულად ლაპარაკობს, ამჟამადაც მეგრული ენა აფხაზეთის უმრავლესობის ენაა, მაგრამ ფარულად მოსახმარი, აფიშირების გარეშე.
აფსუების ენა, რომელსაც ამჟამად აფხაზური ენა ეწოდება, თითქმის არც კი ისმის საჯარო შეხვედრების დროს, ეს ენა უმრავლესობამ არ იცის, ამიტომაც, აფხაზეთის ნამდვილი საურთიერთობო ენა ამჟამად არის რუსული ენა, დაბალი ფენა ცდილობს ოჯახებშიც კი მეგრული ენა ჩაანაცვლოს რუსული ენით, ხოლო ზედაფენა რუსულ ენას იყენებს, ვითარცა თავისი მმართველობის საშუალებას.
საბოლოო ჯამში, აფხაზთა დაბალი და მაღალი ფენები მენტალურად ერთიანი ხალხია, სრულებით განსხვავებული ძველი, ანუ ქართველი აფხაზებისაგან, კერძოდ, ძველი აფხაზები საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტკიცე დამცველნი, ქართული კულტურის მშენებელ-შემოქმედნი იყვნენ, რომელთაც ააგეს დიდებული ბიჭვინთის, მოქვის, დრანდის, ბედიის კათედრალები, ლიხნის, კუმურდოსა და სხვა ტაძრები, ხოლო ახალი, ადიღეურენოვნი აფხაზები პირიქით, ლამბერტის თუ ვახუშტის სიტყვით, ისინი ებრძოდნენ და ანგრევდნენ ათასი წლობით ნაშენებ ქართულ სახელმწიფოსა და კულტურას, ამჟამად კი მასზე პრეტენზიას აცხადებენ და აფხაზეთის ძველი ქართული კულტურისა და წარსულის მიტაცება სურთ დბარის მსგავსი თეორეტიკოსების მეშვეობით.
წყაროებით დასტურდება და, ქართლის ცხოვრება აღწერს, ბიჭვინთასთან აფხაზთა კათალიკოსის ჯარის მედგარ თავდაცვით ბრძოლას შემოჭრილ ჯიქებთან (ადიღებთან) მე-16 საუკუნეში. ხოლო, როგორც ითქვა, მე-17 საუკუნესა და მე-18 ს. დასაწყისში ადიღების ყუბანიდან აფხაზეთში ჩასახლების შესახებ წერს ვასილი ნიკიტას ძე ტატიშევი (1686-1750), რომ სამეგრელოს ჩრდილოეთ ნაწილში, რომელსაც აფხაზეთს ვუწოდებთ, ახლა, ჩვენს დროს ესახლებიანო ჩრდილოკავკასიელი ყუბანელები, ანუ ადიღე-ჩერქეზები.
”Паче же мною, часть Мингрелии Северная, которую турки и кабардинцы имянуют Авхазос, наши древние именовали обезы… Ныне оной большую часть кубанцы наполняют”.
(В. Н. Татищев, история Российская, I, М.-Л. 1962, გვ. 171).
იმჟამად ძალზე მრავალრიცხოვანი ადიღეთა შემოტევების შეჩერება ბიჭვინთასთან შუძლებელი იყო, ამიტომაც აფხაზეთის კათალიკოსი იძულებული გახდა დაეტოვებინა ათასწლოვანი ბიჭვინთა და თავი გელათისათვის შეეფარებინა. როგორც ითქვა, ლევან დადიანსა და ეპისკოპოსების მიერ აგებული აფხაზეთის 100 კილომეტრიანი ზღუდე-კედლის გადალახვის შემდეგ ახალი ანუ ადიღე აფხაზები შეესივნენ მოქვის, დრანდისა და ბედიის საეპიკოპოსოთა მრევლს, ანუ სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და გალის მოსახლეობას, იავარყვეს იქაურობა, ისე, რომ მე-19 ს. დასაწყისის მოგზაური სპენსერი ამ მხარეებს გაუდაბურებულ, ეკალ-ბარდით დაფარულ დაჭაობებულ მიწა-წყალს უწოდებდა.
მე-20 საუკუნეში ქართველებს კიდევ ერთხელ მიეცათ საშუალება აფხაზეთის აღორძინებისა, აქ დასახლებულმა ქართველებმა თავდაუზოგავი შრომით, დიდი ჯაფითა და ოფლისღვრით დააშრეს აფხაზეთის დაჭაობებული მიწები, გაკაფეს ეკალ-ბარდი და გააშენეს შესანიშნავი პლანტაციები ციტრუსისა, ჩაისა და ვენახისა, ააყვავეს თავიანთი ეზო-გარემო, ააშენეს ახალი სოფლები და ქალაქები, ააღორძინეს საეპისკოპოსოები, ააგეს ახალი ულამაზესი ტაძრები, მაგრამ კვლავ ჩრდილოკავკასიელი, უკვე ბოევიკების სახით (რომელნიც უცხოეთში ტერორისტებად მიიჩნეოდნენ), მოახდინეს ადგილობრივი ანუ აფხაზეთის ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდა, მრავალი ათასი დახოცეს, ხოლო სამას ათასამდე გამოაძევეს საკუთარი სახლ-კარიდან, უპასუხოდ მიისაკუთრეს მათი ნაწვალები ქონება. ახალ აფხაზებს ჩაუნერგეს უსამართლო შთაგონებანი, მაგალითად, აფხაზურ სოციალურ ქსელში იძებნება ერთ-ერთი მოწოდება ასეთის სახისა: „ყველგან მოვსპოთ ქართული წარწერები, რადგანაც მათ ჩვენი ძველი არქივი გაანადგურეს“.
აქ ქართულ წარწერებში იგულისხმება აფხაზეთის მრავალი ქართული წარწერა, ვთქვათ, ლიხნის ეკლესიისა, ბესლეთის ხიდისა და სხვა, მათ შორის მუზეუმებშიც დაცული, ხოლო შთაგონება, რომ ოდესღაც არსებობდა არქივში დაცული აფხაზურენოვანი საბუთები, გამომდინარეობს, ასევე, დბარის დისერტაციის ფურცლებიდან.
თავის დისერტაციაში დბარი ქმნის შთაბეჭილებას, თითქოსდა, არსებობდა აფხაზური, აფხაზურენოვანი საბუთები, რომელნიც ქართველებმა გაანადგურეეს მე-17 საუკუნეში ბიჭვინთის დარბევის დროს.
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ბიჭვინათა, ანტიოქიელი და იერუსალიმელი პატრიარქების სიტყვით, „ქვემო ივერიის“ საეკლესიო ცენტრი იყო, შესაბამისად, მუდამ ქართულენოვანი და ის მე-16 და მე-17 საუკუნეებში გაანადგურეს არა ქართველებმა, არამედ ადიღებმა ანუ აფსუების წინაპრებმა.
ამასთანავე, აქ არც ოდესმე არსებულა აფხაზურენოვანი საბუთები, მით უფრო, რომ აფსუების (ახალი აფხაზების) დამწერლობა მხოლოდ მე-20 საუკუნეში შეიქმნა (თუმცა მე-19 საუკუნეში მის შესაქმნელად იღვწოდა ქართველი მაჭავარიანი და სხვები), ხოლო ძველი აფხაზები ქართველები იყვნენ, როგორც ითქვა, ისინი ქართველებად იწოდებიან აფხაზთა სამეფოს უდიდესი აყვავების დროს მოღვაწე ცნობილი ისტორიკოსის, უხტანესის მიერ X საუკუნეში.
კიდევ ერთხელ გვიმეორებთ უხტანესის ცნობას მისი დიდი მნიშვნელობის გამო. უხტანესი წერს
ნაბუქოდონოსორის შემდეგო, ქრისტეშობამდე, – „ივერიელთა ტომი აღორძინდა, გამრავლდა ზღვის პირას აქეთ-იქით (უხტანესი გულისხმობს შავი ზღვისპირეთს), მოედო იმ მხარეს (უხტანესი გულისხმობს დასავლეთ საქართველოს) და გავრცელდა სომეხთა და ალბანთა საზღვრამდე (უხტანესი გულისხმობს აღმოსავლეთ საქართველოს), შეიქმნა ფრიად მრავალი ხალხი და იმ ქვეყანას აფხაზეთი ეწოდება (უხტანესი ივერების ქვეყანას აფხაზეთს უწოდებს). ურიცხვია სახელი თითოეული გავარისა …ითესლეს და გამრავლდნენ და გახდა ტომი, რომელსაც თავის პირველ ქვეყანაში ივერიას უწოდებდნენ, აქ კი ქართველნი ეწოდებათ (უხტანესის ცნობით, აფხაზეთი ქართველების ანუ ივერების ქვეყანაა), ტომითაც, ენითაც, დამწერლობითაც, მამამთავრობითაც და მეფობითაც განმტკიცდნენ (უხტანესის მტკიცებით, აფხაზეთი დიდი ქვეყანაა, ის განფენილია შავი ზღვიდან ვიდრე ალბანთა და სომეხთა საზღვრამდე, მის ხალხს ქართველებს აქვთ თავისი ენა, დამწერლობა, სამამამთავრო და სამეფო ტახტი), ხოლო გამოჰყო, გამოაცალკევა და განაშორა ჩვენგან კირიონ სკუტრელმა „(უხტანესი, გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან, გვ. 67).
უხტანესის მტკიცებით, ხალხის, რომელიც ავსებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს, მცხოვრებს შავი ზღვიდან ვიდრე სომხეთ-ალბანეთამდე, ჰქვია ქართველები, მათ ქვეყანას კი ეწოდება აფხაზეთი, ქართველები ანუ ივერები, სომხური ეკლესიისაგან გამოაცალკევა კირიონ კათალიკოსმაო (VI–VII სს.) – წერს ის.
ვინაიდან, უხტანესის სიტყვით, შავი ზღვისპირეთის არეალი ქართველებით იყო დასახლებული, ამიტომაც იქაურ ქართველთა უდიდესი სასულიერო ცენტრ – ბიჭვინთის ტაძარი, ქართულენოვანი ღვთისმსახურების კერა იყო, რაც აქ საუკუნეთა მანძილზე დაწერილი საბუთებით დასტურდება, მის შემოგარენში უამრავი საეკლესიო ნაგებობის ნაშთია აღმოჩენილი ქართული წარწერებით, ერთ-ერთი მე-8 საუკუნისაა.
ბიჭვინთის ტაძარი აგებულია არა იუსტინიანეს მიერ მე-6 საუკუნეში, არამედ ქართული არქიტექტურის ტიპური ნიმუშების შესაბამისად მე-10 საუკუნეში აფხაზ ანუ ქართულენოვან მეფეთა მიერ ბზიფისწყლის შესართავთან.
აფხაზთა მეფეებმა, წყაროთა ანალიზის მიხედვით, ბიჭვინთა ააგეს იმ დროს არსებული სახელმწიფოებრივი და საეკლესიო მიზანშეწონილობის შესაბამისად. კერძოდ კი, ამ არეალზე მზარდი ბიზანტიური ექსპანსიის გასანეიტრალებლად.
სწორედ ბიჭვინთის მიჯნაზე მდებარეობდა ე.წ. „კავკასიის ალანია“, ამასთანავე, აქვე ლოკალიზდება ვახუშტის მიხედვით ე.წ. „აფხაზეთის ალანია“ .
სწორედ ამ ალანიაში სურდა კონსტანტინოპოლს თავისი ეპარქიის დაარსება, რაც მიუღებელი იყო აფხაზთა მეფეებისათვის, რომელნიც პატრონობდნენ ქართულენოვან აფხაზეთის საკათალიკოსოს.
ამის გამო ბერძენი სასულიერო პირები ალანთა მეფეებმა გააძევეს ალანიიდან 931-932 წლებში.
მე-10 საუკუნეში კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნიკოლოზ მისტიკოსი (901-907 და 912-925 წწ.) ცდილობდა ეპარქიის დაარსებას კავკასიის ალანიაში, მაგრამ ბერძენი სასულიერო პირები ალანთა მეფეებმა გააძევეს ალანიიდან 931-932 წლებში, ჩანს, აფხაზ მეფეთა მოთხოვნით. არაბი ისტორიკოსი ალ-მასუდი იძლევა ცნობას ბერძენ სასულიერო პირთა განდევნის შესახებ 931-932 წლებში: „აბასიდების დროს ალანთა მეფეებმა, რომლებიც იქამდე იყვნენ წარმართები, მიიღეს ქრისტიანული სარწმუნოება, მაგრამ 320 წლის შემდეგ განდგნენ მისგან და განდევნეს ეპისკოპოსები და მღვდლები, რომელნიც მათთან რუმის მეფეებმა გააგზავნეს».
http://www.vostlit.info/Texts/rus13/Sirvan_Derbend/pril3.phtml?id=1900
ნიკოლოზ მისტიკოსი თავის წერილებში თხოვდა აფხაზთა მეფეებს დახმარებას, რათა მათ შეეწყნარებინათ კონსტანტინოპოლიდან გაგზავნილი სასულიერო პირები, მაგრამ აფხაზთა მეფეებს გააჩნდათ თავიანთი თავისთავადი ქართულენოვანი აფხაზეთის საკათალიკოსო, მათ მიერვე დაარსებული ქართულენოვანი საეპისკოპოსოებით და ამიტომაც ისინი ვერ შეეგუებოდნენ ბიჭვინთის საკათალიკოსო ცენტრთან ახლოს უცხო ეკლესიის (ანუ კონსტანტინოპოლის) ეპარქიის დაარსებას კავკასიის ალანიაში.
ჩანს, აფხაზთა მეფეებმა ალან მეფეთა ხელით შეძლეს მათთვის არასასურველი იურისდიქციისაგან თავის არიდება, ანუ ბერძენი სასულიერო პირები გაძევებულ იქნენ 932 წლისათვის (ვფიქრობ, რომ აფხაზთა მეფეებმა პირდაპირ მოქმედებას თავი აარიდეს, რადგანაც კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ზოგადად, უდიდეს ავტორიტეტს წარმოადგენდა მართლმადიდებელთათვის, ანუ მისი სამეფოს მორწმუნეებისათვისაც).
თითქმის ერთი საუკუნე 932 წლიდან ვიდრე 1032 წლამდე კავკასიის ალანია ანაკოფიასთან ერთად ძირითადად აფხაზ მეფეთა გავლენის სფეროში შედიოდა. ამ დროს მათ კავკასიის ალანიაში ააგეს ცნობილი არხიზ-ზელენჯუკის, სენტისა და შუანას ტაძრები, მაგრამ 1032-1033 წლისათვს პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, რასაც იურისდიქციის ცვლილებაც მოჰყვა.
კერძოდ, საქართველოს მეფე გიორგი 1-ის ქვრივმა ოსმა დედოფალმა ალდემ ანაკოფია (მიმდგომ კავკასის ალანიასთან ერთად) გადასცა ბიზანტიას, ამის გამო კავკასიის ალანია აღმოჩნდა კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში 1081 წლამდე. ამ წლებში (1033-1081) ბერძნებმა ხელახლა აკურთხეს არხიზ-ზელენჯუკის, სენტისა და შუანას ტაძრები, აქ დაარსდა ბერძნული ეპარქია კავკასიის ალანიისა.
1074 წელს თურქ-სელჯუკებთან დიდი მარცხის გამო ანაკოფიისა და ტაოს მიტაცებული ციხეები ბიზანტიამ უკანვე დაუბრუნა საქართველოს,
ხოლო 1081 წლისათვის ბიზანტიის დედოფალ მარიამ ალანელის შუამდგომლობით მისმა შვილობილმა იმპერატორმა ალექსი კომნინმა „კავკასიის ალანიის“ მიწა-წყალი უკან დაუბრუნა საქართველოს, შესაბამისად, აქ უნდა აღდგენილიყო ქართული საეკლესიო იურისდიქცია.
ამის გამო ალანიის ბერძნული ეპარქია კი არ გაუქმდა, არამედ ის გადაადგილებულ იქნა მახლობელ ბიზანტიურ ტერიტორიაზე, დონის სტეპებში (მას უწყლო და უდაბურ ადგილად მოიხსენიებს იქაური ბერძენი ეპისკოპოსი), შესაბამისად, კავკასიის ალანია უკან დაუბრუნდა აფხაზთა საკათალიკოსოს, ანუ ქართული ეკლესიის წიაღს.
https://meufeanania.ge/admin/upload/img/01cf9648673ce7345aaf064b641df6a7.pdf
ბიჭვინთაში 1000 წლის მანძილზე იქმნებოდა მხოლოდ ქართულენოვანი საბუთები. საბედნიეროდ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდეა შემონახული და დაცული სხვადასხვა საცავში და მრავალია გამოცემული, ესენია, როგორც სამართლის ძეგლები, ისე წმიდა სახარებანი და საეკლესიო დანიშნულების ხელნაწერები, ცხადია, ყველა ქართულენოვანი და არა ე.წ. „აფხაზურენოვანი“.
აფხაზეთის ხელნაწერების ქართულენოვნებას და საერთოდ მათ არსებობას ჩქმალავს დბარი, რათა მკითხველი ვერ ჩასწვდეს საქმის არსს, ამასთანავე, მას არც კი შეუძლია აფხაზეთიდან გამოსული ასეულობით საეკლესიო და საერო საბუთის გამოყენება თავისი ნაშრომისათვის, რადგანაც არ ფლობს ქართულ ენას.
ქართული ენის ცოდნის გარეშე კი შეუძლებელია აფხაზეთის საეკლესიო ცხოვრების აღწერა. როგორც ითქვა, აფხაზეთის ასეულობით პირველხარისხოვანი საეკლესიო საბუთი არსებობს და მათი გამოყენება აუცილებელია.
დბარის სიტყვით, ბიჭვინთის აოხრების შემდეგ იქაური ხელნაწერების ნაწილი გადამალული იქნა აფხაზეთის სხვა ეკლესია-მონასტრებში, ნაწილი კი გადატანილი გელათის მონასტერში, სადაც მათ გაეცნენ ანტიოქიის პატრიარქი მაკარი მე-3 და იერუსალიმელი პატრიარქი დოსითეოსი (ნოტარიუსი).
დბარი ისე წარმოაჩენს საქმეს, თითქოსდა, ბიჭვინთა ქართველებმა ააოხრეს, აფხაზურენოვანი საბუთები გადამალულ იქნა და ამ აფხაზურენოვან საბუთებს გაეცნენ ანტიოქიელ-იერუსალიმელი პატრიარქები.
დბარი მკითხველს განაწყობს, თითქოსდა, აფხაზური წყაროები კი არსებობდა, მაგრამ ქართველება ანდა სხვებმა გაანადგურეს.
ამ სიცრუის სამტკიცებლად მოჰყავს ბედიელი ეპისკოპოსის მე-17 საუკუნის განცხადება, რომ ძველი მატიანეები (იგულისხმება აფხაზურენოვანი) თურქებმა გაანადგურეს [Федот Елчин, с. 213-214]. მაგრამ ბედიასა და ყველა სხვა კათედრაზე, მათ შორის ბიჭვინთასა და მთელ იმჟამინდელ აფხაზეთში მხოლოდ ქართული წერილობითი ძეგლები არსებობდა და არა ე. წ. აფხაზური, რადგანაც ბედიის ეკლესიის უამრავი საღვთისმსახურო წიგნი და ასევე იქაური წერილობითი წყაროები მხოლოდ ქართულენოვანია, ისინი მოღწეულია, როგორც მოღწეულია აფხაზეთის საკათალიკოსოს უამრავი ხელნაწერი (და ისინი მხოლოდ ქართულენოვანია).
მაშასადამე, ბედიელი ეპისკოპოსი თურქების შემოსევისას ქართული წყაროების განადგურების გამო წუხდა და არა აფხაზურენოვანი საბუთებისა, თურქებმა, კიდევ ერთხელ ვიტყვით, ბედიელი ეპისკოპოსის ცნობით, ქართული საბუთები გაანადგურეს, რადგანაც მხოლოდ ქართული საბუთები არსებობდა აფხაზეთის ყველა ნებისმიერ ეკლესიასა თუ მონასტერში.
აღსანიშნავია, რომ ადიღები ოსმალური პოლიტიკის აღმსრულებელნი იყვნენ, შესაბამისად, ებრძოდნენ ქრისტიანობასა და ქრისტიანულ სიწმიდეებს.
თავისი განცხადებებით დბარი მკითხველს შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოსდა, აფხაზები მე-17 საუკუნეში იყვნენ მსხვერპლი რაღაც აოხრებისა, ამასთანავე, განაწყობს მკთხველს, რომ ამაოხრებლები ქართველები იყვნენ, რომელთაც, მაგალითად, ბიჭვინთაში აფხაზურენოვანი საბუთები მოსპეს.
მაგრამ წყარო აღწერს, თუ ვინ იყო მომხდური.
სინამდვილეში, მომხვდურები იყვნენ ჯიქები ანუ ადიღე-ჩერქეზები, აბაზინები და სხვა მთიელები, რაც ასახულია ქართულ წყაროებში.
მაგალითად, ქართლის ცხოვრება იძლევა ცნობას, რომ მე-16 ს. 60-იან წლებში აფხაზეთის საკათალიკოსო ცენტრის, ბიჭვინთის, ჯიქებისაგან (უცხოტომელ მაოხრებელთაგან) გადასარჩენად ქართველი ეპისკოპოსებიც იბრძოდნენ (თვით გურიიდანაც კი), რაც აღწერილია ზემოთ.
დბარი ახსენებს ანტიოქიელ და იერუსალიმელ პატრიარქებს, რომელნიც გელათში ბიჭვინთის საბუთებს გაეცნენ, მაგრამ პირდაპირ არ ეუბნება მკითხველს, რომ ამ პატრიარქების დასკვნით, აფხაზეთის საკათალიკოსო იყო ივერიის საეკლესიო ერთეული (ქვემო ივერია, ზოჯერ მას უწოდებდნენ ზემო ივერიის საარქიეპიკოპოსოს).
ყველა წყარო და არქეოლოგიური მასალა მიუთითებს, აფხაზეთის საკათალიკოსო ივერიელების ეკლესია იყო, საერთოდ კი აფხაზეთ-სამეგრელოს და მთელ დასავლეთ საქართველოს ივერიას უწოდებდნენ (მაგალითად, ლევან მე-2 დადიანს რუსი მეფე ივერიის ხელმწიფეს უწოდებს ), ამიტომაც, ცხადია, ქართულენოვანი.
მხოლოდ მე-19 და მე-20 სს. გამყალბებლები ოსტატურად, მითებისა და ლეგენდების საშუალებებით (რომელნიც, თითქოსდა, წყაროებს ეყრდნობიან) ცვლიან წარსულის რეალობას და წარმოაჩენენ, თითქოსდა, ოდესმე არსებობდა აფხაზური (გულისხმობენ აფსუურენოვანი) საეპისკოპოსო კათედრები და მძლავრი საეკლესიო ცენტრები, რომელნიც ქართველებმა გაანადგურეს, ამასთანავე, მოსპეს კიდეც აფხაზურ(აფსუურ)ენოვანი საბუთები.
საუკუნეთა გაყალბების ოსტატი მრავალია, ათეულობითაა, მათგან ერთ-ერთია – Людми́ла Гео́ргиевна Хрушко́ва, მისი მიზანია, როგორმე ისე დაწეროს აფხაზეთისა და აფხაზეთის საკათალიკოსოს ისტორია, თითქოსდა, ამ საკათალიკოსოს ანუ აშკარად ქართული საეკლესიო ერთეულის წარმოქმნამდე, აფხაზეთში უკვე საუკუნეთა მანძილზე (IV-VII სს.) არსებობდა საეკლესიო ცხოვრება, მინიშნებით , რომ ის წარიმართებოდა აფხაზური და ბერძნული ენებით.
თვითონ ეს არქეოლოგი ქალი აღიზარდა და წლების მანძილზე მუშაობდა აფხაზეთის ენის ინსტიტუტში, ანუ ანტიქართულ ფსევდოსამეცნიერო კერაში, ქართველთა ეთნიკური წმენდისა და ქართველთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის თეორიული საფუძვლების დამამუშავებელ ცენტრში. Работала в Абхазском государственном музее, с 1974 года — научный сотрудник Абхазского института языка, литературы и истории в Сухуми. , автор более 150 научных публикаций, в том числе 5 монографий.ამ მონოგრაფიებიდან ერთ-ერთი ლიხნის ტაძარს ეხება, სადაც ის ვერ ხედავს ქართულ წარწერებსაც კი , მაშინ როცა ტაძარი, შეიძლება ითქვას, სავსეა მსოფლიო მნიშვნელობის ქართული წარწერებით (მაგ., ინფორმაცია ჰალეის კომეტის შესახებ).
ამ ქალბატონის პედაგოგს Па́вел Алекса́ндрович Раппопо́рт-ს ასე ახასიათებენ – многие выводы Раппопорта об устройстве древнерусских крепостей оказались ошибочными из-за несовершенства исследовательской методики учёного.
თავისი პედაგოგის მსგავსად, ლ. ხრუშკოვას დასკვნები აფხაზეთის საეკლესიო არქეოლოგიისა მცდარია მისი კვლევითი მეთოდიკის არასრულყოფილების გამო, როცა მან ანტიქართული პოლიტიკური მოსაზრებები საფუძვლად დაუდო სამეცნიერო დასკვნებს.
მით უფრო, დბარის დასკვნა, რომ აფხაზეთის საკათალიკოსოს დაარსებამდე, თითქოსდა, V-VII სს.-ში არსებობდა ცანდრიპშის, ანაკოფიისა და წებელდის საეპისკოპოსო კათედრები ეთნიკური აფხაზი ეპისკოპოსების სავარაუდო მეთაურობით (кафедры могли занимать епископы абхазского происхождения).
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ დბარის დისერტაციის დასკვნები კარგად მოფიქრებული ლეგენდებია, რომელსაც წყაროები არ ადასტურებს.
როგორც ადრე ვწერდით, „თანამედროვე ისტორიოგრაფიაში ქართული წყაროების ცნობებს უნდობლობას უცხადებენ იმის მომიზეზებით, რომ თითქოსდა, აღნიშნულ ეპოქაში დასავლეთ საქართველოს სრულად მოიცავდა „პონტოს პოლემონიაკის“ სახელმწიფო, შემდეგ კი, ლაზთა სამეფო, მაგრამ ბიზანტიის ისტორიის ყველაზე მეტად აღიარებული ფრანგი მკვლევარი შარლ დილი წერს, რომ მხოლოდ მდინარე ფაზისამდე ვრცელდებოდა პონტოს პოლემონიაკის საზღვარი, მაშასადამე, ის არ მოიცავდა დასავლეთ საქართველოს (შარლ დილი, ბიზანტიის იმპერიის ისტორია,1998, გვ. 174). მისივე სიტყვით, საერთოდ, ბიზანტიის იმპერიის საზღვარი იყო მდ. ფაზისი (იქვე). რაც შეეხება მდ. ფაზისს, ის წმიდა ექვთიმე მთაწმიდელის განმარტებით, იყო არა მდინარე რიონი, არამედ მდ. ჭოროხი. მან თავის ანდრია პირველწოდებულის მოგზაურობის თარგმანში ბერძნულ დედანში ნახსენები ტერმინი ფაზისი თარგმნა, როგორც მდ. ჭოროხი.
აღნიშნული ფრანგი ისტორიკოსი შარლ მიშელ დილი (1859-1944) არის ბიზანტიის იმპერიის ისტორიის ყველაზე მეტად აღიარებული მკვლევარი და მას აქვს მრავალი წიგნი ბიზანტიის ისტორიისა და კულტურის შესახებ. კიდევ ერთხელ თუ ვიტყვით, ის არ მიიჩნევს, რომ ბიზანტიის იმპერიის წარმოქმნამდეც მთელი დასავლეთ საქართველო უცხო სახელმწიფოების შემადგენლობაში არ შედიოდა. რაც შეეხება პროკოფი კესარიელის, აგათია სქოლასტიკოსის, მენანდრეს, თეოფილაქტე სიმოკატას, ეპიფანე კონსტანტინოპოლელისა და იმპერატორ იუსტინიანეს ცნობებს ლაზიკის შესახებ, ისინი საგანგებოდ იქნა შესწავლილი ჩვენს მიერ, რადგანაც საკითხი ეხება საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის სადავო საზღვრებს დასავლეთ საქართველოში.
ეს საკითხი უფრო გაამწვავა აფხაზი საეკლესიო სეპარატისტის არქიმანდრიტ დოროთე დბარის ნაშრომებმა და მისმა ხშირმა ვიზიტებმა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კარზე, ასევე მისმა უწყვეტმა მიმართვებმა სხვადასხვა პატრიარქებისადმი. მისი მტკიცებით, არა მხოლოდ აფხაზეთი, არამედ მთელი დასავლეთ საქართველო 500-600 წლის მანძილზე (IV-X სს.) არა ქართულ, არამედ კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში შედიოდა.
https://meufeanania.info/sokrates/
დბარის მოსაზრებებს აბათილებს, წყაროთა, მათ შორის ბიზანტიურის, ცნობები, რომ სინამდვილეში, ნოტიციებში ნახსენები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქიის საეპიკოპოსოები (როდოპოლისი, საისინი, ზიგანა-ზიგანევი და პეტრა) მდებარეობდნენ არა დასავლეთ საქართველოში, არამედ ქართველთა უძველეს ქვეყანაში, რომელსაც ამჟამად ლაზისტანი ეწოდება, ტრაპეზუნტის რეგიონში.
იქვე მდებარეობდა ქალაქი ფატსა-ფადისა-ფასიდი-ფაზისი-Polemonium, ქართველთა ყოფილ მიწა-წყალზე, ორდუს ოლქში, რომლის საეკლესიო დიდება გაითავისა ტრაპეზუნტმა, მომავალი ლაზიკის ეპარქიის ცენტრმა.
ხოლო დასავლეთ საქართველო მუდამ ქართული ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა მე-4 საუკუნიდანვე, რასაც აღნიშნავს მე-4 საუკუნის ქრისტიანი ისტორიკოსი გელასი კესარიელი და სხვები, რომ „წმიდა ნინომ მოაქცია იბერები და ლაზები“.
ამ ცნობას, რომ წმიდა ნინომ მოაქცია „ყოველი სავსება ყოველთა ქართველთა ნათესავისა“, ანუ იბერები და ლაზები – აღნიშნავს „ძეგლისწერა“, ასევე გელასი კესარიელის ეპოქის რომაელი და ბერძენი ავტორები, სომეხ აგათანგელოსთან და მოვსეს ხორენაცთან ერთად.
მათი სიტყვით, წმიდა ნინომ მოაქცია ქართველი ხალხი შავი ზღვიდან ვიდრე კასპიის ზღვამდე, „იქადაგა ქართველთა შორის კლარჯეთიდან ვიდრე მასქუთებამდე“, ანუ წმიდა ნინოს მიერ დარსებული საქართველოს ეკლესია თავის იურისდიქციას დასავლეთ საქართველოში მე-4 საუკუნიდან ახორციელებდა, რასაც მე-10 ს. ისტორიკოსი და კათალიკოსი იოანეს დრასხანაკერტელიც აღნიშნავს კირიონ 1-ის მოღვაწეობის შეფასებისას.
მტკიცება, რომ დასავლეთ საქართველო იმთავითვე შედიოდა ქართული ეკლესიის იურისდიქციაში იძლევა რუის ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერა წინადადებით -„ანდრიამ იქადაგა ყოველსა ქვეყანასა საქართველოისასა“, ხოლო „წმ. ნინომ მოაქცია ყოველი სავსება ყოველთა ქართველთა ნათესავისა“ ანუ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა.
აქვე უნდა ითქვას, რომ მტკიცე ფაქტებსა და რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერაზე დაყრდნობით (რომ წმ. „ანდრიამ იქადაგა ყოველსა ქვეყანასა საქართველოისასა“, ხოლო „წმ. ნინომ მოაქცია ყოველი სავსება ყოველთა ქართველთა ნათესავისა“) საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა 2012 წლის განჩინებამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქიის ზიგანევის, პეტრას, საისინისა და როდოპოლისის კათედრები (IV-VIII სს.) მდებარეობდნენა არა დასავლეთ საქართველოში, არამედ ქართველთა უძველეს ქვეყანაში, რომელსაც ამჟამად ლაზისტანი ეწოდება (თურქეთში).
შესაბამისად, დასავლეთ საქართველო იუსტინიანეს დროს ქართული ეკლესიის სამწყსო იყო. აღსანიშნავია, რომ რუის-ურბნისის კრებამდე ეს განაცხადა წმ. გიორგი მთაწმიდელმა, რომ წმ. მოციქული სიმონ კანანელი დაკრძალულია „ქვეყანას ჩვენსა აფხაზეთს“, აფხაზეთს კი ანტიოქიელ-იერუსალიმელი პატრიარქები „ქვემო ივერიას“, ანდა უბრალოდ ივერიას უწოდებდნენ, იბერიაში კი თვით წმ. ანდრიამ იქადაგა.