ლუდოვიკო XIV-ის ეპოქაში ევროპა – ინდოეთის მაკავშირებელი სახმელეთო გზის ძიება კავკასიის გავლით:
სულხან–საბა ორბელიანი, ჟან რიშარი და შავი ზღვის ჩრდილოეთი სანაპირო
ანოტაცია
სტატიაში განიხილება საფრანგეთის სტრატეგიული მცდელობები ლუდოვიკო XIV-ის მმართველობის პერიოდში ინდოეთსა და სპარსეთთან ალტერნატიული სახმელეთო გზის მოძიების მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შავი ზღვის ჩრდილოეთი სანაპიროს, ჩერქეზეთის, სამეგრელოსა და ქართლის გავლით სპარსეთისაკენ მიმავალ პოტენციურ დერეფანს. ნაჩვენებია, რომ ქართველი დიპლომატის სულხან-საბა ორბელიანის ვიზიტი საფრანგეთში არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ რელიგიურ-პოლიტიკური საკითხებით, არამედ ებმებოდა ფრანგულ გეოსტრატეგიულ ინტერესებში. ფრანგი დიპლომატი ჟან რიშარი ორბელიანს განიხილავდა როგორც ავტორიტეტულ homme de pays, რომელსაც შეეძლო საფრანგეთის ინტერესების მხარდაჭერა კავკასიურ სივრცეში.
საკვანძო სიტყვები: ლუდოვიკო XIV; საფრანგეთის აღმოსავლური პოლიტიკა; სულხან-საბა ორბელიანი; ჟან რიშარი; შავი ზღვა; კავკასია; სპარსეთი.
1. შესავალი
XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისში საფრანგეთის საგარეო პოლიტიკა აქტიურად ეძებდა ალტერნატიულ გზებს აზიასთან, განსაკუთრებით ინდოეთთან და სპარსეთთან დასაკავშირებლად. მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო მარშრუტები უკვე კონტროლდებოდა ინგლისისა და ნიდერლანდების მიერ, საფრანგეთი ცდილობდა სახმელეთო და შერეული გზების მოძიებას, რომლებიც თავიდან აიცილებდა მათ ჰეგემონიას. ამ კონტექსტში კავკასია და შავი ზღვის აუზი გადაიქცა სტრატეგიულ ინტერესთა ზონად.
2. საფრანგეთის ინტერესი ალტერნატიული გზების მიმართ
ლუდოვიკო XIV-ის ეპოქაში საფრანგეთის სავაჭრო და დიპლომატიური წრეები განიხილავდნენ შავი ზღვის გავლით სპარსეთისაკენ მიმავალ გზას, როგორც რეალისტურ ალტერნატივას. საარქივო მასალები მიუთითებს, რომ განიხილებოდა მარშრუტი: ხმელთაშუა ზღვა – კონსტანტინოპოლი – შავი ზღვა – ჩერქეზეთი – სამეგრელო – ქართლი – სპარსეთი (AN, Marine, B⁴ 24).
3. კავკასიური დერეფანი ფრანგულ სტრატეგიულ აზროვნებაში
ფრანგული მემორანდუმები ხაზს უსვამენ ადგილობრივი ელიტების მნიშვნელობას. კავკასია აღიქმებოდა არა როგორც პერიფერია, არამედ როგორც საკვანძო ტრანზიტული სივრცე, სადაც აუცილებელი იყო ავტორიტეტული შუამავლების არსებობა.
4. ჟან რიშარი და სულხან–საბა ორბელიანი
ჟან რიშარის კორესპონდენცია ცხადყოფს, რომ სულხან-საბა ორბელიანი აღიქმებოდა როგორც პიროვნება, რომელსაც ჰქონდა ავტორიტეტი ქართლში, სამეგრელოსა და ჩერქეზეთის მიმართულებით. რიშარი პირდაპირ მიუთითებს, რომ ორბელიანი „სასარგებლო იქნებოდა სპარსეთისაკენ მიმავალი გზის საქმეში“ (Bibliothèque nationale de France (BnF). BnF, MS fr. 14715, fol. 83r–84v).
5. შედარებითი პერსპექტივა: საფრანგეთი, ინგლისი და ნიდერლანდები
ინგლისისა და ნიდერლანდების სტრატეგია ეფუძნებოდა საზღვაო ჰეგემონიას და აღმოსავლეთინდოეთის კომპანიებს. განსხვავებით მათგან, საფრანგეთი ცდილობდა სახმელეთო ქსელების გამოყენებას და ადგილობრივ ქრისტიან ელიტებთან თანამშრომლობას. ამ მხრივ კავკასიური მოდელი უნიკალურ ალტერნატივად განიხილებოდა.
6. დასკვნა
სულხან-საბა ორბელიანის ვიზიტი ლუდოვიკო XIV-ის კარზე უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც ქართული დიპლომატიის ეპიზოდი, არამედ როგორც საფრანგეთის გლობალური სტრატეგიის ნაწილი. კავკასია ფრანგულ ხედვაში წარმოადგენდა პოტენციურ ხიდს შავი ზღვისა და სპარსეთის შორის, ხოლო ორბელიანი — ამ ხიდის შესაძლო არქიტექტორს.
სულხან-საბა ორბელიანის ვიზიტი ევროპაში ადიღე-ჩერქეზების საკითხის გადასაჭრელად
მკვლევრები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ფაქტს იმისა, რომ სულხან-საბა ორბელიანის სათხოვარი საფრანგეთის კარზე შეეხებოდა უმეტესად ჩერქეზების ანუ ადიღების საკითხს.
საქმე ის იყო, რომ ამ მომენტში საფრანგეთს სურდა საკუთარი სავაჭრო-საერთაშორისო- ეკონომიკური გზის გაჭრა სპარსეთ-ინდოეთთან დასაკავშირებლად.
ინდოეთის გზა იმ დროისათავის თავისათვის უკვე აღმოაჩინეს ესპანეთმა და პორტუგალიამ და გამდიდრდნენ, ინგლისმაც მოძებნა საკუთარი გზა ინდოეთისაკენ, ეს იყო საზღვაო გზები.
საფრანგეთს სურდა სპარსეთ-ინდოეთთან სახმელეთო-სავაჭრო გზის გაჭრა, ოღონდ ოსმალეთისა და რუსეთის სახელმწიფოებზე არ უნდა გაევლო ამ გზას, მაშასადამე, გზას უნდა გაევლო ოსმალეთისა და რუსეთისაგან ჯერ კიდევ ნაკლები გავლენის მქონე ქვეყნებზე, იმჟამად ასეთი იყო შავი ზღვისპირეთის ჩრდილოეთი ნაწილის მიწა-წყალი, ზღვისპირა ჩერქეზეთისა და სამეგრელოს გავლით ქართლის სამეფომდე, რომელიც უკვე სპარსეთის ხელდებულ ქვეყნად მიიჩნეოდა.
სამეგრელო, ელჩების სიტყვით, გულმხურვალედ უჭერდა მხარს ამ პროექტს, საეჭვო იყო მხოლოდ ჩერქეზეთის მეომარი ქვეყანა, მისი დაწყნარების საშუალებებს ეძებდა საფრანგეთი და ამ საქმეშიც ქართული ელჩობა სთავაზოდა თავის სამსახურს.
კერძოდ, რეალურად მე-18 ს. დასაწყისში შავი ზღვისპირეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს აკონტროლებდნენ ჩერქეზული ტომები (იგულისხმება ამჟამინდელი კრასნოდარის მხარის მიწა-წყალი), სადაც იმჟამად ნაკლები გავლენა ჰქონდათ ოსმალეთსა და რუსეთს.

https://a-salpagarov.blogspot.com/2013/12/1700-1680.html
მაშინ ჩერქეზებმა შეძლეს თავიანთი გავლენის სფეროს გაფართოება, სამეგრელოს ჩრდილოეთ ნაწილის დაპყრობა, ვიდრე თითქმის ანაკოფიამდე.
ფოთის ნავსადგური უკვე ოსმალების ხელში იყო.
საფრანგეთს, შესაბამისად, აინტერესებდა შავი ზღვის ჩერქეზეთისა და სამეგრელოს სანაპიროები და ამ ქვეყნებზე გამავალი გზები.
იქამდე, საფრანგეთმა თავისი სპარსეთ-ინდოეთთან დამაკავშირებელი გზის გამოსაკვლევად საფრანგეთის საუკეთესო მეცნიერები და ავტორიტეტები შეაგზავნა სპარსეთში, ჟან შარდენი, ჟან რიშარი და სხვები.
სწორედ ამ უკანასკნელმა (ჟან რიშარმა), ძალზე მაღალი დონის დიპლომატმა და მთარგმნელმა, შეამზადა და განახორციელა სულხან-საბა ორბელიანის ვიზიტი ევროპის უმაღლეს პირებთან. პირადად სულხან-საბას იქ არ იცნობდნენ, მხოლოდ ჟან რიშარი აცნობდა მათ სულხან-საბას, ვითარცა საქართველოს უმაღლეს ავტორიტეტს.
სულხან-საბა მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ წარმოადგენდა საქართველოს ორივე სუვერენულ მხარეს, აღმოსავლეთ საქართველოში ქართლის სამეფოს, რომელზეც საფრანგეთ-სპარსეთის გზას უნდა გაევლო, ხოლო მეორე იყო სამეგრელო, სადაც ამ გზის ნაწილი გაივლიდა, ასევე, სულხანი, გარკვეულწილად, ჩერქეზეთსაც წარმოადგენდა, მისი აღზრდილის, ვახტანგ მე-6 -ის მეშვეობით, რომელსაც ჩერქეზთა მთავრის ასული მეუღლედ ჰყავდა და შეეძლო გარკვეული გავლენა მოეხდინა ჩერქეზთა პოლიტიკაზე.
საქართველო, როგორც აღინიშნა, ამ წრეებისათვის მნიშვნელოვანი იყო, ისევე, როგორც ჩერქეზეთი, ვინაიდან ამ ქვეყნებზე უნდა გაევლო საფრანგეთ-საპრსეთ-ინდოეთის დამაკავშირებელ გზის მნიშვნელოვან ნაწილს.
ცხადია, ამ გზის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩერქეზეთის გარდა იყო სამეგრელო, თავისი გეოგრაფიის გამო, ამიტომაც ჟან რიშარმა და სულხან-საბამ სამეგრელოდან საგანგებოდ ევროპაში, ვითარცა დელეგაციის წევრი, ჩაიყვანეს ვინმე „დავით მეგრელი“, სამეგრელოს პატრიარქის (აფხაზეთის კათალიკოსის) წარმომადგენელი.
ამ გზის მნიშვნელოვანი ნაწილი გაივლიდა აღმოსავლეთ საქართველოს, აქ საფრანგეთის ინტერესებს დაიცავდა ქართლის მეფე ვახტანგ მე-6, ამიტომაც საჭირო იყო მისი გათავისუფლება სპარსელთაგან, უფრო მეტიც, როგორც ითქვა, ვახტანგ მე-6 შეეძლო დიდი გავლენა მოეხდინა ჩერქეზების მთავრებზე, რადგანაც ცოლად ამ მთვრების ოჯახის წევრი ჰყავდა.
სულხან-საბა საფრანგეთის მეფეს 1713-1714 წლებში ესტუმრა. მან სულხან-საბა ორბელიანი დიდი პატივით რამდენჯერმე მიიღო. ეს იყო დამსახურება გამოჩენილი დიპლომატისა – ჟან რიშარისა.
იქამდე ირანში მოღვაწე ფრანგი დიპლომატი ჟან რიშარი ძალზე აფასებდა სულხან-საბას და წერდა, რომ იგი მთელი საქართველოს მამად მიმაჩნიაო. ევროპაში ის იყო სულხანის თარჯიმანი და გზამკვლევი, დიდად დაფასებული მაღალ წრეებში.
სულხანის მოვალეობა იყო გაეცნო ხელმწიფისათვის რეალურად არსებული მდგომარეობა ჩერქეზეთსა და სამეგრელოში, თუ როგორ შეიძლებოდა ჩერქეზეთის ისეთი სახით დამშვიდება (მათ შორის ვახტანგ მე-6-ის გამოყენებით), რომ საფრანგეთ-სპარსეთ-ინდოეთის გზა უსაფრთხო ყოფილიყო. ამისათვის საჭირო იყო ორი რამ, 1. ჩერქეზების დამშვიდება-გაქრისტიანება მისიონერების მეშვეობით და 2. ვახტანგის ქართლში დაბრუნება ქრისტიანი მეფის სახით, რათა ის დახმარებოდა მისიონერებს ჩერქეზების გაქრისტიანების საქმეში.
ამჟამად არასწორად მიიჩნევა, რომ სულხან-საბას ვიზიტი, თითქოსდა, ქართველთა გაკათოლიკების აბსურდულ თხოვნას შეიცავდა .
რეალურად კი, გეგმა იყო საერთაშორისო ხასიათისა და იარსება საფრანგეთის უმაღლეს წრეებში, ვითარცა ერთ- ერთმა ვარიანტმა გეგმისა იქამდე, სანამ ლუდოვიკო მე-14 ცოცხალი იყო, ანუ 1715 წლის სექტემბრამდე, შემდეგ კი ის დავიწყებას მიეცა.
ამიტომაც, როდესაც სულხან-საბა 1716 წელს დაბრუნდა საქართველოში მისი ელჩობა ფუჭ და გაურკვეველ მოგზაურობად ჩაითვალა, მაგრამ ეს პროექტი რომ განეხორციელებინა საფრანგეთს და საფრანგეთ-ინდოეთის გზა გაეყვანა საქართველოს გავლით, სულხანის ელჩობა გამარჯვებად მიიჩნეოდა, დაწყნარდებოდა ჩერქეზეთი, ანუ შეწყდებოდა ადიღების შემოსევები სამეგრელოში, ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდებოდა.
რა სახისა იყო რეალური ვითარება სამეგრელოში?
იმჟამად, ანუ მე-18 ს-ის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ადიღე-აბაზებმა (ჩერქეზებად სახელდებულებმა) სამეგრელოს აყვავებული ქრისტესმადიდებელი სამთავროს დიდი ნაწილი დაიპყრეს და დიადი ბიჭვინთის შემდეგ მოქვის, დრანდისა და ბედიის საეპისკოპოსოები გაანადგურეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ქართველი მოაზროვნეების წინაშე დადგა ჩერქეზთა (ანუ ადიღე-აბაზათა) საკითხი.
ქართველებს ჩერქეზეთის საკითხი აინტერესებდათ იმდენად, რომ თუკი ჩერქეზები გაქრისტიანდებოდნენ, მაშინ ისინი შეწყვეტდნენ თავდასხმებს დასავლეთ საქართველოზე,
სულხან-საბას უცხოეთში გამგზავრების წლებში აღნიშნული ბიჭვინთის, მოქვის, დრანდისა და ბედიას კათედრების აოხრების შემდეგ, აბაზა-ჩერქეზებმა განაგრძეს დარჩენილი სამეგრელოს ნაწილისა და მთელი დასავლეთ საქართველოს აოხრება.
ამ პროცესის შეწყვეტის ძალა არ გააჩნდა ქართულ მხარეს და ამიტომ ეძებდა უცხოურ შეწევნას.
დასავლეთ საქართველოსათვის „აფხაზიანობა“ ისეთივე საშინელი მოვლენა იყო, როგორც აღმოსავლეთ საქართველოსათვის ლეკიანობა.
ლეკიანობა არა მარტო ერთეული ადამიანების მოტაცებით გამოიხატებოდა, არამედ აუქმებდა მთელ საეკლესიო კათედრებს, ქვეყანა ცარიელდებოდა, მაგალითად, ლეკიანობის გამო გატყდა იქამდე გაუტეხელი ალგეთის ხეობა და ხალხისაგან დაიცალა, ამიტომაც მანგლელი ეპპისკოპოსი იძულებული გახდა კათედრა დაეტოვებინა მარტო მე-17 საუკუნეში რამდენჯერმე,
ბოლოს მანგლელმა ეპისკოპოსმა იოანემ თავის მრევლთან ერთად თავი შეაფარა ხირსას.
აქ მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა – ეკლესიის წიაღში ჩამოყალიბდა დიდი გეგმა ჩრდილო- კავკასიის ტომების, ანუ ადიღე-ჩერქეზების, ოსების, ქისტებისა და ლეკების გაქრისტიანებისა არა სამხედრო ძალის, არამედ სამისიონერო მოღვაწეობით.
ეს გეგმა, ჩანს, შედგა დავითგარეჯის მეცნიერ-ბერთა წრეში დაახლოებით 1700-1710 წლებში.
გადაწყდა, რომ ქართველ ბერებს პირადი მონაწილეობა მიეღოთ ამ საქმეში, დავით გარეჯიდან ორი ასეთი გამოჩენილი მოღვაწე მისიონერის სახელი ჩვენთვის ცნობილია, ესენი იყვნენ იოანე მანგლელი, რომელიც პირადად გაემგზავრა ქისტეთში და დაღესტანში და ჩრდილოეთ კავკასიაში მრავალი წლის მანძილზე მისიონერობდა ( როგორც იქაურთა შორის, ასევე იქ გადასახლებულ ქართველთა, ოსთა და შემდგომ დაღესტნელთა შორის).
მან დააინტერესა ამ მხარეებში სამისიონერო საქმიანობით რუსეთის იმპერიის მმართველი წრეები, რამაც შემდგომ საფუძველი დაუდო „ოსეთის სასულიერო კომისიას“ და გარკვეული წარმატებები ჰქონდა,
მეორე, დავითგარეჯის სკოლის წევრი იყო სულხან-საბა. ჩანს, მას, როგორც ზემოთ აღინიშნა, დაევალა ადიღე-ჩერქეზთა შორის სამისიონერო საქმიანობის ფუძისდება.
მაშასადამე, ჩერქეზთა შორის სამისიონერო საქმიანობა დაევალა დავითგარეჯის ბერს სულხან-საბა ორბელიანს. ის საქმის შესასწავლად 1713 წელს გაემგზავრა სამეგრელოში, აფხაზეთის კათალიკოსის კარზე და იქ დაყო 40 დღე.
მან ამ 40 დღის მანძილზე გაისიგრძეგანა საქმის სირთულე, საერთოდ, ქართველი მისიონერები მიხვდნენ, რომ ასეთი უთულესი საქმის წარმატებით აღსასრულებლად საჭირო იყო დიდი ქრისტიანული იმპერიების რაიმე სახით დაინტერესება, მათი უშუალო თანამონაწილეობა ანდა მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ წმიდა იოანე მანგლელმა შეძლო რუსეთის იმპერიის მმართველობის უმაღლესი წევრების ამ საქმით დაინტერესება, ზოგი ცნობით, მას დაღესტანში თვით პეტრე დიდი ეხმარებოდა.
რაც შეეხება სულხან-საბა ორბელიანს, ამავე წლებში ის იღვწოდა, რათა სპარსეთიდან, ვითარცა ქრისტიანი მეფე, ქართლს დაბრუნებოდა ვახტანგ მე-6. ამიტომ სამეგრელოდანვე ის გაემგზავრა ევროპაში, რათა ევროპის მხარე ჩაერთო როგორც ვახტანგის დახსნის, ასევე ჩერქეზთა ანუ ჩრდილოკავკასიელთა გაქრისტიანების საქმეში. მან მოხერხებული საშუალებით სცადა საფრანგეთის დაინტერესება, რადგანაც, როგორც ითქვა, საფრანგეთი ეძებდა სახმელეთო გზის მარშრუტს, რომელსაც სავაჭრო-საერთაშორისო გზის სახით უნდა დაეკავშირებინა სპარსეთ-ინდოეთთან.
ჩანს, რუსეთის იმპერია იმ დროს ნაკლებად იყო დაინტერესებული ჩერქეზეთის გაქრისტიანებით, ანდა მას სხვა გეგმები ჰქონდა ადიღე-ჩერქეზების მიმართ.
საფრანგეთი კი იმ დროს დაინტერესებული იყო კავკასიით, თავის დიდმოხელეებს (შარდენი, რიშარი და სხვა) აგზავნიდა კიდეც კავკასიის გავლით სპარსეთ-ევროპის დამაკავშირებელი გზის საპოვნელად.
საფრანგეთს იმჟამად ესაჭიროებოდა საერთაშორისო- სავაჭრო გზა ევროპასა და აზიას შორის ოსმალეთის გვერდის აქცევით. ამ გზის მოძიება ევალებოდათ შარდენს, რიშარსა და სხვებს. ამ დაინტერესების თავის სასარგებლოდ გამოყენება სურდა სულხან-საბას ჟან რიშართან დამეგობრების შემდეგ.
მაშასადამე, ქართული ეკლესიის ორი სამისიონერო ფრთა ჩამოყალიბდა, ერთს დაევალა აღმოსავლეთ, მეორეს კი დასავლეთ ჩრდილოკავკასიის გაქრისტიანება.
ჩანს, საბოლოოდ, დავითგარეჯის მონასტერთა ბერებმა ეს დიდი სამისიონერო საქმე წამოიწყეს ვახტანგ მე-6-ის ფრთეთა ქვეშ, მისი ჩართულობითა და ზედამხედველობით.
სულხან-საბა საფრანგეთის კარზე ერთმანეთთან აკავშირებდა ვახტანგის სპარსთა ტყვეობიდან დახსნისა და ჩერქეზეთის გაქრისტიანების საქმეს,
სულხან-საბა ორბელიანის მოხსენება მეფე ლუდოვიკოს მიმართ ასეთი იყო –
„ვახტანგ მეფე ფიქრობს ყოველი დახმარება აღმოუჩინოს მისიონერებს, რათა მოაქციონ ჩერქეზეთი, რომელიც საქართველოს საზღვარზეა და საიდანაც თავისი მეუღლე მოიყვანა“ (სულხან-საბა ორბელიანი, მოგზაურობა ევროპაში“, ს.იორდანაშვილის რედაქციით, 1940).
საბამ საფრანგეთის მეფეს ამავე საკითხის შესახებ გადასცა აფხაზეთის კათალიკოსის თხოვნა _“მდაბალი სათხოვარი სამეგრელოს პატრიარქისა ეს არის მისიონერებთან ერთად ეცადოს აფხაზეთის მოქცევას, თან გამომატანა მონაზონი დავითი“ (იქვე).
თუ კიდევ ერთხელ ჩავუღრმავდებით სულხან-საბას განცხადებას საფრანგეთის მეფის წინაშე -„ვახტანგ მეფე ფიქრობს ყოველი დახმარება აღმოუჩინოს მისიონერებს, რათა მოაქციონ ჩერქეზეთი“, გასაგები გახდება, რომ საფრანგეთს თავისი გეგმის განსახორციელებლად აინტერესებს ჩერქეზეთის შესახებ მეტი ინფორმაცია.
რა გეგმაა ეს? როგორც ითქვა, საფრანგეთ-ინდოეთის საერთაშორისო-სავაჭრო გზას ოსმალეთზე არ უნდა გაევლო, შესაბამისად, ბუნებრივი გეოგრაფია მოითხოვდა შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროებიდან საქართველოზე გზის გაყვანას.
მაგრამ ამ დროს, 1578 წლიდან ოსმალეთის ხელში უკვე იყო ფოთის ნავსადგური,თუმცა თითქმის ვერ აკონტროლებდა სამეგრელოს ნავსადგურებსა და გზებს, აქედან კი გზა გადადიოდა აღმოსავლეთ საქართველოში, ანუ სპარსეთის გავლენის ქვეყანაში.
მაშასადამე, გზას უნდა გაევლო სამეგრელოზე. როგორც ითქვა, ამ გზის უსაფრთხოებისათვის ჩერქეზეთის დამშვიდება იყო საჭირო, რადგანაც სწორედ ამ ხანაში ადიღე-ჩერქეზმა მეომრებმა ხელში ჩაიგდეს ჩრდილოეთ სამეგრელო და დაიპყრეს მისი მიწა-წყალი ბზიფისწყლიდან ანაკოფიამდე და მალევე ეგრისწყლამდე.
ერთი სიტყვით, ჩერქეზეთი რეალურად აკონტროლებდა შავი ზღვისპირეთის იმ გზებსა და ნავსადგურებს, რომლის გამოყენება შეეძლო საფრანგეთს სპარსეთთან დასაკავშირებლად, ამიტომაც საფრანგეთისათვის ვახტანგ მე-6-ის საკითხი გაცილებით ნაკლები მნიშვნელობისა იყო, ვიდრე ჩერქეზეთის საკითხი, ამიტომაც საქართველოს ელჩი სულხან-საბა სწორედ ასევე მიმართავს ფრნაგულ მხარეს-
-„ვახტანგ მეფე ფიქრობს ყოველი დახმარება აღმოუჩინოს მისიონერებს, რათა მოაქციონ ჩერქეზეთი, რომელიც საქართველოს საზღვარზეა და საიდანაც თავისი მეუღლე მოიყვანა“.
ანუ ვახტანგი თუკი გათავისუფლდება, ის ჩერქეზეთის საკითხს მოაგვარებს საფრანგეთის სასარგებლოდ, მას აქვს გავლენა ჩერქეზების მთავარზე, რომლის ოჯახის წევრი მისი მეუღლეა.
ჩერქეზეთი თუკი გზას გახსნიდა, საფრანგეთის გეგმა აღსრულდებოდა, რეალურად გაიჭრებოდა საერთაშორისო-სავაჭრო გზა ოსმალეთის გვერდის აქცევით ევროპიდან სპარსეთამდე (აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გზის გაყვანა ასევე პეტრე 1 სურდა ევროპიდან რუსეთის გავლით სპარსეთამდე ოღონდ კასპიისპირეთის გამოყენებით).
საკითხის დასაინტერებლად სულხანმა და აფხაზეთის კათალიკოსის წარმომადგენელმა საფრანგეთის მეფეს აცნობეს, რომ ჩერქეზეთი ისევე დიდი ქვეყანაა, როგორიც იყო იმ დროის საფრანგეთი და ჩერქეზების რაოდენობა რამდენიმე მილიონი იყო იმ ჟამის ფრანგების ოდენობის თანაფარდი.-
ამიტომაც სულხანმა გააღრმავა თავისი სიტყვა ჩერქეზეთის შესახებ – „შეიძლება ჩერქეზების ერი მოაქციო, რაოდენიც საფრანგეთშია…ეს მიზანი ჭეშმარიტად ღირსია მეფის დიდებისა“ (იქვე).
აღსანიშნავია, მეორე მხარე, კერძოდ, იოანე მანგლელის ჩრდილოკავკასიაში მოღვაწეობა წარმატებული იყო, ამიტომაც მადლიერმა ერმა მას დიდი პატივი მიაგო, ის წმინდანია და დაკრძალულია სიონის წმიდა ტაძარში, ხოლო სულხან-საბას მცდელობა ჩერქეზების ანუ ადიღე-ჩერქეზ-აბაზების გასაქრისტიანებლად წარუმატებელი აღმოჩნდა, ამიტომაც ის უკმაყოფილოდ მიიღეს საქართველოში, საიდანაც რუსეთში გაემგზავრა 1724-25 წელს, იმავე, 1725 წ. სულხან-საბა დაიკრძალა ვითარცა მართლმადიდებელი მოსკოვის მართლმადიდებელთა ვსეხსვიატსკოეს ტაძარში. ცხადია, რუსეთში კათოლიკეს არავინ დაკრძალავდა მართლმადიდებელთა ეკლესიაში.
აღსანიშნავია, რომ თუკი საფრანგეთი დაინტერესდებოდა და ჩერქეზთა გასაქრისტიანებლად მისიონერებს გააგზავნიდა, ამით ევროპელი მისიონერების რაოდენობა საქართველოში შემცირდებოდა. ევროპელი მისიონერები ვერ ახერხებდნენ მუსლიმების გაქრისტიანებას, საქართველოში ისინი უფრო უფუნქციო, უხერხულ სტუმრებს წარმოადგენდნენ, ამიტომ , როგორც ითქვა, თვით ქართული ეკლესიის შიგნით შემუშავდა გეგმა ჩრდილოკავკასიაში ქრისტიანული სარწმუნოების აღდგენისა.
ჩვენ ადრეც ვწერდით – „ჩამოყალიბდა გეგმა ჩრდილოკავკასიაში ქრისტიანული სარწმუნოების აღდგენისა. რადგანაც, ყველა უბედურების წყაროდ მიჩნეული იქნა ჩრდილოკავკასიელთა გამაჰმადიანება. მაშასადამე, საჭირო იყო უბედურებათა ამ ბუდეში (ე.ი. ჩრდილოკავკასიაში შეღწევა) და სამისიონერო საშუალებებით მათი გაქრისტიანება, რაც თავისთავად მოუღებდა ბოლოს ოს-ლეკთა თუ ჩერქეზთა თარეშს თანამორწმუნეთა ქვეყანაში.
XVIII ს-ის 30-იან წლებში ერთ-ერთი მოთავე ამ იდეისა და შემდეგ კი უნაკლო პრაქტიკული შემსრულებელ-მისიონერი იყო მანგლელი ეპისკოპოსი იოანე სააკაძე. საერთოდ, კავკასიაში ქრისტიანობის აღდგენის იდეა დავითგარეჯში ჩასახულა. გარეჯის უდაბნოში ჩამოყალიბებული ე.წ. `მთიულეთის მისიისა~ და მის მოღვაწეთა შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ. იქამდე კი უნდა განვაცხადოთ, რომ თითქმის იმავე დროს, რამდენიმე წლით ადრე, იგივე გარეჯის უდაბნოდან გამოსული მართლმადიდებელი ბერი სულხა-ნსაბა ორბელიანი სათავეში ჩაუდგა ელჩობას ევროპის სამეფოებში. კერძოდ, ქართული ელჩობის ერთ-ერთ უმთავრეს თხოვნას ევროპელ მონარქთა მიმართ წარმოადგენდა შემდეგი: `ჩრდილოკავკასიელი ტომების შემოსევების შეწყვეტა საქართველოზე, რისთვისაც ჩრდილოკავკასიელთა, კერძოდ კი, აფხაზთა და ჩერქეზთა გაქრისტიანება იყო საჭირო. ჩრდილო კავკასიელთა გაქრისტიანება საფუძველი გახდებოდა მათთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებისა და ჩრდილო კავკასიელთა შემოტევების შეწყვეტისა. სულხან-საბას მემორანდუმის პირველივე პუნქტი სწორედ კავკასიელ ტომთა შორის ქრისტიანობის გავრცელებას მოითხოვდა~ (იხ. ა. ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტ. III, 1999, გვ. 303).
ევროპაში გამგზავრებამდე დავითგარეჯის სენაკიდან გამოსული სულხან-საბა გადავიდა დასავლეთ საქართველოში და იქაურ კათალიკოსთან ერთად 40 დღის განმავლობაში იხილავდა გზებს ჩრდილოკავკასიელთა გაქრისტიანებისა. როგორც ჩანს, მათ ჩაუთვლიათ, რომ შექმნილ ვითარებაში მხოლოდ მსოფლიოს უმაღლესი სახელმწიფოები თუ შეძლებდნენ ჩრდილოკავკასიელთა გაქრისტიანებას. როგორც ცნობილია, ლუდოვიკო მე-14-ის შემდეგ ევროპა არ დაინტერესდა ამ საკითხით, ახლა მხოლოდ რუსეთის საიმპერატორო კარის დაინტერესება ჩაითვალა საჭიროდ. ეს მისია თავის თავზე აიღო წმიდა იოანე მანგლელმა.
მანგლისის კათედრა სწორედ ლეკთა თარეშის გამო რამდენადმე მოიშალა XVIII ს-ში და იოანე მანგლელის დროსაც. ამიტომაც იოანე მანგლელი იძულებული გამხდარა თავი შეეფარებინა ქიზიყში ხირსის მონასტრისათვის. საფიქრებელია, რომ იგი ქიზიყში თან გაჰყვა თავის მანგლისელ მრევლს, რომელიც იძულებული იყო თათართა (მაჰმადიანთა) თარეშის გამო მიეტოვებინა მამა-პაპათა სამკვიდრო და გადასახლებულიყო დაცულ ადგილას. ეს უნდა მომხდარიყო 1723 წლამდე და არა ოსმალობის დროს.
ეკლესიის მისიონერული მოღვაწეობა მე-18 ს-ის I ნახევარში კარგად აქვს აღწერილი მელიტონ კელენჯერიძეს თავის ნაშრომში `საქართველოს საკათალიკოსო ეკლესიის მოკლე ისტორია~. აი, რას გვამცნობს ნაშრომი: `მთიულეთის მისიას სათავეში გარეჯის უდაბნო ჩაუდგა. პიონერად ამ დიდ საქმეში გარეჯში აღზრდილი იოანე მანგლელი (სააკაძე) გამოვიდა, აუღო ალღო მთიულეთის სულიერ მდგომარეობას და საშველად მას მიაშურა. იგი აღიჭურვა სახარებით, ჯვრით და გაუდგა გზას. ჯერ კახეთი მოვლო ქადაგებით და მერე დაღესტანში. იოანემ წმ. ცხოვრებით და სასწაულებით მალე მიიპყრო ლეკების ყურადღება. არც მთავრობას დარჩა შეუმჩნეველი მისი მოციქულებრივი მოღვაწეობა. იმ დროს ვახტანგ VI-ს და პეტრე დიდს მიწერ-მოწერა ჰქონდათ ერთმანეთში კასპიის ზღვის საქმეებზე და ორივემ მალე იცნო იოანეს ღვაწლის ფასი და ნივთიერი შემწეობა აღმოუჩინეს. იოანემ ჯერ ხის სამლოცველო ააგო აქ `ნიჩბით ხელში~ და მერე იმავე ალაგზე ქვის ეკლესია ააშენა მიძინების სახელზე. შემდეგ ზღვის პირზე ააშენა ეკლესია წმ. ეკატერინეს სახელზე. 1724 წელს იოანემ დაღესტანში მოწაფეები დატოვა და თვითონ სამისიონეროდ ასტრახანში გადავიდა, სადაც ეკლესია ააგო იოანე ღვთისმეტყველის სახელზე. ეს ეკლესია 1774 წ. რუსის მთავრობამ მონასტრად გადააკეთა და შიგ არქიმანდრიტად დანიშნა ქართველი ბერი გერმანე, მოწაფე იოანესი. ასტრახანში იოანემ შეიტყო, რომ ყიზლარში ბლომად ესახლენ ქართველები და ეკლესია არ ჰქონდათ. ისიც გაიგო, რომ ოსეთში ქრისტიანობას საქმე უჭირდა და იოანემაც ყიზლარს მიაშურა. აქ ქართველების დახმარებით ეკლესია ააგო, ზედ სკოლაც გახსნა და შიგ მქადაგებლებს ამზადებდა. მისიის საქმე წარმატებით წავიდა. მისიონერებს რუსის მთავრობამ ჯამაგირიც დაუნიშნა“.
ლეკიანობის გამო იცლებოდა ქართლ-კახეთი და აფხაზიანობის გამო კი, დასავლეთ საქართველო.
ეს ცნობილი გახდა საფრანგეთის კარისათვს აფხაზეთის კათალიკოსის წარმომადგენელის „დავით მეგრელის“ მიერ. ის საბასთან და ჟან რიშართან ერთად გაემგზავრა ევროპაში.
სამწუხაროდ, ქართველმა მეცნიერებმა ვფიქრობ, სათანადოდ ვერ გაიგეს დავით ბერის გამგზავრების მიზანი, ისინი თვლიან, თითქოსდა, აფხაზეთის კათალიკოსს ევროპული ანუ კათოლიკური სარწმუნოების მიღება სურდა და ამიტომაც გააგზავნა იქ თავისი კაცი. სინამდვილე კი ძალზე ღრმა და ტრაგიკული იყო, რომლის მოგვარებაც საბოლოოდ ვერ მოხერხდა. ქართული ელჩობის მიზანი საფრანგეთის დაინტერესება იყო სამეგრელოსა და ქართლზე გამავალი საერთაშორისო გზის ჩამოყალიბებით, მაგრამ, როგორც რამდენჯერმე აღინიშნა, ჩერქეზეთ-სამეგრელოს გავლით საერთაშორისო-სავაჭრო გზის გაჭრა შუძლებელი აღმოჩნდა, როგორც ითქვა, ამ გზას საფრანგეთი ოსმალეთის გვერდის ავლით უნდა დაეკავშირებინა სპარსეთთან და ინდოეთთან.
ადიღე-აბაზებმა შემოსევები კვლავ განაგრძეს, თუმცა ქართველობამ მოიკრიბა ძალა, იმერეთის მეფის დახმარებით ენგურთან გამართულ რუხის ომში (1779) დაამარცახა ჩრდილოკავკასიელთა გაერთიანებული ძალები, საბოლოოდ სასაზღვრო მდინარედ ენგური გადაიქცა.
რუხის ომს აღწერს სასიქადულო პოეტი ბესიკი,
ის თავის პოემაში „რუხის ომი“ წერს, რომ ადიღე-ჩერქეზებს, რომელთაც საქართველოში ამ ეპოქაში საერთო სახელს „აფხაზებს“ უწოდებდნენ (ისევე, როგორც ჩეჩენ-დაღესტნელებს – საერთო სახელს – ლეკს უწოდებდნენ), ქართველებთან საომრად სხვადასხვა ხერხით მოუწვევიათ და შემოუკრებიათ ყირიმელი თათრები, კერმუგელები (ყარაჩაის თათრები), ყივჩაღები (იგულისხმება რომელიღაც ჩერქეზული ტომი), და ჯიქელნი,
ბესიკი წერს –
„ყირიმელთ, ჯიქელთ, ალანელთ,
კერმუგელთ ამცნეს ცნობითა,
ყივჩაღთა შემოიწევდნენ,
ინდობდნენ სჯულის ძმობითა,
აფხაზნი შეეფიცოდნენ
ქრთამით და აგრევ ძღვნობითა,
და მეგრელთა სისხლი სწყუროდათ,
თუმცა შეესვათ გობითა”.
სწორედ ამ პროცესის, ანუ აბაზა-ადიღების მიერ ქართველთა ხოცვა-ჟლეტის აღკვეთა სურდა სულხან-საბა ორბელიანს, ამისათვის ჩავიდა ის ევროპაში, რათა ჩერქეზეთის აგრესიულობა დამცხრალიყო საფრანგეთის სახელმწიფოს დახმარებით.
ის პაპსა და ევროპულ საზოგადოებას წარუდგა ვითარცა წმ. ბასილის ორდენის წევრი, რას ნიშნავს ეს?
წმ. ბასილის ორდენის წევრები მე-4 საუკუნიდან იყვნენ ბიზანტიის მონასტრების ბერები, ამ ორდენს მე-4 საუკუნიდან იცნობდნენ ევროპაში
на западе Европы уже в IV в. существовал орден св. Василия.
საერთოდ, ბასილი დიდის ორდენთან, სამონასტრო ტიპიკონთან დაკავშირებით, მკვლევარი წერს, რომ მე-4 საუკუნეში “ბიზანტიურ აღმოსავლეთში პახუმი დიდის ტიპიკონის ადგილი დაიჭირა ბასილი დიდის ტიპიკონმა, თავდაპირველად კაპადოკიასა და პონტოში (შესაბამისად, საქართველოში). ეს ტიპიკონი ცნობილია ორი რედაქციით, „ბასილი დიდის ორივე წესი (დიდი და მცირე ასკეტიკონი)“. ყველა შემდგომი, საბა განწმენდილის,თეოდორე სტუდიელის და ათონის ანუ „მთაწმიდის“ არსებითად წარმოადგენენ გამეორებას პახუმისა და ბასილი დიდის ტიპიკონებისა“.
На Востоке место Пахомиева устава и других, находившихся в местном употреблении (например, уставов Пафнутия, Серапиона и др.), было занято уставом Василия Великого, который ввёл сначала в Каппадокии и Понте Пахомиев устав, но потом заменил его своим, сохранившим многие черты Пахомиева. Устав этот в двух редакциях (δροι κατά Πλάτος — пространные правила и δ. κ. επτομήν — правила в сокращении), вместе с «подвижническими заповедями» (ασκητικαί διατάξεις; см. Migne, «Patr. curs. compl.», s. gr., XXXI; есть русский перевод, изданный Московской духовной академией), подробнее развивает начала киновии, смягчая суровость Пахомиева устава. Все последующие восточные уставы (из них наиболее знаменитые — Саввы Освящённого, Феодора Студита и афонский, или «Святыя Горы», ведущий своё начало от преподобного Афанасия) в существенном повторяли уставы Пахомия и Василия.
https://azbyka.ru/otechnik/Vasilij_Velikij/svjatitel-vasilij-velikij/7
დასავლეთ ევროპაში ბასილი დიდის ტიპიკონის ბერების, ანუ ბასილის ორდენის მონასტრების, მეტი რაოდენობა გაჩნდა მე-8 საუკუნის შემდეგ, ისინი იქ დააარსეს ბერძენმა ბერებმა, რომელნიც ხატმებრძოლეობის გამო გარბოდნენ ბიზანტიიდან და თავს იტალიას აფარებდნენ.
Первые монастыри византийского обряда появились в Южной Италии в VIII–IX веках. Они были основаны греками, бежавшими из Византии в период иконоборчества. В 1004 году монах Нил Россанский основал монастырь Гроттаферрата в 18 километрах от Рима. После Великого раскола этот и ряд других монастырей Южной Италии продолжал практиковать византийскую литургию и жить по уставу св. Василия Великого,
მაშასადამე, ისტორიულად, ბასილი დიდის ტიპიკონისა იყო ბიზანტიისა და საქართველოს ყველა მონასტერი, მე-8 ს.-დან ასეთი წესდება ევროპაშიც განვრცობილა, სამხრეთ იტალიაში ტრადიციული ბერძნულ-ბიზანტიური ლიტურგიითა და წესებით, საქართველოში კი თავიდანვე იყო დანერგილი ქართულენოვანი წირვა-ლოცვა. ანუ სულხან-საბა ისევე, როგორც ბიზანტიურ და ქართულ მონასტერთა ბერები, მიმდევრები იყვნენ ბასილი დიდის ტიპიკონისა.
თუ ეს აზრი სწორია, ჩანს, სულხანი თავისი ბუნებითი ანუ მართლმადიდებლური ბერული სამოსით, გრძელი თმა-წვერით, იერ-სახითა და სახელით წარსდგა ევროპელ დიდებულებთან. ანუ ის ტრადიციული ქართული საბერო სამოსით და იერ-სახით მოღვაწეობდა ევროპაში, ამას კი განმარტავდა სიტყვებით, რომ ის ბასილი დიდის ორდენის ანუ ტიპიკონის ბერი იყო, რომელი აღნიშნულ იერ-სახეს მოითხოვდა ბიზანტიური ტრადიციის შესაბამისად.
კათოლიკე ბერებისაგან მკვეთრად განსხვავდებოდა მისი იერ-სახე, კათოლიკური წესი მოითხოვდა ბერის თავზე ჰონოდა ტონზურა, ანუ თავის თხემი მრგვლად ამოპარსული უნდა ჰქონოდა. კათოლიკური წესი მოითხოვდა წვერის გაპარსვას, ხოლო სულხან საბას გრძელი, ტრადიციული წვერი ამშვენებდა. კატოლიკე ბერებსა და სამღვდელოებას ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში, 1119 წელს ტულუზის კრებამ აუკრზალა წვერის ტარება, მით უფრო გრძელი წვერისა, როგორიც ჰქონდა სულხან-საბას.
იგივე ითქმს შესამოსელზეც, კათოლიკე ბერების შესამოსელი მკვეთრად განსხვავდებოდა იმ სამოსისაგან, რითაც ის წარსდგა ევროპის საზოგადოების წინაშე, მას არ ეცვა კათოლიკე ბერებისათვის აუცილებელი ტუნიკა, არ ერტყა ე.წ. „კათოლიკე ბერის სარტყელი“ (ქამარი), კაპიშონი და სხვა. პირიქით, მას ემოსა ჩვეულებრივი, მართლმადიდებლური ანაფორა და ეხურა ტრადიციული საეკლესიო ქართული ქუდი.
ამიტომ, ძნელია ენდო საქართველოში გამოგზავნილ კათოლიკე მისიონერებს, რომელნიც თავის წერილებში ცდილობდნენ მისიონერთა წარუმატებლობა გადაეფარა ინფორმაციით, რომ მათ თიტქოსდა დიდი წარმატებები ჰქონდათ, საქართველოს ზედა ფენის წარმომადგენლებიც თითქოსდა გააკათოლიკეს, რაც არ დასტურდება ფაქტებით, მაგალიტად, წერდნენ ლევან დადიანის გაკათოლიკების შესახებ იმ წლებში, როცა ლევანი აღადგენდა სამეგერელოს მართლმადიებლურ ეკლესია მინასტრებს, ამკობდა მათ ბარძიმ ფეშხუმებითა და ხატებით და პარალელურად დიდ თანხებს აგზავნიდა იერუსალიმში ჯვრის მართლმადიდებლური ქართული მონასტრის მოსახატად და აღსადგენად. სინამდვილეში, კი, მისიონერებთან უბრალოდ სასაუბროდ და გასაცნობად მისულ დიდებულებს ისინი უკვე კათოლიკებად სახავდნენ, მით უფრო თუკი ქრისტიანული სარწმუნოების შესახებ დასმულ კითხვებს სწორ პასუხებს გასცემდმენ, ერთი ასეთი ჩანს იყო სულხან-საბა, რომელიც ასეთი კონტაქტის გამო უკვე კათოლიკედ წარუდგინეს ტავიანთ პატრონებს იტალიაში, ერთი მისიონერი წერდა- „ბატონი სულხანი, დიდი კანჩილიერის4 შვილი, მთავრის5 ღვიძლი ბიძაშვილი, კაპელანიართა6 ქართველ დიდებულთა გვარეულობიდან. მან უღირსეულესად წარმოადგინა თავი ქრისტიანული მოძღვრების ცოდნაში, რომლის მიხედვით თვით მე შევადგინე კითხვარი, მოინათლა იმავე წლის 25 აგვისტოს7“ https://umurgulia82.blogspot.com/2019/05/blog-post.html?m=0
თუ ეს სწორი ფაქტია, მისი ახსნა შეიძლება – საფრანგეთსა და საერთოდ ევროპაში წასასვლელად გამზადების წინა წლებში, რომელიც, ჩანს მას მრავალი წლით ადრე ჰქონდა დაგეგმილი, ცხადია სულხან-საბას ესაჭიროებოდა გამოწვლლილვითი ინფორმაცია ზოგადად ევროპისა და მისი ქვეყნების, ასევე ამ ქვეყნებში არსებული კათოლიკური სარწმუნოების შესახებ, ამიტომ ჩანს, მას უკვე საქართველოში სურდა ტავისი ცოდნის შვსება რეალური მდგომარეობის შესახებ და ეკონტაქტებოდა მისიონერებს.
სულხან-საბას კათოლიკობა რომ მიეღო, თანაც ბერის ხარისხში, ის შესაბამისი კათოლიკური საბერო სამოსითაც შეიმოსებოდა, თავზე ტონზურითა და იერსახით, ხოლო, შემდეგში, გარადაცვალებისას მას ვითარცა კათოლიკეს არავინ დაკრზალავდა მოსკოვის მართლმადიდებელთა ვსეხსვიატსკოეს ეკლესიაში.
ევროპაში ვიზიტისას მისთვის მთავარი იყო არა პირადი საქმე, არამედ დასავლეთ საქართველოში ქრისტიანობის გადარჩენა, რომელსაც სრული განადგურება ელოდა ჩერქეზული შემოსევებით, ამის აღკვეცა კი შეეძლო საფრანგეთს, თუ ის ჩერქეზეთ-საქართველოს გავლით საერთაშორისო გზას გაიყვანდა საფრანგეთიდან სპარსეთ-ინდოეთამდე.
ევროპულ ბასილის ორდენთან სულხან-საბას არავითარი კავშირი არ ჰქონია. ის იყო ბიზანტიური წმ. ბასილის ტიპიკონით მოქმედი ბერი, მსგავსად სხვა ყველა მართლმადიდებელი სამონასტრო საძმოებისა.
მკვლევართა მითითებით, როგორც ითქვა, ბიზანტიურ ეპოქაში წმიდა ბასილის ტიპიკონით მოქმედებდა ყველა ბიზანტიური მონასტრის ბერთა საძმო, წმ. ბასილი საერთოდ მიიჩნეოდა იმ ტიპიკონის ფუძემდებლად, რომლითაც მოქმედებდა ბიზანტიური მონასტრების ბერების საძმო.
ევროპაში მათ გამოარჩევდნენ იმით, რომ კათოლიკე ბერებისაგან განსხვავებით მათ ჰქონდათ გრძელი თმები და წვერები, ეს იყო ჩვეულებრივ ბიაზნტიელ ბერების იერსახე, და ბიზანტიური საბერო შესამოსელი, რომელსაც ატარებდა სულხან-საბა.
სულხან-საბამ თავისი ჩვეულებრივი ბერული იერსახე და ტანისამოსიც არ შეცვალა ევროპაში, რასაც განმარტავდა, რომ ის იყო წმ. ბასილის ორდერის წევრი,
ასეთი კვლევა საჭიროა, რადგანაც, ამჟამადაც სადავოა და გადაუჭრელია საკითხი იმისა, თუ რატომ უწოდებდნენ ევროპაში სულხან-საბას წმ. ბასილი დიდის ორდენის ბერს.
ფიქრობენ, რომ ეს დაკავშირებულია მის მიერ კათოლიკობის აღიარებასთან, მაგრამ, საფიქრებელია, რომ პირიქით იყო. სულხან-საბას კათოლიკეებისაგან განასხვავებდა გრძელი თმები და წვერი და ქართული ანუ ბიზანტიური საბერო სამოსი. ანუ ის, გარეგნულადაც კი, კათოლიკე ბერების იერსახს არ ატარებდა, თანაც ხაზგასმით. ჩანს, ის ევროპაში იმავე სამოსით ჩავიდა, რაც ეცვა საქართველოში. ასეთი უფლება ევროპაში ჰქონდათ წმ. ბასილი დიდის ტიპიკონის ბერებს.
სულ სხვა საკითხია ის, რომ შემდეგში, უფრო მე-19 საუკუნეში, ევროპაში სახე იცვალა ამ ბასილის ორდენმა და დაიწყო თანამშრომლობა რომის ეკლესიასთან.
საბოლოო დასკვნა
სულხან-საბა ორბელიანის ვიზიტი ლუდოვიკო XIV-ის კარზე უნდა განვიხილოთ როგორც საფრანგეთის გლობალური სტრატეგიის ნაწილი, რომლის მიხედვითაც კავკასია წარმოადგენდა შესაძლო სახმელეთო ხიდს შავ ზღვასა და ინდოეთს შორის სპარსეთის გავლით, ხოლო სულხან-საბა ორბელიანი განიხილებოდა ამ ხიდის არქიტექტორად, რადგანაც ის თავისი დიდი ავტორიტეტის გამო „საქართველოს მამად“ წოდებული, გალენას ახდენდა ჩერქეზეთის, სამეგრელოსა და ქართლის მმართველ ელიტაზე, და ასევე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა სპარსეთშიც. ეს უკანასკნელი (სპარსეთი) დაინტერესებული იყო ევროპა-სპარსეთის შესაძლო სახმელეთო გზის ჩამოყალიბებით. სულხანის ელჩობის გაგრძელება უნდა ყოფილიყო ლუდოვიკო მე-14-ის კარზე სპარსელი პრინცის წარმატებული ვიზიტი (სულხანის ელჩობის დასრულების თანავე) 1715 წელს, ასევე, შესაძლოა, სულხანის მოქმედებბთა შედეგადაც დაუბრუნა 1716 წ. სპარსეთის შაჰმა ვახტანგ მე-6-ს ქართლის ტახტი.