„ეკლესიის ისტორიის მამა“, პალესტინის კესარიის ეპისკოპოსი ევსევი (ევსები
კესარიელი 263-340) დაინტერესებული იყო ქართველთა წინაპრებით, იბერებითა
შესახებ ძველ ავტორთა ცნობებით, თავისი თხზულებების დაწერისას იყენებდა მათ და
თავის კომენტარებსაც ურთავდა, მაგალითად, გამოიყენა ასევე სტრაბონის ცნობა
იბერთა განსახლების შესახებ, რომ იბერები ჯერ კიდევ ნაბუქოდონოსორის ეპოქაში
ცხოვრობდნენ მდინარე არაქსის ხეობასა და შავიზღვისპირეთში – „მიწაწყალზე,
რომელიც პონტოსა და კოლხიდის მაღლაა, რომელსაც არმენიისაგან ყოფს არაქსი“.
სტარბონის ცნობით მისი დროის კოლხიდა პონტოს ნაწილი იყო და მოიცავდა
ტერიტორიას ტრაპეზუნტიდან ჭოროხამდე, მის მაღლა კი არაქსის ხეობიდან ვიდრე
დიდი კავკასიის ქედამდე, ანუ არაქსიდან კავკასიის დიდ ქედამდე იბერია
მდებარეობდა.მდინარე არაქსის მარცხენა სანაპიროზ მხარეს ცხოვრობდნენ, რადგანაც
მისივე სიტყვით, იბერებს არმენიისაგან არაქსი ყოფდა.
საერთოდ, ძველი ბერძენი და რომაელი მწერლები და მეცნიერები ქართველებს
უწოდებდნენ აღმისავლელ იბერებს, ხოლო ესპანეთის მოსახლეობას დასავლეთელ
იბერებს, არკვევდნენ საკითხს იმისა ენატესავებოდნენ თუ არა ეს ხალხები ერთმანეთს,
ზოგი თეორიით ქართველები აღმოსავლეთიდან გადასახლედნენ ესპანეთში, სხვა
თეორიებით, კი პირიქით, ესპანეთის იბერიიდან გადმოსახლდნენ კავკასიაში და
დაარსეს კავკასიის იბერია.
4
