ივანე ჯავახიშვილი, 1923 წელს, მის მიერ დაარსებული უნივერსიტეტის
პაროფესორთა საბჭოსთან ერთად, ძალზე უარყოფითად აფასებდა და დაუფარავად
წერდა, რომ თავისი ნაშრომებით ნიკო მარს ქართველთა „politikuri da
kulturul-erovnuli ganadgureba hqondა miznad dasaxuli“, ეს მაშინ, როცა
20 წლით ადრე, თავისი ახალგაზრდობის წლებში ის მედგრად შეეწინააღმდეგა იაკობ
გოგებაშულს, რომელიც იმასვე ამტკიცებდა ნიკო მარის მიმართ.
1904 წელს ივანე ჯავახიშვილი ნიკო მარს მოიხსენიებდა, ვითარცა მეცნიერს,
რომელსაც „კეთილსინდისიერად სურდა საისტორიო სიმართლის დადგენა და არა
ადვოკატური გამოსარჩლება ქართველთა წინაპრებისა“.
ახლა, 20 წლის შემდეგ, ივანე ჯავახიშვილი სრულებით დარწმუნდა, რომ ნ. მარის
ნაშრომების უმთავრესი მიზანი იყო არა „საისტორიო სიმართლის დადგენა“ არამედ
ყოველხრივი ვნება ქართული ეროვნული საქმეებისა.
დიდი მეცნიერი დარწმუნდა, რომ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ
გოგებაშვილი და სხვა მოღვაწეები, არა „ქართველთა წინაპრების
გამოსარჩლებისათვის“ აკრიტიკებდნენ ნიკო მარს, არამედ ისტორიული სიმართლის
დადგენისათვის იღწოდნენ.
საბჭოთა წლებში და ამჟამადაც, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ზოგერთმა
ისტორიკოსმა, სხვებთან ერთად, ტაბუ დაადო ივანე ჯავახიშვილისა და ნიკო მარის
საბოლოო ურთიერთობის წარმოჩენას, არა „ისტორიული სიმართლის დადგენის“
მიზნით, არამედ მათი სულიერი წინამძღოლის „ადვოკატური გამოსარჩლების“ გამო,
მისი თეორიებით დღემდეც კი ხელმძღვანელობენ, მაგალითად, ფაქტიურად
იმეორებენ ნ. მარის არასწორ თეორიას, რომ ტაო-კლარჯეთი მე-8 საუკუნემდე
2
მხოლოდ სომხებით იყო დასახლებული და თითქოსდა ქართველები აქ მასობრივად
ჩამოსახლდნენ მხოლოდ მე-8 საუკუნის შემდეგ.
10
previous post