ქართველთა სამონასტრო ცხოვრების სათავეებთან. წმიდა ნინო. პეტრე იბერი

by admin
0 comments

IV-V საუკუნეები განსაკუთრებული მნიშვნელობის ხანაა ზოგადქართული კულტურის ისტორიისათვის. ამ დროს ჩამოყალიბდა ქართული საეკლესიო-ლიტურგიკული და სალიტერატურო ენა. ითარგმნა წმიდა წერილი.

IV-V საუკუნეები არის ქართული კულტურის ოქროს ხანა, საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც ქართულმა ცივილიზაციამ საუკუნეთა მანძილზე მიაღწია თავის შედეგებს.

თავდაპირველად ღვთისმსახურება საქართველოში, როგორც სხვა ქვეყნებში, ჩანს, ბერძნულად აღესრულებოდა, ამ დროს მთარგმნელები წმიდა წერილის ნაწყვეტებს ხალხს ზეპირად უთარგმნიდნენ. მაგრამ იმისათვის, რათა ქრისტიანობას დაეპყრო ხალხის სული და გული, აუცილებელი იყო წმიდა წერილის ქართული დამწერლობით აღმოვანება.

ამ პრობლემას, ჩანს, ღრმად შეიმეცნებდა ქართული ეკლესიის იერარქია. ჩამოყალიბდა იდეა იქამდე ქართველ ქურუმთა წრეში არსებული ანბანის დახვეწისა და ახალი საანბანო სისტემის შექმნისა, ქრისტიანობის სამსახურში მისი ჩაყენებისა.

შენიშვნა: ორიგინალში ერთი-ორი სიტყვა (მაგ. „აღმოვანება“, „იქამდე“) შესაძლოა ტექსტის გადმოწერისას დამახინჯებულიყო, ამიტომ გადმოვწერე ისე, როგორც წერია. თუ საჭიროა, შემიძლია შევამოწმო და გამოვასწორო.

You may also like

Leave a Comment