მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის წინაისტორია. შესავალი

by admin
0 comments

კავკასიის ვრცელი რეგიონი, არქანჯელო ლამბერტის სიტყვით, ყირიმის ქალაქ
კაფადან სპარსეთის თავრიზამდე, მოფენილი იყო ულამაზესი არქიტექტურული
სტილით ნაგები ქართული ეკლესიებით, რომელთაგან, ორიგინალობით, გამოიყოფა
მცხეთის ჯვრის ტიპის ე.წ. ჯვარ-გუმბათოვანი და ცენტრალურგუმბათოვანი
ეკლესიები
მე-20 საუკუნემდე, მათ, „ქართულ ეკლესიებს“ უწოდებდნენ, ამჟამად კი,
ტენდენციური და არასათანადო შესწავლის გამო, ზოგჯერ სომხურ-ქალკედონურ,
ზოგჯერ კი, ალანურ-აფხაზურ ეკლესიებსაც კი უწოდებენ.
მაგალითად, ქართული არქიტექტურის მშვენება მცხეთის ჯვრის ტაძარი მე-20
საუკუნეში სომხურ არქიტექტურად გამოცხადდა („считают, что образцом для
Джвари послужили армянские храмы Мурадян П. М. Армянская надпись храма
Джвари // Вестник общественных наук. — 1968. — № 2). სამწუხაროდ, ეს არასწორი
მტკიცება საყოველთაოდ განივრცო.
სიახლეა, კვლევა იმის შესახებ, რომ მცხეთის ჯვრის არქიტექტურული ფორმა
ჩამოყალიბდა მცხეთაში თანდათანობით მე-4 საუკუნის ბოლოდან ვიდრე მე-7 ს.
დასაწყისამდე, რომ მისი საფუძველია მცხეთის მთის ბორცვზე აღამრთული წმიდა
ნინოს დიდი ხის ჯვრის გადასახურად აგებული ქვის ნაგებობა, რომელსაც წყაროებში
„კუბა“, კუბი ეწოდება, ის ააგო მეფე მირიანის ვაჟმა რევი უფლისწულმა.
ჩვენი ნაშრომის ამ სიახლემ საფუძველი მოგვცა სამტკიცებლად იმისა, რომ ეს
ტაძრები აიგო არა სომხური ნიმუშების მიხედვით ანდა სომხური ეკლესიების
მიბძვით, არამედ ადგილზევე ჩამოყალიბდა იქამდე ქართლში არსებული
არქიტექტურული ფორმების საფუძველზე.

You may also like

Leave a Comment