ქართული ენა ჩრდილოეთ კავკასიაში

თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით „ქისტები, ღლიღვები და ძურძუკები“ (ჩეჩნებისა და ინგუშების წინაპრები) თავდაპირველად ქართულენოვანი ხალხი იყო

თეიმურაზ ბატონიშვილი ეყრდნობოდა სამეფო ოჯახსა და საქართველოს მწიგნობრულ წრეებში არსებულ დაკვირვებას და აღნიშნავს – „ქისტნი, ღლიღვნი და ძურძუკნი პირველ იყვნეს ენითა ქართულითა მომზრახენი და ქრისტიანენი“, ბატონიშვილის ১৯ სიტყვებს ადასტურებს ქართულენოვანი მასალა დაფიქსირებული მაგალითად, ინგუშეთის ეკლესიათა კედლებზე (თხაბა-ერდი და სხვა ძეგლებზე).

თეიმურაზ ბატონიშვილისავე ცნობით, არა მხოლოდ ქისტები და დურუკები იყვნენ თავდაპირველად ქართულენოვანი ხალხი, არამედ ასევე  ჩრდილო კავკასიის მკვიდრი სხვა მოსახლენი. ამჟამად ეს ცნობა მიიჩნევა გადაჭარბებულად და დაუსაბუთებლად, მაგრამ ჩრდილოკავკასიაში მოპოვებული არქეოლოგიური ფაქტები, კერძოდ ქართულენოვანი წარწერების ნაშთები დაღესტნიდან და ინგუშეთიდან, ჩრდილო ოსეთის ჩათლით შავ ზღვამდე, თუ არას ვიტვით ჩრდილოკავკასიაში მდებარე ისტორიული სვანეთის მიწებსა და აფხაზეთზე – ადასტურებს ამ ცნობას.

თეიმურაზ ბატონიშვილის ეს მტკიცება დადასტურება ევლია ჩელების იდენტური ცნობით –(სამწუხარო ფაქტია,  რომ ეს დადასტურება შეუმჩნეველი დარჩა საბჭოელი ისტორიკოსებისა და მათი მიმდევრების მიერ).

კერძოდ, ევლია ჩელები იძლევა ცნობას  ჩრდილო კავკასიის დიდი რეგიონის ქართულენოვნების შესახებ. ეს შეეხება ჩერქეზეთის რეგიონ ყაბარდოს.   (http://constitutions.ru/?p=11656&page=4).

ევლია ჩელებმა  ჩრდილო კავკასიაში თავისი მოგზაურობის დროს აღწერა ქვეყანა ტაუსტანი (ტაუსულტანი). მისი საზღვრები  გადაშლიი იყო  იალბუზიდან ვიდრე დაღესტნის ჩათვლითს კასპიის ზღვამდე. ამჟამად ცნობილია, რომ ტაუსტანი ერქვა მცირე ყაბარდოს.

ТАУСТАН (Таусултан), «черкесы таустан» – этим термином у Э. Челеби и Главани обозначались кабардинцы Малой Кабарды http://www.amaltus.com/wp-content/uploads/etno/taustan.html.

ჩელები  წერს, რომ  ყაბარდოს ენათა შორის პირველი არის ქართული ენა

ჩელები წერს – „სახლები მთელს ჩერქეზეთში ისლით და ლელითაა დააფრული, ზოგიერთები მხოლოდ ლელით.  . ამ ქვეყანას უწოდებენ ტაუსულტანს და დაღესტნის საფადიშახოში შედის. (ამ ქალქამა) დაკარგა თავისი ძალა, მის ბეის არ უწოდებენ შამხალ–შახს. მაგრამ სწორედ აქ იყო დაღესტნის ძველი დედაქალაქი. ამჟამად ბეების სახელები ასეთია: კუჩურ–ბაი–სეკბანი და ჯუხან–ბაი–სეკბანი. იმ შემთხვევაში, თუ მათ უწოდებენ ფადიშახებს, ეს ნიშნავს რომ  ტაუსტანის საგვარეულოდან არიან. ისინი ანუშირვანის საგვარეულოდან წარმოშობილად თვლიან თავს. მათი ენებია ქართული და ჩერქეზული. მათი არმია შედგება 12000 „აზნაურისაგან“, შეიარაღებული არიან 2000 თოფით. ყველანი ისინი მუსულმანებია, შაფიათა წესისა, მაგრამ ითვლებიან ჩერქეზებად. მუდამ, ყოველ დროს ისინი მხარს უჭერდნენ კავშირს ქართველ ხალხთან. ამიტომაც მათი გამოთქმების თავისებურებანი მოწმობენ მათ კავშირებს ქართულ, სპარსულ და კუმიკურ ენებთან….აქ გამავალი მდინარე ბახისტანი სათავეს იღებს დადიანის ქართველების ქვეყნიდან და ერთვის მდინარე თერგს.

ჩელები წერს _“Дома во всем Черкесстане крыты камышом и тростником, некоторые же – только камышом… Эта страна и представляет собой изначальное Дагестанское падишахство, которое называют Таусултан. Но так как [ныне тот город] потерял свою силу, то его бея не называют шамхал-шахом..Но именно здесь находилась древняя столица Дагестана.В настоящее время имена беев таковы: Кучур-бай-секбан и Джухан-бай-секбан. Однако если их называют падишахами, то это значит, что они родом из Таустана. Они ведут свою родословную от Ануширвана..Языки их – грузинский и черкесский. Их армия состоит из двенадцати тысяч азнауров, вооруженных двумя тысячами ружей. И все они мусульмане шафиитского толка. Но вместе с тем они считаются черкесским племенем. Во все времена они поддерживали связь с грузинским народом, и потому особенности их говоров свидетельствуют о связях с языками грузинским, персидским и кумыкским….Протекающая здесь река Бахистан начинается в горах грузинской земли Дадиан и впадает в реку Терек. http://constitutions.ru/?p=11656&page=4

ჩელების ცნობით – ყაბარდოს სახელმწიფოს ხერხემალია „12 აასი აზნაური“,

 ქართული სოციალური ტერმნის -აზნაურის გამოყენება მიუთიტებს მათ ქართულენოვნებას, რადგანაც მათი ფადიშახი და ხალხი ქართულენოვაანია ,

მცირე ყაბარდოში,   თვთმხილველ ევლია ჩელების ცნობით გავრცელებული იყო ქართული ენა, ხოლო, სახელმწიფოებრივი ცხოვრების ხერხემალს ქმნიდა 12 000 აზნაური (ევლია მათ აღსანიშნავად ხმარობს ქართულ ტერმინს „აზნაურს“), აქ ჩერქეზების გარდა ცხოვრობდნენ კუმიკები, ოსები, ინგუშები, და ჩეჩნების ნაწილი–В Малой Кабарде, , кроме черкесов, проживали барагунские кумыкисеверные осетиныингуши, часть чеченцев.http://dic.academic.ru/dic.nsf/ruwiki/1020788.

 მიიჩნევა რომ მცირო ყაბარდოს აღმოსავლეთი მხარე განვრცობილი იყო მოზდოკიდან ვლადიკავკაზამდე  ჩეჩნეთ–ინგუშეთამდე და სამხრეთ ოსეთამდე  http://adygi.ru/index.php?newsid=772, მაგრამ ევლია ჩელების მიერ აღწერილი ტაუსტანი, სადაც ქართული ენა იყო გავრცელებული, გაცილებით მეტ ტერიტორიებს მოიცავდა დაღესტნის ჩათვლით ვიდრე „დადიანის ქართველთა ქვეყნიდან“ გამომავალ მდინარემდე (იგულისხმება ჩრდილო კავკასიის ქართული ტერიტორიები იალბუზის აუზში, საიდანაც გამომავალი მდინარეები  მიემარტებიან ჩრდილო კავკასიაში).

ევლია ხაზგასმით წერს, რომ ამ ვრცელი ქვეყნის ხალხი მუდამ უჭერდა მხარს საქართველოს. როგორც ითქვა, ასევე ახსენებს – 12000 აზნაურს – ამ ქვეყნის სამხედრო–სამოქალაქო ცხოვრების წარმმართველ ძალას.

ევლიას მიერ მათ აღსანიშნავად ქართული სოციალური ტერმინის – აზნაურის – გამოყენება, მუთითებს, რომ ამ საჯარისო ნაწილის ოფიცრებს ნამდვილად ერქვათ სახელი „ აზნაური“. მათ მიერ ქართული ენის ფლობა (ქართულ ენას ამ ქვეყნის ენათა ჩამონათვალში ევლია პირველ ადგილზე აყენებს), მიუთითებს, ჩვენი ზემოთმოყვანილი მოაზრების სიმართლეს, კერძოდ, რომ თემურ–ლენგის შემოსევამდე ჩრდილო კავკასიის უპირველესი და ყველაზე მეტად განვრცობილი ენა იყო ქართული ენა და მოსახლეობასაც გააჩნდა ქართული თვითშემეცნება.

ჩრდილოკავკასიის უპირველესი და ყველაზე მეტად განვრცობილი ენა (თემურ–ლენგის შემოსევამდე) იყო ქართული ენა და მოსახლეობასაც გააჩნდა ქართული თვითშემეცნება,

ადიღეური ტომების გაბატონებისა და ისლამის გავრცელების შემდეგ, ადგილობრივმა ქართულენოვანმა დიდებულებმა და ხალხმა მიიღო ისლამი და ასიმილირდა ადიღეველებში, თუმცა კი ერთ ხანს მათ კიდევ სცოდნიათ ქართული ენა და ევლიას ცნობით, იყენებდნენ კიდეც მას, ამასთანავე შეუნარჩუნებიათ ტრადიციული სოციალური წყობა და აზნაურობა ძველებურადვე  შეადგენდა ამ ქვეყვის სამხედრო წყობის საფუძველ.

დაღესტნური წყაროებით დაღესტანს მართავდნენ ქართველი აზნაურები

აღსანიშნავია, რომ არაბული წყაროებიც (დერბენდნამე და ირხანის ისტორია) დაღესტანში იცნობენ ამავე ქართულ ტერმინს – „აზნაური“, ასევე მეორე სოციალურ ტერმინს – „თავადი“.ეს წყაროები ახსენებენ დაღესტნის მმმართველ ქრისტიან „თავადიილებს“ (თავადებსა) და „აზნაურიილებს“ (აზნაურებს), რომელნიც მედგრად ებრძოდნენ დაღესტანში შეჭრილ უცხოელებს, მაგრამ დამარცხდნენ.  აქედანაც ჩანს, რომ ჩრდილო კავკასიაში განვცობილი იყო არა მხოლოდ ქართული ენა, არამედ ქართული სოციალური წყობა, ქართული სახელმწიფროება, ამიტომ, ჩრდილო კავკასიაში თემურ ლენგი  ადგილებზე იბრძოდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რადგანაც მისი ბრძოლის ობიექტები იყვნენ ნაწილები ქართული სახელმწიფო სისტემისა.  თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით დაღესტანში თემურ ლენგს აუკრძალავს მოხმარება ქართული ენისა და დამწერლობისა, ალაბათ ასევე იქცეოდა მთელს ჩრდილო კავკასიაში.

ჩრდილოეთ კავკასიის ლინგვა ფრანკა-ქართული ენა იყო

ასე, რომ თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობას ჩრდილო კავკასიაში ქართული ენის განვცობის შესახებ ადასტურებს ევლია ჩელები, ნაწილობრივ „ირხანის ისტორია“ და „დერბენდ ნამე“, უამრავ მატერიალური კულტურის ნაშთებთან ერთად, რომლებზეც ქართული წარწერებია. ქართული ხუცური წარწერებია ჩრდილო ოსეთის ყველა შემორჩენილ ტაძარში, ინგუშეთის თხაბა-იერდსა და სხვა ტაძრებში, დაღესტანის ნასოფლარების სასაფლაოების ქვებზე, ასევე დაღესტანში აღმოჩენილია სხვა საეკლესიო ქართული წარწერები დამსხვრეულ ჯვრებსა და სხვა ნივთებზე. მაშასადამე, ყაბარდოს, ოსეთის, ინგუშეთის, ჩეჩნეთის და დაღესტნის არტეფაქტების ქართულენოვნება ადასტურებს თეიმურაზ ბატონიშვილისა და სხვა ცნობებს, რომ თემურ ლენგის შემოსევამდე ჩრდილოკავკასიის ე. წ. ლინგვა ფრანკა იყო ქართული ენა

სოციალური ქსელი

მიტროპოლიტი მეუფე ანანია
მეუფე ანანია

მეუფე ანანია

მიტროპოლიტი ანანია  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი.

დედა ეკლესია

@2024 – 2025 ყველა უფლება დაცულია. დამზადებულია Hostings.ge -ს მიერ.