საქართველოში მონოფიზიტური ძეგლების სტატუსის განსაზღვრის საკითხი მნიშვნელოვანია.
ძველ საქართველოში ეს საკითხი დარეგულირებული იყო, რაც ასახულია
შესაბამის სამართლებრივ წყაროებში, მაგალითად, დავით ბატონიშვილის
სამართალში (XVIII ს.).
ქართლ-კახეთის სამეფოში (რომლის სამხრეთი საზღვარი ბამბაკის
მთებამდე ვრცელდებოდა) არსებული მონოფიზიტური ეკლესიები და მონასტრები
უშუალოდ ექვემდებარებოდა საქართველოს მეფეს, კერძოდ ისინი (ანუ სამეფოს
ტერიტორიაზე განლაგებული სომხური ეკლესია-მონასტრები) ქართველი მეფის
(ანუ სახელმწიფოს) საკუთრებად მიიჩნეოდა.
მაგალითად, ქართლ-კახეთის სამეფოს ტერიტორიაზე მდებარე ახპატის
მონოფიზიტური მონასტრის შესახებ სამართალში ნათქვამია – „ახპატის მონასტერი
არს მეფისა და მამული იმისი – მეფისა“, და ეჩმიაძინის კათალიკოსს მის მიმართ
„არა აქვს არა რაიმე სამართალი“ (სამართალი ბატონისშვილისა დავითისა“, 1964,
გვ. 167, 170, 171).
საქართველოს სამართლის მიხედვით, მონოფიზიტური ეკლესიის და მასზე
მიმაგრებული მიწის მესაკუთრე იყო სახელმწიფო, უფრო მეტი, არსებული წესის
შესაბამისად, მონოფიზიტ სამღვდელოებასაც საქართველოს მეფე გამოარჩევდა და
შემდეგ მას აკურთხებინებდა ეჩმიაძინის კათალიკოსს.
მაგალითად, იმავე ახპატის მონასტერში იჯდა არქიეპისკოპოსი „ახპატელის“
ტიტულით. საქართველოს მეფე, საჭიროების შემთხვევაში, გამოარჩევდა ახპატის
საეპისკოპოსო კანდიდატს და მის კურთხევას დაავალებდა ეჩმიაძინის
კათალიკოსს, ასევე ამავე მონასტრის სამღვდელოების კურთხევის ნებართვასაც
მეფე იძლეოდა („სამართალი ბატონისშვილისა დავითისა“, 1964, გვ. 167, 170, 171).
2
უნდა დავასკვნათ, რომ ძველ საქართველოში, მონოფიზიტური ძეგლები
სახელმწიფო საკუთრებად, საქართველოს ხალხის სულიერ-მატერიალური კულტურის ერთ ნაწილად, ეროვნული კულტურის ძეგლად ითვლებოდა.
10