საეკლესიო მწერლები იბერთა ცხოვრების შესახებ შავი ზღვისპირზე და არაქსის ხეობაში
„ეკლესიის ისტორიის მამა“ – ეპისკოპოსი ევსევი კესარიელი (პალესტინის კესარიის იერარქი (ევსები კესარიელი 263-340) დაინტერესებული იყო ქართველთა წინაპრებით, იბერთა შესახებ ძველ ავტორთა ცნობებით, თავისი თხზულებების დაწერისას იყენებდა მათ და თავის კომენტარებსაც ურთავდა, მაგალითად, გამოიყენა ასევე სტრაბონის ცნობა იბერთა განსახლების შესახებ, რომ იბერები ჯერ კიდევ ნაბუქოდონოსორის ეპოქაში ცხოვრობდნენ მდინარე არაქსის ხეობასა და შავიზღვისპირეთში – „მიწაწყალზე, რომელიც პონტოსა და კოლხიდის მაღლაა, რომელსაც არმენიისაგან ყოფს არაქსი“.
სტარბონის ცნობით მისი დროის კოლხიდა პონტოს ნაწილი იყო და მოიცავდა ტერიტორიას ტრაპეზუნტიდან ჭოროხამდე, მის მაღლა კი არაქსის ხეობიდან ვიდრე დიდი კავკასიის ქედამდე, ანუ არაქსიდან კავკასიის დიდ ქედამდე იბერია მდებარეობდა.
იბერები მდინარე არაქსის მარცხენა მხარეს ცხოვრობდნენ, რადგანაც მისივე (სტრაბონის) სიტყვით, იბერებს არმენიისაგან არაქსი ყოფდა.
საერთოდ, ძველი ბერძენი და რომაელი მწერლები და მეცნიერები ქართველებს უწოდებდნენ აღმისავლელ იბერებს, ხოლო ესპანეთის მოსახლეობას დასავლეთელ იბერებს, არკვევდნენ საკითხს იმისა, ენათესავებოდნენ თუ არა ეს ხალხები ერთმანეთს, ზოგი თეორიით ქართველები აღმოსავლეთიდან გადასახლედნენ ესპანეთში, სხვა თეორიებით, კი პირიქით, ესპანეთის იბერიიდან გადმოსახლდნენ კავკასიაში და დაარსეს კავკასიის იბერია.
2 ამ ბოლო თეორიას ავითარებდა სტრაბონი. ის პირველ საუკუნეში, თავის წყაროებზე დაყრდნობით, როგორც ვთქვით, აღნიშნავდა „დასავლეთის იბერები გადასახლდნენ მიწა-წყალზე, რომელიც პონტოსა და კოლხიდის მაღლაა, რომელსაც არმენიისაგან ყოფს არაქსი“ (западные иберы переселились в местности, лежащие выше Понта и Колхиды, отделяемые от Армении рекою Аракс). სტრაბონი – „გეოგრაფია“ XI.3.1.
იბერიის ადგილმდებარეობა
…Ἰβηρία μὲν ἐστὶν ὑπὲρ τῆς Κολχίδος…
„იბერია მდებარეობს კოლხეთის ზემოთ…“
კოლხეთის ზემოთ მდებარეობა ნიშნავს, რომ იბერია, სტრაბონის ცნობით, კოლხეთის ჩრდილოეთით მდებარეობდა, დასავლეთ საქართველო ქართლის დასავლეთით მდებარეობს, მაგრამ კოლხეთი იბერიის ქვემოთ, ანუ მის სამხრეთით მდებარეობდა. ამიტომაც ძნელია განსაზღვრა, თუ რას გულისხმობდა სტრაბონი, მაგრამ ის თვითონ გვაძლევს ამ კითხვის პასუხს, ვინაიდან გამოწვლილვით აღწერს კოლხეთის მდებარეობას, მისთვის კოლხეთი ერქვა ვიწრო სანაპირო ზოლს მდებარეს ჭოროხისა და შავ ზღვას შუა, მისი კოლხეთის უმთავრესი ნაწილი კი მდებარეობდა ჭოროხის შესართავის ორივე ნაპირას, მის ზემოთ მდებარე ტერიტორია მისთვის იბერიაა, ანუ სტრაბონი დასავლეთ საქართველოს იბერიას უწოდებდა ისევე, როგორც ქართველი მემატიანეები დასავლეთ საქართველოს მიიჩნევდნენ ქართლის სამეფოს ნაწილად.
Некоторые отроги горы выдаются по направлению на юг; они охватывают середину Иберии, соприкасаются с Армянскими и так называемыми Мосхийскими горами, а также со Скидисом и Париадром.
სტრაბონი, 11.2.15
მაშასადამე, სტრაბონი „შუა იბერიას“ უწოდებს იმ მიწა-წყალს, რომელსაც ქართველი მემატიანეები უწოდებენ „შიდა ქართლს“, ეს ტერიტორია, ანუ შუა იბერია ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია კავკასიონით, აღმოსავლეთით და დასავლეთით კავკასიონიდან სამხრეთისაკენ მიმართული ქედებით ანუ ლიხისა და საგურამოს მთაგრეხილებით, სამხრეთით კი მესხეთის ანუ თრიალეთის ქედით. ანუ შუა იბერიის დასავლეთით მდებარე მიწა-წყალი ანუ დასავლეთ საქართველო „დასავლეთ იბერიაა“, ხოლო კახეთი – „აღმოსავლეთ იბერია“.
კოლხეთი, მისი განსაზღვრებით, მდებარეობს დასავლეთ იბერიის, ანუ დასავლეთ საქართველოს ქვევით, ჭოროხის ხეობაში, ანუ იბერია კოლხეთის მაღლაა.
Ἰβηρία μὲν ἐστὶν ὑπὲρ τῆς Κολχίδος
1) Strabo, Geographika XI.2.19
ბერძნული ტექსტი
Ἰβηροὶ δ’ εἰσὶν οἱ μὲν πρὸς τῷ Πόντῳ καὶ τῇ Κολχίδι, οἱ δὲ πρὸς Ἀρμενίᾳ· ἀφορίζει δ’ αὐτοὺς Ἀράξης…
ქართული თარგმანი
„ ერთი ნაწილი იბერებისა მკვიდრობს პონტოსა და კოლხეთის მხარეს, სხვები კი, არმენიისკენ; მათ ერთმანეთისგან ჰყოფს არაქსი.“ ანუ არმენიელებსა და იბერებს ყოფს არაქსი. პონტოს მხრიდან ვიდრე არაქსამდე იბერები სახლობენ, ანუ შავი ზღვიდან არაქსამდე. Strabo, Geographika XI.2.19.
ჩვენთვის ამ ცნობიდან საინტერესოია ის, რომ ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე ავტორები იბერთა საცხოვრისს ვრცელ არეალზე განსაზღვრავდნენ შავი ზღვიდან არაქსამდე, თუ ასე იყო, მაშინ ცდებიან ის ამჟამინდელი და საბჭოთა ეპოქის მკვლევრები (ე.წ. ქართიზაციის თეორიის მომხრეები) , რომელნიც ამტკიცებენ, რომ თითქოსდა იბერები მე-8 საუკუნემდე არ ცხოვრობდნენ ტაოსა და მიმდებარე ოლქებში და აქ ჩასახლდნენ არაბულ ეპოქაში, მე-9 საუკუნის დასაწყისისათვის. ტაო კი მდებარეობს შავ ზღვასა და არაქსს შუა, ანუ იმ მიწა-წყალზე, რომელიც სტრაბონის ცნობითაც – იბერების ძველი საცხოვრისი იყო.
სტარბონის ამავე ცნობაში ნათქვამია, რომ არაქსი ერთმანეთისაგან ყოფს იბერებსა და არმენიელებს, აღსანიშნავია, რომ იმავეს, რომ იბერების საზღვარი არის არაქსი აღნიშნავდა 1000 წლის შემდეგ იმპერატორი კონსტანტინე პორფიროგენეტი (იხ. ქვემოთ).
არქიეპისკოპოსმა ევგენიოს ბულგარისმა (1715-1806), რომელიც თავიდან იყო ათონის ლავრის სკოლების რექტორი, ხოლო შემდეგ სტამბულის „ნაციის დიდი სკოლის“ რექტორი, შეკრიბა სხვადასხავა ძველ წყაროთა და ავტორთა ცნობები, წამოაყენა თავისი თვალსაზრისი, რომ თავდაპირველად ქართველები აღმოსავლეთიდან, ანუ კავაკასიიდან ან ანატოლიიდან, გადასახლდნენ ეპანეთში, იქ გამრავლდნენ და უკან დაბრუნდნენ საქართველოში. ამიტომაც იწოდება ორივე ამ ქვეყნის ხალხები ერთი სახელით (იბერები).
იგივე თავალსაზრისი უფრო ადრე მე-7 საუკუნეში გამოუთქვამს ღირს და წმიდა მამას მაქსიმე აღმსარებელს, რომელიც საქართველოშია დაკრძალული (ჩრდილო ლაზიკის ციხესიმაგრე სხიმარიონშია (ცხუმარიონში), ქალაქ ცაგერში (სახელი „ცხუმარი“ ამჟამადაც ეწოდება, მახლობლად, მესტიასთან, ერთ-ერთ თემს).
დასავლეთევროპელ იბერებს მაქსიმე აღმსარებელი მიიჩნევდა კავკასიიდან ჩასულებად.
უფრო მოგვიანებით (მე-11 საუკუნეში) წმიდა გიორგი მთაწმიდელი, ასევე ექვთიმე მთაწმიდელი ტერმინ „კელტიბერებს“ ასე თარგმნიდა – „კელტქართველნი“.
მიაჩნდათ, რომ იბერიის ნახევერკუნძულზე მცხოვრები იბერები და კელტიბერები ეთნიკური ქართველები იყვნენ, რომელთა სახილველადაც ათონის მთაზე დაიგეგმა გემით ჩასვლა მათ მოსანახულებლად.
მათგან განსხვავებით, სტარაბონი და სხვები მიიჩნევდნენ, რომ ეპანეთიდან იბერები კავკასიაში, კერძოდ კი შავი ზღვისპირეთში გადმოასხლა მეფე ნაბუქოდონოსორმა ძვ. წ. მე-6 ს-ში. და ისინი დაასახლა მიწა-წყალზე, რომელსაც არმენიიდან ყოფს მდ. არაქსი. «западные иберы переселились в местности, лежащие выше Понта и Колхиды, отделяемые от Армении рекою Аракс».
იგივე მოსაზრება უფრო ადრე გამოთქვა ისტორიკოსმა მეგასთენემ (ძვ. წ. მე-4-მე-3 სს.) თავის თხზულებაში „ინდიკა“.
ამ წიგნის შემორჩენილი ნაწილებით ისარგებლა ასევე ევსევი კესარიელმა და მოგვცა ცნობა, რომ ნაბუქოდონოსორმა ლიბიის გვერდით მდებარე იბერიიდან მოსახლეობის ნაწილი გადმოასახლა კავკასიაში, პონტოსპირეთში, სტრაბონმა, როგორც ითქვა, მოგვცა ცნობა, რომ იბერები არაქსისპირეთში, პონტოს მაღლა სახლობდნენ და მათ არმენიელებისაგან ყოფდა მდინარე არაქსი.
მისივე ცნობების შესაბამისად, თავდაპირველად იბერები განსახლებული იყვნენ პონტოსპირეთიდან არაქსამდე, ამ მიწა-წყალს მართლაც მოიცავდა სტრაბონიდან ათასი წლის შემდეგაც ტაოს ქართველთა სამეფო.
ამ დროისათვის (დაახლ. მე-10 საუკუნისათვის) ვრცელი ქვეყნის – არაქსისპირეთის იბერების დიდი ნაწილი უკვე არმენიზებული იყო და სომეხი ხალხის ნაწილს შეადგენდა, მათგან მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო ეროვნული ვინაობის თითშემეცნების შენარჩუნება მხოლოდ ტაოსა და მიმდებარე ოლქებში, მაგალითად, ბასიანში, რომელიც არისტაკეს ლარტივეტეცის თანახმად, იბერთა ქვეყანა იყო, იბერიული სოფლებითა და გავარებით, რომელნიც უწყალოდ ამოხოცა ანდა დაასახიჩრა ბასილი მე-2 ბულგართმმუსვრელმა (იგულისხმება, რომ სტრაბონის მიერ იბერებისაგან მიტაცებული მიწა-წყალი ანუ პარიადრეს კალთები, ხორძენა და გოგარენა, ასევე კარენიტიდი და ქსერქსენე – არმენიის მეფეებმა (არტაქსიამ, ზარიადრემ და სხვებმა) და გაქრისტიანების შემდეგ სომხურმა ეკლესიამ აქაური იბერები საკუთარ მრევლად და მოსახლეობად გადააქცია, ანუ მოხდა ძალზე ვრცელი იბერიული მხარეების არმენიზაცია ძირითადად არაქსის ვრცელი ხეობისა და მიწა-წყლისა ვანის ტბიდან ვიდრე პარიადრამდე (არზრუმის ქვეყნისა და ანისის ოლქის ჩათვლით), თუმცა არმენიზაციის ხარისხი ქრისტეშობამდე და I-VII საუკუნეებში სხვადასხვაგვარი იყო, შედარებით დაბალი იყო ტაოსა და მთიან ოლქებში, ამიტომაც ტაოელებმა აღიდგინეს ეროვნულ-იბერიული ცნობიერება, მე-8 საუკუნის შუა წლებიდან განშორდნენ სომხურ ეკლესიას და მე-9 საუკუნისთვის ეროვნული სახლმწიფოებრიობაც აღიდგინეს, დააარსეს ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ერქვა „ქართველთა სამეფო“, ის ვრცელი ქვეყანა იყო და მისი საზღვარი სამხრეთით აღწევდა ვანის ტბამდე, მის ხალხს შეადგენდა ის იბერიული მოსახლეობა, რომელიც ამ მიწა-წყალზე მკვიდრობდა და არმენიზაციის უღელქვეშ იმყოფებოდა წინა საუკუნეებში, ამიტომაც ისინი სიხარულით და აღმაფრენით უერთდებოდნენ ქართველთა სამეფოს ლაშქარს, რომლიც ასევე მუსულმანთაგან მათ გასათავისუფლებლად იბრძოდა ამ მხარეებში, ანუ ქართველთა სამეფოს სიძლიერის წყარო იყო ეროვნული ვინაობის აღდგენით აღფრთოვანებული მკვიდრი იბერიული მოსახლეობა. თუმცა კი საბოლოოდ, ბიზანტიის დახმარებითაც (ბასილი ბულგართმმუსვრელის და შემდეგი იმპერატორების დროს მოისპო აქ „ქართველთა სამეფო“ და ქართული სახელმწიფოებრიობის ნაშთები, საბოლოოდ, შემდეგ საუკუნეებში, ამ მხარეების იბერიული მოსახლეობა კვლავ არმენიული ეკლესიის უღელქვეშ მოექცა, ალბანეთის ეკლესიის და ალაბანელი ხალხის მსგავსად. ალაბანელი ხალხი არმენიზაციის პროცესმა სრულებით გააქრო.
უფრო ადრე, ჯერ სასანიდების, შემდეგ არაბების ბატონობის დროს, ალბანეთის ვრცელი ქვეყანა მოექცა სომხური ეკლესიის იურისდიქციაში და მან ვერ შეძლო გამოსვლა ამ მდგომარეობიდან.
საბოლოოდ ალბანელი ერი არმენიზებული ანდა გამუსლიმანებული იქნა. მსგავსადვე, ყოფილი ქართველთა სამეფოსა და შემდგომ ყოფილი იბერიის თემის მოსახლეობის დიდი ნაწილი არმენიზებულ იქნა, მხოლოდ მცირე ნაწილმა, ტაოში, შეძლო ქართული ვინაობის შენარჩუნება).
იმავე ცნობას, რომ ამ მხარეებში იბერიისა და ბიზანტიის საზღვარი გადიოდა არაქსზე, იძლევა, როგორც აღინიშნა, კონსტანტინე პორფიროგენეტი.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მეგასთენეს ზემოთ აღნიშნული ცნობა განიხილა ევსევი კესარიელმა, კერძოდ, მან თავის წყაროდ დაასახელა მე-2 ს. ძველბერძენი ისტორიკოსი აბიდენოსი, ეს უკანასკნელი კი წყაროდ იყენებდა ძვ. წ. მე-3 საუკუნის ძველბერძენ მოგზაურს მეგასთენეს.
ევსევი კესარიელი თავის წიგნში „მომზადება წმ. სახარების შესამეცნებლად“ იბერებთან დაკავშირებით წერს –
`agreTve მოვიპოვე nabuqodonosorის შესახებ abidenosis TxzulebaSi `asurelTa Sesaxeb~ Semdegi ცნობა: megasTene ambobs, rom nabuqodonosori herakleze ufro Zlevamosili iyo, libiasa da iberiaze gailaSqra, daeufla da maTi nawili pontos marjvniv daasaxla~.
იგივე ცნობა აქვს ევსევი კესარიელს თავის სხვა წიგნში „ქრონიკები“ („ქრონოგრაფია“)_
`abidenosi nabuqodonosors herakleze Zlevamosilad miiCnevs, rodesac wers Semdegs: megasTene ambobs, rom nabuqodonosori herakleze Zlevamosili iyo, maT Tavisi jarebi Sors libiamde da iberiamde miuSva. daipyro es qveynebi da maTi mosaxleobis nawili evqsinis zRvis marjvena napirze daasaxla~.
მეგასთენეს ამ ცნობაში ნახსენებია „ლიბია“, ასეთი სახელით მოიხსენიებდნენ აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილს ესპანეთის მეზობლად, ამ ცნობის თანახმად, ნაბუქოდონოსორს ულაშქრნია ძვ.წ. მე-6 ს-ში აფრიკასა და ასევე ესპანეთის იბერიაში, საიდანაც ამას დატყვევებული მოსახლეობა წამოუყვანია და პონტოსპირეთში დაუსახლებია. სწორედ ასე ესმოდა ყველა ძველ ავტორს აღნიშნული ცნობა, მათ შორის არა მხოლოდ ბერძენ და რომაელ, არამედ სომეხ მწერლებსაც, მაგალითად, მოვსეს ხორენაცის. თანამედროვე მკვლევრები არ მიიჩნევენ სანდოდ მეგასთენეს ამ ცნობას, რადგანაც ცნობილია, რომ ნაბუქოდონოსორს არ ულაშქრნია ესპანეთში და მის მომიჯნავე აფრიკის ქვეყნებში.
ამ მხრივ ჩვენი კვლევა განსხვავებულია, ჩვენი მოსაზრებით ნაბუქოდონოსორმა ილაშქრა, მაგრამ ილაშქრა არა ესპანეთსა და მის მეზობელ ლიბიაში, არამედ მან დაიპყრო ქვეყანა „ლუვია“ (ლუბია) და მისი მეზობელი იბერია.
სად მდებარეობდა ქვეყანა ლუვია?
ის მდებარეობდა მცირე აზიაში, ბაბილონის მახლობლად, სწორედ ნაბუქოდონოსორის ეპოქაში. ამ ქვეყნის ხალხი – ცნობილი ლუვიელები, სახელგანთქმულია თავისი დამწერლობით.
(იხ. რუკა – ლუვიელთა ქვეყანა მესოპოტამიის მახლობლად, ისტორიულ იბერიასთან 6 ლუვიური ენის განვრცობის არეალი Map of a part of Eastern Europe/Asia with spreading of the Luwian Language) . მას ძველი წელთაღრიცხვის 1 ათასწლეულის დასაწყისში გაუმეზობლდა ბალკანეთიდან შემოსული ფრიგიული მოსახლეობა. ფრიგიელებმა თავისი სახელი მიიღეს მათ შემადგენლობაში შემავალი ტომის ბრიგების სახელისაგან, ჩვენი კვლევით ამ ტერმინში (ბრიგი) არსებული თანხმოვანთჯგუფი – „ბრგ“ და ქართველთა სახელებში არსებული იგივე ჯგუფი „ბრ“ და „გრ“ არის ქართველთა ეთნოფუძე, ანუ ამ ფუძეზეა აგებული სახელები – იბერი (ბრ), ეგრისი (გრ), მარგვეთი (რგ), გურია (გრ), გეორგია (გრგ), გურჯ (გრ), გოგარენა (გგრ) და სხვა. მით უფრო, რომ ბრიგ-ფრიგიელების, ანუ ლუვიის მეზობელ ხალხებს შორის იხსენიება „მოსხები“ და ასევე მუსკები.
Мосхи
Гекатей Милетский (около 550—476 гг. до н. э.) пишет о мосхах как о «колхах», проживавших рядом с Матиене (хурритами).[17]
По мнению Геродота, вооружение мосхов напоминало вооружение тибаренов, макронов, моссинеков и амардов: на голове они носили деревянные головные уборы, имели щиты и короткие копья с длинными наконечниками.
Все указанные племена входили в состав 19-й сатрапии империи Ахеменидов, располагавшейся на юго-востоке Понта Эвксинского, то есть Чёрного моря, а на юге ограниченной высоким Армянским нагорьем.
Страбон располагает мосхов в двух местах.
Первое находилось примерно на территории современной Абхазии, на восточном побережье Чёрного моря, что соответствует высказыванию Стефана Византийского, который цитировал Гелланика.
Второе, «Мосхике» (Moschikê), где находился храм Левкофеи, когда-то славившийся своим богатством, но разграбленный Фарнаком II и Митридатом VI — делилось между колхами, армянами и иверами (ср. Помпоний Мела, III. 5.4; Плиний Старший VI.4.).
Эти последние мосхи, вероятно, соответствовали жителям Месхетии.
Прокопий Кесарийский называет местных обитателей Meschoi и считает их подданными иверов (то есть грузин), исповедовавшими христианство, как и сами иверы.
По мнению профессора Дж. Рассела из Гарварда, грузинское название армян Somekhi происходит от древнего названия «мушки»[источник не указан 4932 дня].
Плиний Старший в I в. н. э. упоминает племя Moscheni на юге Армении (в его времена Великая Армения простиралась на юг, запад и восток от современных границ Армении до Средиземного моря и граничила с Каппадокией).
В византийской историографии, начиная с Евсевия, название «мосхи» (Moschoi) связывалось с предками «каппадокийцев»[источник не указан 2272 дня], столицей которых был город Мазака (позднее Кесария Мазака, ныне Кайсери).
ლუბიას ადრიდანვე აკავშირებდნენ ქართულ ტომებთან.
ნ.ხაზარაძის ლოგიკური დასკვნით, “თაბალისათვის ნავარაუდევი ტერიტორია ძველთაგანვე ხეთურ-ლუვიური ტომების გავრცელების არეალში შედიოდა” (ნ.ხაზარაძე, 1978, გვ.64, 82; ნ.ხაზარაძე, 2001). ბიბლიის განმმარტებელნი თობელის შთამომავალთ იბერებთან აკავშირებდნენ (ასევე, ქალაქი მაზაკა მიიჩნეოდა მუშქთა/მოსხთა ქვეყნის დედაქალაქად). ნ.ხაზარაძის დასკვნით ამ ქალაქის სიახლოვეს ცხოვრობდნენ თობალებიც. იოსებ ფლავიუსი (I ს.) “…თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ” (გეორგიკა, 1961, გვ.34; XII საუკუნის ქართული თარგმანი: “დაამკვიდრებს უკუე თოვილისსა თოვილთასა, რომელნი აწ ივრად იწოდებიან”); ევსტათი ანტიოქელი (280-360): თობელისგან წარმოიშვნენ თეობელები, დღეს რომ იბერები ეწოდებათ (გეორგიკა, 1961, გვ.34); 7 ლეონ გრამატიკოსი (XI): „… თობელისგან – თობელები, ახლანდელი იბერები, მესოხისგან – მესხენები, ახლანდელი კაბადოკიელები” (თ.ყაუხჩიშვილი, 1983, გვ.49)… შდრ., გიორგი სინგელოზი (VIII – IX): თობელისაგან წარმოდგნენ თეტალიელები, ხოლო მოსოხისგან – ილირიელები (გეორგიკა, 1941, 61-62)… (ტ.ფუტკარაძე – ქართველები, 2005 წ. გვ. 100-101).
ტაციტუსის ცნობით, მისი ეპოქის იბერები თავიანთ თავს თესალიელთა შთამომავლებს უწოდებდნენ, ამიტომაც ეს აზრი ახლოსაა გიორგი სვინგელოზის მტკიცებასთან, რომ მოსოხისაგან წარმოდგნენ ილირიელები, თობელისაგან თეტალიელები. შესაბამისად, რადგანაც ტაციტუსის ცნობით, მისი დროის იბერებს თავიანთ თავი მიაჩნდათ თესალიელთა შთამომავლებად, თავიანთ თავს ინდოევროპელებთან აიგივებდნენ, შესაბამისად, ქართული ენა ინდოევროპულ ენათა ჯგუფში მოიაზრებოდა. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ ქართლის ცხოვრებაც ქართველებს ბალკანური წარმოშობის ხალხად მიიჩნევდა.
აქ (ქართლის ცხოვრებაში) ნათქვამია –
„ქართლოს იყო ნოეს ძის იაფეთისაგან, რამეთუ იაფეთ ჰშვა ავანან, ავანან ჰშვა თარში, თარშმა – თარგამოს, ქართლოს და ა.შ. ვინ იყო თარში? ბიბლიის მიხედვით თარშიში იყო იავანის ძე, ანუ ელინთა (იავანის) ოჯახის წევრი.
იაფეტის შთამომავლობა ასეთი იყო – იაფეტის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი. იავანის ძენი: ელიშა, თარშიში, ქითიმი და დოდანიმი“. გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.(დაბ. 10. 2-5).
ქართლის ცხოვრება ვინაიდან წერს, რომ „ავანან ჰშვა თარში, თარშმა – თარგამოს, ქართლოს“ მაშასადამე, ქართველები თავიანთ თავს მიიჩნევდნენ ავანანის, შესაბამისად, იაფეტის შთამომავლებად. კერძოდ კი, ბალკანელებისა (იავანი, იონია, ბალკანეთი) , ეს ნიშნავს, რომ ქართლის ცხოვრების აღწერისას, ჯერ კიდევ ტაციტუსის ცნობის შესაბამისად, ქართველები თავიან თავს ბალკანელებთან (ავანანთან) აიგივებდნენ, ანუ თავიანთი თავი ინდოევროპელებად მიჩანდათ, შესაბამისად, ქართულ ენას ინდოევროპულ ენათა ოჯახში ათავსებდნენ. ამიტომაც ლუვიელების გვერდით მცხოვრები იბერები, რომლის ნაწილი ნაბუქოდონოსორმა ჩამოასახლა პონტოსპირეთში, ბალკანურ ხალხთა ოჯახში მოიაზრებოდა.
რუკა იაფეტიდების თავდაპირველი საცხოვრისი
რუკა იაფეტიდების თავდაპირველი საცხოვრისი
Хетто-лувийская ветвь (Хетты, Лувийцы). ХЕ́ТТО-ЛУВИ́ЙСКИЕ ЯЗЫКИ́(анатолийские языки), вымершая ветвь (группа) индоевропейских языков. Были распространены приблизительно в нач. 2-го тыс. до н. э. – нач. 1-го тыс. н. э. в Анатолии (совр. Турция): хеттский язык, лувийский язык (клинописный и его диалект лувийский иероглифический язык) и палайский язык – в её центр. и юго-вост. части, ликийский язык, лидийский язык, карийский язык, https://www.google.com/search?client=opera&q=ХЕ́ТТОЛУВИ́ЙСКИЕ+ЯЗЫКИ́&sourceid=opera&ie=UTF-8&oe=UTF-8 9 ლუვიელთა ტომი ცხოვრობდა მცირე აზიაში,ლუვიის ქვეყანაში, და ჩრდილოეთ სირიაშიც. ძირითადად მე-2 და ნაწილობრივ 1-ელ ათასწლეულშიც, შესაბამისად, ახლოს მდებარეობდა შუამდინარეთთან, ბაბილონთან, აქ ნაბუქოდონოსორი მბრძანებლობდა. შესაბამისად, ნაბუქოდონოსორმა ილაშქრა არა ეპანეთსა და ლიბიაში, არამედ მცირე აზიის ქვეყანა ლუვიაში. იქვე, მდ. ყიზილ ირმაკის ხეობაში, ლუბიის მეზობლად ცხოვრობდნენ იბერები. ანუ ისინი იყვნენ ლუვიის გვერდით მცხოვრები იბერები, რომელთაც ახსენებს მეგასთენე. აქედან ნაბუქოდონოსორს იბერები გადაუსახლებია ამავე რეგიონის პონტოსპირეთში, იბერთა განსახლების ტრადიციულ მიწაწყალზე.
იბერების მმართველი ფენის სამხრეთიდან ჩრდილოეთში გადაადგილების შესახებ ცნობები სხვა წყაროებშიცაა, ამას იუწყება მოქცევაი ქართლისაისთან ერთად კონსტანტინე პორფიროგენეტი, ასეთი ცნობა დაცულია მე-7 ს. სომეხ ისტორიკოს სებეოსთანაც.
სებეოსი ამ ფაქტს უკავშირებს ნაბუქოდონოსორსს.
ბაგრატიონების წარმოშობის ისტორია სებეოსთან – ფარნავაზის შთმომავლები ფლობენ მიწა-წყალს „ქვეყნის დასავლეთ მხარეს“- ანუ სპერს და მიმდგომ ოლქებს.
სებეოსის სიტყვით, ნაბუქოდონოსორის დროს ფარნავაზიანთა წინაპრები ემორჩილებოდნენ ნაბუქოდონოსორს.
აღსანიშნავია, რომ როგორც კონსტანტინე პორფიროგენეტთან, ისე სებეოსთან იბერთა მმართველი ზედაფენა თავის წარმომავლობას უკავშირებდა „დიდებულ ქალს“. ანუ დაკავშირებული არიან დიდებულ ქალთან, სებეოსთან ის აბრაამის მონა ქალია ისააკისაგან, რომელიც გაიქცა და დასახლდა მასისის მთასთან, კონსტანტინე პორფიროგენეტთან მსგავსი ქალია მეფე დავითის მონა ქალი, რომელსაც ქმარი მოუკლა მეფემ სებეოსი წერს:
„…Парнаваз . Он родил Багама и Багарама; Багарам родил Бюрама; Бюрам родил Аспата; дети Багарама получили владения в странах западных. Они составляют племя Ангех, потому что Багарам назывался также Ангехом, которого обоготворяли в то время народы варварские. Этот Парнаваз покорился царю вавилонскому, Навуходоносору… Говорят, что убежала из Дамаска Марсьяк, рабыня Авраама, от Исаака, и поселилась у подошвы двух гор, которые смотрят на великую поляну Арая — вершины Арагац и горы Гег. Она по своему имени (т.е. Масис от Марсьяк) назвала горы, которые называются Азат. И было у ней три сына: Парох т.е. Элиазар; вместо жительства его называют Парохт, а поле — Паракан для их набегов и охоты: они смешались с родом Араманьяка“. ПОВЕСТВОВАНИЕ ЕПИСКОПА СЕБЕОСА О ИРАКЛЕ https://www.vostlit.info/Texts/rus10/Sebeos/frametext1.htm
ნაბუქოდონოსორსა და იბერებს ასევე მოვსეს ხორენაცი აკავშირებს ერთმანეთთან.
მოვსეს ხორენაცთან ვკითხულობთ: `ამის შესახებ აბიდენოსი ამბობს: `ძლევამოსილმა ნაბუქოდონოსორმა, რომელიც ჰერაკლეზე უფრო ღონიერი იყო, შეჰყარა ჯარი და მიაღწია ლიბიელთა, აგრეთვე [ი]ვერიელთა ქვეყნებს, შემუსრა და დაიმორჩილა ისინი, მათი ერთი ნაწილი წამოასხა იქედან და პონტოს ზღვის მარჯვენა მხარეს დაასახლა~. [ი]ვერია ქვეყნიერების დასავლეთ საზღვარზე მდებარეობს~.
შეიძლება დავასკვნათ ანდა გამოვთქვათ მოსაზრება, რომ მეგესთენეს მიერ ნახსენები ლუვია (და არა ლიბია), მდებარეობდა ვანის ტბის სარტყელში, ბაბილონის მახლობლად.
წყარო, როგორც აღინიშნა, წერს – „მეგასთენე ამბობს, რომ ნაბუქოდონოსორი ჰერაკლეზე უფრო ძლევამოსილი იყო, ლიბიასა და იბერიაზე გაილაშქრა, დაეუფლა და მათი ნაწილი პონტოს მარჯვნივ დაასახლა”.
მაშასადამე, მეგასთენეს ცნობა მცირე აზიაში მცხოვრებ იბერებზეა. ტერმინ „ივერთან“ დაკავშირებით, შეიძლება ითქვას შემდეგი. ამჟამად ზოგიერთ წრეებში ამ ტერმინით (ივერი, ებერი) აღნიშნავენ ებრაელთა ზოგიერთ ჯგუფს, მაგრამ ამ ჯგუფთან მიმართებაში, სწორი იქნებოდა არა ტერმინი „ივერი“ (ანდა „ებერი), არამედ „ყევერი“.
სხვა ენებში თანხმოვნების ნაკლებობის გამო სწორად არ გამოითქმება აღნიშნული ტერმინი. მაგრამ ქართულ სინამდვილეს ის დაცული აქვს, მაგალითად, საუკუნეების მანძილზე, ვთქვათ ქუთაისში, ქართველები და ებრაელები ძმურად ცხოვრობდნენ, მაგრამ ქართველბი მათი ვინაობის აღსანიშნავად იყენებდნენ ტერმინს –„ყევერი“, ესაა ამ ტერმინის სწორი გამოთქმა, თანხმოვან „ყ“- არ არსებობის გამო შეიქმნა გაუგებრობა, მაშასადამე, ებრაელთა ჯგუფის სახელია ყევერი, ყებერი, ან ყივერი, ყიბერი, ხოლო ქართველებისა – ივერი, იბერი. ზოგიერთი ცდილობს ქართველთა წარმომავლობა სემს დაუკავშიროს. მაშინ, როცა ქართლის ცხოვრება და სხვა წყაროები ქართველთა პრაწინაპრად მიიჩნევდა იაფეტს (და არა სემს).
Согласно Новой Иверологии приняты две степени градации иверов, это: Высшие Иверы и Низшие Иверы (Надсмотрщики) https://iverology.fandom.com/wiki/Иверы