აფხაზეთის საკათალიკოსო და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქია

by meufeanania
0 comments

აფხაზეთის საკათალიკოსო და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქია

აფხაზეთის საკათალიკოსო

მე-20 ს.  ისტორიოგრაფიაში, განივრცო თვალსაზრისი, თითქოსდა, დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) საკათალიკოსო ჩამოყალიბდა ბერძნული ეკლესიის წიაღში და მხოლოდ X საუკუნისათვის შემოიერთა ის საქართველოს ეკლესიამ, რის შემდგომაც მან, თითქოსდა, დასავლეთ საქართველოში გააუქმა ბერძნული საეპისკოპოსოები ფაზისისა (ფოთისა), პეტრასი (ციხისძირისა), ზიგანევისა (გუდაყვა), როდოპოლისისა (ვარციხე) და საისინისა (ცაიშისა). გააუქმა იქ ბერძნულ-ენოვანი წირვა-ლოცვა, მის ნაცვლად შემოიღო ქართული. შესაბამისად, სხვის იურისდიქციაში შეჭრის გამო ის პროზელიტური ეკლესია იყო.

Qქართული საეკლესიო წყაროების მიხედვით კი, აფხაზეთის საკათალიკოსო ჩამოყალიბდა არა ბერძნული, არამედ საქართველოს ეკლესიის წიაღში, ქართველი მეფე ბაგრატის ბრძანებით (“ამან ბაგრატ განაჩინა კათალიკოზი აფხაზეთს”). ამ საკათალიკოსოს მართავდა უმრწემესი კათალიკოსი, რომელიც ექვემდებარებოდა მცხეთის უხუცეს კათალიკოს-პატრიარქს.

აფხაზეთის საკათალიკოსო იყო არა დამოუკიდებელი საეკლესიო ერთეული, არამედ ქართული ეკლესიის წიაღში არსებული ერთ-ერთი თავისთავადი,  თვითმმართველი საეკლესიო-ადმინისტრაციული ერთეული, შექმნილი ზოგადქართული ეკლესიის მართვა-გამგეობის გაადვილების მიზნით.

მსგავსადვე იყო მოწყობილი ბიზანტიური ეკლესიაც თავისთავადი სამიტროპოლიტო ოლქების სახით.

ასევე, ერთიან ზოგადსომხურ ეკლესიაში არსებობდა და დღესაც არსებობს რამდენიმე სომხური საპატრიარქო და რამდენიმე სომხური საკათალიკოსო, რომელნიც მთლიანობაში შეადგენენ ერთ სომხურ ეკლესიას.

მსგავსადვე, ზოგადქართულ ეკლესიაში არსებობდა რამდენიმე საპატრიარქო ანდა საკათალიკოსო.

ნ. ადონცი და ბოლო წლების სხვადასხვა კვლევა აჩვენებენ, რომ ზემოთ აღნიშნული ფაზისის, პეტრას, ზიგანევის, საისინის და როდოპოლისის ეპარქიები იმთავითვე მდებარეობდნენ არა დასავლეთ საქართველოში, არამედ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ტრაპეზუნტ-გუმუშხანეს მხარეს, ხოლო დასავლეთ საქართველო ეგრისწყალ–კლისურამდე, ქრისტიანობის გავრცელებისდროიდანვე, საქართველოს წმიდა ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა, მე-8 საუკუნის შემდეგ კი (მირ, არჩილ და ლეონ 1 მეფეების პერიოდიდან) მისი იურისდიქცია ხაზარეთის მდინარემდე, ანუ ყუბანამდე განივრცო.

წყაროთა ცნობებით, აფხაზეთის საკათალიკოსოს ჩამოყალიბების ისტორია ასეთია: ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა არა ერთ რომელიმე კუთხეში, არამედ ,,ყოველსა ქვეყანასა საქართველოისასა~ (,,დიდი სჯულისკანონი~, 1975, გვ. 545). ასევე წმიდა ნინომ მოაქცია არა ერთი რომელიმე კუთხის მოსახლეობა, არამედ `ყოველი სავსება ყოველთა ქართველთა ნათესავისა~ (იქვე, გვ, 546). მაშასადამე, მათ სრულიად საქართველოში იქადაგეს და მთელი ქართველი ერი განანათლეს, რუის-ურბნისის საეკლესიო კრების წმიდა მამათა განსაზღვრების შესაბამისად. მე-12 საუკუნეში მცხოვრებმა ამ წმიდა მამებმა გაცილებით უკეთ იცოდნენ თითქმის მათსავე ეპოქაში არსებული საეკლესიო ცხოვრების ისტორია, ვიდრე ათეისტური პერიოდის მკვლევრებმა მე-20 საუკუნეში. ამ ცნობებს ძველი ქართული საეკლესიო წყაროებისა მთლიანად ეთანხმებიან IV ს-ის პალესტინელი ეპისკოპოსის გელასი კესარიელისა და V ს-ის ბიზანტიელი ისტორიკოსის გელასი კვიზიკელის ცნობები. მათი სიტყვით, წმიდა ნინომ მოაქცია იბერებიცა და ლაზებიც, მაშასადამე, მოაქცია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა. IV ს-ში ჩამოყალიბდა მთელი ქვეყნის მომცველი ერთიანი ქართული ეკლესია ცენტრით მცხეთაში. მის პირველივე მეთაურს რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერით `ეპისკოპოს-კათალიკოსი~, ანუ საყოველთაო, ზემდგომი ეპისკოპოსი ეწოდებოდა (იქვე, გვ. 546). ქადაგებათა შემდგომ დასავლეთ საქართველოში ისევე, როგორც საქართველოს ყოველ ნაწილში, ჩამოყალიბდა ათეულობით ეპარქია და საეპისკოპოსო. მათი რიცხვი განსაკუთრებით გაიზარდა VIII-X სს-ში. ამის გამო წარმოიქმნა საჭიროება, რათა საქართველოს საპატრიარქოში ეპარქიათა მართვის გაადვილების მიზნით ჩამოყალიბებულიყო რამდენიმე საეკლესიო-ადმინისტრაციული ოლქი, ანუ სამიტროპოლიტო ოლქი. მის მმართველს `უმრწემესი კათალიკოსის~ ტიტული უნდა მინიჭებოდა, რადგანაც `უხუცესი კათალიკოსი~ მცხეთის პირველიერარქს ერქვა. ძველ საქართველოში საეპარქიო-ადმინისტრაციული ერთეულის დაარსების უფლება ეკუთვნოდა მეფეს. ამიტომაც აფხაზეთის საკათალიკოსოს დაარსებას ესაჭიროებოდა დასტური სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან და, მართლაც, საქართველოს მეფე ბაგრატ ბაგრატიონმა გასცა ამის დასტური. ამიტომაც წერს მემატიანე შემდეგს: `ამან ბაგრატ განაწესა კათალიკოზი აფხაზეთს ქრისტეს აქეთ 830 წელს~ (ქ.ც. 1955, I, გვ. 255). შენიშვნა: საქართველოს ეკლესიაში ტიტული `საქართველოს პატრიარქი~ ეწოდებოდა სრულიად საქართველოს ეკლესიის მეთაურს, ხოლო `კათალიკოზის~ ტიტული ენიჭებოდა მსხვილ, უმთავრეს სამიტროპოლიტო ერთეულის მეთაურს. კ.კეკელიძის კვლევით, `კათალიკოზი~ იგივე იყო, რაც ბიზანტიურ ეკლესიაში არქიეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი. მაგ., წყაროს ცნობით, ექვთიმე მთაწმინდელი მიიწვიეს `კვიპროსის კათალიკოზად~, ანუ კვიპროსის ეკლესიის არქიეპისკოპოსად. 1. წყაროების მიმოხილვა ა. ბერძნულ-ლათინური წყაროები დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ცხოვრების შესახებ: გელასი კესარიელი წერს: `იმავე ხანაში ღმრთის ცნება მიიღეს პონტოს გასწვრივ მდებარე მიწა-წყალზე მცხოვრებმა იბერებმა და ლაზებმა, რომელთაც მანამდე ის არა სწამდათ. ამ უდიდესი სიკეთის მიზეზი გახდა ერთი დედაკაცი, რომელიც მათთან იყო ტყვედ~ (გეორგიკა, I, 1961, გვ. 186). გელასი კვიზიკელიც ამასვე წერს: `ამავე დროს პონტოს გასწვრივ მდებარე ქვეყნის მცხოვრებმა იბერებმა და ლაზებმა ღმრთის სიტყვა, რომელიც მანამდე არ სწამდათ, შეიწყნარეს~ (მიმომხილველი, I, 1926, გვ. 55). წმიდა ნინოს ქადაგებათა შემდგომ საქართველოში ჩამოყალიბებულ ეკლესიის მეთაურს ეწოდებოდა კათალიკოსი. საკათალიკოსო გაძლიერდა, განსაკუთრებით, V ს-ის ბოლოს. გელასი კესარიელისა და გელასი კვიზიკელის აღნიშნულ ცნობებს ეთანადება VI საუკუნის ცნობილი ავტორის პროკოფი კესარიელის ცნობა, რომ იბერები მრავალ ხალხს შორის საუკეთესო ქრისტიანები არიან. ისტორიული ლაზიკა, ანუ `კლარჯეთი, სპერი, ბოლო კლარჯეთისა, ზღვისპირი”-ა. იმის შემდეგ, რაც ბიზანტიამ ეს ტერიტორია ჩამოაშორა ქართულ სახელმწიფოს, იქაურ მოსახლეობას პროკოფი “ერთ ხალხს” უწოდებს. ლაზიკის ომებამდე, ანუ V ს-ში, საზღვარი ქართულ სახელმწიფოსა და ბიზანტიას შორის გადიოდა ოფ-რიზეს რეგიონში. იურისდიქციის საზღვრები შეიცვალა იუსტინიანეს ეპოქაში ლაზიკის ომების შემდგომ. კერძოდ, მცხეთის კათალიკოსის იურისდიქციიდან ბიზანტიამ გაიყვანა ოფ-რიზე-ათინას რეგიონი და იქ მცხოვრები მოსახლეობა, რომელთაც, როგორც ითქვა, პროკოფი კესარიელი `ერთ ხალხს~ უწოდებს, შეიყვანეს კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში მყოფი ლაზთა ეპისკოპოსების სამწყსოში (გეორგიკა, I, 1965, გვ. 125).

ამ ომებამდე, ლაზთა ეპისკოპოსების როდოპოლისის, ზიგანას, საისინისა და პეტრას კათედრები მდებარეობდნენ ისტორიულ ჭანიკა-ქალდეაში, გუმიშხანეს რეგიონში. შემდგომ მათი იურისდიქციის საზღვარში შევიდა აღნიშნეული `ერთი ხალხი~ და სამიტროპოლიტო ცენტრი გადატანილ იქნა, სავარაუდოდ, მდ. ფაზარის ხეობაში ზღვისპირზე, სადაც ქ. პაზარი, ათინა მდებარეობს. შესაბამისად, `ერთი ხალხი~ გამოყვანილ იქნა ქართველი კათალიკოსის იურისდიქციიდან და შეყვანილ იქნა კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში, ლაზთა ეპისკოპოსების სამწყსოში, ამიტომაც წერს პროკოფი: `ტრაპეზუნტელებსა და ლაზებს შორის ცხოვრობს ერთი ტომი … ისინი ლაზიკის ომებამდე კათალიკოსს ექვემდებარებოდნენ, შემდეგ კი _ ლაზთა ეპისკოპოსებს~ (გეორგიკა, 2, 1965, გვ. 125).

გელასი კესარიელისა და გელასი კვიზიკელის ცნობებს, რომ წმიდა ნინომ მოაქცია ლაზებიც იბერებთან ერთად, ეთანხმება (მართალია, მოგვიანო პერიოდის, მაგრამ ეკლესიისათვის ძალზე კომპეტენტური) ლაზიკის მიტროპოლიტ გერმანეს ცნობა, რომ ლაზიკაში მდებარე ოფის (ჰოფის) საეპისკოპოსო კათედრა დააარსა წმიდა ნინომ IV ს-ში, იქამდე, სანამ ის (წმიდა ნინო) ფარავნის გზით იბერიის დედაქალაქ მცხეთაში გადავიდოდა და იქ დააარსებდა საეპისკოპოსოს. კერძოდ, `მოხსენებაში, რომელიც ლაზიკის მიტროპოლიტმა გერმანემ 1651 წელს წარუდგინა რუსეთის მეფეს ალექსი მიხეილის ძეს, აღნიშნულია, რომ ტაძარი ოფისა (ჰოფის სამიტროპოლიტო კათედრა) ითვლებოდა დაარსებულად წმიდა ნინოს მიერ. მის შესახებ მიტროპოლიტი გერმანე მრავალგზის აღნიშნავდა: ივერიის მიწა მან განანათლა~ (პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, გვ. 227).

მიტროპოლიტ გერმანეს ცნობით, ლაზიკის საეპისკოპოსო კათედრა დააარსა მან, ვინც ივერიის მიწა განანათლა, ე.ი. წმიდა ნინომ, რადგანაც ლაზიკა და იბერია მეფე მირიანის დროს იყო ერთი ქვეყანა და მიტროპოლიტი გერმანე თავის ცნობაში მიუთითებდა: `ლაზია საქართველოს ძველი ქვეყანაა~, `ძველი ქართული მიწაა~, `ივერიის მიწაა~ (იქვე, გვ. 263). ბიზანტიურ და სხვა ძველ წყაროებში ისტორიულ საქართველოს ივერიას უწოდებდნენ და მიიჩნეოდა, რომ ის შედგებოდა ორი გეოგრაფიული ნაწილისაგან_ ქვემო ივერიისაგან (დასავლეთ საქართველოსაგან) და ზემო ივერიისაგან (აღმოსავლეთ საქართველო).

ზემოთ აღნიშნულმა ანტიოქია-იერუსალიმის პატრიარქებმა დოსითეოსმა და ხრისანფიმ XVII ს-ში მოილოცეს ივერიის მიწა-წყალი და აღწერეს ის.

მათ ეპოქაში აღმოსავლეთ საქართველო დაპყრობილი იყო სპარსელების მიერ (საქართველოს პატრიარქი ევდემოზი აღმოსავლეთ საქართველოს მუსულმანმა მმართველმა სასტიკი წამებით მოკლა), ამის გამო აღმოსავლეთ საქართველოში ეკლესია დაემცრო, ამიტომაც ამ მძიმე საეკლესიო ვითარების დროს აფხაზეთის კათალიკოსებმა თავის თავზე აიღეს ზოგადქართული ეკლესიის მეთაურობის მძიმე უღელი და ამის შემდეგ, ვიდრე ანტონ კათალიკოსამდე, თავიანთ თავს „სრულიად საქართველოს პარტრიარქებს“ უწოდებდნენ.

 აფხაზეთის კათალიკოსები თავიანთ თავს (მუსულმანთა ბატონობის ეპოქაში) სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქებს უწოდებდნენ, რაც იყო დროებითი მოვლენა აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტიან ხელმწიფეთა ტახტის აღდგენამდე. შემდგომ მცხეთის კათალიკოსს კვლავ `უხუცესს პატრიარქს~, ხოლო აფხაზეთისას `უმრწმესს~ უწოდებდნენ.

აღნიშნული გარემოების გამო იერუსალიმელი პატრიარქი წერს:

„იბერიაში ორი არქიეპისკოპოსია, რომელთაც ქართველები უწოდებენ კათალიკოსებს. ქვემო იბერიას, რომელსაც ძველად კოლხეთს და ლაზიკას უწოდებდნენ, აქვს ეპარქიები იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, აფხაზეთში, სვანეთსა და მესხეთის ნაწილში. ზემო და ქვემო იბერიას შორის საზღვარი არის ქედი, რომელიც კავკასიის მთებში იწყება, ქართულად ქულფარგი ეწოდება. ქვემო იბერიის კათალიკოსი პატივით უფრო მეტია ზემო იბერიის კათალიკოსზე, იბერები ქვემო იბერიის კათალიკოსს მიიჩნევენ უფროს კათალიკოსად, რადგანაც მეფე, ე.ი. იმერეთის თავი, მათთან იწოდება მთელი იბერიის მეფეთა-მეფედ“ (დოსითეოსი, იერუსალიმელი პატრიარქები, თავი V, გვ. 510, წიგნიდან: `სარდელი მიტროპოლიტი მაქსიმი, ქართული ეკლესია და მისი ავტოკეფალია. თეოლოგია, ათენი, 1966 წ.).

ხოლო მეორე პატრიაქი ხრისანფი ამბობს: `…საქართველოში, რომელსაც ადრე იბერია ერქვა, იყო ორი არქიეპისკოპოსი, რომელთაც ჩვეულების თანახმად უწოდებენ კათალიკოსებს და არა არქიეპისკოპოსებს. ასე მათ მარტო ქართველები უწოდებენ. ამათგან ერთი, ე.ი. არქიეპისკოპოსი ქვემო იბერიისა, იწოდება იმერეთის, ოსეთის, გურიის და სრულიად ქვემო იბერიის უნეტარეს კათალიკოსად, ანუ მარტივად, სრულიად იბერიის უნეტარეს კათალიკოსად, როგორც უფროსი ზემო იბერიის კათალიკოსზე. ხოლო მეორე, ე.ი. ზემო იბერიისა, იწოდება ქართლის, კახეთის, ალვანეთის და სრულიად ზემო იბერიის უნეტარეს კათალიკოსად… რომელი იმპერატორის დროს, ან რომელ კრებაზე გახდა ის საარქიეპისკოპოსო, ჩვენ ზუსტად ვერ დავადგინეთ, მაგრამ 26 ივნისის სვინაქსარში ვპოულობთ, რომ იოანე, გოთეთის ეპისკოპოსი, ხელდასხმული იქნა იბერიის კათალიკოსის მიერ, რადგანაც რომაულ ქვეყნებში ბატონობდა ხატმებრძოლთა ერესი, ასე რომ, როგორც ჩანს, ერეკლეს შემდეგ ისავრამდე ქვემო იბერია საარქიეპისკოპოსო გახდა…~ (დოსითეოსი, იერუსალიმელი პატრიარქები, თავი V, გვ. 510, წიგნიდან: `სარდელი მიტროპოლიტი მაქსიმი, ქართული ეკლესია და მისი ავტოკეფალია. თეოლოგია, ათენი, 1966 წ.).

ბერძნულ-ლათინური და ბიზანტიური წყაროების ზემოთ აღნიშნული მითითებებიდან ნათლად ჩანს, რომ წმიდა ნინოს ეპოქიდან ლაზიკა, დასავლეთ საქართველო აღმოსავლეთ საქართველოსთან ერთად ქმნიდა ერთიან ეკლესიას და არა ორ ეკლესიას, როგორც ეს წარმოუდგენია ზოგიერთ მეცნიერს, რომელთა შეხედულებასაც აკრიტიკებდა ივ. ჯავახიშვილი.

ბ. ქართული წყაროები დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ცხოვრების შესახებ: 

საკითხი, იმის შესახებ, რომ ძველი ქართული წყაროების თანახმად, დასავლეთ საქართველო გაქრისტიანებისთანავე შედიოდა ზოგადქართული ეკლესიის წიაღში, მიმოიხილა ივ, ჯავახიშვილმა, ის წერს: `გიორგი მთაწმიდელი და განსაკუთრებით ეფრემ მცირე, რუის-ურბნისის 1103 წლის საეკლესიო კრების ყველა სულისჩამდგმელი ამტკიცებენ, რომ ანდრია მოციქულმა იქადაგა `ყოველსა ქვეყანასა საქართველოისასა~, ხოლო შემდეგ ქრისტიანობა კვლავ აღადგინა წმიდა ნინომ, რომლის სასწაულმოქმედებამ და ქადაგებამ `მიიზიდა ყოველი სავსება ყოვლისა ქართველთა ნათესავისა~. ნიკოლოზ კათალიკოსიც წმიდა ნინოს საერთო მოციქულად და განმანათლებლად სთვლიდა „ჩვენ ქართველთაისა“, ერთი სიტყვით, ანდრია მოციქულიც და წმიდა ნინოც საერთო ქართული ეკლესიის დამაარსებლად და მთელი ერის განმანათლებლად იყვნენ ცნობილნი, საქართველოს სხვადასხვა ნაწილების ცალკე მქადაგებლების გამოძებნის სურვილიც არ ჰქონიათ, რადგან ისინი მთლიანი და განუყოფელი საქართველოს განმტკიცებისა და აღორძინებისათვის იღწვოდნენ~ (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. III, გვ. 47).

ივანე ჯავახიშვილის დასკვნით, საქართველოს ეკლესიაში ერთადერთი თვალსაზრისი იყო დაცული, რომ ჩამოყალიბებისთანავე საქართველოს წმიდა ეკლესია თავის იურისდიქციას ავრცელებდა მთელი ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის, ცხადია, აფხაზეთზეც, ვითარცა მის განუყოფელ და ძირითად ნაწილზე. მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიამ XIX ს-ში გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია, ფართო გასაქანი მიეცა თეორიებს ქართული ეკლესიის კიდევ უფრო დასაკნინებლად, განსაკუთრებით, XX ს-ში ათეისტების ბატონობისას. ამ დროს ჩამოყალიბდა მტკიცება, თითქოსდა, დასავლეთ საქართველო IV საუკუნიდან X საუკუნემდე, 500-600 წლის განმავლობაში, იმყოფებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში და მხოლოდ X ს-ის შემდგომ ის დაექვემდებარა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას. თითქოსდა, იქამდე დასავლეთ საქართველოში არსებობდა კონსტანტინოპოლის იურისდიქციის ქვეშ ფაზისის (ფოთის) სამიტროპოლიტოში შემავალი როდოპოლისის (ვარციხის), საისინის (ცაიშის), პეტრას (ციხისძირის), ზიგანევის (გუდაყვა) ბერძნულენოვანი საეპისკოპოსოები. ასევე აფხაზეთის (აბაზგიის) ავტოკეფალური ეკლესია და თითქოსდა, ისინი გააუქმა ქართულმა ეკლესიამ და მათ ნაცვლად იქ დააარსა თავისი საეპისკოპოსოები. ასეთია ამჟამინდელი ისტორიოგრაფიის ზოგიერთი წარმომადგენლის მტკიცება, რასაც იმეორებენ აფხაზეთში მოკალათებული საეკლესიო სეპარტისტებიც. ივანე ჯავახიშვილი ასეთი თეორიის მომხრეებს შემდეგ შეფასებას აძლევდა: `ეს არის ქართველ სახელოვან მეცნიერთა მიერ შექმნილისა და მთელი ქართველი ერისაგან შესისხლხორცებული შემეცნების მოსპობა~ (იქვე, გვ. 97). `სახელოვან მეცნიერებს~ კი ის უწოდებდა ზემოთ აღნიშნულ გიორგი მთაწმიდელს, ეფრემ მცირეს, რუის-ურბნისის კრების წმიდა მამებსა და ნიკოლოზ კათალიკოსს სხვა უძველეს მოღვაწეებთან ერთად. მტკიცება იმისა, რომ დასავლეთ საქართველო 500-600 წლის მანძილზე კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში იმყოფებოდა, ეწინააღმდეგება ქართულ საეკლესიო ისტორიოგრაფიაში მიღებულ დებულებებს, საეკლესიო კრებათა დადგენილებებს, საერთოდ კი, ქართველ წმიდა მამათა, ისტორიკოსთა და მემატიანეთა ტრადიციულ თვალსაზრისს ამ საკითხზე. აფხაზეთის საკათალიკოსო აღმოცენდა ქართული ეკლესიის წიაღში ქართველ მეფეთა და პირველიერარქთა ნებით ეკლესიის ადმინისტრაციული მმართველობის გასაადვილებლად, ის ყოველთვის იყო ერთ-ერთი ადმინისტრაციულ-საეკლესიო ოლქი ზოგადქართული ეკლესიისა.

გ. სომხური წყაროები დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ცხოვრების შესახებ:

იოანე სომეხთა კათალიკოსის ცნობის თანახმად, კირიონ I საქართველოს ეკლესიის მამამთავარი-კათალიკოსი, ამასთანავე იყო ეგრისის არქიეპისკოპოსი. 899 წლიდან სომხეთის კათალიკოსად დადგენილი იოანე წერდა ქართლის კათალიკოს კირიონ I-ის შესახებ, რომ ის იყო მამამთავარი „იბერიელთა, გუგარელთა და ეგრისელთა ადრინდელი წესის შესაბამისად“ (იოანე კათალიკოსის მატიანე, 1912, გვ. 65, წიგნიდან პ. ინგოროყვა, გ. მერჩულე, გვ. 243).

დასავლეთ საქართველოს, როგორც ცნობილია, კირიონ I კათალიკოსის დროს, ე.ი VI ს-ის ბოლოსა და VII ს-ის დასაწყისში, ეგრისი ეწოდებოდა. ამ ეპოქაში ეგრისი, ე.ი. დასავლეთ საქართველო, იოანე სომეხთა კათალიკოსის ამ ცნობით, შედიოდა მცხეთის იურისდიქციაში, რადგანაც კირიონი _ მისი მამამთავარი იყო და თანაც `ადრინდელი წესის შესაბამისად~.

კირიონის წინა `ადრინდელი~ ხანა, ცხადია, უნდა იყოს V ს. და VI ს-ის პირველი ნახევარი. მაშასადამე, იოანე კათალიკოსის ცნობის ანალიზი აჩვენებს, რომ V, VI და VII სს-ში დასავლეთ საქართველო არა კონსტანტინოპოლის, არამედ მცხეთის იურისდიქციაში შედიოდა.

დასავლეთ საქართველოსთან ერთად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოც (ლაზიკა) გაქრისტიანებისთანავე ზოგადქართულ იურისდიქციაში რომ შედიოდა, მიუთითებს მოვსეს ხორენაცი (V ს-ის ავტორი). ის წერს, რომ კლარჯეთი (ანუ სამხრეთ-დასავლეთ საქართველო), მოაქცია წმიდა ნინომ, რომელმაც იქადაგა აქედან ვიდრე კასპიის ზღვისპირეთამდე: `სანატრელი ნუნე წავიდა იქედან, რათა თავისი ადვილგასაგები საუბრით ქართველთა ქვეყნის სხვა კუთხეებიც დაემოძღვრა. გავბედავ და ვიტყვი, რომ ნუნე მოციქული ქალი გახდა, მან იქადაგა სახარება კლარჯეთიდან დაწყებული, ვიდრე ალანთა და კასპიის კარებამდე, მასქუთთა საზღვრებამდე, როგორც ამას აგათანგელოზი გაუწყებს შენ~ (მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, 1984, გვ. 172). მაშასადამე, არა მარტო მოვსეს ხორენაცის, არამედ აგათანგელოზის ცნობითაც, წმიდა ნინოს უქადაგნია შავი ზღვიდან (კლარჯეთიდან), ვიდრე კასპიის ზღვამდე (მასქუთებამდე). აღნიშნულ იოანე კათალიკოსის, მოვსეს ხორენაცისა და აგათანგელოზის ცნობებს კიდევ უფრო ამტკიცებს უხტანესი. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობილი სომეხი ისტორიკოსის უხტანესის ცნობები, რომელიც აღწერდა კავკასიის ეკლესიების ისტორიას VIII-X სს. უხტანესი თანამედროვე იყო მის მიერ აღწერილი ამბებისა. უხტანესი ეხება და აღწერს აფხაზეთის ეთნიკურ სახეს, ამიტომაც მის ცნობას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება დასავლეთ საქართველოს ისტორიის კვლევისას. კერძოდ, უხტანესი წმიდა შუშანიკის ღვაწლის აღწერის დროს ამბობს: `მსგავსი გახდა ნუნე მოციქულისა, როცა მოეფინა მისი ქადაგება მთელს ქართველთა ქვეყანას~ (უხტანესი, ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან, 1975, გვ. 201). უხტანესი `ქართველთა ქვეყნის~ არეალში დასავლეთ საქართველოს, კერძოდ კი აფხაზეთს რომ გულისხმობდა, ამის შესახებ თვითონვე წერს. კერძოდ, მისი თვალსაზრისით, შავი ზღვის სანაპიროზე იბერები ნაბუქოდონოსორმა დაასახლა, სადაც იბერიელები გამრავლდნენ, იქცნენ დიდ ხალხად და მათ ქვეყანას ამჟამად `აფხაზეთი~ ეწოდებაო,- წერს უხტანესი. მაშასადამე, მისი აღწერით, აფხაზეთი ივერიელი ხალხით იყო დასახლებული ნაბუქოდონოსორის ეპოქიდან ვიდრე უხტანესამდე. კერძოდ, უხტანესი ასე აღწერს ამ ამბავს `ძველი ისტორიკოსების~ ცნობაზე დაყრდნობით:  ივერიელთა ტომების ნაწილი ნაბუქოდონოსორმა დაასახლა პონტოს ზღვის მარჯვენა სანაპიროზე. `ტომი აღორძინდა, გამრავლდა, ზღვის პირას აქეთ-იქით, მოედო იმ მხარეს და გავრცელდა სომეხთა და ალბანთა საზღვრამდე, შეიქმნა ფრიად მრავალი ხალხი და იმ ქვეყანას აფხაზეთი ეწოდება. ურიცხვია სახელი თვითოეული გვარისა, ითესლეს და გამრავლდნენ და გახდა ტომი, რომელსაც თავის პირველ ქვეყანაში ივერიას უწოდებდნენ, აქ კი ქართველნი ეწოდებათ. ტომითაც, ენითაც, დამწერლობითაც, მამამთავრობითაც და მეფობითაც განმტკიცდნენ, ხოლო გამოჰყო, გამოაცალკევა და განაშორა ჩვენგან კირიონ სკუტრელმა~ (უხტანესი, გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან, 1975, გვ. 67). მაშასადამე, უხტანესი, IX-X სს-თა ავტორი, აღწერდა, თუ რომელ ქვეყანას ეწოდებოდა აფხაზეთი, რომელი ხალხით იყო ის დასახლებული და თუ ვინ იყო მათი ყველაზე გამორჩეული კათალიკოსი, რომელმაც ეს ხალხი განაშორა სომხურ ეკლესიას. კერძოდ, აფხაზეთი, მისი თქმით, ქართველებით იყო დასახლებული, და ისინი კირიონმა განაშორა სომხური ეკლესიისაგან. ამ პირველხარისხოვანი წყაროს მითითებითაც კირიონი იყო დასავლეთ საქართველოს მამამთავარი. საინტერესოა, რატომ არ გამოიყენეს უხტანესის ეს ცნობა აფხაზეთის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ საბჭოთა ეპოქის ისტორიკოსებმა XX ს-ის სეპარატისტების მიერ აღძრული კონფლიქტების დროს. 2. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია საეკლესიო სამართალის მიხედვით, აფხაზეთის საკათალიკოსო ისტორიულად ქართული ეკლესიის ერთ ნაწილს წარმოადგენდა, რომლის მეორე ნაწილი იყო ქართლის საკათალიკოსო. ზოგადად, ქართული ეკლესიის მთლიანობა მიიღწეოდა საერთო საეკლესიო სამართლით, საერთო სჯულისკანონით, საერთო ქართული საღვთისმსახურო ენით, საერთო ტრადიციებითა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთო მეთაურობით. აფხაზეთისა და ქართლის პირველიერარქთა შორის ერთს უხუცესი, ხოლო მეორეს უმრწემესი ეწოდებოდა. ერთიან ქართულ ეკლესიაში წოდება `კათალიკოსი~ შეესაბამებოდა ბერძნული საპატრიარქოების `მიტროპოლიტის~ წოდებას. როგორც ბერძნული საპატრიარქოს მიტროპოლიტს უშუალოდ ექვემდებარებოდნენ თავისი ეპისკოპოსები, ასევე ქართლის კათალიკოსს ექვემდებარებოდნენ აღმოსავლეთ საქართველოს ეპისკოპოსები, ხოლო აფხაზეთის კათალიკოსს დასავლეთ საქართველოს ეპისკოპოსები. ორივე ეს საკათალიკოსო ერთიანი ქართული ეკლესიის მხოლოდ საეკლესიო ადმინისტრაციული ერთეულები (სამიტროპოლიტო ოლქები) იყვნენ. როგორც ითქვა, მათი ზემდგომი საეკლესიო ინსტიტუტი იყო საერთო სჯულისკანონის და საეკლესიო სამართლის შემმუშავებელი ადგილობრივი საეკლესიო კრებები. პატრიარქის მოვალეობა იყო უზრუნველეყო სრულიად საქართველოს ეკლესიაში (ე.ი. ქართლისა და აფხაზეთის საკათალიკოსოებში) საერთო სჯულისკანონის დაცვა. აფხაზეთისა და ქართლის კათალიკოსთა მონაწილეობით საეკლესიო კრებების მიერ გამოცემულ კანონებს მთელს საქართველოში (ცხადია, აფხაზეთშიც) სავალდებულოდ აღსასრულებელი ძალა ენიჭებოდა (მათ შორის, სამოქალაქო სამართლის სფეროშიც). მაგ., XVI ს-ის საეკლესიო სამართლის ძეგლში, რომელსაც `სამართალი კათალიკოსთა~ ეწოდება, ნათქვამია: `ქ. სახელითა და ღვთისათა: მე ქრისტეს მიერ კურთხეულმან ყოვლისა საქართველოისა კათალიკოზმან-პატრიარქმან მალაქია, მე ქრისტეს მიერ კურთხეულმან აფხაზეთის კათალიკოზმან მამათმთავარმან ევდემონ, დავსხედით და შევკრიბენით ყოველნი ებისკოპოზნი აფხაზეთისანი, დავიდევით სჯულისკანონი და ჩვენცა იმისგან გამოვიღევით და სჯულისკანონიცა ასრე ბრძანებს~…. (ქართული სამართლის ძეგლები, ტ. I. 1963, გვ. 393-397). აფხაზეთის საკათალიკოსოს ამ საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მეთაურობით გამოსცა 15 კანონი. ამ კრების კანონები სავალდებულოდ აღსასრულებელი იყო მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა ის აფხაზეთში იქნა მიღებული და ისინი აფხაზეთის საკათალიკოსოს ეპისკოპოსებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მეთაურობით დაამტკიცეს. ესენი იყვნენ ქუთათელი, გენათელი, ჭყონდიდელი, ბედიელი, მოქველი, დრანდელი, ცაგერელი, ხონელი, ნიკორწმიდელი, ცაიშელი (ჩიშელი) ეპისკოპოსები. `უხუცეს~ პირველიერარქად, ანუ `საქართველოს პატრიარქად~, როგორც წესი, ირჩევდნენ მცხეთელ კათალიკოსს, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში ბიჭვინთელ, ანუ აფხაზთა კათალიკოსს გადაეცემოდა ეს ტიტული (`საქართველოს პატრიარქი~). 3. ათეისტური ეპოქის შეხედულებანი აფხაზეთის საკათალიკოსოს შესახებ. ათეისტურ ეპოქაში გაუქმებული იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ის შეადგენდა ერთ-ერთ ნაწილს ჯერ რუსეთის, შემდგომ კი – საბჭოთა იმპერიებისა. ამ დროს რუსეთის საიმპერატორო კარმა უკანონოდ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ქართველი ხალხი თითქმის ერთი საუკუნე იბრძოდა ავტოკეფალიის დაბრუნებისათვის, რაც, მართლაც, მოპოვებული იქნა, მაგრამ ხალხზე მისი გავლენის შესამცირებლად მიზანმიმართულად აყალბებდნენ ეკლესიის ისტორიას, რათა ის ცალკეულ ნაწილებად დაეშალათ. საბჭოთა ეპოქის ათეისტური ისტორიოგრაფია ყოველმხრივ უკეთებდა იგნორირებას ზემოთ აღნიშნულ ბერძნულ-ლათინურ, ქართულ-სომხურ და სხვა წყაროებს, რომლებიდანაც ნათლად ჩანს, რომ დასავლეთ საქართველო გაქრისტიანებისთანავე ერთიანი ქართული ეკლესიის ნაწილს წარმოადგენდა, თუმცა კი, საბჭოთა ეპოქის ისტორიოგრაფიამ წარმოადგინა დასავლეთ საქართველოში ეკლესიის ისტორიის თავისებური სქემა. თითქოსდა, X ს-მდე დასავლეთ საქართველო შედიოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში. ქუთაისში, ფოთსა და დასავლეთ საქართველოს სხვა ქალაქებში არსებობდა ბერძნულენოვანი საეკლესიო კათედრები 500-600 წლის მანძილზე, IX-X სს-მდე. „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის” თანახმად, არღვევდა უმთავრეს საეკლესიო კანონებს და კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში იჭრებოდა: ენციკლოპედია წერს: `დასავლეთ საქართველოში გაბატონდა ქართული ეკლესია და მღვდელმსახურებაც ქართულ ენაზე სრულდებოდა, რამაც დიდად შეუწყო ხელი დასავლეთ საქართველოში `ქართიზაციის” პროცესს” [10. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. `საქ. სსრ”, 1981 წ. გვ. 61.]. ისტორიკოსების მტკიცებით, თურმე არსებობდა ეგრისისა და აფხაზეთის ეკლესიები, რომლებიც იმყოფებოდნენ კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში. ისინი შემდგომ გაერთიანებულან კონსტანტინოპოლის იურისდიქციაშივე, IX ს-ში მცხეთის საკათალიკოსოს `გაბატონების~ შედეგად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაუკარგავს მთელი დასავლეთ საქართველოს მომცველი ეს მნიშვნელოვანი სამიტროპოლიტოები და საეპისკოპოსოები. საბჭოთა ისტორიკოსი დასავლეთ საქართველოსთან დაკავშირებით წერს: `ქართველები აქედან სდევნიან ბერძნულ ენას, ბერძნულ ვიწრო ეროვნულ კულტურას, შემოაქვთ და ავრცელებენ საკუთარ, ქართულ ენას, ქართულ ღვთისმსახურებას და ქართულ საეკლესიო-სამონასტრო წესებს. ქართულ კულტურას თან მოჰქონდა ქართული პოლიტიკური შეგნება და იდეალი. ასე, რომ,  მცხეთა ჯერ ენობრივად (ეთნიკურ ელემენტებზე დაყრდნობით) შეიჭრა ლიხთ-იმერეთში, ხოლო შემდეგ, როგორც ჩანს, ეს საინტერესო ფორმულა წამოაყენა თავისი ორგანიზაციული გაბატონების დასაფუძნებლად: “ქართლია” იქ, სადაც მღვდელმსახურება ქართულ ენაზეა (მხოლოდ “კვირიელეისონი” შეიძლება ბერძნულად). მირონის კურთხევა “ქართლს” განეწესება. მაშასადამე, ქართლს ნაკურთხი მირონი სავალდებულოა ყველა იმ ეკლესიისათვის, სადაც მღვდელმსახურება ქართულ ენაზეა. ცხადია, მცხეთის საკათალიკოსოს მხრივ ეს არის კანონიკური საფუძვლების დაცვით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა ლიხთ-იმერეთის ეკლესიაზე ორგანიზაციულად გაბატონების მიზნით” [თ. პაპუაშვილი. ადრეფეოდალური ხანის ქართული ლიტერატურა და საისტორიო მწერლობა. საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. II, თბილისი, 1973, გვ. 574-601}სრულდება“ [საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. II, გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო”, თბილისი 1973, გვ. 427]. საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის ოც საუკუნეს ეძღვნებოდა, ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი დ. მუსხელიშვილი წარდგა მოხსენებით, `ქართული ეკლესია და სახელმწიფო ტერიტორია შუა საუკუნეებში~, სადაც ბრძანა: `ქართული ეკლესიის კულტურულ-იდეოლოგიური პროზელიტიზმი წინასწარ ქმნიდა მკვიდრ ნიადაგს პოლიტიკური პროცესების წარმატებით განვითარებისათვის~ (დ. მუსხელიშვილი, 2005, გვ. 33). ასე აღგვიწერს ჩვენი ოფიციალური ისტორიოგრაფია, თუ როგორი რეაქციული იყო `ქართული ეკლესიის~ ეს `პროზელიტიზმი~, ანუ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში შეჭრა. საბჭოთა ეპოქის ისტორიკოსები დასავლეთ საქართველოს იურისდიქციასთან დაკავშირებით ეყრდნობიან მხოლოდ ე.წ. `ნოტიციებს~ (კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საეპისკოპოსოთა ნუსხებს), რაც საკმარისი არ არის, რადგანაც ნოტიციებში, მართალია, ჩამოთვლილია ლაზიკის საეპისკოპოსოები, მაგრამ არ არის მითითებული მათი ადგილმდებარეობა. მაგალითად, მითითებულია ფასიდის სამიტროპოლიტოს როდოპოლისის, საისინის, პეტრასა და ზიგანას კათედრების შესახებ, მაგრამ არ არის მითითებული, კონკრეტულად სად მდებარეობდნენ ეს საეპისკოპოსო ქალაქები. ეს კათედრები სად მდებარეობდნენ, ტრაპეზუნტის რეგიონში თუ სხვაგან, სადავოა ბოლო ორი საუკუნის მანძილზე. კერძოდ, საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერი, პროფესორი, ნ. ადონცი თავის მრავალრიცხოვან შრომებში ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდა, რომ აღნიშნული ლაზიკის კათედრები მდებარეობდნენ ტრაპეზუნტ-არზრუმ-ზიგანას რეგიონში, რომელსაც ლაზიკა ერქვა. მიუხედავად ამისა, ქართულ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში წყაროს პირდაპირი მითითების გარეშე დამკვიდრდა თვალსაზრისი, რომ აღნიშნული კათედრები მდებარეობდნენ დასავლეთ საქართველოში. ეს მოსაზრება ამჟამად კვებავს სხვადასხვა სეპარატისტულ დაჯგუფებებს. მაშინ, როცა ქართული, სომხური, ბერძნულ-ლათინური და ბიზანტიური წყაროები სხვას მიუთითებენ ისევე, როგორც მონაცემები კულტურის სფეროდან. 4. დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კულტურა I ათასწლეულში. დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კულტურა I ათასწლეულში ქართულია და არა ბიზანტიური, როგორც მიიჩნევენ ზოგიერთი ქართველი და რუსი ავტორები, თვით მათივე ნაშრომებიდანაც კი ჩანს, რომ საქართველოს დასავლეთი ნაწილი 1 ათასწლეულში ქართული ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა. შესაბამისად, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კულტურა პირველ ათასწლეულშივე ქართული იყო, ისევე როგორც შემდეგში, საუკუნეთა მანძილზე. ცნობილი ისტორიკოსი ნ. ლომოური დარწმუნებულია, რომ დასავლეთ საქართველო `ყველა არსებულ წყაროთა მოწმობით, ვიდრე IX ს-მდე რჩებოდა ეკლესიურად კონსტანტინოპოლის პატრიარქზე დაქვემდებარებულად~ (ნ. ლომოური, საქართველოსა და ბიზანტიის კულტურულ ურთიერთობათა ზოგიერთი ასპექტი, კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კრებული, XIV, 2011, გვ. 124). მიუხედავად ასეთი მცდარი შეხედულებისა, ის ვერ გაექცა ფაქტებს და აღიარებს, რომ დასავლეთ საქართველოში ამ პერიოდის ქრისტიანული კულტურა ქართულია და არა ბიზანტიური. თუ დასავლეთ საქართველო IV საუკუნიდან IX საუკუნემდე, თითქმის 500 წლის მანძილზე, კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში იმყოფებოდა, ეს ფაქტი უნდა აესახა საეკლესიო არქიტექტურასა და კულტურას. საბედნიეროდ, დასავლეთ საქართველოს საეკლესიო არქიტექტურა და ქრისტიანული კულტურა მიუთითებს არა ამ რეგიონის ბიზანტიური ეკლესიის წიაღში ყოფნის შესახებ, არამედ ქართულისა. თვით ნ. ლომოურის სიტყვით, არქიტექტურის დამახასიათებელი ელემენტებით დასავლეთ საქართველოს ბაზილიკები (ბიჭვინთა, ციხისძირი, ნოქალაქევი, სეფიეთი) ეთანადებიან ზოგადქართულ საეკლესიო სტილს და არა ბიზანტიურს. კერძოდ, ნ. ლომოური ამის შესახებ წერს: 1) სამნავიანი ბაზილიკები საქართველოში განსხვავდებიან ბიზანტიურისაგან, რადგანაც მათ არქიტექტურულ სახეს აქვთ ბიზანტიურისაგან განსხვავებული მკვეთრად გამოხატული თავისებურება და განსხვავდებიან ამ ტიპის საყდრების კლასიკური ნიმუშისაგან (მაგ., შუა ნავი შედარებით მოკლეა, არა აქვს სვეტების რიგი, გვერდითი ნავები ვიწროა და სხვა). `ნიშანდობლივია, რომ ჩამოთვლილი ელემენტები მჟღავნდება დასავლეთ საქართველოს ბაზილიკებზეც (ბიჭვინთა, ციხისძირი, ნოქალაქევი, სეფიეთი), უფრო მეტიც, სამნავიანი ბაზილიკის ასეთი თავისებურებები ახასიათებს ციხისძირში (ანუ ძველ პეტრაში) გამოვლენილ ეკლესიებსაც~ (იქვე, გვ. 124). 2) სამნავიანი ბაზილიკების გარდა საქართველოში ჩამოყალიბდა უგუმბათო ტაძრის სრულიად განსხვავებული სახეობა ე.წ. `სამეკლესიანი ბაზილიკები~ (ერთ ბაზილიკაში მოქცეულია სამი ნავი, რომელიც ერთმანეთისაგან გაყოფილია კედლებით, სამივე ნავს აქვს საკუთარი საკურთხეველი და აქვს სხვა ორიგინალური ნიშნები უცნობი ბიზანტიური არქიტექტურისათვის. `ასეთი `სამეკლესიანი ბაზილიკები~ ერთდროულად გამოჩნდა აღმოსავლეთ საქართველოში და ძველი აფხაზეთის ტერიტორიაზედაც, _ ძველი გაგრის ეკლესია~ (იქვე, გვ. 125). 3) `თითქმის სრულ დამოუკიდებლობას ბიზანტიური საეკლესიო ხუროთმოძღვრებისაგან ამჟღავნებენ ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრები, რომელთაც, ვ. ბერიძის სიტყვით, განვლეს განვითარების თავისებური გზა, მარტივიდან რთულისაკენ, ძველი გავაზისა და თბილისის ქვაშვეთის უბრალო ტეტრაკონქიდან მცხეთის ჯვრისა და მისი ტიპის რთული აღნაგობას ძეგლებამდე. ეს ტიპი არის ქართული ხუროთმოძღვრების ორიგინალური ქმნილება, რომელიც შემდგომ სომხეთშიც გავრცელდა, მაგრამ ბიზანტიის სხვა პროვინციებში მას არ ეძებნება პარალელები. მათ წინამორბედს საქართველოში წარმოადგენს საცხოვრებელი ნაგებობების დარბაზული ც 11 ფორმა. ამ ტიპის ნაგებობებია ატენის სიონი _ ქართლში, ძველი შუამთა- კახეთში, მარტვილის ღვთისმშობლის ტაძარი _ ოდიშში, ჩამუსი ტაოში~ (იქვე, გვ. 125), ე.ი. მარტვილის ტაძარი ქართული და არა ბიზანტიური სტილისაა. 4) `დამოუკიდებელი არქიტექტურული მიმართულება~ დამახასიათებელია ისეთი ტაძრებისთვის, როგორიცაა სვეტიცხოველი, ბაგრატი, ალავერდი, იშხანი, ბანა, ხახული და ა.შ. ყველა ამათი საფუძველი იყო, ადგილობრივი, საუკუნეთა განმავლობაში თანდათან შემუშავებული ეროვნული წარმომავლობის თავისებურებანი. ეს დასკვნა ვრცელდება აფხაზეთში აგებულ ისეთ ეკლესიებზე, როგორიცაა ბზიფის, ანაკოფიის, ლიხნის, მოქვის, გაგრის ეკლესიები~ (იქვე, გვ. 125). ( თავის მხრივ, ლიხნისა და მოქვის სტილისაა ზელენჯუკ-არხიზის, სენტისა და შოანას ეკლესიები ჩრდილო კავკასიაში). ე.ი. ბაგრატის, ბზიფის, ანაკოფიის და სხვა დასავლეთ საქართველოს ტაძრები `საუკუნეთა განმავლობაში შემუშავებული ეროვნული არქიტექტურული თავისებურებანი~ ყოფილა. ამით ისინი განსხვავდებიან ბიზანტიურისაგან. არქიტექტურულად დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს საეკლესიო ხელოვნება ერთ მთლიანობას წარმოადგენდა, რაც შედეგი იყო ერთიანი ქართული საეკლესიო იურისდიქციისა. მაშასადამე, არქიტექტურული ფაქტებით დასტურდება ძველ ქართველ მემატიანეთა ცნობები, რომ დასავლეთ საქართველო არ ყოფილა ბიზანტიურ საეკლესიო იურისდიქციაში. ამას მიუთითებს ბიჭვინთის, ციხისძირის, ნოქალაქევის, სეფიეთის, გაგრის, მარტვილის, ბაგრატის, ბზიფის, ლიხნის, მოქვის და სხვა საეკლესიო არქიტექტურა. ბიჭვინთის მოზაიკის შესახებ იგივე შეიძლება ითქვას. ის `არ ნახულობს არსად ანალოგს გარდა საქართველოსი, რაც აძლევს მკვლევარებს საფუძველს, ეს მოზაიკა მიაკუთვნონ ამ დარგის ადგილობრივ სკოლას~ (იქვე, გვ. 123). ეს საეკლესიო ხელოვნება არ ადასტურებს იმ თვალსაზრისს, თითქოსდა, აფხაზეთის ბიჭვინთაში იყო ბიზანტიელი ეპისკოპოსის რეზიდენცია. ადგილობრივი კულტურის ელემენტები დადასტურდა ბიჭვინთის ეკლესიის ნანგრევებში~ (IV-VI სს.). მხედველობაშია მოზაიკები, რომელნიც ავლენენ ადგილობრივ ხელოვნებასთან მჭიდრო კავშირს~ (იქვე, გვ. 123). სინამდვილეში, ბიზანტიური საეპისკოპოსო კათედრა და რომაული გარნიზონები იდგნენ ტრაპეზუნტის რეგიონში მდებარე პიტია-პიტიუნტში, ხოლო აფხაზეთის ბიჭვინთა თავიდანვე ქართული პოლიტიკური და კულტურული სივრცის ნაწილი იყო. მაშასადამე, დასავლეთ საქართველო ბერძნულ-ლათინური, ქართული და სომხური წყაროების მიხედვით, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შემავალ ერთ-ერთ ოლქს შეადგენდა მისი გაქრისტიანებისთანავე, როგორც ითქვა, ამას მიუთითებს: ბერძნულ-ლათინური და ბიზანტიური წყაროები _ გელასი კესარიელის, გელასი კვიზიკელის, ლაზიკის მიტროპოლიტ გერმანეს, ანტიოქია-იერუსალიმის პატრიარქების დოსითეოსისა (Досифей) და ქრისანთოს (Хрисанф) ცნობები და სხვა. ქართული წყაროები _ რუის-ურბნისის საეკლესიო კრების დადგენილება, “ქართლის ცხოვრება”, სხვა ქართული მატიანეები, გიორგი მთაწმიდელის, ეფრემ მცირის, ნიკოლოზ კათალიკოსისა და სხვათა ცნობები. სომხური წყაროები _ აგათანგელოზის, მოვსეს ხორენაცის, უხტანესისა და იოანე კათალიკოსის ცნობები. საბოლოოდ, კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ქართული, ბერძნულ-რომაული და სომხური წყაროები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ დასავლეთ საქართველოში ქართული ეკლესიის იურისდიქციის შესახებ. ბ ქ 12 სამწუხაროდ, არცერთ ამ წყაროს ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსი ყურადღებას არ აქცევს და ინტერესის სფერო მხოლოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საეპისკოპოსოთა ნუსხებით, ე.წ. ნოტიციებით ამოიწურება, რომლებშიც დასახელებული ლაზეთის ეპარქიის საეპისკოპოსოებს რატომღაც დასავლეთ საქართველოში ათავსებენ. ნოტიციებში, ცხადია, არ არის არავითარი მითითება მათი ადგილმდებარეობის შესახებ. მაგალითად, სად მდებარეობდა როდოპოლისი? ტრაპეზუნტის რეგიონში თუ ვარციხესთან? ამ საკითხის შესახებ საუკუნოვანი კვლევა-ძიება გრძელდება. მაგ., როგორც ითქვა, ისეთი ცნობილი ისტორიკოსი, როგორიც იყო ნ. ადონცი, ამ საეპისკოპოსოსა (და ასევე, ფაზისის სამიტროპოლიტოს სხვა საეპისკოპოსოებს) ათავსებდა ტრაპეზუნტის რეგიონში. ის მიიჩნევდა, რომ ყოველთვის აქ მდებარეობდა ისტორიული ლაზიკა. ის შედიოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში. ამასვე ფიქრობდნენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში. ეს ჩანს XX ს-ის პირველი ნახევრის ათენში დაბეჭდილი ბერძნული რუკიდან, რომელიც თან ერთვის ამას. ამ რუკაზე ნათლად ჩანს, რომ, მაგალითად, როდოპოლისის ცნობილი ეპარქია მდებარეობდა ტრაპეზუნტის რეგიონში და მოიცავდა მთიან რეგიონს რიზეს სამხრეთიდან ვიდრე ზიგანას (გუმუშხანეს) უღელტეხილამდე, კერძოდ კი, ქალაქ მაჭუკასთან (მაჩკა) ახლოს, სუმელას მონასტერთან. სამწუხაროდ, საბჭოთა საისტორიო სკოლის გავლენით, ბოლო წლებში, თავის ბოლო ნაკვლევებში, ისეთ ცნობილ მკვლევარს, როგორიც არის დარუზესი, მიუჩნევია, რომ თითქოსდა, კონსტანტინოპოლი თავის იურისდიქციას დასავლეთ საქართველოში ახორციელებდა X ს-ის დასაწყისამდე (879-907 წლამდე), მაგრამ ეს ასე რომ არ იყო, თუნდაც გიორგი მერჩულის ცნობიდანაც ჩანს, რომლის მიხედვითაც, წმიდა გრიგოლ ხანძთელი აფხაზეთში დაახლ. 826 წელს ჩავიდა და მას იქ არავითარი ბერძნული კათედრა არ დახვედრია, პირიქით, ეს მიწა-წყალი იყო ქართული ეკლესიის ზრუნვის არეალი. ზემოთ მოყვანილიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ: აფხაზეთის საკათალიკოსო ისტორიულად ქართული ეკლესიის ერთ ნაწილს წარმოადგენდა, რომლის მეორე ნაწილი იყო ქართლის საკათალიკოსო. 5.არასწორი შეხედულება საქართველოს ეკლესიიდან აფხაზეთის საკათალიკოსოს გამოყოფის შესახებ XVI ს-ის შემდეგ. საბჭოთა ეპოქის სამეცნიერო წრეების გავლენით ამჟამადაც დანერგილია თვალსაზრისი, თითქოსდა, შუა საუკუნეებში აფხაზეთის საკათალიკოსო გამოეყო საქართველოს ეკლესიას და ამის შედეგად მოიპოვა მისმა კათალიკოსმა საკუთარი ეპისკოპოსების კურთხევისა და დადგენის უფლება. მაგალითად, მკვლევარი გ.კალანდია წერს თავისი ნაშრომის რუსულ რეზიუმეში: `აბხაზსკიი კატოლიკოსატ ოტდელილსია ოტ ცერკვი გრუზიი~ (გ.კალანდია, ოდიშის საეპისკოპოსოები, 2004, გვ. 272). „აფხაზეთის საკათალიკოსო გამოეყო საქართველოს ეკლესიას“ (იგულისხმება მე-17-მე-18 სს.) პრინციპულად არასწორი შეხედულებაა. საქმე ისაა, რომ აფხაზეთის საკათალიკოსოს არ შეეძლო გამოყოფა საქართველოს ეკლესიისაგან იმ მიზეზის გამო, რომ თვითონვე წარმოადგენდა საქართველოს ეკლესიას, ქართულ ეკლესიას. ა 13 როგორც ადამიანის რომელიმე ორგანოს არ შეუძლია ადამიანისაგან გამოყოფა და დამოუკიდებელი არსებობა, ასევე არ შეეძლო შუა საუკუნეებში აფხაზეთის ეკლესიას საქართველოს ეკლესიისაგან გამოყოფა, რადგანაც თვითონვე წარმოადგენდა საქართველოს ეკლესიას. აღმოსავლეთ საქართველოს მუსულმანთაგან დაპყრობის შემდეგ, XVII საუკუნიდან, აფხაზეთის საკათალიკოსომ თავის თავზე აიღო საქართველოს ეკლესიის ხელმძღვანელობის ფუნქცია. ეს იყო რთული პროცესი, რომელიც აღწერილია ქვემოთ. როგორც ითქვა, აფხაზეთის საკათალიკოსო ისტორიულად ქართული ეკლესიის ერთ ნაწილს წარმოადგენდა. ზოგადი ქართული ეკლესიის მთლიანობა მიიღწეოდა საერთო საეკლესიო სამართლით, სჯულისკანონით, ქართული საღვთისმსახურო ენით, ტრადიციებითა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საერთო მეთაურობით. აფხაზეთისა და ქართლის საკათალიკოსოების პირველიერარქთა შორის ერთს უხუცესი, ხოლო მეორეს უმრწემესი ეწოდებოდა. ერთიან ქართულ ეკლესიაში წოდება `კათალიკოსი~ შეესაბამებოდა ბერძნული საპატრიარქოების `მიტროპოლიტის~ წოდებას. როგორც ბერძნული საპატრიარქოს მიტროპოლიტს უშუალოდ ექვემდებარებოდნენ თავისი ეპისკოპოსები, ასევე ქართლის კათალიკოსს ექვემდებარებოდნენ აღმოსავლეთ საქართველოს ეპისკოპოსები, ხოლო აფხაზეთის კათალიკოსს დასავლეთ საქართველოს ეპისკოპოსები, ორივე ეს საკათალიკოსო ერთიანი ქართული ეკლესიის მხოლოდ საეკლესიო ადმინისტრაციული ერთეულები (სამიტროპოლიტო ოლქები) იყვნენ. როგორც ითქვა, მათი ზემდგომი საეკლესიო ინსტიტუტი იყო საერთო სჯულისკანონის და საეკლესიო სამართლის შემმუშავებელი ადგილობრივი საეკლესიო კრებები. პატრიარქის მოვალეობა იყო უზრუნველეყო სრულიად საქართველოს ეკლესიაში (ე.ი. ქართლისა და აფხაზეთის საკათალიკოსოებში) საერთო სჯულისკანონის დაცვა. აფხაზეთისა და ქართლის კათალიკოსთა მონაწილეობით საეკლესიო კრებების მიერ გამოცემულ კანონებს მთელს საქართველოში (ცხადია, აფხაზეთშიც) სავალდებულოდ აღსასრულებელი ძალა ენიჭებოდა (მათ შორის სამოქალაქო სამართლის სფეროშიც). მაგ., XVI საუკუნის საეკლესიო სამართლის ძეგლში, რომელსაც `სამართალი კათალიკოსთა~ეწოდება, ნათქვამია: `ქ. სახელითა და ღვთისათა: მე ქრისტეს მიერ კურთხეულმან ყოვლისა საქართველოისა კათალიკოზმან-პატრიარქმან მალაქია, მე ქრისტეს მიერ კურთხეულმან აფხაზეთის კათალიკოზმან მამათმთავარმან ევდემონ, დავსხედით და შევკრიბენით ყოველნი ებისკოპოზნი აფხაზეთისანი …დავიდევით სჯულისკანონი და ჩვენცა იმისგან გამოვიღევით… და სჯულისკანონიცა ასრე ბრძანებს…~ (ქართული სამართლის ძეგლები, ტ. I. 1963, გვ. 393-397). აფხაზეთის საკათალიკოსოს ამ საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მეთაურობით გამოსცა 15 კანონი. ამ კრების კანონები სავალდებულოდ აღსასრულებელი იყო მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა ის აფხაზეთში იქნა მიღებული და ისინი აფხაზეთის საკათალიკოსოს ეპისკოპოსებმა დაამტკიცეს, ესენი იყვნენ ქუთათელი, გენათელი, ჭყონდიდელი, ბედიელი, მოქველი, დრანდელი, ცაგერელი, ხონელი, ნიკორწმიდელი, ცაიშელი (ჩიშელი) ეპისკოპოსები. `უხუცეს~ პირველიერარქად, ანუ `საქართველოს პატრიარქად~, როგორც წესი, ირჩევდნენ მცხეთელ კათალიკოსს, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში ბიჭვინთელ, ანუ აფხაზთა კათალიკოსს გადაეცემოდა ეს ტიტული (`საქართველოს პატრიარქი~). მაგალითად, შაჰ-აბასის შემოსევების შემდეგ (XVII საუკუნესა და XVIII ს. I ნახევარში) აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოებმა დაკარგეს სუვერენიტეტი (მუსულმანური მმართველობის ქვეშ მოექცნენ), ხოლო დასავლეთ საქართველო ძველებურად მართლმადიდებელ მეფე-მთავართა მიერ იმართებოდა. რ ა 14 ამ ფაქტმა გაზარდა დასავლეთ საქართველოს მმართველთა (მეფეთა და კათალიკოსთა) ავტორიტეტი, რაც მათ ტიტულატურაზეც აისახა _ აფხაზეთის კათალიკოსთა ტიტულატურაში გამოჩნდა ტიტული `საქართველოს პატრიარქი~, მაგალითად, XVIII ს-ის აფხაზეთის კათალიკოსი გრიგოლი თავის მიერ გამოცემულ დოკუმენტებს ხელს აწერს ასე _ `გრიგოლ მწყემსი ქრიტეს მიერ ყოვლისა საქართველოYსა კათალიკოსი~ (`ქართული სამართლის ძეგლები~, III, გვ. 675); ასევე ზოგიერთი სხვა აფხაზეთის კათალიკოსიც თავის თავს საქართველოს პატრიარქს უწოდებდა XVII ს-ის ბოლოსა და XVIII ს-ის დასაწყისში, ანუ ის არა მხოლოდ აფხაზეთი, არამედ სრულიად საქართველოს უხუცესს პირველიერარქად თვლიდა თავის თავს. ეს ფაქტი ასახულია უცხოურ წყაროებშიც. უცხოური წყაროების თანახმად, ამ ეპოქაში აფხაზეთის კათალიკოსი სრულიად საქართველოს (იბერიის) უხუცეს (უპირატეს) პირველიერარქად ითვლებოდა, მაგალითად, ანტიოქია-იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი (XVII ს.) ამის შესახებ წერდა: `იბერიაში ორი ავტოკეფალური არქიეპისკოპოსია, რომელთაც ქართველები უწოდებენ კათალიკოსებს. ქვემო იბერია, რომელსაც ძველად კოლხეთს და ლაზიკას უწოდებდნენ, აქვს ეპარქიები იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, აფხაზეთში, სვანეთსა და მესხეთის ნაწილში. ზემო და ქვემო იბერიას შორის საზღვარი არის ქედი, რომელიც კავკასიის მთებში იწყება, ქართულად ქულფარგი ეწოდება, ქვემო იბერიის კათალიკოსი პატივით უფრო მეტია ზემო იბერიის კათალიკოსზე, რადგანაც ის უკვე ისავროსის დროს, 720 წელს, კათალიკოსი იყო ქვემო იბერიისა …იბერები ქვემო იბერიის კათალიკოსს მიიჩნევენ უფროს კათალიკოსად, რადგანაც მეფე, ე.ი. იმერეთის თავი, მათთან იწოდება მთელი იბერიის მეფეთა-მეფედ~ (დოსითეოსი, იერუსალიმელი პატრიარქები, თავი V, გვ. 510, წიგნიდან: `სარდელი მიტროპოლიტი მაქსიმი, ქართული ეკლესია და მისი ავტოკეფალია, თეოლოგია, ათენი, 1966 წ.). დას. საქართველოს ეკლესიას უცხოელები უწოდებდნენ `ქვემო იბერიის ეკლესიას~. იხ. სარდელი მიტროპოლიტი მაქსიმი, საქართველოს ეკლესია და მისი ავტოკეფალია, `თეოლოგია~, ათენი, 1966 საქართველოს, ანუ იბერიის სამეფოს მთლიანობა დაარღვია თავდაპირველად VI ს-ში სპარსთა, ხოლო VII ს-ში არაბთა შემოსევებმა. ამის შედეგად VIII ს-დან საქართველოს კუთხეებში ჩამოყალიბდა რეგიონალური ქართული სახელმწიფოები. ერთ-ერთი ასეთი იყო აფხაზთა სამეფო. VIII საუკუნის II ნახევარში შექმნილ `აფხაზთა სამეფოში~ შევიდა და მისი ძირითადი ნაწილი გახდა იბერიის სამეფოს ყოფილი ტერიტორიები დასავლეთ საქართველოში _ ეგრისი, გურია, თაკვერი, არგვეთი, სვანეთი. ამიტომაც აფხაზთა სამეფოს VIII-X საუკუნეებში `ქვემო იბერიას~ უწოდებდნენ. არსებობდა ორი იბერია: ზემო იბერია, ანუ აღმოსავლეთ საქართველო და `ქვემო იბერია~, ანუ დასავლეთ საქართველო. საერთოდ, IV ს-დანვე დასავლეთ საქართველო (ქვემო იბერია) მცხეთის, ანუ ერთიანი იბერიის ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა. ამის შესახებ წერს რუის-ურბნისის კრება (წმიდა ნინომ მოაქცია ყოველი სავსება ყოველთა ქართველთა ნათესავისა მცხოვრებნი როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში, ამავე კრების განსაზღვრებით, ანდრია მოციქულმა სახარება იქადაგა ყოველსა ქვეყანასა საქართველოისასა. სომხური საეკლესიო წყაროებიც აღნიშნავენ, რომ დასავლეთ საქართველო იმყოფებოდა მცხეთის საეკლესიო იურისდიქციაში. მაგალითად, ამ წყაროებში აღინიშნება, რომ კირიონი ქართლის კათალიკოსი VI ს-ის ბოლოსა და VII ს-ის დასაწყისში მართავდა დასავლეთ საქართველოს ეპარქიებსაც. კირიონი, `ეგრისის, ე ს 15 გუგარქისა და ქართლის არქიეპისკოპოსად, ანუ კათალიკოსად იყო ნაკურთხი `წინანდელ წესთა თანახმად~ (იოანე დრასხანაკერტელი, `სომხეთის ისტორია~, გვ. 10). მეორე იერუსალიმელი პატრიარქი ხრისანფი ამბობს: `…საქართველოში, რომელსაც ადრე იბერია ერქვა, იყო ორი ავტოკეფალური არქიეპისკოპოსი, რომელთაც, ჩვეულების თანახმად, უწოდებენ კათალიკოსებს და არა არქიეპისკოპოსებს. ასე მათ მარტო ქართველები უწოდებენ. ამათგან ერთი, ე.ი. არქიეპისკოპოსი ქვემო იბერიისა, იწოდება იმერეთის, ოსეთის, გურიის და სრულიად ქვემო იბერიის უნეტარეს კათალიკოსად, ანუ მარტივად, სრულიად იბერიის უნეტარეს კათალიკოსად, როგორც უფროსი ზემო იბერიის კათალიკოსზე. ხოლო მეორე, ე.ი. ზემო იბერიისა, იწოდება ქართლის, კახეთის, ალვანეთის და სრულიად ზემო იბერიის უნეტარეს კათალიკოსად. რომელი იმპერატორის დროს ან რომელ კრებაზე გახდა ის საარქიეპისკოპოსო, ჩვენ ზუსტად ვერ დავადგინეთ, მაგრამ 26 ივნისის სვინაქსარში ვპოულობთ, რომ იოანე, გოთეთის ეპისკოპოსი, ხელდასხმული იქნა იბერიის კათალიკოსის მიერ, რადგანაც რომაულ ქვეყნებში ბატონობდა ხატმებრძოლთა ერესი, ასე რომ, როგორც ჩანს, ერეკლეს შემდეგ ისავრამდე ქვემო იბერია საარქიეპისკოპოსო გახდა~ (დოსითეოსი, იერუსალიმელი პატრიარქები, თავი V, გვ. 510, წიგნიდან: `სარდელი მიტროპოლიტი მაქსიმი, ქართული ეკლესია და მისი ავტოკეფალია. თეოლოგია, ათენი, 1966 წ.). ეს იერუსალიმელი პატრიარქები XVII საუკუნეში ცხოვრობდნენ. XVIII საუკუნის II ნახევარში აღსდგა აღმოსავლეთ საქართველოში სახელწიფოებრივი სუვერენიტეტი და სამეფო ტახტი კვლავ მართლმადიდებელმა ხელმწიფეებმა დაიჭირეს, ამ ფაქტმა ძველი ავტორიტეტი დაუბრუნა მცხეთელ კათალიკოსს და ის ძველებურად `უხუცეს~, პირველპატრიარქად იქცა ქართულ საეკლესიო სამყაროში. ეს ფაქტი საეკლესიო სამართლის სფეროშიც აისახა, მაგალითად, აფხაზ კათალიკოსთა ტახტზე მჯდომი წმ. დოსითეოს ქუთათელის დროს ანტონ კათალიკოსის დიკასტერიის (საეკლესიო სასამართლოს) სამართლის სფეროში შედიოდა აღმოსავლეთთან ერთად დასავლეთ საქართველოც (მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს საეკლესიო კრებები, 2003, ტ. III. გვ. 7-9). სამართლებრივად და ადმინისტრაციულად XVIII ს-ის ბოლოს, დოსითეოს ქუთათელის დროს ისევე, როგორც ყოველთვის, IV ს-დან საქართველოს ეკლესია ერთიანი იყო. XIX ს-ში მთელი ეს სისტემა მოიშალა, რადგანაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლებამ. 1917 წლის რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის მთავრობამ (1917 წლის 25 ივლისს მინისტრთა თავმჯდომარე ა. კერენსკისა და უწმიდესი სინოდის ობერპროკურორის ა. კარტაშევის ხელისმოწერით) დაუბრუნა საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია, რომელიც იქამდე 1917 წლის (12) 25 მარტის აქტის საფუძველზე აღდგენილად გამოაცხადეს საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებმა და მრევლმა (იქვე, ტ. III, გვ. 121). ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგ საეკლესიო კრებამ ეკლესიის პირველიერარქს აღუდგინა სრულიად საქართველოს კათალიკოს პარტიარქის ტიტული. მაშასადამე, ის აერთიანებდა საუკუნის მანძილზე უკვე არარსებული (გაუქმებული) ქართლისა და აფხაზეთის საკათალიკოსოებს და მას უკვე უშუალოდ ექვემდებარებოდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ეპისკოპოსები. ამის შემდეგ ტიტული მიტროპოლიტი აღნიშნავდა მხოლოდ პატივს ეპისკოპოსისა და არა იერარქიულ თანამდებობას. ამჟამად ეს ტიტული მხოლოდ საეპისკოპოსო ჯილდოს წარმოადგენს. შესაბამისად, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველის მ ე ა 16 თანამდებობრივი ტიტული არის ეპისკოპოსი და მას ღვაწლისათვის შესაძლოა ჯილდოს სახით ებოძოს მთავარეპისკოპოსის ანდა მიტროპოლიტის წოდება. 1917 წლის საეკლესიო კრების მიერ საქართველოს პატრიარქს მიენიჭა უფლება მუდმივად ან დროებით მართავდეს რომელიმე ეპარქიასაც. 1917-18 წლების კრებებმა მას სამართავად გადასცა მცხეთა-თბილისის ეპარქია, ხოლო 2010 წლის კრებამ (წმ.სინოდმა) სამართავად გადასცა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია (ამასთანავე, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას უწოდა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია). (სხვადასხვა წლებში საქართველოს პატრიარქები სხვა ეპარქიებსაც მართავდნენ, მაგ., მანგლისისა, ქუთაისისა და სხვა). შესაბამისად, ამჟამად საქართველოს პატრიარქი ასე იწოდება`უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია~. 6. აფხაზეთის საკათალიკოსო _ საქართველოს საპატრიარქოს ერთ-ერთი სტრუქტურული ნაწილი. წყაროთა ცნობით, საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში შედიოდა: ა. აღმოსავლეთ საქართველო; ბ. დასავლეთ საქართველო; გ. სამხრეთ საქართველო და მართლმადიდებლური სომხეთი; დ. ჩრდილო კავკასია და ჰერეთ-ალბანეთი. ა. აღმოსავლეთ საქართველოს ეპარქიები იმართებოდა ქართლის კათალიკოსის მიერ, რომელსაც, როგორც წესი, ენიჭებოდა ტიტული `სრულიად საქართველოს პატრიარქი~, ის იყო სრულიად საქართველოს ეკლესიის უზენაესი მმართველი. ბ. დასავლეთ საქართველოს საეპისკოპოსოების სამართავად, როგორც ითქვა, ჩამოყალიბდა აფხაზეთის საკათალიკოსო, რომელშიც შედიოდა ბიჭვინთის, მოქვის, დრანდის, ბედიის, ჭყონდიდის, ქუთაისისა და სხვა საეპისკოპოსოები. გ. სამხრეთ საქართველოსა და სომხეთში საქართველოს საპატრიარქოს მრავალი ეპარქია და საეპისკოპოსო გააჩნდა: აწყურის, კუმურდოს, ბანას, იშხანის, არზრუმის, ანისის, ყარსის, ვალაშკერტისა და სხვა საეპისკოპოსოები. მათ დაემატა და თანდათან ჩამოყალიბდა ასევე `სომხითის სამიტროპოლიტო~. დ. ჩრდილო კავკასიისა და ჰერეთ-ალბანეთის ეპარქიების მართვისათვის საქართველოში ჩამოყალიბდა სამიტროპოლიტო ერთეული, რომელსაც ხუნძეთის საკათალიკოსო ეწოდებოდა. ხუნძეთის კათალიკოსის ოქროპირის სახელი შემოგვინახა სინას მთის ქართული მონასტრის აღაპებმა (როგორც ითქვა, წოდება კათალიკოსი იგივეა, რაც არქიეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიზანტიური ეკლესიისა. ამიტომაც ეწოდებოდა ქართულ წყაროებში, მაგალითად, კვიპროსის არქიეპისკოპოსს `კვიპროსის კათალიკოსი~). საქართველოს საპატრიარქოს ერთ-ერთი სტრუქტურული ნაწილის – ხუნძეთის საკათალიკოსის იურისდიქცია მოიცავდა ჩრდილო კავკასიას, დაღესტანსა და ასევე ჰერეთ-ალბანეთის ერთ ნაწილს (იხ. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, II, 1998, გვ. 214). მასში შედიოდა ანწუხის, წახურის, ხუნძეთისა და სხვა საეპისკოპოსოები. შ წ ს 17 მაშასადამე, საქართველოს საპატრიარქოში შედიოდნენ მისი სტრუქტურული ერთეულები – ქართლის, აფხაზეთისა და ხუნძეთის საკათალიკოსოები და ასევე სომხითის სამიტროპოლიტო. შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში შედიოდა ვრცელი ტერიტორია ჩრდილო კავკასია კაფადან (თეოდოსიოპოლ ყირიმის ნახევარკუნძულიდან) _ ალბანეთამდე, ვანის ტბიდან (ვალაშკერტიდან) არზრუმამდე (იქვე, გვ. 215-228). როგორც ვთქვით, საქართველოს პატრიარქი ამავე დროს ატარებდა ქართლის კათალიკოსის ტიტულს, რადგანაც ის ერთდროულად ორი საეკლესიო ტახტის მფლობელი იყო, წარმოადგენდა სრულიად საქართველოს ეკლესიის მეთაურსა და ასევე მისი ერთ-ერთი ნაწილის, ქართლის საკათალიკოსოს, მეთაურს. ამის გამო მას `უხუცესი~, ხოლო საქართველოს საპატრიარქოს მეორე ნაწილის _ აფხაზეთის საკათალიკოსოს მეთაურს `უმრწემესი~, ანუ უმცროსი ეწოდებოდა. საქართველოს საპატრიარქოში, როგორც ადრე აღვნიშნეთ, შედიოდა აგრეთვე სომხითის სამიტროპოლიტო. სომხითის მიტროპოლიტი უშუალოდ ექვემდებარებოდა ქართლის კათალიკოსს. საპატრიარქოში ასევე შემავალი ჩრდილო კავკასიის ქრისტიანები და ჩრდილო კავკასიაშივე მდებარე ხუნძეთის კათალიკოსი უშუალოდ საქართველოს პატრიარქს ექვემდებარებოდა.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქია ორგანიზაციულად ჩამოყალიბების შემდეგ (წმიდა ნინოს ეპოქიდან), საქართველოს ეკლესიის მრევლს შეადგენდა „ყოველი სავსება ყოველთა ქართველთა ნათესავისა“, თანახმად რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერისა, ეს ნიშნავს, რომ მთელი ქართლის სამეფოს მოსახლეობა საქართველოს ეკლესიის მრევლი იყო. ქართველი ხალხის მოქცევის დროს, მე–4 საუკუნეში, ქართლის სამეფო, ყველა ქართული მატიანის თანახმად, მოქცეული იყო მდ. ეგრისწყალსა და სომხეთ–ალბანეთს შორის, ანუ ის მოიცავდა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს. „ძეგლისწერისათვის“ ეს ჩანაწერი (რომ წმ. ნინომ მოაქცია „ყოველი სავსება ყოველთა ქართველთა ნათესავისა“) იმას აღნიშნავს, რომ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ხალხი გაქრისტიანებისთანავე ზოგადქართული ეკლესიის მრევლს შეადგენდა. ქართული მატიანეების ცნობებით, დასავლეთ საქართველო, ანუ ეგრისი (ეგური) მირიან მეფისა და მისი მომდევნო ყველა მეფის სახელმწიფოში შედიოდა (აღმოსავლეთთან ერთად). `მეფობდა ესრეთ მირიან მცხეთით გაღმით ქართლს, სომხითს, რანს, ჰერეთს, მოვაკანს და ეგრს~ (“ქართლის ცხოვრება”, 1, 1955, გვ. 65). მემატიანის ამ ცნობით, მირიანის სამეფოში შედიოდა ეგრისი, ანუ დასავლეთ საქართველო მდ. ეგრისწყლამდე. შესაბამისი იყო მეფე მირიანის დროს ორგანიზებული საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაც, ანუ ის მოიცავდა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს. ის, ანუ, ე.წ. „ყოველი ქართლი“ ამ საზღვრებში მდებარეობდა. საქართველოს ეკლესიის მრევლის შესახებ მემატიანე წერს, რომ ეს იყო „ყოველი ქართლის“ მოსახლეობა. `ნათელს იღებდა ყოველი ქართლი~, ანუ სრულიად ქართლის ს ქ 18 სამეფოს ხალხი ეგრისწყლიდან ალაბანეთამდე. ესაა წყაროს პირდაპირი ჩვენება საქართველოს ეკლესიის თავდაპირველი იურისდიქციის შესახებ. ის მოიცავდა „ყოველ ქართლს“, ე.ი. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს. მემატიანეების დაბეჯითებული ცნობებით, ქართლის სამეფოში ჯერ კიდევ ფარნავაზის დროიდან შედიოდა დასავლეთ საქართველო (აღმოსავლეთთან ერთად). “მოქცევაი ქართლისაი”, “ქართლის ცხოვრება”-ზე უფრო ძველი წყარო, მიუთითებს, რომ ფარნავაზამდეც, აზოს დროს, მდ. ეგრისწყალი, რომელიც ამჟამინდელ აფხაზეთში გაედინება, წარმოადგენდა ქართლის სამეფოს ჩრდილო–დასავლეთ საზღვარს. ის წერს: `და თანა-ჰყვანდა ალექსანდრეს მეფესა აზოი, ძე არიან ქართლისა მეფისა და მას მიუბოძა მცხეთა საჯდომად და საზღვარი დაუდვა მას ჰერეთი და ეგრისწყალი და სომხითი და მთა ცროლისა~ (“მოქცევაი ქართლისაი”, შატბერდულ–ჭელიშური რედაქციები, რჩეული წყაროები, მცხეთა, 2015, გვ. 117). ფარნავაზის შემდეგაც, ქართული წყაროების ცნობითვე, ეგრისწყალი და შავი ზღვა ქართლის სამეფოს საზღვარს მუდმივად წარმოადგენდნენ ვახტანგ გორგასლამდე, ვახტანგის დროს ქართლის სამეფოს საზღვრად გადაიქცა უფრო ჩრდილოეთით მდებარე მდინარე კლისურა. კვლევა მიმართულია იმისაკენ, რათა უარყოფლ იქნას ამჟამად მე–20 საუკუნეში გაბატონებული თეორია, რომლის მიხედვითაც, დასავლეთ საქართველო არა მე–4 საუკუნიდანვე შედიოდა ქართული ეკლესიის იურისდიქციაში, არამედ მე–9, მე–10 საუკუნეებიდან. იქამდე, თითქოსდა, დასავლეთ საქართველო შედიოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის სამიტროპოლიტოს იურისდიქციაში. ეს არასწორი მტკიცება იმდენად არის გაბატონებული, რომ აისახა “პრავასლავნაია ენციკლოპოედიის” სტატაიებში და, შესაბამისად, გაზიარებულ იქნა უცხოელ ისტორიკოსთა მიერ. ამ არასწორი მტკიცების საფუძველი უნდა ყოფილიყო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქიაში შემავალი საეპისკოპოსო კათედრების არასწორი ლოკალიზება, რომ თითქოსდა, ისინი განლაგებულნი იყვნენ დასავლეთ საქართველოში. ამ არასწორი თეორიის წამოყენებამდე გაცილებით ადრე ცნობილი მეცნიერი ნ. ადონცი ამტკიცებდა, რომ ლაზიკის ეპარქიის საეპისკოპოსო ცენტრები მდებარეობდნენ არა დასავლეთ საქართველოში, არამედ ამჟამინდელ ლაზისტანში, ტრაპეზუნტის რეგიონში. კერძოდ, გუმუშხანესთან მდებარეობდა ზიგანას (ზიგანევის) ცნობილი კათედრა და არა გუდაყვასთან, სუმელასთან (მაჭუკასთან) მდებარეობდა როდოპოლის ცნობილი კათედრა და არა ვარციხესთან, საისინის კათედრა მდებარეობდა არდაშენთან (და არა ცაიშთან), პეტრას საეპისკოპოსო ცენტრი მდებარეობდა ბაიბურდის კლდოვან რეგიონში და არა ციხისძირთან. აღმოსავლურ რომაულ სამყაროში ცნობილი პუნქტები იყვნენ როდოპოლისი და ზიგანა, მათ ტერიტორიაზე რომაული სამხედრო რაზმები იყვნენ დაბანაკებულნი. ეს პუნქტები ქალაქებად ყალიბდებოდნენ – სამხედრო ნაწილებისა და საეპისკოპოსო საყდრის შესაბამისი ნაგებობებით – საკათედრო ტაძრებით, სამხედრო, ასევე სამოქალაქო ცხოვრების ნაგებობებით, თეატრებით თუ ამფითეატრებით, აბანოებით თუ საბაზრო შენობებით. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ტერიტორიებზე არქეოლოგებს გათხრების დროს რაიმე შესაბამისი ნაშთი უნდა ეპოვნათ. მართლაც, თითქმის მთელი მეოცე საუკუნის მანძილზე არქეოლოგები თხრიდნენ ვარციხეს, რადგანაც ის მიაჩნდათ როდოპოლისად. აქ ეძებდნენ როგორც საეპისკოპოსო, ისე სამხედრო ცენტრებისათვის შესაბამის არქეოლოგიურ მასალას, მაგრამ ამაოდ. ასეთი არტეფაქტები აქ არ აღმოჩნდა, რადგანაც რეალური როდოპოლისი მისგან სამხრეთით, ამჟამინდელ ლაზისტანში მდებარეობდა (ისტორიულ სამხრეთ ლაზიკაში). ასევე გუდაყვაში ამაოდ მ ე 19 ეძებდნენ ბერძნული საეპისკოპოსოს შესაბამის არქეოლოგიურ მასალას, რადგანაც მიაჩნიათ, რომ აქ იყო ზიგანა–ზიგანევის კათედრა, მაგრამ იქ აღმოჩნდა არა ბერძნული, არამედ მეათე საუკუნემდელი ქართული წარწერები. ამით არქეოლოგიურად დადასტურდა, რომ როდოპოლისი არ მდებარეობდა ვარციხეში, ხოლო ზიგანა – გუდაყვაში. შესაბამისად, ლაზიკის ეპარქია ლოკალიზებულ უნდა იქნას არა დასავლეთ, არამედ ისტორიულ სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში, რომელსაც ამჟამად ლაზისტანი ეწოდება. როგორც ჩრდილო, ისე სამხრეთ ლაზიკა წმიდა ნინოს მიერ არის განათლებული გელასი კესარიელისა და გელასი კვიზიკელის, რუის–ურბნისის საეკლესიო კრების „ძეგლისწერის“ ცნობების თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოსთან ერთად. ლაზიკის ეპარქიის შესახებ არსებული ცნობები:[ ლაზიკის ეპარქიის ისტორიისათვის მნიშვნელოვანია გელასი კესარიელის, გელასი კვიზიკელისა და სხვათა დამალულ–გამოუყენებელი ცნობები, რომ წმიდა ნინო იყო ლაზიკის განმანათლებელი, რომ მან იბერებთან ერთად ლაზებიც მოაქცია.გელასი კესარიელი (IV ს.) წმ. ნინოს შესახებ წერს: იმპერატორ კონსტანტინეს ხანაში `ღმრთის ცნება მიიღეს პონტოს გასწვრივ მიწა-წყალზე მცხოვრებმა იბერებმა და ლაზებმა, რომელთაც მანამდე ის არა სწამდათ. ამ უდიდესი სიკეთის მიზეზი გახდა ერთი დედაკაცი, რომელიც მათთან იყო ტყვედ~ (გეორგიკა, I, 1961, გვ. 186). ამასვე წერს გელასი კვიზიკელიც (V ს.) _ `ამავე დროს პონტოს გასწვრივ მდებარე ქვეყნის მცხოვრებმა იბერებმა და ლაზებმა ღმრთის სიტყვა, რომელიც მანამდე არ სწამდათ, შეიწყნარეს~ (მიმომხილველი, I, 1926, გვ. 55).]. მაშასადამე, გელასი კესარიელისა და გელასი კვიზიკელის ცნობებით, წმიდა ნინოს მიერ მთელმა ერმა, როგორც ზღვისპირეთში მცხოვრებმა (ლაზებმა), ისე ქვეყნის დანარჩენ ნაწილში მცხოვრებმა (იბერებმა), ერთდროულად მიიღეს `ღვთის მცნება~. ამ პირველხარისხოვან წყაროებს ნ. მარის კვლევის გამოქვეყნების შემდეგ არ ექცეოდა ყურადღება. ნ. მარის კვლევით, გელასი კესარიელისა და გელასი კვიზიკელის ცნობებს არ ეთანხმება წმიდა გრიგოლ განმანათლებლის ცხოვრების ძველი არაბული (დაახლ. VII-VIII სს.) თარგმანი, რომლის მიხედვითაც, ლაზიკა იყო წმ. გრიგოლ განმანათლებლის (და არა წმ. ნინოს) მოღვაწეობის არეალი, სადაც მან დანიშნა კიდეც თავისი ეპისკოპოსი. ნ. მარმა გრიგოლ განმანათლების არაბულ ხელნაწერში ამოიკითხა, რომ „გრიგოლმა თავისი ეპისკოპოსი სოფრონი გააგზავნა ლაზიკაში“. ამიტომ, შესაბამისად, ლაზიკა წმ. გრიგოლის სამოღვაწეო არეალი გამოდის და არა წმ. ნინოსი.მაგრამ, ნ.მარის ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ მალევე გამოიცა ნ. ადონცის ცნობილი წიგნი „არმენია იუსტინიანეს ეპოქაში“, რომელშიც ნ.ადონციმ მიუთითა, რომ წმ. გრიგოლის ცხოვრების არაბულ ხელნაწერებში სინამდვილეში წერია არა სიტყვა `ლაზიკა~, არამედ `არზანენა~, ე.ი. ნ. მარმა შეცდომა დაუშვა ამ ხელნაწერის ცნობების ამოკითხვისას (ნ.ადონცი, „არმენია იუსტინიანეს ეპოქაში“, 1908, გვ.197) . ნ. ადონციმ გამოიკვლია, რომ ნ. მარმა ხელნაწერში არასწორად ამოიკითხა არაბულ თანხმოვანთჯგუფი, რომელიც გადმოსცემს არა სიტყვა `ლაზიკას~, არამედ `არზანენას”, ანუ ხელნაწერში ეწერა, რომ წმ. გრიგოლმა თავისი ეპისკოპოსი გააგზავნა არზანენაში (და არა ლაზიკაში), ანუ ხელნაწერის სიტყვა „არზანენა“ ნ. გ მ 20 მარმა არასწორად ამოიკითხა, კერძოდ, ამოიკითხა „ლაზიკა“. შესაბამისად, ხელნაწერის მიხედვით, წმ. გრიგოლს მოუქცევია არა ლაზიკა, არამედ არზანენა და იქ არ გაუგზავნია თავისი ეპისკოპოსი.თუ ასეა, მაშინ არა ლაზეთი, არამედ არზანენა იყო წმიდა გრიგოლის სამოღვაწეო არეალი. შესაბამისად, აღნიშნული სოფრონი იყო არა ლაზიკის, არამედ არზანენას ეპისკოპოსი, არმენიის სამხრეთ სასაზღვრო მხარეში. მაშასადამე, გელასი კესარიელისა და გელასი კვიზიკელის ცნობებს, რომ წმიდა ნინომ მოაქცია `იბერები და ლაზები~, არ ეწინააღმდეგება აღნიშნული ხელნაწერი, რომ ლაზეთი წმიდა ნინოს სამოღვაწეო არეალია (და არა წმიდა გრიგოლისა). ამით მართლდება ხორენაცის ცნობა, რომ წმიდა ნინომ იქადაგა `კლარჯეთიდან მასქუთებამდე~, ე.ი. კლარჯეთი-ლაზიკა წმიდა ნინოს სამოღვაწეო არეალი იყო. გელასი კესარიელისა და გელასი კვიზიკელის ცნობებს, რომ წმიდა ნინომ მოაქცია ლაზებიც იბერებთან ერთად, ეთანადება V საუკუნის ცნობილი ისტორიკოსის მოვსეს ხორენაცის ცნობა. ის წერს, ვრცელი არეალი შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე მოაქცია წმიდა ნინომ, რომელმაც იქადაგა კლარჯეთიდან ვიდრე კასპიის ზღვისპირეთში იმჟამად მცხოვრებ მასქუთებამდე. ხორენაცი წერს: `სანატრელი ნუნე წავიდა იქედან, რათა თავისი ადვილგასაგები საუბრით ქართველთა ქვეყნის სხვა კუთხეებიც დაემოძღვრა… გავბედავ და ვიტყვი, რომ ნუნე მოციქული ქალი გახდა. მან იქადაგა სახარება კლარჯეთიდან დაწყებული ვიდრე ალანთა და კასპიის კარებამდე, მასქუთთა საზღვრებამდე, როგორც ამას აგათანგელოზი გაუწყებს შენ~ (მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, 1984, გვ. 172). აგათანგელოზის ცნობითაც, წმიდა ნინოს უქადაგნია შავი ზღვისპირეთიდან, კლარჯეთიდან, ვიდრე კასპიის ზღვამდე (მასქუთებამდე). საქართველოს პროვინცია კლარჯეთი მდებარეობდა შავი ზღვისპირზე, ხოლო მასქუთების ტომი წმიდა ნინოს ეპოქაში ცხოვრობდა კასპიის ზღვისპირზე. ხორენელის ცნობით, ამ არეალზე (შავი ზღვიდან ვიდრე კასპიის ზღვამდე) იქადაგა წმ. ნინომ. შესაბამისად, მის მიერ დაარსებული ქართული ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა, როგორც დასავლეთ, ისე სამხრეთ–დასავალეთ საქართველო (ჩრდილო და სამხრეთ ლაზიკა) აღმოსავლეთ საქართველოსთან ერთად. სამხრეთ–დასავლეთ საქართველო მე-6 საუკუნეში, იუსტინიანეს ეპოქაში, იქცა ბიზანტიელთა ხელდებულ ქვეყნად, სადაც კონსტანტინოპოლმა დააარსა ლაზიკის ეპარქია თავისი საეპისკოპოსოებით, შესაბამისად, ნოტიციებში ნახსენები საისინის, პეტრას, როდოპოლისისა, ზიგანასა (ფასიდის ეპარქიები) განლაგებულნი იყვნენ არა დასავლეთ საქართველოში, არამედ ამჟამინდელ ლაზისტანში. დააარსა თუ არა წმიდა ნინომ თავის მიერ მოქცეულ ლაზიკაში საეპისკოპოსო კათედრა მე-4 საუკუნეში? სწორედ ამ კითხვას უპასუხა ლაზიკის მიტროპოლიტმა გერმანემ რუსეთის მეფის კარზე XVII ს-ში. 1651 წელს რუსეთის მეფეს ალექსი მიხაილოვიჩს წარუდგა ლაზიკის მიტროპოლიტი გერმანე, რომელმაც წერილობითი სახით რამდენჯერმე განაცხადა, რომ რიზე-ოფის რეგიონი იყო ქართული ეკლესიის იურისდიქციის სფერო, რადგანაც ეს მხარეები ივერიასთან ერთად განანათლა ივერიის განმანათლებელმა და, მიტროპოლიტ გერმანეს ცნობით, მან ლაზეთში, ოფში დააარსა პირველი საეპისკოპოსო კათედრა (პ.ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, 1954, გვ. 347). ოფის საეპისკოპოსო ცენტრი, სადაც იმხანად ლაზიკის მიტროპოლიტს ჰქონდა კათედრა, იყო წმიდა ნინოს დაარსებული. თ ს 21 პიტიუნტის საეპისკოპოსო კათედრა, ადონცის, ინგოროყვას და ასევე სხვა მეცნიერების მტკიცებით, IV საუკუნეში მდებარეობდა ოფ-რიზეს რეგიონში. ეს რეგიონი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გააქრისტიანა წმიდა ნინომ. შესაბამისად, ამ რეგიონში მდებარე პიტიუნტის კათედრა მისი დაარსებული ჩანს, ლაზიკის მიტროპოლიტის ცნობის გათვალისწინებით. როგორც ითქვა, მცხეთაში მოსვლამდე წმ. ნინოს გაუნათლებია ლაზიკა IV ს-ის 10- 20-იან წლებში. ჩანს, ამ დროს დაუარსებია ოფ-რიზეს რეგიონში მდებარე პიტიუნტის საეპისკოპოსო კათედრა, რომლის ეპისკოპოსმა სტრატოფილემ მონაწილეობა მიიღო 325 წლის I მსოფლიო კრების მუშაობაში. ამჟამად მიიჩნევა, რომ სტრატოფილე აფხაზეთის ბიჭვინთიდან იყო, მაგრამ, როგორც ითქვა, სხვა აზრისა იყვნენ ცნობილი მეცნიერი ნ. ადონცი, პ. ინგოროყვა და სხვანი. მათი აზრით, პიტიუნტი მდებარეობდა არა აფხაზეთში, არამედ ისტორიული საქართველოს რეგიონში, რომელიც მოიცავს ოფ-ათინა-რიზეს ოლქს და ლაზიკა ერქვა. შესაბამისად, აფხაზეთის ცნობილი საეკლესიო ცენტრი – ბიჭვინთა სხვა საეკლესიო ცენტრია და სხვაა პიტიუნტი. ბიჭვინთა აფხაზეთის სასულიერო პირთა და მეფეთა ნამუშაკევია, ხოლო პიტიუნტი გაცილებით ადრიდანვე იყო ასეთი ცენტრი. ნ. ადონცი თავისი აზრის, რომ პიტიუნტი არ მდებარეობდა აფხაზეთში, ერთ-ერთ საბუთად მიიჩნევს იმას, რომ რომაულ წყაროთა ცნობით, პიტიუნტსა და სებასტოპოლისში თავისი მუდმივი საჯარისო ნაწილი ჰყავდა დაბანაკებული `არმენიის დუქსს~, რომელიც იყო პონტო-მცირე არმენიის რომაული სამხედრო ოლქის მხედართმთავარი, მაგრამ, ადონცის სიტყვით, არმენიის დუქსის გავლენის სფეროში არ შედიოდა დასავლეთ საქართველო და, მით უმეტეს, მისი ისეთი შორეული რეგიონი, როგორიცაა ცხუმ-ბიჭვინთას ოლქი. აქ არმენიის დუქსს არ შეეძლო თავისი საჯარისო დანაყოფის დაბანაკება, შორეულ აფხაზურ რეგიონში მისი უფლებამოსილება არ ვრცელდებოდა. (ნ. ადონცი, არმენია იუსტინიანეს ეპოქაში, სპბ, 1908, გვ, 212). პ. ინგოროყვა პიტიუნტს ოფ-რიზეს რეგიონში ათავსებს. ამასთანავე, უთითებს ძველ ავტორებსა და ძველ რუკებს (პ.ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, 1954, გვ. 293). მაშასადამე, სხვადასხვა პუნქტები იყვნენ პიტიუნტი და ბიჭვინთა. ქართული წყაროებით, ბიჭვინთის საეპისკოპოსო ცენტრი და მისი ეპარქია მხოლოდ ქართული ეკლესიის დაფუძნებულია და ის მუდამ, ათასწლეულთა მანძილზე, მხოლოდ საქართველოს ეკლესიასთან იყო დაკავშირებული. ბიჭვინთა საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთ უმთავრეს სასულიერო ცენტრს წარმოადგენდა. რაც შეეხება პიტიუნტს, ის უფრო პონტოს რეგიონის ეპარქიებთან აღმოჩნდა დაკავშირებული უფრო მე–6 საუკუნის შემდეგ, მე-5 საუკუნის დასაწყისში ეს რეგიონი ჯერ კიდევ ქართული ეკლესიის საგამგებლოში შედიოდა, ამას მიუთითებდა ლაზიკის აღნიშნული მიტროპოლიტი გერმანე. აქ მდებარე ოფის საეპისკოპოსო კათედრა, გვიან საუკუნეეებშიც კი, იბერთა განმანათლებელი ქალის მიერ დაარსებულად მიიჩნეოდა. ლაზების ეს ოლქი ერთი ნაწილი იყო ცნობილი ლაზიკისა, რომლის ხელში ჩასაგდებად ერთმანეთს მედგრად ებრძოდნენ რომისა და სპარსეთის იმპერიები მე-6 საუკუნეში. ლაზიკის ეს ოლქი საბოლოოდ ბიზანტიის ხელში აღმოჩნდა. ძირითადად, იუსტინიანეს ეპოქაში აქ მცხოვრები ჭანებისათვის (ლაზებისათვის) დაარსებულ იქნა საეპისკოპოსო ცენტრები ზიგანა–ზიგანევი (მაჩკა-გუმუშხანეს რეგიონში), საისინი – არდასასთან. პეტრას კათედრა, ნ. ადონცის კვლევით, მდებარეობდა არა ზღვისპირას, არამედ ლაზიკის მთიან რეგიონში – ბაიბურდთან. პ 22 ნ. ადონციმ დაადგინა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის სამიტროპოლიტოს კათედრები პეტრა, საისინი, ზიგანა და როდოპოლისი დაარსებისთანავე ამჟამინდელ ლაზისტანში მდებარეობდნენ გუმუშხანე-სუმელას რეგიონში, ტრაპეზუნტთან, თუმცა მისი აზრი არ იქნა გაზიარებული. მის ნაცვლად დაინერგა მცდარი, ამჟამად გავრცელებული თეორია, თითქოსდა, როდოპოლისი მდებარეობდა დასავლეთ საქართველოში ვარციხეთან, ზიგანა – აფხაზეთის გუდაყვაში, პეტრა – ზღვისპირას, ციხისძირთან, ხოლო საისინი იყო ცაიში. ამჟამად ეს მცდარი აზრი მიჩნეულია ძირითად სამეცნიერო საყრდენად, რომლის შესაბამისად ასკვნიან, თითქოსდა, ლაზიკის ეპარქია მოიცავდა დასავლეთ საქრთველოს კონსტანტინოპოლის იურისდიქციას. საბჭოთა ქართულმა ისტორიოგრაფიამ არასწორად განსაზღვრა, რომ თითქოს დასავლეთ საქართველოში საქართველოს ეკლესიამ მე-9, მე-10 საუკუნეებში გააუქმა კონსტანტინოპოლის იურისდიქცია უხეში ძალადობით. სინამდვილეში კი, როგორც ითქვა, დასავლეთ საქართველო მუდამ შედიოდა საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში, ხოლო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქია მოიცავდა არა დასავლეთ საქართველოს, ამჟამინდელ ლაზისტანს, ისტორიულ სამხრეთ–დ

`დასავლეთ ქართლისა~

სიკვდილის წინ ვახტანგ გორგასალმა თავის მეორე ცოლის ელენეს _ კეისრის ასულისაგან შეძენილი შვილების სამყოფელად დაადგინა ქართლის სამეფოს ტერიტორია, მოქცეული ეგრისწყალსა და კლისურას შუა _ მისი ანდერძი უფლისწულ დაჩისადმი ასეთია _ `საზღვარი აფხაზეთისა, რომელიც მოცემულ არს ეგრისწყალსა და კლისურას შუა, იგი თვით ძმათა შენთა დედისა არს _ იგი აქუნდეს მათ~ (ქ.ც. I, გვ. 204).

მართლაც, კეისრის ასულს ტერიტორია კლისურასა და ეგრისწყალს შუა მზითვად მოჰყვა და შეუერთდა ქართლის სამეფოს. Eეს ერგო საერისთავოდ მის შვილებს. ამ მიწა-წყალს ეწოდა `დასავლეთი ქართლისა~ ვახტანგის ანდერძის აღსასრულებლად _ `ცოლი და ორნი ძენი ვახტანგისანი წარიყვანეს ერისთავთა და დაიპყრეს დასავლეთი ქართლისა~ (ქ.ც. I, გვ. 204), ე.ი. ტერიტორია ეგრისწყალსა და კლისურას შუა.

ეგრისწყალსა და კლისურას შუა მოქცეულ ტერიტორიას `დასავლეთი ქართლისა~ ეწოდებოდა (ქ.ც. I, გვ. 204). მათი ერისთავები იყვნენ ვახტანგის შვილები ლეონი და მირდატი.

წყარო წერს – ვახტანგის ბერძენი ცოლის შვილებიდან მოკვდა ლეონი და დარჩა მხოლოდ მირდატი. ამ მირდატს დაევაჭრა მისი ძმა, ქართლის მეფე დაჩი: მეფემ გაუცვალა რეგიონი . მეფემ აიღო ის ქვეყანა, რომელიც მოქცეული იყო ეგრისწყალსა და კლისურას შორის. დაიჭირა მირდატმა ქვეყანა ფარავნიდან და ტაშისკარიდან, ვიდრე სპერის ზღვამდე და იქ ერისთავობდა და მორჩილი იყო მეფე დაჩის. მან ააშენა წყაროსთავის ეკლესია.

ვახტანგის ძე ლეონი ფლობდა ქვეყანას კლისურასა და ეგრისწყალს შორის აფხაზეთში, ამიტომ მის შთამომავლებად ითვლებოდნენ  შემდეგდროინდელი აფხაზთა მეფეები, ე.წ. ლეონიდები. 

ხოლო ვახტანგის ძე მირდატი ფლობდა ქვეყანას ფარავნის ტბიდან ვიდრე შავ ზღვამდე, ანუ შემდგომდროინდელ ლაზთა სამეფოს მიწა-წყალს ჭოროხის ხეობაში, მის შთამომავლებად ითვლებოდნენ  ლაზთა მეფეები – წათე, გუბაზი და სხვები.

ასეა სომხური ისტორიოგრაფიის მიხედვითაც, სომხური ისტორიოგრაფია აფხაზთა მეფეებს ქართველ მეფეთა საერთო დინასტიურ სივრცეში ათავსებდა; ხოლო ეს სივრცე  გორგასლიან სახელმწიფოებრივ ტრადიციაზე იყო დამყარებული.

ესაა სივრცე  ეგრისწყალ-კლისურადან  ალბანეთამე, შავი  (სპერის) ზღვიდან ვიდრე თითქმის ე.წ. „კაპიის კარამდე“, კასპიის ზღვამდე. როგორც მოვსეს ხორენაცი წერდა – კლარჯეთიდან ვიდრე კასპიის კარამდე და მასქუთებამდე. რუის-ურბნისის კრების განსაზღვრებით ესა სრულიად საქართველო.

ვინაიდან,   წმიდა მოციქულმა ანდრიამ, იქადაგა „ყოველსა ქვეყანასა საქართველოისასა“.

მაშასადამე, იმთავითვე საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია მოიცავდა სრულიად, („ყოველ ქვეყანა“)  საქართველოს, შავი ზღვიდან ვიდრე ალბანეთამდე.

You may also like

Leave a Comment