ძველი ბერძენი-მართლმადიდებელი ეპისკოპოსები ქართველთა შესახებ

by meufeanania
0 comments

თესალონიკელი არქიეპისკოპოსი ევსტატე (ევსტათიოსი) განმარტავს ჰომეროსის (ძვ. წ. VIII ს.) `ილიადას~ ადგილებს ქართველებთან დაკავშირებით, ჰომეროსი თავის ილიადაში წერს _ ტროას ომში `ჰალიზონებს მოუძღოდნენ ოდიოსი და ეპისტროფოსი, შორეული ალიბედან, საიდანაცაა ვერცხლის საწყისი~ (II, 856-857).

არქიეპისკოპოსი ევსტატე ასე განმარტავს ამ ადგილს ჰომეროსიდან _ `ჰალიზონები ხალიბებს უწოდა (ჰომეროსმა), ხალიბებს ჰქონდათ განთქმული 17 ვერცხლის საბადოები, ახლა კი აქვთ რკინისა. გეოგრაფოსი ამბობს, რომ ზოგიერთნი ნაცვლად `ალიზონებისა~ წერენ `ალაზონები~ ანდა `ოლიზონები~ (ანტიკური კავკასია, ენციკლოპედია, I, 2010, გვ. 49). 

როგორც `გეოგრაფოსის~ (ჩანს იგულისხმება სტრაბონი), ისე არქიეპისკოპოს ევსტატეს თვალსაზრისით ხალიბები მონაწილეობდნენ ტროას ომში და მათ ასევე ეწოდებოდათ `ალაზონები~.

ალაზონები არის საწყისი სიტყვებისა: `ლაზონია~ (ასე ერქვა ოლქს ტრაპეზუნტის მახლობლად) და `ლაზი~ (ასე ერქვა ტომს ასევე ტრაპეზუნტის ახლოს მცხოვრებთ), ხოლო ხალიბები, იგივე ქალდები, ქალდეას ქვეყნის მცხოვრებნი არიან. ასე, რომ ქალდები (საიდანაც წარმომავლობს სიტყვა `ქართუელი~) ასევე იწოდებოდნენ ლაზებადაც. ქალდები და ლაზები ერთი ხალხი იყო.

ქალდები და ლაზები (ქართველები) მუდამ ერთად იხსენიებოდნენ მწერალთა მიერ. იგივე არქიეპისკოპოსი ევსტატე ასევე წერს ერთ-ერთი ქართული ტომის _ გარგარელების შესახებ.

ამ ტომის სახელი (გარგარი) იმითაა საინტერესო, რომ მისგან უნდა იყოს წარმომავალი ქართული პროვინციის “გუგარის” სახელი (გუგარქი), სიტყვის ფუძე ეთანადება ქართველთა ეთნო ფუძეს _ `გგრ~ (ეგრისი, არგვეთი, გურია…). გარგარ _ გუგარ _ გგრ (შესაბამისად, მიუღებელია თვალსაზრისი, თითქოსდა, გუგარქის სახელი მოდის სკვითური ტომის `გოგის~ სახელისაგან).

ჰომეროსის სხვა ადგილის კომენტარში ევსტატე წერს _ `მონათხრობი ირწმუნება იმასაც, რომ გარგარელები _ იმ ხალხის სახელია, რომელიც ამაზონებთან იყო კავშირში~ (იქვე, გვ. 50).

ამაზონები _ მისივე სიტყვით, არა მარტო მეომარი ქალების, არამედ ქალდების ტომის მეომარი მამაკაცების სახელიც იყო, რომელნიც ჩაცმულობისა და გრძელი თმების გამო ზოგიერთს თურმე ქალებად წარმოედგინათ. ქალი-მრავლობითში-ქალთი, ქალდი.

შესაძლებელია ისიც, რომ სიტყვა `ქალდი~ ბერძნებს უთარგმნეს კიდეც ქართული ენის შესაბამისად. სახელი `ქალი~ დედაკაცს ეწოდება, დ (ტ, თ) _ მრავლობითობის ნიშანია, ანუ თარჯიმნის მიერ ბერძენთათვის სახელი `ქალდი~ ქართულიდან ითარგმნა ასე _ `ქალები~.

საერთოდ კი, ბერძნებს ეთნონიმებს, ჰიდრონიმებსა და ტოპონიმებსაც უთარგმნიდნენ. მაგალითად, გრძელთავიანთა 18 ტომის სახელი ასე უთარგმნეს _ `მაკროკეფალები~, უთარგმნეს ასევე `ტილიჭამიებისა~ და `გირჩისმჭამელთა~ ტომების მეტსახელებიც. საერთოდ, ივ. ჯავახიშვილის კვლევებით, ქალდუ ანუ ქალდი იყო იმ ქვეყნის სახელი, საიდანაც, როგორც ის წერდა, წარმოდგებიან `ქართველები, ლაზები და სვანები~, ანუ ქალდუ _ ქართველთა უძველესი საერთო ქვეყნის სახელი იყო. ქალდუს ქვეყნის მცხოვრებთ, იმჟამად ქალდები ანუ ხალდები ერქვათ. თესალონიკელი არქიეპისკოპოსის ევსტრატეს განმარტებით კი ქალდები იგივე ალაზონები, ლაზები არიან. ანუ ქართველთა საერთო სამშობლოს სახელი `ალაზონიაც~ ყოფილა (როგორც ითქვა, აქედან უნდა იყოს სახელები არზე, არზენა (ალზენა-ლაზენა-ლაზივი-ლაზიკა), არზენა-არსიანი, არაზანი და სხვა).

კლიმენს ალექსანდრიელი (II-III სს.) მიიჩნევს, რომ პონტოს ზღვისპირეთში იბერიის მეზობელი და მახლობელი ამაზონები იყო არა მაინცდამაინც ქალების ტომი, არამედ ზოგადად ქალდებისა, ის წერს _

`იბერიის მახლობლად ქალები მამაკაცურ საქმეს ეწევიან სახლში და მშობიარობის დროსაც არ ტოვებენ საქმეს. ქალი ყველაზე მძიმე სამუშაოს დროსაც კი მშობიარე აიყვანს ხელში ჩვილს და სახლში შეყავს. ქალები აქ არაფრით არ ჩამოუვარდებიან მამაკაცებს, სახლს დარაჯობენ, ნადირობენ, საქონელსაც დარაჯობენ~ (იქვე, გვ. 369).

ანდა წერს _ `ამაზონები _ სკვითური ტომი, ვაჟკაცური, მამაკაცური ტომი კოლხების მეზობლად~ (იქვე).

ხალიბების ანუ ქალდების თანამეტომენივე იყვნენ მათგან მოშორებით მცხოვრები კარდუხები, იგივე კორდიელები. ეს იყო არარატის მახლობელი არეალი, იქ, სადაც გაჩერდა ნოეს კიდობანი, ამიტომაც ევსევი კესარიელიც (IV ს.), საეკლესიო ისტორიის მამაც, ეხება ამ საკითხს _ ევსევი კესარიელი წერს _ `არმენიელთა ქვეყანაში, კორდიელთა მთებზე ახლაც არის შემორჩენილი მცირეოდენი ნაშთი იმ ხომალდისა~ (ანტიკური კავკასია, ენციკლოპედია, I, გვ. 383). ნოეს კიდობანი არარატის მთებზე – კორდიელთა ანუ ქართველთა წინაპრების ქვეყანაში შეჩერდა. 19 კარდუხების ანუ კორდიელთა ქვეყანა დაახლოებით ძვ. წ. VI ს-ში არმენიელებმა დაიპყრეს, ამიტომაც იქაური ქართველები `არმენიაში~ მცხოვრებნი აღმოჩნდნენ. ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებში ვანის ტბის პირას ერთმანეთის მეზობელი ქვეყნები იყვნენ ლუვია (იგივე ლივია) და იბერია (იბერიელი ხალხის ძველი სამშობლო).

აქედან ჩანს, იბერიელების ნაწილი ნაბუქოდონოსორს უფრო ჩრდილოეთით, პონტოს ზღვისპირეთში გადაუსახლებია.

გადასახლების საკითხს ეხება ევსევი კესარიელი, ის წერს _

`აბიდენეს თხზულებაში ასირიელთა შესახებ ასეთი რამ სწერია ნაბუქოდონოსორზე: _ `მეგასთენესი ამბობს, რომ ნაბუქოდონოსორმა, რომელიც ჰერაკლეზე მეტ ძალას ფლობდა, ლიბიისა და იბერიის წინააღმდეგ გაილაშქრა და დაიპყრო რა ეს ქვეყნები, ნაწილი მოსახლეობისა პონტოსის მარჯვენა მხარეს დაასახლა~ (ევსევი კესარიელი, ევანგელური შემზადება, IX, 41,1, იქვე, გვ. 383).

ევსევი კესარიელი იმეორებს ძველ ცნობებს, რომ იბერიული ხალხის ერთი ნაწილი ძვ. წ. VI ს-ში სამხრეთის სამშობლოდან უფრო ჩრდილოეთით _ შავი ზღვისპირეთში დასახლდა. ჩანს, თავისსავე თანამეტომეებთან ძველ კოლხეთში.

ჰეკატოს მილეტელის ცნობით, თავის მხრივ, კოლხები და მოსხებიც ერთი ხალხი ყოფილა.

იგივე ევსევი კესარიელი სხვა ნაშრომში მიიჩნევს, რომ მოსოხისაგან წარმოიშვნენ მოსინიკები (მოსოხები და მოსინიკები ერთი და იგივე ტომია), ხოლო სანები იგივე სანიგები არიან, ისინი ერთი ხალხია.

ის წერს _ `მოსოხი, საიდანაცაა მოსინიკები… სანები, რომელთაც სანიკებსაც უწოდებენ, პონტომდე არიან დასახლებულნი. აქ აფსაროსი და სებასტოპოლისი, კავსოლიმანი და ფასისი უერთდებიან ერთმანეთს. ეს ტომები ტრაპეზუსამდე არიან განსახლებული~ (იქვე, გვ. 384-385).

 ჩვენთვის სასახელოა, რომ ამ ტომების ცხოვრებას სახელოვანი საეკლესიო მოღვაწეები შეეხნენ.

 ბასილი დიდი (IV ს.) ახსენებს მდ. ფაზისს _ ქართველი ხალხის განსახლების ერთ-ერთი ძირითადი რეგიონის მთავარ მდინარეს.

ის თავის `ექვსთა დღეთაში~ წერს `ფასისი, რომელიც კავკასიის მთებიდან მოედინება და მრავალი 20 სხვა მდინარე ჩრდილოეთიდან ევქსინის პონტისაკენ მიედინება~ (ბასილი დიდი, ცხრა ჰომილია ექვსდღიურზე, III, 6, იქვე, გვ. 381).

ბერძნები და, ჩანს, ქართველებიც, მრავალ მდინარეს უწოდებდნენ ფასისს. ბერძნული შეხედულების შესაბამისად წმიდა, სუფთა და სასმელად საუკეთესო მდინარის წყალი შეიძლებოდა წოდებულიყო ფასისად.

ასევე, ზოგიერთი კვლევით, ფასისი ეწოდებოდა წმიდა, საუკეთესო, განსაკუთრებული ხარისხის ზეთსაც. მდ. ფასისის სანაპიროებიც, შესაბამისად, ლამაზი უნდა ყოფილიყო, ხოლო ჰავა ამ მდინარის ნაპირის_ საუკეთესო.

მაშასადამე, ჭაობის უმოძრაო, შლამიანი წყალი არ შეიძლებოდა ფასისად წოდებულიყო.

ამ რეგიონში შესანიშნავი მთის წყლების სიმრავლის გამო ფასისიც მრავალი იყო. მაგალითად, არაქსი სათავეებში ფასისად იყო წოდებული. ასევე მდ. ჭოროხი, ჩქარი და სასმელად ვარგისი მთის მდინარე, ასევე ფაზისად უნდა ყოფილიყო წოდებული მდინარე ლიკოსიც ანუ კელკიტი, რომელსაც თერმეჩაიც ეწოდება (ძველი თერმოდონტი) და აქვე იყო ქალაქი თემისკირა, ეს მდინარე კოლხების ძველი მოსახლეობის ქვეყანაში გადაედინებოდა, აქ იხილა ქსენოფონტემ ტიბარანები და ხალიბები.

ეს მხარეები იმჟამინდელ არმენიასთან ახლოს მდებარეობდა. ჩანს, მის შესახებ წერს თემისტიოსი (IV ს). ის წერს:

`მე, კეთილო ჭაბუკო, მჭევრმეტყველური სიტყვები მოვიმკე. .. პონტოს სანაპიროზე, ფასისის მახლობლად ახლაცაა თერმოდონი, ამაზონთა საგმირო საქმეები და თემისკირიონი… კოლხთა და არმენიელთა შორის…~ (ანტიკური კავკასია, ენციკლოპედია, I, გვ. 393).

აქვე წერს, რომ იქ `სადაც თესალიიდან მოსული არგო პოეტებმა განადიდეს~, უნდა ითქვას, რომ ამჟამადაც ქ. თერმესთან (ე. ი. ძველ თერმოდონთან) ახლოს არის ჰერაკლესა და იაზონის კონცხები, ძველად, ჩანს, ფიქრობდნენ, რომ არგომ აქ დაისადგურა.

სტეფანე ბიზანტიონელი (VI ს.) თავის ეთნიკაში წერს ქართველ ტომთა შესახებაც _ “ამაზონები _ თერმოდონტთან მკვიდრი ქალთა ტომი~ (იქვე, გვ. 409). `…ამარანტები _ კოლხური ტომი, რომელთა ქვეყნიდან მოედინება ფასისი… არაქსი _ არმენიის მდინარე… აფსილები _ სკვითების ტომი, ლაზების მეზობელი არიანეს მიხედვით… ბექეირი _ სკვითური ტომი… ბიძერები _ ტომი პონტოსზე, 21 არის ბიძერთა ნავსადგურიც… გარგარები, ტომი, რომელიც ხორციელ კავშირშია ამაზონებთან… გარგარენე… გოგარენე _ ადგილი კოლხთა და იბერთა შორის… დარდაიები _ კავკასიასთან მკვიდრი ტომი… დია _ VII ქალაქი სკვითიაში, ფასისთან, დიოსკურიასი _ ქალაქი პონტოსის მიდამოებში, რომელსაც სებასტოპოლისსაც უწოდებენ, ადრე მას ეწოდებოდა აია… დრილე _ დასახლება ტრაპეზუსთან… ჰეპტაკომეტები _ სკიდისეს მთაზე მოსახლენი, ბიძერებსაც უწოდებენ… ზიგები – ბოსპორთან, ჩანს, მათია ზიგოპოლისიც ტრაპეზუსთან …თემისკირა _ ქალაქი თერმადონთან… კორაქსები. კოლხები, ტომი კოლების მახლობლად (კორაქსთა კედელი, კორაქსთა ქვეყანა)… კვიტა _ კოლხური ქალაქი, არის სხვაც სკვითიაში, არის ორი კოლხური და ევროპული, არის ქალაქი კვიტაიონი კრეტაზე… კოლები = კავკასიასთან მკვიდრი ტომი, ქვეყანა _ კოლიკე… ლაზები _ სკვითური ტომი, არის სოფელიც არიანოსის მიხედვით _ ძველი ლაზიკე… მაკრონები _ დღევანდელი სანები… მოსხები _ კოლხური ტომი. მატიენების მეზობელი… სანიგები _ აბაზგების მეზობლად მკვიდრი სკვითური ტომი… ტიბარენია _ ქალაქი პონტოსთან, ხალიბებისა და მოსინოიკების მიმდებარე… გულმოდგინედ მისდევენ თამაშსა და სიცილს და ამას უდიდეს ბედნიერებად მიიჩნევენ, მათი მეზობლები არიან ხალიბები და ლევკოსირიელები… ტაოხები _ პონტოსის შიდამხრის მკვიდრი ტომი, ზოგიერთები მათ ტაოებს უწოდებენ… ფასისი _ აიას ქალაქი, კოლხიდის მდინარე ფასისთან. დაარსებულია მილეტელების მიერ, არის სხვა მდინარე ფასისიც _ ტაპრობანეში… ქალდეები, ტომი კოლხიდის მახლობლად… ხალიბები _ პონტოსის მიდამოებში, მდინარე თერმოდონტთან მცხოვრები ტომი, მათზე ევდოქსოსი წერს _ `ხალიბების ქვეყნიდან გააქვთ რკინა, რომელსაც აქებენ წრთობისათვის გამოსადეგობის გამო~. ჰომეროსი მათ ჰალიზონებად იხსენიებს კატალოგში პაფლაგენიელების შემდეგ _ `ჰალიზონებს კი ოდიოსი და ეპისტროპოსი უძღოდათ, შორიდან მოსულნი _ ალიბედან, სადაც არის ვერცხლის საბადო~, ანუ შეცვლილია დამწერლობა _ `შორიდან ხალიბედან~, ხალიბებს სამხრეთით არმენიები ესაზღვრებიან~… (სტეფანე ბიზანტიელი, ანტიკ. კავკასია, ენციკლოპედია, გვ. 418).

22 ტაოს, ბასიანსა და მიმდებარე მხარეებს როგორც ბერძნები, ისე სომხები `იბერია~, `ივერიას~ უწოდებდნენ და მათ მცხოვრებლებს კი ქართველებს, ივერიელებს უწოდებდნენ. პატკანოვ-მარის თეორიით, თითქოსდა, ეს მხარეები თავდაპირველად სომხებით იყო დასახლებული, რომელნიც შემდგომში ქართველებად გადაიქცნენ ე. წ. `ქართიზაციის~ პროცესის შედეგად, რომელიც იქაურ სომეხთა მიერ ქალკედონიტური სარწმუნოების მიღებამ გამოიწვია. ამ თვალსაზრისს ეწინააღმდეგება ძველ ავტორთა ცნობები, რომელნიც ზემოთ იყო მოხმობილი და გულისხმობს ქართული ტომების თავდაპირველადვე ცხოვრებას არა მხოლოდ ტაოსა და ბასიანში, არამედ უფრო სამხრეთითაც ვანის ტბიდან ვიდრე ტრაპეზუნტამდე, თუმცა არსებობს პირდაპირი ცნობებიც. ერთ-ერთია, მაგალითად, VI ს-ის ავტორის სტეფანე ბიზანტიელის ნაშრომი ეთნოსთა შესახებ, კერძოდ, მასში ნათქვამია, რომ `ობარენე~ ერქვა ევფრატსა და მტკვარს შორის მოქცეულ ტერიტორიას ანუ ტაოსა და ბასიანის მხარეებს. `ობარენე~ ეტიმოლოგიურად იგივე `იბერიაა~. აღსანიშნავია, რომ ამ და მის მომიჯნავე მხარეებს `იბერ~ ფუძით მრავალი სახელწოდება არსებობდა, რომელთაც სხვაგანაც ვეხებით. სტეფანე ბიზანტიელი წერს _ `ობარენე _ არმენიის ნაწილი, რომელიც ემიჯნება მდინარე ევფრატს პარალელურად მიმდინარე მდინარე კიროსს (მტკვარს). მათ იხსენიებს კვადრატოსიც `პართიკის~ მეექვსე წიგნში: `მდინარე კიროსის გასწვრივ მკვიდრობენ ობარენები და ოტენები _ არმენიის დიდი ნაწილის მოსახლენი~ (იქვე, გვ. 418). აქ, ჩანს, ლაპარაკია ტაოს, ბასიანისა და მიმდებარე მხარეების მოსახლეობის შესახებ. მათი სახელი იბერია, მათი ქვეყნის სახელი, შესაბამისად _ ობარენეა. იბერ-ობარენე. აღნიშნულ და სხვა ძველ მართლმადიდებელ ავტორთა ცნობები არ ეთანადება ე.წ. `ქართიზაციის თეორიის~ იდეას, თითქოსდა, ჩრდილო არმენიის მოსახლეობის ნაწილი `ქართიზაციის~ შედეგად გაქართველდა, პირიქით, ეს ტერიტორიები ისტორიული არიან-ქართლის ძირითადი ნაწილი, შესაბამისად, იმთავითვე ქართული იყო.

You may also like

Leave a Comment