ქართველთა ნაციონალური მთლიანობა ქრისტეშობამდე

by meufeanania
0 comments

ქართველთა ნაციონალური მთლიანობა

ვახუშტი აღწერს ფარნავაზის ეპქაში არსებულ ნიშნებს ქართველთა ნაციონალური მთლიანობისა,

ერთ-ერთი საფუძველი იყო საერთო სარწმუნოება.

ქართველთა წარმართული პირველსარწმუნოება გამოიკვლია დიდმა ივანე ჯავახიშვილმა.

მისი დასკვნით, ქრისტიანობამდე ქართველების ყველა ტომს ჰქონია საერთო რწმენა, არსებულა საერთო ქართული წარმართობა.

ივანე ჯავახიშვილი სრულიად სამართლიანად დაასკვნიდა სხვადასხვა მონაცემების საფუძველზე —

„ცხადი გახდება, რომ არამცთუ საზოგადო ქართული, ყველა ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობის საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა. 

https://meufeanania.info/koine/ივანე ჯავახიშვილმა ისიც გაარკვია, რომ ქრისტეშობამდე საერთო წარმართული  კულტმსახურების ენა იყო ქართული (მათ შორის სვანეთსა და სამეგრელოში).

ჯავახიშვილის ამ აზრს  განამტკიცებს ენათმეცნიერთა გამოწვლილვითი ანალიზი, რომლის საფუძველზე მიდიან დასკვნამდე, რომ ქართული სალიტერატურო ენის ფორმირება დაწყებულა არა V საუკუნეში, არამედ ბევრად უფრო ადრე, შესაძლოა, საუკუნეებით ადრე ქრისტეშობამდე.

როგორც აღინიშნა, ივანე ჯავახიშვილის კვლევით, ისტორიული საქართველოს ხალხის, მათ შორის სვანეთსა და ეგრისში  საერთო წარმართობის ენა (კერპთმსახურების ენა, წარმართული სადიდებელი ლოცვა) იყო ქართული.

 შესაბამისად, ქართული ენა, ვითარცა საკულტო ენა, ფარნავაზამდეც  წმიდა ენა იყო, ამიტომაც შეძლო მან ამ ენის განვრცობა უკვე სახელმწიფოებრივ დონეზე მთელ ქვეყანაში.

„ამან განავრცო ენა ქართული და არღა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა“.

კიდევ ერთხელ, რომ მივუბრუნდეთთ კოლხეთის წარსულს, როგორც ითქვა, დაახლოებით ქ. ორდუსთან ყოფილა კოლხური კულტურის სამხრეთი საზღვარი, ხოლო ჩრდილოეთით, თეიმურაზ ბატონიშვილის სიტყვით, წარმართობისა და კიმერიელების ეპოქაში, კერა კოლხური კულტურისა ყოფილა ბიჭვინთა.

ფაქტობრივად, თეიმურაზ ბატონიშვილი იმეორებს ჰეკატოს მილეტელის ცნობას, რომ მოსხები ანუ იბერები კოლხური ტომია და წერს, რომ კიმერიელების შემოსევამდე ანუ ძვ. წ. მე-8 საუკუნემდე – ,,კოლხიდელნიცა იყვნეს მაშინ იგინივე ქართლოსიანნი; ესოდენ კოლხიდა უუძველესთა ჟამთა შინა იყო პირველ სამკვიდრებელ, სიმტკიცე და მტერთა გაძლიერებასა შინა სახიზარი და შესავედრებელი ქართლოსიანთა” (გვ.83). თეიმურაზს მიაჩნია, რომ კოლხიდა იყო ქართველთა თავდაპირველი სამკვიდრებელი. იმავეს წერდა სომეხი ისტორიკოსი უხტანესი მე–10 საუკუნისათვის. უხტანესი ქართველთა კავკასიაში ცხოვრებას ასევე აღწერს: თავდაპირველად ქართველები შავი ზღვის პირას ცხოვრობდნენ, აქ ეს ტომიო – როგორც უხტანესი წერს, ქართველობა აღორძინდა, გამრავლდა, აავსო შავი ზღვისპირეთი და შემდგომ გამრავლების გზით ვრცელი ქვეყანა სომხეთამდე და ალბანეთამდეო. აფხაზეთის მოსახლეობას კი უხტანესი უწოდებს არა „აფხაზებს“, არამედ ქართველებს – „ითესლეს და გამრავლდნენ და გახდა ტომი, რომელსაც თავის პირველ ქვეყანაში ივერიას უწოდებდნენ, აქ კი ქართველნი ეწოდებათ“. უხტანესის მიხედვით, მთლიანი საქართველოს მოსახლეობას შავი ზღვიდან ვიდრე ალბანეთ-სომხეთამდე შეადგენენ ქართველები. იგი მეგრელებსაც ქართველებად მიიჩნევს. ეროვნულად მეგრელები ქართველები არიან, თუმცა შეიძლება მათ სატომო სახელიც ჰქონდეთ. უხტანესი წერს, რომ არა მარტო მის დროს ცხოვრობს ქართველი ხალხი შავი ზღვისპირეთიდან სომხეთ-ალბანეთის საზღვრამდე, არამედ ძველ დროსაც, ჯერ კიდევ ქრისტემდე (http://meufeanania.info/somxeti/)

როგორც ითქვა, თეიმურაზი წერს: „… კოლხიდელნი არაოდეს ყოფილან საუკუნეთგან სხვანი ნათესაობანი, თვინიერ ქართლოსიანთა და ვიდრე ამა ჟამადმდე” (თეიმურაზ ბატონიშვილი ,,ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა, ქმნილი საქართველოს მეათცამეტის მეფის გიორგის ძის თეიმურაზისაგან, სანკტ-პეტერბურგის სტამბასა შინა სამეცნიერო აკადემიისა, 1848 წელსა”, გვ.84).

ქართველთა ერთიანი სარწმუნოება

ბატონიშვილი თეიმურაზი აღნიშნავს – ,,სრულიად ივერიელთა ჰყავთ უძველესთა შინა დროთა უპირატეს ღმერთად ბოჩი და ტაძარი მისი იყო ფრიადით სიმდიდრითა შემკობილი სამზღავრსა ზედა კოლხიდისა და აფხაზიისასა ბიჭვინტას” (გვ.84).

ბიჭვინთა ყოფილა ივერიელთა ერთ-ერთი წარმათული „ღმერთის“, ბოჩის ტაძარი. ბოჩისთან დაკავშირებით თეიმურაზი განაგრძობს_ ,,ბოჩი ღმერთი ძველი ივერიელთა, პირველ არმაზისა” (გვ.84). ეს ნიშნავს, რომ არმაზის გაკერპებამდე, ქართველთა უმთავრესი კერპი ყოფილა ბოჩი, რომლის დიდი, შვიდხელიანი ქანდაკება იდგა ბიჭვინთაში.

კერპ ბოჩის თაყვანისცემის წესი შეუცვლია ფარნავაზ მეფეს არმაზის უპირატესობით. ამ დრომდე კი ბოჩს ,,პატივსა უყოფდნენ მას, ზოგადად, ზემოისა და ქვემოისა ივერელნი”(გვ.84).
თეიმურაზი აღწერს ბიჭვინთის კერპის ქანდაკებას და წერს : ,,ბოჩი საკუთარი ღმერთი იყო უძველესთა ქართველთა… ესხეს შვიდნი ხელნი.. შვიდნი ხელნი ბოჩისანი ნიშვნიდნენ შვიდთა ნათესაობათა თარგამოსიანთა: 1. ქართლოსისა (და სხვათა ექვსთა ძმათა მისთა, რომელნიცა იყვნეს ერთ საზოგადოება, ხელისა ქვეშე ქართლოსისა); 2. ეგროსის, 3. მოვაკოსისა, 4. ეროსისა, 5. ბარდოსისა, 6. ლეკოსისა, 7. კავკასოსისა.  ესე შვიდნი ნათესავნი არიან ერნი გიორგიისა, ესე იგი საქართველოისა, ანუ ივერიისა, რომელნიცა პირველ ყოველნივე ერთ ერ და ერთ ენა იყვნეს და ყოველნივე ქართულისა მომზრახენი” (გვ.51).

ამით იმის თქმა სურს თეიმურაზს, რომ ის ტერმინი, რომლითაც ახლა აღინიშნება ,,იბერიულ-კავკასიური ერთობა”, ანდა მათ, ვისაც ეწოდებათ ,,იბერიულ-კავკასიურ ენათა ჯგუფში შემავალი ხალხებს”, თავდაპირველად ერთიან ენობრივ და გენეტიკურ სივრცეს ქმნიდნენ, თავდაპირველი კავკასიელები ქართველებთან ერთად მთლიანობას წარმოადგენდნენ, რომელთაც შემდგომ მოგვცეს 7 ძირითადი განშტოება. როგორც აღინიშნა, ამ საერთო ქართულ-კავკასიურ ერთობას გააჩნდა საერთო სარწმუნოება და ,,საკუთარი ღმერთი”, ერთ-ერთი ყოფილა ,,ბოჩი”.

გაქრისტიანების შემდეგ ბიჭვინთამ გააგრძელა თავისი ძველი სარწმუნოებრივი ფუნქცია – წერს თეიმურაზი – ,,ბიჭვინტა” (შემდგომად მცხეთისა) იყო კათედრა კათალიკოზთა, ვინაითგან ანდრია პირველწოდებულს მოციქულსა ქრისტესა მუნ ექადაგა პირველ და სვიმონ კანანელსა”(გვ.84).

თეიმურაზის სიტყვით, IV-VIII საუკუნეებში საქართველოს ეკლესია იმართებოდა ერთი მცხეთელი მწყემსის მიერ. ამ პერიოდს თეიმურაზი უწოდებს ,,სრულიად ერთ მწემსმთავრისა ჟამს” (გვ.84). ამასვე წერს ვახუშტი. სამწუხაროდ, ვახუშტის ეს ცნობა ქართულმა ისტორიოგრაფიამ ვერ შეამჩნია. მე-8 ს.-დან კი აფხაზეთში კათალიკოსობა დაწესდა ცენტრით ბიჭვინთაში.

კვლავ თუ დავუბრუნდებით ქრისტეშობამდე პერიოდს და შევაჯამებთ აღნიშნულ თეიმურაზ და ვახუშტი ბატონიშვილების ცნობებს, თავდაპირველად, დაახლოებით ძვ. წ. VI ს.-მდე, საერთო ქართული წარმართული სარწმუნოების უმთავრესი ცენტრი იყო ბიჭვინთა (კერპი ყოფილა ბოჩი), ამის შემდეგ, ძვ. წ. VI-IV საუკუნეებში, საერთო წარმართული სარწმუნოების საფიცარ ცენტრად ქცეულა „ქართლოსის საფლავი“, ხოლო შემდეგ, ქუჯი-ფარნავაზის ეპოქიდან, ამ საფლავზე აღმართული კერპი არმაზისა.

რას ნიშნავს ვახუშტის ცნობა, რომ ქრისტეშობამდე მცხოვრები ქართველი წარმართების სარწმუნოება ითვალისწინებდა დიდი წინაპრის „ქართლოსის საფლავის“ პატივისცემას? ეს ცნობა მიუთითებს, რომ ქართული წარმართობა წარმოადგენდა უძველეს რელიგიას, რომელსაც „წინაპართა კულტის“ სახელითაც იცნობენ.

წინაპართა კულტი გავრცელებული ყოფილა ისტორიული საქართველოს მეზობელ ძველ რომსა და ძველ საბერძნეთშიც, ასევე სხვა მრავალ ხალხში, ჩინეთში წინაპართა კულტი საფუძვლად დაეებია კონფუციანობას, ჩვენშია ასეთი ყოფილა „ქართლოსის საფლავის“ თაყვანისცემა, მისი „ფუცვა“ ანუ ვედრება მის მიმართ და დამოწმება ვითარცა უზენაესი ავტორიტეტისა, ანუ ქართველ წარმართ მორწმუნეთა უზენაესი საფიცარი ქართლოსი ყოფილა, ხოლო მისი სათაყვანებლი მიწიური ობიექტი – მისი საფლავი. როგორც აღინიშნა, წარმართული რელიგიით, ქართლოსი, წინაპართა უმთავრესი კულტის ნიშანს ატარებდა.
მცხეთელი მამასახლისი, ქართლოსის პირდაპირი შთამომავალი იყო, მისი სახლის წევრებთან ერთად, ამიტომაც მათაც ამავე კულტის შეასაბამისი რელიგიური ნიშნით განადიდებდნენ, ვითარცა ქართლოსის ქვეყნიურ მემკვიდრეთა შორის უპირატესობის მქონეთ –
როგორც აღინიშნა, ჯერ კიდევ ქუჯამდე და ფარნავაზამდე საუკუნეებით ადრე, ვახუშტის სიტყვით, მცხეთელ მამასახლისს ემორჩილებოდა ეგრისის (და მასთან ერთად ყველა სხვა რეგიონის) მოსახლეობა – „იყვნენ ესენი მორჩილებასა შინა მცხეთელ მამასახლისისა“ (ქ.ც.4. გვ.794), ანუ მცხეთელი მამასახლისი საერთო-სახალხო და საკულტო მეთაურად მიიჩნეოდა. ფარნავაზი მცხეთელი მამასახლისის სახლის შვილი იყო, ამიტომ, მამასახლისის სიკვდილის შემდეგ, მასზე გადმოვიდა ამ სახლის უფლებები. ყველა მთავრის მიერ ის ბუნებით მეთაურად ჩაითვალა, ამასთანავე, ის რელიგიური ნიშნის მატრებელიც იყო ქართლოსის პირდაპირი შთამომავლობის გამო.

ამდენად, ტრადიციული წეს-ადათის შესაბამისად, ყველა ქართველი მთავარი მტრიანობის ჟამს მას უნდა დამორჩილებოდა. სხვა მთავართა შორის ქუჯიც.

მაშასადამე, ქუჯიმ აღასრულა ძველი ტრადიციის როგორც ქვეყნიური, ისე სარწმუნოებრივი მოვალეობა. ამით უნდა იყოს გამოწვეული მისი სიტყვები ფარნავაზის მიმართა – „შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა, და შენ გმართებს უფლობა …შენ ხარ უფალი ჩუენი და მე ვარ მონა შენი”.

ქართველთა ფსიქიკური წყობის ერთობა

„ზნენი“

„ერი – ადამიანთა ისტორიულად ჩამოყალიბებული მყარი ერთობა, წარმოქმნილი ენის, ტერიტორიის, ეკონომიკური ცხოვრებისა და იმ ფსიქიკური წყობის ერთობის საფუძველზე, რომლის გამოხატულებაა კულტურის ერთობა“.

http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=14&t=75762

ვახუშტი განაგრძობს ფარნავაზამდე და ქუჯიმდე მრავალი საუკუნით ადრე ქართველთა საერთო ნიშან-თვისებათა აღწერას – „ ზნენი აქვნდათ პირმტკიცობა, მტერთა ზედა ერთობა, თავისუფლებისათვის მხნედ ბრძოლა, მაგრად დგომა მისთვის, ციხე-სიმაგრეთა და ქალაქთა შენება, მაგრობა ქვეყნისა, ერთისა ცოლისა ქმრობა…არამედ, გარნა თუ მრავალ მთავარ იყვნენ და ოდესმე განდგიან თვის-თვისად, გარნა მარადის გარე მტერთა თვისთა ზედა ერთობდნენ და მორჩილებდნენ მცხეთელ მამასახლისსა და, შეერთებულნი, თვისთა ქვეყანისათვის მხნედ იბრძოდიან“ (ქ.ც. 4. 1975, გვ.15).

ეს წესი (მთავრების მორჩილება მცხეთელი მამასახლისის მიმართ მტრიანობის ჟამს) მათ შემდეგ საუკუნეებშიც შეუნარჩუნებიათ. ვახუშტი განსაკუთრებულად აღწერს, რომ ერთი ღმერთის თაყვანისცემის დავიწყებისა და ქვეყანაში უკიდურესი ქაოსის ეპოქაშიც კი, მთავრებს კვლავ შეუნარჩუნებით უნარი გაერთიანებისა მტრის დასამარცხებლად მცხეთელი მამასახლისის ხელქვეშ – „გარნა იყვნენ მცხეთელ მამასახლისის მორჩილებასა ქვეშე და ერთობდნენ მტერთა ზედა მრავალსა წელსა“ (იქვე, გვ. 15).

ფარნავაზმა კიდევ უფრო განამტკიცა წინაპართა კულტის რელიგია, როცა არმაზის კერპი აღმართა ქართლოსის საფლავზე. ამით არმაზი ქართლოსის თაყვნისცემას დაუკავშირდა და უფრო განამტკიცა იქამდე ტრადიციული წარმართული კულტი.

იმჟამინდელი რწმენით, წინაპრებს შეეძლოთ შეწევნა, დახმარება, უბედურებისაგან დახსნა, ბედნიერების გაღრმავება, და მით უფრო წინაპართა შორის უპირატესს – ქართლოსს და შესაბამისად, მის საფლავზე აღმართულ არმაზს, ამიტომაც წერს ძეგლი – „ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თჳსსა: ესე არს არმაზი… ამართა კერპი იგი არმაზი თავსა ზედა ქართლისასა“. თვითონაც ამ გზით, როგორც ითქვა, რელიგიური თაყვანისცემის ობიექტი გახდა.

ქართველთა კულტურის ერთობა

ფარნავაზს შეუქმნია „მწიგნობრობა ქართული“, თუ რა იგულისხმება ამ ცნობაში ჯერ კიდევ საკვლევია. სპარსეთის იმპერიაში ძველსპარსულის გარდა (რომელიც ლურსმულით იწერებოდა), გავრცელებული იყო არამეული ენა ფინიკიური დამწერლობის საფუძველზე. ასომთავრული ასოების მოყვანილობიდან ჩანს, რომ ის შემუშავებულია აღნიშული ფინიკიური დამწერლობის საფუძველზე, რაც ჩვენ გამოვიკვლიეთ. ეს გრაფიკულადაც თვალსაჩინოა –

როგორც ზემოთ აღინიშნა, პროტოქართული ანუ წინარექართული ენის მატარებელი მოსახლეობა (კოლხები, მათი მემკვიდრე იბერები და სხვა ჯგუფები) ცხოვრობდნენ ტიგროსის სათავეებამდე, შუამდინარეთამდე და ყიზილ-ირმაკამდე (მდ. ჰალისამდე) და, ასევე, მის ქვემოთ. რაც იმას ნიშნავს, რომ ის (საერთო ქართველური ენის მატარებელი მოსახლეობა) უშუალოდ ემეზობლებოდა იმ დიდ იმპერიებს, სადაც არამეული ენა წარმოადგენდა ადმინისტრაციის ენას. თავის მხრივ, იმპერიათა საკანცელარიო მწერლობა ფინიკიურ ანბანს ეფუძნებოდა.

შესაბამისად, ქართულ-არამეული კულტურების კვეთის ამ არეალზე, მცირე აზიაში, უნდა ჩამოყალიბებულიყო ქართული დამწერლობის პირველსახე ფინიკიური დამწერლობის საფუძველზე, ბერძნული დამწერლობის გავლენის ფონზე.

ქართული ანბანის ადრეული ისტორია ქრისტეშობამდე საუკუნეებით ადრე იმ პერიოდიდან უნდა იწყებოდეს, როდესაც ფინიკიური დამწერლობა მიღებულ იქნა ქართული ენის საჭიროებისათვის. თავდაპირველად თანხმოვნებისათვის, ხოლო ხმოვნებისათვის გამოყენებული იქნა ან ფინიკიური ხმოვნები, ანდა უკვე არსებული ბერძნულის ხმოვნები. ცნობილია, რომ ჰ. ვინკლერმა დაასაბუთა ფრიგიისა ძვ. წ. მე-8 ს. ასურული ტექსტებით ცნობილი „მუშქების ქვეყნის“ იგივეობა. ამ ეპოქის მუშქების ბოლო მეფეს ერქვა მითა, პ. ინგოროყვამ ის მიიჩნია ფრიგიის მეფე მიდასად, და მას დაუკავშირა ფინიკიურიდან ქართული და ასევე ბერძნული ანბანის ჩამოყალიბება. თუმცა მიღებულია, რომ ფინიკიური ანბანი ბერძნულს მიუსადაგეს ძვ. წ. მე-9 ს.-ში.

ქართულ ანბანს ბერძნულის აშკარა გავლენა აქვს და ამასთანავე, გრაფიკულად ქართული ასო-ნიშნები თითქმის იდენტურია ფინიკიურისა, როგორც ეს ქვემოთ მოყვანილი ცხრილიდან თვალსაჩინოა, ამიტომ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა, ქართულს ფინიკიური მიუსადაგეს, ალბათ, ძვ. წ. მე-7 ს-ის შემდეგ. უფრო, ალბათ კი, ფარნავაზის ეპოქაში, სახელმწიფოებრივი და საკულტო საჭიროებისათვის. თუმცა არ არის აღმოჩენილი არც რაიმე ტექსტი და არც რაიმე წარწერა ამის დასამტკიცებლად, ამიტომაც ვეყრდნობით ასო-ნიშნების ვიზუალური მსგავსებისა და მათი რიცხვითი მნიშვნელობების იგივეობის ფაქტს. თანხვდება ფინიკიურისა და ქართულის ასოთა ზოგადი სახელებიც (იგულისხმება ზოგადი მნიშვნელობით).

აღნიშნული მიზეზის გამო ჩვენ, სავარაუდოდ, შევადგინეთ ფინიკიურიდან ქართულში გარდამავალი ასო-ნიშნების ე.წ. „გარდამავალი“ და „შუალედური“ ფორმები, ანუ მოხაზულობის რამდენიმე ვარიანტი, საჩვენებლად იმისა, თუ რა სახის ცვლილებები უნდა განეცადათ მათ ქართული ანბანის საბოლოო სახის ჩამოყალიბებამდე.
ეს მნიშვნელოვანი მოვლენა, ანუ ქართული ანბანისათვის საბოლოო სახის მიცემა, ანუ ასომთავრულის ჩამოყალიბება, უნდა მომხდარიყო ახ. წ. მე-5 ს. პირველ წლებში ქართლის მეფე ბაკურის კარზე. 411 წელს დაბადებული ბაკურის შვილიშვილი პეტრე იბერი 12 წლის ასაკამდე სწავლობდა ქართულ „წმიდა წერილს“ (იხ. ამის შესახებ ჩემი გამოკვლევა), რომელიც, ჩანს, ამ დროს  უკვე ჩაწერილი იყო ასომთავრული ანბანით, ამას მიუთითებს, ისიც რომ პალესტინაში აღმოჩნდა 430 წლის ქართული პირველი წარწერა (მის პირად მოძღვარ იოანე ლაზის მონასტერში), ამასთანავე, მეფე ბაკურს ქართული ანბანის ჩამოყალიბებასთან აკავშირებენ სომხური წყაროებიც. ეს ნიშნავს, რომ ბაკურამდე უკვე არსებოდა ქართული ანბანი, რომელიც ჩანს, ფინიკიურს წააგავდა თავის სწორხაზოვანი ფორმებით, ხოლო, რადგანაც უკვე საწერ მასალად გამოიყენებოდა არა თიხა და ქვა, არამედ რბილი ეტრატი (პერგამენტი), ამიტომაც საჭიროდ მიიჩნიეს ფინიკიურიდან მიღებული ქართული სწორხაზოვანი ასოების გარკვეული ელემენტების მომრგვალება, რაც ქვემოთ სქემაზეცაა მოცემული. გრაფიკული ცვლილება ძველ სწორხაზოვან ასოებს შეეხო იმით, რომ ახლა უკვე გრაფემების სწორი ნაწილები მომრგვალდა, ანუ ასომთავრულმა ანბანმა მიიღო თავისი ამჟამად ჩვეული სახე.

ქართლის სამეფოს ყველა რეგიონში, მათ შორის ეგრისში არსებულ სანიმუშო ქართულ-ნაციონალურ თვითშემეცნებას ადასტურებს წყარო – წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის ცხოვრება. ის წერს, რომ როდესაც ეგრისის ტერიტორიის ნაწილი (ეგრისწყლიდან ვიდრე ციხეგოჯამდე) დაიპყრო მტერმა, ეს გახდა საფუძველი საყოველთაო სახალხო გლოვისა მთელ ქართლის სამეფოში, მისი ყველა მცხოვრები განიცდიდა ტერიტორიის ამ დანაკარგს და ემზადებოდა მის გასათავისუფლებლად.

წყარო წერს -„მას-ვე ჟამსა გამოვიდეს ბერძენნი აფხაზეთით, რამეთუ ბერძენთა ჰქონდა ეგრისწყალს ქუემოთი კერძი ყოველი, და დაიპყრეს ეგრის–წყლითგან ვიდრე ციხეგოჯადმდე. მაშინ იქმნა გლოვა და წუხილი ყოველთა ზედა ქართველთა და იტყოდეს: „განვამრავლეთ ცოდვა ღმრთისა მიმართ, და არა კეთილად ვიპყართ სჯული ქრისტესი და წესი იოვანეს მცნებისა. სამართლად მოაწია ღმერთმან ჩუენ ზედა ესე რისხვა, რამეთუ მიგუცნა ჩუენ წარტყუენვად უცხოთა ნათესავთა, და მიგჳღო ჩუენ საზღვარი ბერძენთაგან, ვითარცა მიუღო ვარაზ-ბაქარს მეფესა კლარჯეთი. და იგი ცოდვითა ვარაზ-ბაქარისითა მოიწია, რამეთუ ვერ კეთილად ეპყრა სჯული ქრისტესი. ხოლო ესე არა მეფეთა ჩუენთა ცოდვისაგან იქმნა, არამედ ერისა ცოდვათაგან. აწ მეფე ჩუენი ყრმა არს, და არ გჳვის ჩუენ წინა-მძღუარი, რომელი-მცა სასოებითა ქრისტესითა და წინამძღურებითა ჯუარისათა წარგჳძღუა ჩუენ. და ვიძიოთ ჩუენ შური პირველ ოვსთა ზედა, და შემდგომად–მცა ვძებნეთ საზღვარი ქართლისა ბერძენთაგან“. ამას იტყოდეს ყოველნი ქართველნი და იყვნეს მწუხარებასა შინა დიდსა. ეს წყაროა „მეფე ვახტანგ გორგასლის ცხოვრება“.

https://www.amsi.ge/istoria/qc/gorgasali.pdf

You may also like

Leave a Comment