მცხეთის მამასახლისი – ყოველთა ქართველთა უფალი ფარნავაზამდე

by meufeanania
0 comments

მცხეთის მამასახლისი – ქართველთა მიწა-წყლის „უფალი“, გამაერთიანებელი აზონამდე და ფარნავაზამდე

 ქართული წყაროების, უმეტესად ვახუშტის  მიხედვით, ძვ. წ. მე-6 ს-დან ეგრისზე  უდიდესი პოლიტიკური გავლენა ჰქონდა მცხეთის სამამასახლისოს, ხოლო შემდეგ, ძვ. წ. მე-4 ს.-დან  ის (ეგრისი) საერისთავოს სახით შევიდა ქართლის სამეფოში, თავის მხრივ, ქართლის სამეფო სწორედ დასავლეთ საქართველოს მეშვეობით ჩამოყალიბებულა ეგრისელი ქუჯისა და მცხეთელი ფარნავაზის შეკავშირებით.

მცხეთელ მამასახლისებს ასევე უწოდებდნენ „ქართლის თავებს“, ქართული წყროების, ასევე ვახუშტისა და თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით, პირველი ერთიანი ქართული სახელმწიფოს, ანუ ფარნავაზ-ქუჯის ქართლის სამეფოს ჩამოყალიბებამდე, ქართულ ეთნო-პოლიტიკურ ერთეულებს ერთმანეთთან დაუდევთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ყველა ქართული ერთეული უნდა დაქვემდებარებოდა მცხეთელ მამასახლისს ანუ ე.წ.  „ქართლის თავს“.

„ვიყვნეთ ჩუენ ძმა … და სუემან ჩუენმან გუცეს ჩუენ ძლევა კეთილი”

ამ შეთანხმების შესაბამისად, ეგრისის მმართველი ემორჩილებოდა მცხეთელ მამასახლისს, ისევე, როგორც სხვა ეთნოპოლიტიკური ერთეულების მეთაურები.

ამ შეთანხმების შესაბამისად, დაახლოებით ძვ. წ. მე-7, ანდა მე-6 ს.-დან, ეგრისი ექვემდებარებოდა ქართლის თავს ანუ მცხეთელ მამასახლისს, ამიტომაც შემდეგ მისი მმართველი ქუჯი  მცხეთელი მამასახლისის უფლებამემკვიდრე ფარნავაზს დაემორჩილა. ისინი (ფარნავაზი და ქუჯი) ქართველი ნაციის, ანუ საკუთარი სახელმწიფოს მქონე ერის მესაძირკვლე მამები არიან, მათ მიერ დანერგილი სახელმწიფო ენა, ერთიანი კულურა და რელიგია მრავალი საუკუნე ამთლიანებდა ხალხის სულს.

მეფე ფარნავაზმა და ერისთავმა ქუჯიმ ქრისტეშობამდე მე-4 საუკუნეში
 დადეს ფიცი, რათა ერთიანი ქართული სახელმწიფოსათვის საფუძველი ჩაეყარათ ურთიერთსიყვარულით –

„ვიყვნეთ ჩუენ ძმა … და სუემან ჩუენმან გუცეს ჩუენ ძლევა კეთილი”. „ძლევა ძმობით“, ანუ გამარჯვება ერთობით, ერთიანობით, მთლიანობით.


ქუჯი ერისთავი ფარნავაზის წინაშე მკაფიოდ და მხატვრულად გამოთქვამს ქართული იდეის საბოლოო მიზანს –

“განიხარონ ყოველთა ქართველთა !”

ეს სულისკვეთება ერის მამებისა საუკეთესოდ ჩანს ქუჯის დამოკიდებულებითაც საქართველოს გამთლიანების შანსის მიმართ –

მემატიანე წერს –

„მაშინ ფარნავაზ წარგზავნა მონა თჳსი ქუჯის თანა და რქუა: “მე ვარ ნათესავი უფლოს მცხეთოსის ძისა, და ძმის-წული სამარა მამა-სახლისისა …და ვიყვნეთ ჩუენ ძმა… გამოუჩნდეთ ჩუენ მტერად აზონ ერის-თავსა, და სუემან ჩუენმან გუცეს ჩუენ ძლევა კეთილი”. მაშინ განიხარა ქუჯი სიხარულითა დიდითა და რქუა: “აღდეგ და მოვედ ჩემ თანა, და …განგიმრავლნე სპანი შენნი ვიდრე გამოვჩნდეთ მტერად აზონისა. მაშინ განიხარონ ყოველთა ქართველთა … “შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა, და შენ გმართებს უფლობა ჩემი აწ ნუ შურობ ხუასტაგსა შენსა, რათა განვამრავლნეთ სპანი; და უკეთუ მოგუეცეს ძლევა, შენ ხარ უფალი ჩუენი და მე ვარ მონა შენი”. 

ვახუშტი ბატონიშვილი განმარტავს, რომ ასეთი ურთიერთდამოკიდებულების მიზეზი იყო იმჟამად უკვე არსებული წეს-ადათები და ტრადიციები.

You may also like

Leave a Comment