მცირე კოლხეთი

by meufeanania
0 comments

მცირე ანუ ელინისტური ხანის კოლხეთი

ელინისტური ხანის კოლხეთი (ანუ მცირე კოლხეთი) ნაწილი იყო პონტოს იმპერიისა, ანუ პონტოს სამეფოსი, ბერძნული ელინისტური სახელმწიფოსი (ძვ. 302-ახ.წ.62), რომელიც ევქსინის პონტოს, ანუ შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე ჩამოყალიბდა. მისი საზღვარი აღმოსავლეთის მიმართულებით აღწევდა მდინარე ფაზისამდე, ბიზანტიის ცნობილი მკვლევრის შარლ დილის ცნობით.

მცირე კოლხეთი მდებარეობდა მდინარე ფაზისის მარცხენა სანაპიროს მხარეს და ის ოდნავ მოგვიანებით დაიპყრო პონტოს სამეფომ. მცირე კოლხეთს შესანიშნავად აღწერს სტრაბონი, მისი ნაშრომიდან ნათლად ჩანს, რომ მცირე კოლხეთი იყო ზღვისპირას მდებარე გეოგრაფიულად წაგრძელებული ფორმის ქვეყანა ზღვიდან მაღალ მთებამდე, ესაა ამჟამინდელი ქობულეთ-ბათუმიდან რიზე-ათინამდე მდებარე მხარე.

მაშასადამე, სულ სხვა გეოგრაფიული ქვეყანა იყო დიდი კოლხეთი, რომლის კოლხური კულტურის არეალი ფარავდა ისტორიულ საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს და მისგან სრულებით განსხვავდებოდა ელინისტური ხანის, ე.წ. მცირე კოლხეთი, იქ მცხოვრებთა  შესახებ ცნობებს სტრაბონის გარდა იძლევიან ქსენოფონტე და სხვები.

ამ ეპოქის კოლხეთის, ანუ ე.წ. „მცირე კოლხეთის“, შესახებ ბევრს წერს სტრაბონი, რაც გამოწვლილვით გვაქვს განხილული ჩვენს წიგნში „სტრაბონი კოლხეთის შესახებ.  სტრაბონის ცნობით, ამ ეპოქის კოლხეთი შედიოდა პონტოს სამეფოში,  რომლის ცნობილი დედოფალი იყო პითადორიდა (ძვ. წ. 30-ახ.წ. 38). ის დედ-მამის  მხრიდან იყო გამოჩენილი რომაელი კონსულისა და მდიდარი ბერძნის შთამომავალი, მეუღლე პოლემონის პონტოს მეფე პოლემონ 1-ისა. დაქვრივების შემდეგ გახდა პონტოს სრულუფლებიანი დედოფალი. წმინდა ანდრია მოციქულის მიმოსვლაში პონტო-ლაზიკის მხარეებში მგზავრობის დროს ხშირად ნახსენები ქვრივი დედოფალი, შეიძლება იყოს პითადორიდა. რადგანაც ის მეორეჯერაც დაქვრივდა მეორე მეუღლის კაბადოკიის მეფე არქელაეს გარდაცვალების შემდეგ. ის სიკვდილამდე ინარჩუნებდა ქვრივი მმართველი დედოფლის პატივს. პონტოსთან ერთად გარკვეულ წლებში ის კოლხეთის დედოფლადაც იწოდებოდა, რომელთაც მართავდა თავის ქალიშვილ, ასევე ქვრივ  ანტონია ტრიფენასთან (Άντωνία Τρύφαινα 10-55 წწ.) ერთად, მისი (პითადორიდას) მმართველობის ბოლო წლებში უნდა მისულიყო მის ქვეყანაში ანდრია პირველწოდებული. ამ მოსაზრების ვარაუდს იძლევა მეორე მსგავსი ვერსია, რომ ხსენებული ანტონია ტრიფენა წმიდა მოციქულ პავლეს ქადაგებათა გავლენით გაქრისტიანდა (მცირე აზიის ქალაქ კიზიკში).

პითადორიდას კოლხეთი, რომელსაც სტრაბონი აღწერს, მდებარეობდა მდ. რიონის მარცხენა სანაპიროდან ტრაპეზუნტის  მიმართულებით  და, შესაბამისად, მას არ შეიძლებოდა ჰქონოდა კავშირი ადიღეურ-აფსუა ტომებთან, როგორც ამჟამად მიიჩნევა. ამ კოლხეთის ქვეშ იგულისხმება არა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ეპოქის დიდი კოლხეთი, რომელიც მთელ ქართველურ სამყაროს მოიცავდა, არამედ აღნიშნული ელინიტური ხანისა, ის იყო გაცილებით მცირე ქვეყანა, მისი უმეტესი ნაწილი მდებარეობდა უმეტესად ჭოროხის (ფაზისის) შესართავთან. ის იყო ვიწრო ქვეყანა მოქცეული მაღალ კლდეებსა და ზღვას შუა ხუფათიდან (პეტრადან) ვიდრე მდ. სუფსამდე( ანდა რიონამდე).

სტრაბონი კარგად აღწერს, რომ ის (კოლხიდა) იყო ვიწრო ზღვისპირა ზოლი მაღალ მთებსა და ზღვას შორის (ამჟამინდელი ბათუმიდან თურქეთის ხოფამდე), ანუ ის იყო ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველო, რომელიც დაიპყრო პონტოს სამეფომ (ე.წ. კლიენტ- ვასალის უფლებით).

რუკა – ბერძნული კოლონიები. აღმოსავლეთ შავი ზღვისპირზე კოლონიები არ დაფუძნდნენ  მონაკვეთზე – ქობულეთიდან ვიდრე ეგრისწყლამდე, რიონის დაბლობის დიდი დაჭაობების გამო.

მცირე კოლხეთის ადგილმდებარეობა

ამჟამად, სამწუხაროდ, როგორც რამდენჯერმე აღინიშნა, არასწორადაა წარმოდგენილი სტრაბონის ძვირფასი ცნობები კოლხეთის მიმართ, თითქოსდა, ისინი ეხებიან დასავლეთ საქართველოს მთლიანობაში, სინამდვილეში, სტრაბონის ცნობების გამოწვლილვით ანალიზი, ანუ მისი ყოველი წინადადების განმარტება, სრულად ნათლად ხატავს სურათს, რომ მისი ეპოქის კოლხეთი მოიცავდა არა დასავლეთ, არამედ ისტორიულ სამხრეთ- დასავლეთ საქართველოს. რადგანაც მისი მრავალგზისი მითითებით, კოლხიდა მდებარეობდა არა იბერიის დასავლეთით, არამედ მის სამხრეთ-დასავლეთით, ანუ მისი კოლხიდა ის ქვეყანაა, რომელსაც ამჟამად ლაზისტანი ეწოდება ჭოროხის შესართავის ჩათვლით. მის ეპოქაში კოლხიდა იბერიის „ქვემოთ“ , სამხრეთით (სამხრეთ–დასავლეთით) მდებარეობდა.

ხოლო იბერია – კოლხიდის ზემოთ

თუ სწორად მოვახდენთ სტრაბონის ცნობებში ნახსენები პუნქტების ლოკალიზებას, საფიქრებელია, მივალთ სწორ დასკვნამდე, მაგალითად, მისი პუნქტი პიტიუნტი არის არა აფხაზეთის ბიჭვინტა, არამედ რიზე-ათინას რეგიონში მდებარე პუნქტი. მაგალითად, სტრაბონის ცნობით, კოლხიდის „სანაპირო ვრცელდება პიტიუნტიდან ტრაპეზუნტამდე“ (იქვე, თ. ყაუხჩიშვილი, სტრაბ. გეოგრაფია, გვ. 283).


პიტიუნტის ადგილმდებარეობა დღემდე სადავოა. კერძოდ, ნ. ადონცი და პ. ინგოროყვა პიტიუნტს (პიტიას) ათავსებდნენ რიზესთან ახლოს პუნქტ ოფთან. სხვა მოსაზრებებით კი, აქ იგულისხმება აფხაზეთის ბიჭვინთა. ზემოთ აღნიშნულიდან, რომ კოლხიდა არმენიის გასწვრივაა, „ერთ ხაზზეა არმენიასთან“, უფრო სავარაუდოა, რომ სტრაბონის პიტიუნტი იყო ოფ-რიზეს რეგიონში.

სტრაბონი წერს – კოლხიდის გასწვრივ, „ერთ ხაზზე“  არმენიაა,

ანდა ახდენს უფრო ზუსტ ლოკალიზებას – „კოლხიდა ამისოსთანაა“ (სამსუნთანაა).

მსგავსია სტრაბონის ცნობა, რომ იბერები ცხოვრობდნენ არა კოლხიდის მარჯვნივ, არამედ „ზემოთ, ის წერს – „კოლხიდის ზემოთ მცხოვრები ალბანები და იბერები.“

ანდა სხვაგან წერს, რომ იბერები კოლხიდის „ზემოთ“ ცხოვრობდნენ – „იბერები დასახლდნენ კოლხიდის ზემოთ არაქსთან“.


სტრაბონის თვალსაზრისით, კავკასიაში იბერები გადმოსახლდნენ „დასავლეთის იბერიიდან“, ანუ ესპანეთიდან, და ისინი დასახლდნენ არა კოლხიდის გასწრივ მდებარე ადგილებში, არამედ – კოლხიდის ზემოთ, არაქსთან და მის იქით: „დასავლეთის იბერთა ნაწილი გადასახლდა პონტოსა და კოლხიდის ზემოთ მდებარე ადგილებში (იბერები, აპოლიდორეს მტკიცების თანახმად, არმენიას ესაზღვრებიან არაქსით, უფრო კი მტკვრით და მოსხური მთებით). ეგვიპტელთა ნაწილი ეთიოპიასა და კოლხებში გადასახლდა“ (სტრაბონი, I, 3, 21. თ. ყაუხჩიშვილი, სტრაბონის გეოგრაფია, გვ. 81).

მაშასადამე, აქაც, იბერები კოლხიდის ზემოთ ცხოვრობენ მდ. არაქსის მიმართულებით. მაშასადამე, კოლხეთს სტრაბონი არ უწოდებს დასავლეთ საქართველოს, რადგანაც დასავლეთ საქართველოს „ზემოთ“ არაა მდ. არაქსი!

კოლხეთი – ტრაპეზუნტთან მდებარეობდა – ის წერს: „ტავრების მთიანეთში არის მთა ტრაპეზუნტი, თანამოსახელე იმ ქალაქისა, რომელიც მდებარეობს ტიბარანიასა და კოლხიდასთან“ (სტრაბ. VII, 4, 3).

ფაზისი – „არმენიის მდინარეა“

სტრაბონის ცნობით – სათავე მდინარე ფაზისისა (ე.ი. ჭოროხი) მოექცა არმენიაში და შესაბამისად, ამ არმენიიდან იღებდა ის სათავეს (სტრაბ. XI, 2, 17).


ფაზისის სათავე არმენიაშია – „სათავე არმენიიდან აქვს, რომელიც ღებულობს გლავკოსსა და ჰიპოსს, მახლობელი მთებიდან გამომდინარეთ“ (იქვე, გვ. 123).


ჩვენში გავრცელებული აზრით, გლავკოსი არის ყვირილა (იქვე, გვ. 275), ხოლო ჰიპოსი – ცხენისწყალი (იქვე, გვ. 301).

სტრაბონის ცნობით, გლავკოსისა და ჰიპოსის სათავეები არმენიის მთების მახლობლადაა, თუ ეს ასეა, ანუ მაშინ ცხენისწყლისა (ჰიპოსის) და ყვირილას (გლავკოსის) სათავეებიც არმენიის მახლობელ მთებში უნდა ვეძიოთ. ცხენისწყლის სათავეც არმენიაშია?

მაგრამ ჩანს, რომ გლავკოსი და ჰიპოსი არიან ფაზისის, ანუ ჭოროხის შენაკადები, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. რომელთა სათავეები არიან სპერ-არსიანის მთებში, რომელთა მახლობელი მიწა-წყალი მართლაც შედიოდა არმენიაში, რადგანაც, სტრაბონისავე ცნობით, იბერიისაგან იყო მიტაცებული.

მცირე კოლხეთი – პონტოს ერთი ნაწილი

როგორც ითქვა, სტრაბონის დროს კოლხეთს პითოდორიდა მართავდა, რომელმაც ორჯერ მოასწრო დაქვრივება. საერთოდ, ის იყო პონტოს დედოფალი. მეუღლე იყო პონტოს მეფის პოლემონისა, მისი გარდაცვალების შემდეგ შეირთო არქელაუსმა – კაპადოკია-სომხეთის ერთი ნაწილის მეფემ.

მითრიდატე პონტოელი უფრო ადრე ფლობდა კოლხეთს, სადაც გამგებლად თავისი მეგობარი მოაფრენი (სტრაბონის ბიძა) გაგზავნა. მითრიდატეს დაცემის შემდეგ კი კოლხეთი პოლემონს გადაეცა. მისი სიკვდილის შემდეგ მისი მეუღლე „მეფობდა კოლხებზე, ტრაპეზუნტზე, ფარნაკიაზე და ზემოთ მცხოვრებ ბარბაროსებზე“ (იქვე, თ. ყაუხჩიშვილი, სტრაბონის გეოგრაფია, 1957 გვ. 125). ფარნაკია – პონტოს ქალაქი იყო, ტრაპეზუნტის მახლობლად (იქვე, გვ. 298) თემისკარასთან ახლოს, მის მაღლა ცხოვრობდნენ ტიბარენები, ქალდები და სანები. მიიჩნევა, რომ ფარნაკია უფრო ქალდების (ე.ი. ხალიბების) მიწაზე მდებარეობდა (იქვე, გვ. 298). აქ ნახსენები „სანები“, ჩანს, რომ ჭანებია.


მაშასადამე, დედოფალი მართავდა პონტოსა და ტრაპეზუნტის რეგიონის მიწას, მათ შორის კოლხეთს, რომელიც ფაზისამდე (ე.ი. ჭოროხამდე აღწევდა). მაშასადამე, სტრაბონის ეპოქაში კოლხეთი ერქვა მიწა-წყალს ტრაპეზუნტიდან ფაზისამდე. და ის იყო პონტოს სამეფოს ერთი ნაწილი.

შესაბამისად, ეგრისის საერისთავო  არ შედიოდა პონტოს სამეფოში.

პონტოს სამეფოს მიერ დაკავებული ტერიტორია მითრიდატეს პირველი ომის შემდეგ.

https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/5/55/Pontus.png

აფხაზეთი პონტოშია?

ოფიციალური რუსული წყარო ამტკიცებს, რომ ძვ.წ. მე-2 საუკუნისათვის აფხაზეთი და მთელი კოლხეთი შედიოდა პონტოს მეფის მითრიდატე ევპატორის დაქვემდებარების ქვეშ. В конце II века до н. э. Aбхазия, как и вся Колхида, находилась в подчинении понтийского царя Митридата VI Евпатора, https://ria.ru/20120814/722748974.html

ამ ცნობასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელია აფხაზეთი ყოფილიყო პონტოს სამეფოს შემადგენლობაში, რადგანაც  პონტოს სამეფოს აღმოსავლეთი საზღვარი აღწევდა მხოლოდ მდ. ფაზისამდე ბიზანტიის გამოჩენილი ფრანგი ისტორიკოსის შარლ დილის კვლევით.

https://elearning.tsu.ge/pluginfile.php/344536/mod_resource/content/1/%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9A%20%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-converted.pdf

შავი ზღვისპირეთის მდ. ფაზისს კი ბერძნულ სამყაროში ძირითადად  უწოდებდნენ მდ. ჭოროხს, თუნდაც მდ. რიონი რომ იყოს ფაზისი, როგორც ამჟამად მიიჩნევა, მაინც, რადგანაც პონტოს სამეფო აღწევდა მდ. ფაზისამდე, აფხაზეთი, თუნდაც სამეგრელოს ჩათვლით, არ შედიოდა პონტოს სამეფოში, ასეთ შემთხვევაში, მეტ დამაჯერებლობას იძენს ქართული წყარო, რომელიც მიიჩნევს, რომ  რიონის მარჯვენა ვრცელი სანაპიროს მხარე, არგვეთი, ეგრისი ვიდრე მდ. ეგრისწყლამდე (ოჩამჩირემდე) შედიოდა საერთოქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა, ანუ ამ მიმართულებით ქართლის სამეფოს საზღვარი გადიოდა მდ. ეგრისწყალზე. მხოლოდ ამჟამინდელი ოჩამჩირედან ჩრდილოეთით მოიკიდა ფეხი ბერძნულმა კოლონიზაციამ.

მართლაც, ქართული წყაროების შესაბამისია რეალური ფაქტი იმისა, რომ ბერძნული კოლონიები, მართალაც, მდ. ეგრისწყლის ჩრდილოეთით მდებარეობდნენ ზღვის პირას, ანუ გიენიოსის (ოჩამჩირის), დიოსკურიის, პიტიუნტის, ჰერაკლიას (ანაკლიას) ბერძნული კოლონიები აღნიშნული მდინარის, ეგრისწყლის ჩრდილოეთით მდებარეობდნენ.

აქვე შეიძლება ითქვას, რომ რადგანაც მდ. ფაზისი იყო მდ. ჭოროხი, ფაზისის ბერძნული კოლონიაც ჭოროხის ზღვასთან შესართავთან მდებარეობდა, აქვე იყო პუნქტი ბათისი ამჟამინდელ ბათუმთან.

გარდა ფაზისის, დიოსკურიის, პიტიუნტისა ასევე ბერძნებს ჰქონდათ კოლონიები : აფსარ (სარფი), იკონია(გონიო), ჰერაკლეა( ანაკლია),გიენოსი(ოჩამჩირე), ბათის.

ყველა ქართული წყაროს ცნობით, ძვ. წ. მე-3 საუკუნიდან ვიდრე ვახტანგ გორგასლამდე ქართლის სამეფოს საზღვარი გადიოდა მდ. ეგრისწყალზე, ეს მტკიცება არ ეწინააღმდეგება ბერძნულ წყაროებს.

შეცდომას უშვებენ თანამედროვე მეცნიერები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თითქოსდა, მთელი დასავლეთ საქართველო შედიოდა პონტოს სამეფოში, როგორც ითქვა პონტოს სამეფოს საზღვარი აღწევდა მდ, ფაზისამდე, ანუ მდ. ფაზისის მარცხენა სანაპირომდე, ხოლო ქართული წყაროების ყურადღების ქვეშაა ამ მდნარის მარჯვენა სანაპირო და მიაჩნიათ, რომ მთელი ეს ქვეყანა მდ. ეგრისწყლამდე შედიოდა ქართლის სამეფოში.

ძველბერძენი კოლონისტები აფხაზეთში

რაც შეეხება ბერძენ კოლონისტებს ან ბერძნულ ქალაქებს დასავლეთ საქართველოში, ქართული წყაროები აქაც მართლდებიან, რადგანაც ცნობებით ბერძნები ანუ ბერძენი კოლონისტები თავიანთ პუნქტებს და კოლონიებს აფუძნებდნენ მდინარე ეგრისწყლის იქით, ანუ ეგრისწყლის ჩრდილოეთის მიმართულებით, ანუ თანამედროვე სახელდებით ოჩამჩირედან სოჭის მიმართულებით.

ქართული წყაროები ასახელებენ საუკუნეებსაც, ანუ ეპოქას, რომელიც მთლიანად ეთანადება ქალაქ მილეტის გააქტიურებას ამ მიმართულებით, როცა ის თავის კოლონიებს აარსებდა ამ მხარეში ეგრისწყლის იქით, ეს ყოფილა ე.წ. „მამასახლისობის ეპოქა“, ანუ ძვ. წ.VI-IV საუკუნეები.

პუნქტების არასწორი ლოკალიზაცია

წყაროებში მოცემული პუნქტების სწორად ლოკალიზებას განსაკუთრებით შეუშალა ხელი ნ. მარმა, როდესაც მან დასავლეთ საქართველოს ტოპონიმები მიაკუთვნა აფხაზ-აფსუათა წინაპრებს. ამასთანავე, მან ქართული წყაროები „სრულებით უვარგისად“ გამოაცხადა დასავლეთ საქართველოს მიმართ.

Н. Марр топонимы в западной Грузии (Аджария, Гурия, Сванети, Рача) приписывал якобы жившим здесь около 5000 лет назад предкам абхазов.

https://www.dzeglebi.ge/rus/statiebi/istoria/abxazia_danie_pred.html

ნ. მარმა დასავლეთ საქართველოს ტოპონიმები (გურია-აჭარაში, სვანეთსა თუ რაჭაში) მიაკუთვნა აფხაზთა წინაპრებს, რომელნიც აქ, თითქოსდა, 5000 წლის წინ ცხოვრობდნენ. საბჭოთა დროს ეს კონცეფცია განავრცეს დ. გულიამ, ს. ჯანაშიამ, ი. ჯავახიშვილმა და სხვებმა იმ საფუძველზე, თითქოსდა, მდინარეთა სახელწოდებანი და საკუთარი სახელები „აფხაზურ-ადიღეური ეტიმოლოგიისა“ იყო – წერს ვებგვერდი.

https://www.dzeglebi.ge/rus/statiebi/istoria/abxazia_danie_pred.html

В советское время эту концепцию развили Д. Гулия, С. Джанашиа, И. Джавахишвили и др. На основании названий рек и личных имен с «абхазо-черкесской этимологией»

Д. Гулия, как уже отмечалось, объявил весь Западный Кавказ, Армению и Турцию исторической территорией предков абхазского народа.

შეიძლება დავასკვნათ –  ზოგადეროვნული კულტურა, რომელიც ამჟამად ცნობილია „კოლხური კულტურის“ სახელით, იყო არა ლოკალური კულტურა დასავლეთ საქართველოში, არამედ ის ფარავდა სრულიად ისტორიული საქართველოს ტერიტორიას და ქართველთა განსახლების ტერიტორიას. 

საბჭთა ისტორიოგრაფიის იდეოლოგია „ორი კულტურის“ შესახებ

ნაშრომის მიზანია, აჩვენოს, რომ იდეოლოგია, რომ ანტიკურ პერიოდაში საქართველო ორ ნაწილად იყო დაყოფილი ორი განსაზღვრული იდენტობით – იბერიულად და კოლხურად – არის საბჭოთა ეპოქის თეორია.

მის უარსაყოფად დაიწერა ჩვენი კვლევა, კიდევ ერთხელ, ორიოდე მაგალითიც კი აჩვენებს , რომ ის არასწორია, მაგალითად,  ამ პერიოდის ბერძენ-რომაელი ავტორები,  სტრაბონი, სრულიად ნათლად წერს თავის ნაშრომში, რომ ამ ეპოქის კოლხიდა მდებარეობდა არა დასავლეთ საქართველოში, არა იბერიის მარცხნივ, არამედ „იბერიის ქვემოთ, არმენიის გასწვრივ“, ანუ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში (ტრაპეზუნტიდან ჭოროხის ხეობის ჩათვლით), ამიტომაც ის ხშირად მიუთითებს, რომ „იბერია კოლხეთის მაღლა“ მდებარეობდა, რომ კოლხიდას აღმოსავლეთიდან ესაზღვრებოდა არა  იბერია, არამედ არმენია, ხოლო იბერიის დასავლეთით ცხოვრობდნენ ჰენიოხები დ სხვა ქართული ტომები. ამის შესახებ იხ. სპეციალური გამოკვლევა „სტრაბონი კოლხეთის შეასახებ“.

ანდა, ბრილის საგანძურის კვლევა აჩვენებს, რომ მის შემქმნელს მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული კავშირი ჰქონდა შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილისა და ქართლის სამხრეთ ნაწილის, ანუ თრიალეთის მოსახლეობასთან და არა დასავლეთ საქართველოს ოლქებთან, ანუ ეს კულტურა ზოგადქართულია და კულტურის ერთიანობაზე  მიუთითებსა და არა დასავლეთ საქართველოს განყენებულ კულტურაზე, რასაც აპელირებენ ამჟამად, ანუ ბრილის კულტურა არა მხოლოდ დასავლურქართულია, არამედ ზოგადქართული – მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული კავშირი ჰქონდა ახალანდელი დიგორის, ზემო იმერეთის, შიდა ქართლის ჩრდილოეთ ზოლის და თრიალეთის მოსახლეობასთან.

https://oni.gov.ge/?page_id=5435

თუ არას ვიტყვით ქორიძის ზემოთ ნაჩვენებ სიასთან კოლხური კულტურის განძების ისტორიული საქართველოს უდიდეს ნაწილზე მისი განფენით, და არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, ასეთი არქეოლოგიური ფაქტები და წერილობითი წყაროები მრავალია.

მსგავსადვე, ვანის საგანძური თითქმის იგივეა, რაც ახალგორის იმავე ეპოქის საგანძურისა, რასაც საგულდაგულოდ მალავენ შესაბამისი არქეოლოგები, ამიტომ თუ არსებობდა კოლხეთის სამეფო, ის ზოგადქართული იყო, რადგანაც ვანში აღმოჩენილი კულტურა იდენტურია ახალგორისა და მცხეთის კულტურებისა.

კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, კოლხური კულტურა ზოგადქართველური ანდა წინარექართველური კულტურაა, ამის თქმის უფლებას იძლევა ყველაზე უძველესი წყარო კოლხების შესახებ,  ცნობა (ფრაგმენტი 188), რომ „მოსხები კოლხური ტომია“, ესაა კოლხების შესახებ არსებული ერთ-ერთი  უძველესი წყარო, თანაც მისი ავტორი პირადად იცნობდა კოლხურ სამყაროს.

ამ მნიშვნელოვან ცნობაში ნათქვამი, რომ „მოსხები კოლხური ტომია“, იგივეა, რაც „კოლხები მოსხური ტომია“,  ნიშნავს, რომ ძვ.წ. მე-3 ს–ში საერთო ქართული, ანდა ე.წ. ზანურ–ქართული ენა ჯერ კიდევ არა იყო საბოლოოდ დაშლილი, ასევე ამ ვარაუდის გამოთქმის უფლებას იძლევა ის ფაქტიც, რომ კოლხური კულტურის განძი მოპოვებულია თურქეთში, ქ. ორდუში, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა თუ მთიანეთში, იმჟამად ქართლში შემავალ სევანის ტბისპრეთში და სხვა, რომელიც იმჟამად (კოლხური კულტურის ხანაში)  ჯერ კიდევ ერთიან პროტოქართულ რეგიონში შედიოდა.

თუ ასეა, ამ შემთხვევაში არასწორია ოფიციალური ზოგადად მიღებული დასკვნა, რომ კოლხური კულტურა დასავლეთ საქართველოს კულტურაა (Колхидская культура (груз. კოლხური კულტურა) — археологическая культура на территории Западной Грузии[1], одними из носителей которой были колхи — древние западно-грузинские племена).

ასეთი საყოველთაოდ დამკვიდრებული აზრი არასწორია.

მასშასადამე, ბრინჯაოს ეპოქის არქეოლოგია ადასტურებს წერილობით წყაროს, რომ მესხები კოლხური ტომია ანდა, პირიქით, მოსხები და კოლხები ერთიანი კულტურის მატარებელი თემებია.

ქართულ მეცნიერებაში უსაფუძვლოდ გაბატონებულმა დოგმამ, რომ კოლხური კულტურა მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ტომებისა და მოსახლეობის კულტურაა, ხოლო აღმოსავლურქართული ისტორიულად სხვაა, ჩამოაყალიბა მტკიცება, თითქოსდა ,ისტორიულ პერიოდში დასავლეთ საქართველოს ეთნიკური სახე (თავისი ენითა და კულტურით) სხვა ეთნიკურ ერთობას წარმოადგენდა, აღმოსავლური კი სხვა, ანუ ისტორიული საქართველოს მიწა-წყალზე არსებობდა ორი სხვადასხვა კულტურა, ორი ეთნოსი და ორი ხალხი. ასეთი მტკიცება დევს კიდეც სამთავრობო საიტზე.

აქ ნათქვამია – “ქვეყნის სახელწოდება – საქართველო, მომდინარეობს ისტორიული მხარის – ქართლის სახელიდან. გეოგრაფიულად, საქართველო იყოფა ორ ნაწილად_ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდ. ვითარებიდან გამომდინარე, არსებობდა ორი კულტურა_ დასავლეთ ქართული – კოლხური და აღმოსავლეთ ქართული – იბერიული. ფარნავაზმა ძვ.წ. IV-III საუკუნეების მიჯნაზე შექმნა პირველი აღმოსავლურ-ქართული სახელმწიფო – ქართლის სამეფო”.https://www.gov.ge/index.php?lang_id=geo&sec_id=193%E2%80%A626.11.2020.##4

 ამ თეორიისაგან განსხვავებით სულ სხვას ამტკიცებდა ძველი ქართული ისტორიოგრაფია, „მოქცევაი ქართლისაის“ ავტორი, ლეონტი მროველი, ჯუანშერ ჯუანშერიანი, არსენ ბერი, სხვადასხვა მოღვაწე, მათ შორის  დიდი ჭყონდიდელები საუკუნეთა მანძილზე,  იოანე ლაზი, იოანე მინჩხი, სხვა უამრავი მოღვაწე დასავლეთ საქართველოდან, იქაური ყოველი ძეგლი, წიგნი თუ წარწერა, მათ გარდა, დიდი, თუმცა დავიწყებული ისტორიკოსები_ ალექსანდრე ხახანაშვილი, დიმიტრი ბაქრაძე და ბოლოს დიდი ილია, აკაკი, იაკობ გოგებაშვილი და სხვანი, რომ ისტორიულად, საქართველოში არსებობდა არა ორი, არამედ ერთი ქართული კულტურა, რომელიც საფუძვლად დაედო ქართველი ერისა და პირველი ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას მეფე ფარნავაზისა და ქუჯი ერისთავის დროს ძვ. წ. IV-III საუკუნეებში. ორი კულტურის თეორია შლის, ხოლო ძველქართული ამთლიანებს საქართველოს.

You may also like

Leave a Comment